გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topic Start new topic
 აუტიზმი, "გონების თეორიის" დეფიციტი
 
DAKOTA
პოსტი Apr 1 2009, 15:24
პოსტი #1


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია,
რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბალური კომუნიკაციის დამყარების,
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თანაშში.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:

1.სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა
2.კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
3.ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა
4.საგნებით გატაცება
5.ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე
ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,
თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.
აუტიზმის Yველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.
ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,
თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.
აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.
ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,
ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.
მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენ
აქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.
საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.
აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე,
ისინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას ( ვაიმე, მეც )
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას ( მეც )
არ პასუხობენ სხვის ემოციებს, ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან, შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.
გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების და უარყოფითი ემოციების მომგვრელია,
განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას.
ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს
მაგრამ შეუძლია პირში ჩაიდოს და შეჭამოს : ქაღალდი, ფოთლები.
მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე მათ აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი)
სწორედ თვითსტიმულაციის საშუალებით ცდილობს ის შფოთვის და უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული
უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითი ემოციური მდგომარეობის მიღწევას

ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების,
მხედველობითი გარჩევის და ა.შ.გაძლიერებული უნარი.

ახალი გარემო მათთვის უარყოფითი ემოციის და შიშის წყაროა.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ...
ჩვეულებრივი საგნები და მოვლენები, შესაძლოა ძლიერი შიშის აღმოცენების მიზეზი იყოს, ასევე შიშს იწვევს ახალი სიტუაცია, ახალი საგნები.
აუტისტური შიშები ამახინჯებს გარემოს აღქმას.
სათამაშოებზე მეტად მათთვის მიმზიდველია სხვადასხვა მასალა, მაგალითად : ბოთლები, ღილები, თავსახურები.
ხშირად იზიდავს საგნის რაიმე თვისება : ტრიალი, ნახვრეტი, ბრჭყვიალი, ფერი...

მოკლედ ძალიან საინტერესოა აუტიზმის თემა, მე პირადად ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DAKOTA: Feb 26 2011, 13:40


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 1 2009, 17:11
პოსტი #2


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


მერკურის ამოსვლაში საიმონი


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Apr 1 2009, 17:16
პოსტი #3


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 1 2009, 18:29) *
მერკურის ამოსვლაში საიმონი

აუტიზმით იყო ხომ დაავადებული?
აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე, გოგოებში.



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DAKOTA: Feb 26 2011, 13:42


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 1 2009, 17:19
პოსტი #4


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ციტატა(DAKOTA @ Apr 1 2009, 17:34) *
აუტიზმით იყო ხომ დაავადებული?
აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე, გოგოებში.

საინტერესოა

ეგ სიმპტომები ახასიათებდა რაც შენ დაწერე

მერკურის ამოსვლა


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Apr 1 2009, 17:21
პოსტი #5


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 1 2009, 18:37) *
ეგ სიმპტომები ახასიათებდა რაც შენ დაწერე

მერკურის ამოსვლა

ვაი, საინტერესოა, უნდა ვუყურო მერე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DAKOTA: Feb 26 2011, 13:42


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Apr 1 2009, 23:33
პოსტი #6


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


არადა საინტერესო თემაა, თუ იცნობთ ვინმეს აუტიზმით დაავადებულს

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DAKOTA: Feb 26 2011, 13:42


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jonny
პოსტი Apr 10 2009, 12:37
პოსტი #7


დემაგოგი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,058
რეგისტრ.: 25-January 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 6,018
კურსი:--


განკურნებადია აუტიზმი??


--------------------
ა ე ი ო უ ე
--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Apr 10 2009, 13:53
პოსტი #8


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


ციტატა
ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს


მარტო ეს მეხება. გადავრჩი smile.gif



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: Apr 10 2009, 13:54


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
alexander
პოსტი Apr 14 2009, 10:53
პოსტი #9


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 311
რეგისტრ.: 25-January 08
წევრი №: 1,893
კურსი:6


პატარა საიმონი აუტიზმით იყო დაავადებული.
ფილმი "მერკურის დაბადება"/
აუტიზმი განუკურნებადია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Apr 14 2009, 13:43
პოსტი #10


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


კიდევ ერთი ფილმი რომელშიც აღწერილია აუტიზმიით დაავადებული : არის წვიმის კაცი, დასტინ ჰოფმანის და ტომ კრუზის მონაწილეობით. შედარებით ძველია 1988 წლის.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Dj. Parikmaxer: Apr 14 2009, 13:46


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Apr 14 2009, 15:53
პოსტი #11


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


ციტატა(Dj. Parikmaxer @ Apr 14 2009, 15:01) *
კიდევ ერთი ფილმი რომელშიც აღწერილია აუტიზმიით დაავადებული : არის წვიმის კაცი, დასტინ ჰოფმანის და ტომ კრუზის მონაწილეობით. შედარებით ძველია 1988 წლის.


აუ ეს ფილმი მგონი ვიცი, შვილი რო ყავს ხო? unsure.gif


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ციცქნა
პოსტი Apr 15 2009, 0:45
პოსტი #12


rebel
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,057
რეგისტრ.: 27-February 08
მდებარეობა: მე მომწონს
წევრი №: 2,372
კურსი:3


ციტატა(g v a n c a @ Apr 14 2009, 16:11) *
აუ ეს ფილმი მგონი ვიცი, შვილი რო ყავს ხო? unsure.gif

არა


--------------------
http://busx.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Apr 17 2009, 13:22
პოსტი #13


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


ციტატა(jonny @ Apr 10 2009, 13:55) *
განკურნებადია აუტიზმი??

აუტიზმის სრულიად განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია. არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტური მედიკამენტური მკურნალობა.
მკურნალობა მხოლოდ ხსნის მწვავე სიმპტომებს.
ისიც იმ შემთხვევაში თუ მშობლები მტკიცედ იცავენ “ქცევის მოდიფიკაციის”, “სენსორული ინტეგრაციის” და სხვა მსგავს პროგრამებს.
ამიტომ ექიმები და განვითარების ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ აუტიზმის პიონერს ექიმ ბერნარდ რიმლანდის განცხადებას,
რომლის მიხედვით აუტიზმის მნიშვნელოვანი მკურნალობა შესაძლებელია დიეტითა და შესაბამისი კვებით.
მისი მეთოდის მთავარი დასაყრდენია შაქრის და ხელოვნური ინგრედიენტების ამოღება საკვებიდან და დამატებითი მკვებავი ნივთიერებების,
განსაკუთრებით ვიტამინ B6 და მაგნიუმის დამატება.
ამას მოგვიანებით დაემატა დიმეთილგლიცინი (DMG) და კანდიდას (სოკოვანი) ინფექციის მკურნალობა.
ბევრი მშობელი ამტკიცებს მისი მეთოდის წარმატებას.
აუტისტ ბავშვთა დიდ ნაწილს აღენიშნება ალერგია საკვებზე, განსაკუთრებით ხორბლის წებოვანასა და რძეზე.
ამიტომ აუტისტ ბავშვთა მშობლები ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ალაგმვას საკვები დიეტების დროს.

ბოლო დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აუტიზმის ალტერნატიული მკურნალობის საკითხში.
ხელმისაწვდომი გახდა მეტაბოლური გზების აღმოჩენის ცდები. ახალი მოდელები გვეხმარება გავიგოთ,
როგორ უვითარდებათ აუტიზმი “ზედმეტად მგრძნობიარე” ბავშვებს.
თუ აქამდე ნერვული და იმუნური სისტემები ცალ-ცალკე განიხილებოდნენ,
ახლა აუტისტ ბავშვებთან “სენსორული ინტეგრაციის” პრობლემების გვერდით მათი იმუნური სისტემის გადატვირთულობის შესაძლებლობებიც განიხილება.
კვლევებმა ცხადჰყო, რომ აუტისტ ბავშვებს, თუმცა ყველას ერთნაირად არა, აწუხებთ იმუნური სისტემის და მეტაბოლური ანომალიები.
მათი უმრავლესობის სისხლის სურათი აჩვენებს იმუნური სისტემის რეგულირების დარღვევას.

ითვლება, რომ აუტისტი ბავშვები გენეტიკურად მიდრეკილნი არიან იმუნური სისტემის სისუსტისაკენ.
ეს თავის მხრივ იწვევს აუტოიმუნურ დეფიციტს ტვინის კრიტიკულ უბნებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ყურადღებას,
გუნება-განწყობილებას და მეტყველებას.
არასწორი იმუნური რეაქციის მკურნალობა ხდება,
დონორის სისხლის პლაზმიდან მომზადებული იმუნიტეტის გამაძლიერებელი გუპტას (კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგის სახელი) გამა გლობულინის ბულიონით, რომელიც შეყავთ პაციენტის ვენაში.
გამოკვლევების თანახმად, ბევრ ბავშვს აღენიშნა გუნება-განწყობის, ყურადღების კონცენტრაციისა და მეტყველების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ერთი ბავშვი, ამგვარი მკურნალობის შედეგად სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ჩვეულებრივ სკოლაში დადის და მისდევს სპორტს.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ არის დამტკიცებული, რომ გამა გლობულინი ყოველთვის ეფექტურია აუტიზმის სამკურნალოდ,
რამეთუ რამდენიმე პაციენტს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა იმუნიტეტის ამ “ფიქსატორზე.”
იმუნიტეტის მოდულირების სხვა გზები ეყრდნობა მკურნალობას ნალტრექსონით და ტრენტალით.
გარდა ამისა, ამინო მჟავის პროფილის და ნეიროგადამტანების შესწავლისას აუტიზმის დროს გამოაშკარავდა ტვინის მასაზრდოებელი ქიმიური ნივთიერებების
(მაგ. სერატონინი) უკმარისობა მეტაბოლურ ჯაჭვში.
ვინაიდან B6 და მაგნიუმი ხსნიან ამ დეფიციტს, ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ზოგ აუტისტ ბავშვზე ისინი დადებითად მოქმედებენ.
(სპეციალური მკვებავი ფორმულა, რომელსაც “ნუტერა” ეწოდა, შეიცავს ამ მკვებავ ნივთიერებებს და საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს).
ამინო მჟავები – ტაურინი (შეტევების დროს), ტრიფტოფანი და ტირობინი – აგრეთვე დადებით შედეგს იძლევა.

იმუნოლოგიური ფაქტორებია – აცრა, ვირუსული ინფექცია.



ციტატა(g v a n c a @ Apr 14 2009, 17:11) *
აუ ეს ფილმი მგონი ვიცი, შვილი რო ყავს ხო?

ეგ არის კრამერი კრამერის წინააღმდეგ, აუტიზმთან მაქვს ფილმს არანაირი შეხება არ აქვს

აი ეს არის წვიმის კაცი
ამ ფილმის მერე დამაინტერესა მაგ დაავადებამ


http://avoe.ge/movies/one.php?mid=5036

ციტატა(DAKOTA @ Apr 1 2009, 16:42) *
ისინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას
არ პასუხობენ სხვის ემოციებს, ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან, შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას.
ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს

აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ...
ჩვეულებრივი საგნები და მოვლენები, შესაძლოა ძლიერი შიშის აღმოცენების მიზეზი იყოს, ასევე შიშს იწვევს ახალი სიტუაცია, ახალი საგნები.


ესენი მეც მჭირს
1.ზოგ ადამიანს სახეში ვერ ვუყურებ, ზოგადად ვერიდები პირდაპირ მზერას
2.ხელში აყვანის ბავშვობიდან მეშინია, არ მსიამოვნებს
3.საჭმელებს ვარჩვ
4.ერთი და იმავე გზით დავდივარ სულ
5. ახალი სიტუაცია ხშირად მაშინებს


არსებობს აუტიზმისკენ გენეტიკური მიდრეკილება
ოჯახებში სადან ერთი ბავშვი აუტისტია, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი 5%-ია
მინოზიგოტური ტყუპების კვლევების მიხედვით, თუ ერთ მათგანს აუტიზმი აქვს, მეორეში აუტიზმის აღმოცენების ალბათობა 60%-ია
ზოგ შემთხვევაში აუტისტ პირთა მშობლებს, ან სხვა ნათესავებს ახასიათებთ ისეთი სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის
თვასებურებები, რომლებიც ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის,
მაგრამ ისინი შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუტიზმთან.


აუტიზმის გამომწვევი, შესაძლოა მავნე გარემო ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
ტყვიის, მერკურის, კადმიუმის, ალუმინის, ვერცხლისწყლისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია DAKOTA: Feb 26 2011, 13:44


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 2:20
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank