გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topic Start new topic
 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის
 
ვის დაუჭერთ მხარს?
თქვენ ვერ შეძლებთ გამოკითხვის შედეგების ნახვას, სანამ ხმას არ მისცემთ. შედეგების სანახავად, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში და მისცეთ ხმა.
სულ ხმები:: 30
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
Rhaegar
პოსტი Dec 12 2011, 13:51
პოსტი #27


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ქართული ოცნების გუშინდელ გახსნაზე, ბოლოს, საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ ეს კლიპი გაუშვეს.



--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 13 2011, 4:38
პოსტი #28


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ივანიშვილი:
ხალხს რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, თანხას მე ვიხდიდი
ოქტომბერი 21, 2011

სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებას „თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი - რჩევით, ფულით. საზოგადოებას რომ ეგონა, ნაც-მთავრობას სოროსი უხდიდა ფულს, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი“- ამბობს ბიძინა.
„ გახსოვთ, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ აპატიეს... ამას მოჰყვა უკანონო ნგრევა, ქონების წართმევა, კიდევ სხვა და სხვა... ხალხმა ჩემზე ადრე დაიწყო სინამდვილის გაცნობიერება.(!!!)
მე, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი.
ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ
- მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში,
- მქონდა ჩემი დღის რეჟიმი,
- დაკავებული ვიყავი ოჯახით,
- არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს.
- საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო.
ჩემთვის ამბები ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა გამოგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი“-აღნიშნავს ივანიშვილი.
„დრო რომ გადიოდა, რაღაცეები მესმოდა და არ მომწონდა, მაგრამ 2007 წლის7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას ძალიან გაცეცხლებულმა დავურეკე, ჭორვილაში ვიყავი.
კატეგორიულად მოვთხოვე: - "სასწრაფოდ გადადექი და საზოგადოებამ შეაფასოს შენი საქციელი. პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემთვის მიუღებელი პრეზიდენტი ხარ". მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, გადავდგებიო.
მერე გავიგე, რომ ამაში უცხოეთიც ყოფილა ჩარეული.(!!!)
გამიხარდა, რომ გადადგა. მაგრამ ამით რაღაც პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. რადგან რჩევით დახმარებას მთხოვდა, მეც, ნაწილობრივ, ჩავერთე პროცესში.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, - ხმებს ვერ აგროვებს. უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და საქმიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად. ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით.
ასე დამთავრდა ეს ამბავი“-ამბობს ივანიშვილი.

ია ანთაძის წერილიდან

ბოლოთქმა:
რამდენად გულწრფელია ბიძინას მონანიება, თავად განსაჯეთ. მე პირადად არ მჯერავს.
უფრო მეტიც, ვფიქრობ მეორე "მონანიების" მოწმენიც გავხდებით, უახლოეს მომავალში.
რა კავშირებია ბიძინა ივანიშვილსა და ჯორჯ სოროსს შორის, ჯერ კიდევ დასადგენია.
ვის ბრძანებას (დავალებას) ასრულებბდა ბიძინა, როდესაც ნაც-ხელისუფლებას აფულიანებდა???


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Dec 28 2011, 22:49
პოსტი #29


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


შეცდომები თუ მიზანმიმართული დანაშაული


2008 წელს გაზაფხულზე, ხედვითმაუწყებლობა "კავკასიაში" გავიდა საქართველოს თავდაცვის უწყების ყოფილი თავკაცის, ირაკლი ოქრუაშვილის გახმაურებული განცხადება, ბორის (ბიძინა) ივანიშვილის მიერ უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის) ნაწილობრივი გაფულიანების შესახებ. ეს დახმარება რამოდენიმე მილიონი ლარით განისაზღვრებოდა და საქართველოს ნაც-ხელისუფლების გავლით მიეწოდებოდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების ("ფერადი რევოლუცია") მომწყობებს.
ჭინკები ნარინჯის რევოლუციიდან
ოქრუაშვილის განცხადებით, ივანიშვილი მუდმივად აძლევდა ფულს დანაშაულებრივ ნაც-ხელისუფლებას, სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის ნაც-საძმოელთა ყოფის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ფულს აძლევდა თავდაცვის ფონდს, ფულს იხდიდა სააკაშვილის ნაც-საძმოელთა საარჩევნო საჭიროებებისათვის, რაც სააკაშვილის უშუალო მოთხოვნით ხდებოდა.

წყარო: regnum.ru 06.03.2008


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
სარა
პოსტი Dec 28 2011, 22:51
პოსტი #30


უცნაური
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,347
რეგისტრ.: 19-December 09
წევრი №: 8,217
კურსი:4


ეს ტიპი ვისთანაა მითხარით ვინმემ :დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Dec 30 2011, 1:13
პოსტი #31


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ქვეყანასთან blum.gif


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jan 2 2012, 20:55
პოსტი #32


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


მუდმივად ახალი ბატონის ძიება,
მიშა სააკაშვილის მეხოტბე მონები, ბიძინა ივანიშვილის მეხოტბე მონებად იქცნენ


ეს ის ხალხია, სააკაშვილის ხოტბა-დიდებაში ერთმანეთს რომ ეჯიბრებოდა, მას ხან დევგმირს უწოდებდნენ, ხან გველეშაპთან მებრძოლ რაინდს და ხან - ქართული დემოკრატიის მამას.
ეს ხალხი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, „ქებათა-ქებაი სააკაშვილისაი“ რომ არ აღევლინა.
ეს მედროვენი, რომელიც მონები იყვნენ და მონებად დარჩნენ, თავადვე ცდილობდნენ პატრონყმური იერარქიის დამკვიდრებას სააკაშვილის კარზე და დღეს, სხვა ბატონს ეფიცებიან ერთგულებას. იმიტომ, რომ არ აღმოაჩნდათ ერთგულების ნიჭი, იმიტომ, რომ მონები იყვნენ. მონა კი შეუძლებელია ერთგული იყოს, მონა - მონაა.
ახლა, იმ ხალხის ნაწილი, ქვემოთ რომ გადაეყრებით, ახალ პატრონს ეძებს.

ზვიად ძიძიგური:
„მიხეილ სააკაშვილი არის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ ადამიანს შეუძლია ერთგულება, ბრძოლისუნარიანია, უშიშარია, რა ვიცი, კიდევ მრავალი დადებითი თვისება გააჩნია. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და გულით სურს საქართველო მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდეს. ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს, დაუდგეს სააკაშვილს გვერდით და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. სააკაშვილი არის საქართველოს პატრიოტი და ამით ყველაფერია ნათქვამია“ (2004 წ.).
კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური
კობა დავითაშვილი:
„პოლიტიკაში მოვედი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც ერთადერთი რეალური, უალტერნატივო რეფორმატორული ძალაა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ჯერ შევარდნაძის რეჟიმი და მერე თანმიმდევრულად ებრძოლოს იმ სიმახინჯეებს, რაც ამ რეჟიმისგან დარჩება და რამაც, სამწუხაროდ, ღრმად გაიდგა ფეხი ჩვენს მენტალიტეტში. მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველაფერი, ეს ბრძოლა ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს - პოლიტიკოსის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება“ (2003 წ.).

გოგა ხაინდრავა:
„მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩამოყალიბებული, მწყობრი და უნაკლო გეგმა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა. მთავარია, რუსეთმა არ შეგვიშალოს ხელი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას“ (2005 წ.).

დავით ბერძენიშვილი:
„მიშა, ერთდროულად რამდენიმე თვის ინტერვალით, ორ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მან აჭარა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, შევარდნაძის რეჟიმი მშვიდობიანი რევოლუციით რომ არ გაესტუმრებინა. ხალხი მასში გმირს ხედავს და ვერც გაამტყუნებ - ის, რაც ვერავინ შესძლო მთელი 11 წლის მანძილზე, შევარდნაძის გადაყენებას ვგულისხმობ და, რაც ვერავინ შესძლო 13 წლის მანძილზე, ანუ ასლან აბაშიძის გაძევება აჭარიდან, მიშამ მოახერხა თავის თანამებრძოლებთან ერთად. მას აქვს უნიკალური უნარი, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში შეარჩიოს თანამებრძოლები. როცა პრეზიდენტს ამის ნიჭი აქვს, ეს ბევრს ნიშნავს - საკადრო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, საკვანძო საკითხია სახელმწიფოს მშენებლობაში“ (2004 წ.).
დავით და ლევან ბერძენიშვილიები
ლევან ბერძენიშვილი:
„მიშა სააკაშვილი არის დემოკრატი ლიდერი, დასავლური დემოკრატიის ერთგული და აქტიური მხარდამჭერი ამ ღირებულებებისა. ის მხარს უჭერს ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას და ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფო. მას აქვს ნიჭიც, უნარიც და გამოცდილებაც, რომ ეს ყველაფერი საქმედ აქციოს“ (2004 წ.).

ლევან გაჩეჩილაძე:
„მიხეილ სააკაშვილის სახით მე ჭეშმარიტი რეფორმატორი და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკოსი დავინახე. გაოცებული ვარ მისი ცოდნით ეკონომიკაში. რითიც შემეძლება დავუდგები გვერდით, რომ თავისი გეგმის რეალიზება შეძლოს. მას მართლა რეალისტური და ამბიციური გეგმა აქვს და ეს ნამდვილად ქვეყნის გადარჩენის გეგმაა... პრინციპული და მებრძოლია მიშა, უშიშარია და ეს მომწონს“ (2001 წ.).


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jan 3 2012, 19:43
პოსტი #33


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ბიძინა ივანიშვილი,
ანუ წარსული შეულამაზებლად


1998 წელს რუსეთის სახელმწიფო უწყების უშიშროების ჯგუფ "მოსტ"-ის მიერ შედგენილი იქნა ანგარიში, რომელშიც აღწრილი იყო ბანკ «Российский кредит»-ის და მისი აქციონერების კავშირები დამნაშაულებრივ დაჯგუფებებთან. დანაშაულებებრივ დაჯგუფებებიდან ერთ ერთი იყო ოთარ კვანტრიშვილის დაჯგუფება.
იოსებ კობზონი და ოთარ კვასნტრიშვილი
Он был яркой звездой на небосклоне российского криминала. Опытный картежник, организатор бригады `ломщиков` у валютных магазинов `Березка`, он уже в советские времена держал в руках подпольный тотализатор на бегах, опекал проституток. Благодаря своим связям в силовых структурах, в спортивных и творческих кругах, был обласкан телевидением и прессой, в то же время являясь авторитетом в преступном мире. Сфера его интересов - алкогольный бизнес, нефтяные сделки, контроль над банками, шоу-бизнесом, рынком ценных металлов. Путь этого человека к парламентским трибунам прервали три выстрела из австрийской винтовки. Его звали Отари Квантришвили.

დანაშაულებრივი დაჯგუფებები ბანკ "როსკრედიტის" მეშვეობით აწარმოებდნენ "ფულის გათეთრებასა" და საეჭვო საბანკო მოქმედებებს. სახელმწიფო უშიშრობის ცნობებით ბანკ "როსკრედიტის" ცალკეული განყოფილებები იმართებოდა ჩეჩნური დაჯგუფებების მიერ, რომლებიც ცრუ საშუამავლო საწარმოების ('ფირმები") საშუალებით ღებულობდნენ დაუბრუნებელ ვალებს ("კრედიტებს"). ასევე ბანკი "როსკრედიტი" წარმოადგენდა უფლებამოსილ ბანკს, რომელსაც უნდა მიეღო სახსრები დანგრეული ჩეჩნეთის აღსადგენად.
ამ ბანკის გარშემო შექმნილი იყო ცრუ საწარმოთა ("ფირმები") ქსელი (სისტემა "ტრიადა"). ბანკ "როსკრედიტის" ძირითადი წილის მფლობელები იყვნენ ბანკის პრეზიდენტი ვიტალი მალკინი და ბორის (ბიძინა) ივანიშვილი. შექნმნილი ცრუ საწარმოთა ქსელით , ბანკ "როსკრედიტის" საკორესპონდენტო ანგარიშებით მეშვეობით ხდებოდა ფულის გადაქაჩვა ამერიკის ბანკებში:
- Citibank, N.A.
- The Bank of New York,
- Chase Manhattan Bank.

გამოყენებული წყაროები: compromat.ru, novayagazeta.ru, «Известия»

დასაფიქრებელია:
ბიძინა ივანიშვილის ფული გამოიყენებოდა რუსეთში ელცინისა და ლებედის ხელისუფლებაში ყოფნისათვის, იჩქერიაში მეომარი ჩეჩენი რაზმებისათვის, საქართველოში ნაც-დამპყრობების ხელისუფლებაში მოსაყვანად და მოსაძლიერებლად, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებისათვის( "ნარინჯისფერი რევოლუცია") და ა.შ.
2000 წელს როგორც კი რუსეთში პატრონი დაბრუნდა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების სახით, მილიარდერების უმრავლესობა ბერეზოვსკი, აბრამოვიჩი, ნევზლინი, ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი გარბიან რუსეთიდან, პასუხისგებაში მიცემის შიშით. ვინც ვერ მოასწრო გაქცევა, თუნდაც ხადარკოვსკი და გუსინსკი სახით სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.
აშკარად იკვეთება ამერიკის ხელისუფლების ჩარევა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში, ანუ ცალსახად ბიძინა ამერიკის ხაზის გამტარებელია.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga Lobjanidze
პოსტი Jan 3 2012, 20:37
პოსტი #34


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 25-September 11
წევრი №: 11,909
კურსი:--


დაჩი
რა ძალა გადგია კაცურად
Go to the top of the page
 
+Quote Post
idealisti
პოსტი Jan 4 2012, 12:55
პოსტი #35


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 8-September 11
წევრი №: 11,795
კურსი:4


პოლიტიკა არ არის ცხოვრება ის ცხოვრების ნაწილია. ჩვენ შევქმენით კანონები რათა ერთმა ადამიანმა არ წაართვას არ მოკლას მეორე ადამიანი. კანონი ეს არის საშუალება რომელიც გვიცაავს სხვა ადამიანისაგან და სხვას ჩვენგან.ვინ არიან პოლიტიკოსები? ვინც გვპირდება რომ საზოგადოებრივ სივრცეს გარდაქმნის.ნეტა ამას მარტო ადამიანებისთვის აკეთებს? თავის ინტერესები არ აქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი Jan 7 2012, 3:43
პოსტი #36


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


ეს თემა კიდევ არსებობს? )))))


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Feb 11 2012, 16:17
პოსტი #37


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ჯერ არც მოსსულა ბიძინა და რატომ უინდა გავაქროთ?
ამ თემით შევხვდებით ჩვენ ბიძოს


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი Feb 18 2012, 16:01
პოსტი #38


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


ნება მომეცით ბევრი ვიცინო biggrin.gif


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 25 2012, 20:19
პოსტი #39


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


კახა კუკავა:
„თუ საქართველოს სვლა მკვეთრად არ შეიცვალა, მარტო პრეზიდენტის შეცვლა შედეგს არ მოიტანს“

2012 წლის 24 თებერვალი

„თავისუფალი საქართველოს“ წინამძღოლის კახა კუკავას განცხადებით, გვსურს თუ არა ნატო-ში გაწევრიანება, ამის გასარკვევად საყოველთაო გამოკითხვის ("რეფერენდუმი") ჩატარება აუციელებალია, მაგრამ ეს ჯერ ნაადრევია, რადგან ქვეყანა უცხო ძალების მიერ არის დაპყრობილი.

როგორც მაუწყებლობა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში კუკავამ აღნიშნა, გამოკითხვის ჩატარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვლენ.
„ქართული საზოგადოების 80% აცნობიერებს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ე.წ. "დასავლეთიდან" გვემუქრება. დღეს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ამერიკის საელჩოდან იმართება. საქართველომ უნდა შეძლოს აშშ-ის ბატონობისგან გათავისუფლება. თუ საქართველოს გზა მკვეთრეად არ შეიცვალა, მარტო პრეზიდენტის შეცვლა შედეგს არ მოიტანს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

[obieqtivi.net]


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th July 2019 - 6:15
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank