გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 სიმინდის რესპუბლიკა..., დიახაც რომ პოლიტიკურია ეს თემა უკვე!!!
 
zesta 2004
პოსტი Dec 24 2011, 15:35
პოსტი #1


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,456
რეგისტრ.: 10-May 08
მდებარეობა: sayavria
წევრი №: 3,236
კურსი:1


ნუ გეშინიათ მტრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, მოგკლან...
ნუ გეშინიათ მეგობრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, გიღალატონ...
გეშინოდეთ გულგრილი ადამიანებისა. ისინი არც კლავენ, არც ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი ხელშეწყობით არსებობს ყოველგვარი ბოროტება დედამიწაზე...
ვინ იცის, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ფრაზა გაჩნდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო ვერც მის მოქნილობას, ვერც მის აქტუალობას - ისევ გვახსოვს, ისევ გვჯერა და ისევ ვგრძნობთ, რომ მართალია...
ეს იმიტომ, რომ ზოგადად, დრო ვერ ერევა სიმართლეს!
სიმართლეს, რომელიც ასე შორსაა დღევანდელი საქართველოდან...
იმ საქართველოდან, სავსე რომაა გულგრილი ადამიანებით. იყო დრო, დანანებით ვსაუბრობდით ამაზე.
ახლა სადღაც ვიღაცამ გააჟღერა, რომ კონფორმისტი ერი ვართ, შემგუებელი, ნაცარქექია და ეს ამბავი ისე გავითავისეთ, თითქოს რამე სასიხარულო და საქებარი ეთქვას იმ ვიღაცას. საქმე ისე მიდის, შემგუებლობა და გულგრილობა საერთო-სახალხო ზნედ გვექცევა - ქართული ხასიათის უპირველეს გამოვლინებად.
კარგი, ბატონო, ასე იყოს - ველოდოთ, როდის ჩამოჰკრავს ზებო ზარს...
მაგრამ იქამდე, კალაძის საკითხისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება - ეს ერთი კაცის, ერთი სახეობის, ფედერაციის ან სპორტის პრობლემა არ არის - ეს, ზოგადად, საქვეყნო პრობლემაა.
სისტემამ მორიგი წარმატებული ადამიანი გასწირა - ყურადღება მივაქციოთ, წარმატებული და არა ბედნიერი, არა გალაღებული, არა იღბლიანი...
ის, რასაც კახა კალაძემ მიაღწია, ნაყოფია მისი და მხოლოდ მისი ასკეცი ოფლისა, შრომისა, ხასიათისა და არამც და არამც სისტემისა, სახელმწიფოსი. პირიქითაც კია - ერთიც და მეორეც მხოლოდ ხელს თუ უშლიდნენ ამ კაცს, თორემ სასიკეთო არაფერი გაუკეთებიათ.
საქმე საზოგადოების პოზიციასა თუ აზრთა სხვაობაში არ არის - არა მარტო ჩვენში იყოფა ადამიანების აზრი. სხვას ყველას და ყველაფერს თავი დავანებოთ, პაოლო მალდინის ჩაამწარეს გამოსათხოვარი მატჩი და როგორ გგონიათ, ვინ? - „მილანის“ „ტიფოზებმა“. გამოსათხოვარი მატჩისას და მის შემდეგ, პაოლო მალდინის მილანურმა ტრიბუნებმა აგინეს.
აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება კალაძის განცხადებების მერე საზოგადოების ნაწილის ცუდი, არასწორი და უსამართლო პოზიცია - ასე ხშირად ხდება და არა მარტო ჩვენში.
რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს - ასეთი მატჩი კი აუცილებლად უნდა შედგეს, მაგრამ თუ არ შედგება, ნურავინ გაიკვირვებს: ქვეყანაში, სადაც მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ქინქლაძე და ვინ იცის, კიდევ რამდენი დიდი ფეხბურთელი არ გაუცილებიათ, შეიძლება კახა კალაძეც არ გააცილონ.
რატომ? უბრალო მიზეზის გამო - სააკაშვილის ფორმაციის საქართველოს არ აინტერესებს პიროვნებები, მას მასა სჭირია.
იური როსტმა დაწერა ყიფიანზე მაგარი წერილი - „Инакомыслящий“ ერქვა და იქ ამბობდა ეს ქართველების პატივისმცემელი კაცი: არიან ადამიანები, ქვეყნის სახეს რომ განსაზღვრავენ და ყიფიანიც საქართველოს სახეაო...
ჩვენი დროის საქართველოს არ სჭირდება საუკეთესო რეჟისორი...
ჩვენი დროის საქართველოს არ სჭირდება საუკეთესო წიგნის ავტორი...
როგორც აღმოჩნდა, არც საუკეთესო ფეხბურთელი სჭირდება.
მე არ ვიცი, რატომ ხდება ასე და ზოგადად, ძნელი გასაგებია წარმატებული პიროვნებებისადმი ამგვარი დამოკიდებულება. ნურავინ იტყვის, რომ პრობლემა ამირეჯიბის, სტურუას და კალაძის პიროვნებებშია საძებარი, რომ რუსეთი, რომ ქსენოფობია, რომ ბიზნესი და ვინ იცის, კიდევ რა...
სისტემის მიერ ამ ადამიანების გაწირვას სულ სხვა საფუძველი აქვს - მათ პროტესტი და განსხვავებული აზრი გაუჩნდათ.
ახლა ჩვენს ქვეყანაში მოდერნიზებული ბოლშევიზმია - შეიცვალა საუკუნე და უფროსი ძმის ენა (XX век იყო, ახლა XXI century-ია), თორემ იდეაში არაფერი შეცვლილა:
ლენინი ამბობდა, რომ ინტელიგენცია უნდა ჩაირეცხოს, ჩვენი პრეზიდენტიც იგივე ტერმინოლოგიითა და რიხით დაენთო მათ, ხრუშჩოვის „ოტტეპელი“ სიმინდის ყანებამდე მივიდა და აგერ, ქართულ პარლამენტშიც ხომ იმღერეს „დრიხტიტარო-დრახტიტარო“...
ბანანის რესპუბლიკაო? არა, რესპუბლიკა სიმინდისაა და არა მარტო ბანანი, ადამიანიც ვერ ხარობს აქ...
ასე ხდება ხოლმე, დემოკრატიის მატარებელი საბოლოოდ სწორედ ყანასა და ბოსტანში დაბუქსავდება.
არაფერი დემოკრატია არ ჰქვია ამას - ეს განსხვვავებული აზრის ვერატანა და ადამიანის ჭანჭიკად ქცევის მორიგი მცდელობაა. როგორ გგონიათ, ძალიან უნდა აინტერესდებდეს კახა კალაძის ჩემპიონთა თასები და 83 მატჩი ნაკრებში იმ კაცს, რომელიც ნაკრების გასახდელში ჩავიდა და „ლივერპულს“ 2:1 მოვუგეთო, „გაიხსენა“?
მისთვის ხომ კახა კალაძე მხოლოდ სამშვენისი იყო, ეგებ, სხვაზე ბრჭყვიალა, მაგრამ მაინც ერთი ნათურა საშობაო ნაძვის ხეზე და როცა დაინახა, რომ ეს კაცი მისთვის აღარ ციმციმებდა, მოიცილა, მოიძულა, მოინელა.
სადაც სეთურია, იქ ასინეთა, სპირიდონა სულანჯია და კაკოია თაბაგარიც უთუოდ იარსებებენ - სწორედ მათ ყბაში ჩავარდა კახა კალაძე და გასაცილებელ მატჩს ვინ დაეძებს, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ავადსახსოვარ მომენტად აგვისტოს ომი კი არა, იტალიასთან კალაძის ავტოგოლები აქციეს.
ვისიმე პიროვნულმა ტრაგედიამ შეიძლება კმაყოფილებაც კი მოგგვაროს - ხომ ნათქვამია, მტრის გვამს სასიამოვნო სუნი ასდისო, მაგრამ წაქცეულ კაცს არ უნდა დასცინო.
იმ გოლებს გიორგი ლომაიამ ვერ გაუძლო და წავიდა ნაკრებიდან - კალაძეს კი ეყო ძალა და დარჩა. ვისაც უთამაშია, კარგად იცის, ეს მარტო აზარტი არაა, ამას რეაბილიტაციის მცდელობას თუ დავარქმევთ, თორემ კახას დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი ჰქონია და ნაკრებში თამაში ხეირისთვის გააგრძელაო, ვერც ამას დააბრალებს ვინმე.
და მაინც ის ორი გოლი ტრიალებს წაღმა და უკუღმა - ის ორი გოლი ექცა კალაძეს დანაშაულად და ძალიან ცოტა ხვდება, რომ ეს დანაშაული კი არა, სასჯელია, ამაზე დიდ განსაცდელს ფეხბურთელს კარიერაში ვერავინ და ვერაფერი შეამთხვევდა.
თუმცა, რა სოლიდარობა, რა წარსული დამსახურება - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია და მორჩა.
მერე კი „არ არის კაცი, არ არის პრობლემა"-ო, ამის დროც მოვა. და ეს მარტო ბოლო კი არა, მარტო კონფორმიზმი კი არა, უდიდესი სირცხვილიც იქნება - მემკვიდრის, მომავლის წინაშე სირცხვილი.
რომელიც ადრე თუ გვიან, დასვამს შეკითხვას - რატომ, რის გამო გეშინოდათ ასე?
გვქონდა ქართულ ფეხბურთში ბრძოლის მცდელობა - რამდენჯერმე: ქომაგთა ლიგა, „ჩვენი ფეხბურთი“, პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია, რამდენიმე ჟურნალისტი არცთუ იშვიათად „ვურტყამდით სპილოს რბილოში“ ანუ სისტემას ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ...
ვერ იქცა ის გამოსვლები სახალხო საქმედ - ტრიბუნებიდან გინებას ვერ გასცდა საკეთებელი და პოზიცია, ვერა და ვერ შედგა ნაცრისფერი მასა მოაზროვნე მასად!
აკაკი ბაქრაძე წერდა, ქართველებისაგან მოაზროვნე მასა მხოლოდ ერთი მახსოვს და ისიც ფილმშიო („ფატიმადან“ მოჰყავდა ეპიზოდი) - ვინ-ვინ და ბაქრაძე ჰაიჰარად არაფერს დაწერდა.
ტოპმიოლერი წასული არ იყო, „რუსთავი 2"-ის სტუდიაში ვისხედით და მაშინ ვთქვი, რომ კლაუსი წასულია - საქმე კონტრაქტში და ხელმოწერაში არ არის, პროცესი წააგო და ამიტომაა წასული-მეთქი...
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ - კვირაზე ნაკლებ დროში წავიდა - რაღაცით ბულგაკოვის პასაჟს ჰგავს ასეთი ამბები, ანუშკამ ზეთი რომ დაღვარა, აი, იმას...
აქაც ასეთი ამბავია - ანუშკამ ზეთი უკვე დაღვარა. სააკაშვილი და ეს სისტემა უკვე წასულია: მათ წააგეს პროცესი და როდის წავლენ, წლეულს, გაისად თუ ოცი წლის მერე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეგ არის, დრო ჩვენზე არ მუშაობს, რაც მეტს იარსებებს ასეთი სისტემა, უფრო ცოტა და უფრო ცუდები დავრჩებით.
კალაძის (სტურუას, ამირეჯიბის) გაკვეთილი კი გასათვალიწინებელია: ამათ რომ ასე ექცევიან, სხვებს რა შანსი გვაქვს? კარგად დავფიქრდეთ, საქმე არითმეტიკაში კი არა, ყოფნა-არყოფნაშია...


კონსტანტინე გოგიშვილი


კოტეს ვერ ვიტან მიზეზთა გამო, არ იმსახურებს პატივისცემას ზესტაფონლების მხრიდან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ყოველგვარი პირადული გვერდზე უნდა გადადო და უბრალოდ აღიარო.
ბევრი ვერ დაწერდა ამას ცალკე შიშის და ცალკე გონებრივი შესაძლებლობების გამო.
ბრავო კოტე...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია zesta 2004: Dec 24 2011, 15:38


--------------------
ზესტაფონო, ზესტაფონო მოიგე,
გოლს გაიტან, გოლს გაიტან მოიგებ,
შენ გიმღერი იმერეთის ვარსკვლავო,
გოლი გვინდა გულით რო გავიხაროთ,
დაგვაყვირეთ ერთი მაგრად ბიჭებო,
თქვენს გვერდით ვართ კარგად რომ ითამაშოთ,
შეუტიეთ და გვაჩუქეთ იმედი,
რომ მოვიგებთ ყველა ერთად ვიქნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Dec 24 2011, 17:25
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


ციტატა
გეშინოდეთ გულგრილი ადამიანებისა. ისინი არც კლავენ, არც ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი ხელშეწყობით არსებობს ყოველგვარი ბოროტება დედამიწაზე...

ციტატა
ახლა სადღაც ვიღაცამ გააჟღერა, რომ კონფორმისტი ერი ვართ, შემგუებელი, ნაცარქექია და ეს ამბავი ისე გავითავისეთ, თითქოს რამე სასიხარულო და საქებარი ეთქვას იმ ვიღაცას. საქმე ისე მიდის, შემგუებლობა და გულგრილობა საერთო-სახალხო ზნედ გვექცევა - ქართული ხასიათის უპირველეს გამოვლინებად.


გულგრილობაა ყველაზე დიდი პრობლემა. აპათიაა რაც ცალკე ადამიანებს და საერთო ჯამში ხალხებს მიწასთან ასწორებს და საცოდავს ხდის. "ფეხებზე არ გკიდია"? "სულ ერთი არაა"? "ვისი რა საქმეა", "დაიკიდე რა", "მკიდია", "მკიდია", "მკიდია", "მკიდია".

"რა მნიშვნელობა აქვს", ასეთი განურჩეველი მიდგომა რომაა ყველაფრის მიმართ ესაა კონფორმიზმი აბა სხვა რა.

აპათიურობა, განურჩევლობა, დამღუპველია და საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ეს არის. შეიძლება ყველაფერი შემოვიტანოთ დასავლეთიდან, მაგრამ განურჩევლობა და ფეხებზემკიდიაობა არა.


კალაძეზეც ბოლომდე ვეთანხმები, იმის მაგივრად რომ ნაკრებში ამდენი მატჩის ჩატარებისთვის მადლობა ეთქვათ და ისე გაეცილებინათ, ნაკრების მოღალატედ და საქართველოს მოღალატედაც კი გამოაცხადეს. ასეთი რეჟიმია დღეს. სამწუხაროდ ჩვენ ცოტა არ იყოს გვკიდია ხო? აბა ჩვენ ჭკუას ვინ შეგვეკითხება, ჩვენ ვინ ვართ იმ ხელისუფლებასთან შედარებით, რომელიც არის. ჩვენ ჭიები ვართ, რომლებიც უნდა გასრისონ, მატლები, რომლებიც უნდა მართონ, დააბოლონ და მერე ერთ ადგილზე გაუშვან. ჩვენ ჩმორები ვართ დიადი სააკას და მისი ნაცმოძრაობის გვერდით. მხოლოდ ის გვაქვს დარჩენილი, გულხელდაკრეფილები მათ შევთხოვდეთ მოწყალებას, იქნებ ნაკლებად დაგვასხან თავზე, იქნებ ამერიკამ თავისი კულტურა ისე მოგვახვიოს თავზე რომ ძალიან არ გვეტკინოს, იქნებ ისე ვიქცეთ კოლონიად, რომ ჩვენ პირადად ბევრი არ მოგვხვდეს.

ყველაფერი ***ზე არ გვკიდია? მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად ეს დედამოტყნული და ბევრი არ გვირტყან. ფუ ბლიად.

ციტატა
ახლა ჩვენს ქვეყანაში მოდერნიზებული ბოლშევიზმია - შეიცვალა საუკუნე და უფროსი ძმის ენა (XX век იყო, ახლა XXI century-ია), თორემ იდეაში არაფერი შეცვლილა:
ლენინი ამბობდა, რომ ინტელიგენცია უნდა ჩაირეცხოს, ჩვენი პრეზიდენტიც იგივე ტერმინოლოგიითა და რიხით დაენთო მათ


shit man. გახადე ხალხი თვითკმაყოფილი, გაუზარდე სექსისკენ მიდრეკილება და მოუკალი ნებისყოფა. გახადე შენნაირი, რადგან თუ შენნაირია, ვერ შეძლებს უკეთესი გზის პოვნას და შენთვის კონკურენციის გაწევას. შენნაირს მცირერიცხოვანს რაოდენობით აჯობებ. სხვანაირს? ვინ იცის, იქნებ სხვანაირმა აპათიურობა გადალახოს, მოტივაცია აიმაღლოს და მორალური პრინციპების დაცვა უსაქმურობაზე წინ დააყენოს? მაშინ ხომ უფრო მებრძოლი გახდება ადამიანთა ჯგუფი და შენს რეჟიმს წინააღმდეგობას გაუწევს?

გეუბნებით რა, იმპერიების სურვილია ეს, განურჩევლობა და ფეხებზემკიდიაობა ჩანერგოს ყველგან, რომ შემდეგ ვინმეს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ გაუჩნდეს და საფრთხე არ შექმნას. ეს უნდა რუსეთსაც და ამერიკასაც და ჩვენი მიშიკოც ეხმარება...

კალაძის ამბავი რა არის იმასთან შედარებით, რასაც ზოგადად მასმედიით ყოველდღიურად აკეთებენ. გვასმენინებენ ამ "ნიუსებს" და გვაბოლებენ, თურმე ხალხი ერთობა, უხარიათ ცხოვრება, კარგი ცხოვრებაა როგორც ჩანს და პროტესტი არ უნდა გაგიჩნდეს. ან კიდევ, ნახე ეს ერთი-ორი ადამიანი როგორი უბედურია, შენ რა კარგად ცხოვრობ მათთან შედარებით, როგორ შეიძლება რამეზე პროტესტი გაგიჩნდეს და შენი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო, როცა ასეთი უბედური ადამიანები არსებობენ... :|

არა ძმაო, უსამართლოა ეს მთავრობაც და მისი დამფინანსებლებიც. ამბოხებაა საჭირო მაგათ წინააღმდეგ, სულიერი ამბოხება, კონფორმიზმი კი არა. ძლიერი სულიერი მოტივაციის ჩანერგვაა საჭირო ხალხში ამ მასმედიით, კონფორმიზმის კი არა. დიდი სურვილი და ძლიერი ძმობა, მაღალი ღირებულებების სიყვარულია საჭირო და არა ფეხებზე მკიდიაობა და დამალვა, ოღონდ მე არ შემაწუხონო. შენით თუ არ მიეცი შენს თავსა და ერს სულიერი მიმართულება, შენ თუ არ გაავრცელე ის ღირებულებები, რაც წინააღმდეგობის სურვილს გააჩენს, სხვა ამას არ გააკეთებს, სხვა ყოველთვის ეცდება იყო ერთმანეთისგან გათიშული, ფეხებზემკიდია, კონფორმისტი ერი, რომ არსებული მმართველობისა და რეჟიმის წინააღმდეგ პრობლემები არ შექმნა, რომ კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო. ეს ხდება მსოფლიო მასშტაბითაც და საქართველოს მასშტაბითაც. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ.

მეტის სურვილია საჭირო და არა კმაყოფილება იმით, რაც არის. ამის წინ ვკითხულობდი თემას, საქართველო ევროპაა თუ აზიაო ხოდა ახლა მივალ და დავწერ, რომ საქართველო კავკასიაა და პირველ რიგში გავკარი იმათ, ვინც ნაცმოძრაობას უწყობს ხელს და აპათიურობის დანერგვით ერის გათიშვასა ინდივიდის სიმარტოვეს ქადაგებს.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი Dec 24 2011, 19:30
პოსტი #3


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


სირცხვილი უბრალოდ ,სირცხვილი


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 21:12
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank