გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ტემპერამენტი
 
tatuli 1
პოსტი Jul 15 2008, 14:56
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 528
რეგისტრ.: 5-March 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 2,450
კურსი:4


ცნობილია ტემპერამენტის 4ტიპი: სანგვინიკი,ქოლერიკი,ფლეგმატიკი და მელანქოლიკი.

სანგვინიკი-ძლიერი,მოძრავი,გაწონასწორებული
არის უკონფლიქტო,მშვიდი,კარგი პროფესიონალი, იცის ბევრი უცხო ენა, კომუნიკაბელური,უყვარს ინოვაციები,არ გააჩნია ფსიქოლოგიური ბარიერი,თუმცა არ აქვს გრძნობათა სიღრმე.

ქოლერიკი_ძლიერი,მოძრავი,გაუწონასწორებელი
არის პროფესიონალი,იცის ბევრი უცხო ენა,მაგრამ არის გაუწონასწორებელი,კონფლიქტური,არ გააჩნია დიპლომატიის სულ მცირე ნიჭიც კი, ემოციური,უხეში,გაღიზიანებას მოყვება თავშეკავება,ანუ ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ,აქვთ გრძნობათა სიღრმე,თუმცა გაუწონასწორებული ნერვული სისტემის გამო უჭირთ საყვარელი ადამიანების შენარჩუნება.თუ ის ცხოვრებამ აიყვანა მაღალ იერარქიულ საფეხურზე,ვერ ინარჩუნებს მას.


ფლეგმატიკი_ძლიერი,დინჯი,გაწონასწორებული
ისინი არიან პროფესიონალები,იციან უცხო ენა ბრწყინვალედ,მაგრამ მხოლოდ ერთი,დინჯი,უკონფლიქტო,მშვიდი, ყველა საკითხში აღწევენ შეთანხმებას,სერიოზული,არიან ერთგულები,ვინც უყვარდებათ,სიცოცხლის ბოლომდე ერთი უყვართ, არიან დასაყრდენი ადამიანები.

მელანქოლიკი_სუსტი,ნელი,გაუწონასწორებელი
ეს ადამიანები არიან ემოციურები,მტირალა,მოწმენდილ ცაზე ეძებენ ღრუბლებს,არიან სევდიანები,დაბალი შრომის უნარის მქონე,ეჭვიანები.


ეს თეორია ცნობილია როგორც ნერვული სისტემის ტიპების თეორია,და ყველაზე ზუსტად ხსნის იმ თეორიას,რომლიც ჰიპოკრატემ და კლაუდიო გალელმა შემოგვთავაზეს,ჩვ,წ,აღ-მდე. ბუნებაში არ არსებობს ზუსტად ერთი ტიპის ადამიანი,თუმცა ადამიანებში ერთი ტიპი ტემპერამენტისა უფრო ჭარბობს


მე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტე ვსწავლობ და არჩევითი მქონდა ფსიქოლოგია,ეს ინფორმაციაც იქ მივიღე,ალბათ თქვენ გაცილებით მეტი გეცოდინებათ ამ საკითხზე,მე ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა

ამ თემაში შეგიძლიათ დაწეროთთუ კიდევ რა გსმენიათ ტემპერამენტის შესახებ,მისი თითოეული ტიპი უფრო დეტალუ=რად დაახასიათეთ.,და ასევე თქვენ რომელი ტიპის ადამიანს მიეკუთვნებით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Jul 15 2008, 15:48
პოსტი #2


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


როგორც მე ვიცი ტემპერამენტი გამოიკვეთება შაცგვრემან ადამიანებში და ეროვნებით კიდევ იტალიელებში, ეტყობა რაღაც ბიოლოგიურ კავშირშია ტემპერამენტი, ამიტომაც ქერები ნაკლებტემპერამენტიანები არიან


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Jul 15 2008, 15:55
პოსტი #3





Guests






ციტატა(qiromanti @ 15th July 2008 - 16:06) *
როგორც მე ვიცი ტემპერამენტი გამოიკვეთება შაცგვრემან ადამიანებში და ეროვნებით კიდევ იტალიელებში, ეტყობა რაღაც ბიოლოგიურ კავშირშია ტემპერამენტი, ამიტომაც ქერები ნაკლებტემპერამენტიანები არიან

არა არა, ტემპერამენტმა არ იცის თმის ფერი biggrin.gif აი ჩამოთვლილია ტემპერამენტის სახეობები და ყველა რომელიღაცას მიეკუთვნება. ზუსტად არ ემთხევა ხოლმე, ამგრამ ძირითადად ერთ-ერთს ამინც მიაკუთვნებენ.
ტემპერამენტში შენ სხვა რამ იგულისხმე ეტყობა. blum.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Jul 15 2008, 15:58
პოსტი #4


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


ციტატა(NUMB @ 15th July 2008 - 16:13) *
ტემპერამენტში შენ სხვა რამ იგულისხმე ეტყობა.



არა ქერებთან რამე კი არ მაქვს საწინააააღმდეგო air_kiss.gif air_kiss.gif air_kiss.gif air_kiss.gif


ალბათ უფრო ფლეგმატიკები არიან , როგორ ფიქრობ?



--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Jul 15 2008, 16:02
პოსტი #5





Guests






ციტატა(qiromanti @ 15th July 2008 - 16:16) *
ალბათ უფრო ფლეგმატიკები არიან , როგორ ფიქრობ?

ვინ, ქერები? მმმმ .... მე შეიძლება biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Jul 15 2008, 16:04
პოსტი #6


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


ციტატა(NUMB @ 15th July 2008 - 16:20) *
ვინ, ქერები? მმმმ .... მე შეიძლება

ჰაჰა გამოვიცანი biggrin.gif

ხო მაგრამ ხომ ხშირადამბობენ და საკმაოდ გავრცელებული აზრია რომ შავგვრემნეი ურო ტემპერამენტიანები არიან, რატომ?


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Jul 15 2008, 16:08
პოსტი #7


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


აქ სხვანაირად არის დახასიათებული ზიმბარდოში ცოტა სხვანაირად წერია,აბა მე არცაერთი არ გამოვდივარ sorry.gif sorry.gif sorry.gif


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Jul 15 2008, 16:58
პოსტი #8


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


ციტატა(qiromanti @ 15th July 2008 - 17:22) *
აზრია რომ შავგვრემნეი ურო ტემპერამენტიანები არიან, რატომ?


შენ სხვა რამეს გულისხმობ ტემპერამენტში smile.gif

ამ ოთხიდან რომელი "უფრო ტემპერამენტია" ვერ იტყვი : D ოთხივე არის ტემპერამენტის განსხვავებული სახე და ჩვენ ყველანი რომელიღაცას მივეკუთვნებით, ეს დგინდება შესაბამისი ტემპერამენტის საზომი ტესტებით (მაგ: აიზენკის ტესტი - რომლის მიხედვითაც იზომება ექსტრავერისია - ინტროვერსია და ნეიროტიციზმი და შემდეგ ამ ორი მახასიათებლის მიხედვით დგინდება რომელ ტემპერამენტის ტიპს მიეკუთვნებაესა თუ ის ინდივიდი ).

ვერც ერთზე ვერ ვიტყვით ეს უფრო უკეთესია თუ ის, ყველა არის ინდივიდუალური, განსხვავებული სახე, რომელთაც გააჩნიათ პლიუსებიც და მინუსებიც smile.gif

ასევე ტემპერამენტი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს smile.gif

მოგვიანებით დავწერ თითოეულზე უფრო ვრცლად smile.gif


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tatiaaaaaaa
პოსტი Jul 15 2008, 17:00
პოსტი #9


:>
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,085
რეგისტრ.: 1-November 07
წევრი №: 221
კურსი:--


სანგვინიკი ვარ biggrin.gif გრძნობათა სიღრმით დაჯილდოვებული biggrin.gif გამონაკლისს თუ დავუშვებთ ეგრეა

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tatiaaaaaaa: Jul 15 2008, 17:01


--------------------
Good Lord I feel Like Im Dyin'
Go to the top of the page
 
+Quote Post
Apple
პოსტი Jul 15 2008, 17:07
პოსტი #10


The girl with the sun in her eyes . .
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 10-June 08
მდებარეობა: Here..There and Everywhere . . :>
წევრი №: 3,558
კურსი:4


ციტატა(tatuli 1 @ 15th July 2008 - 14:14) *
ფლეგმატიკი_ძლიერი,დინჯი,გაწონასწორებული
ისინი არიან პროფესიონალები,იციან უცხო ენა ბრწყინვალედ,მაგრამ მხოლოდ ერთი,დინჯი,უკონფლიქტო,მშვიდი, ყველა საკითხში აღწევენ შეთანხმებას,სერიოზული,არიან ერთგულები,ვინც უყვარდებათ,სიცოცხლის ბოლომდე ერთი უყვართ, არიან დასაყრდენი ადამიანები.



ზუსტად არცერთი არ ემთხვევა მაგრამ დაახლოებით უფრო ესაა ახლოს ჩემს დახასიათებასთან......ეავიცი.... baby.gif


--------------------

. . I am necessity. . base of the recipe . . :>

Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Jul 15 2008, 17:09
პოსტი #11


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


ვინმეს თუ საურს თავისი ტემპერამენტის გაგება, ყველაზე მეტად ტავის ჰოროკოპს დაუჯეროს, ნუ უმეტესბას გაუმარტლებს, ასე ვთქვატ რჩეულებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamuna90
პოსტი Jul 15 2008, 17:26
პოსტი #12


MY CHILD :)
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,847
რეგისტრ.: 13-November 07
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 318
კურსი:3


საინტერესო თემაა მომეწონაააა 7.gif ვიკიპედიიდან დავმატებ ცოტას smile.gif


ტემპერამენტის ტიპები

ოთხი ტემპერამენტის გამომსახველი მარტივი ნახატები

მაღლიდან პირველი ფლეგმატიკი და მეორე ქოლერიკი
დაბლა სანგვინიკი და მელანქოლიკი

ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.

ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდეს.


ისტორია


ადამიანის ეს ფსიქიკური თვისება – ტემპერამენტი, პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, ისევე როგორც ტემპერამენტთა კლასიფიკაცია მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ.წ 460 - ძვ.წ. 370), რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული. ჰიპოკრატე თვლიდა რომ ორგანიზმში არის ოთხი სითხე – სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). ხოლო ტემპერამენტის თავისებურებას განსაზღვრავს ის , თუ რომელი სითხე ჭარბობს ადამიანის ორგანიზმში.


სანგვინიკური ტემპერამენტი

სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან "სანგუის"(ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე.ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსულრი, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

ქოლერიკული ტემპერამენტი

„ქოლე“ (ბერძნ. χολή) ბერძნულად ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.

ფლეგმატიკური ტემპერამენტი


„ფლეგმა“ (ბერძნ. φλέγμα) ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.
ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა – დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები – შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.

მელანქოლიკური ტემპერამენტი

„მელან ქოლე“ (ბერძნ. μελας, „შავი“ + χολη, „ნაღველი“) ეს მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.
ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უაროფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.












--------------------
............
Go to the top of the page
 
+Quote Post
g v a n c a
პოსტი Jul 15 2008, 17:41
პოსტი #13


აბგდ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 909
რეგისტრ.: 21-December 07
წევრი №: 1,261
კურსი:--


ციტატა(qiromanti @ 15th July 2008 - 18:27) *
ზუსტად არცერთი არ ემთხვევა


ხო როგორც წესი ადამიანები გამოკვეთილად ერთის თვისებებით არ ხასიათდებიან, ადამიანი შეილება იყოს ფლეგმატიკი, მაგრამ სანგვინიკის ზოგი თვისებაც ჰქონდეს smile.gif

ციტატა(qiromanti @ 15th July 2008 - 18:27) *
ყველაზე მეტად ტავის ჰოროკოპს დაუჯეროს


უიჰ არაა : ) ეგ ვაფშე სხვაა smile.gif


მოკლედ ტემპერამენტ არის ადამიანის ფსიქიკური თვისება, რომელიც არის მისი ემოციური ცხოვრების საფუძველი, ანუ ტემპერამენტი განსაზღვრავს მის ემოციურობას ( შეიძება ითქვას )


სანგვინიკი

კონტაქტური
მოლაპარაკე
თანამოაზრე
დაუდევარი
ცოცხალი უდარდელი
ტონის მიმცემი
გახსნილი

სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანის ემოცია სწრაფად აღმოცენდება, ხასიათდება მერყეობით. ძლიერი ემოცია ადვილად უჩნდება, მაგრამ მალე უქრება. მასში ერტი განწყობილება სწრაფად ცვლის მეორეს, ამიტომ ადვილად ახერხებს ერთი მოქმედებიდან სწრაფად გადასვლას მეორეზე. ასეთი ადამიანი სწრაფია, აქტიური, მოძრავი, მისი გრძნიბები უშუალოდ და შეუკავებლად აისახება გამომსახველ მოძრაობებში. სანგვინიკს მიდრეკილება აქვს დადებითი ემოციებისადმი. ოპტიმისტია. ადამიანთა ურთიერთობებში უფრო დადებით მხარეებს ამჩნევს, ვიდრე ცცუდს, ამიტომ ადვილად ამყარებს კონტაქტებს. უდარდელი და უზრუნველია, უფრო ხშირად იმედებით სავსე.

ფლეგმატიკი

პასიური
მზრუნველი
ჩაფიქრებული
მშვიდობიანი
დათრგუნული
გაწონსაწორებული
წყნარი
დამთმობი

ემოცია ძნელად აღგზნებადია. მხოლოდ ძლიერი და პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი მქონე გამღიზიანებელი იწვევს მასში ემოციის აღმოცენებას. ასეთი ადამიანი მშვიდია, გაწონასწორებული, აღმოცენებული ემოცია ნელია, მაგრამ მყარი და ხანგრძლივი. მოქმედებაში იგი ხშირად შეუდრეკელია და თანამიმდევარი. მიდრეკილება აქვს უფრო დადებითი და მშვიდი ემოციებისადმი. ემოციების გამომსახველი მოძრაობებბი ღარიბია, უჭირს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, პასიური ადამიანია, უჭირს სხვებთან კონტაქტების დამყარება, თავის განცდებს ნაკლებად გამოხატავს, ზოგჯერ ძნელიც კია გარკვევა მოწყენილია თU მხიარული.

ქოლერიკი

მგრძნობიარე
მოუსვენარი
აგრესიული
გაღიზიანებული
კონტაქტური
იმპულსური
აქტიური
პესიმისტური

ემოცია ძლიერია და შედარებით მყარი. გაძნელებულია ახალი სიტუაციის შესაფერისი მოქმედების განხორციელება. ასეთი ტემპერამენტის ადამიანს უარყოფითი ემოციებისადმი აქვს მიდრეკილება, უფრო ხშირად გაღიზიანებულია, უკმაყოფლიო და გაჯავრებული, იგი აფექტური ადამიანია. მისი აქტიური ენერგიული მოქმედება მკვეთრად აისახება მოძრაობებში - მიმიკაში. მისი მოძრაობები სწრაფია, მეტყველება მგზნებარე.


მელანქოლიკი

ჭირვეული
მშიშარა
რიგიდული
დათრგუნული
პესიმისტური
გაუბედავი
არასოციალური
ჩუმი

მისი ემოციები ხასიათდება ნელი, მაგრამ მძლავრი და მყარი ემოციური აღგზნებადობით. ერთხელ აღმოცენებული ემოცია მთლიანად იპყრობს მას, უჭირს მისგან განთავისუფლება, გუნება განწყობილების შეცლა. მისი ძლიერი ემოციები სუსტად მჟღავნდება გამომსახველ მოძრაობებში, იგი უფრო თავის თავშია ჩაკეტილი, უჭირს საკუთარი განცდების ხვისთვის გაზიარება. მიდრეკილება აქვს უარყოფითი ემოციებსადმი. ხშირად იპყრობს უიმედობა, ცხოვრებაში უფრო ცუდ მხარეებს ამჩნევს, ვიდრე კარგს. იგი პასიური ადამიანია, იშვიათად იჩენს ინიციატივას. ძალიან უჭირს სხვებტან კონტაქტების დამყარება და ცდილობს შეზღუდოს ნაცნობობა უახლოესი ადამიანების მცირე რიცხვით.

სანგვინიკი და ქოლერიკი - ექსტრავერტები არიან

ფლეგმატიკი და მელანქოლიკი - ინტროვერტები

სანგვინიკი და ფლეგმატიკი - ოპტიმისტები

მელანქოლიკი და ქოლერიკი - პესიმისტები


ტემპერამენტის ეს ტიპები შემოიტანა ჰიპოკრატემ და ძალიან პირობითადაა დაყოფილი : )


--------------------
ადამიანობა მოთმინება ყოფილა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 20:55
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank