გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topic Start new topic
 ლაზერი
 
LEON
პოსტი Mar 31 2010, 16:12
პოსტი #1


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ლაზერი ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მუშაობის პრინციპი. ამ მოკლე სტატიაში მე შევცდები რაც შეიძლება გასაგებ ენაზე მოგიყვეთ მისი საიდუმლოს შესახებ.

მეცნიერულად ლაზერი განიმარტება, როგორც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში. მისი მუშაობის პრინციპი ემყარება ატომების და მოლეკულების ინდუცირებულ გამოსხივებას. სიტყვა "ლაზერი" შედგება იმ სიტყვების პირველი ასოებისაგან, რომლებიც შედის ინგლისურ ფრაზაში : Light Amplification by Stimulated Emission of Radiation. ქართულად ეს ასე ითარგმნება: სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების შედეგად. საბჭოთა კავშირში ტერმინ ლაზერსაც მოუძებნეს შესაფერისი სახელწოდება და ოპტიკური კვანტური გენერატორი უწოდეს. ლაზერი 1960 წელს შეიქმნა. მას წინ უსწრებდა მაზერის შექმნა (1955). სწორედ ამ ორი ტექნოლოგიური საოცრების შექმნამ დაუდო სათავე ფიზიკის ახალ მიმართულებას: კვანტურ ელექტრონიკას.

სინათლის სხვა წყაროებისაგან განსხვავებით ლაზერს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც დაკავშირებულია მისი გამოსხივების კოჰერენტულობასთან და მაღალ მიმართულობასთან. სითბური წყაროს გამოსხივება ვრცელდება ყველა მიმართულებით და ავსებს სრულ სივრცით კუთხეს. სინათლის მიმართული ნაკადის მისაღებად ამ შემთხვევაში იყენებენ დიაფრაგმების, სარკეების და ლინზების რთულ სისტემებს, რომლებშიც ძალზე დიდია ენერგიის დანაკარგი. არავითარ ოპტიკურ სისტემას არ შეუძლია მოგვცეს გასანათებელი ობიექტის ზედაპირზე გამოსხივების იმაზე მეტი სიმძლავრე, ვიდრე თვით სინათლის წყაროს სიმძლავრეა. სითბური წყაროს გამოსხივება არამონოქრომატულია და მოიცავს გამოსხივებული ტალღების სიგრძეების საკმაოდ ფართო ინტერვალს. გამოსხივების მონოქრომატულობის გაზრდის მიზნით იყენებენ მონოქრომატორებს, მაგრამ მონოქრომატიზაციის მიღწევა შეიძლება მხოლოდ დიდი ენერგიის დაკარგვის ხარჯზე.



კოჰერენტული სინათლის წყაროს შექმნა მოხერხდა მხოლოდ ლაზერის გამოგონების გზით. ლაზერში გამოყენებულია აგზნებული ატომების მიერ სინათლის გამოსხივების პრინციპულად განსხვავებული მეთოდი, რომელიც ძალიან მცირე გაშლის კუთხის მქონე კოჰერენტული სინათლის ნაკადების მიღების საშუალებას იძლევა.


ლაზერებს ყოფენ ჯგუფებად:

1. გარემოში დასახლების ინვერსიის გზით
2. მუშა გარემოთი (მყარი დიელექტრიკები, აირები, სითხეები)
3. რეზონატორების კონსტრუქციით
4. მუშაობის რეჟიმით (უწყვეტი, იმპულსური)

ლაზერის შექმნამ წაშალა თვისობრივი განსხვავება ოპტიკასა და რადიოელექტრონიკას შორის. ყველა რადიოტექნიკური მეთოდი პრინციპულად შესაძლებელია ოპტიკურ დიაპაზონშიც იქნეს გადატანილი



ლაზერით მიღწელი ტემპერატურა აჭარბებს 20 მილიონ კელვინს. თანამედროვე ლაზერების სიმძლავრე კი ბევრად აღემატება მძლავრი ელექტროსადგურების სიმძლავრეს. ყოფაცხოვრებაში ლაზერები გამოიყენება მედიცინაში, გეოლოგიაში, კოსმოსურ და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, სამხედრო საქმეში და ა.შ.




p.s. წესით ფიზიკაზე იურისტი არ უნდა წერდეს, მაგრამ ხომ გაგიგიათ: უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია LEON: Mar 31 2010, 16:13


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
pyrus drago
პოსტი May 23 2010, 11:26
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 9,252
კურსი:--


ერთი მაინტერესებს ლაზერს ხომ შეუძლია სხეულის დაწვა და ხომ არის შესაძლებელი ლაზერის მცირე ზომის სხეულით გამოყენება ვიდრე სურათზეა მიცემული, მაგალიტად თოფის სახით გაკეთება spiteful.gif dntknw.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
chubi
პოსტი May 23 2010, 11:40
პოსტი #3


გ-მ-ი-რ-ი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,127
რეგისტრ.: 19-March 08
წევრი №: 2,650
კურსი:--


რაის ლაზერის თოფი, დაილოცოს კოლტ 45 ის 9 მილიმეტრიანი


--------------------
"ის ვინც იძახის რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდის მან არიცის სად იყიდება ეს ბედნიერება"

ბილ გეიტსი
Go to the top of the page
 
+Quote Post
pyrus drago
პოსტი May 23 2010, 12:08
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 9,252
კურსი:--


რატომ რა ცუდი იდეა არ არის, იფრო განვიტარდება ტექნიკაც და იარაღიც
Go to the top of the page
 
+Quote Post
loler
პოსტი May 23 2010, 12:18
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 12-May 10
წევრი №: 9,212
კურსი:1


pyrus drago

არსებობს კიდეც ლაზერული იარაღები. ლაზერში არის პლაზმა და პლაზმას შეუძლია ძალიან დიდი ტემპერატურა ანავითაროს. აი ვიდეო ნახე: http://www.myvideo.ge/?video_id=246937


--------------------
www.mecniereba.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
pyrus drago
პოსტი May 23 2010, 13:00
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 9,252
კურსი:--


ვიდეოს ვუყურე მაგრამ ამ ვიდეოში ლაზერმა მარტო ბუშტი გახეთქა და ასანთის ღერი დაწვა. მე კი ვამბობ ისეთ ლაზერულ იარაღზე რომელიც რკინას და სხვა სხეულებს გამოწვავს და დაწვავს.

ისე ერთი რამ მაინტერესებს ეს სულ არ ეხებე ფიზიკას, აქ სურათი როგორ დავაყენო

rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

და რომელი ინსტიტუტია ყველაზე კარგი ფიზიკის შესასწავლებლად
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 23 2010, 18:55
პოსტი #7


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(pyrus drago @ May 23 2010, 11:40) *
ერთი მაინტერესებს ლაზერს ხომ შეუძლია სხეულის დაწვა და ხომ არის შესაძლებელი ლაზერის მცირე ზომის სხეულით გამოყენება ვიდრე სურათზეა მიცემული, მაგალიტად თოფის სახით გაკეთება spiteful.gif dntknw.gif

ვარსკვლავურ ომებს უყურე? biggrin.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
loler
პოსტი May 23 2010, 22:23
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 12-May 10
წევრი №: 9,212
კურსი:1


pyrus drago

და ეგეთი რაღაცის გაკეთებას რამხელა დანადგარი დაჭირდება იცი? ადრე იყო ლაპარაკი (თუ გახსოვს) ანტირაკეტული ტექნოლოგიების შესახებ... მთელმა სატვირთო თვითმფრინავმა ვერ დაიტია ანტისარაკეტო ლაზერული იარაღი... შეგიძლია მოძებნე მაგაზე ინფორმაცია... 39 სიცხე მაქ მაგისთვის არ მცხელა biggrin.gif


ისე აშკარაა რომ ეგეთი იარაღი არსებობს... ჭორის დონეზე ვიცი, რომ იაპონელებმა მთლიანი კუნძული გადაწვეს მსგავსი იარაღით...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია loler: May 23 2010, 22:24


--------------------
www.mecniereba.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
pyrus drago
პოსტი May 24 2010, 18:37
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 9,252
კურსი:--


მაგათ ბოდიშით ყველას მაგრამ შიგ ხო არ აქვთ კუნძული რომ გადაწვეს

ცუდათ არ გაიგოთ, იაპონელებზე ვამბობ. თქვენზე არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 24 2010, 18:56
პოსტი #10


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


pyrus drago

მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 25 2010, 22:19
პოსტი #11


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(spiller @ May 24 2010, 19:10) *
pyrus drago

მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს



მეცნიერებისთვის არ გაღებულა ეს მსხვერპლი biggrin.gif



--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 25 2010, 22:35
პოსტი #12


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 25 2010, 22:33) *
მეცნიერებისთვის არ გაღებულა ეს მსხვერპლი biggrin.gif

george.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka natuka 123
პოსტი Jul 3 2012, 20:49
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი №: 13,138
კურსი:--


რას წარმოადგენს ნახევარგამტარი ლაზერი




















ციტატა(spiller @ May 25 2010, 22:35) *
george.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2019 - 2:50
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank