გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


წესები!
1.ზოგადი წესები

1.1.თემების გამოქვეყნება შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც ეთანხმება ფორუმის წესებს.
1.2.ფორუმის წესებს ამტკიცებს საიტის ადმინისტრაცია!
1.3.ადმინისტრაცია არ იძლევა გამოქვეყნებული თემების ინფორმაციული სიზუსტის გარანტიას. ყოველი თემა გამოხატავს ავტორის ნება-სურვილს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა განცხადების შინაარსზე.
1.4.ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს წევრის კონფიდენციალურ ინფორმაციას. მაგრამ ეს არ ვრცელდება იმ წევრებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ ფორუმის წესებს.
1.5.ფორუმზე წესრიგს ამყარებენ ადმინისტრაციის წევრები.
1.6.ზოგიერთ განყოფილებაში იმოქმედებს დამატებითი წესები.
1.7.ფორუმზე დასაშვებია ქართული ტექსტის მხოლოდ ქართული სიმბოლოებით წერა.სხვა შემთხვევაში ყველა მსგავსი თემა და კომენტარი გაუფრთხილებლად წაიშლება.რაც შეეხება თავად ინგლისურ ტექსტებს, მათი წერა ჩვეულებრივად ინგლისური შრიფტით ნებადართული და სასურველია.
1.8.ფორუმზე ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.

2.თემები

2.1.აკრძალულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა.
2.2.აკრძალულია თემის გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგ. ”ვერაფერი გავიგე”, ”შემოიხედეთ”. სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი ობიექტი.
2.3. აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა და პირადი შეურაცხყოფა.
2.4. აკრძალულია დამცინავი და ცინიკური გამოხმაურებები.
2.5.-ადმინისტრაციას და განყოფილების მოდერატორს აქვს უფლება, წაშალოს ნებისმიერი თემა, რომელიც არაკორექტულია ან შეურაცხყოფს სხვა მომხმარებლის ღირსებას ( მიუხედავად რაიმე განმასხვავებლისა ) , ან შეიცავს ძალადობრივ მოწოდებებს. ასევე, თუ იმავე სათაურის, ან თითქმის იდენტური შინაარსის თემა უკვე გახსნილია იმავე ან სხვა განყოფილებაში.
2.6. მოდერატორს და ფორუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს გადაადგილოს თემა, თუ აღნიშნული თემა არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას;ან შეაერთოს სხვა თემასთან - თუ მისი მსგავსი შინაარსის თემა უკვე არსებობს. ასეთ შემთხვევაში, ძველ თემას უერთდება ახალი და გაერთიანებული თემის ავტორად რჩება თავდაპირველი თემის ავტორი.
2.7.ყველა თემა რომელიიც იქნება 150 გვერდზე მეტი უნდა დაიხუროს და გაიხსნას ამ თემის სხვა ნაწილი.
2.8. ადმინისტრაციას ან ადმინისტრაციის წევრს თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს შეუძლია დახუროს ნებისმიერო თემა რომელზეც ბოლო პოსტის შემდეგ გამოხმაურება არ ყოფილა ერთ თვეზე მეტი ხნის განვალობაში.

3. წევრის უფლებები და აკრძალვები

3.1 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება, ნებისმიერ განყოფილებაში ნებისმიერ თემაში შესაბამისი თემატიკის საკუთარი აზრი გამოთქვას ისე, რომ არ შეურაცხყოს ფორუმის სხვა მომხმარებლის ღირსება ( სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ა.შ.)
3.2 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება ფორუმზე ატვირთოს სასურველი ფაილი , ან მიუთითოს ამ ფაილის ელექტრონული მისამართი ( ლინკი)თუ ფაილის შინაარსი არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს.
3.3 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება ისარგებლოს პირადი შეტყობინებების გაგზავნის სერვისით, რომელიც არ კონტროლდება ფორუმის ადმინისტრაციის მიერ და აბსოლუტურად კონფიდენციალურია.
3.4 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება რედაქტირება გაუკეთოს საკუთარ ავატარს, ხელმოწერას, რომელიც არ უნდა ლახავდეს ფორუმის სხვა წევრების ღირსებას; არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ შინაარსს.
3.5 - ფორუმის ყველა წევრს აქვს უფლება მოითხოვოს ადმინისტრაციისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ თუ რატომ მიიღო ვორნი.
3.6 - ფორუმზე იკრძალება რაიმე სახის ძალადობრივი მოწოდება.
3.7 - ფორუმზე იკრძალება კონკრეტულ თემაში თემის შინაარსის შეუსაბამო ( OFF posts ) განცხადებების გამოქვეყნება.
3.8 - ფორუმზე იკრძალება პორნოგრაფიის ან სხვა წევრების შეურაცხმყოფელი ვიდეო-ფოტო-აუდიო მასალის გავრცელება.
3.9 - ფორუმზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სხვა ფორუმელის მიმართ.

4.სანქციები

4.1 ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში იმ განყოფილების მოდერატორს, სადაც კონკრეტული მომხმარებელი ათავსებს თავის განცხადებას, აქვს უფლება აღნიშნული მომხმარებელი დააჯარიმოს გაფრთხილებით ( Warn) , ფორუმზე შემოსვლის, ან განცხადების გაკეთების შეზღუდვით ( ban) და თვალყურის დევნების რეჟიმით აკონტროლოს ამ კონკრეტული მომხმარებლის განცხადებები.(პოსტები)
4.2 გაფრთხილება ( warn ) არის მხოლოდ მოდერატორებისთვის ხელმისაწვდომი სანქცია, რომლის დროსაც იგი მიუთითებს კონკრეტულ მომხმარებელს მის მიერ გადაჭარბებულ უფლებებზე.
4.3 ყოველ მომხმარებელს აქვს ,,გაფრთხილების პაკეტი" , რომლის ავსება იმაზეა დამოკიდებული,თუ რამდენ %-იან გაფრთხილებას მიანიჭებს უფლებამოსილების გადამჭარბებელ მომხმარებელს მოდერატორი. პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს მოდერატორის მიერ დათქმული ვადით შეეზღუდება ფორუმზე მოღვაწეობა.
4.4 მოდერატორს უფლება აქვს, მომხმარებელი შეზღუდოს ფორუმით სარგებლობის უფლებით(დაადოს ban). შეზღუდვის ხანგრძლივობა განისაზღვრება უფლებამოსილების გადაჭარბების შესაბამისად.

5. ადმინისტრაცია

5.1 ადმინისტრაციაში შედის ფორუმის დირექტორი,იურისტი, ადმინისტრატორი და მოდერატორები, რომლებიც არეგულირებენ განყოფილებებში თემებს და ფორუმის მომხმარებელთან განცხადებებს.
5.2 მოდერატორები ინიშნებიან და გადაირჩევიან მხოლოდ ფორუმის ადმინისტრაციის მიერ.

ადმინისტრაციის სპეციალური დებულებები

5.3 ფორუმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერ დრო.
5.4 თუ ფორუმზე წარმოიშობა ისეთი დავა ან სიტუაცია,რომელიც არ რეგულირდება ფორუმის წესებით, მას გადაწყვეტს ფორუმის ადმინისტრაცია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.
5.5 ადმინიტრაციის წევრის მიერ მიცებული სიტყვიერი გაფრთხიელება არ ჩაითვლება OFFად.
მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th November 2017 - 7:41
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank