გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ტელევიზია, მოკლე მიმოხილვა
 
LEON
პოსტი Mar 30 2010, 11:45
პოსტი #1


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


მასმედიის განყოფილებაში ტელევიზორზე თემა რომ არ გვექნება, ჩვენ დავიბრუნებთ მერე დაკარგულ ტერიტორიებს? biggrin.gif (ეს ხუმრობა უკვე ნერვებს მიშლის spiteful.gif )


TV ანუ Television ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შორ მანძილზე გადავცეთ მოძრავი გამოსახულებები ხმის აკომპანიმენტით. ეს შეიძლება ხდებოდეს როგორც მონოქრომულ (შავ-თეთრ), ისე ფერად ფერების გამაში.


სიტყვა Television წარმოიშვა ლათინური და ბერძნული სიტყვების tele(τῆλε)(ბერძნულად: შორს) და visio(ლათინურად: ხედვა) შეერთებით. ტელევიზორებმა პირველი კომერციული დატვირთვა 1930-იანი წლებიდან მიიღეს, მანამდე მისით გადარეული მეცნიერები ერთობოდნენ biggrin.gif . 1970-იანი წლებიდან, როცა მასობრივად გავრცელდა ვიდეო კასეტები, ლაზერული დისკები, DVD და შემდგომ Blue Ray (მის შესახებაც მოგიყვებით შემდგომში spiteful.gif ), ტელევიზორი გადაიქცა ინფორმაციის მიღების, გართობის და გარესამყაროს შეცნობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად.


ეხლა კი გადავდივარ ჩემ საყვარელ ნაწილზე: ტექნოლოგიურ მხარეზე :yes:


ტელევიზიის განვითარების ადრინდელ ეტაპზე იგი მოიცავდა ოპტიკურ, მექანიკურ და ელექტრონულ ტექნოლოგიებს, რომლებსაც გამომგონებელთა შეხედულებით უნდა გადაეღო, გადაეცა და ეკრანზე გამოესახა გამოსახულება. მოგვიანებით მექნიკური ნაწილი მას ჩამოშორდა თუმცა მან მაინც შეიტანა გადამწყვეტი წვლილი სრულად ელექტრონული ტელევიზიის შექმნაში.


სანამ ტელევიზიის ტექნოლოგიის დაწვრილებით განხილვას დავიწყებთ, ურიგო არ იქნება თუ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენებოდა შორ მანძილზე აუდიო თუ ვიზუალური ინფორმაციის გადასაცემად. თავდაპირველად სურათების გადასაცემად გამოიყენებოდა FAX მანქანები რომელიც მექნიკური იყო და პანტელეგრაფი ეწოდებოდა. იგი ჯერ კიდევ 1800-იან წლებში შეიქმნა. პირველი კონცეპტუალური მოწყობილება რომელსაც მოძრავი სურათების გადაცემა შეეძლო ელექტრონულად იყო ტელეფონსკოპი, რომელიც 1978 წელს შეიქმნა. იგი ამართლებდა ადრინდელი მეცნიერების მოსაზრებებს, რომ სინათლე და ხმა შესაძლებელი იქნებოდა გადაცემოდა კაბელების გამოყენებით.


1884 წელს 20 წლის გერმანელმა სტუდენტმა (მეც ვარ 20 წლის მაგრამ რა?) პაულ გოტლიბ ნიპკოვმა (Paul Gottlieb Nipkow) დააპატენტა პირველი ელექტრო-მექანიკური სატელევიზიო სისტემა. იგი ემყარებოდა მბრუნავ დისკოს, რომელსაც სერიების სახით ჰქონდა ნახვრეტები. იგი ასე გამოიყურებოდა:



მუშაობის სქემა კი ასე:



ნიპკოვის დისკო მთლიანად ოპტიმიზირებული იყო რასტრირებაზე (ასე ვთარგმნე ინგლისური სიტყვა "rasterization", ამ ტექნოლოგიაზე მოგვიანებით მოგიყვებით თუ არ მოვკვდი biggrin.gif). ზოგადად რასტრირება განიმარტება, როგორც რაიმეს გარდაქმნა პიქსელებად, რომლებიც ჩაიწერება ციფრული სახით, ანუ 1-იანებით და 0-ით. ნიპკოვის ქმნილების შემთხვევაში კი რასტრირების პროცესი გულისხმობდა გამოსახულების ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნას. მოკლედ ეს იყო ტელევიზორის პროტოტიპი.

1907 წელს რუსი მეცნიერი ბორის როსინგი გახდა არმომჩენი CRT-ისა. CRT ანუ cathode ray tube (კათოდური სხივური მილაკი), უზრუნველყოფდა იმას, რასაც ნიპკოვის დისკო ვერ ახერხებდა: გადასცემდა პირველ გეომეტრიულ ფიგურებს.


1925 წელს შოტლანდიელი მღვდლის შვილმა John Logie Baird–მა ლონდონში პრეზენტაცია გაუკეთა თავის გამოგონებას, რომელიც გადასცემდა სილუეტურ გამოსახულებას, 1926 წელს კი მან პუბლიკას აჩვენა მოწყობილობა რომელიც მონოქრომულ მაგრამ რაც მთავარია მოძრავ გამოსახულებას გადასცემდა.


1927 წელს რუსმა მეცნიერმა Léon Theremin ( george.gif ) პრეზენტაცია გაუკეთა თავის გამოგონებას, რომელიც 100 ხაზიან გამოსახულებას აჩვენებდა (ბრეიდის მოწყობილება მხოლოდ 30 ხაზამდე "ქაჩავდა").


პირველი პრაქტიკული გამოყენება ტელევიზიას გერმანიაში მოუძებნეს 1929 წელს (გერმანული პრაგმატიზმი რას გვიშვრება biggrin.gif). 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშები LIVE რეჟიმში გადაიცემოდა ბერლინი - ლაიფციგის მიმართულებით.


1936 წელს უნგრელმა მეცნიერმა Kálmán Tihanyi-მა ახსნა პლაზმური ტელევიზორის ფუძემდებლური პრინციპები (გენიოსი).


სატელევიზიო მაუწყებლობის სტანდარტებია: PAL, SECAM და NTSC. PAL სტანდარტი SECAM სტანდარტს ჯობნის იმით, რომ უფრო მედეგია სიგნალის დამახინჯების მიმართ. NTSC სტანდარტი ძირითადად შეერთებულ შტატებში გამოიყენება და გამოსახულების რეგულირების 4 ძირითად ოფციასთან ერთად გამოიყენება ე.წ. TINT.


ესეც რამდენიმე ფოტო დაკავშირებული ტელევიზიასთან:

Braun HF 1 მოდელი, გერმანია, 1958 წელი



ამერიკული ოჯახი ტელევიზორის ყურებისას 1958 წელს:



ორიგინალური დიზაინის ტელევიზორი 1970 წელს:




P.S. აქ შეგნებულად არ დავწერე პლაზმურ, LCD და LED ტელევიზორებზე. მათზე ცალკე თემას მოვამზადებ smile.gif

LEON

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია LEON: Mar 30 2010, 11:46


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tatuli923
პოსტი Jan 26 2011, 0:21
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26-January 11
წევრი №: 10,722
კურსი:1


ვინ იფიქრებდა 1970 საქართველოში, რომ 2010 წელს არხების გადახვევას და ვიდეოთეკიდან ფილმების ყიდვას შევძლებდით :DDDD
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2019 - 11:00
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank