გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Closed Topic Start new topic
 ვიქტორინის წესები და პირობები, თსუ-ს ფორუმის ლიგა IV
 
Guest_Moder_*
პოსტი Sep 20 2011, 14:20
პოსტი #1





Guests






2011 წლის ოქტომბერში ფორუმზე დაიწყება სპორტული ვიქტორინა !

ვიქტორინის ოფიციალური სპონსორი და მხარდამჭერია ტოტალიზატორი "სპორტბეთი" ტოტალიზატორი სპორტბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონლაინ ტოტალიზატორი საქართველოს მასშტაბით, რომელიც გამოირჩევა მაღალი კოეფიციენტებით.

ვებ-გვერდი: http://sportbet.ge/

ვიქტორინის ფორმატი:

ფორმატი წინა ვიქტორინებისაგან განსხვავებული იქნება, საპრიზო ფონდი იქნება ე.წ ჯეკ-პოტური სისტემით დაიწყება 10 ლარით და ყოველ ტურში (თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა გაიზრდება 5-5 ლარით).

ფორუმზე დაიწერება 5 თამაში წამყვანი ჩემპიონატებიდან, გამარჯვებული იქნება ის ადამიანი რომელიც ხუთივე თამაშის შედეგს ( 1, X, ან 2) გამოიცნობს, გამარჯვებულებთან ანგარიშსწორება მოხდება ყოველი თვის ბოლოს.

ასევე იქნება დამატებითი ვიქტორინა ის მოთამაშე, რომელიც გამოიცნობს ვიქტორინის 5 თამაშის ანგარიშს გადაეცემა 100 ლარი პრიზის სახით.

ერთ ტურში ორივე ვიქტორინაში მონაწილეობას ვერ მიიღებთ ანუ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ანგარიშებსა და შედეგების გამოცნობას შორის.

წესები

1.1 ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფორუმის ნებისმიერ რეგისტრირებულ წევრს, თუმცა თითოეული წევრი უნდა გაეცნოს ქვემოთ მოყვანილ წესებსა და დებულებებს და უნდა ეთანხმებოდეს მათ;

1.2 ვიქტორინაში ჩაბმა ასევე შესაძლებელია მისი დაწყების შემდეგაც, ანუ ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალ დარეგისტრირებულ წევრებსაც რომელთაც ჯერ პოსტიც კი არ აქვთ დაწერილი ფორუმზე, თუმცა ვიქტორინაში გამარჯვებულ წევრს უნდა ქონდეს სულ ცოტა 50 პოსტი წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს საპრიზო ადგლის.

1.3 აკრძალულია ვიქტორინაში ორი სხვადასხვა სახელით მონაწილეობის მიღება. მსგავს საქციელში შემჩნეული ნებისმიერი წევრი ყველანაირი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება ვიქტორინიდან;

1.4 ასევე აკრძალულია ერთი წევრის მიერ ორი ურთიერთგამომრიცხავი ან სხვადასხვა ანგარიშის (შედეგის) დაწერა ერთი და იმავე თამაშზე (I შემთხვევაში მონაწილეს მიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება ვიქტორინიდან);

1.5 შედეგები ჩაითველბა ანულირებულად თუ თქვენ ვარიანტს დააფიქსირებთ ტურის (ჩვენ მიერ არჩეული ხუთი თამაშიდან ნებისმიერის) დაწყების შემდეგ;

1.6 ვიქტორინიდან მოიხსნება ან გაფრთხილება მიეცემა წევრს, რომლებიც შემჩნეული იქნება სხვადასხვა თაღლითურ ქმედებებში (Proxy-ს გამოყენებასა თუ რაიმე სხვა IP-ის შესანიღბი საიტის მოხმარებაში და ა.შ);





2.1 ვიქტორინაში მონაწილე პირი ვალდებულია გამოიცნოს ჩემს მიერ დაწერილი ხუთი თამაშის შედეგი ან ანგარიში;

2.2 ვიქტორინაში თითოეულ ტურში აირჩევა ხუთი წყვილი (თამაში) წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან და ტურნირებიდან, რომელთა ანგარიშების (შედეგების) გამოცნობა მოუწევს ყველა იმ პირს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ვიქტორინაში.

2.3 თითოეულმა წევრმა თავად (თავისივე) სახელით უნდა დააფიქსიროს თავისი სავარაუდო ანგარიშები (შედეგები), ყურადღება არ მიექცევა ისეთ პოსტებს რომელიც იქნება მსგავსი შინაარსის: ,, დღეს სიტყვაზე რომელიმე იუზერი ვერ შემოდის და გადმომცა ჩემს მაგივრადაც დაწერე შედეგებიო'' ან რაიმე მსგავსი ტიპის პოსტები. ასევე გაითვალისწინეთ რომ ვიქტორინის მიმდინარეობისას არ მიიღოთ ვორნები თორე ამან შეიძლება რომელიმე ტური გამოგატოვებინოთ (რადგან ვორნლოგის შევსებასთან ერთად გეკრძალებათ ფორუმზე პოსტვაც).

2.6 ტურის თამაშები დაიწერება სულ მცირე 24 საათით ადრე თამაშების დაწყებამდე. (მაგ:.თუ თამაშები გაიმართება 20 სექტემბერს იგი ფორუმზე დაიწერება 19 სექტემბერს (შესაძლებელია უფრო ადრეც 18 ან 17 სექტემბერსაც კი.)

ვიქტორინის თამაშები დაიწერება > > > ა მ < < < თემაში და ამავე თემაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი სავარაუდო ანგარიშები;

P.s ვიქტორინაში მე არ ვღებულობ მონაწილეობას, რადგან ტურის თამაშებს ვარჩევ ერთპიროვნულად მე

P.P.s გისურვებთ წარმატებას !

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Moder: Sep 22 2011, 22:32
Go to the top of the page
 
+Quote Post
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 10:04
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank