გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ფოტოგრაფია, რა არის ფოტოგრაფია?
 
crashana
პოსტი Jun 4 2010, 17:11
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-May 10
წევრი №: 9,216
კურსი:--


ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.


ისტორია
---------

ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.
ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.
თითქმის ლ.დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ.ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის ოპზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც (როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში).
დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ.სკოტ-არჩერის მიერ 1851 ე.წ. სველკოლოიდური პროცესის გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა და ა.შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით. 1871 ინგლისელმა რ.მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცხლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. შემდგომ ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი – ქაღალდისა და აფსკის ფუძეშრეზე (ფოტოქარალდი, ფოტოფირი (1887)).
ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ ერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება.
თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.



©მე from wiki


--------------------
[center]http://crashana.net
[/center]

[size=1]I'm not a cryptographer, or mathematician. I just know what mistakes are usually made by people in the software applications, and they make them again and again.[/size]

[right][size=1][b]A former hacker turned security consultant[/b][/size][/right]
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Jun 4 2010, 20:19
პოსტი #2


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


კარგია smile.gif

ჩემთვის ფოტოგრაფია ოპტიკისა და ქიმიის ნაზავი უფროა, ვიდრე ხელოვნება, თუმცა მაგ კუთხითაც ვაფასებ


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Jood
პოსტი Jun 11 2010, 10:49
პოსტი #3


Alex
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,877
რეგისტრ.: 30-October 07
მდებარეობა: HIPPIE LAND
წევრი №: 165
კურსი:5


ფოტოს - გრაფოს = ეგ მაინც დაგეწერა

სინათლით წერას რომ ნიშნნავს და მერე მეორე ადგილასაა ქიმიაც და ფიზიკაც

მთავარი კი სინათლის გამოყენებიტ რაღაც წამის დაფიქსირებაა


--------------------
Alex
Photos
Drums
Go to the top of the page
 
+Quote Post
nino_0222012
პოსტი Oct 17 2010, 15:49
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 16-October 10
წევრი №: 10,159
კურსი:4


მე მომავალი ფოტოგრაფი ვარ rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif ცჰემტვის უკვე ვარ ტუმცა აი სხვებისტვის არ ვიციიიი rolleyes.gif


--------------------
I love walking in the rain cause no one know I'm crying



ზაფხულის დილა. მარწყვის კოქტეილი. შენი ხმა. ჩემი ღიმილი. შენი ტუჩები და ... "მაღვიძარა" - ეს ისევ სიზმარია... :((



when you argue with an idiot they drang you down to their level and beat you with experience
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Oct 17 2010, 19:44
პოსტი #5


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ციტატა(nino_0222012 @ Oct 17 2010, 16:03) *
მე მომავალი ფოტოგრაფი ვარ rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif ცჰემტვის უკვე ვარ ტუმცა აი სხვებისტვის არ ვიციიიი rolleyes.gif

ჩემთვის მე რიდლი სკოტსაც ვაჯობე rofl.gif


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
pako
პოსტი Oct 19 2010, 12:26
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 204
რეგისტრ.: 31-October 07
მდებარეობა: tbilisi. georgia
წევრი №: 209
კურსი:4


ყოფილი მომავალი ფოტოგრაფი ვარ ალბათ sad.gif(( არც ძვირიან ფოტოკამერაზე მაქვს პრეტენზია და არც კიდევ სხვა ფუფუნებაზე .. მაგრამ ყველა მეუბნევა ეგ შენი ცხოვრებისთვის არ არიო თუ ოცნებობ რამე ნორმალურზე იოცნებეო sad.gif არადა იმდენი იდეა მაქვს და იმდენი აზრი რომ რავიცი sad.gif ყველა რაღაცაზე ოცნებობს და ჩემი ოცნება ეს იყო ყოველთვის :s


--------------------
გალაქტიონში არის დემონი .. ჩემში კი უფროო.. ანგელოზია =)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Peri
პოსტი Apr 17 2011, 13:38
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 10-September 10
წევრი №: 9,803
კურსი:1


მოკლედ, რადგანაც ეხლა ცოტა კაი ხასიეთზე ვარ და მიხარია რომ ჩვენს ფორუმზე ბევრს უყვარს ფოტოების გადღება და საკმაოდ საინტერესოთ გამოსდით კიდეც, მიდნა აგიხსნათ ასეთი რამ, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემია ზრით ფოტოგრაფიაში ფოტოს გადაღებისას
ამ ყველაფერს რის ახსნასაც მე ვაპირებ ქვია ოქროს კვეთა golden cut.
და რა არის ეხლა ეს
თავიდან შევხედოთ ნახაზს რომ გავიგოთ სად არის ეს ჩვენი ოქროს კვეეთის წერტილები მესამედების პრინციპით
აგერ ჩემო კარგები აი ეს ოთხი წერტილია მესადედებით ოქროს კვეთის წერტილები

წითლად რომ არის მონიშნული ანუ

შევხედოთ ფოტოსურათს მაგაითად ეს სურათი

ვხედავთ რომ ოქროს კვეთაში ჩაჯდება ჩვენგან მარჯვენა თვალი
აი ესე რომ დავყოთ ეს ფოტო

ესაა ოქროს კვეთა
იმედია კარგად ავხსენი
და რაც მტავარია რა არის ეს ოქროს კვეთა რა ხდება ამ დროს?
რა ხდება ჩემო კარგებო და როდესაც ადამიანი ფოტოს უყურებს ყოველთვის ყველაზე პირველი თვალში ეცემა ის ნივთი იქნება ეს ბავშვი ძაღლი თუ რაც იქნება კადრზე ზუსტად ისმ ოხვდება ადამიანს თვალში პირველად რაც ოქროს კვეთაშია, და ეხლა არ ტავათ ამ გოგოს ფოტოს რომ შევხედე პირველად მისი მარჯვენა (ჩვენგან მარჯვენ ) თვალი არ მომხვდა პირველად და მაგას არ შევხედე პირველიო აი ესაა ოქროს კვეთის მთელი მუღამი და შინაარსი,
თუნდაც მაგარი ლამბორჯინი იდგეს ქუჩაში და გვერდით ბავშვიანი ქალი იდგეს რომელიც მოხვედრილია კადრში ოქროს კვეთაში დარწმუნებულები იყავით რომ ისენი უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევენ და ისენი უფრო ღირებულები იქნებიან იმ კადრში ვიდრე ლამბორჯინი
ვსიო....


კიდევ ბევრ საინტერესო გაკვეთილებს დავწერ აქ.... თუ რამე დაგაინტერესდებათ შემეკითხეთ ხოლმე default.gif


--------------------
Jeep Wrangler, Rubicon, 4.0 matori + Lifting + Warn 12000 + Simex Xtreme Trakkers + ARB Bamper + ARB Blokirovkebi + Jadosnuri Joxi : )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Peri
პოსტი Apr 21 2011, 19:35
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 10-September 10
წევრი №: 9,803
კურსი:1


დავიჯერო არავის არ აინტერესებს ეს თემა ? smile.gif


--------------------
Jeep Wrangler, Rubicon, 4.0 matori + Lifting + Warn 12000 + Simex Xtreme Trakkers + ARB Bamper + ARB Blokirovkebi + Jadosnuri Joxi : )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
niffy
პოსტი Oct 29 2011, 11:01
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 27-October 11
წევრი №: 12,211
კურსი:--


nikon p500 kargia?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th November 2019 - 1:11
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank