გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topic Start new topic
 მატრიცა
 
circle
პოსტი Jun 15 2011, 22:10
პოსტი #14


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 16-August 08
წევრი №: 4,021
კურსი:--


ციტატა(natacha @ Jun 12 2011, 12:05) *
მატრიცა ის ფილმია თავის დროზე სათქმელი კარგად რომ თქვა და მე პირადად ბევრ რამეზე დამაფიქრა სხვისი არ ვიცი... ფილმის .. ნუ ჭეშმარიტი ფილმის მიზანიც და აზრიც ეგ უნდა იყოს და არაა.. პირიქით...

კი, საინტერესო შემოქმედებაა. მეც დამაფიქრა და დღემდე ვფიქრობ. ფანტასტიკის ჟანრის მეშვეობით კარგად არის გადმოცემული ადამიანის სულიერი განვითარების გზა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Aug 19 2011, 17:16
პოსტი #15


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ციტატა
ფილმის მიზანიც და აზრიც ეგ უნდა იყოს

ფილმის მიზანი არის ადამიანი ასიამოვნოს 2-3 სთ
ყველა არსებული ჟანრით თუ შინაარსით


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Mar 3 2012, 19:22
პოსტი #16


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


რამდენიმე კვირის წინ ვნახე პირველი ნაწილი და გამაგიჟა : ))


ისეთი ფილმია, ცოტა სმენა თუ არ დაძაბე გამოგრჩება მნიშვნელოვანი მომენტები, მაგალითად, ადრეც მქონდა ვითომ ნანახი, მაგრამ მხოლოდ ამ რამდენიმე კვირის წინ ვნახე თავიდან ბოლომდე და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ფილმში რეალური დრო ოცდამეორე საუკუნეა, მატრიცა კომპიუტერია, რომელიც კომპიუტერებმა შექმნეს ადამიანური ენერგიის გამოსამუშავებლად და ა. შ.


მორფეუსი ნეოს იმ ქალთან რომ მიიყვანს და თავხოტორა ბავშვი კოვზზე რომ ელაპარაკება, დიდებულია : )) "კოვზი არ არსებობს", თვითდაჯერებაში შეჯიბრები და ათასი რამე.

ძალიან საინტერესოა აზრის დატანების გარეშეც კი : )) თუმცა მეორე და მესამე ნაწილი არ მაქვს ნანახი. imdb - ზე რაღაც დაბალი რეიტინგი აქვთ და მეზარება ნახვა : )) ვუყურებ ადრე თუ გვიან, პირველი ნაწილი გენიალურია.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Mar 3 2012, 20:54
პოსტი #17


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


Rhaegar
მეორე მიყვარს უფრო
მეორეც ძალიან მაგარია

მესამე მარტო ბოლო ეპიზოდის გამო მიყვარს

Чушь! Выбор это иллюзия, рубеж между теми, у кого есть власть и теми, у кого ее нет. Взгляните на эту женщину. Боже, только посмотрите на нее. Она такая незамысловатая, серая, но пытается изменить под себя весь мир. Посмотрите, вот я послал ей кое-что на десерт. Это очень необычный десерт. Эту программу я создал. Начинается она очень просто, но каждая следующая строка вызывает все новые реакции, как поэзия. Сначала она краснеет, ей становится жарко, сердце бьется чаще. Ты видишь это, Нео, не так ли? Она не знает, что происходит. Может это из-за вина? Нет. Что же это? В чем же причина? Но вскоре это теряет значение. Вскоре она забывает, что была какая-то причина. Ее волнуют ощущения — следствие. Такова природа вселенной. Мы это отрицаем, пытаемся бороться, но все это лишь притворство и ложь. За нашей успокоенностью скрывается истина: мы абсолютно не контролируем свою жизнь, не научились еще. Следствия. От них нет спасения. Мы навсегда их рабы. У нас есть лишь шанс обрести согласие с миром, научиться искать причину. "Причину", вот в чем разница между нами и ими, вами и мной. Единственный источник власти — умение видеть "причину".
მეორე ნაწილის დიალოგის მონაკვეთი


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Mar 4 2012, 0:49
პოსტი #18


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ციტატა
мы абсолютно не контролируем свою жизнь, не научились еще. Следствия. От них нет спасения. Мы навсегда их рабы.


არ გეთანხმები.

ეგ ტიპი და ვინც ეგრე ფიქრობს არის დეტერმინიზმის კლანჭებში მომწყვდეული. http://en.wikipedia.org/wiki/Determinism

დეტერმინიზმი ძალიან უაზრო და მით უმეტეს მავნებელი ფილოსოფიაა, რომელიც გულისხმობს, რომ სამყაროს საწყისიდან მოყოლებული, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრიობის კანონს ექვემდებარება. ზუსტი მათემატიკური და ყველანაირი სიზუსტით. აქ შეგიძლია იგულისხმო პეპლის ეფექტი და ჯაჭვური ეფექტი, საწყისი მოძრაობიდან დაწყებული, ყველაფერი ზუსტი მიზეზ-შედეგობრიობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მოვედით აქ და მივალთ იქ.

ხვალ რომ გურამი ფეხს წამოკრავს ქვას, ეს წინასწარ განსაზღვრულია სამყაროს საწყისიდან მოყოლებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. არ ვიცი ზუსტად როგორ ავხსნა, ერთ ფორუმზე დავწერე ადრე და არ ღირს პოვნა.

ალბათ ეგ ტიპიც ამას გულისხმობს რაც მისი არსებობისთვის ძალიან უსარგებლოა, მავნებელიცაა, რადგან ასეთი ფილოსოფიის მატარებელი ადამიანი თავის ყველანაირ ნაკლს დააბრალებს არა თავის საქციელს, არამედ სამყაროს საწყისიდან მოყოლებულ ზუსტ მათემატიკურ მიზეზ-შედეგობრიობას, რომლის მიხედვითაც ზუსტად ისე უნდა მომხდარიყო ყველაფერი, როგორც მოხდა და ისე მოხდება, როგორც ეს მიზეზთა მიერ წინასწარაა განსაზღვრული. გურამმა გუშინ ქვას ფეხი იმიტომ წამოკრა, რომ ნასვამი იყო, ნასვამი იყო იმიტომ, რომ ლოთი ძმაკაცები ყავს, ლოთი ძმაკაცები იმიტომ ყავს, რომ ამ ქვეყანაში ეს კარგ ტონად ითვლება, რადგან... ოღონდ ეს მიზეზები წამის მეათასედების სიზუსტით წარსულის უსასრულობაში იკარგება.

ხოდა ჩვენი ამ ფილოსოფიის მაღიარებელი ტიპიც ფიქრობს: ეს იმიტომ მოხდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო და მომავალშიც ის მოხდება, რაც წინასწარ განსაზღვრულია, ამიტომ აზრი არ აქვს ჩემს მოქმედებას, რადგან მიზეზშედეგობრიობის მიხედვით მაინც ის მოხდება, რაც უნდა მოხდეს.

შესაბამისად დეტერმინისტი ადამიანი ხდება უმოქმედო, უსტიმულო, უუნარო და სუსტი.

ერთხელ მეც მივედი დეტერმინიზმამდე და ამან ძალიან შემაწუხა, გავარკვიე ამ მავნე ფილოსოფიის შედეგები და ვინაიდან არასახარბიელო იყო ვიპოვნე ამ ტიპის აზროვნებიდან გამოსავალი. - შესაძლებელია სამყაროში უსულო საგნები ზუსტი მიზეზ-შედეგობრიობის კანონით მოქმედებენ - რაც სულაც არ არის დადასტურებული და ნაკლებად სავარაუდოა! მაგრამ ცოცხალი ორგანიზმი მცირედი ნაწილით მაინც ყოველთვის გათიშულია გარე სამყაროსგან და მით უმეტეს მოაზროვნე ადამიანის გონებაში ყოველთვის მოიპოვება ის სიცარიელე, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც არ ექვემდებარება მიზეზ-შედეგობრიობას და რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თვითონ, გამომწვევი ფაქტორებისგან გარკვეულწილადმაინც მოწყვეტით.

ანუ არის გონებაში და მით უმეტეს მოაზროვნე ადამიანის გონებაში რაღაც, რაც მეტ-ნაკლებად თავისუფალია მიზეზ-შედეგობრიობის კლანჭებისგან, რაც თავისუფალია. ამის საწინააღმდეგო ვერ დამტკიცდება და ამიტომ ეს იდეა ყოველთვის იმუშავებს. დავაღწიეთ თავი დეტერმინიზმს და შეგვრჩა მოქმედების უნარი.

ვაზროვნებ, ვსვამ კითხვებს - საიდან? საით? (თუმცა ჩემი საყვარელი კითხვა "რატომ" არის) და ვეთანხმები ბოლო ფრაზას:

Единственный источник власти — умение видеть "причину"

მაგრამ მარტო მიზეზის ხედვა არაფრის მომცემია (ხედავ ჩვენი დეტერმინისტი სად გაჩერდა? უმოქმედობაში, უსტიმულობაში, დანებებული მიზეზ-შედეგობრიობის კანონს), მიზეზი უნდა შექმნა. რისთვისაც გაქვს თავისუფალი ნება. უნარი აკეთო შენი სურვილებისამებრ, იმ სურვილებისამებრ, რომელიც პირადად შენი და შენი თავისუფლებისგან გამოწვეულია.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Mar 4 2012, 1:31
პოსტი #19


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ციტატა
შესაბამისად დეტერმინისტი ადამიანი ხდება უმოქმედო, უსტიმულო, უუნარო და სუსტი.

ციტატა
რისთვისაც გაქვს თავისუფალი ნება

გამარჯობაbiggrin.gif
და მაგ დროს ადამიანი იწყებს ფიქრს რომ ის არის თავისუფალი(აზროვნებით)

და ამ საინტერესო მომენტში ეჩხირება ომი და მშვიდობა თავისი ეპილოგითbiggrin.gif

წაიკითხე რა ეგ რომანიbiggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია demo_49: Mar 4 2012, 1:31


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Mar 4 2012, 1:35
პოსტი #20


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ოდესმე წავიკითხავ : )) მატრიცა 2,3-საც ვუყურებ და შინდლერის სიასაც.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
PseudoGodKiller
პოსტი Mar 5 2012, 13:03
პოსტი #21


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,435
რეგისტრ.: 16-July 08
მდებარეობა: ბათუმი
წევრი №: 3,915
კურსი:--


შმატრიცა მაგარია


--------------------


რა ქვეყანა დაანგრიეს :mad:





I Døden finnes all makt







..მოწოდებით იურისტი..
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 18:24
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank