გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი
 
Guest_S@int_*
პოსტი Jun 6 2009, 11:34
პოსტი #1





Guests






ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი (* 25 იანვარი, 1736, ტურინი – † 10 აპრილი, 1813, პარიზი), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772).

19 წლის ლაგრანჟი უკვე ტურინის საარტილერიო სკოლის პროფესორი იყო. 1759 წელს აირჩიეს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1766–1787 წლებში მისი პრეზიდენტი იყო. 1787 წელს გადავიდა პარიზში, 1795 წლიდან ნორმალური სკოლის პროფესორი იყო, 1797 წლიდან კი პოლიტექნიკური სკოლისა. ლაგრანჟის მნიშვნელოვანი შრომები ეძღვნება ვარიაციათა აღრიცხვის, ანალიზური და თეორიული მექანიკის საკითხებს. კლასიკურ ტრაქტატში "ანალიზური მექანიკა" (1788) ლაგრანჟმა მთელი სტატიკის საფუძვლად მიიღო "ზოგადი ფორმულა", რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპს, ხოლო დინამიკის საფუძვლად – "ზოგადი ფორმულა", რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპისა და დ'ალამბერის პრინციპის შერწყმას. ლაგრანჟმა შემოიღო განზოგადებულ კოორდინატთა ცნება და ჩამოაყალიბა მოძრაობის განტოლებები, რომლებიც მის სახელს ატარებს (ლაგრანჟის განტოლებები). ლაგრანჟს აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მათემატიკური ანალიზის სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, ინტერპოლირების თეორიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში და სხვა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ნიმფა
პოსტი Dec 7 2009, 20:20
პოსტი #2


Life or Fantasy?!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,430
რეგისტრ.: 4-January 09
მდებარეობა: დაკარგული

წევრი №: 5,717
კურსი:4


მათმეატიკაში ვისწავლეთ ლაგრანჟის მეთოდით მატრიცის ამოხსნა sad.gif


--------------------
განა ყოველი კაცი ხელის მოცარვა და შეცდომა არ არის? განა ის დაბადებისთანავე სულთამხდელ ტყვეობაში არ ვარდება? საპყრობილე! საპყრობილე! ყველგან ბორკილები, მარწუხები! საკუთარი ინდივიდუალურობის ცხაურიანი სარკმლიდან იმედწარხოცილი შესცქერის კაცი გარეგან გარემოებათა წრედ შეკრულ კედლებს, სანამ სიკვდილი არ მოვა და მას შინისაკენ, თავისუფლებისკენ არ მოუხმობს!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giiiiiig
პოსტი Jan 25 2011, 16:06
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 23-April 10
წევრი №: 9,113
კურსი:4


მე ხვალ დილას ვაბარებ ლანგრაჟშ ვენაცვალე ცხვირში
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2019 - 6:31
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank