გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V  < 1 2 3  
Reply to this topic Start new topic
 ომები იწყება..., ვითომ?
 
Pulp_
პოსტი Feb 25 2011, 15:24
პოსტი #27


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,159
რეგისტრ.: 14-January 11
წევრი №: 10,650
კურსი:--


ციტატა
ომები იწყება..., ვითომ?



ვფიქრობ დიდი შანსია აღსრულდეს მასონთა სურვილი, და ადამიანთა რაოდენობა შემცირდეს მილიარდამდე...

ეს რათქმა უნდა ომის გარეშე წარმოუდგენელია, რამოდენიმე წელიც და დაიწყება ხვნა ამა მსოფლიოსი !

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Pulp_: Feb 25 2011, 15:24
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Feb 25 2011, 16:26
პოსტი #28


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(zesta 2004 @ 25th February 2011 - 12:15) *
ის ზავი არ ზღუდავს შეტევით შეიარაღებას.
ზავით დადგინდა გარკვეული ზღვარი, რის შემდეგაც არ შეიძლება დაფინანსდეს შეიარაღებული ძალები იაპონიაში, მშპ-ს რაღაც პროცენტია და კიდე კრძალავს შეტევით ოპერაციებს.
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით კუნძულები იაპონიას ეკუთვნის, ასე რომ რო რამე ოპერაცია თავდაცვითი იქნება.

სისულელე პირდაპირ წერია ზავის პირობებში ფლოტის მაქსიმალური რაოდენობა, სახმელეთო ძალების მაქსიმალური რაოდენობა და ასე შემდეგ

ცდილობენ რო შსს მოახდინონ მაგის კომპენსირება მარა ეგეც შეუზღუდეს 1995ში მგონი


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
androabuladze
პოსტი Mar 26 2011, 17:27
პოსტი #29


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 535
რეგისტრ.: 24-December 10
მდებარეობა: ქ. ზუგდიდი. გეორგია

წევრი №: 10,559
კურსი:--


ამ ეტაპზე რუსეთსა და იაპონიას შორის ომი არ დაიწყება, მაგრამ გინდ დაიჯერეთ და გინდ არა რასაც ვწერ:
დაახლოებით 25–45 წელში რუსეთი დაიშლება შემდეგნაირად – კავკასიის ფედერაციები მიიღებენ დამოუკიდებლობას, ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარი მცირედით გადაიწევს ჩრდილოეთით, შესაძლოა მონღოლეთისაც და იაპონია დაიბრუნებს სახალინსა და კუნძულთა შელფს კამჩატკის სამხრეთით. მერწმუნეთ არც მკითხავი ვარ და არც ლელა კაკულიას შვილიშვილი,
უბრალოდ მრავალეთნიკურობა, ეკონომიკის განვითარების მიზნით ევროპასთან დაახლოების აუცილებლობა, თაობისა და მენტალიტეტის გარდაუვალი და ლოგიკური ცვლა, ბოლოს კი დემოკრატიის გავრცელება, რაც გარდაუვალია ევროპასთან დაახლოების და მენტალიტეტის ცვლის შემთხვევაში, რუსეთს ამ შედეგებამდე მიიყვანს, მაგრამ რუსეთი კი არ დასუსტდება, არამედ პირიქით, ამ ყველაფრის შემდეგ უფრო გაძლიერდება.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია androabuladze: Mar 26 2011, 17:30
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jul 3 2012, 18:21
პოსტი #30


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ნარკუშა, მასონური ამერიკა ვეღარ კმაყოფილდება ნავთობით, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

ასეთია ნარკუშების ბედი


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jul 7 2012, 23:04
პოსტი #31


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ციტატა(Fernando @ 7.07.2012, 8:11) *
ბატონო დაჩი, ჯერ ერთი ეს გამაგებინეთ - ეთანხმებით თუ არა სინოდის მოსაზრებას იმაზე, რომ
”ჩიპიანი" ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს?
თუ ასეა, მაშინ საკითხის რელიგიური მხარე უკვე მოხსნილია და საკითხი წმინდა პოლიტიკურ-სამართლებრივი ხასიათისაა, ხომ?

თავად "ჩიპიანი" ბარათი ცრუქრისტეს ბეჭედს არ წარმოადგენს, მაგრამ იგი წინა საფეხურია ცრუქრისტეს" ბეჭდისაკენ, ანუ ე.წ. ადამიანების უშუალო "დაჩიპვისაკენ".
ე.წ. "ჩიპიანი" ბარათებიც უკვე იძლევა ადამიანის საყოველთაო ზედამხედველობისა და ზემოქმედების შესაძლებლობას, რაც თანამედროვე მონობის ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენს.
თუ კაცობრიობამ აქედანვე არ დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისათვის, ხვალ უკვე გვიან იქნება.
***

ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება
2012/0706

მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის თავმჯდომარის, ავთანდილ უნგიაძის თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

"ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ "ელექტრონული" ბარათების აღება, უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიღონ ჩვეულებრივი პირადობები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში უნგიაძე.
"ე.წ. შვ ბარათი ზღუდავს პიროვნების უფლებებს, პიროვნულ თავისუფლებას, წესდება ზედამხედველობა ადამიანზე და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ, მომავალში ადამიანის მართვა იყოს შესაძლებელი. გვინდა, რომ იყოს ისეთი საბუთები, როგორებიც აქამდე.
"საბერძნეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ეკლესიამ საპირწონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შექმნა მოითხოვა და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.
"მდგომარეობა რომ არ გამწვავდეს, ნაც-ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, რომ ჩვენი, მორწმუნეთა თხოვნა დააკმაყოფილოს", - გვითხრა უნგიაძემ.
4 ივლისს საპატრიარქოში საპირწონე პირადობის მოწმობების შექმნის მოთხოვნით 30 000 ხელმოწერა შეიტანეს. ხელმოწერათა შეგროვებას ორგანიზებას ანჩისხატის მომლოცველთა კრებული უწევდა რომლის ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს არჩევანის უფლება დააკარგვინეს.
ზაზა ნანობაშვილი:
"ადამიანებს დააკარგვინეს არჩევანის უფლება. მათ ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ამ ბარათების გარეშე. ჩვენ ვითხოვთ, იყოს საპირწონე პირადობის მოწმობები. მსგავსი რამ ევროპაში უკვე დანერგილია.
"ე.წ."ჩიპიანი საბარათო ცხოვრებაზე გადასვლა ადამიანს თანდათან უფლებებს აკარგვინებს. არის მცდელობა, გააუქმონ ფული და ბარათი იყოს მისი შემცვლელი.
"ევროპაში და მთელ მართლმადიდებლურ ქვეყნებში მიღებულია სინოდალური გადაწყვეტილება და გამოსულია წესებიც სახელმწიფო დონეზე, რომლებიც იცავს ამ კუთხით ადამიანის უფლებებს. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა საერთოდ გააუქმა "ჩიპიანი" ("ელექტრონული") პირადობები.
"საპირწონე საბუთი, ოღონდ პირადი ნომრის გარეშე, შემოიღეს მოლდოვეთში, იგივე მოხდა უკრაინაში, საბერძნეთში, სერბეთსა და ბულგარეთში.
"საქართველო ერთადერთია, სადაც "ელექტრონულ" პირადობებს შემცვლელი არ აქვთ და მგონი, ჩინეთში აპირებენ ახლა მსგავსი რამის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში არსებობს "ელექტრონული" პირადობების შემცვლელი.
"ეს ბარათი არის ყიდვა-გაყიდვის საშუალება. ყიდვა-გაყიდვა კი ქვეყნის აღსასრულის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც წერია, რომ ვერც იყიდი მის (ბარათის) გარეშე და ვერც გაყიდი.
"დღეს "მეტროთი" (მიწისქვეშა მატარებლი) ბარათის გარეშე ვერ ისარგებლებ, ასევე ბარათს არ აქვს შემცვლელი პენსიების აღების დროს. 20-მდე ევროპულ ქვეყნაში ვარ ნამყოფი და ამ ქვეყნებში თუ რამე დაიშვა, ისეთი, შემცვლელის გარეშე და მხოლოდ ბანკომატზე ან ელექტრონულ ბარათზე ხარ დამოკიდებული ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას, ამას სწრაფადვე განგაში მოჰყვება ხოლმე.
"საქართველოში, მიწისქვეშა მატარებლით მგზავრობისას საბარათო სისტემა როცა დაუშვეს, ხმა არავინ ამოიღო, იგივე მოხდა პენსიებზეც. შეიძლება ითქვას, რომ ერს აჩვევენ ამას. ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ ყველა სამგზავრო საშუალებას ცოტა ხანში საბართო მომსახურებაზე გადაიყვანენ. ბარათზე იქნება მიმაგრებული ადამიანი და მისი საშუალებით იმართება ის მთელი ცხოვრების მანძილზე.
"ის, რომ ქვეყნის აღსასრულის მიხედვით ეს არის ცრუქრისტიანული, სხვა საკითხია, ამ თემას ათონის მამები განიხილავენ. სინამდვილე ისაა, რომ ადამიანის უფლებები ილახება და ღვთითბოძებული ნება იბღალება.
"ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები და ვითხოვთსაპირწონე პირადობის მოწმობის შექმნას. 30 000 ხელმოწერა გუშინ შევიტანეთ საპატრიარქოში და დღეს რაიონებიდან კიდევ 4 000 ხელმოწერა ჩამოვიდა.
"ე.წ. "ელექტრონული" პირადობის მოწმობა მხილებაა თვითონ ამერიკის. რადგანაც ნივთი ნებაყოფლობით უნდა შეიძინო. შენ რომ რაღაცის მოხმარებას მაიძულებ, ეს საქონელი თავისთავად შინაგანად დაწუნებულია."
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ნაც-სამინისტრომ ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო. იუსტიციის ნაც-სამინისტროს ცნობით, ბარათზე მოთავსებულია ორი "ელექტრონული" მატარებელი.
პირველ მათგანზე დატანილია პირის პირადი მონაცემები, ხოლო მეორე მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მომსახურებისათვის.
ამასთანავე, პირადობის მოწმობაზე შესაძლებელია ყველა სხვა ბარათის მიერთება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო და კერძო საწარმოების მიერ.

ხატია ვარდოსანიძის წერილის მიხედვით


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi_tavadze91
პოსტი Aug 23 2012, 15:26
პოსტი #32


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 26-December 11
მდებარეობა: uznadze 4
წევრი №: 12,452
კურსი:3


ხალხო, ამ ზამთარში ახლო აღმოსავლეთში ახალი დიდი ომის დაწყებით გვემუქრებიან (ზოგადად მსოფლიოს ემუქრებიან), რომელიც დიდად სავარაუდოა, რომ III მსოფლიო ომში გადაიზარდოს. აი მაშინ ავშენდებით. გუშინ ვუყურე 20 აგვისტოს ჩანაწერს, როცა ბატონმა დავით თარხან-მოურავმა ისაუბრა ამ შესაძლო ომის შესაძლო მონაწილეების ინტერესებსა და მხარეებზე, ასევე მასში საქართველოს როლსა და ბედზე. თუ ვინმემ უყურეთ ამ გადაცემას მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi_tavadze91
პოსტი Oct 29 2012, 18:38
პოსტი #33


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 26-December 11
მდებარეობა: uznadze 4
წევრი №: 12,452
კურსი:3


რაც შეხება მესამე მსოფლიო ომს, ჩემი აზრი ასეთია.

რუსეთმა თავისი ჯარების გაყვანით, სირია ნატო დეიდასა და ისრაელს ჩააბარა. მაგრამ სირიის იქითაც გრძელდება ახლო აღმოსავლეთისა და ნავთობ-გაზის სამოთხე. ესაა ირანი, რომელიც ისედაც არ "ევასებათ" დასავლეთში და ახლა მისი ჯერი დადგება. მაგრამ სირიისგან განსხვავებით ირანი ბევრად უფრო დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. რუსეთი მისი მოკავშირეა, ჩინეთი მასზე ეკონომიკურადაა დამოკიდებული (მთელი ნავთობი, ჩინეთს ირანისგან მისდის). ეს ორი სახელმწიფო+არაბული ლიგის ქვეყნები, საკმაოდ დიდი ძალაა. გასათვალისწინებელია რომ რუსეთს, ჩინეთს და ირანს (მართალია კისერს იტეხავენ სამხედრო ინტერესებისთვის არ გვაქვსო, მარა მაინც) აქვთ ატომური იარაღი.

ახლა რა ხდება დასავლეთში: ირანის პირველი მტრები აშშ და ისრაელი არიან და ომის შემთხვევაში აშშ თავისავად და ისრაელიც მასთან ერთად წრუძღვებიან დეიდა ნატოს გმირ შვილებს. დასავლეთის მრავალ სახელმწიფოს, მათ შორის ისრაელსაც აქვთ მასობრივი განადგურების იარაღი. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა: თურქეთმა, რომელიც 1952 წლიდან ნატოს წევრია და ამ ორგანიზაციის უძლიერეს სახმელეთო არმიასა და მომგებიან ტერიტორიულ მდებარეობას ფლობს, შეიძლება ზურგი აქციოს ძია სემს და თავის რელიგიურ და კულტურულ ძმებს დაუკავშირდეს (ისე რა კარგი წარმოსადგენია, თურქეთი, ირანი და რუსეთი ერთ ალიანსში). როგორც ცნობილია პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, პოლიტიკაში არსებობს მუდმივი ინტერესები. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ: 1. აშშ-მ თურქეთთან მეგობრობას მახვილი ჩასცა ზურგში, ერაყში ქურთების ავტონომიის გამოცხადებით, 2. თურქეთი და ირანი ეკონომიკურ კავშირში არიან და 3. თურქეთის სათავეში საკმაოდ მყარად დგას ისლამისტური მთავრობა, მაშინ ომის შემთხვევაში თურქეთს აღმოსავლურ ალიანსის რიგებში განვიხილავ.

რაც შეეხება საქართველოს, თუ ირანი, თურქეთი და რუსეთი ალიანსში აღმოჩნდებიან, ვფიქრობ კიდევ შესაძლებელია უშუალოდ სამხედრო მოქმედებების აცილება ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ თუ თურქეთი დასავლეთს დაუჭერს მხარს მაშინ ეს ომი ბევრად უფრო გამანადგურებელი იქნება ჩვენთვის ვიდრე სხვა შემთხვევაში.

მოკლედ ასეა, თუ ისე, ჩემი აზრით ომი გარდაუვალია ჩვენი საქმე კი "არც თუ ისე კარგადაა".
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 1:09
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank