გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 EMP, ღმერთა არ დაგაჭიროთ, მაგრამ მაინც იცოდეთ :D
 
LEON
პოსტი May 18 2010, 20:22
პოსტი #1


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


Electromagnetic pulse, ანუ ჩვენებურად ელექტრომაგნიტური იმპულსი ფიზიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფენომენია და ჩემი ახსნა არ სჭირდება, მაგრამ თუ სხვებიც შემოიხედებით, ცუდი არ იქნება smile.gif

ფაქტი, რომ EMP წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების შედეგად, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ატომური იარაღის გამოცდის პირველი დღეებიდან, მაგრამ მისი მაგნიტუდა და დამახასიათებელი ეფექტები მხოლოდ მოგვიანებით იქნა გარკვეული.


1945 წელს, როდესაც აშშ-მ გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი, აპარატურა, რომელსაც უნდა ჩაეწერა აფეთქებისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენა, მწყობრიდან გამოვიდა. ენრიკო ფერმის იდეაზე დაყრდნობით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ აფეთქებისას ელექტრომაგნიტური იმპულსის ძლიერი გამოსხივება უნდა ყოფილიყო, აპარატურა და გადამცემი ხაზები სპეციალური ფარებით დაიცვეს, თუმცა ზოგ მონაკვეთებში მაინც მოხდა მათი დაზიანება და ჩანაწერების ნაწილი განადგურდა.

1952-53 წლებში, როდესაც ბრიტანეთმაც გადაწყვიტა გამოეცადა ატომური იარაღი, აფეთქებისას ადგილი ჰქონდა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლას. ბრიტანელებმა ამ ეფექტს "radioflash" უწოდეს, რაც ამერიკული EMP-ის ანალოგია.


1962 წელს ჩატარებული ბირთვული იარაღის რამდენიმე გამოცდის შემდეგ, რომლებიც დედამიწიდან რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ამ ფენომენს და EMP-ს, როგორც პრობლემას უკვე 1982 წელს შეხედეს, როცა William J. Broad-მა სამი სტატია მიუძღვნა მას.

1962 წელს ამერიკელებმა 1,44 მეგატონის სიმძლავრის ატომური ბომბი ააფეთქეს წყნარ ოკეანეში მდებარე ჯონსტონის კუნძულის თავზე 31 კმ სიმაღლეზე აფეთქების შედეგად, იქიდან 1445 კილომეტრით დაშორებულ ჰავაის კუნძულებზე საოცარი რამ მოხდა: მწყობრიდან გამოვიდა ერთდროულად 300 შუქნიშანი, გაითიშა სიგნალიზაციის სისტემები და სატელეფონო კავშირი. ჰავაის თავზე ცა ასე გამოიყურებოდა:



თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ დროს წარმოქმნილი EMP-ით მიყენებული ზარალი დიდი არ იყო და მალევე აღმოიფხვრა. 1962 წელს ხომ ჰავაი არც ისე იყო დამოკიდებული ელექტრობაზე.

ბევრი მეცნიერი იმ დროს მიიჩნევდა, რომ EMP უბრალო მოვლენა იყო და არც ისე სახიფათო, როგორც ზოგიერთს მიაჩნდა. 1962 წელს ჰავაიზე გაზომილი EMP-ის მაგნიტუდა სულ რაღაც 5600 volts/metre იყო. მაგრამ მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ, თუ იგივე სიმძლავრის ბომბს ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ავაფეთქებდით, მაშინ მაგნიტუდა ამერიკის ტერიტორიაზე 22 დან 30 kilovolts/metre-მდე მიარწევდა და სრულად მოსპობდა ყველა ელექტროხელსაწყოს. ამ დასკვნამ ბევრი დააფიქრა და დაიწყეს აქტიური შესწავლა ამ ფენომენისა.

(გაგრძელება იქნება biggrin.gif)


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 18 2010, 21:37
პოსტი #2


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


μίσοςάνθρωπος მოგვეხმარე კაცურად რა biggrin.gif

უბრალოდ ერთი კაცის თემად არ მინდა რომ იქცეს


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 18 2010, 21:38
პოსტი #3


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--




biggrin.gif


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი May 18 2010, 21:42
პოსტი #4


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


μίσοςάνθρωπος
დიუდი მადლობა, არ იყო საჭირო biggrin.gif


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 26 2010, 16:25
პოსტი #5


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ვაგრძელებ EMP-ზე საუბარს smile.gif


ამერიკელების მიერ ჩატარებული ცდების გარდა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საბჭოეთის მიერ ჩატარებულ ცდებზე. 1962 წელს ცდა კოდური სახელწოდებით Test 184, რომელიც ჩატარდა ყაზახეთის თავზე, მოიცავდა 3 ბირთვულ აფეთქებას, რომლებსაც უნდა გამოეწვიათ EMP. ეს სამი ცდა უკანასკნელი სერია იყო ცდებისა, რომლებიც ტარდებოდა პროექტ "K"-ს ფარგლებში. უნდა ითქვას, რომ იარაღის სიმძლავრე ბევრად ჩამოუვარდებოდა ამერიკელების მიერ წყნარი ოკეანის თავზე აფეთქებული ბომბის სიმძლავრეს და მხოლოდ 300 კილოტონას შეადგენდა, ანუ თუ ამერიკელებმა მოახერხეს და ააფეთქეს 1, 44 მილიონი ტონა ტროტილის ექვივალენტი მუხტი, რუსებმა მხოლოდ 300 ათასი ტონის აფეთქება შეძლეს, თუმცა მეტი არც სჭირდებოდათ EMP-ის ფენომენის შესასწავლად. საბჭოელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით (რაც სავარაუდოდ არაზუსტი უნდა იყოს, იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე), ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსის ძალა ბევრად დიდი იყო, ვიდრე ჯონსტონის კუნძულების თავზე აფეთქებული ბომბის დეტონაციისას წარმოქმნილი EMP-ისა. გეომაგნიტურმა შტორმის მსგავსმა იმპულსმა, რომელიც E3 იმპულსისის სახელითაა ცნობილი, ქალაქ კარაგანდის ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანა და ძაბვის არანორმალური ცვალებადობა მოახდინა. შედეგად გაჩენილმა ცეცხლმა მთლიანად გადაწვა ელექტროსადგური. ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

აქამდე მხოლოდ ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი EMP-ის შესახებ ვსაუბრობდით, თუმცა არსებობს EMP-ის სხვა წყაროები, რომლებიც სრულად არ საჭიროებენ ჰიროსიმას ან ნაგასაკის მოწყობას და ყოველგვარი ნგრევისა და ხალხის ხოცვის გარეშე იძლევიან საშუალებას შევისწავლოთ ეს ფენომენი. Explosively pumped flux compression generator, ასე იწოდება მოწყობილობა, რომელიც EMP-ის შესასწავლად იქმნა შექმნილი. იგი ასე გამოიყურება:



ამ ხელსაწყოს პირველი კონცეპტი ჯერ კიდევ ანდრეი სახაროვმა შექმნა საბჭოთა კავშირში 1951 წელს, ამერიკელებსაც გააჩნდათ მსგავსი გენერატორი, თუმცა იმდენი ხანი იყო ორივე გასაიდუმლოებული, რომ მოძველდა კიდეც biggrin.gif . უნდა ითქვას რომ ამ ხელსაწყოს ჰქონდა პლუსებიც და მინუსებიც. დადებითი იყო ის, რომ იყო მსუბუქი და მისი გადადგილება ერთ ადამიანსაც კი შეეძლო. უარყოფითი კი - ერთჯერადობა.

მოგვიანებით E1, E2 და E3-ზე დავწერ და EMP-ის პრაქტიკული გამოყენების შესახებ მოგიყვებით


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2019 - 11:02
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank