გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


10 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 კაზუსები, სისხლის და არამარტო სისხლის.
 
ilo_elo
პოსტი Nov 13 2009, 19:54
პოსტი #1


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


ამ თემაში დავწეროთ საინტერესო კაზუსები, რომლებიც მოგვეწონა, ვერ ამოვხსენით, ან უბრალოდ დავეხმაროთ ერთმანეთს.


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
blueberry
პოსტი Nov 15 2009, 15:42
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 13-November 09
წევრი №: 7,993
კურსი:--


რა ცუდია რო არავინ გამოეხმაურა ამ თემას.
არადა კაზუსებში მიჭირს და კარგი იქნებოდა ვარჯიში
დაწერეთ რა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Nov 15 2009, 18:16
პოსტი #3


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


მილიონერი ბიზნესმენის მეუღლეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დაცვის ერთერთ წევრთან, რის შესახებაც კაცმა არაფერი არ იცოდა. ერთხელაც, ცოლმა, საყვარელი დაპატიჟა აგარაკზე, დაახლოებით 20 საათზე, სადაც დაკავდნენ გარკვეული სექსუალური ურთიერთობით, კერძოდ ცოლმა საყვარელს წელს ზევით გახდევინა და ტანზე გარკვეული სახის ზეთი წაუსვა, თან ისე, რომ შარვალი ისევ ეცვა საყვარელს და ამასთან იარაღიც არ მოახსნევინა წელიდან. ამასთან ერთად, ცოლს იმავე აგარაკზე, ცოთათი მოგვიანებით დაუბარებია თავისი მეუღლე, რათა აღEნიშნათ მათი ქორწილის წლისთავი, როდესაც მეეუღლე მივიდა აგარაკზე და შევიდა საძინებელში, დაინახა წელსზევით შიშველი მამაკაცი, დაბნეული გავარდა მეორე ოთახში თავის მეუღლესთAნ და იქ კი დაინახა თავისი ცოლი წელსზევით შიშველი, საყვარელიც დაიბნა რა თქმა უნდა. ცოლმა დაინახა რა თავისი ქმარი, დაუწყო ქმარს პროვოცირება, ეხვეოდა თAვის საყვარელს და დამცინავად ეუბნებოდა რომ იგი მას სჯობდა, რომ იგი იმას გააკეთებდა რაც მოუნდებოდა და ა.შ. ამან გამოიწვია ქმრის გაღიზიანება, და სილა გაარტყა საყვარელს, რამოდენიმეჯერ. მართალია დაცვა ფიზიკურად საკმაოდ მომზადებული იყო, მაგრამ ქმარი მასზე ძლიერი იყო. Dდაცვა, ქალის საყვარელი, საკმაოდ ამაყი და ფიცხი ხასიათის ადამიანი იყო, რაც ქალმაც კარგად იცოდა, და ამის გამო აარჩია სწორად, იცოდა რომ ახალგაზრდა კაცი შეურაცყოფას ასე ადვილად არ მოითმენდა. მართლაც, გაბრაზებულმა დაცვამ, ამოიღო იარაღი რომელიც ეკეთა წელზე, ერთი ტყვია ესროლა მუცელში და მოკლა. მას არ სურდა ამ კაცის მოკვლა მაგრამ აცნობიერებდა მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
აღნიშნული კაზუსი არის ორ სუბიექტიანი, საჭიროა დავაკვალიფიციროთ საყვარლისა და ცოლის ქმედებები, თითოეული ქმედება ცალ-ცალკე.


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Boroti_Chianchvela
პოსტი Nov 19 2009, 23:52
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 25-October 09
წევრი №: 7,876
კურსი:4


დაიცა ეხლა ეს ჩვენ უნდა ამოვხსნათ თუ როგორ გავიგო ამ თემის იდეა? smile.gif) ბლუბერი თუ სისხლის სამართალი იგულისხმე პირადში მომწერე და წაგამეცადინებ არაა პრობლემა ოღონდ დეკემბრიდან, თორე ეხლა აბსოლუტურად ყოველდღე კოლოკვიუმები მაქვს sad.gif


--------------------
[img][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s46.radikal.ru/i114/0911/dc/4a397cb12f51.jpg[/IMG][/URL][/img]
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Nov 20 2009, 0:17
პოსტი #5


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


ჰიპოთეზა.
შესაძლებელია დაცვამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, განზრახ მკვლელობა.
QI ქმედების შემადგენლობა
Q1)ქმედების ობიექტური შემადგენლობა
Qა) ქმედების სუბიექტი- პირადი დაცვა, ქალის საყვარელი.
Qბ) ქმედების ობიექტი- ქმრის სიცოცხლე.
Qგ) ქმედება-გამოიხატა აქტიური მოქმედებით, იარაღის სროლით
დ) შედეგი- ქმრის სიკვდილი.
ე) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის სახეზეა, დაცვის გასროლამ უშუალოდ გამოიწვია კაცის სიკვდილი.
ვ) ობიექტური შერაცხვა- სახეზეა, პირს აღნიშნული შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

Q1) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
Gგანზრახვა
Gგანზრახვა შედგება ორი ელემენტისგან:
• ცოდნა ფაქტობრივი გარემოებებისა (კოგნიტური ელემენტი) სახეზეა, პირმა იცოდა თავისი ქმედების მართლინააღმდეობის შესახებ, აცნობიერებდა მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
• სურვილი, (ვოლუნტატიური ელემენტი) ამ შემთხვევაში სახეზე არ არის, ანუ ამ პირის ქმედება არ იყო მიზნით დეტერმინირებული, მისი ქმედების მიზანი არ იყო დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, ოღონდ ამ პირს გააჩნდა ნებელობა შედეგის მიმართ, რადგან აცნობიერებდა მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
შესაძლებელია პირი მოქმედებდა ევენტუალური(არაპირდაპირი) განზრახვით, არ სურდა შეეის დადგომა, მაგრამ იცოდა რას აკეთებდა და გულგრილად ეკიდებოდა შედეგს. საჭიროა გავმიჯნოთ არაპირდაპირი განზრავა პირდაპირი განზრახვისგან.
Pპირდაპირი განზრახვის დროს, პირმა იცის თავისი ქმედების მართლინღმდეგობის შესახებ, აცნობიერებს მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, არაპირდაპირი განრავის დროს კი პირს არ სურს მართლსაწინააღმდეო შედეგი, მაგრამ უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. Aმ შემთხვევაში აშკარაა, რომ პირი არ მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, ადგან როგორც გმოძიებამ დაადნა პირს არ სურდა მოსალოდნელი შედეგი, იგი არ მოქმედებდა მოკვლის განზრახვით.
Eვენტუალური განზრახვა, განსხვავდება ასევე თვითიმედოვნებისგან ვოლუნტატიური ელემენტით, არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს არ სურს შედეგი, მაგრამ ფიქრობს, რომ შედეგი შეიძლება დადგეს, ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას, თვითიმედოვნების დროს კი პირმა ასევე იცის თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს რომ შედეგი არ დადგება. Yველაზე კარგად, აღნიშნულის დასახასიათებლად გამოგვადგება რიჰარდ ფრანკის გამიჯვნის ფორმულა: თვითიმედოვნების დროს, პიი ამბობს: ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი არ მოხდება, მაშინ როდესაც ევენტუალური განზრახვის დროს ამბობს: შეიძლება ასე, ან სხვანაირად მოდეს, ყველა შემთვევაში მე ამას გავაკეთებ და თუ მოხდება არაუშავს.
Eვენტუალობისა და თვითიმედოვნებისურთიერთგასამიჯნავად დაგვჭირდება შესაძლებლობის თეორია, რომლის მიხედვითაც ვოლუნტატიურ ელემენტს, ნებელობას არ ენიჭება მნიშვნელობა, თუ კი პირს გაცნობირებული აქვს კონკრეტული საფრთხის დადგომის შესაძლებლობა, მაში ეს არის ევენტუალური განზრავა, ხოლო თუ პირი საფრთხეს ხედავს ზოგად აბსტრაქტულად, მაშინ ეს არის თვითიმედოვნება. შესაძლებლობის თეორიის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში არის ვენტუალური განზრახვა, რადგან პირი ხედავდა კონკრეტული შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
Eვენტყალური განრავა საბუთდება ასევე სვა თეორიებით, როორიცაა ალბათობის, რისკის და ნებელობის თეორიები.

EII მართლწინააღმდეგობა.
საჭიროა გავარკვიო, სახეზე გვაქვს თუ არა მართლინააღმდეობის გამომრიცველი ისეთი გარემოება, როგორიცაა აუცილებელი მოგერიება.
Aუცილებლი მოგერიება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
1) უკიდურესი მდომარეობა
2) უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება
3) თავდაცვის სურვილი
თავის მრივ, 1) უკიდურესი მდომარეობა შედგება შემდეგი ნიშნებისაგან:
ა) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა
ბ) ხელყოფის იმწუთიერობა
ც) ხელყოფის მართლინააღმდეგობა და ობიექტურობა
უკიდურესი მდგომარობის აღნიშნული ნიშნები სახეზეა, სახეზე იყო იმწუთიერი, მართლსაწინააღმდეგო და ობიექტური ხელყოფა.
2) უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, მართალია აუცილებელი მოგერიების დროს, არ ხდება სამართლებრივ სიკეთეთა აწონ დაონვა, მაგრამ ხელყოფა და მოგერიება აშკარად შეუსაბამო არ უნდა იყოს. Aხელყოფის დროს, პირს რომელიც თავს იცავს, არ ეკისრება უკან დაევის ვალდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აუილებელი მოერიება არის აბსოლიური უფლება. Aარებობს აუცილებელი მოგერიების სოიალურ ეთიკური შეზღუდვები, რომლებიცაა:
ა) უმნიშვნელო ხელყოფა
ბ) არაბრალუნარიანი, შეურაცხადი პირის მხრიდან ხელყოფა
გ) ხელყოფა ახლო სოციალურ ურთიერთობაში მყოფი პირების მხრიდან
დ) აუილებელი მოგერიების შეგნებული პროვოკაია
ე) არაშეგნებული აუცილებელი პროვოკაციის დროს მოერიების უფლება შეზღუდულია.
Aამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სამართლებრივ სიკეთეთა შკარა შეუსაბამობა, სახეზე გვაქვს უმნიშვნელო ხელყოფა, ხელყოფა და მოგერიება აშკარად შეუსაბამოა.
Aანუ დავასკვნით რომ სახეზე არ გვაქვს მართლინააღმდეგობის გამომრიცველი არცერთი გაემოება.

III ბრალი

Bბრალის ეტაპზე დგინდება განზრახვის მესამე კომპონენტი ბოროტი განზრახვა, (დოლუს მალუს) ამ შემთხვევაში ბოროტი განზრახვა საეზეა. სახეზე არ არის ბრალის გამომიცველი არც ერთი გაემოება.

დასკვნა: დაცვამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108 მულით გათვალისინებული ქმეება, არაპირდაპირი განრახვით მკვლელობა.



ჰიპოთეზა.
შესაძლებელია დაცვამ აიდინა საქართველოს სსკ-ის 113 მულიტ გათვალისინბული ქმედება, მკვლელობა აუილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

QI ქმედების შემადგენლობა
Q1)ქმედების ობიექტური შემადგენლობა
Qა) ქმედების სუბიექტი- პირადი დაცვა, ქალის საყვარელი.
Qბ) ქმედების ობიექტი- ქმრის სიცოცხლე.
Qგ) ქმედება-გამოიხატა აქტიური მოქმედებით, იარაღის სროლით
დ) შედეგი- ქმრის სიკვდილი.
ე) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის სახეზეა, დაცვის გასროლამ უშუალოდ გამოიწვია კაცის სიკვდილი.
ვ) ობიექტური შერაცხვა- სახეზეა, პირს აღნიშნული შედეგი ობიექტურად შეერაცხება.
2) ქმედების სუბიექტური შემადენლობა
განზრახვა
ცოდნა- სახეზეა
სურვილი-სახეზეა
II მართლწინააღმდეობა
არ გვაქვს მართლწინააღმდეობის გამომრიხველი არცერთი გარემოება


III ბრალი
გავნსაზღვროთ არის თუ არა ასთენიური აფექტი, რომელიც აფუძნებს 113 მუხლს, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაილების შემადგენლობას. აფექტი, არსებობს ორნაირი, სთენიური და ასთენიური აფექტი არის შიშითა და დაბნეულობით გამოწვეული აფექტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, დაცვა არ მოქმედებდა ასთენიური აფექტით, იგი მოქმედებდა პირიქით, აგრესიულად, სთენიური აფექტით.
დასკვნა. აღნიშნული ქმედება არ გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 113 მუხლის შემადგენლობას, დაცვის ქმედების კვალიფიცირება აღნიშნული მუხლით არ მოხდება.


ჰიპოთეზა

შესაძლებელია, ცოლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით გათვალისინებული ქმედება, განზრახ მკვლელობა.

ქმედების შემადგენლობა

1) ქმედების ობიექტური შემადგენლობა

ა) ქმედების სუბიექტი- ცოლი

ბ) ქმედების ობიექტი- ქმრის სიცოცხლე.

გ) ქმედება- შესაძლებელია, ცოლმა ქმედება განარციელა ე.წ. გრძელი ხელის, შუალობითი ამსრულებლის მეშვეობით, როგორც კოდექსშია გათვალისწინებული, ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მესვეობით, ვინც ასაკის, შეურაცხაობის ან სვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისლისსამართლებრვი პასუისმგებლობა.
ანუ, რომ გვქონდეს შუალობითი ამსრულებელი, საჭიროა პირი შეურააობის ან სხვა გარემოების გამო ვერ აცნობიერებდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ასევე პირი, კოდექსის მიხედვით არ უნდა დაისაჯოს საკუთარი ქმედებისთვის, როგორც ჩვენ ინა კაზუსში ანვიხილეთ, დაცვა, იყო შერაცხადი პირი, და ასევე აცნობიერებდა საკუთარი ქმდების მართლწინააღმდეგობას, ამასთან იგი ისჯება საკუთარი ქმედების გამო 108 მუხლით.

დასკვნა: ცოლს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 108 მულით გათვალისწინებული ქმედება, განზრახ მკვლელობა შუალობითი ამსრულებლის მესვეობით.

ჰიპოთეზა
შესაძლებელია ცოლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 24-3, 109 მუხლის მე3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ განზრახ მკვლელობაში დახმარება ანგარებით.
I ქმედების შემადგენლობა

1) ქმედების ობიექტური შემადგენლობა
ა) ქმედების სუბიექტი-ცოლი
ბ) ქმედების ობიექტი-ქმრისსიცოცხლე
გ) ქმედება გამოხატული ატიურ დახმარებაში ამსრულებლის მიმართ, რათა მას ჩაედინა დანაშაული, ქალმა მოამზადა პირობები, აიძულა დაცვა არ მოეხსნა იარაღი წელიდან, გაანერვიულა ქმარი და მისი პროვოცირება მოახდინა.
დ) შედეგი- ქმრის სიოცხლის მოსპობა
ე) მიზეზობრივი კავშირი ქალის ქმედებასა და ქმრის სიკვდილს შორის სახეზეა სახეზეა, რადგან ქალის ქმედებამ გამოიწვია ქმრის სიკვდილი, ასევე ქალს თავისი ქმედება შერაცება ობიექტურად.


2) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა.
განზრავა
1) ცოდნა, კოგნიტური ელემენტი
2) სურვილი, ვოლუნტატიური ელემენტი
აღნიშნული ორი ელემენტი სახეზეა, ქალს გააჩნდა ნებელობა შედეგის მიმართ, ქალმა იცოდა, რომ მის მოქმედებას მოყვებოდა აღნიშნული შედეგი და სურდა ეს შედეგი, მისი ქმედება იყო მიზნით დეტერმინირებული, იგი მოქმედებდა პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვით, მიუხედავად იმისა, რომ თანამონაწილეობა არის აქცესორული ბუნების, პერსონალური ნიშანი, თავისი, ქალს შეერაცხება, დახმარების დროს, შესაძლებელია იყოს ორმაგი განზრახვა, ანუ ამსრულებელს ჰქონდეს სხვა განზრავა და დამმარეს სხვა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, საყვარელმა ქმარი მოკლა უეცრად წარმოშობილი განზრახვით, შურისძიების მოტივით, ქალს კი ეს ყველაფერი თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული. ამიტომ აღნიშნული ქმედება არ იქნება წაქეზება, რადგან წაქეზების დროს საჭიროა ერთიანი განზრავა.
ასევე, ქალი მოქმედებდა ანგარებით, მას სურდა ქმრის მოკვლა, რათა დაუფლებოდა მის მთელ ქონებას, ამიტომ საჭიროა ეს პერსონალური ნიშანი მას შევრაცხოთ.



II მართლწინააღმდეგობა
არ გვაქვს მართლწინააღმეგობის გამომრიცხველი გარემოებები


III ბრალი
დოლუს მალუსი გვაქვს, ბრალის გამომრიველი გარემოებები არ გვაქვს.


დასკვნა: ქალმა ჩაიდინა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 24-3, 109 მუხლის მე3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ განზრახ მკვლელობაში დახმარება ანგარებით.


პ.ს. ეს ჩემი ამოსნააა...


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 20 2009, 21:57
პოსტი #6





Guests






ციტატა(ilo_elo @ Nov 15 2009, 18:30) *
მილიონერი ბიზნესმენის მეუღლეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დაცვის ერთერთ წევრთან, რის შესახებაც კაცმა არაფერი არ იცოდა. ერთხელაც, ცოლმა, საყვარელი დაპატიჟა აგარაკზე, დაახლოებით 20 საათზე, სადაც დაკავდნენ გარკვეული სექსუალური ურთიერთობით, კერძოდ ცოლმა საყვარელს წელს ზევით გახდევინა და ტანზე გარკვეული სახის ზეთი წაუსვა, თან ისე, რომ შარვალი ისევ ეცვა საყვარელს და ამასთან იარაღიც არ მოახსნევინა წელიდან. ამასთან ერთად, ცოლს იმავე აგარაკზე, ცოთათი მოგვიანებით დაუბარებია თავისი მეუღლე, რათა აღEნიშნათ მათი ქორწილის წლისთავი, როდესაც მეეუღლე მივიდა აგარაკზე და შევიდა საძინებელში, დაინახა წელსზევით შიშველი მამაკაცი, დაბნეული გავარდა მეორე ოთახში თავის მეუღლესთAნ და იქ კი დაინახა თავისი ცოლი წელსზევით შიშველი, საყვარელიც დაიბნა რა თქმა უნდა. ცოლმა დაინახა რა თავისი ქმარი, დაუწყო ქმარს პროვოცირება, ეხვეოდა თAვის საყვარელს და დამცინავად ეუბნებოდა რომ იგი მას სჯობდა, რომ იგი იმას გააკეთებდა რაც მოუნდებოდა და ა.შ. ამან გამოიწვია ქმრის გაღიზიანება, და სილა გაარტყა საყვარელს, რამოდენიმეჯერ. მართალია დაცვა ფიზიკურად საკმაოდ მომზადებული იყო, მაგრამ ქმარი მასზე ძლიერი იყო. Dდაცვა, ქალის საყვარელი, საკმაოდ ამაყი და ფიცხი ხასიათის ადამიანი იყო, რაც ქალმაც კარგად იცოდა, და ამის გამო აარჩია სწორად, იცოდა რომ ახალგაზრდა კაცი შეურაცყოფას ასე ადვილად არ მოითმენდა. მართლაც, გაბრაზებულმა დაცვამ, ამოიღო იარაღი რომელიც ეკეთა წელზე, ერთი ტყვია ესროლა მუცელში და მოკლა. მას არ სურდა ამ კაცის მოკვლა მაგრამ აცნობიერებდა მოსალოდნელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
აღნიშნული კაზუსი არის ორ სუბიექტიანი, საჭიროა დავაკვალიფიციროთ საყვარლისა და ცოლის ქმედებები, თითოეული ქმედება ცალ-ცალკე.

კაზუსი დავდეო დღეს რომ მითხარი ეს კაზუსია? punish.gif
მე არ დავაკვალიფიცირებ
parting.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Nov 20 2009, 22:05
პოსტი #7


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


salomeaa
შეგიძლია ის ფრაზები რაც არ მოგწონს არ წაიკითხო. rolleyes.gif მაგის შეძლებისდაგვარი კვალიფიკაციაც შემდე ხო მივუწერე.


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 20 2009, 22:06
პოსტი #8





Guests






ციტატა(ilo_elo @ Nov 20 2009, 22:19) *
salomeaa
შეგიძლია ის ფრაზები რაც არ მოგწონს არ წაიკითხო. rolleyes.gif მაგის შეძლებისდაგვარი კვალიფიკაციაც შემდე ხო მივუწერე.

დვალიძის კაზუსი parting.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Nov 20 2009, 22:09
პოსტი #9


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


salomeaa
ეეს? არაა.. ტურავასი უფრო. რაღაც გერმანული კაზუსების წიგნიდან მოგვიყვა, თუმანიშვილსაც აქვს ამოხსნილი კიდე ეს.


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Nov 20 2009, 22:16
პოსტი #10





Guests






ციტატა(ilo_elo @ Nov 20 2009, 22:23) *
salomeaa
ეეს? არაა.. ტურავასი უფრო. რაღაც გერმანული კაზუსების წიგნიდან მოგვიყვა, თუმანიშვილსაც აქვს ამოხსნილი კიდე ეს.

ესე დეტალებში არ მოგიყვებოდათ, ვინ რა გაიხადა. შენი მოგონილია ყველაფერი girl_aaa.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Nov 20 2009, 22:22
პოსტი #11


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


salomeaa
ბატონი მერაბი გერმანული პედანტიზმით ყვება ყველაფერს, რათა მთელი სიცხადიტ დავინახოტ დანაშაულის ადგილი... მაგიტო ვიყვარს ყველას ბატონი მერაბი wub.gif wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
T-Virus
პოსტი Dec 6 2009, 18:49
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 63
რეგისტრ.: 21-August 09
მდებარეობა: on the right side of the riiiver

წევრი №: 7,223
კურსი:1


მე მაინტერესებს კაზუსის ამოხსნისას საჭირო მუხლი წამებში როგორ უნდა მომადგეს თავში ??sad.gif ან საერთოდ როგორ ვიპოვო
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Dec 6 2009, 19:04
პოსტი #13


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


საჭირო მუხლები სახლში უნდა წაიკითხო რასაც დავალებაზე მოგცემენ, და მერე თავისით მოგადგება. ეგ დიდი პრობლებაა არაა მგონი, უფრო ძნელია დასაბუთება.


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
10 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 12:20
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank