გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


10 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 კავკასიური სახლი, კავკასიელ ერთა კავშირი
 
დაჩი
პოსტი Jun 23 2009, 17:10
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


კავკასიის ქვეყნებს მხოლოდ გაერთიანება გადაარჩენს
«რუსეთმა კავკასიის დაპყრობა მას შემდეგ შეძლო, რაც კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირება მოახერხა»

აჰმედ ზაკაევი, ჩეჩნეთის თავკაცი
რუსეთ-საქართველოს ომში ჩეჩენთა საგანგებო რაზმის მონაწილეობაზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე «კვირის პალიტრა» რუსეთის მტრად შერაცხილ აჰმედ ზაკაევს ესაუბრა.

- ე.წ. ჩეჩნური საგანგებო რაზმი, ძირითადად, დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირებითაა შედგენილი, ისევე როგორც ავად სახსენებელი ჯაბა იოსელიანის დანაშაულებრივი დაჯგუფება "მხედრიონი".
- გასაკვირი არც არის, რუსეთის მოძალადე ხელმძღვანელობა დაპყრობითი მიზნების მისაღწევად დამნაშავეებს იყენებს.

- ბატონო აჰმედ, თქვენ უთუოდ ყურადღებით ადევნებდით თვალს ორი კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ ომს, როგორ შეაფასებდით?

- არათუ თვალყურს ვადევნებ იმას, რაც თქვენთან ხდება, პირად ტკივილად და უბედურებად აღვიქვამ. ის, რაც კავკასიაში ხდება, შეუძლებელია მე და ჩემს თანამებრძოლებს არ გვეხებოდეს. კავკასიის ქედი არა მარტო ყოფს, არამედ აერთიანებს კავკასიელ ხალხებს.
საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩეჩნეთში მომხდარის ანარეკლია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას ვეუბნებოდით, თუ რუსეთი ჩეჩნეთის დაპყრობას შესძლებს, მერე ამიერკავკასიის ქვეყნებს - საქართველოსა და აზერბაიჯანს მიუბრუნდება. ეს ცალკე თემაა და ამაზე მსჯელობის დრო ახლა არ არის.
საქართველოში მოვლენათა ასეთ განვითარებას მას შემდეგ ველოდით, რაც დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, თანაც, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით. რუსეთსაც სწორედ ეს სჭირდებოდა. იცის, რომ გაერო მის წამოწყებას აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" (სამაჩაბლო) დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მხარს არ დაუჭერს. ამიტომ მოსკოვი ახლა ხშირ-ხშირად გაიმეორებს მსოფლიოს გასაგონად, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა გაეროს გვერდის ავლით მოხდა და მასაც აქვს უფლება აღიაროს აფხაზეთისა და ოსების დამოუკიდებლობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა ხემძღვანელ ლავროვის განცხადება, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, სააჩაბლოს ირგვლივ, უნდა იყოს ე.წ. მომიჯნავე ზოლი და რუსეთის სამხედრო ძალების საგუშაგოები, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის დანაშაულებრივი მმართველების დაცინვა და თავგასულობა.
რუსეთი ურცხვად ცდილობს ყველაფერი მშვიდობისმყოფელობით შენიღბოს და საქართველოს მიწები ასე მიიტაცოს. გასახარია, რომ ბოლოს და ბოლოს, დასავლეთის ქვეყნები მიხვდნენ, ვისთან აქვს საქმე. მიხვდა, რომ რუსულ ურჩხულს მადა სულ უფრო და უფრო ეზრდება. რუსეთმა საქართველოში ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც დარწმუნდა, რომ ჩეჩნეთის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა და ახლა აფხაზეთის, სამაჩაბლოს და დნესტრისპირეთის მიტაცებით მტაცებლური ჟინის დაკმაყოფილება სურს.
საბედნიეროდ, ამერიკა და ევროპა მიხვდა, - თუ რუსეთს საქართველოში რუსული სამხედრო ბანაკების განლაგების საშუალებას მისცემდა, მოსკოვი ამას აღარ დასჯერდებოდა და სულ მალე რუსული სამხედრო ბანაკები კუბაშიც გაჩნდებოდა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანი, მათ შორის ჩეჩნებიც, საქართველოს უჭერენ მხარს. ყველა ცდილობს, რამეთი დაეხმაროს ან სულიერი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს.
- ყოფილმა მებრძოლებმა, რომლებიც კადიროვის ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, რუსეთის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ე.წ. ჩეჩნური რაზმების «ზაპადისა» და «ვოსტოკის» მეომრებს მოუწოდეს, არ მიეღოთ მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. რა იცით ამის შესახებ?

- რადიო «თავისუფლებით» ამგვარი მოწოდება მეც გავაკეთე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო დარგში მომუშავე ჩეჩნებს მხოლოდ თავისი ვერაგული მიზნებისთვის იყენებს. ყველამ იცის, რომ რუსულ ლაშქარში, ჩეჩნების გარდა, მრავალი ეროვნების ხალხი, მათ შორის ქართველებიც მსახურობენ, მაგრამ ისინი მახვილს საგანგებოდ მხოლოდ ჩეჩნებზე აკეთებენ. ამით მოსკოვი ცდილობს რაც შეიძლება გააღრმავოს კავკასიელ ხალხებს შორის დღეს არსებული გაუცხოება. კარგად იცის, რომ კავკასიელი ხალხების გაერთიანების შემთხვევაში რუსეთს კავკასიის დატოვება მოუწევს.
რუსეთი კარგად იყენებს «დაყავი და იბატონეს» ძველ და გამოცდილ ხერხს და ისევე როგორც მე-19 საუკუნეში, ახლაც ცდილობს კავკასიაში დამპყრობლური მიზნების გატარებას. რუსეთმა კავკასიის დაპყრობა მას შემდეგ შეძლო, რაც კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირება, მათი ერთიანობისა და მოკავშირული ურთიერთობის დარღვევა მოახერხა.
- როგორც ცნობილია, გორში პირველი ჩეჩნური სპეცრაზმი და მისი მეთაური იამადაევი შევიდნენ. გასაკვირი ისაა, რომ ამ მოვლენების დაწყებამდე იამადაევი რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული. ახლა კი საქართველოს ომში მონაწილეობა «რუსეთის გმირმა», ძებნილმა იამადაევმაც მიიღო...

- ეს ის ყაჩაღური რაზმია, რომელთაც რუსეთის ხელმძღვანელობა იყენებს. «ზაპადსა» და «ვოსტოკს» მე ჩეჩნური საგანგებო დანიშნულების დანაყოფად არ მივიჩნევ და თქვენც ამავეს მოგიწოდებთ. ორივე ქვედანაყოფი რუსებმა ეროვნული ნიშნით შექმნეს. ე.წ. ჩეჩნური საგანგებო რაზმი, ძირითადად, დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირებითაა შექმნილი. ჩეჩნეთის დღევანდელმა რუსეთიდან მართვადი თვითმარქვია ხელისუფლებამაც კი ისინი ძებნილებად გამოაცხადა და დევნის. ასე რომ, მათ ჩეჩნურ ქვედანაყოფებად მოხსენიებას რუსული ვერაგობის განსახიერებად ვაფასებ.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში?
- რუსეთი სრულიად გამოუცნობი ქვეყანაა. ვფიქრობ, ან ევროპა და ამერიკა ბოლომდე დაიცავს საქართველოს და საქართველოში თავის მიზნებს, ან მისცემს რუსეთს კავკასიელ ხალხებზე შურისძიების შესაძლებლობას. ეს კი უკვე არა მარტო კავკასიელი ხალხების, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეა. ვიმედოვნებ, ამერიკა-ევროპა რუსეთს არ მისცემს საქართველოს შემდგომი დაპყრობის შესაძლებლობას.

- რუსული ცნობით, რამზან კადიროვმა თქვენ სამშობლოში დაბრუნება შემოგთავაზათ. აპირებთ თუ არა კადიროვის წინადადების მიღებას?

- მე არავის მივუწვევივარ. რუსულმა საცნობარო გვერდმა და მათთან დაკავშირებულმა გამოცემებმა შეიძლება ბევრი სხვადასხვა ცნობა გაავრცელონ, მაგრამ ყველაფერი სიმართლე როდია.
მე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მეთაური ("პრემიერ-მინისტრი") ვარ. მე და ჩემს თანამებრძოლებს იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში გვეცხოვრა. ჩვენ სამშობლოში ცხოვრება და სახელმწიფოს მშენებლობა გვინდოდა. ამ მიზანზე უარი არასოდეს მითქვამს. ყველაფერს ვიღონებ, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობა სამართლებრივი გზით გადაწყდეს. ამაზე ვმუშაობ და საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებ. ჩემს პირად კეთილდღეობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვიდრე არ გადაწყდება რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ომისა და მშვიდობის საკითხი.

კობა ბენდელიანის წერილის მიხედვით


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jul 2 2009, 4:59
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


სააკაშვილი მშობლიურ არმენიას სტუმრობდა
25 ივნისი 2009

არმენია-საქართველოს არმენი მეთაურები - სარქისიანი და საააკაშვილი

საქართველოს თვითმარქვის მეთაურის სააკაშვილის ორდღიანი სტუმრობა მშობლიურ არმენიაში დასრულდა. სააკაშვილმა პირისპირ მოლაპარაკება გამართა თანამემამულე სერჟ საქისიანთან. მოგვიანებით გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა. სერჟ სარქისიანმა სააკაშვილს არმენიისათვის გაწეული სამსახურისათვის ღირსების მედალი გადასცა.
სააკაშვილი არმენიის მთავრობის მეთაურ (ე.წ. "პრემიერ-მინისტრს") ტიგრან სარქისიანსაც შეხვდა. გადაწყვეტილია ქსანი-რაზდანის 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის დასრულება, რომლის საშუალებით ელექტროენერგით არა მარტო არმენიას, არამედ ირანსაც კი მიაწვდის. განისაზღვრა ასევე არმენიიდან ბათუმადე შეჩერებული გზის მშენებლობის აღდგენის გეგმები, რომელიც არმენიას შავ ზღვაზე გასასვლელს მისცემს.
ასევე შეთანხმდნენ განათლებისა და სხვა საკითხებში. სააკაშვილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25-წუთიანი სიტყვით გამოვიდა:
”მე მზად ვარ ლარსის გამშვები საგუშაგოს გასახსნელად მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან”.
“ყოფილმა არმენიის პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთი ლარსს მხოლოდ ქართველებისთვის კეტავდა და მათ კი, გატარებას პირდებოდნენ. მაშინ ჩვენ ტრაილერები ნახევარი საათით გავაჩერეთ, რათა არმენული ტვირთებისთვის ხელი არ შეგვეშალა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს არმენიის უნივერსიტეტის აკადემიის წევრობის წოდება გადასცეს.
სააკაშვილმა იმის მზაობა გამოხატა, რომ შეასრულებდა არმენიის მოთხოვნა-სურვილს და ხელახლა გახსნიდა ზემო ლარსის საქართველო-რუსეთის საზღვრის გამშვებ საგუშაგოს. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ გახსნის რუსეთთან საზღვარს, თუ რუსეთი თავის მხრივ თანხმობას განაცხადებს საზღვრის გახსნაზე. არმენიის მეთაურმა სერჟ სარქისიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არმენია საქართველოს საზღვრის გახსნას სასიცოცხლო საქმედ განიხილავს.
სარქისიანს კავკასიის ერთობა არ ეპიტნავება, სამაგიეროდ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება სურს და ამის გაკეთება საჯაროდ და ღიად უნდა, ყოყმანის გარეშე.
არმენმა ქვეყნის მეთაურებმა (სააკაშვილი-სარქისიანი) ასევე ჯავახეთის მხარეში მცხოვრებ არმენთა მოთხოვნებიც განიხილეს. არმენები ჯავახეთში თვითმმართვლობას (ე.წ. "ავტონომიას") მოითხოვენ დაუფარავად, შემდგომი არმენიის სახელმწიფოსთან შეერთებით.
სააკაშვილმა ჯავახეთის საკითხზე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას 2009 წლის 25 ივნისს ილაპრაკა და თავისი მთავრობის მიღწევები წარმოაჩინა ამ მიმართულებით. მან აღნიშნა ჯავახეთის განვითარებისათვის უზომოდ ბევრს აკეთებს, კერძოდ გზების განახლება და ბუნებრივი საწვავი აირის გამანაწილებელი ქსელის განახლება.
"ჩემი მმართველობის წლებში საქართველოს არც ერთ მხარეს არ მიუღია იმდენი ფული, რამდენიც ჯავახეთს გამოვუყავით” .
სარქისიანმა სააკაშვილს, ჯავახეთში გაწეული ძალისხმევისთვის გადაუხადა მადლობა, მიუხედდავად ამისა, ერევანში ბევრი არმენის რისხვა გამოიწვია ჯავახელ არმენთა მოთხოვნების ბოლომდე შეუსრულებლობამ. ედუარდ აბრაჰამიანპ, ერევანის კვლევითი დაწესებულების მუშაკი მოითხოვდა, რომ სერჟ სარქისიანს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოეხდინა სააკაშვილზე ჯავახეთთან დაკავშირებით.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Jul 2 2009, 23:29
პოსტი #3


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ციტატა
”მე მზად ვარ ლარსის გამშვები საგუშაგოს გასახსნელად მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან”.

აშკარად სომეხი ყოფილა ერთი უყურეთ biggrin.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი Jul 3 2009, 1:43
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 29-June 09
წევრი №: 6,982
კურსი:--


ამ თემის გახსნას მე ვაპირებდი , მაგრამ დამასწრო ვიღაცამ , ჩვენ უნდა მოვიწვიოთ თბილისსი იჩქერიის ჩეჩენთა რესპუბლიკის ლეგიტიმური პრემიერ მინისტრი ახმედ ზაკაევი და განვაცხადოთ რომ ჩვენ კი არ ვპასუხობთ კრემლის პროვოკაციულ გამოხტომას როდესაც მათ აღიარეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა , არამედ ჩვენმა პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა ლეგიტიმურმა და ეროვნულმა პრეზიდენტმა წლების წინ აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ ფაქტზე დაყრდნობით ვცნობთ იჩქერიის ჩეჩენთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას , რადგან მათ აფხაზთაგან და ოსთაგან განსხვავებით გააჩნიათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიული , იურიდიული და მორალური უფლება . საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა განაცხადოს რომ ისინი მხარს უჭერენ სხვა ჩრდილოკავკასიელი ერების ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის . საქართველო ავანგარდში უნდა ჩაუდგეს იბერიულ კავკასიური ტომის ერების ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და ამ მიზნის განხორციელების შემდეგ უნდა შეიქმნას იბერიულ კავკასიური ერების სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია , იგივე სათარგამოსიანო კავკასიური სახლი
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Jul 3 2009, 2:03
პოსტი #5


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


shamili
და რა გინდა მერე რუსებმა და ამერიკელებმა ერთად გვაიძულონ მშვიდობა? biggrin.gif


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
zmaneba
პოსტი Jul 3 2009, 2:19
პოსტი #6


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,219
რეგისტრ.: 2-June 08
მდებარეობა: where the wild roses grow
წევრი №: 3,456
კურსი:3


ციტატა(DAGIჭEREN @ 3rd July 2009 - 3:21) *
კავკასიის ქვეყნებს მხოლოდ გაერთიანება გადაარჩენს

მეც ეგრე ვფიქრობ....

ყოველშემთხვევაში რუსეთი რომ საბოლოოდ მოგერიუბული იქნება (თუ ჩვენს შვილიშვილებს მაინც ეღირსებათ ასე კაია) მაშინ დავიშალოთ ისევ დამოუკიდებელ ქვეყნებად.


--------------------
მინდა მყავდეს ლეკვი.... რომელსაც დავარქმევ კატას....


_____________________________________


Девочка, живущая в сети
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი Jul 3 2009, 11:56
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 29-June 09
წევრი №: 6,982
კურსი:--


ციტატა(zmaneba @ Jul 3 2009, 2:37) *
მეც ეგრე ვფიქრობ....

ყოველშემთხვევაში რუსეთი რომ საბოლოოდ მოგერიუბული იქნება (თუ ჩვენს შვილიშვილებს მაინც ეღირსებათ ასე კაია) მაშინ დავიშალოთ ისევ დამოუკიდებელ ქვეყნებად.



არა მე საუბარი მაქვს კავკასიელი ერების ერთ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში ( აი როგორც ნატოა ) და არა ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე

ციტატა(DAGIჭEREN @ Jul 3 2009, 2:21) *
shamili
და რა გინდა მერე რუსებმა და ამერიკელებმა ერთად გვაიძულონ მშვიდობა? biggrin.gif



გასაგებია რომ არც ამერიკის ინტერესებსჰი არ შედის კავკასიური სახლის იდეა და ჩრდილოკავკასიელთა დამოუკიდებლობა , მაგრამ მინდა ვთქვა არც ჩემს ინტერესებში არ შედის სრულიად ის თუ რა შედის და რა არა ამერიკის ინტერესებში
Go to the top of the page
 
+Quote Post
zesta 2004
პოსტი Jul 3 2009, 12:05
პოსტი #8


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,456
რეგისტრ.: 10-May 08
მდებარეობა: sayavria
წევრი №: 3,236
კურსი:1


shamili
მაშინ უნდა ითქვას ვინ ვართ კავკასიელები ვინ არა.
მე როგორც ვიცი სომხები და ოსები ( მაგიტო ვერ იტანენ მაგათ ჩრდილო კავკასიაში ) არ არიან კავკასიელები.
ისე როგორც ამბობენ ჩრდილო კავკასიის შესაზლო დამოუკიდებლობის პირობებში შექმნება კავკასიის ემირატები, ფედერაციის პონტში.
ასე აჯობებს ალბათ.
ნუ, კავკასიელები ერთმანეთს რო უნდა დავეხმაროთ, ეს ნაღდია.


მე არც ევროპელი ვარ და არც აზიელი, მე კავკასიელი ვარ.



--------------------
ზესტაფონო, ზესტაფონო მოიგე,
გოლს გაიტან, გოლს გაიტან მოიგებ,
შენ გიმღერი იმერეთის ვარსკვლავო,
გოლი გვინდა გულით რო გავიხაროთ,
დაგვაყვირეთ ერთი მაგრად ბიჭებო,
თქვენს გვერდით ვართ კარგად რომ ითამაშოთ,
შეუტიეთ და გვაჩუქეთ იმედი,
რომ მოვიგებთ ყველა ერთად ვიქნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zmaneba
პოსტი Jul 3 2009, 13:56
პოსტი #9


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,219
რეგისტრ.: 2-June 08
მდებარეობა: where the wild roses grow
წევრი №: 3,456
კურსი:3


ციტატა(shamili @ 3rd July 2009 - 13:14) *
და არა ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე



მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას დაჭირდება. სხვა შემთხვევაში არ აქვს აზრი


--------------------
მინდა მყავდეს ლეკვი.... რომელსაც დავარქმევ კატას....


_____________________________________


Девочка, живущая в сети
Go to the top of the page
 
+Quote Post
seven
პოსტი Jul 3 2009, 14:00
პოსტი #10


პროფესორი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,565
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: meotxe sarTuli
წევრი №: 307
კურსი:4


ციტატა(zmaneba @ Jul 3 2009, 14:14) *
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას დაჭირდება. სხვა შემთხვევაში არ აქვს აზრი

დანარჩენ შემთხევვაში რატო არა? rofl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Jul 3 2009, 14:26
პოსტი #11


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


shamili
zesta 2004
zmaneba
გაიგეთ ხალხნო რუსეთი როდესაც იქნება წავა კავკასიიდან და მერე მოგვიწევს ჩრდილოკავკასიელებთან ჯახიი default.gif ესე იქნება ნებისმიერ შემთხვევაში იმენა თემურლენგის დედა მოვდღან ეგენი რო გაამაჰმადიანა

ციტატა(zesta 2004 @ 3rd July 2009 - 12:23) *
ისე როგორც ამბობენ ჩრდილო კავკასიის შესაზლო დამოუკიდებლობის პირობებში შექმნება კავკასიის ემირატები, ფედერაციის პონტში.

მერე ჩვენ გვინდა ეეგ? მაგ ემირატის რუკა გააქვს ნანახი? აფხაზეთი და სამაჩაბლოც შედის მაგ ემირატში სხვათაშორისdefault.gif დოკა უმაროვის რუკაში smile.gif


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_wwww_*
პოსტი Jul 3 2009, 14:28
პოსტი #12





Guests






ციტატა(DAGIჭEREN @ Jul 3 2009, 14:44) *
გაიგეთ ხალხნო რუსეთი როდესაც იქნება წავა კავკასიიდან და მერე მოგვიწევს ჩრდილოკავკასიელებთან ჯახიი default.gif ესე იქნება ნებისმიერ შემთხვევაში იმენა თემურლენგის დედა მოვდღან ეგენი რო გაამაჰმადიანა

აბსოლიტურად მათალი ხარ , ყოველსემტხვევაში გეტანხმები
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Jul 3 2009, 15:41
პოსტი #13


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ციტატა(DAGIჭEREN @ Jul 3 2009, 14:44) *
shamili
zesta 2004
zmaneba
გაიგეთ ხალხნო რუსეთი როდესაც იქნება წავა კავკასიიდან და მერე მოგვიწევს ჩრდილოკავკასიელებთან ჯახიი default.gif ესე იქნება ნებისმიერ შემთხვევაში იმენა თემურლენგის დედა მოვდღან ეგენი რო გაამაჰმადიანა


მერე ჩვენ გვინდა ეეგ? მაგ ემირატის რუკა გააქვს ნანახი? აფხაზეთი და სამაჩაბლოც შედის მაგ ემირატში სხვათაშორისdefault.gif დოკა უმაროვის რუკაში smile.gif

მართალი ხარ სწორედ მაგ კონფედერაციის ამბავში ეხმარებოდნენ ჩეჩნები და ჩრდილო კავკასიელები აფხაზებს, აფხაზეთის ომში
ჩეჩნების ნაწილს საქართველო უხარიათ რომ რუსების წინააღმდეგ ვიბრძვით, თუმცა არც ის ავიწყდებათ ვინ შეიტანა მათ დამორჩილებაში მტავარი წვლილი და ვისი დახმარებით მოიკიდეს ფეხი რუსებმა კავკასიაში


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
10 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd November 2019 - 20:04
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank