გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისათვის, ქვემო ქართლის მასშტაბით
 
chubi
პოსტი Nov 7 2011, 0:31
პოსტი #1


გ-მ-ი-რ-ი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,127
რეგისტრ.: 19-March 08
წევრი №: 2,650
კურსი:--


„საქართველო და თანამედროვე გამოწვევები“

“რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია” აცხადებს ნაშრომების
მიღებას თემაზე: „საქართველო და თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციაში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა
ფაკულტეტის სტუდენტებს(როგორც ბაკალავრიატის, აგრეთვე მაგისტრატურის).
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში შესაძლებელია თემის სხვადასხვა საკითხზე
მორგება და მისი სხვადასხვა მიმართულებით ინტერპრეტირება. ღონისძიების
ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ რუსთავის ადგილობრივი
თვითმმართველობა. პროექტის მხარდამჭერები არიან ქ.რუსთავის მერიის „სოციალური
მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახური“ და „რუსთავის კულტურის
ცენტრი“.
ნაშრომის შერჩევის ეტაპები:
პირველ ეტაპზე, მიღებული განაცხადებიდან კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 15
საუკეთესო ნაშრომს, რომელთა ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატები და მიეცემათ
საშუალება გააკეთონ მოხსენება აუდიტორიის წინაშე. მეორე ეტაპზე კი გამოვლინდება 3
საუკეთესო მონაწილე, რომელნიც სერთიფიკატების გარდა დაჯილდოვებულნი
იქნებიან ფულადი პრიზებით:
I ადგილი 150 ლარი; II ადგილი 100 ლარი ; III ადგილი 50 ლარი


ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:
ნაშრომის მოცულობა: 7 – 15 გვერდი
შრიფტის ზომა - 12, სქოლიო – 10
დაშორება - 1,15
შრიფტის სახე – Sylfaen
ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორის რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ გამოაგზავნოთ ნაშრომები მისამართზე: regionalyouth@yahoo.com
2011 წლის 15 ნოემბრამდე (18:00 საათამდე)


--------------------
"ის ვინც იძახის რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდის მან არიცის სად იყიდება ეს ბედნიერება"

ბილ გეიტსი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2019 - 8:29
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank