გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Closed Topic Start new topic
 წესები, განახლებულია 10.03.08
 
Guest_Moder_*
პოსტი Nov 4 2007, 18:58
პოსტი #1





Guests






გარდა საერთო ფორუმის წესებისა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტს გააჩნია საკუთარი წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია!!!!!

წესების დარღვევის შემთხვევაში დაისჯებით >>> ამ <<< სისტემის მიხედვით


როგორ უნდა გავხსნათ თემა:
1. სანამ თემას გახსნიდეთ, აუცილებლად მოძებნეთ და გადაამოწმეთ თქვენნაირი (ან იგივე შინაარსის) თემა სხვასაც
ხომ არ აქვს გახსნილი.

2.თემა დაასათაურეთ მაქსიმალურად გასაგებად, რომ მერე თუ სხვასაც იგივე თემა დასჭირდება ადვილად
იპოვნოს და ახალი აღარ გახსნას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ კატეგორიულად იკრძალება: შემო და
ნახავ, დამეხმარეთ, ნახეთ რა და ასეთი უაზრო და არაფრის მთქმელი სათაურის მქონე თემები.

3. თუ თქვენ გახსნით უკვე არსებული თემის ანალოგიურ თემას, თქვენს მიერ გახსნილი თემა დაიხურება, ხოლო თუ გახსნილი იქნება ისეთი თემა რომელიც, არ შეესაბამება ამ განყოფილებას გადატანილი იქნება შესაბამის (თუ ასეთი არსებობს) განყოფილებაში

როგორ უნდა ვუპასუხოთ:
1. დაუშვებელია პოსტებში თრანსლეითით (ინგლისური ასოებით ქართული სიტყვების) წერა!

2.როცა წერთ პოსტს, ჯერ კარგად დაფიქრდით და მერე დაწერეთ, დაწერის შემდეგ კი
გადახედეთ და ჩაასწორეთ თუ საჭიროა.
(გახსოვდეთ რომ ეს ფორუმია და არა ჩეთი)

3. დაუშვებელია დაფლუდვა, ოFFი ( ამ ტიპის პოსტები წაიშლება უკომენტაროდ). შეეცადეთ გამოაქვეყნოთ მაქსიმალურად აზრიანი წერილი, რომელიც შეესაბამება მოცემულ თემას დარღვევად ითვლება ნებისმიერი ”ოფტოპიკი” ასევე ”ოღონდ რაღაც ვთქვა და პოსტი მომემატოს” , ასევე - ერთმანეთის მოკითხვა ”ვა, რავა ხარ ისე სად დაიკარგე” ამ ტიპის წერილები. ამისთვის არსებობს PM

4. ვორნით გაფრთხილდება შემდეგი ტიპის პოსტების ავტორები: "გირჩევ ეს თემა გახსნა(დახურო,წაშალო)" "სად წავიდა ჩემი თემა?" "მოდერ არ წამიშალო," "მოდერ არ დამვორნო," "თავი შეიკავე იმისგან და ამისგან." თუ გრძნობ რომ ამის საშიშროება (საჭიროება) არის მაშინ ჯერ შეატყობინე მოდერს და შემდეგ იმოქმედე მოდერის მითითების მიხედვით.

5. იკრძალება ნახევრად-OFFები- ანუ ისეთი პოსტები, რომლებშიდაც OFFის პარალელურად, მოდერატორის თვალის ახვევის მიზნით იწერება თემის სათაურიდან გამომდინარე წინადადება.(ები) მაგ: "შენ რა გქვია??? და რაც შეეხება თემას, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი აზრია.. smile.gif "

6.კატეგორიულად იკრძალება გინების და უცენზურო სიტყვების გამოყენება ფორუმზე, მათ შორის
ცენზურით, ან წერტილებით, ფიფქებით ან რაიმე სხვანაირად შენიღბული, გინება არ შეიძლება არანაირი ფორმით ! ! !
კატეგორიულად იკრძალება შეურაცხყოფა თანაფორუმელისა ან მესამე პირისა, ასევე საქმეების
გარჩევა და ა.შ. ნებისმიერი გინება + უცენზურო ჟარგონული გამონათქვამები კატეგორიულად იკრძალება ! ! !

არსებობს ასევე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ფორუმის საერთო ინტერესიდან გამომდინარე მოდერატორი
უფლებას იტოვებს არ იმოქმედოს წესების მიხედვით და გადაუხვიოს მას, ფორუმის ადმინსტრაციასთან შეთანხმებით.




P.S მკაცრად გაკონტროლდება თემები ,,კითხვები ადმინისტრაციასთან ''

და ,,შენიშვნები და სურვილები''




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია infern_O: Oct 5 2008, 21:33
Go to the top of the page
 
+Quote Post
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 17:20
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank