გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 H1N1,ღორის გრიპი, არსებობს თუ არა პანდემიის საფრთხე?
 
Bellatrix
პოსტი Dec 11 2009, 16:58
პოსტი #1


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს ღორის გროპის პანდემიის საშიშროების შესახებ. ყოველდღიურად მატულობს სიკვდილიანობის შემთხვევები. აშშ-ში დაავადების 20 შემთხვევის დაფიქსირების შედეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა განსაკუთრებული სამედიცინო მდგომრეობა. ობამას ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, დღეისათვის აშშ-ში ასობით შემთხვევაა რეგისტრირებული. მექსიკის საზღვართან არსებული გამშვები პუნქტები დროებით დახურულია.

სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც დაიწყეს სათანადო ღონისძიებების გატარება. ჩინეთმა და რუსეთმა განაცხდეს, რომ მზად არიან H1N1 გრიპის სიმპტომის მქონე ყოველი ადამიანის იზოლცია მოხდინონ. აზიის აეროპორტები აღიჭურვა აპარატურით, რომელიც მგზავრებში სიმპტომების არსებობას ამოწმებს. ბევრ ქვეყანაში ღორის ხორცის იმპორტი აიკრძალა. აშშ-ს შინაგან უშიშროებათა სამინისტროს მდივანმა ჯონათან ნაპოლიტანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მზადაა შეამოწმოს ვირუსით ინფიცირებული რეგიონებიდან ჩამოსული ყველა მგზავრი. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ამზადებს სამახსოვრო ბუკლეტებს ღორის გრიპის შესახებ მოგზაურებისთვის.

ფედერალური სამსახური უკვე მზადაა საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული მარაგიდან გამოუყოს პოტენციურად ეფექტური წამლები ნებისმიერ შტატს.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რატომ არის აშშ-ში მექსიკასთან შედარებით მსუბუქი მდგომარება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ექსპერტები აშშ-ში დაავადების დამძიმებას ვარაუდობენ.
ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი, თუ როგორ ვრცელდება დაავადება, მაგრამ ნათელია, რომ იგი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსს აქვს ღორის, ფრინველისა და ადამიანის ვირუსების მსგავსი გენეტიკური მასალა. ხშირად იგი იწვევს მოლოდ ნალებად შესამჩნევ სიმპტომებს. ის, რომ 8 დავადებული კალიფორნიელიდან ბოლო ხანებში არც ერთი არ ყოფილა მექსიკაში, ესპანელ და ახალზელანდიელ ექიმებს აფიქრებინებს, რომ ცოტა ხნის წინ მექსიკიდან კალიფორნიაში სამოგზაუროდ ჩამოსული მოგზაურები იყვნენ ვირუსით ინფიცირებულები და მათ გადადეს ეს ვირუსი სხვებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მექსიკის ეპიდემიას "მსოფლიო განგაშის" V დონე მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ეს სკალა 6-საფეხურიანია.

ყველამ კარგად იცის, რომ 1918-1919 წლებში "ისპანკის" პანდემიას მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გვახოვს XX საუკუნის სხვა პანდემიებიც: "აზიური გრიპი" 1057 წ. და "ჰონკონგის გრიპი" 1968 წ, რომლებიც გაცილებით ნაკლებად ლეტალურები აღმოჩნდენენ. უკანასკნელმა პანდემიამ დააინფიცირა ასობით მილიონი ადამიანი, მაგრამ დაიღუპა დაახლოებით 1 მილიონი კაცი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ პანდემიებზე გაცილებით სუსტ პანდემიასაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემასა და ეკონომიკაში (განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესში) დიდი სტრესების პროვოცირება.

ყველაზე საშიშია ის, რომ ვირუსით უფრო მეტად ინფიცირდებიან ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, ვიდრე მოხუცები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მიდრეკილნი არიან გრიპისადმი. დაკვირებამ უკვე აჩვენა, რომ `ღორის ვირუსი~ ფრინველის გრიპის ვირუსის H5N1 შტამზე ნაკებად ლეტალურია, მაგრამ H5N1-თან შედარებით უფრო სწრაფად და ადვილად ვრცლდება. ეს უკანასკნელი ინფიცირებული ადამიანიდან შეიძლება ჯანმრთელ ადამიანზე გადავიდეს.

ვისაუბროთ ამ პრობლემაზე...


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- GEORGIAN GIRL   H1N1,ღორის გრიპი   Dec 11 2009, 16:58
- - slako   ციტატა(GEORGIAN GIRL @ 11th Decem...   Dec 11 2009, 17:20
- - sin165   ციტატა(GEORGIAN GIRL @ 11th Decem...   Dec 11 2009, 17:40
- - slako   sin165 რა გაგიკვირდა ს...   Dec 11 2009, 17:54
|- - sin165   ციტატა(slako @ Dec 11 2009, 18...   Dec 11 2009, 18:02
- - Marquis   აირწინაღები სად იყ...   Dec 11 2009, 18:04
- - slako   ციტატა(sin165 @ 11th December 200...   Dec 11 2009, 18:07
|- - Marquis   ციტატა(slako @ Dec 11 2009, 18...   Dec 11 2009, 18:08
|- - Pj.Harvey.   ციტატა(Marquis @ Dec 11 2009, 18...   Dec 11 2009, 18:25
|- - Marquis   ციტატა(Pj.Harvey. @ Dec 11 2009, ...   Dec 11 2009, 18:27
- - slako   ციტატა(Marquis @ 11th December 20...   Dec 11 2009, 18:14
|- - Marquis   ციტატა(slako @ Dec 11 2009, 18...   Dec 11 2009, 18:16
- - sin165   ციტატა(Marquis @ 11th December 20...   Dec 11 2009, 18:14
- - slako   აირწინაღი კი არა პ...   Dec 11 2009, 18:15
- - sin165   ციტატა(Marquis @ 11th December 20...   Dec 11 2009, 18:18
- - slako   ციტატა(Marquis @ 11th December 20...   Dec 11 2009, 18:24
- - GEORGIAN GIRL   მე ჯერ არ დავდივარ ...   Dec 11 2009, 20:44
- - RAULA   ეს არის ჩვეულებრივ...   Dec 11 2009, 21:03
- - fisherman   ჰოლანდიაში გრიპმა ...   Dec 12 2009, 0:41
- - *ScorpiOnS   პირბადით სიარულს გ...   Dec 12 2009, 3:18
- - RAULA   *ScorpiOnS აქვს აზრი როგ...   Dec 12 2009, 19:10
- - GEORGIAN GIRL   RAULA თუ სიმპტომები გა...   Dec 21 2009, 14:02
- - BlessTheFall   სანამ ღრუტუნი არ დ...   Dec 21 2009, 14:07
- - Education   ცნობილია, რომ «А» ჯგ...   Dec 21 2009, 15:12
- - *Sara   BlessTheFall ღორის გრიპი გ...   Dec 21 2009, 15:22
|- - BlessTheFall   ციტატა(*Sara @ Dec 21 2009, 15...   Dec 21 2009, 15:28
- - *Sara   BlessTheFall მალე გამოჯან...   Dec 21 2009, 15:56
|- - BlessTheFall   ციტატა(*Sara @ Dec 21 2009, 16...   Dec 21 2009, 16:03
- - *Sara   ციტატა(BlessTheFall @ 21st Decemb...   Dec 21 2009, 16:16
- - sin165   ციტატა(BlessTheFall @ 21st Decemb...   Dec 21 2009, 18:23
- - devila   კარანტინია დღე-დღე...   Dec 21 2009, 22:01

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2019 - 10:59
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank