თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

თსუ ფორუმი _ ლიტერატურა _ საკუთარი შემოქმედება

პოსტის ავტორი: PUSKU Nov 9 2007, 14:26

მოდით ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი შემოქმედებიდან თუნდაც ერთი, პატარა ნაწყვეტი 01.gif


ე.ი რა ხდება !!!
ნაწარმოებზე უაზრო კომენტარების ( აუ ძააან მაგარია , აუ აღვფრთოვანდი , დავეცი , და ჩავიფერფლე და ასე შემდეგ ) დატოვება აკრძალულია!!!!


თუ არ მოგწონთ დაწერეთ რატომ არ მოგწონთ , თუ მოგწონთ დაწერეთ რატომ მოგწონთ !!!!!

პოსტის ავტორი: TRINITI Nov 10 2007, 2:08

ასეთი თემების ავტორებმა სასურველია თვად მისცეთ სხვებს მაგალითი ...
აბა, გისმენთ ინიციატორო tongue.gif

პოსტის ავტორი: TRINITI Nov 14 2007, 11:01

ჰა, დაწერეთ ახლა!!!!
ვაჰ!!!
თემის ავტორმა პირველ რიგში tongue.gif

კარგი თემაა და არ მინდა წასაშლელი გახდეს უფუნქოობის გამო.... ასე რომ, მოიკრიბეთ გამბედობა ... default.gif

პოსტის ავტორი: lost_for_words Nov 16 2007, 18:38

In The Shit
დაგეხა ფსიქიკა.......
ერორებს აგდებს.....
არავის უყვარხარ.......
აგეხა სახე.....


ქაოსი, მტვერი......
შენობა ძველი......
მწვანედ ხარ სველი......
პრიხოდებს ელი.......


ეს არის ............. ........



ბანძი ხარ.....

არადა ტიპობდი.....

გიყვარდა......

უყვარდი........

სუნთქავდი......




და რა შემოგრჩა ?
ბანანის კურკები......

ცრემლი მოგადგება ........
ჩუმდები....



პოსტის ავტორი: TRINITI Nov 16 2007, 22:01

lost_for_words

1 ) კიდევ კარგი, ვიღაცამ გაბედა და გადადგა პირველი ნაბიჯი... lost_for_words 10.gif

2) რაც შეეხება თვითონ ლექსს... ჩემი პირადი აზრია, რომ განსაკუთრებული არაფერია. ემოცია ჩადე, ჩანს მაგრამ რაღაც ზედაპირულია თითქოს .... ალბათ , შენც ხშირად ხარ ზედაპირულიsmile.gif ჰო და ,მგონია, უწმაწური სიტყვების გარეშედაც არაფერს დაკარგავდა , ანუ, არანაირ ღირსებას არ მატებს....

აი, ასე ....

თუ ვინმეს ვინმეს გაკრიტიკება მოუნდება, ეს იყოს კრიტიკა - არგუმენტირებული !!! სხვა შემთხვევაში გაუფრთხილებლად ვშლი პოსტებს default.gif


სხვებმაც დადეთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: PUSKU Nov 20 2007, 21:43

მაშ ასე :

მომყვები ჩრდილად,
ჩუმად და დინჯად,
ფიქრებში მტირალს ,
ხალხისთვის მცინარს.
გამჩნევ და ქრები
მივდივარ ჩნდები.
დრო გავა ბევრი,
იმედით მწველი!


baby.gif

პოსტის ავტორი: TRINITI Nov 21 2007, 1:20

PUSKU
და რაღაც, თითქოს გრჩება სათქმელი... არა? tongue.gif დაუსრულივითაა ...


პოსტის ავტორი: DONA QUIXOTE Nov 21 2007, 1:25

ციტატა(PUSKU @ Nov 20 2007, 18:01) *
მაშ ასე :

მომყვები ჩრდილად,
ჩუმად და დინჯად,
ფიქრებში მტირალს ,
ხალხისთვის მცინარს.
გამჩნევ და ქრები
მივდივარ ჩნდები.
დრო გავა ბევრი,
იმედით მწველი!
baby.gif



ე.ი ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ლექსი ნუ დღიურიდანაა, ანუ თუ იცი რო უკან დაგყვება ჩუმად და ფიქრებში მტირალია, თან ამ ყველაფერზე ლექსსაც წერ!!! სადისტიც გამოდიხარ და მაზოხისტიც, ან იმას რას ერჩი ან შენ თავს blink.gif



P.S არ გეწყინოს რა smile.gif

პოსტის ავტორი: FEFE Nov 21 2007, 16:40

PUSKU
საგილ მაგარი ხარ. მეც ვწერდი ბავშობაში ლექსებს მაგრამ ეხლა აღარ მახსოვსsad.gif

პოსტის ავტორი: lost_for_words Nov 22 2007, 19:58

levchi

ციტატა(levchi @ 20th November 2007 - 4:59) *
და რავი რა ვთქვა?! მე ამას ლექსად ვერ აღვიქვავ. არ გეწყინოს lost_for_words

ო რა სასტიკი ხარ sad.gif(((

არც ეს ლექსი არ მოგეცონება აბა ?????


ძროხა კუდს იქნევს
და ჰაერში ალუბლებს ხატავს......
ჩემი მეზობლის ბიძაშვილი
ტუფლებს იმაზავს.......

პოსტის ავტორი: TRINITI Nov 23 2007, 1:04

ციტატა(lost_for_words @ Nov 22 2007, 16:16) *
levchi

ო რა სასტიკი ხარ sad.gif(((

არც ეს ლექსი არ მოგეცონება აბა ?????
ძროხა კუდს იქნევს
და ჰაერში ალუბლებს ხატავს......
ჩემი მეზობლის ბიძაშვილი
ტუფლებს იმაზავს.......



და მორჩა? smile.gif

პოსტის ავტორი: lado Nov 23 2007, 20:49

მაშინ დავმალე ცრემლებიმინდვრის ყვავილთა კონაში აუ რა მაგრად გამიტყდა რომ მოიმატე წონაში.თვალწინ დამენგრა სამყარო ლურჯი ფერებით ნაგები ვინც ეს კაფელი დააგო იმას მოვ... კარგები ohmy.gif

პოსტის ავტორი: lizikooo Nov 23 2007, 21:04

საკუთარ სიტყვებს
თითონ აოცებ,
ერთხელ განაფიქრს
რატომ აოცებ?
დახატე სახე,
თითონ დასახე,
დაიგე მახე?
გაქცევა სახე
თუ თვალებს ახელ
ბედს შენ ნუ აწერ
თუ ფარულს ამხელ
სიტყვებს ნუ დაწერ. . .



პოსტის ავტორი: PUSKU Nov 23 2007, 21:26

ციტატა(DONA QUIXOTE @ Nov 20 2007, 21:43) *
ე.ი ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ლექსი ნუ დღიურიდანაა, ანუ თუ იცი რო უკან დაგყვება ჩუმად და ფიქრებში მტირალია, თან ამ ყველაფერზე ლექსსაც წერ!!! სადისტიც გამოდიხარ და მაზოხისტიც, ან იმას რას ერჩი ან შენ თავს blink.gif
P.S არ გეწყინოს რა smile.gif


არ მწყინს ,მაგრამ გეტყვი რომ შენი დასკვნა მცდარია ჩემო კარგო,უფრო დასკვნის ნაწილი. "ფიქრებსი მტირალს ,ხალხისთვის მცინარს" ეგ საკუთარ თავზეა smile.gif

პოსტის ავტორი: Miss...Daisy... Nov 23 2007, 23:31

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...
დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს
გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჯე მოვა და გამათბობს...
გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის,
გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჯე წვიმაში გამიყვანს...
ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,
ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...
...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...
ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...
თორემ სიგიჯე მოვა...და...წამიყვანს.....

პოსტის ავტორი: TRINITI Nov 24 2007, 22:14

ციტატა(Miss...Daisy... @ Nov 23 2007, 19:49) *
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...
დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს
გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჯე მოვა და გამათბობს...
გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის,
გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჯე წვიმაში გამიყვანს...
ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,
ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...
...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...
ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...
თორემ სიგიჯე მოვა...და...წამიყვანს.....



მომეწონა... მართლა smile.gif

პოსტის ავტორი: PUSKU Nov 25 2007, 1:45

ციტატა(DONA QUIXOTE @ Nov 24 2007, 16:36) *
მადლობა რა tongue.gif და სხვათაშორის აქ კრიტიკაზე კომენტარ არავინ ითხოვს, რავიცი, მე მაპატიეთსავით tongue.gif
smile.gif

ჩემი აზრით რასაც კრიტიკა თან ახლავს,ის უფრო მეტად დასაფასებელია smile.gif ასე რომ ყოველთვის დიდი სიამოვნბით......... smile.gif

პოსტის ავტორი: lizikooo Nov 28 2007, 12:22

ცრემლი. . .
ანგელოზი ტირის. . .
ცრემლი წყდება ტირიფს,
დრო არ რჩება ფიქრის,
დრო ხომ სწრაფად მიქრის.
სანთელს სწყდება სული,
და ხატს სწყდება ნისლში,
ყველა იქით მიქრის,
ანგელოზიც იცდის. . . biggrin.gif







ნაბიჯი ერთი...
ქუჩაში, თოვლში, ღიმილი ბევრი,
სიცილი, ფიქრი, პატარა ხელი,
სივრცეში უკვე ნაცნობი ხედი,
მე თითონ მიკვირს,ბევრს ხომ არ ველი?
ნაბიჯი ერთიც. . .
თოვლიში ღიმილი,ღიმილშI ცრემლიც,
სიცილი წყდება,აღარ ჩანს ხელიც,
იცვლება ერთ დროს ნაცნობი ხედიც,
უკვე დამღალე, მე აღარც ველი,
ნაბიჟი მაინც. . .

პოსტის ავტორი: TRINITI Nov 28 2007, 20:46

ციტატა(lizikooo @ Nov 28 2007, 8:40) *
ცრემლი. . .
ანგელოზი ტირის. . .
ცრემლი წყდება ტირიფს,
დრო არ რჩება ფიქრის,
დრო ხომ სწრაფად მიქრის.
სანთელს სწყდება სული,
და ხატს სწყდება ნისლში,
ყველა იქით მიქრის,
ანგელოზიც იცდის. . . biggrin.gif
ნაბიჯი ერთი...
ქუჩაში, თოვლში, ღიმილი ბევრი,
სიცილი, ფიქრი, პატარა ხელი,
სივრცეში უკვე ნაცნობი ხედი,
მე თითონ მიკვირს,ბევრს ხომ არ ველი?
ნაბიჯი ერთიც. . .
თოვლიში ღიმილი,ღიმილშI ცრემლიც,
სიცილი წყდება,აღარ ჩანს ხელიც,
იცვლება ერთ დროს ნაცნობი ხედიც,
უკვე დამღალე, მე აღარც ველი,
ნაბიჟი მაინც. . .


პირველი არ მომეწონა.... ტირიფის ტირილიც უკვე ბნალურია...
მეორე უფრო კარგია, ასე მგონია smile.gif

პოსტის ავტორი: lizikooo Dec 1 2007, 21:59

ციტატა(gudmundsotiri @ Nov 28 2007, 17:08) *
ვაა. აქ "მწერლებიც" არიან? მაგარია.მეც ვწერ.

არიან, მაგრამ მაგდენის წერა ეზარებათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ц-О-Й Dec 2 2007, 15:21

მეც ვწერ მოტხრობებს ...აბა მოიმარჯვეტ ყველამ ცოპი/პასტე და შეინახეტ ცემი შედევრი

მე მინდა ცხოვრებას ვაჩუქო ფერი
წითელი ყვითელი ნარინჯისფერი
გაზაპხულის საგამოა მშვიდი
ერთი, ორი,სამი, ოთხი, შვიდი.
ნუ იქნები ნაზი
იყავი მკვირცხლი
ჰოი საოცრებავ... blush2.gif

პოსტის ავტორი: marita Dec 2 2007, 21:45

ციტატა(Ц-О-Й @ Dec 2 2007, 15:39) *
მეც ვწერ მოტხრობებს ...აბა მოიმარჯვეტ ყველამ ცოპი/პასტე და შეინახეტ ცემი შედევრი

მე მინდა ცხოვრებას ვაჩუქო ფერი
წითელი ყვითელი ნარინჯისფერი
გაზაპხულის საგამოა მშვიდი
ერთი, ორი,სამი, ოთხი, შვიდი.
ნუ იქნები ნაზი
იყავი მკვირცხლი
ჰოი საოცრებავ... blush2.gif

ბრავო ! blink.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Ц-О-Й Dec 2 2007, 22:32

blush2.gif

არ უნდა შეგექეტ, ეხლა კი მარტლა გაგაწამებტ ააქედან აგარ წავალ. კდევ ერტი შედევრი, რომელმაც დგეს ნახა დგის სინატლე, იამაყეტ პირველები ხარტ ვინც ამას ნახავს.


ცხოვრებაშI რომ იტარეშო
გჭირდება სუფთა საპირფარეშო
მოსახვევში მოდი კამეჩი
გაუშვი ბიჭო რას ერჩი
ეს ის ლამპიონია უჩა
რომ გაგვინთა ქუჩა
ლექსი მითქვია ოხერი
დაგიკრეჭიათ კბილები


ეს ბოლო ასე ვთქვათ კულმინაცია იყო, კრეშენდო. გმადლობთ ჩემო პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებავ. გმადლობტ, გმადლობტ მე ტქვენ ყველანი მიყვარხარტ. cray.gif mosking.gif მუდამ ტქვენი ცოიკო




















viannen_27.gif

პოსტის ავტორი: kedi Dec 7 2007, 0:00

#####


როცა მოგინდება ნახო ჩემი
გატეხილი ლავიწის ძვალი
და კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ
არ გავმქრალვარ..
ოთახის ნათურა ანათებს ჩვენი სურვილისფერს..
შენ იწყებ გამზადებას და იმარჯვებ საკუთარ თითებს..
რომ ჩემი ნაიარევი შეგრძნო.
როცა ნათურა ანათებს მწვანეს,
შენ წყნარდები
და ცდილობ სიჩქარით გამისწორო ცუდად შეხორცებული ყელის მალები..
გუგების ქვეშ კი ვეძებთ ქუთუთოებს,
რომ მის მიღმა კი
ვიპოვოთ სიმშვიდე..
წითელი კი აგვიანებს..

ჩვენ კი უკვე გვეჩქარება
არასწორად ამორჩეული პროფესიების სამსახურებში
და ნათლად ვხედავ,
როგორ გვიწერს ღმერთი საყვედურს..
როცა ამქვეყნიურად გვიყვარს ერთმანეთი..


smile.gif
ჩემია

პოსტის ავტორი: davi T nidze Dec 8 2007, 23:34

გაზაფხულის ნაზი დღეა,
და რამდენი სინაზე,
შეხეთ ჩიტი როგორ სკლინტავს,
ტელეფონის სინაზე"


პოსტის ავტორი: tick Dec 12 2007, 20:56

QUOTE(lost_for_words @ Nov 16 2007, 19:56) *
In The Shit
დაგეხა ფსიქიკა.......
ერორებს აგდებს.....
არავის უყვარხარ.......
აგეხა სახე.....
ქაოსი, მტვერი......
შენობა ძველი......
მწვანედ ხარ სველი......
პრიხოდებს ელი.......
ეს არის ............. ........
ბანძი ხარ.....

არადა ტიპობდი.....

გიყვარდა......

უყვარდი........




სუნთქავდი......
და რა შემოგრჩა ?
ბანანის კურკები......

ცრემლი მოგადგება ........
ჩუმდები....


არის მასში რაღაც..რაღაც იდუმალი..

პოსტის ავტორი: lost_for_words Dec 13 2007, 15:07

რომ გიყურებ აღარა მაქვს გრძნობა,
დამეკარგა მთლად ხალისი ცქერის,
იმედებმაც იწყეს ნელა დნობა
თვითლკვლელობას ეშინია ღმერთის..........

სიგარეტის ბოლი, ფიქრი, გრძნობა....
მოგონება უწინდელი წლების.....
აღარ შველის შენს ფსიქიკას თრობაც...
მეტადონმაც აითრია ფეხი..........



პოსტის ავტორი: aivi Dec 13 2007, 16:27

მიყვარს დილა და დილის სიცივე.
ფიჭვის წიწვებში მთვარე დაიხრჩო.
გიჟური კია ეს ჩემი ლექსი
და მეც გიჟი ვარ, მერე რა იყო?

პოსტის ავტორი: davi T nidze Dec 14 2007, 21:12

ეხ სიკვდილო სიკვდილო,
შენ გაგიჩნდა ტრაწი,
ეს კაცი რომ მოგვიკალი,
გაგვიცოცხლებ აწი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Samurai_Girl Dec 16 2007, 22:23

ციტატა(Miss...Daisy... @ Nov 23 2007, 23:49) *
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...
დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს
გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჯე მოვა და გამათბობს...
გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის,
გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჯე წვიმაში გამიყვანს...
ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,
ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...
...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...
ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...
თორემ სიგიჯე მოვა...და...წამიყვანს.....


ჟრუანტელმა დამიარა..
მომწონს ეს ლექსი smile.gif

და ავტორის ნიკიც მომწონს blush2.gif

პოსტის ავტორი: tatka1989 Dec 21 2007, 13:53

გიგონებ ძვირფასო სიცოცხლით ვივსები,მე შენზე ფიქრებიტ მტკვრის ნაპირს მივყვები.ნოემბრის საღამოს ლექსს დავწერ დარდიანს მოგიძღვნი და გეტყვი მიყვარხარ ძალიან.... ჩუმად ხარ,ჩუმად ხარ უყურებ ვარსკვლავებს,მე შენი თვალები უთუოდ დამწვავენ. გამიგე,დამითმე ეს ერთი საღამო , მიყვარხარ!მიყვარხარ!შენ გიძღვნი სამყაროს

პოსტის ავტორი: salomea Dec 21 2007, 15:28

სევდა ჩიტის ნაბიჯებით შემოიპარა ჩემს სულში და როგორც ახალ მოსულ თოვლზე ისე დატოვა პატარა, მაგრამ ღრმა კვალი . . .

პოსტის ავტორი: kedi Dec 25 2007, 16:52

salomea
კარგი მინიატურაა:*

პოსტის ავტორი: xato Dec 28 2007, 1:01

ციტატა(Ц-О-Й @ Dec 2 2007, 23:50) *
blush2.gif


ცხოვრებაშI რომ იტარეშო
გჭირდება სუფთა საპირფარეშო
მოსახვევში მოდი კამეჩი
გაუშვი ბიჭო რას ერჩი
ეს ის ლამპიონია უჩა
რომ გაგვინთა ქუჩა
ლექსი მითქვია ოხერი
დაგიკრეჭიათ კბილები

ბაავოოო :clasping: მომწონს.შენი ლექსები გადაარჩენს 21-ე საუკუნის პოეზიას biggrin.gif განაგრძე წერა მე შენში დიდ პოეტს ვხედავ tongue.gif

პოსტის ავტორი: tick Jan 3 2008, 1:55

და ალბათ იტყის ანგელოზი მარჯვნა მხრიდან:
იგი კეთილი საქმისათვის მიეგო მსხვერპლად.
მერე სატანამ იხარხარა ძალიან ბევრი:
სული ვაცხოვნო?მე რისთვის ვარ აბა ამ ქვეყნად?!

რაღაც ასეთი ლექსის დაწერა მომინდა. sad.gif

პოსტის ავტორი: tick Jan 12 2008, 13:30

salomea

ხო,რაღაც შესწორებები აკლია და..
თუ დაწერ,დადე.კაი?საინტერესოა. smile.gif

პოსტის ავტორი: onyx Jan 14 2008, 13:56

მე დავიბადე კავკასიაში, წმინდა მიწაზე,
მთის სამოთხეში საცა ორბი და არწივი ბუდობს
და დღეს დავტირი წინაპართა კუბოს ფიცარზე
ვინც შეერკინა სარკინოზთ და მონღოლთა ურდოს.
გავიდა ხანი,საუკუნემ გადაიარა
დაშთა მიწაზე ათასობით ურჯულო გველი
მაგრამ ერეკლე მეფის დროსა შემოგვეპარა
უმანკო კრავის ნიღბით მოსილი მგელი.
და დაამონა რა შეუდრკელი წმინდა იბერია,
სისხლში დაახჩო მთის შვილთა კუთხე იჩქერია
სვანთა და მეგრთა უნდობელი ძალით მოერია
და შემოვიდა სატანური რუსთა იმპერია.
გავიდა ხანი,მოშორდა ხალხსა ბნელი არწივი,
მაგრამ მოვიდა ურო-ნამგალი ვითა სვასტიკა
სოჭი შესწირა ორჯონიკიძემ მათ შესაწირი
თვით გაგვისწორდნენ თემურ ლენგზე ძლიერ სასტიკად.
და რა გვიპოვეს კასკასიელთ აქილეს ტერფი,
წმინდანთა მიწას დაამწესეს მათ ჯოჯოხეთი
ჩამოგვისხეს საქრისტიანოს ლენინის კერპი,
ჩეჩენთ აღირსეს უდაბური მათ ყაზახეთი.
გავიდა ხანი,ხალხში იღვიძებს სული დიადი,
ერი არ უდრკის საბჭოეთის ჟლეტას და ხოცვას,
აღმაფრენილ ერს სათავეში უდგას ზვიადი,
ილია მეორე უწმინდესი თავის მრევლს ლოცავს.
და მოვიპოვეთ აგრე ნანატრი თავისუფლება,
რასაც ნატრობდა მთელ სიცოცხლეს ილია მართალი,
მტერი წყრებოდა აგონიისგან,მხეცთა ბუნებას,
შთაგონებოდა ჩვენს წინააღმდეგ რაღაც ახალი.
დაგვცეს,დაგვბომბეს,წითლა

პოსტის ავტორი: tatato Jan 15 2008, 16:24

ციტატა(kedi @ Dec 6 2007, 20:18) *
#####
როცა მოგინდება ნახო ჩემი
გატეხილი ლავიწის ძვალი
და კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ
არ გავმქრალვარ..
ოთახის ნათურა ანათებს ჩვენი სურვილისფერს..
შენ იწყებ გამზადებას და იმარჯვებ საკუთარ თითებს..
რომ ჩემი ნაიარევი შეგრძნო.
როცა ნათურა ანათებს მწვანეს,
შენ წყნარდები
და ცდილობ სიჩქარით გამისწორო ცუდად შეხორცებული ყელის მალები..
გუგების ქვეშ კი ვეძებთ ქუთუთოებს,
რომ მის მიღმა კი
ვიპოვოთ სიმშვიდე..
წითელი კი აგვიანებს..

ჩვენ კი უკვე გვეჩქარება
არასწორად ამორჩეული პროფესიების სამსახურებში
და ნათლად ვხედავ,
როგორ გვიწერს ღმერთი საყვედურს..
როცა ამქვეყნიურად გვიყვარს ერთმანეთი..
smile.gif
ჩემია


აუ ძალიან მომეწონა...ალბათ იცი არსებობს საიტები სადაც ანთავსებენ, გამიხარდება თუ განათავსებ, საინტერსოდ წერ...

ციტატა(davi T nidze @ Dec 14 2007, 17:30) *
ეხ სიკვდილო სიკვდილო,
შენ გაგიჩნდა ტრაწი,
ეს კაცი რომ მოგვიკალი,
გაგვიცოცხლებ აწი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


შენ ამას შემოქმედებას ეძახი?
უცენზურო სიტყვა არაა ამ ლექსში?

პოსტის ავტორი: SALIDAY Jan 22 2008, 18:40

"შარზეა ბედი,ნეტავ რას მერჩის/უძილო ღამეს თან ფიქრი ერთვის/დღეს ვარსკვლავს ვეტყვი/ხვალ მზეს გავანდობ/და იქნებ მთვარეც გამომესარჩლოს./მზის სხივს მივყვები თვალის ცეცებით,/და სტრიქონებს ვწერ გულგამეხებით,/მიწაზე პეხის დადგმაც კი მზარავს,/ყვირილს ვერავინ ვერ ამიკრძალავს./დროა შევუდგე მე მაღალ ღმართს/დაბლა დავტოვო ბოროტი ზრახვა/ტკივილისაგან გული მწიფდება და დამპალ ნაყოფად გადაიქცევა./შველას ვერ ვითხოვ გული მტკივდება/და ამავე დროს ყველა გიჟდება/ზოგი გიჟდება ზოგი მშვიდდება/მე კი ვერ ვიგებ დღეს რა მჭირდება"

პოსტის ავტორი: ელენე Jan 30 2008, 21:22

ციტატა(lost_for_words @ 16th November 2007 - 18:56) *
In The Shit
დაგეხა ფსიქიკა.......
ერორებს აგდებს.....
არავის უყვარხარ.......
აგეხა სახე.....


ქაოსი, მტვერი......
შენობა ძველი......
მწვანედ ხარ სველი......
პრიხოდებს ელი.......


ეს არის ............. ........



ბანძი ხარ.....

არადა ტიპობდი.....

გიყვარდა......

უყვარდი........

სუნთქავდი......




და რა შემოგრჩა ?
ბანანის კურკები......

ცრემლი მოგადგება ........
ჩუმდები....


ეს ლექსი არ მქონდა...


კარგია ესეც... უბრალოდ შენი სტილი გაქვს და შენს ტკივილზე წერ... მომწონს

პოსტის ავტორი: kedi Feb 19 2008, 14:02

ლოცვა
დიდი ხანია არ უწვიმია
ცისარტყელაც დაიკარგა და ქალაქი დამტვერილ ეკლესიას დაემსგავსა სადაც
ლოცულობენ არა ღმერთებზე
წვიმაზე.

ღმერთო დაიფარე ღმერთი
ღმერთო დაიფარე დედაჩემი ორი ფერის ფანჯარა რომ აქვს
ცისფერი და მწვანე.
ღმერთო დაიფარე მამაჩემი ჩუმი მოლოდინი რომ ჰყავს
და ვერ აქრობს
ღმერთო დაიფარე ნამსხვრევები
ფეხებს რომ მიჭრის და არ არსებობს უფრო მჭრელი ნამსხვრევები
ხელებს რომ დამიჭრის და მომკლავს.
ღმერთო დაიფარე სარკეები
ღმერთებს რომ გვამგვანებენ და სინამდვილეში უნამდვილო ნაგავსაყრელები რომ ვართ
ღმერთო დაიფარე მეზღაპრეები
სანთლები რომ დააქვთ წყლის მეორე ნაპირას და
სმენის მაგიერ მხოლოდ ყიდულობენ
ღმერთო დაიფარე განიერი მხრების წერილები
რუსულად რომ წერენ წერილებს და
ღმერთო დაიფარე თითები რომ ანონიმურად შეგილოცონ
ჩემთან ლაპარაკისას
ღმერთო დაიფარე ცალმხარე სახლები
მეორე მხარეს რომ ბუნებაში გადიან
ღმერთო დაიფარე მარტოობები და უმარტოვო
ქუჩის ძაღლებბი
ღმერთო დაიფარე სარდაფებში დამწყვდეული შეყვარებული
პეპლები დაღვრილი რძე და გაქცევები
ღმერთო დაიფარე შავ-თეთრი სიგამხდრე
და მიმსგავსებული შვილები
კიბეებიდან რომ ხტუნაობენ.
ღმერთო დაიფარე ბოროტება
ცას რომ სახურავი წაართვა და საქანელაზე ყრის ფიქრებს,
ღმერთო დაიფარე სინათლის
დასასრული მე რომ ვერ გიცნო და
ღმერთო დამიფარე გამომწყვდეული
ატირებულიც დამიფარე..
ღმერთო დაიფარე ცარიელი ბოთლები
ჯერ რომ ვერ აივსო წყლით და წყლის სიზმრებიც დაიფარე..
ღმერთო დაიფარე წვიმა რომ ფანჯრები
მივხუროთ
ღმერთო დაიფარე ღმერთები



პოსტის ავტორი: aivi Mar 3 2008, 0:53

kedi
მდა, ასეთ ლექსს შენ წერ? ძალიან მაგარიას და ასეთი სისულელე კომენტარების კეთებას არ აქვს აზრი, პრინციპში, ხოდა შევეცდები სხვანაირად გითხრა:

შემოქმედი ხარ... ნამდვილი, რადგან შეგიძლია დაინახო სამყარო საკუთარი ბადურის მიღმაც და და იფიქრო არამხოლოდ შლიაპის ვარდისფერ ლენტზე, იმიტომ, რომ სინამდვილეში უნამდვილო ნაგავსაყრელიარ ხარ და უმარტოვო ქუჩის ძაღლებბიის ბედსაც ისმენ ნელი მუსიკასავით, რომ ხედავ დედაშენის ორფერ ფანჯარას და მშობლებსმიმგვანებულ კარიკატურებს, ბანშვების სახით, და ასეთი სამყაროს, ცის სახურავის წამრთმევი ბოროტებისთვის და თვითონ ღმერთვისთვის რომ ლოცულობ.

მე მინდა შენი სხვა ლექსებიც ვნახო.

შენ ბენჯის საყვარელი კენედისი ხარ? smile.gif

პოსტის ავტორი: infern_O Mar 3 2008, 4:13

ციტატა(kedi @ Feb 19 2008, 15:20) *
ლოცვა დიდი ხანია არ უწვიმია ცისარტყელაც დაიკარგა და ქალაქი დამტვერილ ეკლესიას დაემსგავსა სადაც ლოცულობენ არა ღმერთებზე წვიმაზე. ღმერთო დაიფარე ღმერთი ღმერთო დაიფარე დედაჩემი ორი ფერის ფანჯარა რომ აქვს ცისფერი და მწვანე. ღმერთო დაიფარე მამაჩემი ჩუმი მოლოდინი რომ ჰყავს და ვერ აქრობს ღმერთო დაიფარე ნამსხვრევები ფეხებს რომ მიჭრის და არ არსებობს უფრო მჭრელი ნამსხვრევები ხელებს რომ დამიჭრის და მომკლავს. ღმერთო დაიფარე სარკეები ღმერთებს რომ გვამგვანებენ და სინამდვილეში უნამდვილო ნაგავსაყრელები რომ ვართ ღმერთო დაიფარე მეზღაპრეები სანთლები რომ დააქვთ წყლის მეორე ნაპირას და სმენის მაგიერ მხოლოდ ყიდულობენ ღმერთო დაიფარე განიერი მხრების წერილები რუსულად რომ წერენ წერილებს და ღმერთო დაიფარე თითები რომ ანონიმურად შეგილოცონ ჩემთან ლაპარაკისას ღმერთო დაიფარე ცალმხარე სახლები მეორე მხარეს რომ ბუნებაში გადიან ღმერთო დაიფარე მარტოობები და უმარტოვო ქუჩის ძაღლებბი ღმერთო დაიფარე სარდაფებში დამწყვდეული შეყვარებული პეპლები დაღვრილი რძე და გაქცევები ღმერთო დაიფარე შავ-თეთრი სიგამხდრე და მიმსგავსებული შვილები კიბეებიდან რომ ხტუნაობენ. ღმერთო დაიფარე ბოროტება ცას რომ სახურავი წაართვა და საქანელაზე ყრის ფიქრებს, ღმერთო დაიფარე სინათლის დასასრული მე რომ ვერ გიცნო და ღმერთო დამიფარე გამომწყვდეული ატირებულიც დამიფარე.. ღმერთო დაიფარე ცარიელი ბოთლები ჯერ რომ ვერ აივსო წყლით და წყლის სიზმრებიც დაიფარე.. ღმერთო დაიფარე წვიმა რომ ფანჯრები მივხუროთ ღმერთო დაიფარე ღმერთები
სხვებს არ ეწყინებათ, იმედია, მაგრამ არ მეგონა აქ ასეთ კარგ რამეს თუ გადავაწყდებოდი... დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამ ლექსს ავტორის შესრულებით...

aivi
ხელმოწერიდან გამომდინარე ეგ არ უნდა იყოს ბენჯის საყვარელი კენდეისი...smile.gif

პოსტის ავტორი: salli Mar 4 2008, 13:43


ემიგრანტი

აი,შენ მოდიხარ ჩემს გვერდით,
მილიონობით ლამაზ სიტყვას მეუბნები,
მე კი,
მანქანების ნერვულ კივილს ყურებით გამობმული,
ასფალტის ცხელ მდინარეს პულსს ვუსინჯავ
და შუქნიშნებით გარეგულირებ.

ამ ქალაქს არ უხდები.
აქაურ სირუხეს მკვეთრ და ხასხასა ფერებს
ვერაფრით დაუპირისპირებ...
შენი სიტყვების ხანძარი კი მაიძულებს
დათმობაზე წავიდე და ჩემი გრილი ხელები
მეხანძრეებად გამოგიგზავნო.

ვერ მოგარგებ ქალაქს,
სადაც დალტონიზმი საუკეთესო გამოსავალია...
და შენ ამბობ,რომ ქვეყნიდან,სადაც დავიბადეთ,
სადაც მზე ჩვენი გულებიდან ამოდის და ჩადის,
სადაც ვერასოდეს ისწავლიან,
რომ დრო ფულია,
სადაც ყოველი ახალი დღე
ჩვენი ერთადყოფნის პერსპექტივას გულსხმობს,
უამრავი დილა ჩამომიტანე.
ყოველი დილა ჩვენს წილ ჰაერს,წყალს და მიწას შეიცავს
და დაპირებას,რომ
ჩვენი წილი ჰაერიდან,წყლიდან და მიწიდან
საჰარა არასოდეს გამოჩნდება.

აი,შენ მოდიხარ ჩემს გვერდით,
ხედავ ქუჩაში მოსიარულე მოწიკწიკე მექანიზმებს:
ბიგ-ბენის ღირსეულ შვილებს ჭანჭიკები
არასოდეს წამოსტკივდებათ...
ჩვენ კი ხანდახან სისხლი გვტკივა,
რომელიც არის გახსენება მიწის,
სადაც ვერასოდეს ისწავლიან,
რომ დრო ფულია.

პოსტის ავტორი: Sister Mar 4 2008, 15:48

gochi_gochi
ჰეიი,
www.convert.ge
აქ გადაიყვანე ხოლმე ქარტულ შრიფტზე
და ისე დააკოპირე


კედი შე ნიჭიერო : ) :* :*

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 4 2008, 16:39

http://www.nplg.gov.ge/culture/forum/index.php?showtopic=215&st=0 rolleyes.gif

'ინჯოი biggrin.gif

პოსტის ავტორი: sting Mar 4 2008, 16:42

ციტატა(salli @ Mar 4 2008, 14:01) *
ემიგრანტი

აი,შენ მოდიხარ ჩემს გვერდით,
მილიონობით ლამაზ სიტყვას მეუბნები,
მე კი,
მანქანების ნერვულ კივილს ყურებით გამობმული,
ასფალტის ცხელ მდინარეს პულსს ვუსინჯავ
და შუქნიშნებით გარეგულირებ.

ამ ქალაქს არ უხდები.
აქაურ სირუხეს მკვეთრ და ხასხასა ფერებს
ვერაფრით დაუპირისპირებ...
შენი სიტყვების ხანძარი კი მაიძულებს
დათმობაზე წავიდე და ჩემი გრილი ხელები
მეხანძრეებად გამოგიგზავნო.

ვერ მოგარგებ ქალაქს,
სადაც დალტონიზმი საუკეთესო გამოსავალია...
და შენ ამბობ,რომ ქვეყნიდან,სადაც დავიბადეთ,
სადაც მზე ჩვენი გულებიდან ამოდის და ჩადის,
სადაც ვერასოდეს ისწავლიან,
რომ დრო ფულია,
სადაც ყოველი ახალი დღე
ჩვენი ერთადყოფნის პერსპექტივას გულსხმობს,
უამრავი დილა ჩამომიტანე.
ყოველი დილა ჩვენს წილ ჰაერს,წყალს და მიწას შეიცავს
და დაპირებას,რომ
ჩვენი წილი ჰაერიდან,წყლიდან და მიწიდან
საჰარა არასოდეს გამოჩნდება.

აი,შენ მოდიხარ ჩემს გვერდით,
ხედავ ქუჩაში მოსიარულე მოწიკწიკე მექანიზმებს:
ბიგ-ბენის ღირსეულ შვილებს ჭანჭიკები
არასოდეს წამოსტკივდებათ...
ჩვენ კი ხანდახან სისხლი გვტკივა,
რომელიც არის გახსენება მიწის,
სადაც ვერასოდეს ისწავლიან,
რომ დრო ფულია.



კაია თუ შენია თუ შენი არაა მაინც კაია smile.gif

პოსტის ავტორი: gochi_gochi Mar 4 2008, 17:13

ციდან რომ ცვივა თეთრი ფანტელები
მთაწმინდას ფარავს სწრაფად
მტკვარი რომ მოდუდუნებს
მდორედ და ნელა
ალბათ ძაან ცივა საწყალს
მხოლოდ ბავშვი ხარობს
თოვლის დანახვაზე
სულ არ ანაღვლებს ყინვა
მის გულს უხარია
თეთრი ნაბდის ხილვა
თბილისს რომ ფარავს ტკბილად
ჩემი გული კი ამ დროს თბილი არის
ალბათ სიყვარული ფერფლავს
რა უძლურია კაცი სიყვარულში
თუ სიყვარული ხელს კრავს.




* * *
მე შენ მიყვარხარ როცა იცინი
მე შენ მინდიხარ როცა შეგცქერი
სწორედ მაშინ ხარ ჩემი ოცნება
როცა ჩაგიკრავ და მოგეხვევი
როცა ტუჩები ჩემი და შენი
ერთმანეთს ნელა შეეხებიან
მაშინ ის წამი მარადიული
მინდა გაგრძელდეს დაუსრულებლად
სიყვარული ხომ უკვდავებაა
ასე დაწერა გამსახურდიამ
სიყვარულსაც რომ მალვა უნდოდა
კარგად იცოდა თვით რუსთაველმა
სიყვარულს მონებს ყველა ამ ქვეყნად
ჭავჭავაძესაც ასე უთქვია
და გალაკტიონს თავისი კალმით
ასეთი პრაზა მოუხატია
“უსიყვარულოდ მზე არ სუფევს
ცის კამარაზე”
მეც მინდა ერთი გამოვთქვა აზრი
თუ არ დამზრახავს ამის მკითხველი
ყველაზე მძიმე ყველაზე ძნელი
ალბათ ის არის თუ არ გაქვს ბედი
თუ სიყვარულზე სიყვარულითვე
არ გიფაცუხებს შენ გულის სწორი.




* * *
მე ძლიერ მიყვარს გარეთ რომ ცივა
ქარი რომ დაქრის უაძროდ ირგვლივ
თოვლი რომ ცვივა ციდან ულევი
თეთრი ფერი რომ ჭარბობს ქალაქში
შენ წითელ ლოყებს ნაზად ეცემა
ერთი ორი და სამი ფანტელი
შენი ტუჩები სიცივეს უფრთხის
და ამიტომაც არის ფერმქრთალი
შენი პატარა თვალის გუგები
სწრაფად დახტუნავს მარჯვნივ და მარცხნივ
თითქოს ვიღაცას ეძებს მღელვარედ
თითქოს ვირაცა ნაცნობს მოელის
თვით ამ სიცივეს თოვლსა და ყინვას
არ შეუძლია დაჩრდილოს შენი
ულამაზესი სახის ნაქვთები
ტანი თმები და თვით წამწამები
მე ძლიერ მიყვარს შენი ყურება
თვალს ვერ ვაშორებ შენს სილამაზეს
შენს ულამაზეს უნაზეს ტუჩებს
ზამთრის სიცივეც ვერ დაამდაბლებს.


* * *
როცა გარეთ დაღამდება
მთვარე მეფობს იმ დროს ცაში
როცა ირგვლივ სიბნელეა
ყველას ძინავს ტკბილად სახლში
როცა ქარიც დადუმდება
არ დაარღვევს სიჩუმეს
შესწყვეტს მის სვლას მღელვარეს
ამ დროს თითქოს დროც ჩერდება
საათიც კი აღარ იძვრის
აღარ ისმის ისრის ხტუნვა
წიკ-ტაკ წიკ-ტაკ აღარ ისმის
ეს ისდროა როცა კაცი
ჭიქიტ ხელში უნდა შეხვდეს
ხმამაღლა და გასაგონად
სადღეგრძელოს წარმოთქვავდეს
სიმთვრალესი ადვილია
ამ ცხოვრების ატანა
ყველა ჭირი ყველა დარდი
გავიწყდება ამ დროს მართლა
მაშინ კიდევ ერთს დავლევდი
რომ ჩავიხშო დარდი
ნამთვრალევზე ალბათ შევძლებ
დავივიწყო ქალი
რომლის ერთი შემოხედვა
ჩემთვის ძვირად ფასობს
რადგან ვიცი არ ვუყვარვარ
ვიცი მას სხვა მოსწონს
ამიტომაც ერთსაც დავლევ
მათ რომ გაუმარჯოთ.




* * *

მე მინდა შენ რომ გიყურო ნათლად
თანაც ყოველ დღე და ყოველ წუთას
შენი მშვენებით მინდა რომ დავტკბე
ყოველ საათს და ყოველ წამს მართლა
მე უშენობა არ შემიძლია
როგორც მომაკვდავს უწამოლდ ყოფნა
ალბათ მოვკვდები და გათავდება
ჩემი წამება და ტანჯვა მართლა
მე ვეღარ გავძლებ ნამდვილად ვიცი
და ამიტომაც დრო აღარ იცდის
მე უკვე შორს ვარ სულ მაღლა ზევით
ალბათ ეშმაკი მე მელოდება
მაგრამ იცოდე მე არ მოვკვდები
რომ არ გავსინჯო ქვეყნად ერთი რამ
შენი ტუჩების უნაზესი და
მართლაც უტკბესი დაგემოვნება.






* * *
მე შენ შეგხედე და მაშინ მივხვდი
რომ ჩემი გული შენ გემონება
რომ ჩემი სული შენ დაიპყარი
და დაატყვევე როგორც ბეღურა
მე ვიცი შენი არა ვარ ღირსი
შენ ხარ ღვთაება ვით წმინდა ხატი
შენს სილამაზეს ვერ შეედრება
დედამიწაზე ვერცერთი ქალი
მე კი ვარ ერთი უბრალო ბიჭი
რომელსაც შენი სწადს სიყვარული
ისეთი ტკბილი ისეთი ნაზი
როგორც მაისის ყვითელი ვარდი.



* * *

ისევ გაწვიმდა და მოიღრუბლა
მე კი მეგონა გამოზაფხულდა
ვხვდები ქვეყანა მე ამიჯანყდა
და არარ ვიცი რა მეშველება
მე არარ მინდა ცხოვრება გრძელი
რადგან მივხვდი რომ დრო გამივიდა
ყველამ მაქცია მე ზირგი უკან
და დავრჩი მარტო ობლად ამქვეყნად
და სიმარტოვე შიში სიკვდილის
მე არ მასვენებს არც დღე არც ღამე
რადგან ჯერ ხომ სულ 16წლის ვარ
და ეს თექვსმეტი წელი ვიცხოვრე
უბედობასა და ნაღველს შინა
ეს ორი წელი ჩემი წამება
სულდაამძიმა ქეთიზე ფიქრმა
ნეტავ ჩაგიკრასულ ერთი წამით
და არ გაგიშვებ არასდროს მართლა
სულ ერთი წამი ჩემი რომ გახდე
ალბათ დავიწყებ მე ზეცით ფრენას
ქეთი მიყვარხარ მინდა იციდე
და მეყვარები მუდამ ნამდვილად
ეხლა კი ზეცას ღრუბელი ფარავს
და მზის სხივებიც იმალებიან
ჩემი აზრებიც სადღაც გაფრინდა
და დავუბრინდი მე რეალობას.



* * *
ეს ერთი ლექსი ამ ლექსის სტროფი
და ამ სტროფებში ნაქსოვი სიტყვა
მე შენთვის მინდა შენ გიძღვნი მხოლოდ
და მინდა გითხრა მე შენ მიყვარხარ
ამ ცისფერი ცის ლურჯი ღრუბლები
ამ წითელი მზის სხივი ყვითელი
მთვარე მოცული იდუმალებით
და ცხენის ქროლვა თავისუფლებით
ბუნება შენი ულამაზესი
მთა-ბარი შენი თვალწარმტაცები
შენსკენ მოვილტვიტ შენსკენ მოვიწევთ
შენით ვსულდგმულობთ მამულისშვილნი
შენზე ძვირფასს და სათუთ მოსავლელს
ვერ გამონახავს სხვას ვერას კაცი
შენ მიწა-წყალზე წინაპართ სისხლი
და მათი ძვლები არ გვაძლევს ნებას
რომ დავივიწყოთ ჩვენი სამშობლო
და არ დავიცვათ გასაჭირისგან
სწორე ეს არის ყველა ქართველის
ვალი სამშობლოს წინ მოსახდელი
ქართული ენა ქართული სისხლი
ღმერთო მადლობა რომ ქართველი ვარ!




* * *
ქ-უჩაში ირგვლივ სიცარიელე
ე-ზოში ისმის ყვავის ჩხავილი
თ-ითქოს ქვეყანა თავზე მექცევა
ი-წვიმა ალბათ ამ დილით გზაში
ნ-ეტავი ეხლა ცაში ავფრინდე
ე-სეთი მძიმე არის დუმილი
მ-ართლა მინდოდა რომ შენთვის მეთქვა
ს-ადაც გეძებდი ვერსად გიპოვე
ა-ლბათ შენ შორს ხარ ჩემი არ გესმის
ძ-ალიან მინდა რომ ერთხელ გნახო
ე-რთხელ გნახო და მერე კი მოვკვდე
მ-ინდა წავიდე და დაგივიწყო
ი-ს გრძნობა რითაც შენ მე მიზიდავ
ყ-ალიბდებოდა სულ ერთი წამი
ვ-ერვინ მიხვდება როგორ მიყვარხარ
ა-რასდროს ალბათ დამავიწყდები
რ-ოგორი არის შენი ტუჩები
ხ-ალისიანი ღიმილი ტკბილი
ა-სე ლამაზი და მშვენიერი
რ-ამ გაგაჩინა ამ ქვეყნად ქეთი.



* * *
ალბეთ ეხლა გარიჟრაჟზე
როცა მთვარე მიდის
მზე რომ სხივებს გამოაჩენს
მამალი რომ ყივის
შენ ბალიშზე თავი გიდევს
თკბილად გძინავს სახლში
მე კი შენზე ფიქრში გართულს
გამითენდა გზაში
ეს გზა მიდის უსასრულოდ
და არ ვიცი საით
ალბათ შენთან მომიყვანენ
რომ გაჩუქო ვარდი.











Bბოროტების წუთები

თუ ვინმემ გითხრა რომ ლამაზი ხარ
თუ ვინმეს ჩუმად გულში უზიხარ
და თუ ოდესმე შენ გათხოვდები
არ დაიჯერო ბედნიერი ხარ
ისე უბრალოდ მინდოდა მეთქვა
რომ შენი ყოფაც უაზრობაა
რადგან მე შენში ვხედავ დიდ ეშმაკს
ჩასახლებულს და დამწყვდეულს მუდამ
და თუ ოდესმე შენ გაგიმართლებს
ესეც იმიტომ რომ მე წავსულვარ!



სისტერას დიდი მადლობა დახმარებისთვის აჰა რავი თU მოგეწონებათ სემაპასეთ

პოსტის ავტორი: marushka88 Mar 4 2008, 22:47

მგონი მიყვარხარ,რადგან ფიქრებში
და ოცნებებში სულ ჩემთანახარ!
თურმე მიყვარხარ!შენი მზერის წინ,
ხშირად მომიწერევს თვალების დახრა...
რატომ მიყვარხარ?ვიცი კარგი ხარ,
იმდენად კარგი,რომ ვეღარ ვმალავ!
ცოტა ადრეა?ღმერთია ჩვენსკენ,
და ერთმანეთით არ დაგვღლის ალბათ....

baby.gif

პოსტის ავტორი: aivi Mar 4 2008, 22:53

ციცქნა

ვნახე და გავიხარე smile.gif მართლა მართლა ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 4 2008, 22:54

ციტატა(aivi @ Mar 4 2008, 23:11) *
ციცქნა

ვნახე და გავიხარე smile.gif მართლა მართლა ძალიან smile.gif


გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: aivi Mar 4 2008, 23:15

პირიქით, იქით უფრო გეკუთვნის.
დიდი ხანია რაც წერ აშკარად. გამგები რომ გაიგებს ისეთია smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 5 2008, 3:19

ციტატა(kedi @ Feb 19 2008, 14:20) *
ლოცვა
დიდი ხანია არ უწვიმია
ცისარტყელაც დაიკარგა და ქალაქი დამტვერილ ეკლესიას დაემსგავსა სადაც
ლოცულობენ არა ღმერთებზე
წვიმაზე.

ღმერთო დაიფარე ღმერთი
ღმერთო დაიფარე დედაჩემი ორი ფერის ფანჯარა რომ აქვს
ცისფერი და მწვანე.
ღმერთო დაიფარე მამაჩემი ჩუმი მოლოდინი რომ ჰყავს
და ვერ აქრობს
ღმერთო დაიფარე ნამსხვრევები
ფეხებს რომ მიჭრის და არ არსებობს უფრო მჭრელი ნამსხვრევები
ხელებს რომ დამიჭრის და მომკლავს.
ღმერთო დაიფარე სარკეები
ღმერთებს რომ გვამგვანებენ და სინამდვილეში უნამდვილო ნაგავსაყრელები რომ ვართ
ღმერთო დაიფარე მეზღაპრეები
სანთლები რომ დააქვთ წყლის მეორე ნაპირას და
სმენის მაგიერ მხოლოდ ყიდულობენ
ღმერთო დაიფარე განიერი მხრების წერილები
რუსულად რომ წერენ წერილებს და
ღმერთო დაიფარე თითები რომ ანონიმურად შეგილოცონ
ჩემთან ლაპარაკისას
ღმერთო დაიფარე ცალმხარე სახლები
მეორე მხარეს რომ ბუნებაში გადიან
ღმერთო დაიფარე მარტოობები და უმარტოვო
ქუჩის ძაღლებბი
ღმერთო დაიფარე სარდაფებში დამწყვდეული შეყვარებული
პეპლები დაღვრილი რძე და გაქცევები
ღმერთო დაიფარე შავ-თეთრი სიგამხდრე
და მიმსგავსებული შვილები
კიბეებიდან რომ ხტუნაობენ.
ღმერთო დაიფარე ბოროტება
ცას რომ სახურავი წაართვა და საქანელაზე ყრის ფიქრებს,
ღმერთო დაიფარე სინათლის
დასასრული მე რომ ვერ გიცნო და
ღმერთო დამიფარე გამომწყვდეული
ატირებულიც დამიფარე..
ღმერთო დაიფარე ცარიელი ბოთლები
ჯერ რომ ვერ აივსო წყლით და წყლის სიზმრებიც დაიფარე..
ღმერთო დაიფარე წვიმა რომ ფანჯრები
მივხუროთ
ღმერთო დაიფარე ღმერთები


რა მაგარი ხარ cool.gif


"ღმერთო დაიფარე თითები რომ ანონიმურად შეგილოცონ
ჩემთან ლაპარაკისას "
:21:

პოსტის ავტორი: kedi Mar 5 2008, 21:05

შვილი
ტელევიზიით მოგიხდი ბოდიშს
ღმერთო!
მე მოვკალი შენი შვილი.
მუხლებში გადავჭერი,
ყელში წავუჭირე ხელები
და საყლაპავ მილში ვაკუუმი გავუქვავე..
მე მოვკალი შენი შვილი,
რომელიც შორს და მრგვლად მიიწევდა
და გგავდა შენ!
და გგავდით თქვენ!
და ჩვენ ვიყენებდით მას,
ჩვენ ვესხმოდით თავს და
ვუვლიდით
რომ გამოგვესყიდა ჩვენი დედის მოწერილი ცოდვები,
ბოდიში,
მამა.
რომ ვერ მოვუარე პატარა
ბავშვს..
მეზობელთან გადასვლისას , სამსახურში წასვლისას,დროის გაჩერებისას რომ დამიტოვე გაურკვეველი დროით
და მე ვუვლიდი მას,
როგორც დაბმულ პეპელას,
ლამაზ ხალიჩას და ყვავილებს, წყლის დასხმა
და ძIლის დროს იავნანა რომ უნდა უმღერო..
ისეთ ყვავილებს..

მარცვალ-მარცვალ და
ფოთოლ-ფოთოლ
დაშლილი სხეული,
აი, ღმერთო.. შენი შვილის..
მტევნები, იდაყვებამდე..
თითები ფრჩხილებამდე
და თითები უფრჩხილოდ.
თეძოები-უხორცოდ..
მუხლები- უძვლოდ
აი, სხეული, უთაოდ..
და ჩვენი ცოდვები, უბორკილოდ,
ისევ საკნებში..

აი, უფალო..
მე მოვსპე შენი შვილი.
რომელმაც უარყო ხორცი და
სიშიშვლემ შეცვალა
მისი ძვლოვანიო ფერდები..
ნაფოტ-ნაფოტ რომ ითლებიან..
უფალო,
გამოიხსენ ჩემი ცოდვები
საკნებიდან,
ცხრაკლიტული კოშკებიდან
მუხლმოდრეკილი სიამაყისგან..

გამოიხსენ უფალო.
გამოიხსენ ღმერთო,
და მამა,
ვიზუალური სრულყოფილებისგან დაშლილო სხეულო!
გამოიხსენ!

მე ხომ შენს შვილს ვაჩუქე
მისივე სილურჯე,
მისივე ზეცა და ხმობა- დედამიწურად..
და როცა ვუკრავ, ასე მგონია..
სიმებს ეხლართება
მისივე თმები
ჩემი თითები კი ვაზივით ხმებიან..

უფალო,
მე მოვკალი შენი შვილი..
აი ,ამ ხელით
ამ ცელით,
ამ გულით,
აი.. ამ არარაობით!


პოსტის ავტორი: aivi Mar 5 2008, 22:44

კედი, ვახ გენიალურია გოგო, რა კარგი მყავხარ, ასეთ ლექსებს რა გაწერინებსმ, ასე ღრმად როგორ ხედავ სამყაროს, რენტგენივით მზერა გქონია, და რა კარგი ხარ რომ კიდე დადე ლექსი.

სატელევიზიო ბოდიშს მიიღებს მგონი ახლებური ღმერთი, თუ არა?

ციტატა(kedi @ 5th March 2008 - 21:23) *
მარცვალ-მარცვალ და
ფოთოლ-ფოთოლ
დაშლილი სხეული,
აი, ღმერთო.. შენი შვილის..
მტევნები, იდაყვებამდე..
თითები ფრჩხილებამდე
და თითები უფრჩხილოდ.
თეძოები-უხორცოდ..
მუხლები- უძვლოდ
აი, სხეული, უთაოდ..

არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა ახლა აქ ნათქვამი ჩემებურად,
ციტატა(kedi @ 5th March 2008 - 21:23) *
უფალო,
მე მოვკალი შენი შვილი..
აი ,ამ ხელით
ამ ცელით,
ამ გულით,
აი.. ამ არარაობით!


გრძნობა რომელიც გამოსჭვივის, და რომელიც შენ არ გექნება ნაგრძნობი, ეს სხვისი გრძნობა როგორ იგრძენი ასე!

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 5 2008, 23:29

ციტატა(kedi @ Mar 5 2008, 21:23) *
შვილი
ტელევიზიით მოგიხდი ბოდიშს
ღმერთო!
მე მოვკალი შენი შვილი.
მუხლებში გადავჭერი,
ყელში წავუჭირე ხელები
და საყლაპავ მილში ვაკუუმი გავუქვავე..
მე მოვკალი შენი შვილი,
რომელიც შორს და მრგვლად მიიწევდა
და გგავდა შენ!
და გგავდით თქვენ!
და ჩვენ ვიყენებდით მას,
ჩვენ ვესხმოდით თავს და
ვუვლიდით
რომ გამოგვესყიდა ჩვენი დედის მოწერილი ცოდვები,
ბოდიში,
მამა.
რომ ვერ მოვუარე პატარა
ბავშვს..
მეზობელთან გადასვლისას , სამსახურში წასვლისას,დროის გაჩერებისას რომ დამიტოვე გაურკვეველი დროით
და მე ვუვლიდი მას,
როგორც დაბმულ პეპელას,
ლამაზ ხალიჩას და ყვავილებს, წყლის დასხმა
და ძIლის დროს იავნანა რომ უნდა უმღერო..
ისეთ ყვავილებს..

მარცვალ-მარცვალ და
ფოთოლ-ფოთოლ
დაშლილი სხეული,
აი, ღმერთო.. შენი შვილის..
მტევნები, იდაყვებამდე..
თითები ფრჩხილებამდე
და თითები უფრჩხილოდ.
თეძოები-უხორცოდ..
მუხლები- უძვლოდ
აი, სხეული, უთაოდ..
და ჩვენი ცოდვები, უბორკილოდ,
ისევ საკნებში..

აი, უფალო..
მე მოვსპე შენი შვილი.
რომელმაც უარყო ხორცი და
სიშიშვლემ შეცვალა
მისი ძვლოვანიო ფერდები..
ნაფოტ-ნაფოტ რომ ითლებიან..
უფალო,
გამოიხსენ ჩემი ცოდვები
საკნებიდან,
ცხრაკლიტული კოშკებიდან
მუხლმოდრეკილი სიამაყისგან..

გამოიხსენ უფალო.
გამოიხსენ ღმერთო,
და მამა,
ვიზუალური სრულყოფილებისგან დაშლილო სხეულო!
გამოიხსენ!

მე ხომ შენს შვილს ვაჩუქე
მისივე სილურჯე,
მისივე ზეცა და ხმობა- დედამიწურად..
და როცა ვუკრავ, ასე მგონია..
სიმებს ეხლართება
მისივე თმები
ჩემი თითები კი ვაზივით ხმებიან..

უფალო,
მე მოვკალი შენი შვილი..
აი ,ამ ხელით
ამ ცელით,
ამ გულით,
აი.. ამ არარაობით!


ვაჰხ ვაჰხ cool.gif
ვამაყობ რო ვიცნობ ამ ბაიას cool.gif

პოსტის ავტორი: ელენე Mar 5 2008, 23:32

ციტატა(kedi @ 5th March 2008 - 21:23) *
შვილი
ტელევიზიით მოგიხდი ბოდიშს
ღმერთო!
მე მოვკალი შენი შვილი.
მუხლებში გადავჭერი,
ყელში წავუჭირე ხელები
და საყლაპავ მილში ვაკუუმი გავუქვავე..
მე მოვკალი შენი შვილი,
რომელიც შორს და მრგვლად მიიწევდა
და გგავდა შენ!
და გგავდით თქვენ!
და ჩვენ ვიყენებდით მას,
ჩვენ ვესხმოდით თავს და
ვუვლიდით
რომ გამოგვესყიდა ჩვენი დედის მოწერილი ცოდვები,
ბოდიში,
მამა.
რომ ვერ მოვუარე პატარა
ბავშვს..
მეზობელთან გადასვლისას , სამსახურში წასვლისას,დროის გაჩერებისას რომ დამიტოვე გაურკვეველი დროით
და მე ვუვლიდი მას,
როგორც დაბმულ პეპელას,
ლამაზ ხალიჩას და ყვავილებს, წყლის დასხმა
და ძIლის დროს იავნანა რომ უნდა უმღერო..
ისეთ ყვავილებს..

მარცვალ-მარცვალ და
ფოთოლ-ფოთოლ
დაშლილი სხეული,
აი, ღმერთო.. შენი შვილის..
მტევნები, იდაყვებამდე..
თითები ფრჩხილებამდე
და თითები უფრჩხილოდ.
თეძოები-უხორცოდ..
მუხლები- უძვლოდ
აი, სხეული, უთაოდ..
და ჩვენი ცოდვები, უბორკილოდ,
ისევ საკნებში..

აი, უფალო..
მე მოვსპე შენი შვილი.
რომელმაც უარყო ხორცი და
სიშიშვლემ შეცვალა
მისი ძვლოვანიო ფერდები..
ნაფოტ-ნაფოტ რომ ითლებიან..
უფალო,
გამოიხსენ ჩემი ცოდვები
საკნებიდან,
ცხრაკლიტული კოშკებიდან
მუხლმოდრეკილი სიამაყისგან..

გამოიხსენ უფალო.
გამოიხსენ ღმერთო,
და მამა,
ვიზუალური სრულყოფილებისგან დაშლილო სხეულო!
გამოიხსენ!

მე ხომ შენს შვილს ვაჩუქე
მისივე სილურჯე,
მისივე ზეცა და ხმობა- დედამიწურად..
და როცა ვუკრავ, ასე მგონია..
სიმებს ეხლართება
მისივე თმები
ჩემი თითები კი ვაზივით ხმებიან..

უფალო,
მე მოვკალი შენი შვილი..
აი ,ამ ხელით
ამ ცელით,
ამ გულით,
აი.. ამ არარაობით!



ხალხ თქვენ აღარ ხუმრობთ clapping.gif

რესპეცტ

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 7 2008, 12:23

იგივეობა

ვიწყებ და ისევ.
გადავშალე.
ისევ თავიდან,
საკუთარ აჩრდილს
სიტყვებს ვუქსევ
ვერ გამოვტყუე სიმკვეთრე
და ისევ მარტიდან
ალბათ ნოემბრამდე
მომიწევს დევნა,
ვეცდები ადრე ვაიძულო
და ნოემბრამდე,
არ მომიწიოს
ვდიო ერთს და
მით უფრო,
ჩემს თავს.

ნარცისიზმია,
ხომ გითხარი
საკუთარ თავის
სამყაროსთან გაიგივება,
და ის,
რომ ჰგავდეს ჩვენი გზები ერთმანეთს
კი არ,
არამედ ზუსტი ასლი იყოს
და ზედმეტია
სამყაროში თვალის ცეცება,
თVალის კაკლები შეაბრუნო,
ჯობს, გაშლილ კუთხით.

ხომ გითხარი,
ვერაფერს მოგცემს
იმაზე მეტს,
რასაც
საკუთარ თავში ჩახედვა.
განაზოგადე,
ნუ კანკალებ,
და ეგ კვლევები
საკუთარ თავში
გვირაბების თხრა და
შახტები,
რეაქციები,
გაკვეთები
ცდები
ყველა ეს,
ვერაფერს მოგცემს,
იმაზე მეტს,
ვიდრე არსებობს.

განაზოგადე
ეს დასკვნები
და დამიჯერე,
შენზე მეტად
ამ სამყაროს
არავინ იცნობს.

სამყარო შენში ჩახვეული
და შენ გარშემო,
მსგავსი კი არა,
ერთმანეთის ანალოგია.
არ შეგეშინდეს,
რომ ასეთი ნაგავი ხარ და
რომ ასეთი უსასრულო ხარ.

პოსტის ავტორი: ელენე Mar 7 2008, 14:35

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 12:41) *
საკუთარ თავის
სამყაროსთან გაიგივება

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 12:41) *
თVალის კაკლები შეაბრუნო,
ჯობს, გაშლილ კუთხით.

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 12:41) *
არ შეგეშინდეს,
რომ ასეთი ნაგავი ხარ და
რომ ასეთი უსასრულო ხარ


განსაკუთრებით ამ ფრაზებმა დამაინტერესა : ))
კარგია : ))

კიდევ დადე რამე

პოსტის ავტორი: infern_O Mar 7 2008, 15:48

ციცქნა
kedi
კი იცით ჩემი აზრი, მააგრამ მაინც უნდა ვთქვაა... wub.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 7 2008, 19:20

ციტატა(ელენე @ Mar 7 2008, 14:53) *
განსაკუთრებით ამ ფრაზებმა დამაინტერესა : ))კარგია : ))კიდევ დადე რამე


ნაწყვეტი

სისულელეა, მერამდენედ ვეშვები ბეჭით
და იმ განზრახვით, არ ავწიო დილამდე თავი,
და მერამდენედ, შენზე ერთი დეკემბრით მეტი,
დაძინებამდე ვცდილობ გაგცდე. მივადგე აპრილს

ისეთი უცხო (შეიძლება ვეღარც კი მიცნოს),
გადაფასებას გავაყოლე სიფხიზლე ყველა,
არ გეხსომება, დავიფიცებ, ივნისის ათი
და არც ის, რამაც კეფა ამწვა. და მომახედა.

და ალბათ ვერც მას გაიხსენებ, რის გამოც ვგავარ
იმ თეორემის შებრუნებულ ფორმას, რომელსაც
გაგიკვირდება, დამერწმუნე, მაგრამ მას არ აქვს,
შებრუნებული თეორემა და ეს მომენტი,
როცა მიყურებ და შარშანდელს ვერ ხედავ ჩემში,
არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უფრო ახლა,
თებერვლის თვრამეტს, შუადღისას, მით უფრო შენთვის.

დამეთანხმები, შევიცლაე და ჩემს თვალებში დამტვერილი
ნათურა ბჟუტავს, და საეჭვოა მტვრის გადაცლა მოგანდო,
თუმცა, შენ უფრო იცი ვინ მეტად ჰყავს მათ არეკლილი,
თუ ანარეკლი (ცუდად ვფლობ ქართულს, უარესად – რეტერომანულს)...
ნუ მიყურებ ასე დაბნევით, არც ცინიზმია
(დავიღალე უმიზნო როკვით)
არც უადგილო იუმორი. ნიჰილიზმია. უშინაარსო
სიტყვებს ვამბობ, ნუ გაიკვირვებ, ხომ გითხარი,
მომბეზრდა, მოვტყდი
და შენს თვალებში ვიყურები უმისამართოდ.

ეს ყველაფერი გავლილია, გადახარშული,
აღარ მოვყვები
ხომ გითხარი, გადავაფასე შენი როლიც კი
ჩემს დღევანდელ
იერსახეში, და დამიჯერე, არ რჩებიან
ბარდა ფოკები,
ის კი არადა, დრეს რაცა ვარ, არც ის ვიქნები,
თუ დამიჯერებ, მერმისამდე
აღარ გამყვება არაფერი. დიდი ხანია
რაც მივხვდი, რომ
ღმერთის აზრი ვარ და მერყევი ჩემი აზრივითი
და რასაც დრემდე ვაღიარებ, როგორც სიმართლეს,
არის რომ ჩემში არსი დარჩეს, ანუ საზრისი
მთავარია რომ შენარჩუნდეს და აღარ მიკვირს –
აიწონა-დაიწონა ვარ, ცენტრი მაქვს ერთი, ანუ ღერძი,
ანუ არსი და... დავიღალე, არ გადამივლის
სულ რომ ვიძინო სამიოდ თვე გაუღვიძებლად.

ამას გიყვები, იმიტომ რომ მონოლოგები
ამოვიდა ყელში, მომბეზრდა,
და დრეს ის დღეა, მარტოობა როცა არ მინდა.
ტყუილად გითხრობ,
მაპატიე, მით უმეტეს, რომ საუბარიც ისე მდორეა,
მარტო მოსმენას კიარადა, გაგებისას სურვილსაც ითხოვს.
სინდისი მქენჯნის უადგილო აღსარებისთვის
და უმიზეზო
სიცილს ვგავარ დედის გლოვისას,
ისე მრცხვენია,
თითქოს კაბით მობანავეებს, მე შევერიე
ერთადერთი
დედიშობილა. ცუდად მეძინა

მაღვიძარამ არ დამაძინა, უფრო პირიქით,
საკუთარ თავს გამოვუწერე არ დაძინება
და როგორც ჩანს
თავის ტკივილიც (რომელიც ახლა გავიყუჩე)
უნაგირივით
მძიმე იყო და ცუდი, როგორც სამშობლოზე დაწერილი
შენი მოთხრობა.

მე ის მწყინს კიდევ, რომ ასეთი დავიწყებადი
და ასეთი “სხვათაშორის” ვარ. და თუმცა ვუშვებ
შენი ქცევის მცდარი ახსნაა (ვერ გავბედავდი
შენთვის ამის პირადად კითხვას) მე მაინც უფრო
ამ ახსნის მჯერა, შენ საიდან გეცოდინება,
მაგრამ ყოველთვის, რაც ვერ ხდება ბრალია ჩემი,
თუმც კი ვხვდები, რომ ხმაური მელოდიებად
არ იშლება...


გმადლობ, ხალხ
კედი :21:

პოსტის ავტორი: ელენე Mar 7 2008, 19:32

ციცქნა

შედარებები გაქვს კარგი...
მომეწონა ესეც...
დაიცა კონკრეტულად გეტყვი:

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 19:38) *
დამეთანხმები, შევიცლაე და ჩემს თვალებში დამტვერილი
ნათურა ბჟუტავს, და საეჭვოა მტვრის გადაცლა მოგანდო

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 19:38) *
რაც მივხვდი, რომ
ღმერთის აზრი ვარ და მერყევი ჩემი აზრივითი
და რასაც დრემდე ვაღიარებ, როგორც სიმართლეს,
არის რომ ჩემში არსი დარჩეს, ანუ საზრისი

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 19:38) *
სინდისი მქენჯნის უადგილო აღსარებისთვის
და უმიზეზო
სიცილს ვგავარ დედის გლოვისას,

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 19:38) *
თითქოს კაბით მობანავეებს, მე შევერიე
ერთადერთი
დედიშობილა. ცუდად მეძინა

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 19:38) *
მე ის მწყინს კიდევ, რომ ასეთი დავიწყებადი
და ასეთი “სხვათაშორის” ვარ


გამუქებულები განსაკუთრებით : )))

პოსტის ავტორი: NaTuKa Mar 8 2008, 11:56

ვერ მოგიტევებვერ მოგიტევებ, რადგან არა ვარ ფიქრთა მსაჯული,
მეც ისეთი ვარ, როგორიც შენ ხარ და როგორც ყველას
არ შემიძლია მე გავკიცხო სხვისი წარსული
და ა;ბათ არც შენ არ შეგიძლია მაგ სულის შველა..
ვერ მოგიტევებ! რადგან ვიცი მოგეტევება,
ალბათ შეგინდობს ყველა ცოდვას გულწრფელი ცრემლი,
ისე დარჩება შენი სახეც ცოდვილ მიწაზე,
როგორც უკვდავი და დიდებული "მეფეთა ველი"
ვერ მოგიტევებ, რადგან არ ძალმიძს სხვისი შენდობა,
რადგანაც არ ვარ სხვის შეცდომილ ფიქრთა მსაჯული,
მეც ისეთი ვარ, როგორიც შენ და როგორც ყველა
არ მაქვს უფლება განვიკითხო სხვისი წარსული..




ისევ ზველი გზა, ძველი ფიქრი და წლები გვათოვს
მე აღარ მინდა ზველი გზები და ნუ მკითხავ "რატომ"
ალბათ დამღალა წლების ბრუნვამ და შენმა სახემ
და ახლა მხოლოდ ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარცევ
ალბათ არ ვიცი წლების ბრუნვას რად დასდევს ქარი
დღეს კი რაც ჩქეფდა ხვალ იქნება დიდი ხნის მკვდარი,
მალე ძველი გზა, ძველი წლები ფიქრებად დათოვს
მეც წავალ ალბათ და ნუ მკითხავ მივდივარ რატომ
ხვალაც იქნება ყველაფერი, რაც იყო გუშინ,
და წლებიც ისევ დაუღლელად და ნელა გავა
რაღა აზრია აქვს ამ ცხოვრებას დაგვღალა თუკი?
თუკი ჩვენც ისე შეუმჩნევლად და ჩუმად წავალთ?!

პოსტის ავტორი: infern_O Mar 8 2008, 13:40

ციტატა(ციცქნა @ Mar 7 2008, 20:38) *
ნაწყვეტი

სისულელეა, მერამდენედ ვეშვები ბეჭით
და იმ განზრახვით, არ ავწიო დილამდე თავი,
და მერამდენედ, შენზე ერთი დეკემბრით მეტი,
დაძინებამდე ვცდილობ გაგცდე. მივადგე აპრილს

ისეთი უცხო (შეიძლება ვეღარც კი მიცნოს),
გადაფასებას გავაყოლე სიფხიზლე ყველა,
არ გეხსომება, დავიფიცებ, ივნისის ათი
და არც ის, რამაც კეფა ამწვა. და მომახედა.

და ალბათ ვერც მას გაიხსენებ, რის გამოც ვგავარ
იმ თეორემის შებრუნებულ ფორმას, რომელსაც
გაგიკვირდება, დამერწმუნე, მაგრამ მას არ აქვს,
შებრუნებული თეორემა და ეს მომენტი,
როცა მიყურებ და შარშანდელს ვერ ხედავ ჩემში,
არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უფრო ახლა,
თებერვლის თვრამეტს, შუადღისას, მით უფრო შენთვის.

დამეთანხმები, შევიცლაე და ჩემს თვალებში დამტვერილი
ნათურა ბჟუტავს, და საეჭვოა მტვრის გადაცლა მოგანდო,
თუმცა, შენ უფრო იცი ვინ მეტად ჰყავს მათ არეკლილი,
თუ ანარეკლი (ცუდად ვფლობ ქართულს, უარესად – რეტერომანულს)...
ნუ მიყურებ ასე დაბნევით, არც ცინიზმია
(დავიღალე უმიზნო როკვით)
არც უადგილო იუმორი. ნიჰილიზმია. უშინაარსო
სიტყვებს ვამბობ, ნუ გაიკვირვებ, ხომ გითხარი,
მომბეზრდა, მოვტყდი
და შენს თვალებში ვიყურები უმისამართოდ.

ეს ყველაფერი გავლილია, გადახარშული,
აღარ მოვყვები
ხომ გითხარი, გადავაფასე შენი როლიც კი
ჩემს დღევანდელ
იერსახეში, და დამიჯერე, არ რჩებიან
ბარდა ფოკები,
ის კი არადა, დრეს რაცა ვარ, არც ის ვიქნები,
თუ დამიჯერებ, მერმისამდე
აღარ გამყვება არაფერი. დიდი ხანია
რაც მივხვდი, რომ
ღმერთის აზრი ვარ და მერყევი ჩემი აზრივითი
და რასაც დრემდე ვაღიარებ, როგორც სიმართლეს,
არის რომ ჩემში არსი დარჩეს, ანუ საზრისი
მთავარია რომ შენარჩუნდეს და აღარ მიკვირს –
აიწონა-დაიწონა ვარ, ცენტრი მაქვს ერთი, ანუ ღერძი,
ანუ არსი და... დავიღალე, არ გადამივლის
სულ რომ ვიძინო სამიოდ თვე გაუღვიძებლად.

ამას გიყვები, იმიტომ რომ მონოლოგები
ამოვიდა ყელში, მომბეზრდა,
და დრეს ის დღეა, მარტოობა როცა არ მინდა.
ტყუილად გითხრობ,
მაპატიე, მით უმეტეს, რომ საუბარიც ისე მდორეა,
მარტო მოსმენას კიარადა, გაგებისას სურვილსაც ითხოვს.
სინდისი მქენჯნის უადგილო აღსარებისთვის
და უმიზეზო
სიცილს ვგავარ დედის გლოვისას,
ისე მრცხვენია,
თითქოს კაბით მობანავეებს, მე შევერიე
ერთადერთი
დედიშობილა
. ცუდად მეძინა

მაღვიძარამ არ დამაძინა, უფრო პირიქით,
საკუთარ თავს გამოვუწერე არ დაძინება
და როგორც ჩანს
თავის ტკივილიც (რომელიც ახლა გავიყუჩე)
უნაგირივით
მძიმე იყო და ცუდი, როგორც სამშობლოზე დაწერილი
შენი მოთხრობა.

მე ის მწყინს კიდევ, რომ ასეთი დავიწყებადი
და ასეთი “სხვათაშორის” ვარ. და თუმცა ვუშვებ
შენი ქცევის მცდარი ახსნაა (ვერ გავბედავდი
შენთვის ამის პირადად კითხვას) მე მაინც უფრო
ამ ახსნის მჯერა, შენ საიდან გეცოდინება,
მაგრამ ყოველთვის, რაც ვერ ხდება ბრალია ჩემი,
თუმც კი ვხვდები, რომ ხმაური მელოდიებად
არ იშლება...
გმადლობ, ხალხ
კედი :21:

რაც გავამუქე აშკარად ძალიან მაგრად მომეწონა... დედის გლოვასთან დაკავშირებიტ ხომ საერთოდ...

პოსტის ავტორი: kedi Mar 8 2008, 19:35

მარეანე
მარეანე გუბეში ხშირად ჯდება. შუა ტალახში შედის, მერე გრძელ და სტაფილოსფერ ყვავილს ტალახიანი წყლით ავსებს და ქვებს რწყავს.
ქვამ წყალი დალია.
მერე გრძელთმიანი ქალები ეძახიან, მოაჯირს დაეყრდნობიან. შავი თმა უმკვეთრებს თეთრ სახეებს. ყველა ერთდროულად აღებს პირს და მარეანეც მათი ბგერებივით სწრაფად გარბის სახლისკენ. ქალებიც მწყობრში ჩადგებიან და ერთი მეორის მიყოლებით უჩინარდებიან, ბოლოს კარი მიყვება.

მერე მეც სტუმრად მივდივარ გრძელ ქალთან მრგვალი თმა რომ აქვს და დაქარგული ლექსები კედლებზე ფერებით და თვითონაც ავიწყდება მათი მნიშვნელობა.

მარეანე გუბურაში შედის, წყალს მუჭში ინახავს, ქვებს ალპობს.

მერე ქალებიც გამოლაგდნენ. მარიეანე სტაფილოსფერ ყვავილებს კრეფს და ქალებს ფეხებთან უწყობს. ქალებმა მიიღეს ხარკიცამ ბევრი იტირა. ასე ათი-ცხრა წელი.

მარეანე ფანჯარასთან იჯდა და თითით ხატავდა გუბეს და ყვავილებს, უფერულს.
რაღაც ფიცის მაგვარი იყო.. თითები და შეშინებული თვალები.. თვალები მარეანესი, თითები-ქალების...

წვიმამ რომ გადაიღო, გრძეფეხება მარეანე გამოვიდა გარეთ. ისევ გუბეში ჩადგა და გამალებით რეცხავდა ქვებს. სანამ არ დაშლიდა, დაფქვიდა.. მერე ისევ დაიკუზებოდა, კაბა უსველდებოდა და ლაქები სწრაფად იზრდებოდნენ ისედაც გაზრდილ კაბაზე.. ხელი-ხელს.. იძახდა მიწა და მერე თვალში ამოისვამდა ხელს. ახლა გუგებშიც ტალახი უდგებოდა..

მერე ქალები, ერთით ნაკლებნი, ისევ შეიყვანდნენ მარეანეს..
მარეანე, ზუსტად 17 წლის.. ოთახში საათი უჩვენებს ზუსტად 7-ს..
ერთი ლამპა.. იწვის..
ქალები მაგიდასთან დასვამდნენ მარეანეს და.. სათითაოდ, ერთიმეორეს მიყოლებით გაიკრიფებოდნენ.. ბოლოს კარი მიჰქონდა და ოთახს ადიდებდა.
მარეანე შავტარიან დანას უსვამს კარაქს და თლის. ზუსტად მზე.. ქალები აპატარავებდნენ ოთახს...ქვამ წყალი დალია.. ზუსტად 9 წელი..

პოსტის ავტორი: aivi Mar 8 2008, 19:55

კენედისი, მართლა რთულია ხოლმე თქმა, ზუსტად იმას კითხულობ რაც ავტორმა დაწერა თუ სხვანაირადაღიქვამ, შეილება ინდივიდუალურად უნდა აღიქვს ყველამ, მე კიდე უკვე შემიყვარდა შენი მარეანე

ციტატა(kedi @ 8th March 2008 - 19:53) *
მერე მეც სტუმრად მივდივარ გრძელ ქალთან მრგვალი თმა რომ აქვს და დაქარგული ლექსები კედლებზე ფერებით და თვითონაც ავიწყდება მათი მნიშვნელობა.
smile.gif

ციტატა(kedi @ 8th March 2008 - 19:53) *
მერე ქალებიც გამოლაგდნენ. მარიეანე სტაფილოსფერ ყვავილებს კრეფს და ქალებს ფეხებთან უწყობს. ქალებმა მიიღეს ხარკიცამ ბევრი იტირა. ასე ათი-ცხრა წელი.

ყოჩაღ კენედისი !

ციტატა(ციცქნა @ 7th March 2008 - 19:38) *
და ალბათ ვერც მას გაიხსენებ, რის გამოც ვგავარ
იმ თეორემის შებრუნებულ ფორმას, რომელსაც
გაგიკვირდება, დამერწმუნე, მაგრამ მას არ აქვს,
შებრუნებული თეორემა და ეს მომენტი,
როცა მიყურებ და შარშანდელს ვერ ხედავ ჩემში,
არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უფრო ახლა,
თებერვლის თვრამეტს, შუადღისას, მით უფრო შენთვის

ციცქნა wub.gif
აქ რა ლიტ.საზოგადოება გვყოლია, ნამდვილი ლიტ.საზოგადოება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 8 2008, 21:08

ციტატა(aivi @ Mar 8 2008, 21:18) *
დადე... ლოდინი... smile.gif
აქ ნიავი ქრის ?

ლინკს დავდებ, სხვანაირად ვერ დავდე, გამოქვეყნებისას ნახევარიც არაა blink.gif

http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=18172

პოსტის ავტორი: aivi Mar 11 2008, 19:38

ციცქნა
გოგო ლიტ.გე-ზე შენი შემოქმედება ვნახე wub.gif wub.gif wub.gif
შენ რა სერიოზული აზრები გაქვს გოგო, ძალიან მომეწონა, მიალოც გადასარევია, ოხა ავა და ომიალი ხომ რაღა...

ციტატა
არ შეგეშინდეს,
რომ ასეთი ნაგავი ხარ და
რომ ასეთი უსასრულო ხარ. ...

ციცქნა, ციცქნა... სულაც არა ხარ ციცქნა wub.gif 010.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 11 2008, 22:35

ციტატა(aivi @ Mar 11 2008, 19:56) *
ციცქნა
გოგო ლიტ.გე-ზე შენი შემოქმედება ვნახე wub.gif wub.gif wub.gif
შენ რა სერიოზული აზრები გაქვს გოგო, ძალიან მომეწონა, მიალოც გადასარევია, ოხა ავა და ომიალი ხომ რაღა...

ციცქნა, ციცქნა... სულაც არა ხარ ციცქნა wub.gif 010.gif


გმადლობ 01.gif

კედი

ძლივს ვიღაცაზე უფროსი ვარ და ისიც მაჩმორებს, დადე თორე :03:

პოსტის ავტორი: kedi Mar 12 2008, 13:50

მაკრატელი
როცა პირველად მოიგონეს მაკრატელი, მისით სიტყვების დანაკუწება დაიწყეს
როცა პირველი სიტყვა დაჭრეს მას ეტკინა და სხვადასხვა კუთხის ადამიანებმა სხვადასხვანაირად დაიმახსოვრეს
როცა საბოლოოდ აკრძალეს მაკრატლის ხმარება ყველა მამამ ის
თავისი ცხენის უნაგირის ქვეშ დამალა..
ცხენები თავლაში დააბეს.. მაშინ პირველად მოუწიათ მთელი პლანეტის მამებს საგვარეულო გვირაბებში ფეხით წასვლა, რათა მემკვიდრეობა მოეტანათ შვილებისთვის..


პირველი გოგო: წითელი და შავი, თოვლისფერი სახით,
მეორე გოგო: მზისფერი და თეთრი
მესამე გოგო: ლურჯი და ოქროსფერი
მეოთხე გოგო: ლურჯი და უფერული

მამები ჩამოვიდნენ
მემკვიდეობა ცალ-ცალკე ჩამალეს თიხის კათხებში
კათხები მიატოვეს
დილით ყველამ სათითაოდ გახსნა
პირველი გოგო: ერთნაირი კათხებიდან განსხვავებული ამოირჩია მანამადე ყველა კათხა გადააბრუნა და ნახა რომ ყველა\\\\ა ერთნაირად ცარიელი იყო მაინც განსხვავებულად ცარიელი აიღო
მეორე გოგო: გადათვალა გადათვალა და ჩვიდმეტი პიტნის დანამული ფურცელი ერთი ჭიქა წყლით შეჭამა..
მესამე გოგო: ხელებზე სანთლები ჰქონდა დანთებული ინტერესიანად გადააბრუნა კათხა და შეხედა
მეოთხე გოგო: ბოლო ჭიქა გადააბრუნა და პირველმა იგრძნო როგორ გაეზარდა თვალები

მემკვიდრეობა
როცა ცხენები ჭენებით დაიღლებოდნენ უნაგირიდან სისხლი სდიოდათ
ღამე თავლაში გადაპარვა არც ისე ადვილია
უფროსმა იპოვა
მომდევნე დასევდიანდა..
მესამემ შეხედა
მეოთხემ მათი ნამყოფი სივრცე გააქრო

როცა პლანეტის ერთ ოჯახში ისევ დაიწყეს სიტყვების ჭრა
დგომისაგან გასუქებული ცხენები შორს დააბეს
სიტყვებს ისევ სტკიოდათ

პირველი ჭრიდა
მეორეს სევდიანი ქარი დაყვებოდა
მესამე Qჭკვიანად უყურებდა
მეოთხე სივრცეს აქრობდა


იყო სიტყვა რომელსაც არ ეტკინა
მას ორი ადამიანი ჰყავდა.
მიყ.ვარ.ხარ.


010.gif ციცქნას 11.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 12 2008, 13:53

ციტატა(kedi @ Mar 12 2008, 14:08) *
010.gif ციცქნას 11.gif


ეგრე რა 010.gif
მეზღაპრე ბაია 010.gif

საფუძველი გაქვს, დაოსტატებაღა გინდა :03:
ხოდა ყველაფერს დრო მოიტანს, ბევრი დრო კი არა 05.gif , აი ნახავ როგორ უკეთ დაწერ ერთი წლის შემდეგ :03:

პოსტის ავტორი: leo-dzia Mar 14 2008, 13:39

აუ მეც დავდებ ერთ უნივერსიტეტში დაბადებულ შედევრს scenic.gif scenic.gif scenic.gif

პაძემკა

ღვინის დალევას თავს ვანებაბ პახმელიაზე,
გაბრუებული წინ და უკან ვთელავ პაძემკას,
მელანდებიან ეშმაკები დღეს ლექციაზე,
როჟა მოდის და საეჭვოდ მთხოვს ზარის გაშვებას...
russian.gif drinks.gif

პოსტის ავტორი: EARL Mar 15 2008, 1:33

leo-dzia

ციტატა(leo-dzia @ 14th March 2008 - 13:57) *
პაძემკა

ღვინის დალევას თავს ვანებაბ პახმელიაზე,
გაბრუებული წინ და უკან ვთელავ პაძემკას,
მელანდებიან ეშმაკები დღეს ლექციაზე,
როჟა მოდის და საეჭვოდ მთხოვს ზარის გაშვებას...

საგორ საგორ 01.gif)))))))))) ასე არ ჯობია ტოოო ამოვიდა ყელში ეს დაკარგული სიყვარული და ზეფილოსოფიური ტვინის ხვნა.. კაი ლექსია

მეც წავიკიტხავ ერტი ორს

ეს ის ლამპიონია უჩა
რომ გაგვინატა ქუჩა

პოსტის ავტორი: ციცქნა Mar 19 2008, 17:06

მე ავცეკვდები, გიმკითხავებ სალსის რიტმებით

მოქნილი რხევით მიმანიშნე
საით წავიდე,
მე გამოგყვები,
მე შენი ვარ...
სანამ ჩვენ ვცეკვავთ.
ახლა კი ვნება ჩამაორთქლე
კისერში,
ყელში,
ხელსაც მომიჭერ,
ხელზე,
ისე რომ არ გავბედო
რომ არ შეგე-
წინააღმდეგო –
ისევ ეჭვი გკლავს
თითოეულ წამს,
რომ შენი არ ვარ,
გაქცეულ მზერას,
წვივებს,
უფრთხი
ბრაზობ და
შიშობ...
მე შენი ვარ.
მთელი საღამო
და სანამ ტამტამს
მოვბეზრდებით
მოდი, მომეკარ,
სანამ ხელებს არ ვიუცხოებ,
სანამ მუსიკა შენზე მეტად არ გამაბრუებს,
არ დავიღლები
მოძრაობით
და არც რიტმებით...

და უცბად ხელს გკრავ,
ტამტამები დაღლის მედოლეს,
ჩამოვარდება სიჩუმე და
მეც გავჩერდები,
ამოვიკითხავ
შენს თვალებში
წამიერ ეჭვს და
თვალს დავხუჭავ,
ფიქრს არ დაგაცდი..
მე ავცეკვდები,
გიმკითხავებ სალსის რიტმებით,
მე გიმკითხავებ მარტოობას
და უჩემობას..
ამ ცეკვის იქით...

______________________

_ ხომ არ გვეცეკვა?
_ სიამოვნებით...

ძველია, უბრალოდ მომინდა დამედო 01.gif

პოსტის ავტორი: TEI Mar 20 2008, 11:49

მე, რომ მიყვარხარ და შენზე ვფიქრობ,
მოწყენილი, რომ დავდივარ ბრმად,
ჩემთან რომ არ ხარ, ალბათ იმიტომ
ოცნების ზღვაში მივცურავ ღრმად...


ამ მონატრებით, გიჟს რომ მამსგვსებს,
სულს, რომ მიშფოთებს, ჯანმრთელს, რომ მკლავს
ჩვენს სიყვარულს, რომ აღრმავებს ასე
მონატრებასაც თავისი დრო აქვს...


თავისი დრო აქვს და თავის ვალი
გრძნობის გამოცდა და ფიქრი ღრმა,
მე ამ ფიქრებში დავდივარ მთვრალი
და ვგრძნობ, მიყვარხარ უზომოდ, მწამს...


მწამს, რომ ამ გრძნობით გამთბარი გული
გონებას მისცემს ძალას და მრწამსს,
რომ ერთად ვივლით სიცოცხლის გზაზე
და ერთად მივალთ სიკვდილის კარს... wub.gif wub.gif blush2.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Mar 20 2008, 17:35

შენ მეტყვი: ძმაო,
არ გინდა სმაო-
ცხოვრება ხელიდან გისხლტება...

მე გეტყვი:დაო,
რად გინდა თქმაო,
რომ ღვინოა ჭეშმარიტება... scenic.gif drinks.gif

პოსტის ავტორი: lost_for_words Apr 2 2008, 13:17

Snowing Colors
კითხვა მაქვს ერთი : "რა ფერად თოვს ? "
ალბათ პასუხი იქნება: " თეთრად "
და ვინც ფანტელებს ნაცრისფრად ვხედავთ ?
იისფრად თოვის მომხრეც გვყავს კენტად.

ისევ მრავალჯერ ჩამოთოვს ალბათ,
გაანაცრისფრებს ნაცრისფერ ტრასებს,
ჩვენ თოვლის თეთრად დანახვის უნარს
გამწვანებული ფსიქიკა გვართმევს.

როგორც ყოველთვის ადვილად ვიცნობთ
IDM ის დამტვრეულ Glich ებს,
ერთფეროვანი, რუხი სამყარო
კვლავ სუიციდურ აზრებს გაგვიჩენს.
.
.
.
.
.
რუხმა ფიფქებმაც შეწყვიტეს ბარდნა,
შენი ცხოვრებაც თოვლივით დადნა,
და მობეზრებულს შენ ამ ყველაფრით
სახურავიდან გსურს გადავარდნა.

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 2 2008, 13:29

ციტატა(lost_for_words @ Apr 2 2008, 14:35) *
Snowing Colors
კითხვა მაქვს ერთი : "რა ფერად თოვს ? "
ალბათ პასუხი იქნება: " თეთრად "
და ვინც ფანტელებს ნაცრისფრად ვხედავთ ?
იისფრად თოვის მომხრეც გვყავს კენტად.

ისევ მრავალჯერ ჩამოთოვს ალბათ,
გაანაცრისფრებს ნაცრისფერ ტრასებს,
ჩვენ თოვლის თეთრად დანახვის უნარს
გამწვანებული ფსიქიკა გვართმევს.

როგორც ყოველთვის ადვილად ვიცნობთ
IDM ის დამტვრეულ Glich ებს,
ერთფეროვანი, რუხი სამყარო
კვლავ სუიციდურ აზრებს გაგვიჩენს.
.
.
.
.
.
რუხმა ფიფქებმაც შეწყვიტეს ბარდნა,
შენი ცხოვრებაც თოვლივით დადნა,
და მობეზრებულს შენ ამ ყველაფრით
სახურავიდან გსურს გადავარდნა.



ამ ქვეყანაზე უცოდველი მხოლოდ ღმერთია,
რეალისტი ვარ და ვხედავ რომ თოვლი თეთრია.


ეს ექსპრომტია,ამ წამს მომივიდა თავში...

პოსტის ავტორი: niku Apr 2 2008, 13:57

თოვლიან ღამეს,სევდიანი თვალებით იხედები ფანჯარაში,თითქოს ელი ვიღაცას და არ იცი ვის...?!

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 3 2008, 18:01

ახლა საათი სრულდება ექვსი,
გამომელია მე მგონი ლექსი..

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 3 2008, 18:05

ციტატა(ninikusa @ Apr 3 2008, 19:21) *
მომწონს შენი შემოქმედება ტან ექსპრომტის პირობაზე 11.gif

ამიფეთქდეს ლამის ტვინი,
გაიხარე ჩემო ნინი.

პოსტის ავტორი: RED_BARON Apr 3 2008, 18:33

რა დროს ლექსია,
როცა მესვრიან
11.gif 03.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 3 2008, 18:42

ციტატა(RED_BARON @ Apr 3 2008, 19:51) *
რა დროს ლექსია,
როცა მესვრიან
11.gif 03.gif

ვერ გაგიგია შენ ლექსის გემო,
ვინ რა გესროლა ბარონო ჩემო?

პოსტის ავტორი: RED_BARON Apr 3 2008, 20:34

ჩაინიკს ატყდა ემალი
ANTI-TANK_ს მესვრის ჯემალი

03.gif 03.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 4 2008, 13:10

ციტატა(RED_BARON @ Apr 3 2008, 21:52) *
ჩაინიკს ატყდა ემალი
ANTI-TANK_ს მესვრის ჯემალი

03.gif 03.gif

აყვავილდა ტყემალი,
ვერ მოგარტყავს ჯემალი.

პოსტის ავტორი: tatato Apr 5 2008, 17:09

კედი იგივე კედი_კედი ხომ ? 01.gif

ძალიან მომწონს..

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 7 2008, 15:02

რომლები ხართ,ვერ გიცანით ვერვინ ხმაზე,
ლექსის წერა მაგარია ლექციაზე....

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 14:53

ციტატა(aivi @ Apr 8 2008, 13:44) *
leo-dzia
ეს ბავშვი გენიოსია....... clapping.gif clapping.gif

მე ამ ფორუმზე ჩემ გრძნობებეზე გავლექსო მინდა,
ფორუმელებო არ დავრჩები არც ერთთან ვალში.
გენიოსობას არ ვიჩემებ.გრძნობა მაქვს წმინდა.
ფრთამოტეხილი ბეღურა ვარ,ვფარფატებ ქარში.

ესეც ექსპრომტია...ხახახაააააა

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 14:59

Ms.svan-SKY
სვანეთის მზეო,ამობრწყინდი,ლექსები მტყორცნე...
გამოგიგზავნის დედამიწა უამრავ კოცნებს....

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 15:03

ციტატა(Ms.svan-SKY @ Apr 8 2008, 16:19) *
37.gif 37.gif არა საოცრებაა..

არ მინახიხარ რამდენი დღეო,
რამ გაგაოცა სვანეთის მზეო?

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 15:13

Ms.svan-SKY
ცხოვრებაში ვუსაქმურობ,არაფერსაც არ ვშვები.
ოხ ნეტავი სად წავიდნენ თავხოტორა ბავშვები?

პოსტის ავტორი: Ms.svan-SKY Apr 8 2008, 15:14

ლექსად გიპასუხო თუ?.. 37.gif 37.gif აბა მერავიცი.. unsure.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 15:16

ციტატა(Ms.svan-SKY @ Apr 8 2008, 16:32) *
ლექსად გიპასუხო თუ?.. 37.gif 37.gif აბა მერავიცი.. unsure.gif

თუკი გაუგე ლექსობას გემო,
ლექსად ჯობია,გალექსე ჩემო.....

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 15:23

ციტატა(Ms.svan-SKY @ Apr 8 2008, 16:38) *
არა მე ვერ სეგეცილები.. ლექსე და ლექსე ძია ბატონო.. 7.gif

ვიღაცას ვსანი წიხლქვეშ გაიფენს,
არ შემეცილო,გამეკაიფე...

პოსტის ავტორი: davi T nidze Apr 8 2008, 16:08

leo-dzia


საღოლ შენ 06.gif


პოსტის ავტორი: tatiaaaaaaa Apr 8 2008, 16:17

მეც მინდა ლექსობა 03.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 16:18

ციტატა(davi T nidze @ Apr 8 2008, 17:26) *
leo-dzia საღოლ შენ 06.gif
ლექსები მომდის ფარად და ფარად,მოდერატორო იხარე მარად.. 03.gif
ციტატა(tatiaaaaaaa @ Apr 8 2008, 17:35) *
მეც მინდა ლექსობა 03.gif
ლექსების მიდგას კოდი,თათო ვილექსოთ მოდი.

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 8 2008, 16:55

მიეშმაკდება ლექსები თავში,
ვეღარ ვეტევი საკუთარ ტყავში.
მე ულექსებოდ ვიქნები ბავშვი,
რომელიც ზღვაში მარტო ზის ნავში..

მოკლედ დღეს ექსპრომტების ხასიათზე ვარ....

პოსტის ავტორი: ninikusa Apr 9 2008, 18:51

დღესაც მაწვიმდნენ თეტრი ფიფქები,
მედევნებოდა ქარი ჩუმ-ჩუმად,
სულში შეჯარდნენ შავი ნისლები,
შემომეპარე გულში უჩუმრად,

და წვიმდა, წვიმდა, წვიმდა უმიზნოდ,
უმისამართოდ შენს გზებს ვეძებდი,
გადავცდი თითქოს...
და მესმის ახლა როიალის ნაზი ბგერები,
ბახის სონატას უკრავდა ვიღაც..
ვერ მომერევი...
კუპიდონო, ვერ მომერევი..









მონანიებად იქუხებს ცრემლი
და დაინთქმება,
ცხოვრებაც ჩემი უანგარიშოდ მცირე იქნება,
ვიღაცას ელის მოდუდუნე მტკვრის ნელი დინებაც,
და რაც დღეს იყო დამიჯერე ხვალაც იქნება,
თუ ამაოა წუთისოფლის გზების გაკვლევა
რად ვვლიდი მაშინ უცხო ბილიკებს 17 წელი?
რატომ შემიპყრო მარტო შთენილი ჩუმმა ნაღველმა?
რატომ მისმენდი, თუკი არასდროს გესმოდა ცემი?
პეტერბურღიდამ ვერ მოგწერ ლექსებს,
არც მთაწმინდაზე დამაღამდება,
მოწყენით მჯდარი, განჯრის რაფაზე
დავითვლი წვიმის ლიცლიცა წვეთებს,
შენზე ვიფიქრებ,
მაგრამ ვერასდროს შეგპირდები, რომ
ხვალაც და ზეგაც სენზე ფიქრებში დამარამდება..






დაბინდებულა ტატოს მთაწმინდა,
არსაც ჩანს მთვარეც გალაკტიონის

უმისამართოდ აბნევდა ქარი ალუჩის ყვავილს,
ახლა კი აღარ ქრის ქარიც
ჩაბნელებულა თითქოს სიონიც
სულ ერთი წამით...
მარადისობის ხანმოკლე წამით...
და ქროდა ქარი..
და ქროდა ქარი..
გუშინ პოეტმა დაუკრა ქნარი, შენსავით წყნარი,
დადუმებულა გოლოვინი, არ ისმის ჩქამიც,
წიტელ კრამიტზე ჩასძინებია ალუჩის ყვავილს
აქ გაყინულან ჭადრის ფითლებიც
იქ კი ისევ ქრის ქარი..
მე მიყვარს წვიმა გადაუღებლად...
მე მიყვარს ქარიც...

პოსტის ავტორი: ციცქნა Apr 9 2008, 22:35

დღეს - ვერ ვიპოვე სხეულზე საფეთქლები.
ხვალ - არ არსებობს. ზეგ - მით უმეტეს.
გუშინ - ღამის ჩვეული გათენება.
ახლა - სიზმარი, რომელსაც ვერაფერს მოვუხერხებ.

დრო - ჩვეულად წამწამით გადაწევა.
დილა - ნახატის \"ჰაეროვანი პერსპექტივა\".
ღამე - მუხლამდე ამოცმული გამაშები.
შუადღე - ობობას ქსელი ბგერებისგან.

მე - ოსტატური ანამორფოზი.
შენ - კარტონი ცარცში და ნახშირში.
ჩვენ - ოპტიკური ილუზია.
ჩვენ - ცალ-ცალკე გავხშირდით.

მე - ოსტატური ანამორფოზი.

პოსტის ავტორი: ninikusa Apr 10 2008, 14:00

იდგა აპრილი, თბილი და წყნარი...
არ ქროდა ქარი..
ყვაოდა ბაღში იასამანი, ატმის რტოსავით ნაზი.
შავ-თეთრ ფერებში ხატავდა ვარდებს ბავშვი,
სინათლე არ ჩანდა არსით.
დადგა აპრილი, არც ისე წყნარი,
სწრაფად მოიჭრა ჩრდილოეთიდან ქარი,
ნათელ ფერებში ხატვას ცდილობდა ბავშვი..
და ხალხიც...
იქ, სადაც იდგა ტაძარი ძველი, მივიდა ქართველი, არა ორი და ერთი,
"აღარ გწამთ ღმერთი?!"
თავისუფლების ბრძოლა დუმილით, სანთლებით ხელში...
იდგა აპრილი, ბობოქარი,
ვერხვების ტოტებს არხევდა ქარი,
და აღარ იყო აპრილი წყნარი...
გადაულეწეს იასამანს ნაზი ტოტები,
იმ იასამანს, სულ ახლახანს რომ აყვავდა ბაღში..
შლეგივით დაჰქროდა ქარი,
დგებოდა აპრილის ათიც,
სისხლისფრად იყო სეღებილი დამტვრეული იასამანი..
ტიროდა ჩუმად ბავშვი,
ვეღარ ხატავდა ფერად ყვავილებს,
და იყო მარტო, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
გალაკტიონის...
იდგა სიჩუმე...
მიცვალებულთა რექვიემში კი ისმოდა თავისუფლების ჰანგი...
გათენდა აპრილის ათი..

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 10 2008, 15:03

კარგები ხართ,საღოოოოოლ

პოსტის ავტორი: kedi Apr 10 2008, 17:39

..სოფელი
იმ სოფელს, რომელსაც ორი მხარე აქვს
და მარჯვნივ, მიწადალპობილი
ცივი წყლით სავსე
ქუჩებში,
მთელი ბავშვობა მიმზადებდი
საძირკველს, ღობედ ამოსასვლელს..
ხეების გვერდით
ჩუმად მარხავდი
ჩემი ძვლების წიწილებს
და ცოცხალად გამხმარ გერბარიუმებს
მიტოვებდი
ბუხრის თავზე შემომჯდარი გოგონასაგან.
მერე უხმოდ შევსებული
წასვლის ბლანკებით,
იმ სოფელს, რომელსაც ორი მხარე აქვს
გზა ჩაეხერგა..
დაი,
ჩაჭაობებული ბავშვობა დამიტოვე ,
მარცხნიდან მოსავლელი გაზაფხულ-შემოდგომამდე..
გავცივდები, ამომიშრე წყალი მე
ღობედ დარჩენილი მარტოობა ვარ..
როცა სიბერე ჩვენს
პაპების ლოყებს უჭამდა
და ჩუმად ქრებოდნენ
წელ-წელ დაყოფილი ფოტოებიდან
მათი სიბრმავეები
შენ ისევ თხრიდი და
როდესღაც დაბადებულ მორებად დაჭრილ
ღობეებს ანდომებდი შენი ბავშვობის
საფლავების ოჯახს...
სასაფლაო კი გაკვალული ნიადაგივით
წყლის მოსვლა-წასვლამდე
სადღაც ქრებოდა...
და ჩაჭაობებულ ბავშვობაშI
ღრმად გათხრილ საძირკველს
თევზების დაყრილი
ქვირითივით სიტყვებით აცოცხლებ..
დაი..

პოსტის ავტორი: ციცქნა Apr 10 2008, 17:53

ციტატა(kedi @ Apr 10 2008, 17:57) *
..სოფელი
იმ სოფელს, რომელსაც ორი მხარე აქვს
და მარჯვნივ, მიწადალპობილი
ცივი წყლით სავსე
ქუჩებში,
მთელი ბავშვობა მიმზადებდი
საძირკველს, ღობედ ამოსასვლელს..
ხეების გვერდით
ჩუმად მარხავდი
ჩემი ძვლების წიწილებს
და ცოცხალად გამხმარ გერბარიუმებს
მიტოვებდი
ბუხრის თავზე შემომჯდარი გოგონასაგან.
მერე უხმოდ შევსებული
წასვლის ბლანკებით,
იმ სოფელს, რომელსაც ორი მხარე აქვს
გზა ჩაეხერგა..
დაი,
ჩაჭაობებული ბავშვობა დამიტოვე ,
მარცხნიდან მოსავლელი გაზაფხულ-შემოდგომამდე..
გავცივდები, ამომიშრე წყალი მე
ღობედ დარჩენილი მარტოობა ვარ..
როცა სიბერე ჩვენს
პაპების ლოყებს უჭამდა
და ჩუმად ქრებოდნენ
წელ-წელ დაყოფილი ფოტოებიდან
მათი სიბრმავეები
შენ ისევ თხრიდი და
როდესღაც დაბადებულ მორებად დაჭრილ
ღობეებს ანდომებდი შენი ბავშვობის
საფლავების ოჯახს...
სასაფლაო კი გაკვალული ნიადაგივით
წყლის მოსვლა-წასვლამდე
სადღაც ქრებოდა...
და ჩაჭაობებულ ბავშვობაშI
ღრმად გათხრილ საძირკველს
თევზების დაყრილი
ქვირითივით სიტყვებით აცოცხლებ..
დაი..


ეს ბავშვი ბევრს მიაღწევს, თუ რამე მესმის და გამეგება... 01.gif

პოსტის ავტორი: Leonard Shelby Apr 10 2008, 19:20

ესეც ჩემი პირველი მცდელობა. blush2.gif
მე მომწონს და ტქვეც დაწერეთ თქვენი აზრი.
ვერ დავაკოპირე აქ , სხვა ენაზე წერს.
http://www.link.ge/file/15966/didebis-dgeebi.doc.html

პოსტის ავტორი: sin165 Apr 10 2008, 19:26

ციტატა(Kasabian @ 10th April 2008 - 19:38) *
ესეც ჩემი პირველი მცდელობა. blush2.gif
მე მომწონს და ტქვეც დაწერეთ თქვენი აზრი.
ვერ დავაკოპირე აქ , სხვა ენაზე წერს.
http://www.link.ge/file/15966/didebis-dgeebi.doc.html

საღოლ, ძაან მაგარია. rofl.gif

რა არი ბიჭო ეს? 03.gif

პოსტის ავტორი: ninikusa Apr 11 2008, 14:00

მე ვერ შეგპირდები ლექსებს ტიციანის,
მე ვერ შეგპირდები გალაკტიონის მთაწმინდის მთვარეს,
ვერც ლურჯა ცხენებს მოგიყვან
და ვერც ცივ კედელზე თავმიპყრობილი შენზე ფიქრებში გავათევ ღამეს..
მე ვერ შეგპირდები ისეთ სიყვარულს, როგორც რომეო უყვარდა ჯულიეტას,
არც იმას შეგპირდები, რომ მუდამ ვიქნები შენთან, თუნდაც სულიერად..
გპირდები მხოლოდ, რომ ყოველთვის გაგაღიმებ,
ყოველთვის გაგიტაცებ სიგიჟის ზღვაში,
ყოველთვის გადავიფრენთ ღრუბლებზე მაღლა,
ყოველთვის გაჩუქებ სიმრერებს, სანამ მეყვარები ალბათ..
ვერ გეტყვი იმას, რომ მუდამ მეყვარები
და შენს სიყვარულს ტან წავიღებ კუკიის გზაზე,
უბრალოდ გეტყვი რომ ახლა მენატრები ძლიერად ძალზე....

პოსტის ავტორი: kedi Apr 11 2008, 18:11

ნინიკუსა
წავიკითხე ეს ლექსები და სიმართლეს გეტყვი, არ მომეწონა არც ერთი,.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ წერას უნდა შეეშვა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია . და მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: ninikusa Apr 11 2008, 20:58

kedi
არა კედი, შენ მოგწონს თუ არა ცემთვის მნისვნელობა არ აქვს 01.gif მთავარია მე მომწონდეს და სხვებსაც 01.gif ასე რომ რახანც შენ არ მოგწონს წერას არ სევეშვები, მაგის გულისთვის რომ ეშვებოდნენ წერას ხალხი, შენც კაი ხნის წინ შეეშვებოდი 01.gif

პოსტის ავტორი: kedi Apr 13 2008, 11:48

სესილიები

სესილია უმცროსი,
რომელიც აღარ მოიკლავს თავს,
და მაინც უნდა ლამაზად მოკვდეს
სესილია, ხელზე გადახლარტული გამჭირვალე კანით
და ნაკუწ-ნაკუწ
დაგლეჯილი კაპილარებით.
რომელიც უყვარდათ გუშინ,
და მისი
სამახსოვრო ხე, აღარ უყვართ დღეს..
რომელიც დაცალეს გუშინ და
დღეს ცარიელი კედლები დაუწყვიათ ნათითური ნივთები
და ყველას,
ყველას შეუძლია
მისი ნანათითურევის გადაფარვა
უბრალოდ ცნობისმოყვარეობის,
შაკიკის და გვიან აღმოჩენილი ფილმების გამო..
სესილია, აღარ მოილავს თავს,
ის უბრალდო გადაყვლეფილ
სადენს ღეჭავს..
და ვარჯოშობს, როგორ გახდეს შემთხვევითი თვითმკვლელი
ქალიშვილი..
სესილია უმცროსი, აღარ მოიკლავს თავს,
რადგან უფროსი და მისი უფროსის უფროსი სესილიები
გაიზარდნენ და არც ისინი მოიკლავენ თავს,
რადგან
ცხოვრებამ მოკლა ისინი, როცა დაბადა..



სესილიები,
თეთრი კაბით და დანაკუწებული გულიბით, ისინი წინა ცხოვრებაში უბრალოდ
მიგდებული მითითებები და მიზნები იყვნენ..
სესილიები,
აღარ მოიკლავენ თავს....
ისინი მოკლეს, როცა დაბადეს..

24.11.07.

პოსტის ავტორი: leo-dzia Apr 14 2008, 13:48

ზის უბედური გარემოვაჭრე,სემიჭკას ყიდის.....
მას პურის ფული იშოვოს უნდა...
მაძღარი ტიპი ტროტუარზეც ჰამერით მიდის
და აპარატში უთვალავი იყრება ხურდა......


ლექსუკაა რა....

პოსტის ავტორი: kasper Apr 14 2008, 23:34



sin165
ნუ აყვები OFFებს დაგღუპავენ 01.gif

პოსტის ავტორი: kasper Apr 15 2008, 11:37

DoRiaN_Grey

+10 % წორნი 01.gif

პოსტის ავტორი: tb_parazitka May 10 2008, 22:12

არეულობა

* * *
როდესაც ბობოქრობდა ღრუბლებთან მდინარე, სამმა ქალღმერთმა ჩამოიარა - სილამაზის, ოცნებისა და სიკვდილისამ. სამივეს ერთი გზა ჰქონდა და ყვავი მიაცილებდათ.

* * *
შემოდგომისას, როცა ფოთლები ტირიან, იხარებს ყინვა. გაზაფხულზე კი ხეები თეთრად მოთოვენ - არ მოვა!!!

მდინარე კვნესს, მდინარე ტირის, მდინარე მიყვება ამბავს. შავი ფეხსაცმლით ვიღაცას გაუვლია და დაუსვრია შავად! ჩრდილები ბრაზობენ და მზეს გაურბიან. სილას მდინარის პირას წამოჭრილი ნიავი ფანტავს. შორიდან ისმის მუსიკის ხმა თითქოს კუბოს აყრიანო პირველ ბელთებს, მდუმარე ხმაური - ერთი, ორი, სამი... შავი ნოტები, შავი ფარდები, მწვანე კალამი. სამი ღვთაება. ლოდინი. ყვავის ჩხავივლი - ყვა, ყვა, ყვა!
ფურცლები ცოტა ხნით ვათხოვე ისევ იმ ნიავს, რომელმაც სილა გაფანტა წუთის წინ. ვათხოვე და უსირცხვილოდ წამართვა... ახლა ერთმა მოხუცმა გაიარა ჩემს წინ. ყვავმა კი ჩამჩხავლა: „შეხედე, შეხედე, ის წარსულიდან მოვიდა, აწმყოში დაკარგული მომავლის გზას ეძებსო, სულ გაგიჟდაო, საწყალი...“ რა ბოროტია მართლაც-და ყვავი!
მდინარეზე თეთრი მტრედის ჩრდილი გამოჩნდა, თეთრი იმედის, მაგრამ ჰმ! ლაღად გაფრინდა.
მოვა, არ მოვა, მოვა, არ მოვა - ბედს მკარნახობს გვირილა. წელზე შემომხვია უკნიდან ხელი, ცოტათი შევკრთი, მერე თმაში შემიცურა გრძელი თითები, ტუჩები დამისველა და ფურცლები წამართვა ისევ ნიავმა - როგორ გაგულისდა!!!
მზეო, ამოდი, ამოდი - ამოვედიო, მითხრა და თვალი ჩამიკრა.
რა ახლოს არის, მდინარის იქით. როგორ მალე მივალ, გულში ჩავიკრავ და ისევ ვეტყვი.... ის კი არ მოდის, არც რამე ისმის მისგან. დროც დამავიწყდა. ნეტავ რამდენი ხანი გავიდა, რაც აქ ვარ?! ნეტავ თუ მოვა?!
უკან მივიხედე. გოგო და ბიჭი სკამზე დასხდა, ერთი თავში, მეორე - ბოლოში. საუბრობენ და თავები ისე აქვთ ერთმანეთთან ახლო მიტანილი, გეგონება დაეწაფებიანო წყალს სულ მალე. პირველი პაემანი აქვთ ალბათ...
მე(ც) ველოდები. დროის ცვლას მხოლოდ მდინარის ჩხრიალით ვხვდები...


27.03.08 ვერეს ნაპირებთან

პოსტის ავტორი: kasper May 10 2008, 22:28

მოდით დავიწყოთ !!!!

მადლობა პარაზიტკას რო ამ თემის ბარდაგი შემატყობინა უბრალოდ მე მეგონა მიხედილი იყო იმიტომ რო მე გვიან დავინიშნე აქ და ყველა ტემა არ გადამიკითხავს მეგონა ტრინიტისაც ექნებოდა რამე გაკეთებული მაგრამ ...





ყველას გაფთხილება(( * და მეორედ რო ვნახო ესეთი რამე არავის აღარ დავინდობ მართლა სერიოზულად ვამბობ 22.gif *))

sheik O
mark
gochi_gochi
kedi
ციცქნა
pitagora

beatlesman
Ms.svan-SKY
confusion
uhuhuhu


მადლობთ ყურადღებისთვის და მართლა გეუბნებით ყველას დაგწორნავთ ვინც გააOFFებს

14 გვერდიანი თემიდან 5 გვერდი OFF იყო 22.gif 22.gif 22.gif


პ.ს
გასაჩივრებას არ ექვემდებარება 01.gif


ხო დადეთ ნაწარმოებები და გაუკეტეტ ნაწარმოებს კომენტარი მომწონს არ მომწონს არა თუ მოგწონთ რატომ და თუ არ მოგწონთ რატომ


არ დავინახო პოსტები მეც ვწერდი ლექსებს მაგრამ არარ ვწერ და მეზარება დადება და შემდეგი ...


თუ გინდა რამის დადება დადე თუ არადა გადი ამ თემიდან და ნახე სხვა ტემა !!!

უაზრო პოსტებს შეეშვით !!!!

პოსტის ავტორი: tb_parazitka May 10 2008, 22:40

ურჯულო მორწმუნე, ანუ დაცემული ანგელოზი

* * *
ფიქრები.. სიცივე.. სიბნელე... სიტყვები... ქაოსი... ხმაური... უცებ ნათდება, წამი არ წყდება, სწრაფი ფეხის ხმა, გაქცევა... სულის დაკარგვა... ხარხარებს სატანა... სიჩუმე, ღამის ზმანება...

დედამ მასწავლა:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევა შენი, იყავნ ნება შენი....“
„ნება შენი“ - ჩაქრა საინთელი, დატოვა ნათელი...

* * *
სირბილი, სირბილი, სირბილი, სირბილი, უცებ ნათდება, დილა ღამდება, იწყებს ცხოვრებას, სასტიკ დროებას, იცინის, იცინის, იცინის, იცინის, უცებ კი წივის....

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევა შენი, იყავნ ნება შენი....“
„ნება შენი“ – სიბნელე, სიცივე, ფიქრები, სისხლის წვეთები, ცრემლით დღები...

* * *
- მე შენ მიყვარხარ! - პირველი სიტყვები, ასაკით ვმძიმდები, სათუთი ფიქრები, წარსულით ვიბნევი...
ღვთის სახლი.
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევა შენი, იყავნ ნება..
იყავნ ნება შ..ენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა
ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი
ვითარცა ჩვენ მუვუტევებთ თანამდებთა
მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან
ამინ!“
- ამინ! - ერთხმად.. სანთელი ბჟუტავს და აპობს ის ბნელს...

* * *
ვგიჟდები, ვიბნევი, მგონი რომ ვკვდები, მჭირდები, მივხვდები...
„ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდ...“
- მიყვარხარ! - ისევ მიხსენი.
წლების თვლით ვიწვები, იყო ცამეტი და ახლა ოცი, სათუთი სიტყვები - მე შენ მჭირდები! ლამაზი ოცნება, არ მინდა მოცდენა..
- უფალმა შეგაერთოთ! - ნანატრი წუთები, ტაძართან ვიჩოქები..
* * *
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევა შენი, იყავნ ნება შენი....“
„ნება შენი“ - ბავშვობის ფიქრები, ნაცნობი სახლები.
- აღარ მჭირდები!

* * *
გავიდა კვლავ წლები...
- მამიკო სად არის?
- ნუთუ არ იღლები?!
ის ისევ ფიქრებში, კვლავ სიბნელეში, ქაოსში, ხმაურში, სინდისის ქენჯნაში..
- მამიკო, მჭირდები!
„უფალო, დაიფარე, ამას გევედრები!“

* * *
დგას ტაძრის ეზოში, იხსენებს ძველ დროს, დაჰყურებს მტკვარს - რას ფიქრობს კვლავ?!
უცებ, დადუმდა! მღვდელი ვის ლოცავს? ნუთუ ის არის... და მისი შვილიც...
„ღმერთო, მომიტევე, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...
მახსოვს ბავშვობა, დედით ობლობა, მამისგან ცემა, ქუჩაში გდება, მერე დალევა, ვენის წართმევა, ასე ცხოვრება უკვე მომბეზრდა!“
- მამა!...

* * *
ისევ დროის ცვლა...
„მამო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..“ - ახლა ის ლოცავს, იგი მათ ლოცავს, ის სხვათ აერთებს და რწმენით კურნავს...
„გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით...
...ქადაგებდა ღმერთის სასუფეველს და ასწავლიდა უფლის იესო ქრისტესათვის თამამად და დაუბრკოლებლად.. (ბიბლია)“



20.05.07

პოსტის ავტორი: leo-dzia May 16 2008, 17:36

შენ მეტყვი:
ძმაო,
არ გინდა სმაო,
ცხოვრება ხელიდან გისხლტება...

მე გეტყვი:
დაო,
რად გინდა თქმაო-
რომ ღვინოა ჭეშმარიტება...



არა რა,ნაღდად ღვინოშია ჭეშმარიტება....

პოსტის ავტორი: leo-dzia May 20 2008, 18:03

ჭეშმარიტება ქართველისთვის ხშირად ღვინოა,
ღვთის სასმელია,სიცოცხლეა,საღიღინოა....

პოსტის ავტორი: nanoo May 21 2008, 1:17

დღეს!
ცხოვრება იცინის, კაცი კი ტირის,
აზრები ქარში უმიზნოდ მიქრის,
ვიღაცა მოდის, ვიღაც კი მიდის
და ყველაფერი კვლავ რჩება ნისლში.

გრძნობები იწვის, სიტყვები იღწვის,
სიძულვილი კი ერევა სისხლში,
სიბილწე იბრძვის, სიწმინდეს ის ცვლის
და ყველაფერი კვლავ რჩება ნისლში.

სამყარო იწვის, ცოდვებით იწვის,
გამოსავალის პოვნისთვის იღწვის,
მაგრამ საშველი აღარ ჩანს, რატომ?
ყველაფერია კვლავ შავბნელ ნისლში!

მაგრამ გჯეროდეს ეს დროც გაივლის,
ბოროტს ხომ ისევ კეთილი შეცვლის,
და გახვეული სიბილწე ნისლში,
შეუერთდება ჯოჯოხეთს ძირში!
baby.gif blush2.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia May 27 2008, 15:57

ეს ჩემი სალამია ლოთებისთვის... მაინტერესებს თქვენი შეფასებები...


ლოთებო...

მე კარგად მესმის თქვენი ლოთებო,
მეც ხშირად თქვენნაირი ლოთი ვარ.
აღარაფერი გაქვთ საოცნებო,
ბახუსთან ყოველ დილით მოდიხართ.

უხმოდ გამოსცლით სავსე ფიალებს,
აღარ განაღვლებთ წესი და რჯული,
მინავლებული გრძნობა იალებს,
ძმად გაგიხდებათ ვაზის ნაჟური.

გათენებიდან ხართ ღვინის სმაში,
არ გიშუშდებათ ძველი იარა,
უკვე ომახიც აღარ გაქვთ ხმაში-
მთელმა ცხოვრებამ გადაიარა.

ვეღარ იქნებით თქვენ გრძნობით მთვრალი,
ღვინით გონება გაქვთ დაბინდული,
არც ცოცხლები ხართ,არც გქვიათ მკვდარი-
სადღაც შუაში ხართ გარინდული.

თქვენ ამ ცხოვრებამ შიგ გულში დაგჭრათ
და თქვენც ცხოვრებას გაენაპირეთ,
წარსულში მხოლოდ ტკივილი დაგრჩათ,
აწმყოშიც მხოლოდ სიკვდილს აპირებთ.

გადაჰკრავთ ღვინოს და წამიერად
გაფრინდებიან მწარე ფიქრები,
სასმელთანა გრძნობთ თავს ბედნიერად,
არ დარდობთ ხვალ თუ სულ არ იქნებით.

მაცხოვარის სისხლს უღმერთოდ შესვამთ
და უფლისგანაც არაფერს ელით,
არ უშინდებით არც ღმერთს,არც ეშმაკს
სიკვდილიც მოდის ნაბიჯით ნელით.

რამდენი ღამე შემოგეთიათ
ღვინის დოქებთან,წრიალში ქარის...
თქვენთვის ამქვეყნად ჯოჯოხეთია
და ჯოჯოხეთში სამოთხე არის.

წვიმიან ღამეს მოვა სიკვდილი,
მისი დანახვა დადეხარდებათ,
სადმე მიგფლავენ იმავე დილით-
თქვენი ხსენებაც წამში გაქრება.

საფლავს დაფარავს ეკალ-ბარდები,
ზედ არ წაგიქცევთ არავინ ჭიქას.
გულს სამარეშიც დაღრღნის დარდები
და ერთ ჯამ ღვინოს ინატრებთ იქაც...

თუმც მაინც მესმის თქვენი ლოთებო-
ზოგჯერ უფალიც ავის მქმნელია...
აღარაფერი გაქთ საოცნებო
და თქვენც მეტი გზა არ დაგრჩენიათ...
buddies.gif diablo.gif drinks.gif russian.gif 68.gif scenic.gif scenic.gif scenic.gif scenic.gif

რას მეტყვით,ვილოთაოთ?



პოსტის ავტორი: George:) May 27 2008, 18:08


ციტატა(leo-dzia @ 27th May 2008 - 17:15) *
წვიმიან ღამეს მოვა სიკვდილი,
მისი დანახვა დადეხარდებათ,
სადმე მიგფლავენ იმავე დილით-
თქვენი ხსენებაც წამში გაქრება.




ციტატა(leo-dzia @ 27th May 2008 - 17:15) *
საფლავს დაფარავს ეკალ-ბარდები,
ზედ არ წაგიქცევთ არავინ ჭიქას.
გულს სამარეშიც დაღრღნის დარდები
და ერთ ჯამ ღვინოს ინატრებთ იქაც...



ეს ორი სტროფი გენიალურია01.gif


პოსტის ავტორი: leo-dzia May 28 2008, 15:04

George:)
გმადლობ... როგორც პოტენციური ლოთი ვცდილობ რაღაცას....

პოსტის ავტორი: ციცქნა May 31 2008, 1:33

ჩემში ფიქრების ქარიშხალი ჭიმავს მალაყებს
შენი დუმილი, ხედავ? რამდენს მალაპარაკებს...

პოსტის ავტორი: leo-dzia Jun 2 2008, 15:07

...შენ ნარკოტიკო სიცოცხლეს და ოჯახებს აქცევ,
და ადამიანს გონებაჩლუნგ არსებად აქცევ...





(ნაწყვეტია)

პოსტის ავტორი: nanoo Jun 3 2008, 19:44

ფურცელი,პასტა,ფიქრების დასტა,
სიტყვების კარგვა,ოცნებით ქარგვა,
სათქმელის არ თქმა,თვალებით გათქმა,
ნეტავ რა არის?არ გინდა, არ თქვა.

თვალებზე ცრემლი და ღამე ბნელი,
სინდისის ქეჯნა გრძნობები მწველი,
დილის სინათლე,ცრემლი ჩვეული
და კვლავ სიგიჟე შემოჩვეული.

საღამოს ისევ ფურცელი,პასტა,
ისევ უაზრო ფიქრების დასტა,
სათქმელის არ თქმა,თვალებით გათქმა,
ნეტავ რა არის? ხომ მიხვდი,არ თქვა.
scenic.gif

პოსტის ავტორი: kedi Jun 4 2008, 20:31

*****
ხალხი, რომელიც უხალისოდ დგას მოძრავ
გზაზე და ჩუმად პასუხობს პირად ტელეფონს,
ცდილობს როგორმე
ჩუმად გაექცეს სათარგმნ ცხოვრებას და
თავის ენაზე ჩუმად ილოცოს.

ღმერთო დაიფარე ჭიანჭველები
ისინი მკბენენ და
წითელი ლაქები მრჩება სამახსოვროდ.
ღმერთო დაიფარე თეთრი ქანდაკებები
რომლებიც ჩემსავით შიგნით პატარაზე გრძნობენ
რომ გაქვავდნენ და ყოველ ღამე
..
ღმერთო დაიფარე ყოველი ღამე
რომ შეძლონ და გაცოცხლდნენ, ადამიანების ნაცვლად,
ღმერთო დაიფარე ,ისინი, ადამიანებსი ნაცვლად
რომ გვაკარნახობენ და ჩვენც
ვყვავილობთ
ღმერთო დაიფარე ჩემი სმენა
ქალქში რომ ზღვასავით მესმის
და ზღვასავით მიყვარს სველი ასფალტის ორთქლი..
ღმერთო დამიფარე გაქვავებისგან.. ფერმკრთალობისგან, ზღაპრის აივნისგან..
ღმერთო, დამიფარე ჩემი ფიქრებისგან
მათი მეშინია…

ხალხი, რომელიც წიგნებს ყრდების მიხედვით ჩუმად ალაგებს
და შინაარსით გადასაწყობ თაროებს ჩუმად აბრალებს
რომ ფურცლები ყველზე მძიმეა,
რომ ჰაერი თეთრია და მათი ზეწრებიც ჰაერმა ჩამოხსნა
აივანზე გაბმული საუბრიდან..
ღმერთო.. დაიფარე ჰაერი!



პოსტის ავტორი: ციცქნა Jun 8 2008, 2:50

მისმინე, სტერილურო

მისმინე, სტერილურო,
ასე აგდებულად ნუღარ ჩამომაგდებ
არარსებული ფეხსაცმლის თერთმეტსანტიმეტრიანი ქუსლებიდან.

თორემ შემდეგში,
შენს ბუტაფორიულ თავმოყვარეობას
ჩემი ქალური შურისძიება
ფეხქვეშ გაიგებს.

შენი ხელების უადგილობას
იგრძნობ ყველა მორიგი
მაისურის ქვეშ
და
ყოველი მორიგი ენა
შენს სტერილურობაზე მეტს
არაფერს გეტყვის.

მისმინე, სტერილურო,
ფეხსაცმელებს დღეში მეათასედ რომ გაიწმენდ,
გაიხსენე, რომ
ვერასოდეს ვერავის შეიყვარებ,
არა იმიტომ, რომ
ნიჭი უნდა სიყვარულს, არააა!

უბრალოდ შენი ცხოვრების წესსში არ ჯდება
რეჟიმიდან ამოვარდნა,
ღამის თევა...
და რაც მთავარია,
ადამიანებს ისინი უყვარდებათ,
ვისშიც საკუთარ თავს ხედავენ,
და დამიჯერე,
არავის აქვს იმდენად ცარიელი თვალები,
რომ შენ აგირეკლოს,
სტერილურო.

ძველი, ბავშვური girl_blum.gif

პოსტის ავტორი: kedi Jun 8 2008, 15:04

ოო ციცქნ.. რა კატგი ხარრ smile.gif
ბავშვურიც და ძველიცც

პოსტის ავტორი: matta_harry Jun 8 2008, 19:03

მიდიან გემები
მიდიან გემები...
ვეღარ გეფერები
ნარნარი თითებით...
სად გაქრა ის შენი
ხასხასა თვალები
ან ის ლამაზი
ლაღი ლალები...
ერთ მათგანს გავყევი
მე ხომ შენ მეგონე
ჩუმ სიმარტოვეში
რა მარტო გელოდე...
წავიდნენ გემები
წავიდნენ გემები
დატოვეს უბრალოდ
უბრალო ცრემლები...









04.07.2007

პოსტის ავტორი: leo-dzia Jun 23 2008, 14:18

....მე კი მიზნისკენ მივალ ვარდებით,
ეკალ-ბარდებით,გულში დარდებით...
რა გველოდება ნეტავ განგებით?
გამოიღვიძეთ! გ ა დ ა ვ გ ვ ა რ დ ე ბ ი თ !!!



ნაწყვეტი...

პოსტის ავტორი: fsiQe Jun 25 2008, 10:57

ტქვიტ რას ეზახიტ ტქვენ რეალობას?
ამ ბოროტსა და ბინზურ სიცოცხლეს
და რა აზრი აქვს ვინ რას მოიმკის,
დღეს მტავარია ვინ მეტს იცოცხლებს

მეზიზღებოდა ყველა საწყალი,
ცპდო უენო და უსახლკარო
მერე კი სულში მეც ჩამაფურთხეს
შენც ეგეთივე ცოდვილი ხარო

ასპარეზობენ ისევ ბინძურნი
გაყიდეს სული დაანტეს ცეცხლად
ისე გაყიდეს როგორც იუდამ
გაყიდა ქრისტე 30 ვერცხლად

ვინ იცის იქნებ ცხოვრების ბოლოს
ცოდვის გარეშეც შევხედოთ მზეს
მაგრამ ვაი რომ თუ ეს არ მოხდა
რა პასუხს გავცემთ ღმერთს?!
2007

პოსტის ავტორი: leo-dzia Jun 25 2008, 11:19

მერე კი სულში მეც ჩამაფურთხეს
შენც ეგეთივე ცოდვილი ხარო


ყველა მაგ დღეში ვართ....

პოსტის ავტორი: fsiQe Jun 25 2008, 11:24

დაჩაგრულ სხეულთა გარდაცვლილ სულებს
არავინ უხვევდა პირშიშველ იარას
კივილი დედის
დასტირის ვაჟკაცს
თუ დამიჯერებთ მინახავს! მინახავს!
გატენებამდე ხომ ცოტა რცება?!
მაგრამ ეს ღამე სიცოცხლეს ინახავს
ახალგაზრდების გარდაცვალება
ტუ დამიჯერებთ
მინახავს! მინახავს!
კივილი ტყვიის
გასროლა მძიმე
ბოლომდე ცლიან სიცოცხლის ფიალას..
ბაგეზე ცივად შემშრალი ცრემლი
თუ დამიჯერებთ ესეც მინახავს!
ერთი მეორეს ეხმარებოდნენ
დაჭრილი ზიგსაც ზურგით მიჰყავდა
გადარჩენისთვის ბიჭების ბრძოლა
თუ დამიჯერებთ
მინახავს! მინახავს!
გარდაცვლილ სულთა უკვდავ სახსოვარს
დასტირის დედა შვილის იარას
მათი საფლავი,
მათი სამყუდრო
მე ეს მინახავს!
მე ეს მინახავს!

პოსტის ავტორი: *T I N I* Jun 28 2008, 19:40

აი ის არის...ის მელოდიაა...ყველა ნოტი რაღაც იმპულსით მოდის და მირტყავს მთელ სხეულში...პულსი ზუსტად ითვლის მელოდიის ტაქტებს...გულის ცემის რიტმი დრამების ყოველი დარტყმის ექოდ ისმის ჩემში...ელექტრო გიტარა თავის პარტიას ასრულებს...მინდა რაც შეიძლება ხმამაღალი ბგერები ამოვუშვა ყელიდან, ვყვირი...მაგრამ ჩემი ხმა არ მესმის...მარტო ელექტრო გიტარის ხმა, გიტარისტის პარტია, დრამის ყოველი დარტყმა...ბასი პულსს მითვლის..ვხვდები, რომ ჩემს ხმას უკვე ვეღარ უძლებს საკუთარი სხეული მაგრამ მაინც ვმღერი...მთელი სცენა ჩემი ოფლითაა გაწუწული...მიკროფონი სადღაც გაქრა და აი ვიოლინო...ნაცნობი ხმა...თითქოს არ მეყო ნებისყოფა ბოლომდე მემღერა და უხმოდ ვიოლინო ავიღე ხელში...თითქოს ველოდი დაძაბული ამ ნოტს, პირველ ბგერას...ვგრძნობ ხემის თითოეულ გასმას სიმზე...თითებს ისე ძლიერად ვაჭერ სიმებს, რომ დამესერა და დამეჭრა...სისხლი წვეთავდა...მაინც ვაგრძელებ...სისხლი სიმებს ჩამოუყვა და გრიფზე ჩამოედინა ... და ჩემს თეთრ ხემს ვარდისფერი შეერია...მაინც ვუკრავ...თვალები თავისით მეხუჭება და თითები თავისით უკრავენ....სისხლიც თავისით მოდის...სადაცაა სიმები გაწყდება, გაიცრიცა უკვე...ხემი დამძიმებულია სიმებიდან შეწოვილი ჩემი სისხლით და მაინც ვუკრავ...თითებიდან სისხლი უკვე ნიაღვარად მოდის და მაინც ვუკრავ...გაივსება, ვიოლინო სისხლით გაივსება...მორჩეს, უნდა მორჩეს მელოდია...ვიცლები და თითები თავისით იცლებიან სისხლისგან იმიტომ რომ თავისით უკრავენ...თვალებიც თავისითაა დახუჭული...

და მელოდიაც თავისით გაჩერდა...

ბოლომდე დავუკარი...
პიუპიტრზე უკვე დახურული ნოტები იყო მისვენებული...
ხემი ვარდისფერია...მაგრამ მძიმე აღარ...
თვალები თავისით დახუჭული....
თითებს მარტო ჭრილობები ეტყობა...თავისით...

რა ვარდისფერია ხემი....

პოსტის ავტორი: DoRiaN_Grey Jun 29 2008, 2:35

ციცქნა
kedi

ერთმანეთს გავხართ თქვენი ლექსებით. ვგულისხმობ ორიგინალურია, მაგრამ ძაან გაბნეული, უაზროდაც კი. რამდენიმე წინადადება მომეწონა გადმოცემული იყო მოკლედ და სათქმელი ამოწურა.

ერთმანეთის ლექსებს აქებთ კაია მაგრამ დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტმა თქვენი ლექსები ვერ გაიგო.თქვენც ვერ გაიგეთ ერთმანეთის ლექსები... თუ გინდათ რომ თქვენი ლექსები მარტო თქვენ გესმოდეთ კი ბატონო, მაგრამ ხალხასც თუ გინდათ გააგებინოთ, მაშინ სტილი შეცვალეთ.

ყოველივე მარტივი გენიალურია...

პოსტის ავტორი: chuqcha Jun 29 2008, 22:36

[color="#FF8C00"][/color]ხო რავი აბა. blush2.gif

სიკვდილისსადარაჯოზე
სიცოცხლის გუშაგი დააყენეს.
სიცოცხლეს ერთი ქალი უყვარდა,
მაგარამ რომ ენახა ის ქალი უნდა მომკვდარიყო,
სიცოცხლეს კი მისი მოკვლა არ შეეძლო! smile.gif
.........
სიცოცხლის დასაბამზე
სიკვდილის განდეგილი დააყენეს.
სიკვდილს ერთი გოგონა უყვარდა,
მაგარამ რომ შეხებოდა
მას უნდა ეცოცხლა,
სოკვდილს კი არ შეეძლო
სიცოცხლე ეჩუქნა! sad.gif

 

პოსტის ავტორი: aivi Jun 30 2008, 18:37

ციტატა(DoRiaN_Grey @ 29th June 2008 - 2:53) *
ციცქნა
kedi

ერთმანეთს გავხართ თქვენი ლექსებით. ვგულისხმობ ორიგინალურია, მაგრამ ძაან გაბნეული, უაზროდაც კი. რამდენიმე წინადადება მომეწონა გადმოცემული იყო მოკლედ და სათქმელი ამოწურა.

ერთმანეთის ლექსებს აქებთ კაია მაგრამ დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტმა თქვენი ლექსები ვერ გაიგო.თქვენც ვერ გაიგეთ ერთმანეთის ლექსები... თუ გინდათ რომ თქვენი ლექსები მარტო თქვენ გესმოდეთ კი ბატონო, მაგრამ ხალხასც თუ გინდათ გააგებინოთ, მაშინ სტილი შეცვალეთ.

ყოველივე მარტივი გენიალურია...


pardon.gif pardon.gif
ისა... არაა ეგ სიმართლე გასაგებად წერაზე და რაღაცებზე...არსებობს სხვადასხვანაირი სტილი და ყველა მათგანსი სეიძლება მეტ-ნაკლებად კარგი რაღაცის შექმნა... ჰოდა ძალიან ბევრი მაგალითად ფოლკნერზე (ან ჯოისზე, ვიანზე და ათას ვინმეზე) ამბობს იმას, რაც შენ ახლა კედის და ციცქნას შემოქმედებაზე თქვი... სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ადამიანებს განსხვავებულად ესმით ,,კოდები და სუბკოდები'', მათ განსხვავებულ რაოდენობას ფლობენ და...

არის ისეთი რაღაცები, რომლების გასაგებადაც აუცილებელია შენი და ავტორის აღქმა და ,,კოდები'' ემთხვეოდეს... უცხო ენაზე წარმოთქმულ, უცხო სიტყვების მნიშვნელობას მარტო სმენიტ ხომ ვერ ხვდები, ჰოდა მაგდაგვარი რაღაცაა.

პოსტის ავტორი: *T I N I* Jun 30 2008, 22:10

ციტატა(aivi @ Jun 30 2008, 18:55) *
pardon.gif pardon.gif
ისა... არაა ეგ სიმართლე გასაგებად წერაზე და რაღაცებზე...არსებობს სხვადასხვანაირი სტილი და ყველა მათგანსი სეიძლება მეტ-ნაკლებად კარგი რაღაცის შექმნა... ჰოდა ძალიან ბევრი მაგალითად ფოლკნერზე (ან ჯოისზე, ვიანზე და ათას ვინმეზე) ამბობს იმას, რაც შენ ახლა კედის და ციცქნას შემოქმედებაზე თქვი... სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ადამიანებს განსხვავებულად ესმით ,,კოდები და სუბკოდები'', მათ განსხვავებულ რაოდენობას ფლობენ და...

არის ისეთი რაღაცები, რომლების გასაგებადაც აუცილებელია შენი და ავტორის აღქმა და ,,კოდები'' ემთხვეოდეს... უცხო ენაზე წარმოთქმულ, უცხო სიტყვების მნიშვნელობას მარტო სმენიტ ხომ ვერ ხვდები, ჰოდა მაგდაგვარი რაღაცაა.


აუ ზუსტად ეგრეა smile.gif მინდოდა მეც პასუხის გაცემა იმ პოსტზე, მაგრამ რავიცი, ვეღარ მოვახერხეასვით

მე კედის და ციცქნას ლექსები ძალიან მომწონს smile.gif

მე და ცემს ვიოლინოზე დაწერილ პროზას ლათ ალ მიფასებთ? blush2.gif

პოსტის ავტორი: kedi Jul 6 2008, 23:18

ციცქნა
:21:

@ჰ @ხ@ლიც

ალტერ ეგო ახლიდან

------------------------------------------------




ამაწყე
მინდოდა მქონოდა ფიჩხის თითები და შენც შემიცვალე.
ადვილად ავალდები
მტევნები. შეარჩიე ცოტა დამჭკნარი და ძარღვიანი.
მჟავე მარცვლებით
და ხელები,
არავითარ შემთხვევაში ! იდაყვებამდე არ გამიყო
ისე მიმახატე.

ფეხები. დაშალე ტერფებად. წვივებად, თეძოებად,
ერთ-ერთი გამიქრე.
მინდოდა მქონოდა ანტენასავით სწორი და სარეცხის თოკივით ამტანი
ფეხები.

კისერი.შენი ოთახური ლაბარატორიიდან ამოარჩიე დიფუზიური
სითხე, წვრილ სინჯარებში და
ლაკმუსის ხსნარით დააკავშირე გულთან.
გული დატოვე ცარიელი,
და გარშემო დაფშვენი მინა.
არ მჭირდება კუჭი, თირკმელები, ღვიძლი.
ფილტვებად, ზღვიდან ჩამოიტანე ორი პეშვი წყალი
და სანამ აშრება, ხომ გეცოდინება,
რომ სულ ერთხელ ვისუნთქე, ზღვა.
ნიკაპი, დამიტოვე კოცნა ნიკაპზე
და ლოყები გამიქრე, ნაზად, ხელით.
თვალები.
ეცადე სიმშრალეში ჩამისვა, რომ არ ჩაიძიროს და
არ დავბრავდე..
თვალები ზღვის კენჭებით მომიკირწყლე.
ცხვირი ჩემს სახეზე ყველაზე სასაცილო უნდა იყოს.
არ გამომიჩინო ზღვარი სუნთქვასა და სიკვდილს შორის.
და დაანებე, იყოს ცარიელი.
შენ ხომ იცი, რომ ცოცხალი ვარ.
გვირილების თეთრი ფურცლები და ყვითელი გული. ვითომ თმებია
რომ დამიმალოს დასახიჩრებული ყურები.
პირი
ტუჩები
ტუჩი
კბილები
ტუჩის გარმონის სიგრძეზე იგულისხმე
და მომრჩი.


პოსტის ავტორი: Sister Jul 7 2008, 11:38

kedi
ვაიმე,ვაიმე მაგიჟებ wub.gif wub.gif
უუნიჭიერესი ხარ, მიყვარხარ wub.gif

ფილტვებად, ზღვიდან ჩამოიტანე ორი პეშვი წყალი
და სანამ აშრება, ხომ გეცოდინება,
რომ სულ ერთხელ ვისუნთქე, ზღვა.
girl_in_love.gif
ეს განსაკუთრებით =)

პოსტის ავტორი: leo-dzia Jul 9 2008, 16:47

აჰა


ჩემი ბოროტი სული

მწყურია ცრემლი,მწყურია სისხლი,
დენთის სუნი და ომი მწყურია.
მსურს ვაგიჟმაჟო ბოროტი სულ-
ისედაც ქვეყნის დასასრულია...

მინდა გავხვიო სამყარო კვამლში,
ზეცას ყორნებმა შეკრან ირაო,
მსურს რომ დავასწრო მამა ღმერთს ცაში
და დედამიწა ავაყირაო...

მიხმობს მახვილი,აღმაგზნებს ცეცხლი;
მინდა გავლეწო გვამების კალო,
ეშმაკს ვიყიდი ოცდაცხრა ვერცხლით
და ბოლოს ტყვის მსურს დავიხალო..



ლექსი არ ვიცი როგორია,მაგრამ სიმართლეა...

პოსტის ავტორი: teopile Jul 9 2008, 18:43

* * *

მიყვარს ღამე,
უკუნი ღამე,
მიყვარს ვარსკვლავთცვენა
თვალისმომჭრელი,
მიყვარს ფიქრთა თოვა,
ქათქათა,წმინდა,
მიყვარს ეს ცხოვრება
ძნელი და ულმობელი,
მიყვარს ეს თვალები,
ღრმა და საოცარი
მიყვარს ეს ტუჩები,
დიდი და გაბერილი,
მიყვარს ეს ოცნება
ნაზი და მარტოსული
მიყვარს ეს ენძელა
ტურფად შემოსილი,
წმინდად გამოსული,
მინდვრად ამოსული.

პოსტის ავტორი: kedi Jul 9 2008, 22:29

leo-dzia
მადლობ smile.gif
არანაირი პრობლემა არაა .. მართლა smile.gif
მთავარია რომ მოგწონს და ასეთუ ისე ხვდები რას ვამბობ smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Aug 23 2008, 19:16

დეპრესიული ჭიპის თავგადასავალი

"ჭიპი, ეს არის სამარილე, როდესაც ღამით ლოგინში ბოლოკს მიირთმევ"
ჩერჩილის სიტყვების პერიფრაზი.
ზუსტი ციტატა ვერ მოვიძიე (ავტ.შენიშვნა).

შაბათი საღამო იყო. მე და ჩემი ბერეტიანი (სვანი არაა, სომეხია) მეგობარი კაფე "გადი გარეთ უწმინდუროში" ვისხედით და სირცხვილს ვჭამდით. ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ კაფეში შევსულიყავი, სადაც ფორმა და შინაარსი თანხვედრლი იქნებოდა. მე (შუახნის მამაკაცმა) სიტყვა ჩემს უფუნქციობაზე ჩამოვაგდე და პირველად აღმოვჩნდი საკუთარი თავის მაშველის როლში, რადგან ბერეტიანი ამ შემთხვევაშიც ჩემზე უფრო მაგარი, შესაბამისად, ჩემზე მეტად უფუნქციო აღმოჩნდა და ორივემ ერთად დავიწყეთ საკუთარი თავის გლოვა, რადგან ნაბახუსევზე ჩვენი კოგნიტური სიძუნწე პიკს აღწევს და მზად ვართ მსჯელობის ყველაზე მოკლე, ალოგიკური და აბსურდული გზა ავირჩიოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოგვიწიოს პირის გაღება.

ამ გზაზე სიარულისას, გამახსენდა ყველაზე უფუნქციო და, იმ წუთისთვის, ყველაზე ცოტა (ფაქტობრივად არცერთი) ასოციაციის მქონე მოვლენა _ ჭიპი.

თქვენ შეიძლება სადაოდ მოგეჩვენოთ ჭიპის ამგვარი განსაზღვრება და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჭიპი არის ორგანო, საგანი (ფრანსუაზა?!), ადამიანის ნაწილი და ა.შ. და მე დაუსრულებლად შემეძლება გეკამათოთ ამაზე.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ გამახსენდა ჭიპი და შემდგომ რატომ ავირჩიე სასაუბროდ, ვიფიქრე, ჩემს მეგობარს არაფერი ექნებოდა სალაპარაკო და მეც თავს ავარიდებდი „ჭეშმარიტების“ გზების ძიებას, ან სულაც დამცინებდა და კიდევ ერთ ლუდს შეუკვეთავდა თავის ხარჯზე, იმიტომ რომ შემიცოდებდა ასეთ გონებაშეზღუდულს, რომელსაც ჭიპის გარდა არაფერი ახსენდება უფუნქციობაზე, როცა ირგვლივ ამდენი პოლიტიკოსი და ექთანია (თუმცა მას არასოდეს უჭირდა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა ექთნები, რომლებიც პაციენტებს ორჯერ აღემატებიან).

ჭიპის ხსენებამ ჩემი მეგობარი ააფორიაქა და მომიყვა თავისი საყვარლის, პროფესიით ბებიაქალის, გამოცდილების გარკვეული ნიუანსები, რომელსაც ეს საყვარელი ჩემს მეგობარს საუზმის დროს უყვებოდა. თურმე ჭიპლარი უნდა გამოინასკვოს რაც შეიძლება კარგად და მოიჭრას რაც შეიძლება ძირში; თურმე ამ დროს არ უნდა დაინდო ისედაც გაჭიპხული ახალშობილი და არ უნდა მიაქციო ყურადღება მის სოპრანოს...

ბერეტიანს მოყოლა გავაწყვეტინე, რადგან დაუსრულებლად შეეძლო ელაპარაკა თავის საყვარლებზე, რომლებსაც ალბათ აუცილებლად ექნებოდათ ჭიპები და ნახევარზე მეტი ბებიაქალიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო (ჩემი მეგობარი ექიმია და მათ მოსაძებნად შორს წასვლა არ სჭირდება), და საუბარი ჩამოვაგდე პრენატალურ განვითარებაზე და ჭიპლარის თავდაპირველ ფუნქციაზე, თუმცა ამ საუბარში ჩვენ ახალი არაფერი გვითქვამს და მეორედ მივადექით ჭიპლარის გაკვანძვის პრობლემას.

ბერეტიანმა დრო იხელთა და გაშლილ ზღვაში დაბადებულ ბავშვთა ჭიპლარის გამონასკვაზე დამიწყო საუბარი. თურმე, არცთუ იშვიათად ავიწყდებათ კაპიტნებს ექიმების წაყვანა, ამიტომაც გემბანზე (ან თუნდაც კაიუტაში) დაბადებულ ბავშვებს მეზღვაურები ორმაგ მეზღვაურის მარყუჟს გამონასკვავენ ხოლმე და ამით ძალიან ადვილია გაშლილ ზღვაში დაბადებულ ბავშვთა ცნობა.

მერე კაფეში აკადემიკოს-ვარსკვლავური გარეგნობის გოგომ გამოიარა და ორივემ თვალი გავაყოლეთ. ახლა, ამას რომ ჭიპი არ ჰქონდეს რას ემგვანებოდა-მეთქი, სერიოზული კითხვა დავუსვი ბერეტიანს, იმან მხრები აიჩეჩა და წარმოიდგინა. ალბათ აქ დაესვა წერტილი ჩვენ მიერ დეპრესიაში ჩაგდებული ჭიპის დეპრესიას საკუთარი უფუნქციობის გამო. აღმოჩნდა, რომ დაბადებიდან გარდაცვალებამდე ჭიპს ერთი ფუნქცია აქვს - ჭიპი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც აუცილებლად ჭირდება ადამიანს სილამაზისთვის.

მორალი: უფუნქციო არათუ ჭიპი, ლიტერატურაც კი არ არსებობს.

პოსტის ავტორი: ციცქნა Aug 31 2008, 2:07

დედა,
არავის ვესიზმრები.
გადაახვიე დრო და
დედა,
გაიკეთე ჩემზე აბორტი.

დე,
პატარაა იმედების საწოლი ჩემთვის
და ვერ ვიშლები,
ღამით ვკრთი და ფეხებს ზედ ვამსხვრევ.

დედა,
თვალები ამიხვიე,
ვითომ ღამეა,
ყურზე საბანი დამაფარე
და ის მიმღერე, მე რომ მიყვარს.
მერე კი მამა გამოუშვი,
მე და ოთოს ზღპარს გვიყვება,
და ჩვენ დავცურავთ,
მე კოკი ვარ,
თონო ბოცმანი,
ოთო სულაც კაპიტანია,
"არკენიტი" დაარქვა გემს და
არავინ იცის,
სად მივდივართ, მაგრამ გავცუროთ.

დედა,
დამღალა ილუზიამ,
რომელშიც ვცხოვრობთ,
არავის უთქვამს,
ცუდად რომ ვართ -
არ უნდა ვიყოთ.

პოსტის ავტორი: Miss Green Aug 31 2008, 17:24

ციცქნა
კარგი ლექსია smile.gif

პოსტის ავტორი: circle Aug 31 2008, 21:45

შენ თუ გულით დაიჯერებ
და ოცნებებს გაატან ქარს,
მაშინ როცა გათენდება
დავიბრუნებთ ედემის ბაღს.

საღამოს ჟამს გაოცდები
რომ ვერ ნახავ დაკარგულ წამს,
კოსმიური ვაკუუმი
სიცარიელეს უკვე აღარ გავს.

დროს ვკლავ და აღარაფრის მწამს,
დრო მკლავს და თავსაც იკლავს,
დრო უფრო უდროობას გავს
შენ თუ გაატან ოცნებებს ქარს.

მთვრალი სიმღერა წამართმევს თავს,
ბნელ აკორდებში ამირევს გზას,
ოცნების ხილვას ვანებებ თავს,
მე ვუბრუნდები დაკარგულ გზას.

ცას, შევყურებ უსაზღვრო ცას
ზღვას, რა გადალახავს ამხელა ზღვას
ვარსკვლავებს ვეტყვი ჩემს სახელს
და მათ მივანდობ თავს.

მიამბობს თავის მოგონილ ზღაპარს
ზღაპარს, რომელიც სიმართლეს არ გავს
ის მე წამართმევს ჩემს ნამდვილ ამბავს
დამისაკუთრებს, მშთანთქავს და მყლაპავს.

გიჟი სიმშვიდე ხმაურს დაარღვევს
და მის წიაღში იპოვნის ფესვებს,
ახალ ეპოქას მივუძღვნით კერპებს
ცივ ვაკუუმში ვიპოვნით ღმერთებს.

შენ ხედავ მზეს, მე ვხედავ მთვარეს,
ხელს ვუწვდით ერთმანეთს და ვქმნით არემარეს,
მზისა და მთვარის ჭეშმარიტ შვილებს,
ვარსკვლავებს ვუძღვნით ამ ლამაზ მხარეს.

პოსტის ავტორი: klasikosi Sep 5 2008, 22:13

და თუ რითმავ
არ ნიშნავს რომ წერ...

და თუ წერ
ეს,არ ნიშნავს რომ რითმავ...

თუ ცოცხლობ
არ ნიშნავს რომ ცხოვრობ...

და თუ გიყვარს
არ ნიშნავს რომ უყვარხარ...

და თუ ფიქრობ
არ ნიშნავს რომ აზროვნებ...

თუმცა თუ აზროვნებ
ე.ი.ფიქრობ...

არ ვილტვი ახალი სტილის დასანერგად
უბრალოდ ვწერ რასაც ვფიქრობ... biggrin.gif



"საქართველოში ყოველი მესამე მაინც წერს ლექსებს"--ეს სიტყვები პირველად ბატონი რისმაგისგან გავიგე,მეც ასე ვფიქრობ... smile.gif





ციცქნა




ძააალიანი მომეწონა შენი ნოველა ჭიპზე, ყოჩაღ ციცქნა,ასე გააგრძელე biggrin.gif clapping.gif default.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Sep 7 2008, 20:31

klasikosi

გმადლობ smile.gif

თევზი


ეძღვნება მზეს.

უნისკარტო ბატებიდან ყველაზე ბოლო ბატი იყო თევზი, რომელელიც დარვინის თეორიას უხეშად არღვევდა და სამი თვის მანძილზე უპრობლემოდ აგრძელებდა ყიყინს, რომლის გამოც ბევრჯერ წაიყვანეს ნარკოლოგიურში, არადა სულელი ბატრულისთვის თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ უნისკარტო ბატს განსხვავებული ყიყინი და შესაბამისად განსხვავებული სიმთვრალე ექნებოდა.

თევზი ზედმეტად მეოცნებე ბატი იყო და ღამღამობით სულ წყალში ფრინვა ესიზმრებოდა, შეიძლება ითქვას, რომ დედამ, ახლანდელმა ჩახოხბილმა (ხსოვნა იყოს), წინასწარმეტყველური ნიჭი გამოავლინა (ჯობდა მაშინ გამოევლინა როცა ტბაზე სროლის ხმა გაისმა და გადასარჩენად საჭირო მხარე გამოეცნო, მაგრამ თავიდანვე უნიჭო იყო მეკარეობაში, 11 გოლი გაუშვა სეზონზე...) და ამიტომაც დაარქვა თევზი, თუმცა რა იცოდა...

საკუთარი გამოჩეკვის სამი თვის თავზე, თევზს თბილ ქვეყნებში გაფრენა მოუწია, და ვინაიდან კომპასის ყიდვას საცურაო კოსტიუმის ყიდვა ამჯობინა, პოლარული ვარსკვლავის მიხედვით ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ პოლარული ვარსკვლავი ამ დროს მარჯვენა ნახევარსფეროს 40-ე და 50-ე გრძედს შორის მანძილს ათვალიერებდა და გული შეემკუშა, თვალზე სხივები აიფარა და რამდენიმე დღით ჩაქრა. ამ დროს აებნა თევზს გზა და დასავლეთით გაფრინდა, სადაც ტიტიკაკას ტბაში სუნთქვა შეკრული ჩავარდა და ესიზმრა, რომ ნისკარტი ჰქონდა.

გონზე მოსულმა თევზმა, აღმოაჩინა, რომ მისი პირი ვიღაც საშინელი გარეგნობის ბატს ედო პირში და გული შეუწუხდა. მეორედ რომ გამოფხიზლდა ჰაერით დატენილ ტიკზე იყო შეერთებული და მღიერებზე იწვა. ცოტა ხანში მასთან ისევ საშინელი გარეგნობის, მელოტი ბატი მოვიდა და ყურებამდე გაიღიმა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ბატი ნახევარფაბრიკატი იყო, რომელსაც განგურის დროს მთელი ავლადიდება გასცვივდა და ახლა ტანზე პარიკი ეცვა, თავზე კი ისევ ისე დაეტოვებინა (რას ვიზამთ, თვითდამკვიდრებას ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს).

ცოტა რომ მოძლიერდა თევზი და ზღვის დონიდან ბევრ მეტრზე სუნთქვას ალღო აუღო, ნახევარფაბრიკატს ისე უშვერად აგინა, რომ ამ უკანასკნელს შეუყვარდა (დიდი სულელი ვინმე იყო, უხეში, უზრდელი და უცნაური ბატები მოსწონდა) და რამდენიმე ხანში მღიერების თაიგული აღირსა. თევზს ამ დროისთვის უკვე გამოხედილი ჰქონდა თვალებში და იცოდა რად დაუჯდა ნახევარფაბრიკატს მღიერების შეგროვება (და ისიც იცოდა, რომ დიდ ხანს ვერ გააღწევდა ტიტიკაკადან და რომ ნახევარფაბრიკატი ტბაზე ერთადერთი ბატი იყო) და ფრთა შესთავაზა. ნახევარფაბრიკატს, აქაოდა ისეთი როლი მაქვს უცნაური ბატები მომწონსო, თავისი როლის გამართლება მოუწია და გაწყდა წელში თევზაობით, გაცოლებულ თევზს დიდი ჩიჩახვი ჰქონდა და სინდისი სულ არ ჰქონდა... ჰოდა წელიწადნახევარში გაეყარნენ.

კაცმა რომ თქვას, მიზეზი ნახევარფაბრიკატის სიზარმაცე არ იყო, ანუ კიდევ მეტს ითევზავებდა წუწუნის გარეშე, რომ არა ერთი ადგილის, ვითარების და დროის გარემოება - თევზს ვიხვი შეეძინა, შეეძინა რა, გამოეჩეკა, რომელიც თავის მხრივ სულ არ ჰგავდა მამას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც დედას... თუმცა ამ უკანასკნელ გარემოებას ნახევარფაბრიკატმა ყურადღება არ მიაქცია და თევზი ბუდიდან გააგდო.

როგორც მერე გაირკვა ეს კვერცხი სააღდგომოდ იყიდა თევზმა და შეღებვა დაავიწდა, თან იმ პერიოდში ელექტროენერგიაც არ იყო და მაცივარში თბილოდა. ასეთი უბედური შემთხვევითობა იყო ვიხვი, რომელსაც ნისკარტიც ჰქონდა, ხმაც და ტიტიკაკას რადიოშიც მუშაობდა ერთერთი გადაცემის ქუდად.

თექვსმეტიოდე წლის შემდეგ, როცა თევზი სამშობლოში სიკვდილის სურვილმა შეიპყრო, უკან გამოფრინდა და ამჯერადაც პოლარული ვარსკვლავის იმედით. თუმცა ჩემი მტერი იყოს იმ ადამიანის ან ვარსკვლავის იმედზე, რომელიც ათასი მთის ან ვარსკვლავის გადაღმაა, მაშინ როცა აქვე, ყურისძირში მყოფს ვერ ენდობი. პოლარული ვარსკვლავი ამჯერად ჩრდილო ნახევარსფეროს 40-ე და 50-ე განედებს შორის მანძილს ათვალიერებდა და გული შეეკუმშა, სხივები თვალებზე აიფარა და რამდენიმე კვირით ჩაქრა.

თევზი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო.

პოსტის ავტორი: DAKOTA Sep 7 2008, 20:52

kedi ციცქნა

ძალიან ნიჭიერები ხართ
ყოჩაღ, ორივეს
good.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Sep 7 2008, 20:53

ციტატა(DAKOTA @ Sep 7 2008, 21:10) *
kedi ციცქნა

ძალიან ნიჭიერები ხართ
ყოჩაღ, ორივეს
good.gif

გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Sep 8 2008, 22:53

ჩემი მცდელობა შემოქმედებაზე biggrin.gif
ადრე დავწერე ეს და დღეს გადავაწყდი შემთხვევით... დაუსრულებელია... smile.gif


ერთ დროს ყვავილები მზეზე ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ვინ იცის რატომ, მობეზრდათ მუდმივად მზეზე ყოფნა და გადაწყვიტეს, სხვა პლანეტაზე ან ვარსკვლავზე გადავიდეთო. დადგა საკითხი, რა უნდა აერჩიათ ახალ საცხოვრებლად. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, დაასკვნეს, სხვა ვარსკვლავები მეტისმეტად შორს არიან, ისევ ის სჯობს, მზის სისტემის რომელიმე პლანეტაზე გადავსახლდეთო. "მაინც რომელი სჯობს" - მსჯელობდნენ ყვავილები - "მერკური? არა, ის ხომ ძალიან ახლოსაა მზესთან, მაშინ ბარემ მზეზე დავრჩეთ. ვენერა? არა, ესეც არ გამოდგება, კაშკაშა და მანათობელი პლანეტაა, სისტემაში "მეორე მზედ" აღიარებული. რაღა აზრი აქვს მზისგან წასვლას, თუ მის "მოადგილესთან" ამოვყოფთ თავს? იუპიტერი? არ ივარგებს, ეგ ხომ მზის შემდეგ სიდიდით მეორეა სისტემაში (აქ მზემ გაიფიქრა, ნეტა, ამ ყვავილებს ასე რითი შევაძულე თავიო)..." პლუტონი, ნეპტუნი და ურანიც ახსენეს, მაგრამ ეს პლანეტები მზისგან მეტისმეტად შორს იყვნენ და ყვავილებმა მაშინვე უკუაგდეს იდეა, აბა, მაგ სიცივეში როგორ გავძლებთო. "აჰა! მაინც ხომ გჭირდებათ ჩემთან ახლოს ყოფნა" - ნიშნისმოგებით გაიფიქრა მზემ. მაგრამ ყვავილებს მზის ფიქრებისთვის არ სცხელოდათ, გამწარებულები ქაქანებდნენ, რომელი პლანეტა ავირჩიოთო. ბოლოს ორი ძირითადი კანდიდატი გამოიკვეთა - დედამიწა და სატურნი.
სატურნის მომხრეებს მისი სარტყელი მოსწონდათ და ამტკიცებდნენ, ის ერთადერთი გამორჩეული პლანეტაა მზის სისტემაში და სწორედ მას უნდა დავდოთ პატივი ჩვენი მიბრძანებითო; დედამიწის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, ს უნიკალური პლანეტაა და არა მარტო მზის სისტემაში, რადგან სიცოცხლე მხოლოდ იქ არსებობს და ჩვენი ადგილიც იქ არის და არა სადმე სხვაგანო. აქ ყვავილებს შორის ხანგრძლივი და ხმაურიანი დავა ატყდა. სატურნის მომხრეები გაიძახოდნენ, თქვენ რა იცით, რომ მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე და სხვა ვარსკვლავთა სხვა სისტემების სხვა პლანეტებზეც არ არის სხვა სიცოცხლეებიო (მზემ გაიფიქრა, რა "სხვა, სხვა, სხვა" აუტყდათ, ბოლოსდაბოლოს, ამ მოთხრობის ავტორზეც ხომ უნდა იფიქრონ, ტავტოლოგიის პრობლემა შეექმნებაო). ყვავილებს არც მზე ახსოვდათ, არც მოთხრობის ავტორი, გაცხარებულები გაჰყვიროდნენ. სატურნის მომხრეები არ ცხრებოდნენ, ჯერ მაგ თქვენი დედამიწის უნიკალურობა დაამტკიცეთ და მერე ილაპარაკეთო; დედამიწის მომხრეები იხტიბარს არ იტეხდნენ, აბა, ერთი, ის გვითხარით, სატურნს სარტყელის გარდა საინტერესო რა შეამჩნიეთო. ამ დროს მზეც ჩაერთო საუბარში, მაინც წასვლას აპირებთ და ბარემ დროებით რომელიმე პლანეტაზე გადადით და იქ გადაწყვიტეთ, ამ ალიაქოთის მოსმენა აღარ შემიძლია, მუშაობაში ხელი მეშლებაო. ყვავილები ახლა მას ეცნენ პირში, შენ რა გალაპარაკებს და საერთოდ, რაღაც ცხრა პლანეტის გათბობას, ისიც არასრულყოფილად მუშაობას როგორ ეძახიო. მზემ მხრები აიჩეჩა, აბა, რა უნდა დავუძახოო. ამასობაში, ყვავილებმა კამათი განაახლეს, ერთხანს იქაქანეს და ბოლოს თქვეს, კენჭი ვყაროთ და ისე გადავწყვიტოთ, დედამიწაზე გადავსახლდეთ თუ სატურნზეო. ეს აზრი ყველას მოეწონა, განსაკუთრებით მზეს, რომელმაც გაიფიქრა, მეშველაო და ისეთი შვებით ამოისუნთქა, რომ ყვავილები შეკრთნენ.


biggrin.gif

პოსტის ავტორი: un-known-girl Sep 10 2008, 11:49

Miss Green
ვაა, რა მაგარი იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Sep 10 2008, 17:32

un-known-girl
გმადლობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Sep 10 2008, 22:08

კოდური სახელწოდება RB


უსწორმასწორო სამყაროში რომ დაიბადები, თავიდანვე არ გიკვირს უხეში რელიეფი, უხეში ნაკვთები, წვეტიანი და ხორკლიანი საგნები. ყველაფერი ხდება ისე, როგორც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა, ეს უსწორმასწორო სამყაროს მკვიდრებმა არ იციან იმიტომ, რომ მათთვის ყოველი უცნაური მოვლენა ჩვეულებრივია, ყოველი უსამართლობა მისაღები და ორიგინალობა უფერული. აქ ხუჭუჭთმიანები ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ძნელია იმის განსაზღვრა, ცუდად ცხოვრობენ თუ კარგად, მაინც მგონია, რომ კარგად, ალბათ იმიტომ, რომ არ იმჩნევენ, არ უკვირთ, ემოციებს იშვიათად გამოხატავენ ან თუ გამოხატავენ იმდენად არაბუნებრივად გამოსდით, რომ ბუნებრივი ქცევა ჰგონიათ და ყურადღებას არ ამახვილებენ.

დილაობით სულ წვიმს და გარეთ არავინ გამოდის, ალბათ ამიტომაც არავინ იცის წვიმის თვისება, მოამრგვალოს და დააბლაგვოს ყველაფერი უხეში და უსწორმასწორო, წვიმამაც კი არ იცის საკუთარი უნარის შესახებ არაფერი და ასეა მანამ, სანამ ის, ხუჭუჭა, წვიმაში არარსებულის ძებნას დაიწყებს. არარსებულის არსებობის შესახებ ხუჭუჭამ მაშინ შეიტყო, როცა დედამ უთხრა, რომ მისი საკუთარი ნახატის ავტორი არ არსებობდა და რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში გარდაიცვალა. ხუჭუჭამ სარკეში ჩაიხედა და რომ დარწმუნდა, რომ არსებობდა, ეს ზოგად კანონზომიერებად ჩათვალა და \\\"ნათესავების\\\" ანუ არარსებულთა ძებნა დაიწყო.

წვიმა ყოველთვის უყვარდა, წვიმის ხმა გარეთ, სახლში საწოლზე ფეხმორთხმით ჯდომა და კითხვა. ხანდახან იმასაც ცდილობდა წიგნის გარეშე ეკითხა. ერთი-ორჯერ გამოუვიდა და რადგან გამოუვიდა თავი მიანება. სწორედ წვიმის სიყვარულის გამო დაიწყო არარსებულების ძებნა იქ, სადაც მათი აღმოჩენა ყველაზე ძალიან გაუხარდებოდა.

წვიმამ თმა დაუსველა და... თმა გასწორდა. თვალებს არ დაუჯერა წვიმამ. მიხვდა, რომ ჰქონდა უნარი ცვლილებები შეეტანა ყველგან სადაც გამოჩნდებოდა და ქალაქს მტევრი ჩამორეცხა, ძველი ფერი დაუბრუნა, ისე გაერთო, საღამომდე არ გადაუღია.

ხუჭუჭამ ვერაფერი იპოვა, ვერც ცვლილებები შეამჩნია, რაღაც უფრო კონკრეტულს ეძებდა, არა ცვლილებას, არამედ დაბადებას, ახლის, უნახავის. რაღაც არაბუნებრივისგან განსხვავებულს და... ბუნებრივს. იმ ღამით იმედგაცრუებულმა დაიძინა, და ესიზმრა რომ არ არსებობდა.

შუადღემდე ვერ აიღო თავი ლოგინიდან, აღარ წვიმდა, ქალაქი ისეთივე იყო, როგორიც წუხელ, წვიმის შემდეგ, მხოლოდ, უფრო ნათელი, არცაა გასაკვირი, დღე იყო. ხუჭუჭა ქალაქში გამოვიდა და ზედ სახლის ზღურბლთან ლითონის პატარა ბურთულა იპოვა. როცა უკვე აღარ ეძებ და ამ დროს პოულობ, უცნაური გრძნობაა, დაახლოებით ისეთი, როცა ფიქრობ, რომ არც კი იცი რა უნდა იგრძნო. ხუჭუჭას გრძნობების კარტრიჯს არ შეეძლო ასეთი რთული შეგრძნების შექმნა და ამიტომ სიხარულის გემო გამოჰყო.

ბურთულა სრულყოფილი იყო და კარგად თუ გაწმენდდა ხუჭუჭასაც ირეკლავდა.
სულაც არ ეძებდა ხუჭუჭა ბურთულას, ის ეძებდა ყველაფერს არარსებულს, სამყაროს, რომელიც, მისი აზრით, უსწორმასწორო სამყაროს პარალელურად არსებობდა. ამიტომაც უცნაური შეგრძნება დარჩა, როგორც მაშინ, ბავშვობაში, კარადის თავზე შემოდებულ მწვანე საგანს რომ ითხოვდა და რომ მიაწოდეს. საგანი არ იყო სათამაშო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო რამ იყო, ერთ კვირას არ მობეზრებია.

მეორე დღეს უკვე ბევრგან გაჩნდა ბურთულები. ხუჭუჭას თავისი ბურთულა ერთ კვირაზე ადრე მობეზრდა. იმ დღეებიდან კი სიზმრისეული შიში გამოჰყვა, ხშირად ეგონა, რომ არ არსებობდა და გამუდმებით საკუთარ არსებობას ამტკიცებდა.

მერე ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა, რელიეფი გასწორდა, გალამაზდაო ასე ამბობენ. წვიმამ თავისი ქნა. გარეგნული ცვლილების გამო ყველამ იგულისხმა, რომ კანონზომიერებები შეიცვალა და რომ სამართლიანობა ბუნებას ახასიათებს, ორიგინალობა საინტერესოა და ცუდი რაც ხდება, არ უნდა ხდებოდეს.



პოსტის ავტორი: Miss Green Sep 10 2008, 22:34

ციტატა(ციცქნა @ 10th September 2008 - 22:26) *
კოდური სახელწოდება RB

სათაურის მნიშვნელობას ვერ მივხვდი...
ხომ არ განმარტავდი? smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Sep 10 2008, 22:41

ციტატა(Miss Green @ Sep 10 2008, 22:52) *
სათაურის მნიშვნელობას ვერ მივხვდი...
ხომ არ განმარტავდი? smile.gif


ეგ ზღაპარი ჩემი თავანია, გუშინწინ ნიძლავი წავაგე და გუშინ ჩავაბარე.

სათაურში რო აბრევიატურაა ეგ ვისთანაც ნიძლავი წავაგე იმის ინიციალებია და ამავე დროს სიტყვა ReBirth-ის შემოკლებული ფორმა.

ანუ, ამ ზღაპარმა ისევ გააჩინა ჩემში სურვილი ვწერო.
და ეს ჩემთვის ახლიდან დაბადების ტოლფასია.

აი ეს მიხაროდა წუხელ. ზუსტად.
თან RB-საც მოეწონა.

პოსტის ავტორი: Miss Green Sep 10 2008, 22:48

ციცქნა
გასაგებია smile.gif
ზღაპარიც კარგია smile.gif

წერაზე უარს რატომ ამბობდი?
კარგად გამოგდის და smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Sep 10 2008, 22:52

Miss Green

უარს არა.

უბრალოდ ვერა და ვერ მივედი კმაყოფილებამდე და დამღლელია.
ჩემთვის ტანჯვაა, მით უმეტეს, იმედგაცრუებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ.

ამიტომ, როცა რაღაცას ვწერ, მაქსიმუმ იმ დღეს მომეწონოს, მეორე დღეს არ მომწონს, მესამე დღეს საშინელება მგონია და ა.შ.

ამის გაძლება უნდა შეგეძლოს, თუ მართლა წერა გინდა.
მე მინდა.

პოსტის ავტორი: Miss Green Sep 10 2008, 23:02

ციტატა(ციცქნა @ 10th September 2008 - 23:10) *
ჩემთვის ტანჯვაა, მით უმეტეს, იმედგაცრუებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ.

ამიტომ, როცა რაღაცას ვწერ, მაქსიმუმ იმ დღეს მომეწონოს, მეორე დღეს არ მომწონს, მესამე დღეს საშინელება მგონია და ა.შ.

იდეალისტი და მაქსიმალისტი ყოფილხარ ჩემსავით smile.gif


პოსტის ავტორი: kuss Sep 12 2008, 20:56

> Fondness! <

ისევ მემალები. . .
ჭირვეული ბავშვივით დარბიხარ და დამალობანას მეთამაშები. . .
არ მენახვები, არასდროს. . .
მე კი უბრალოდ დაგეძებ. . .
ყველგან, სადაც კი შენი ნახვა შეიძლება. . .
ვარდის ფურცლებსჰი დაგეძებ, რომლებმაც ოდესღაც შენით დაიწყეს გაფურჩქვნა, გამოცოცხლება. . .
იმ აყვავებული ნუშის უკან დაგეძებ, შენთან ერთად რომ ხარობს გაზაფხულს. . .
ამაყ და თავაწეულ ოაზისებს შორის დაგეძებ, ერთ დროს, სიცხით დაღალულნი, შენს გამოჩენას რომ ელოდნენ. . .
გაყვითლებულ და გამხმარ ფოთლებში დაგეძებ, შენი შეხებისას, მხიარულად რომ იწყებენ შრიალს. . .
გეძებ. . .
დაგეძებ იმ ვარსკვლავებში შენგან ნაჩუქარი, დიდი გრძნობებით დამძიმებულნი, უმალ რომ მოსწყდებიან-ხოლმე ცას. . .
უკიდეგანო სივრცეში დაგეძებ, სადაც მხოლოდ შენით გაჟღენთილ მოლეკულებს ვგრძნობ, შენ კი-ვერ. . .
ისევ მემალები. . .
მე კი, ძებნით გათანგული მაინც დავდივარ და დაღლილ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. . .
იმედით, რომ გიპოვი. . .
ჰოო, ისევ დაგეძებ. .
ადამიანებშიც კი!
შენით გახარებულ და გაბედნიერებულო ადამიანებში. . .
მეც მინდა ვიყო ბედნიერი!
მორჩი ამ თამაშს და თუ მართლა შეგიძლია სხვებისთვის სიხარულის მინიჭება, გამოჩნდი!
გამოჩნდი და სანამ გვიანი არ არის მეც დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი. . .
დამენახე. . .
მხოლოდ ერთხელ შეგახებ ხელს. . .
ერთი წამით გამხადე ბედნიერი და საკმარისი იქნება, რომ დავრწმუნდე შენს არსებობაში. . .
მერე კი წადი. . .
სულ წადი თუ გინდა. . .
იქნებ ვინმეს ჩემზე მეტად სჭირდები. . .



მე კი უბრალოდ მეცოდინება, რომ არ ხარ გამოგონილი!






პოსტის ავტორი: klasikosi Sep 12 2008, 23:01

"მწერლობა ტვინით მშობიარობაა"
კ.გამსახურდია
biggrin.gif

პოსტის ავტორი: un-known-girl Sep 13 2008, 23:31

თუკი ყოველდილით ადრე ვდგები, დაახლოებით 6 საათზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უძილობა მჭირს და ნერვები წესრიგში არა მაქვს. უბრალოდ სამსახური მაქვს ასეთი. თავიდან ამ სამუშაოზე რომ მივედი, ყველას ძალიან გაუკვირდა, ავტობუსის მძღოლობა გოგოს საქმე არააო თქვეს, თუმცა ისიც აღიარეს, რომ ავტობუსის მძღოლი გოგო რომ შეხვეროდათ, აუცილებლად დარჩებოდნენ სასიამოვნოდ გაოცებულები.
ჰოდა, მეც იმ დღის მერე, როცა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და დაახლოებით ერთი საათი ავტობუსი შეუფერხებლად ვატარე საცდელ მოედანზე, ყოველ დილით ადრე ვდგები და ჩემს ფორმას ვიცვამ. ფორმა მე თვითონ მოვიგონე და შევიკერე, ზოლიანი ბოლოკაბა და მაისური_ დაახლოებით ისეთი, მეზღვაურებს რომ აცვიათ ხოლმე, თავზე კეპკით. მერე ჩვენს გარაჟში მივდივარ. დანარჩენ მძღოლებთან ერთად ვსაუზმობ და დაახლოებით 7 საათისთვის ავტობუსი ქალაქში გამომყავს. ერთ საათში ამოსვლას იწყებენ სტუდენტები, ლექტორები, მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები... მერე ნელ-ნელა თხელდება ხალხი, თუმცა ერთი წრეც არ მაქვს დარტყმული, რომ ისევ იჭედება ჩემი დიდი ლამაზი წითელი ავტობუსი და შუადღემდე მშვიდად ვუსმენ უკმაყოფილო მგზავრების რეპლიკებს: რეზინის კი არაა ეს ავტობუსი, სად უჩერებს, თავზე ხომ არ დამაჯდება და ა.შ. ისე, მეც ხშირად მიფიქრია, ნეტა ამდენ ხალხს როგორ იტევს, ალბათ მართლა იწელება-მეთქი.
ცუდია, რომ მგზავრების უმრავლესობა ვერ ამჩნევს, რა ლამაზია ჩემი ავტობუსი. არადა წითლად ხომ მე თვითონ გადავღებე, ლამაზი და განსხვავებული რომ ყოფილიყო. ერთხელ ერთ ხნიერ ქალს შევეკითხე, ჩასვლისას, აბა თუ გამოიცნობთ ეს ავტობუსი რა ფერია-მეთქი და ყვითელიო, დაუფიქრებლად მიპასუხა და ჩავიდა. არადა ეს ქალი დიდი ხანია რაც ჩემი მგზავრია. დილით შვილიშვილი მიჰყავს ხოლმე სკოლაში და მერე სახლში ბრუნდება, ოღონდ ალბათ სხვა ავტობუსით. ნაშუადღევს კი ბიჭს სკოლაში აკითხავს და უკან მოჰყავს. თანაც ყოველთვის უცნაურად მიღიმის_თან თითქოს თანაგრძნობით, თან თითქოს დანაშაულის გრძნობით, აი მათხოვრებს რომ 10 თეთრს მისცემენ ხოლმე და რომ გაუღიმებენ, ეგრე, თუ არ ვიცი, რა... თან შვილიშვილისთვის ათასნაირი ბუტერბროდის ყიდვაც არ ავიწყდება, გზაში აჭმევს ხოლმე, მე კიდე ნერწყვები მომდის, ისე მადიანად ილუკმება ის ბავშვი...
თუმცა მე რა, მე არაფერი. ბოლოს ხომ, მათი გაჩერებაც მოდის და ჩადიან.
კიდევ რამდენიმე მგზავრი მყავს ასეთი, მუდმივი. ორი გოგოა, ალბათ სტუდენტები და მგონი კონსერვატორიაში სწავლობენ, იმიტომ რომ ვიოლინოები და ნოტები დააქვთ აქეთ-იქით. სულ მე მელოდებიან და რომ ამოვლენ, მიღიმიან ხოლმე. ვოცნებობ, რომ ერთხელ ისეთი დღე იყოს, არავინ არ მყავდეს ავტობუსში მაგათ გარდა, რომ დავაკვრევინო, მაინტერესებს როგორ უკრავენ. მორიდებული გოგოები არიან ისე, ჩუმები და ზრდილობიანები, მხოლოდ თვალებით იღიმებიან და მოხუცებს ადგილს ყოველთვის უთმობენ.
კიდევ ერთი ბიჭი ამოდიოდა ხოლმე. მაღალი, გამხდარი. შავი გრძელი თმა ჰქონდა. თავზე ყოველთვის ცილინდრი ეხურა და მუქი მწვანე პალტო ეცვა. ისიც სულ მიღიმოდა და ხან საიდან ამოდიოდა და ხან_საიდან. ამოვიდოდა და დადგებოდა ჩემს უკან. სარკიდან ვუყურებდი, ის კი კისერში მომაშტერდებოდა მთელი გზა ასე ჩუმად მიყურებდა. ჩემი განრიგი სულ ზეპირად იცოდა მგონი. მერე კი ლაპარაკიც დაიწყეს მგზავრებმა_ ავტობუსის მძღოლები და ეს “კარმანშჩიკები” შეკრულები არიანო, თურმე ჯიბის ქურდი ყოფილა... რაცე ს გავიგე, გავაფრთხილე, ამ ავტობუსში მეორედ ამოსული აღარ დაგინახო მეთქი და მართლაც აღარ ამოსულა, არადა ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა... ისიც წავიდა...
რამდენი ხანია ავტობუსის მძღოლად ვმუშაობ და ერთხელ ჩემს კონდუქტორთან დავიწუწუნე, რა ცუდი სამსახური მაქვს, რამდენიმე ჩემი მგზავრი ისე მიყვარს და ძალიან მინდა მათი გაცნობა, მაგრამ არ მეძლევა ამის საშუალება, რომ დაველაპარაკო, სწრაფად ჩადიან მეთქი, თან მგონი უპატრონო და გაჭირვებული ვგონივარ ყველას, ალბათ ჰგონიათ, რომ ცხელი სადილიც არასოდეს არ მაქვს მეთქი... მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, ან რა უნდა ეთქვა, თვითონაც ეგრე არაა. რა ცუდია, რომ ორად ორი ადამიანი მყავს, ვისთანაც სამუდამოდ ვიქნები, სანამ მე თვითონ არ ჩავალ ამ ავტობუსიდან, ჩემი ქურთი კონდუქტორი კარენა და მოხუცი კოჭლი დისპეტჩერი. ისე კარენა, ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ისე ლაპარაკობს, გეგონება მთელი ცხოვრება ჰქონდეს გამოვლილი. ლამაზი ლურჯი თვალები აქვს და ძალიან სასაცილო, საყვარელი აქცენტით ლაპარაკობს ქართულად. რომ ვეუბნები, კარენ, მიდი ქურთულად მელაპარაკე თქო, ჩააჟღურტულებს რაღაცას და თავიც რომ მოვიკლა, არ გადამითარგმნის. სულ ვემუქრები, ერთხელ ვინმე მეეზოვე ქურთს ვთხოვ გადამითარგმნოს შენი ნათქვამი და შენი საიდუმლოებებიც გამოაშკარავდება მეთქი. მაგრამ სად გვაქვს ამის დრო_ მე და კარენა ისე დილაუთენია მივდივართ სამსახურში, რომ მაგ დროს მეეზოვეებსაც კი სძინავთ. კარენა ძალიან მიყვარს. დისპეტჩერი მეუბნება, კარენასაც უყვარხარო, რაზეც კარენა ყოველთვის ყურებამდე წითლდება. ჩემთან მორცხვია, თუმცა სხვებთან 24 საათი ოცდათორმეტივე კბილი აქვს გადმოყრილი. სულ იკრიჭება_ მოსწავლეებს ართობს, გოგოებს ეპრანჭება, მოხუცებს ეხუმრება, არიან ერთ სიცილ-ხარხარში. ალბათ რა ლამაზია ამ დროს გარედან ჩემი ავტობუსი! დიიდი წითელი ავტობუსი, რომელიც სავსეა მოცინარი და ბედნიერი ხალხით! თუმცა მერე ეს ბედნიერი ხალხი ნელ-ნელა ჩადის, სახეზე სიცილი ჯერ ღიმილად ექცევათ, მერე კი შეუმჩნევლად უქრებათ...
კიდევ იმიტომაა ცუდი ავტობუსის მძღოლობა, რომ ისეთ ადამიანებს ეჩვევი, ვისაც არ უნდა მიეჩვიო. იმიტომ რომ ვისაც მიეჩვევი, ყველა ჩადის. არადა თითქოს ცოტაც და ლაპარაკს გაუბავ, რომ დამშვიდობებას ვერ ასწრებ ხეირიანად, ჩადის, რაც არ უნდა დიდხანს იდგეს შენ გვერდით და გელაპარაკოს, გაგიღიმოს, სხვა გადარეულ მძღოლებზე შენთან ერთად აღშფოთდეს, ბოლოს მაინც ჩავა. მე კი უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ფულს მიწვდის.
ერთი მგზავრი დამყვება ხოლმე ყოველთვის. წერეთლიდან რუსთაველამდე. გრძელთმიანი ქერა ბიჭია, გიტარით დადის სულ, გარეგნობით ქრისტეს ჰგავს, ჩუმად იცინის, ჩემსავით. შეიძლება სასწორიც კია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, ნეტავ ხომ არ შემიყვარდა-მეთქი, მახსენდება, რომ ერთხელაც იქნება ჩავა და აღარასოდეს ამოვა, ან დაამთავრებს სწავლას თუ იქ სწავლობს, ანდა სამუშაოდ სხვაგან გადავა. მე კი მის მაგივრად ჩემი ერთგული კონდუქტორი გამიღიმებს ოცდათორმეტი კბილით.

გიორგი ხშირად ამბობს, რომ ავტობუსით მგზავრობა ბევრად ჯობს საკუთარი მანქანით სიარულს. მე არასოდეს ვეთანხმები და ამის გამო, თითქმის ყოველთვის ვჩხუბობთ. თუმცა მერე რომელი ვთმობთ არც კი ვიცი, ალბათ_მე, იმიტომ რომ, ჩვეულებრივ, მე სამსახურში ჩვენი მანქანით დავდივარ, გიორგი კი ავტობუსით მიდის. იმდღეს სამსახურიდან ერთად რომ გამოვედით, აიჩემა ავტობუსით წავიდეთო, მე უარი ვუთხარი, ერთი საათი ვიჭიდავეთ სამსახურის წინ და ბოლოს ისევ მე დავუთმე და ავტობუსით წამოვედით. მთელი გზა უხასიათოდ იჯდა და ხმა არ ამოუღია. მე ნიშნისმოგებით მივახალე, შენს ნაქებ ავტობუსში ასე ცხვირჩამოშვებული რატომ ზიხარ-მეთქი, შემომიღრინა, სულ შენი ბრალია ყველაფერიო. რა დავუშავე არ ვიცი. მე ხომ მაინც დავთანხმდი ბოლოს. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. არც სახლში შევრიგებულვართ. დილითაც ის ავტობუსით წამოვიდა, მე_მანქანით. საღამოს კი, შესარიგებლად რომ მივედი, შევთავაზე, სახლში ავტობუსით წავიდეთ-მეთქი, მაშინვე მოვიდა ხასიათზე. გავედით გაჩერებაზე. ისე, წითელი ავტობუსებიც თუ იყო ამ ქალაქში, არც ვიცოდი, პირველად შევამჩნიე. წინ დავსხედით. საოცარია, ნეტავ ამ ავტობუსის გადაკეტების უფლება თუ ჰქონდა ამ მძღოლს, ძირს ნაფეხურები დაუხატავს, ფანჯრის მინებზე კი ვარდისფერი პლიონკები აუწებებია, ხოდა ამის გამო ყველაფერს მოწითალოდ ვხედავდი, თავი მეტკინა. გიო კი ენას არ აჩერებდა, ლაქლაქებდა და ლაქლაქებდა. კარგ ხასიათზე იყო, მე კი ისეთი შიში ვჭამე, მძღოლი გიჟივით დაქროდა ქუჩებში და სახლშიც 15 წუთით ადრე მივედი. გიო რომ ჩადიოდა, წუთით მძღოლის ხელებს დააკვირდა, მერე გამიღიმა, დამემშვიდობა და ჩავიდა. გიო ყოველთვის იმას აღნიშნავს, რომ მე მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თითები მაქვს. მეც რომ ჩავდიოდი, თვალი მძღოლის თითებისკენ გამექცა. გოგოსავით თეთრი, გლუვი კანი ჰქონდა, სუსტი თითები და სუფთა ფრჩხილებით. თUმცა რატომღაც ერთ ფრჩხილზე ესვა ლაქი. ალბათ “საჩუქარი” შეუსრულდა. მერე მძღოლი რატომღაც ჩემს თითებს დააკვირდა. მერე ჩავედი. ისე ძალიან დაბნეული გოგო კი იყო, ასეთებს საერთოდ რატომ აჩერებენ სამსახურში არ ვიცი_ კარები ისე უცებ დაკეტა, ლამის ფეხი მომაყოლა. თუმცა საწყალი გოგო, ალბათ როგორ უჭირს, მძღოლობას რომ კადრულობს.

მის გამო თმებიც კი შევიჭერი, ისეთი ლამაზი ვიყავი იმდღეს, სანამ მის გაჩერებამდე მივიდოდი, ასჯერ მაინც გამოვტოვე სხვა გაჩერებები, დვორნიკებიც იქამდე მქონდა ჩართული, სანამ მზემ პირდაპირ თვალებში არ მომანათა, მის გაჩერებამდეც მივედი, მაგრამ არ ამოსულა, მთელი დღე ველოდი, რუსთაველზე რომ გავედი, თმა ხელახლა გადავივარცხნე, სუნამოც დავისხი, მაგრამ არც იქ ამოსულა. საღამოს კი, როცა თმის სამაგრიც მოვიხსენი და თმებიც ჩემებურად ავიჩეჩე, კარენამ მითხრა, რომ მთელი დღე ძალიან ლამაზი ვიყავი, რომ მთელმა ავტობუსმა შემამჩნია...
ჩემი ქრისტე კი მეორე დღეს გამომეცხადა, მაშინ, როცა თმა უკვე აჩეჩილი მქონდა და რუსთაველიდან წერეთელზე ვბრუნდებოდით, ვიღაც სულელ გოგოს გადაუხადა და გაუღიმა კიდეც, მე კი თითებზე დამაკვირდა. ის გოგო რომ ჩავიდა, დავინახე, რომ მე იმაზე უფრო ლამაზი თითები მაქვს.
იმ საღამოს კარენას შევჩივლე, ჩემი ბოლო ბედი შენ იქნები-მეთქი, ჰოდა მეორე დღეს დიდი შოკოლადის ფილით ხელდამშვენებული გამომეცხადა. ისე გავოცდი, ლამის ჩემი მეზღვაურის კეპკა ფანჯრიდან გადამივარდა! მერე იმედგაცრუებულმა იმ ფრჩხილზე, სადაც საჩუქარი მქონდა თეთრად დახატული, ლაკი გადავისვი. ეს მეორე საჩუქარი კარენასგან. იმ დილას საზეიმოდ გადავწყვიტე, დარჩენილ ორ საჩუქარს თვალის ჩინივით გავუფრთხილდები და იქამდე არ მოვიჭრი, სანამ არ მაჩუქებენ-მეთქი. კარენაც გავაფრთხილე, ამის მერე აღარაფერი მაჩუქო-თქო, ჰოდა ახლა გულდამშვიდებით ველოდები ჩემს ნამდვილ საჩუქრებს.

რა ვუყოთ, Kარენ, ჩემზე ლამაზი თითები მაინც არ ჰქონდა-მეთქი, ვუთხარი. კარენაც მაშინვე დამეთანხმა, შენ გრძელი, პიანისტის თითები გაქვსო. რა უცნაურია ეს კარენა, ნეტავ პიანისტის თითები სადღა უნახავს, თუმცა როცა კონდუქტორი ხარ, ალბათ ძალაუნებურად, პირველ რიგში, ხელებში უყურებ მგზავრს...
ჰო მართლა, იმ დღეს ცუდი დღე მქონდა, ის ფრჩხილი, რომელზეც ჩემი ქრისტეს საჩუქარი მეხატა, საჭეზე მომტყდა. ჰოდა გაბრაზებულმა ავდექი და ფრჩხილები ძირში დავიჭერი. სულ ტყუილად გამიფუჭდა საჩუქრები. არადა როგორ ველოდი.



რამდენიმე დღეში კი სულ გამოიცვალა. რაც საჭეზე ერთი ფრჩხილი მიიმტვრია, დანარჩენებიც ძირში დაიჭრა, ფანჯრებიდან ვარდისფერი პლიონკები ააძრო, მე კი გამომიცხადა, რომ რაც მინდოდა ის მეჩუქებინა ამის მერე. ჰოდა მეორე დღეს გვირილები მივუტანე. აიღო და მთელი თაიგული თავში გაირჭო. მთელი დღე გვერდზე გადახრილი თავით იჯდა წარბშეუხრელად, ბოლოს გვირილების ფურცლებმა ცვენა დაიწყეს. თან ავტობუსი მიჰყავდა, თან ჩუმად ბურტყუნებდა კოპებშეკრული და ერთ ადგილას მიშტერებული: “ამოვა, არ ამოვა, ამოვა, არ ამოვა...” ამის გამო, მგზავრები კარებზე აკაკუნებდნენ, ყვიროდნენ, ხან მე მლანძღავდნენ, ხან გაშტერებულ მძღოლს... მერე ერთ-ერთმა მოხუცმა ქალმა, შეანჯღრია, მე გადავეფარე, ძლივს მოახედა. დაბნეულმა ცისფერი თვალები აახამხამა_ ჰო, ცისფერი თვალები, თურმე ცისფერი თვალები ჰქონია, თუმცა რა გასაკვირია, აბა მძღოლს და კონდუქტორს თვალებში საერთოდ არ უყურებენ...

აყალმაყალმა გამომაფხიზლა. იმ ქალს დაბნეულმა გავუღიმე და შევთავაზე, ჩემი ვარდისფერი “პარპრიზიდან” გაეხედა, მაგრამ ერთი “ოჰ” წამოიძახა და მაშინვე ჩავიდა. მე კი, საერთოდ დავიბენი და ის კარი, გაღების მაგივრად, დავხურე, რა ჩემი ბრალია რომ მაინცდამაინც იმ ბრაზიან ქალს მოჰყვა შიგ ფეხი, ოოჰ, რა წივილ-კივილი ატეხა... ბავშვებმა გადაიხარხარეს, ის ქალი კი ერთი ლანძღვა-გინებით ჩავიდა. არადა, ისეთი ლამაზი ქალი იყო, დახვეწილი, ლამაზად ჩაცმული...
მერე, ცოტა აზრზე რომ მოვედი, სარკეში ჩავიხედე. გვირილებს ალაგ-ალაგღა ჰქონდა ფურცლები შემორჩენილი. სასწრაფოდ გადავითვალე, კიო, ამომივიდა.

კარგია რომ ის ვარდისფერი პლიონკები არ გადაუყრია რაც ააძრო.
ცოტა საღებავიც კიდევ გვაქვს და ნაფეხურებს ხელახლა დავახატავთ. დღეს ღამე დავრჩები გარაჟში და მე თვითონ დავუხატავ, პლიონკებსაც ხელახლა ავაკრავ. დილით რომ მოვა, გაუხარდება.
კიდევ დავახვედრებ გვირილებს. ოღონდ პირობას ჩამოვართმევ, რომ ასე გაშტერებული აღარ ივლის მთელი დღე. თორემ, დღეს მეც კი შემეშინდა, რამეს არ მიეჯახოს-მეთქი, ვიფიქრე.


დიდია და ვისაც ეზარება ნუ წაიკითხავთ blum.gif

პოსტის ავტორი: klasikosi Sep 14 2008, 20:04

UN-KNOWN-GIRL

აუუ, გაგრძელება არ იქნებაა?? biggrin.gif ძალიან მაინტერესებს იმ ბიჭს აღარ ნახავს?? სომეხი კონდუქტორისთვის არ მემეტებაა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: un-known-girl Sep 27 2008, 20:33

მეზობლები

მესამესართულელი კაცი დიდ, წყნარ ეზოში ცხოვრობს. ყოველ საღამოს, შებინდებისას, ჩუმად გადმოიღებს ხოლმე გრძელ ჭოგრიტს, გამართავს, მერე მოხერხებულად მოეწყობა სავარძელში და წინა კორპუსის ბინადრებს უთვალთვალებს. მესამესართულელი კაცი ასტრონომია და კარგა ხანია რაც უკანასკნელი ობსერვატორიიდანაც წამოვიდა, გრძელი, ძველისძველი ჭოგრიტიც წამოიღო და სახლში ჩაიკეტა. საკუთარი თავის ყურებას ვარსკვლავების თვალიერება ურჩევნია. ალბათ ამიტომაც, დიდი ხანია რაც ბოლო სარკეც ჩაემსხვრა შეუმჩნევლად.
წინა კორპუსში მეორესართულელი წითელთმიანი ქალი ცხოვრობს. ქალი დღისით თავის ლამაზ თმებს თავსაფრით მალავს, ხოლო საღამოს, როცა მის სარკეში ჯადოქარი აირეკლება, თავსაფარს იხსნის და წითელ თმებს გადმოშლის, წითელ პომადასაც ისმევს. ისმევს იქამდე, სანამ პომადას კიდევ რამდენიმე მილიმეტრს არ მოაკლებს. შემდეგ დაიწყებს გრძელი მონოლოგების წარმოთქმას და ხელების შლას. წითელთმიანი ქალი ყოფილი მსახიობია, მაგრამ სცენაზე კარგა ხანია აღარავის მიურთმევია მისთვის წითელი ყვავილები, აღარც წითელ თავს უკრავს სცენიდან მაყურებელს. წინაკორპუსელი ქალი, როცა მონოლოგების წარმოთქმას მორჩება, მაგიდას მივარდება და რაღაცის წერას იწყებს. თან თვალს წინა კორპუსისკენ აპარებს. კაცი ვერ ხედავს რას წერს ქალი, გაფაციცებით კი უყურებს, მაგრამ ბოლოს დაიღლება და ჭოგრიტს დაკეცავს. ქალიც შეამჩნევს, რომ ჯადოქარი შეუმჩნევლად გაპარულა სარკიდან და ფურცელს, რომელზეც უაზრო ფიგურებია დაჯღაბნილი, სანაგვე ყუთში გადაუძახებს.
მეორე დღეს, როცა გათენდება, ქალი ფანჯრებს ფართოდ გამოაღებს, თავის ხაკისფერ კატას ოთახში შემოუშვებს, თმებს თავსაფრით შეიხვევს, სახლს ალაგებს. კაცი გაფაციცებით მისჩერებია მეორესართულს, მაგრამ იქ ქალის სილუეტის გარდა ვერაფერს ამჩნევს. მესამესართულელ კაცს ფერების გარჩევა უჭირს და მხოლოდ წითელს ხედავს. როცა დაზამთრდება, შემელოტებულ თავზე მწვანე ბერეტს იფარებს რომ არ შესცივდეს, ღაბაბს კი წითელი კაშნეთი დაიმალავს.
ამასობაში კიდეც მოსაღამოვდება, კაცი გადმოშლის ჭოგრიტს და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდება, ქალი ნერვიულობს, ბოლთას სცემს, ფანჯრიდან იყურება მალიმალ, მერე კი ჯადოქარი მოდის მასთან. აირეკლება მხიარული გრძნეული განუყრელი ჭოგრიტით ხელში (ჯადოქრებს ხომ ჭოგრიტები ყველგან თან დააქვთ!) მოხერხებულად ჩაჯდება სავარძელში და ქალს შეჰყურებს. ქალი ხაკისფერ კატას გააგდებს ოთახიდან, კატა კარს უკან მოკალათდება და ღრიჭოდან უთვალთვალებს გულმოსული თავის პატრონს და ჯადოქარს. წითელთმიანი ყოფილი მსახიობი გადმოშლის ლამაზ თმას, წაისმევს ტუჩებზე წითელ პომადას და იწყებს მონოლოგებს. ის ან კაბარეს მოცეკვავე ქალია, ან_შეშლილი მათხოვარი, ან_ეშხიანი ბოშა ქალი, ან_მეოცნებე შეყვარებული, ან კიდევ_დაძონძილ პალტოში გამოხვეული უბედური მაწანწალა. კაციც ხან ჯადოქარს შეჰყურებს (რომელიც ალბათ აღტაცების შეძახილებს არ იშურებს მსახიობისთვის), ხან კი_ექსტაზში შესულ ქალს, რომელსაც ჯერ საკუთარი თავი ავიწყდება, მერე_ჯადოქარი. მერე მალე გაივლის ეიფორია, ქალი მიიხედ-მოიხედავს, მალულად გააპარებს თვალს წინა კორპუსისკენ, კაცს კი მობეზრდება ერთ ადგილას გაქვავებული ქალის ყურება და მეორე დღისთვის შეინახავს ჭოგრიტს. ქალიც გონს მოეგება, ნაწყენი დამალავს ლამაზ წითელ თმებს თავსაფარში, წითელ პომადას მოიშორებს, კარს გამოაღებს და წვება. ხაკისფერი კატა ჩუმად შემოიპარება ოთახში, სარკის ქვეშ მოიკალათებს მორიდებულად და იძინებს. Mმეორე დღის გათენებას ორივე მეზობელი მოუთმენლად ელის. Oორივე წრიალებს ლოგინში, წამოხტებიან, მივარდებიან ფანჯარას, ერთმანეთს უეცრად მოკრავენ თვალს და დარცხვენილები ისევ ლოგინებს მიაშურებენ. ალბათ არ სურთ დაანახონ უცხო მეზობლებს თავიანთი უცნაური მოუსვენრობა.
მეორე დღესაც იგივე გამეორდება. მეორე სართულელი მეზობლის ნერვიულობა მესამე სართულელ ასტრონომსაც გადაედება და როგორც კი დაბინდდება, ისე რომ აღარ უცდის ჯადოქრის მოსვლას, გამართავს ჭოგრიტს, აჩქარებით მოიდგამს სავარძელს, ქალიც ელვის სისწრაფით გააბრძანებს ხაკისფერ კატას ოთახიდან, ცხვირწინ მიუჯახუნებს კარს, ააფრიალებს წითელ თმებს, წაისვამს წითელ პომადას ტუჩებზე და ჯადოქარიც აირეკლება მაშინვე სარკეში. კაცი უფრო დაიძაბება, მიაშტერდება ისიც სარკეს, სადაც ქალისა და ჯადოქრის ანარეკლებს ხედავს მხოლოდ, ცალფეხს მოიკეცავს თათრულად, მეორეს ნერვულად აათამაშებს იატაკზე, ქალი კი მონოლოგების წარმოთქმას დაიწყებს. კაცი ჯერ გუნებაში აყვება მეორესართულელ ბინადარს, შემდეგ ისიც წამოხტება, თვითონაც ოთახში სიარულს იწყებს, ელაპარაკება თავისი სახლიდან ქალს, ხელებს შლის, ჯადოქარს კი ამ დროს ჭოგრიტი უვარდება ხელიდან და აღტაცებული გაჰყვირის “ბრავოს”, აცახცახებული ხელით მერე მონახავს ჭოგრიტს, გვერდით მოიდგამს, კაციც უბრუნდება თავის განუყრელ ინსტრუმენტს და წითელთმიან მსახიობს აშტერდება. ქალი სიამოვნების მწვერვალს აღწევს. ის თავმდაბლად უკრავს თავს აღტაცებულ ჯადოქარს, შემდეგ ჩვეულებრივ მივარდება მაგიდას და უაზრო ფიგურების ჯღაბნას იწყებს ისევ, კაციც აიღებს ჭოგრიტს და დასაძინებლად დაწვება. წითელთმიანი მეორესართულელი მეზობელი კი მალე შეამჩნევს, რომ ჯადოქარიც გაპარულა სარკიდან და დაწვება. ღამით კატა შემოიპარება მორიდებით ოთახში და სარკის ქვეშ წვება. დილით კი ქალს მსხვრევის ხმა გამოაღვიძებს. შემკრთალი წამოხტება, გამოვარდება ოთახში სადაც თავის კუდაპრეხილ ხაკისფერ კატას დაინახავს, რომელიც ფრთხილად დააბიჯებს სარკის ნამსხვრევებზე. წითელთმიანი მეორესართულელი ქალის ფანჯრიდან აჩხავლებული კატა გადმოვარდება, რომელიც სხვა სადარბაზოს შეაფარებს თავს. ქალი კი დარაბებს ჩაკეტავს და სარკის ჩარჩოს წინ მჯდომარე მდუმარედ გაუშტერებს თვალს ოქროსფერ სილუეტს.
მესამე სართულიდან ჩვეულებრივად, დაბინდებისას გამოძვრება ჭოგრიტი, მაგრამ იმდღეს წინა კორპუსიდან მეორე სართულზე მხოლოდ დაკეტილ დარაბებს დაინახავენ. ჯადოქარი, რომელიც მთელ დღეს ემზადებოდა სარკეში ვიზიტისთვის, ვეღარ იქნება მსახიობის სასურველი სტუმარი. მესამესართულიანი კაცი გაშლილს დატოვებს ჭოგრიტს და მის წინ მჯდარი უაზროდ გაუშტერებს თვალს შავ წერტილს.
გაივლის კიდევ რამდენიმე დღე, მეორესართულის კარები გაიღება და წითელთმიანი თმაგაშლილი ქალი ქუჩაში გამოვა ხაკისფერი კატის საძებნელად.
კაცი კი სარკის საყიდლად წავა.



აი ეს, გაგრძელებასავით, klasikosi blum.gif smile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Sep 30 2008, 18:13

აუ ისეთ... მქუხარე ლექსებს არავინ წერთ?


ქუხილის დროა...

პოსტის ავტორი: DAKOTA Oct 1 2008, 18:52

un-known-girl
აი შენ წითელი ვარდი give_rose.gif
მეორეც კარგია,მაგრამ პირველი უფრო მომეწონა
smile.gif

პოსტის ავტორი: un-known-girl Oct 2 2008, 19:00

DAKOTA
:* thanks blush2.gif

პოსტის ავტორი: kedi Oct 4 2008, 21:28

დიდი პაუზის მერე. მე smile.gif


###
მას მერე , რაც ცა ჩამოიქცა,
და მშობიარე დედებმა შეაკავეს ყვირილით
და დაუძლევევლი ტკივილისათვის
ისევ მიჰგვარეს ზე-ცას..

ახალშობილები,
სადღაც ვიწროებში შეყენებული ცხვარივით
ცდილობდნენ დაბრუნებოდნენ ვენახის მტევნებს ,
რომ ისევ ეცხოვრათ თბილ საშოებში,
სადაც უფროსმა დებმა ,
რომლებიც ანკესს ამოყოლილი თევზებივით გაქრნენ, დაუტოვეს
თბილი წყალი და გრძელი მილი,
რომ კი არ ესუნთქათ,
ძვალ-რბილში გასჯდომოდათ ტკივილი და
სირცხვილიც..
ახლა ის შვილები მაყვლის ბარდებზე ხტუნაობენ და
თუ ნაყოფს რამე შეემთხვა,
ერთმანეთს თხრიან თვალებს და
ყურის ნიჟარებში ღრმად
უგორებენ სიყრუის ბეჭდებს..
მას მერე , რაც დედების ტკივილმა
ცას ადგილი მიუჩინა,
ისინი დადიან მუხლამდე ამომშრალი ფეხებით და
უკვე ტკივილგადავლილი სახით მთის ძირებში……
და ვერც ერთი სწევს მდინარის წყლით
გავსებულ მუცელს შვილებამდე..

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 6 2008, 11:04

***

შენ მეტყვი:
ძმაო,
არ გინდა სმაო-
ცხოვრება ხსელიდან გისხლტება...

მე გეტყვი:
დაო,
რად გინდა თქმაო,
რომ
ღვინოა ჭეშმარიტება...







მეტი ვერეფერი გავიხსენე უცებ...

პოსტის ავტორი: marcyvi Oct 6 2008, 14:57

dabadebidan sitbos gavcem,tqvenc giwiladebt damicadet,amqveynad aravis minda vdzulde,me siyvarulistvis davibade

dabadebidan sitbos gavcem,tqvenc giwiladebt damicadet,amqveynad aravis minda vdzulde,me siyvarulistvis davibade

პოსტის ავტორი: TRINITI Oct 7 2008, 10:33

ციტატა(marcyvi @ Oct 6 2008, 11:15) *
dabadebidan sitbos gavcem,tqvenc giwiladebt damicadet,amqveynad aravis minda vdzulde,me siyvarulistvis davibade



ქართული შრიფტი გამოიყენე...

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 9 2008, 15:57

***

ჩემი აზრები მუდამ იქ ქრიან,
სადაც მუზები ზეცას მიჰქრიან...
ბევრჯერ დავმჯდარვარ და მიფიქრია-
ყველაზე დიდი საქმე-ფიქრია...

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 12 2008, 21:13

ციტატა(leo-dzia @ Jul 9 2008, 17:05) *
აჰა
ჩემი ბოროტი სული

მწყურია ცრემლი,მწყურია სისხლი,
დენთის სუნი და ომი მწყურია.
მსურს ვაგიჟმაჟო ბოროტი სულ-
ისედაც ქვეყნის დასასრულია...

მინდა გავხვიო სამყარო კვამლში,
ზეცას ყორნებმა შეკრან ირაო,
მსურს რომ დავასწრო მამა ღმერთს ცაში
და დედამიწა ავაყირაო...

მიხმობს მახვილი,აღმაგზნებს ცეცხლი;
მინდა გავლეწო გვამების კალო,
ეშმაკს ვიყიდი ოცდაცხრა ვერცხლით
და ბოლოს ტყვის მსურს დავიხალო..
ლექსი არ ვიცი როგორია,მაგრამ სიმართლეა...

ლექსიც მაგარია smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 13 2008, 12:21

nino _13


სხვანაირი ლექსიც მაქვს ომზე და თან ომამდე დაწერილი...


"მტერს"

მე მკვლელი არ ვარ,თუმც ომისკენ მიმიწევს გული,
ალბათ შენ მოგკლავ,თუ დაგასწრებ ფინთიხის სროლას.
წითელი სისხლით დამძიმდება ცოდვილი სული,
ვეღარ ავყვები სიჭაბუკურ ქარების ქროლას.

მე უნდა მოგკლა,ჩემი ქვეყნის მტერი გიწოდე,
თუმცაღა უფლის შვილები ვართ მოკვდავნი ყველა,
მე მუდამ შენი ცოდვის ცეცხლით უნდა ვიწვოდე,
ყველგან გამყვება დედაშენის სასტიკი წყევლა.

ალბათ ჩემსავით მეოცნებე იყავ ჭაბუკი,
სიცოცხლის რწმენით და მომავლის დიდი იმედით.
შენც გაშფოთებდა სენი ქვეყნის დაფი და ბუკი
და ვერც გავიგეთ ბრძოლის ველზე როგორ მივედით.

საიქიოში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ალბათ,
შენ შემომხედავ საყვედურით სავსე თვალებით,
მე შენი მზერა ჯოჯოხეთში მეყოფა ტანჯვად-
დამძიმებული ქვეყნიერი ცპდვა-ბრალებით.

მე შენი სისხლით პირს დავიბან იქ,ბრძოლის ველზე,
ალბათ ჩემსავით შენი ქვეყნის შენც მზეს ფიცავდი.
მე შენ მარჯვენას დაგიტოვებ შენსავე ხელზე,
შენს ვაჟკაცობას თავს დავუხრი მუდამ მიწამდი...

2008წ. 29 იანვარი.

თბილისი,ღამე...

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 13 2008, 12:51

leo-dzia
ძალიან, ძალიან მაგარი ლექსებია, გეტყობა სულით მებრძოლი ხარ smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: matta_harry Oct 15 2008, 13:58

ძვირფასო დედა


მიმზერდა თვალები შენი მოფერების
სული გამითბა...
როცა ჩემს გვერდით ხარ, ძვირფასო დედა
გული დამიტკბა...
თვალებში გხედავ სიკეთით სავსე
სული გამითბა...
შენ ხომ ასეთი ნაზი და ნორჩი
გული დამიტკბა...
ვცდილობდი მეხილა შენში ტყუილი
და სული გამითბა...
მე აღმოვაჩინე ფესვები თაფლის
კვლავ გული დამიტკბა...
შენს თბილ სხეულთან შეხება მინდა
მომენატრე და მიჭირს უმზეოდ
ისევ გნახავდი, წახვიდე არ მინდა
ო, რა ძნელია ყოფნა უშემოდ...
ძვირფასო დედა!

23.10.2006

პოსტის ავტორი: matta_harry Oct 17 2008, 16:00

დედას!


შენ მოდიოდი ისე თეთრი, ნათელი ისე
მე სხვა სინათლე არასოდეს შემიმჩნევია
შენ მოდიოდი მკრთალი, ნორჩი ღიმილით პირზე
და ის ღიმილი მე მოგპარე უკვე ჩემია.
შენი ხელები ისევ ისე ჩამონათალი
ჩემი ნატვრა და ოცნება რომ შეუწირია
თეთრი ყელი და ეგ თვალები მუდამ მართალი
და იშვიათი ცრემლი შენი ჩემი მძივია.
კაკლები მუდამ დასაკოცნი ცხოვრება მშრალი,
მაგრამ მე შენზე არასოდეს შემიმჩნევია,
ერთ დროს კისერთან სხვას მოჰპარე პატარა ხალი,
და ის ხალი კი ეხლა უკვე ისევ ჩემია


პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 17 2008, 17:27

matta_harry
დედა....

კარგია მასზე წერა,მაგრამ რატომღაც მე არ შემიძლია...

მე ასეთ რაღაცეებს ვწერ უფრო:


რად დუღხარ სისხლო?


სისხლო რად დუღხარ,რად ბორგავ გულო?
რად ჭენაობენ გრძნობის რაშები?
ცეცხლს უკიდებენ ფიქრები აზრებს,
როგორც შუამთას ყიზილბაშები.

მეძახის მიწა ცრმლით და ოხვრით,
სისხლის ოხშივარს მზე ღმერთს წაუღებს,
შემოიჭრება ყიჟინა სულში,
ოცნება მამულს ციხეს აუგებს.

შეეშინდება შიშს დაფდაფების,
ალქაჯი მორთავს საზარლად კივილს,
მომევლინება მშველელად ტყვია,
წამლად მიიღებს სხეული ტკივილს.

შეეყინება მზერა იარაღს
და ნაცრისფერი ხეების ფერდობს,
ჭირისუფლებიც ვერ გაიგებენ
რატომ ვბორგავდი ჭაბუკი ერთ დროს.

რას ყვირი სისხლო,რად ფეთქავ გულო?
ცივ სამარეში ბედსაც დავცინებ.
ახლა კი ველი,ველი ცხელ ტყვიას,
ჩემს მდუღარე სისხლს რომ გააციებს...

2008წ. 24 მაისი.

თბილისი,ღამე...

პოსტის ავტორი: pensioneri Oct 17 2008, 17:29

leo-dzia
clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 18 2008, 21:49

ციტატა(leo-dzia @ 17th October 2008 - 18:45) *
რას ყვირი სისხლო,რად ფეთქავ გულო?
ცივ სამარეში ბედსაც დავცინებ.
ახლა კი ველი,ველი ცხელ ტყვიას,
ჩემს მდუღარე სისხლს რომ გააციებს...

აი, ეს მართლა ძაან მაგარია, მომწონს შენი ლექსები.smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 20 2008, 16:45

nino _13


გაიხარე...


ეს კი კიდევ ერთი განსხვავებული ნაჯღაბნი...


დალიე ღვინო


დალიე ღვინო,
დანარჩენზე ეშმაკი ზრუნავს.
ცხოვრებაც თავქვე მთვრალი კაცის ბარბაცით მიდის.
შენა ხარ ცენტრში,შენს გარშემო სამყარო ბრუნავს,
ციხარტყელას კი შენი თვალით ფერი აქვს ბინდის.

ზარები რეკენ,
ეზარებათ დიაკვნებს ლოცვა,
პოეტიც ლექსებს გრძნობის ალზე წამებით წვავდა.
გეწადა ფრენა,თუმც გველივით მოგიწევს ცოცვა,
არ არსებულა რაც გიყვარდა და რისიც გწამდა.

ყრანტალებს ყვავი,
ყვავს ჰგონია რომ გზნებით გალობს,
გულიც უგულო განცხადებებს აცხადებს მტრებად.
ცხოვრების ბოლოს,როცა უკვე სიცოცხლეს ნანობ
გაგიხდებიან დემონები ძმებად და დებად.

შენ არვინ გკითხავს,
ყველაფერი თავის გზით მიდის
და ბედის ჩარხიც მოვარდისფრო ოცნებებს გიქრობს,
ბევრს ნუ იფიქრებ,დარდიც ნუ გაქვს იმ ბეწვის ხიდის-
დალიე ღვინო,
დანარჩენზე სატანა ფიქრობს!



2008წ. 28 ივნისი

თბილისი,ღამე...



პოსტის ავტორი: nino _13 Oct 21 2008, 1:22

ციტატა(leo-dzia @ 20th October 2008 - 18:03) *
ცხოვრებაც თავქვე მთვრალი კაცის ბარბაცით მიდის.

ციტატა(leo-dzia @ 20th October 2008 - 18:03) *
და ბედის ჩარხიც მოვარდისფრო ოცნებებს გიქრობს,

ესენი განსაკუთრებულად მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: pensioneri Oct 21 2008, 12:43

leo-dzia
არა რა,მართლა უმაგრესია!!!

და შენ ამბობ,რომ შენი ლექსები არაა გამოსაქვეყნებელი????

ეს ლექსი მერთლა მაგრად მომეწონა...
ესაა ისეთი ლექსი,რომელსაც მე ყოველ საღამო სიამოვნებით წავიკითხავ...

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 21 2008, 16:32

pensioneri

გაიხარე..

აი ესაა კიდევ ცოტა "ისეთი" ლექსი..

ბოლოს ეს დავწერე..



სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხედან ჯოჯოხეთია


სდიოდათ კუპრი ჯოჯოთა ხეებს,
ნაცრისფერ კვირტებს კვნეტდა სიბნელე,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთია,
უფრო ახლოა ფიქრის სიბერე.

შავბნელ ორღობეს წყევლიდა ჭოტი,
მდინარის ოხვრას უსმენდა მთვარე.
იყო სიწყნარე და თანაც შფოთი,
ტკბილი ოცნება,ცხოვრება-მწარე.

ცეცხლი ეკიდა უკუნში თავთავს,
ილეწებოდა გვამების კალო.
მზე ამ ყველაფრის თავი და თავი
ღმერთთან გაიქცა,გაქრა უკვალოდ.

...........

სახრჩობელიდან იღიმოდა ხუცესის გვამი,
წუხდა სატანა,უგზავნიდა ჭინკებს ბარათებს.
წლების სიბერეს დასტიროდა ჯეელი წამი,
ანგელოზები აგორებდნენ ქაჯთან კამათელს.

საწყალ წყალს წყევლა დაადევნეს სამი ან ოთხი,
ერთად სწყუროდათ სიყვარული ჯოჯოთ და ხეთა,
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთთან არის სამოთხე,
სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხიდან ჯოჯოხეთია.


2008წ. 12 ოქტომბერი.

თბილისი,ღამე...



ეს ის ლექსია,რომლის გარშემო შეიძლება ბევრი კითხვა გაჩნდეს... ყველანაირი კუთხით დასმული...

განსაჯეთ....

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 21 2008, 17:56

ციტატა(leo-dzia @ 21st October 2008 - 17:50) *
მზე ამ ყველაფრის თავი და თავი
ღმერთთან გაიქცა,გაქრა უკვალოდ.

აი,ამან დამაინტერესა, დამაფიქრებელია და ერთი კითხვაც გამიჩინა.........

სხვა რა გითხრა, როგორც შენი ყველა ლექსი ესეც არაჩვეულებრივია, შენი შემოქმედების თაყვანისმცემლად მიმიღე smile.gif

როგორც ვატყობ ყველა ლექსი ღამე გაქვს დაწერილი, ეტყობა კიდეც ღამეული სიჩუმის, მრუმე წიაღის და იდუმალების განცდა დაკრავს, საერთოდაც ღამე შემოქმედთა მესაიდუმლეა, ."ერთადერტი მესაიდუმლე მყავს , ღამეული სიჩუმე, რატომ? იმიტომ რომ მუნჯია......"

პოსტის ავტორი: pensioneri Oct 22 2008, 16:14

leo-dzia
რატოა შენი ყველა ლექსი ასეთი მძიმე?
რატომაა შენს ყველა ლექსში სისხლი,გვამები,ჯოჯოხეთი და სიბოროტე?
რატომ არ წერ უფრო მსუბუქ თემებზე?
არ ვიცი,შეიძლება მაგრად ვცდები,მაგრამ ჩემი აზრით სული გაქვს დამძიმებული და რაღაცისგან განთავისუფლება გჭირდება.



ციტატა(leo-dzia @ Oct 21 2008, 16:50) *
სამ-ოთხ ნაბიჯში ჯოჯოხეთთან არის სამოთხე,
სამ-ოთხ ნაბიჯში სამოთხიდან ჯოჯოხეთია.


ეს კი მართლა მაგარი იყო...
და შეიძლება ბევრის მთქმელიც...
ვინ იცის რა იგულისხმე...

პოსტის ავტორი: Ms.svan-SKY Oct 22 2008, 16:29

ციტატა(Ц-О-Й @ Dec 2 2007, 15:39) *
მეც ვწერ მოტხრობებს ...აბა მოიმარჯვეტ ყველამ ცოპი/პასტე და შეინახეტ ცემი შედევრი
მე მინდა ცხოვრებას ვაჩუქო ფერი
წითელი ყვითელი ნარინჯისფერი
გაზაპხულის საგამოა მშვიდი
ერთი, ორი,სამი, ოთხი, შვიდი.
ნუ იქნები ნაზი
იყავი მკვირცხლი
ჰოი საოცრებავ... :blush2:

mosking.gif mosking.gif :')

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 22 2008, 16:47

nino _13

გაიხარე.მიხარია ჩემს ლექსებს რომ კითხულობ და შენს მოსაზრებებსაც გამოთქვამ...

საინტერესოა რა კითხვა გაგიჩნდა...

ღამე კი იმიტომ ვწერ ლექსებს,სრულ სიჩუმეში,რომ მხოლოდ ამ დროს შემიძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა... ღამე მაგარია,და საერთოდ ამ დროს იციან სტუმრობა იმათ....


pensioneri


მსუბუქ თემებზე რატომ არ ვწერ არ ვიცი,ლსუბუქ თემებს ალბათ ყურადღებას არ ვაქცევ და მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია... არ ვიცი.. ასეთ რაღაცეებზე შემიძლია წერა,ალბათ იმიტომ რომ ეს მაწუხებს...


შეიძლება სულიც მაქვს დამძიმებული,შეიძლება არც მაქვს,არ ვიცი...

უბრალოდ ფიქრებს ეს თემები მოაქვს..




აი კიდევ ერთი ლექსი თქვენს სამსჯავროზე...


სისხლი დუღს!

სისხლი დუღს,
თოფებსაც ქუხილი სწყურიათ.
გული სწუხს,
ვეფლობით ჭაობში სრულიად.
არ მჯერა დღეს მართლა თუ დასასრულია...

ცრემლი წვიმს,
ბოღმა მჭამს,
მტერი მთხრის,
გრძნობა მკლავს...

ბრძოლა მსურს,
მახელებს ბუკი და ნაღარა.
ვძიობ შურს,
მომგვარეთ მერენი საღარა.
ვიჩქაროთ სანამ თმას დაათოვს ჭაღარა...

გული ძგერს,
ვბედავ თქმას:
ვუმტრობ მტერს,
ვუძმობ ძმას...

ავმხედრდეთ,
ხმლით წავალთ არ გვინდა ფარები.
ავმღერდეთ,
ბრძოლისკენ გვიხმობენ ზარები.
დავლეწოთ სიმართლის დახშული კარები!


2008წ. 2მაისი.

თბილისი, ღამე...

პოსტის ავტორი: pensioneri Oct 22 2008, 16:49

გუშინ თოვდა,ცა ბარდნიდა
ნელი ქარი ნაზად ქროდა.
ფანტელები რკალს ხაზავდნენ,
ზღვა კი დაბლა ბობოქრობდა...
მე და შენ კი ამ დროს ჩუმად
მივყვებიდით თოვლიან გზას,
ფიფიქი ნელა გეხებოდა
და რაღაცის გინდოდა თქმა.
შენ თვალებში ჩამხედე და-
"გიყვარვარო?"-მკითხე ჩუმად,
"მიყვარხარ"-თქო გიპასუხე
და თან შვება იგრძნო გულმა.
მომეხვიე,ჩამეხუტე
და გაათბო გული კოცნამ,
ჩვენ ვიყავით ბედნიერნი
და ბუნებაც ზეიმობდა...
და...უეცრად გამეღვიძა...
სადღაც გაქრა შენი სახე.
ნეტავ როდის ამიხდება
რაც მე წუხელ სიზმრად ვნახე?!




ეს "ლექსი" მერვე კლასში დავწერე და თუ გინდათ ძაან დამცინეთbiggrin.gif

რა რომანტიკაა...rofl.gif

პოსტის ავტორი: NUMB Oct 22 2008, 16:52

pensioneri
მე მომეწონა girl_blum.gif

პოსტის ავტორი: pensioneri Oct 22 2008, 16:53

NUMB
ნუთუ?biggrin.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 22 2008, 16:58

pensioneri


აუ ძაან მაგარია,საღოოლ...

იგრძნობა ნიჭი და გრძნობაც..


მიიღე ჩემგან აპლოდისმენტები... clapping.gif

პოსტის ავტორი: NUMB Oct 22 2008, 17:01

pensioneri
ხო. მერვე კლასში აბა მე შემძლებოდა მაგდენი :ბლუსჰ:


ნუ ვაოფფებ ეხლა : ( საკუთარი ლექსები არ მომეპოვება




პოსტის ავტორი: pensioneri Oct 22 2008, 17:01

leo-dzia
კაი რა,ვიცი რომ მაგარი სისულელე და გულისამრევი რომანტიზმია,თან გრამატიკული შეცდომები...მაგრამ მაშინ მერვეკლასელი ღლაპი ვიყავი და მეპატიებაsmile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 22 2008, 17:04

pensioneri


არა,რომანტიზმი გულის ამრევი არ არის... და არც სისულელეა,მითუმეტეს მერვეკლასელის თაობაზე..

ახლაც წერე,ვფიქრობ შენ ეს წარმატებით შეგიძლია გააკეთო...

პოსტის ავტორი: pensioneri Oct 22 2008, 17:09

leo-dzia
შენ წარმოიდგინე ერთი "პოემაც" კი მაქვს დაწერილი რაღა თქმა უნდა სიყვარულზეbiggrin.gif

ისე,კიდევ კარგი ჩემი დაწერილი ლექსების რვეული დავკარგეbiggrin.gif
თუმცა ჩემს კლასელებში ჩემი ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 22 2008, 17:17

pensioneri


რატომ დაკარგე... მართლა გეუბნევი სცადე ახლაც წერა... ძაან მაგარია...


მე რამეს რომ დავწერ შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე...

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 22 2008, 18:31

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:05) *
მიხარია ჩემს ლექსებს რომ კითხულობ

მინდა იცოდე რომ არა მარტო ვკითხულობ.... default.gif

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:05) *
ღამე კი იმიტომ ვწერ ლექსებს,სრულ სიჩუმეში,რომ მხოლოდ ამ დროს შემიძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

ხო, მასეა, ადამიანი კი მარტოობაში იშვება, საკუთარ თავთან განმარტოებული არიან შემცნობელნი საკუთარი "მე" -სი და საერთოდ ცხოვრების საზრისისა.....

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:05) *
საინტერესოა რა კითხვა გაგიჩნდა...

მზე თუ ღმერთთან გაიქცა და უკვალოდ გაქრა, ესე იგი, ღმერთიც უკვალოდაა გამქრალი???...სადაა შენი აზრით ღმერთი????...აბსოლუტი???...პატარები არა ვართ, გვჯეროდეს ღმერთი ცაშია, არ ვიცი შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობ მარა ჩემთვის ღმერთის არსებობის ასეთი მარტივი ახსნა მიუღებელია.....
სადაა ღმერთი?? ამ რელობიდან, სისხლისფრად შეღებილი სკნელიდან(რასაც შენ წერ ლექსებში , ჩვენი რელობა მართლა მასეთია, ცხოვრება მართლა მასეთი მძიმეა) ) შორს თუ პირიQით აქ, თითოეულ ადამიანში????

პოსტის ავტორი: ნი. . . Oct 22 2008, 19:50

leo-dzia

ძალიან მომეწონა შენი შემოქმედება... smile.gifsmile.gif ყოჩაღ !!!

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 22 2008, 20:45

ნი. . .
ხოო, აი კურსელები ვართ და ერთნაირი გემოვნებაც გვქონია smile.gif


მართლა მაგარ ლექსებს წერს, ძაან ძაან მაგარს.

ციტატა(leo-dzia @ 22nd October 2008 - 18:35) *
მე რამეს რომ დავწერ შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე...

მაგარი შეგრძნება არა???..ეხ, ნეტა მეც განმაცდეინა biggrin.gif

ყველაზე მეტად ის მებრძოლი სული მომწონს, მაგ ლექსებში რომ გამოსჭვივის.
მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ნი. . . Oct 22 2008, 20:45

nino _13

უძაანმაგრესსს.... ნუ ახლა იურიტები ვართ და ერთნაირად ვაზროვნებთ რაა biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 22 2008, 20:50

ციტატა(ნი. . . @ 22nd October 2008 - 22:03) *
ნუ ახლა იურიტები ვართ და ერთნაირად ვაზროვნებთ რაა

აბააა........, მომავალი იურისტები biggrin.gif

ციტატა(ნი. . . @ 22nd October 2008 - 22:03) *
უძაანმაგრესსს....

აი, "მტერს" მომეწონა ძაან, ბოროტი სულიც, რად დუღღარ სისხლო...

აი, ეგეტი სულისკვეთების ვაჟკაცები გვჭირდება........smile.gif

პოსტის ავტორი: ნი. . . Oct 22 2008, 20:59

nino _13

ანუ ყველაფერი მოგეწონა ძალიან smile.gifsmile.gif და არამარტო შენ smile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 23 2008, 16:22

ციტატა(nino _13 @ Oct 22 2008, 18:49) *
მზე თუ ღმერთთან გაიქცა და უკვალოდ გაქრა, ესე იგი, ღმერთიც უკვალოდაა გამქრალი???...სადაა შენი აზრით ღმერთი????...აბსოლუტი???...პატარები არა ვართ, გვჯეროდეს ღმერთი ცაშია, არ ვიცი შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობ მარა ჩემთვის ღმერთის არსებობის ასეთი მარტივი ახსნა მიუღებელია.....
სადაა ღმერთი?? ამ რელობიდან, სისხლისფრად შეღებილი სკნელიდან(რასაც შენ წერ ლექსებში , ჩვენი რელობა მართლა მასეთია, ცხოვრება მართლა მასეთი მძიმეა) ) შორს თუ პირიQით აქ, თითოეულ ადამიანში????



ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში,უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ...და სურვილიც არ გვაქვს მისი შეგრძნებისა.. ადამიანებმა და ღმერთმა ერთმმანეთი დაკარგეს....შეიძლება ყველაფერს ძალიან ვამუქებ,არ ვიცი...

ნი. . .
nino _13
გაიხარეთ... მეტისმეტი ქება-დიდებაც არ მეკუთვნის ალბათ....

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 23 2008, 21:04

ციტატა(leo-dzia @ 23rd October 2008 - 17:40) *
შეიძლება ყველაფერს ძალიან ვამუქებ,

არაფერსაც არ ამუქებ, მეც ზუსტად მასე ვფიქრობ, საერთოდ რაც რეალობაა უნდა ითქვას არ მიყვარს ილუზიურ სამყაროში ცხოვრება, ეს ცხოვრებაა თვითონ მუქ ფერებში და სად გაექცევი სიმართლეს.......................

ციტატა(leo-dzia @ 23rd October 2008 - 17:40) *
გაიხარეთ... მეტისმეტი ქება-დიდებაც არ მეკუთვნის ალბათ....

აუ, ეგეთები არ გინდა რა biggrin.gif
ვინც არ იმსახურებს არ ვაქებ ხოლმე, ჩემს ობიექტურობასი ეჭვი ნუ შეგაქ biggrin.gif
მართლა მაგარი ხარ...........................

პოსტის ავტორი: ნი. . . Oct 23 2008, 21:22

leo-dzia

ჰეჰ შენ წარმოიდგინე მეტიც გეკუთვნის...მართლა ძალიან მომეწონააა smile.gif

პოსტის ავტორი: matta_harry Oct 23 2008, 21:30

რა გინდა ჩემგან? მე არ მაქვს ძალა!
ქვა გამომფხიკე ცივ ქანდაკებად,
ჩემი სიმწარე, დაცინვა კმარა,
მე განდიდება მსურდეს? ნაკლებად!

და გაყინული მზერით ეგება...
სემომეცალოს შენი ხელები,
უდარდელ ქალად, ქვის ძველ კედლებად,
საფლავის ქვაზე შემოგევლები...

რა გინდა ჩემგან... მე არ მაქვს ძალა...

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 24 2008, 11:59

matta_harry
ლამაზი ლექსია smile.gif

პოსტის ავტორი: Ms.svan-SKY Oct 26 2008, 21:11

"დარეკა ზარმა. მთელი ზაფხული
გემშვიდობები ზვირფასო სკოლავ.
მომენატრება მასწავლებლები
მომენატრება ამხანაგები
უკვე გადავდგი ერთი ნაბიჯი
დაა
მეორისთვსი მოვემზადები..".

biggrin.gif biggrin.gif blush2.gif
დააცინვებს არ ვართ ..
6-ს ვიყავი მააშინ მე ცოდვილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: samuraisxmali Oct 27 2008, 10:39

ბედის რტო სიომ დიდხანს არხია
ნორჩი ფოთლების ჩამოცვენამდის,
გულში თალხია, თვალშიც თალხია,
ვეღარ შევიძლებ მოსვლას შენამდის.
მაგრამ ფარული მტანჯავს იმედი,
და მიცხოველებს იდუმალ წადილს,
რაღაც ბუნდოვან ზღვართან მივედი,
მეტს ვეღარ ვივლი შენ მარტო წადი.
დასასვენებლად შევჩერდე უნდა,
იქნება ჩემთვის ლოდინი არც ღირს.
დამტოვე მაგრამ გახსოვდეს მუდამ,
რომ გრძნობას მტაცებ უმიზნოდ დაღლილს.
ესეც გახსოვდეს, შემთხოვდნენ თუკი,
დღეს ჩემებრ შველას შენი თვალები,
თუმც ჩემი დაღლა არავის უკვირს -
მე უსათუოდ შეგიბრალებდი!

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 27 2008, 16:19

ჰა,ცინცხალი ლექსი..

ჩემს გარადა ჯერ არავის წაუკითხავს..

თქვენ რას მეტყვით ნეტა?


მთვარე

იმ შემოდგომის უქარო ღამეს
როცა სიჩუმემ გაშალა ფრთები,
მე ვესაუბრე ჩემს ძმაკაც მთვარეს,
მდუმარედ სწუხდნენ ბებერი მთები.

ფერმიხდილ მთვარეს სტანჯავდა სევდა,
თუმც დაჰღიმოდა დარდიან ვარდებს,
მის შუქს თან მუდამ სიბნელე სდევდა,
და საფლავებთან დასდევდა ლანდებს.

ვმუსაიფობდით უხმოდ დილამდე,
ჩვენს შორის ღრუბლის გავშალეთ ტაბლა,
დათრობა გვსურდა ჩვენ სიკვდილამდე,
ჩემთან უნდოდა ჩამოსვლა დაბალა.

დილით ორივე სადღაც გავრბოდით,
ვერ მოვაშორეთ ერთმანეთს თვალი,
ჩვენ უსიტყვოდაც ვლაპარაკობდით
და უღვინოდაც ვიყავით მთვრალი...


2008წ. 23 ოქტომბერი.

თბილისი,ღამე...




რავი რა...

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 29 2008, 21:07

leo-dzia
კაია, კაია, კაია, როგორც ყველა შენი ლექსი.......smile.gif
მაგრამ ეს დანარჩენებისგან რაღაცით განსხვავდება უფრო სხვა განცდას ბადებს, რა ვიცი მე ასე მომეჩვენა....ძალიან კარგი ლექსია...

პოსტის ავტორი: leo-dzia Oct 30 2008, 15:08

nino _13
გაიხარე.

მართალია,სხვანაირია... ისე მე ბევრი ერთმანეთის საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი ლექსი მაქვს,ეს იმიტომ,რომ ჩემშიც ორი ლევანი ებრძვის ერთმანეთს...



მოვა სატანა,მომეფერება

ვარ აჩრდილების წყეული მონა,
მეძმაკაცება ავყია ქარი,
გადავიქცევი როცა დემონად,
მთვარის სხივებით როცა ვარ მთვრალი.

საბნად ვიხურავ დღეების კვდომას,
ქვეშაგებად კი ვარსკვლავებს გავშლი,
პროტესტს ვუცხადებ ღმერთების სხდომას,
ხელის აქნევით ლაჟვარდებს წავშლი.

გადავცვლი ედემს ნისლების ზღვაში,
სამყაროსა ვყოფ შავ-თეთრ ფერებად,
ვარ შერისხული,ობოლი ბავშვი,
მოვა სატანა-მომეფერება...


2008წ. 30 ოქტომბერი..

თბილისი,ღამე...





ეს ლექსი წუხელ ნახევრად მძინარემ დავწერე.. ნახეთ აბა..

პოსტის ავტორი: shelo1 Oct 30 2008, 15:16

ციტატა(leo-dzia @ 30th October 2008 - 15:26) *
ეს ლექსი წუხელ ნახევრად მძინარემ დავწერე.. ნახეთ აბა..


ძაან მაგარი ლექცია .... clapping.gif

პოსტის ავტორი: nino _13 Oct 30 2008, 21:30

leo-dzia
აუ რაღა დავწერო, სულ მაგარია მაგარია არ ყოფნის შენს ლექსებსbiggrin.gif
შენი პოეზიის ფანი ვარ ოღონდ მართლა გეუბნები, ხსირად ვკითხულობ ხოლმე გადმოწერილი მაქვს ჩემს კომპ-ში....

ციტატა(leo-dzia @ 30th October 2008 - 15:26) *
პროტესტს ვუცხადებ ღმერთების სხდომას,

აი ამან განსაკუთრებით მომხიბლა...
დაუმორჩილებელი სული მიყვარს smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: matta_harry Oct 30 2008, 21:47

გულში ნაწვიმარზე იები ამოვიდა
დანახვა ვერ შევძელი ისე გაიფანტა,
შენი სიყვარული უცებ რომ მოვიდა
ჩუმად გაილია, სწრაფად ჩაიფერფლა.
ეკლებზე დგომა რა ძნელი ყოფილა
ვნების გამხელა არც ისე იოლი,
შევცდი, მოგენდე, ბედი ყოფილა
მტკვარზე ამოსული ჭაობი, იორი.
ბავშვის ძახილი, ქურთულად ნათქვამი,
გესმოდა, გიკვირდა, შენ გიჟი გეგონე...
ისევ გაწვიმდა, მერევა წამთვლავი
მე შენ ყველაზე სანდო მეგონე...
გაქრა სიგიჟე, ერთი დღით მოცული,
შენ აღარ მოხვალ, შპიონი, ქურთი...
ისევ ამოდის იები გულში,
ნაწვიმარ გულში ფანტავს ცივ ვნებას..

პოსტის ავტორი: mari_shka Nov 2 2008, 14:10

აუცილებელია ლექსი იყოს? მე პატარა იუმორისტულ ნოველას დავდებ ჩემი შემოქმედებიდან


"ყველა მამაკაცი ერთუჯრედიანია და რა ჩემი ბრალია?"

ეჭვი? რა არის ეჭვი? ეჭვი ხომ აზრის აღგზნებაა, რწმენა კი მისი დამშვიდება... ე.ი. მე უნდა ვირწმუნო(დავიჯერო), რომ აღარ ვაჭვობდე... ჰოდა, მჯერა კიდეც რომ ის მღალატობდა....
-არ უღალატია, მას ხომ შენ უთხარი უარი ცოტა ხნისწინ ამიტომ თავისი გზა მოძებნა...
-ნუ მაცინებ smile.gif და საერთოდ ჩაიწყვიტე ენა შენ არც კი არსებობ ჩემში ზიხარ დროებით და ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი!..
-შეიძლება შენში ვარ მაგრამ შენნაირად არ ვფიქრობ...
-როგორ ჩემნაირად?
-იდიოტურ-ეგოისტურად...
-გმადლობთ, როგორ მოახერხე?
-სულ ადვილად...
-მორჩა აღარ გისმენ...
...არა უარი კი ვუთხარი, მაგრამ რატომ იმასაც ვერ მიხვდა... იდიოტია და იმიტომ... მე მხოლოდ ის ვუთხარი რომ განუსაზღვრელი ვადით "შეყვარებულობანა" უფრო რომანტიკოსი ადამიანისთვისაა სასიამოვნო პროცესი და არა ჩემნაირი პრაგმატისტისათვის... ჰოდა სანამ მე ველოდებოდი რომ ჩემი ნათქვამი გაეაზრებინ და რამე ეთქვა, მან სულ სამი სიტყვა მითხრა: "როგორც შენ გინდა..." მე კი ველოდი რომ რამე ისეთს იტყოდა, რაც ჩემს სიტყვებს გააბათილებდა მაგალითად ორიოდე სიტყვა შორეულ მომავალში თანაცხოვრების შესახებ ყველაფერს შეცვლიდა, დაამტკიცებდა რომ მართლა ერთადერთი ვარ (ყოველ შემთხვევაში მისთვის მაინც) და აღარც დავშორდებოდი, მაგრამ ამის თქმა არც უფიქრია... არა გათხოვება არაა ის რაზევ ვოცნებობ. ეს ჩემს გეგმებში უახლოესი 2-4 წლის განმავლობაში სულაც არ შედის მაგრამ მინდოდა მას ეთქვა. ტყუილად მაინც შემოეთავაზებინა?... მაგრამ იდიოტია და იფიქრა, რომ ეს ჩემი მასთან დაკავშირებული ერთადერთი მიზანი იყო...
-ჰა, ჰა, ჰა...
-რა გაცინებს?
-შენი იდიოტიზმი...
-ნუ მლანძღავ და ამიხსენი, რატომ ვარ იდიოტი?
-აკი გათხოვება სასაცილოდაც არ გყოფნიდა?..
-ახლაც ასეა უბრალოდ მინდოდა მას შემოეთავაზებინა ზოგადად, შორეული მომავლის გეგმებში ეხსენებინა და ამ მომავალს ერთად დავლოდებოდით მეტი არაფერი...
-...
-მგონი მართლა იდიოტი ვარ...
-არა იდიოტი ისაა დამიჯერე...
-არა მე ვარ, რომ მაინც მასთან ვარ...
-უბრალოდ გიყვარს და იმიტომ
-მიყვარს? დედაჩემს რომ ჰკითხო საკუთარი თავის გარდა არავინ მიყვარს...
-ასეცაა... შენ შენი თავი გიყვარს და გინდა კარგად იყო, ჰოდა ამისთვის "ის" გჭირდება გვერდით ამიტომაც ხარ მასთან...
-ვაააა, არ მეგონა "მეორე მე" "პირველზე" მაგრად თუ აზროვნებდა... smile.gif
-"მაგრად" რა სიტყვაა ფილოლოგს არ გეკადრება...
-ისევ არ დაიწყო რა, მეც ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ და ყველა ჩემი თაობის ადამიანი ასე ლაპარაკობს პროფესიის მიუხედავად... შენ ის თქვი ბოლო-ბოლო მეთანხმები, რომ ყველა მამაკაცი შეუგნებელი ერთუჯრედიანია და ვერასდროს ხვდება რა გვინდა ქალებს?..
-... არ ვიცი გეთანხმები იმიტომ რომ შენი "მეორე მე" ვარ და არ გეთანხმები იმიტომ რომ... მე რაღას მერჩი ვააააა...




ვნახოთ როგორ შეაფასებთ smile.gif


პოსტის ავტორი: pensioneri Nov 5 2008, 16:57

ციტატა(leo-dzia @ Oct 27 2008, 16:37) *
ჩვენ უსიტყვოდაც ვლაპარაკობდით



ეს მომეწონა.....................................

...........................................

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 5 2008, 17:24

აი კიდევ ართი რაღაც,...


ზამთრის ზარები


საზარელია ზამთრის ზარები,
უზარმაზარი მუზის მჭამს ჯარი,
ზორბა ფიფქები-ფიქრით მთვრალები
და ჯოჯოხეთის შავბნელი კარი...

უმზეო ზეცა,უმიზნო გზები...
უზნეო ზრახვა ზამბახებს ცელავს.
გაღმა ზარნაშო ლექსაობს გზნებით,
ზვავების რისხვა ოცნებებს თელავს...

აზვირთებული კვდებიან ზღვებიც,
უზიარებელს მიზიდავს მთვარე.
ზურმუხტის ტყეში ზეობენ სხვები,
ჩემთან ჩრდილია,გაღმა კი მზვარე...

საზიზღარია საზრდო სულისა
და როგორც ზვარაკს სატანა მზვერვს,
რეკენ ზარები დასასრულისა,
ღმერთიც ამრეზით მარიდებს მზერას...

უაზრობაა აზრების ჯახი,
აზრიალებენ სულსაც ბზარები,
ალესილია ზეცას ნაჯახი...
..........
საზარლად რეკენ ზამთრის ზარები...



2008წ. 14 აპრილი.

თბილისი,ღამე...








ეჰ......

პოსტის ავტორი: pensioneri Nov 5 2008, 17:26

ციტატა(leo-dzia @ Nov 5 2008, 17:42) *
უმზეო ზეცა,უმიზნო გზები...

აი მაგის მეშინია ზუსტად...















კარგი ლექსია.

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 5 2008, 17:44

pensioneri


ნუ გეშინია...

არ გვაქვს უფლება გვეშინოდეს...


ყველაფერი კარგად იქნება....












ნეტა მართლა?

პოსტის ავტორი: pensioneri Nov 5 2008, 17:47

ციტატა(leo-dzia @ Nov 5 2008, 18:02) *
pensioneri
ნეტა მართლა?

გაჩნია რას გულისხმობ.

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 5 2008, 17:55

pensioneri

ჩემს თავს ვეკითხები... ნეტა მართლა იქნება ყველაფერი კარგად?



ანუ ორი ლევანის დილემა....

პოსტის ავტორი: pensioneri Nov 6 2008, 15:54

leo-dzia

მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ ეგ მეორე ლევანი ძალიან გიშლის ხელს ცხოვრებაში...
რავი,შეიძლება ვცდები,მაგრამ მგონი დროა ეგ მეორე გააჩუმო...
თუმცა,კიდევ ერთხელ ვიმეორებ-შეიძლება ვცდები...

პოსტის ავტორი: matta_harry Nov 11 2008, 0:49

მე და შენ ვრჩებით ვარდისფერ გულში,
ნუთუ დარჩები ამ ლამაზ სულში?
მომრავლდნენ იები, მიყვარდა გვირილები
ქუჩაში ნაცემი ბავშვივით ავტირდები...
არ მოხვალ? დაგიცდი..
მოხვალ? კვლავ გიცდი!
დაველოდები ოცნების სიღრმეში
შენს აჩრდილს ვარდისფერ გულში ...

პოსტის ავტორი: Lekso Nov 11 2008, 12:51

matta_harry
ვა ეგ შენ დაწერე ?smile.gif wub.gif ბარემ დაგეწერა ვის ეძღვნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 12 2008, 9:51

ციტატა(leo-dzia @ 5th November 2008 - 17:42) *
უაზრობაა აზრების ჯახი,
აზრიალებენ სულსაც ბზარები,

გენიალურია smile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 12 2008, 16:21

ნაცრისფერ ქალაქს...

ნაცრისფერ ქალაქს ძაძა და თალხი
გარს შემოურტყავს ავგაროზებად,
მტრობის კოცონზე დამწვარი სახლი,
ხალხი-ქცეული ბარბაროსებად.

მკვდრისფერ სივრცეთა უსაზღვრო ზღვარი
და ზღვა-მესაზღვრე მდუღარე მიწის...
ღმერთების წყევლა... მზე ფიქრით მკვდარი...
ზეცა-რომელიც უცეცხლოდ იწვის...


2008წ. 12 ნოემბერი...

თბილისი,ღამე...

პოსტის ავტორი: salomeaa Nov 12 2008, 16:25

ციტატა(leo-dzia @ Nov 12 2008, 17:39) *
ნაცრისფერ ქალაქს...

ნაცრისფერ ქალაქს ძაძა და თალხი
გარს შემოურტყავს ავგაროზებად,
მტრობის კოცონზე დამწვარი სახლი,
ხალხი-ქცეული ბარბაროსებად.

მკვდრისფერ სივრცეთა უსაზღვრო ზღვარი
და ზღვა-მესაზღვრე მდუღარე მიწის...
ღმერთების წყევლა... მზე ფიქრით მკვდარი...
ზეცა-რომელიც უცეცხლოდ იწვის...
2008წ. 12 ნოემბერი...

თბილისი,ღამე...

მომწონს შენი ლექსები
მზე ფიქრით მკვდარი . . .
ლამაზია smile.gif
(შენი ავატარი არ უხდება ოღონდ)

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 12 2008, 16:34

salomeaa


გმადლობ,გაიხარე...



(რა ვუყოთ ჩემს ავატარს--- ცხოვრებაში სრულყოფილი არაფერია)

პოსტის ავტორი: salomeaa Nov 12 2008, 18:32

ციტატა(leo-dzia @ Nov 12 2008, 17:52) *
salomeaa
გმადლობ,გაიხარე...
(რა ვუყოთ ჩემს ავატარს--- ცხოვრებაში სრულყოფილი არაფერია)

სრულყოფილი შეგიძლია გახადო
just change smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 15 2008, 13:02

***

იქ არც მზე ათბობს და არც თოვლია,
არც ქარიშხლები ან ცისარტყელა,
იქ არ შეჰხარის ტალღებს თოლია,
არც სიტყვებია რამის სათქმელად.

იქ მარტოობა არ ითვლის წამებს,
არც ეპოქაა და არც დროება,
მდუმარედ სძინავთ მეზობელ გვამებს-
იქ სიბნელეა და მყუდროება...


2008წ. 3 ნოემბერი...

თბილისი, ღამე...




იმედია მიხვდით რაზეა საუბარი...

პოსტის ავტორი: pensioneri Nov 17 2008, 12:19

ციტატა(leo-dzia @ Nov 15 2008, 13:20) *
***

იქ არც მზე ათბობს და არც თოვლია,
არც ქარიშხლები ან ცისარტყელა,
იქ არ შეჰხარის ტალღებს თოლია,
არც სიტყვებია რამის სათქმელად.

იქ მარტოობა არ ითვლის წამებს,
არც ეპოქაა და არც დროება,
მდუმარედ სძინავთ მეზობელ გვამებს-
იქ სიბნელეა და მყუდროება...
2008წ. 3 ნოემბერი...

თბილისი, ღამე...
იმედია მიხვდით რაზეა საუბარი...


მიუხედავდ იმისა რომ იქ ასეთი კარგია,მაინც ნუ ვიჩქარებთ წასვლას კაი?

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 18 2008, 20:45

pensioneri
რატომაა იქ კარგი???
მე არც აქ მინდა და არც იქ smile.gif

ნახე ხელმოწერაში რა მიწერია default.gif

არც იქაური მდუმარება მომწონს არც აქაური ხმაური

არც იქური სიბნელე და არც აქაური სინათლე...


მე არ მინდოდა სიცოცხლე, არც სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა (ტერენტი გრანელი)

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 20 2008, 10:00

pensioneri
nino _13

მე არ ვამბობ,რომ იქ კარგია...

ან შეიძლება ვინმესთვის კარგი იყოს,სხვისთვის არა...

მე სულაც არ მინდა ჯერჯერობით სიბნელე და მყუდროება,ალბათ ამის დროც მოვა...

კარგია თქვენც რომ არ გინდათ...

პოსტის ავტორი: sting Nov 20 2008, 21:53

დროებითი დეპრესია თუნდაც აპატია

ღმერთმა დამანათლა მკვდარი განთიადი
დილით მზის სინათლეს უკვე აღარ ველი
რას კი წყევლა არის ვინც კი მოიგონა
ჩემთვის უშრომიათ ყველა მე მეკუთვნის

იცი მენატრება შენთან საუბარი
შენ კი გიზიდავებ მთვარე ვარსკვლავები
ვიცი მიღალატებ ვიღაც ედგარ პოსთან
სიზმარში ხო მაინც იმას ეფერები

მთვრალი მივუყვები მიმქრალ ღამის ქუჩებს
უფსკრულებისაკენ მიქრის ჩემი რაში
მე არც სითავხედე და არც ვაჟკაცობა
ალბათ არ მეყოფა იმის სიყვარულში

ვისაც პოეტები ასე აღმერთებდნენ
ვინც კი ღმერთმა შექმნა ალბათ სიმთვრალეში
ვისი წყევლაც სდევდა ტატო ბარათაშვილს
ალბათ სხვის ქორწილში როცა გაიფიქრა:

ქალი სიკვდილია ნელი სიკვდილია
იგიც მკვდარი არის ვისაც რომანსები
ღამის ბნელ წყვდიადში ცრემლით უწერია

მე კი არ შევმცდარვარ
ვცდები იშვიათად
ჩემო მეგობრებო ცოტაც ამიტანეთ
მალე შეგეშვებით

მაინც დავიკარგე დროის ლაბირინთში
მე ღმერთს გეფიცებით
ბოლო სადღეგრძელო
მაინც მაქმევინეთ:

ტკბილი სიკვდილია სიკვდილს გაუმარჯოს!

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 21 2008, 11:25

leo-dzia
აბა, რა, სიკვდილის დრო ადრე თუ გვიან მაინც მოვა და რატომ უნდა ვიჩქაროთ????
ხო, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ იქ კარგია, მაგრამ არა მგონია სიკვდილის ზღურბლზე ვინმეს ეჭაშნიკებოდეს გადასვლა.....

ჩვენ ჩვენს სიცოცხლეს მიზანი და აზრი უნდა შევძინოთ და ამისთვის უნდა ვიცხოვროთ...

არა-სიკვდილი........

ციტატა(leo-dzia @ 15th November 2008 - 13:20) *
იქ მარტოობა არ ითვლის წამებს,



მე აქაური მარტოობა მირჩევნია, საერთოდაც, ჩემთვის მარტობა სულაც არაა ტრაგიკული განცდა.....

"მარტოობა ძნელია, მაგრამ მარტოობა კარგია, რამეთუ მარტოობაში იშვება ადამიანი"....

პოსტის ავტორი: sting Nov 21 2008, 13:49

კიდე დეპრესია

მაინც აქ მოვრჩეთ
წერტილი ტყვიის
გადასახლება
ჩვენ ვინ რას გვკითხავს
გაგაყოლებენ მახინჯ ელმავალ
ჩვენც გველოდება გენიის ცეცხლი
ეშმას ხარხარი
მოხუცი ღმერთი დროის დინებით ცოტა დაღლილი,
ცოტა ნასვამი
ამდენ იდიოტს მაინც ხო უძლებს
დიდი ცისფერი თვალების ეშხით ღვთისმშობლის დედა
დედა ქალწული
იმ შვილის დედა ვისი ჯვრის ძალის
თურმე ქართველებს იმდენად წამდათ
მიწა ჯანდაბას ენა ჯანდაბას
სარწმუნოებას ვერვინ წაგვართმევს
თითქოს ვიღაცა თათრების ჯოგი
პურის ერთ ნაჭერს გვედავებოდა

მაინც რა მრჩება ამქვეყნად ხალხო?
ქალი?
უქალოდ
როგორმე გავძლებ
ერთ ღეს სიგარეტს ორას გრამ ვოტკას
არ დამამადლებს ვიცი იესო
როცა ჩამხედავს მკვდრისფერ თვალებში
იქნებ შემინდოს ეს სითავხედე და მომათავსოს სადმე გიჟების
თვალისმომჭრელ და ციფერ მხარეში

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 21 2008, 16:28

წელიწადებო

უკანასკნელო აფეთქებავ გაზაფხულისა,
დუღილო მიწის,
მაჩუქე შენი სიგიჟმაჟე-
ეს გული იწვის.
მოყვასო ჩემო,
დაიჯერე გულწრფელი ფიცის...

ცხელო ზაფხულო,
სიმხურვალე მაჩუქე შენი,
ამწვანებულნი
სიჭაბუკეს უმღერენ ხენი,
უფალო ღმერთო,
სად გარბიან საწუთროს დღენი?

სიმწიფე მომეც შემოდგომავ,
მომმადლე ხვავი,
არ გაატანო ფოთოლივით
ქარს ჩემი თავი,
ძალუმო წვიმავ,
გამითეთრე ფიქრები შავი...

თეთრო ზამთარო,
სისპეტაკე მომეცი თოვლის.
შემაძლებინე სიყვარული
ამქვეყნად ყოვლის,
არ დამინამქრო იმედები
ედემის პოვნის...

წელიწადებო,არ წამართვათ
ოცნება ჩემი,
ცხოვრების ზღვაში რომ ვაცურო
სიცოცხლის გემი,
ნუ დამამძიმებ მეუფეო
შავ-თეთრი წლებით...


2008წ. 8 აპრილი...

თბილისი,ღამე...

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 21 2008, 19:19

ციტატა(leo-dzia @ 21st November 2008 - 16:46) *
წელიწადებო

უკანასკნელო აფეთქებავ გაზაფხულისა,
დუღილო მიწის,
მაჩუქე შენი სიგიჟმაჟე-
ეს გული იწვის.
მოყვასო ჩემო,
დაიჯერე გულწრფელი ფიცის...

ცხელო ზაფხულო,
სიმხურვალე მაჩუქე შენი,
ამწვანებულნი
სიჭაბუკეს უმღერენ ხენი,
უფალო ღმერთო,
სად გარბიან საწუთროს დღენი?

სიმწიფე მომეც შემოდგომავ,
მომმადლე ხვავი,
არ გაატანო ფოთოლივით
ქარს ჩემი თავი,
ძალუმო წვიმავ,
გამითეთრე ფიქრები შავი...

თეთრო ზამთარო,
სისპეტაკე მომეცი თოვლის.
შემაძლებინე სიყვარული
ამქვეყნად ყოვლის,
არ დამინამქრო იმედები
ედემის პოვნის...

წელიწადებო,არ წამართვათ
ოცნება ჩემი,
ცხოვრების ზღვაში რომ ვაცურო
სიცოცხლის გემი,
ნუ დამამძიმებ მეუფეო
შავ-თეთრი წლებით...



ეს ლექსი განსაკუთრებულად მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 22 2008, 19:12

აი ესეც ჩემი შემოქმედებააა..biggrin.gif

რა ვქნა მეტი ვერ მოვახერხე biggrin.gif


"რა კაცსა რწმენა დაეკარგოს, ძრწის, ეშინია.
რას დაღრეჯილხარ??? რად ბღავიხარ??? ნუ გეშინია,
უნდ განიძარცვო, ვაჟკაცობა ჭირში ვლინდება,
მაშინ ამქვეყნად არაფრისა შეგეშინდება".....



პ.ს. მოგეწონათ ვინმეს?? 7.gif

პოსტის ავტორი: incredible Nov 22 2008, 19:26

[url=http://www.radikal.

nino _13
მაგარიააააააა ნინ

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 22 2008, 19:29

incredible
მადლობა :* :* :* :*
ორონდ ბევრი ვიცოდვილე არ გამომდის ხოლმე და რა ვქნა sad.gif

პოსტის ავტორი: sting Nov 22 2008, 20:08

ციტატა(leo-dzia @ Nov 21 2008, 16:46) *
წელიწადებო

უკანასკნელო აფეთქებავ გაზაფხულისა,
დუღილო მიწის,
მაჩუქე შენი სიგიჟმაჟე-
ეს გული იწვის.
მოყვასო ჩემო,
დაიჯერე გულწრფელი ფიცის...

ცხელო ზაფხულო,
სიმხურვალე მაჩუქე შენი,
ამწვანებულნი
სიჭაბუკეს უმღერენ ხენი,
უფალო ღმერთო,
სად გარბიან საწუთროს დღენი?

სიმწიფე მომეც შემოდგომავ,
მომმადლე ხვავი,
არ გაატანო ფოთოლივით
ქარს ჩემი თავი,
ძალუმო წვიმავ,
გამითეთრე ფიქრები შავი...

თეთრო ზამთარო,
სისპეტაკე მომეცი თოვლის.
შემაძლებინე სიყვარული
ამქვეყნად ყოვლის,
არ დამინამქრო იმედები
ედემის პოვნის...

წელიწადებო,არ წამართვათ
ოცნება ჩემი,
ცხოვრების ზღვაში რომ ვაცურო
სიცოცხლის გემი,
ნუ დამამძიმებ მეუფეო
შავ-თეთრი წლებით...
2008წ. 8 აპრილი...

თბილისი,ღამე...



კარგია მაგ ყველაფრის ახდენას გისურვებ default.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 24 2008, 16:29

nino _13
sting


გაიხარეთ...






მეც მომეწონა თქვენი ნაწერები...

პოსტის ავტორი: sting Nov 25 2008, 14:21

დიდი მადლობა ზრდილობისათვის biggrin.gif ეგ ლექსები მთვრალმა დავწერ და მთვრალმაა დავყარე დიდი არაფერია. თანაც დიდი ხანი იყო არაფერი დამეწერა ბავშვობის შემდეგ...

შენ კი მართლა ძალიან ნიჭიერი ხარ ძალიან კარგი ლექსებია smile.gif მშვენიერი რითმებია თანაც მართლა პოეტის დაწერილი ლექსებია უკვე ბევრ ძალით გაპიარებულ "შემოქმედს" ჯობიხარ ალბათ დიდი გზა გაქვს წინ და წარმატებებს გისურვებ
იმას კი ვერ გეტყვი ვინმეს რამეში თუ ჭირდება დღეს ხელოვნება...
მეც დავაგდებ ჩემს კიდევ ორ ლექსს ეს ჩემ მეგობარს ეძღვნება იცის ვისაც smile.gif

ჩვენ... (განწყობის პოეზია)

მთვარემ გამინათა მკრთალი სურვილები
-ხოდა, მიმქრალ შუქზე ეხლა შენზე დავწერ,
შენ არც წმინდანი ხარ და არც ანგელოზი
ალბათ ეშმაკებმა შექმნეს შენი სახე
და თან დაგაწყევლეს მძაფრი შეგრძნებები,
მძაფრი იქით ხედვა... უფრო მირაჟებისაკენ!
რატომ გავიწყდება-
ჯერ არ მინახიხარ,
ჯერ არ შეგხებივარ,
ჯერ არ შემისუნთქავს
შენი გამოხედვა!
ნუ! ნუ შემიყვარებ ეს ხომ ინცესტია?!
ჩვენ ხომ ერთმანეთთან სისხლი გვაკავშირებს!
ჩვენ ხომ ერთნაირი დაგვყვა სულის ფეთქვა!
ჩვენ ხომ ნაცნობები- უცხო სამყაროში
მშვიდად მივუყვებით თავხედ ბედისწერას-
ვქმნით მკრთალ ისტორიას!
მე ჯიმ მორისონი სულაც არ გეგონო,
სიტყვით შევეხეთქო ხალხთა მყუროებას
ხო, ნუ შეიყვარებ ველურ სიყვარულით
ვინაც მკვდარი არის!
ვინაც აღარ ცოცხლობს!
ვინაც აღარ ფეთქავს!

დღეს კი ემოცია კანაფს მივაბარე...
მშვიდად გადავეშვი ცისფერ ნირვანაში...
დროის ათვლის ხელა
რაღაც დიადი და რაღაც მშვენიერი
სულის წყვდიადია
მთელ ამ სიგიჟეში
მთელ ამ სამყაროში- როგორც უწოდებენ
მისი უწყინარი ბინადრები-
ადამიანები...
მალე დავიშლები მარტივ მამრავლებად
ხოდა მოვედები მოდგმას ადამისას-
(რომელიც- უნდა ვაღიარო- მაინც გულითსულითსისხლით შევიყვარე!)
შენ კი ჩემო კარგო ვეღარ შემაგროვებ!





ესე კი უფრო ძველ მეგობარს smile.gif

სონეტი მთვარეს

დღისით გაილეშა მთვარე ვარსკვლავებთან,
ღამე ნაბახუსევს ღრუბლებს შეეფარა...
თითქოს ვერ ვხედავდე,
თითქოს ვერა ვგრძნობდე
შენი ნერვიული , მძაფრი ძარღვის ფეთქვას

არა ნაბიჭვარო მე რას მემალები?
თავი მომაბეზრე ძველმა მეგობარმა!
ხოდა რაღას ელი?! სადმე პარკის ბოლოს
უკვე დაიღალნენ შეყვარებულები
მიდი, ნუ დაურღვევ ამ წყნარ რომანტიკას!

მე?
მე ერთს შემოგყმუვლებ უფრო სიმთვრალეში
ანდაც კანაფის კვამლს როცა შევისუნთქავ!
რუხი ტყის მგელივით მარტო დავწანწალებ
ქალის სიყვარულიც უკვე ვეღარ მხიბლავს...

ღრუბლებს იქით უფრო სხვისი ნახვა მინდა
ვისი უარყოფაც თავს ვერ ვაიძულე
ვეღარც იმათ ვუხრი უკვე დაღლილ მუხლებს...

ჩვენ?
ჩვენ ჩემო კარგო ერთი ბედი შეგვხვდა,
სხვისმა მონაშუქმა უნდა გაგვინათოს
სისხლში შემოჭრილი სწორედ ის წყვდიადი,
რასაც ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად
და თან ერთგულებით გულით დავატარებთ...


პოსტის ავტორი: sting Nov 25 2008, 15:30

ორმაგი თვითმკვლელობა

"გიორგი, ამას წინათ ერთი წიგნი წავიკითხე - ვიღაც ფიზიკოსის, ჰოუკინგია თუ პოუკინგი აღარ მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ჯანდაბას იმისი თავი. სათვალეებიანი ტიპია რა, ინვალიდი ყოფილა და მაინც ჯღაპნის რაღაცებს. მაინც რა სულელები არიან ადამიანები... თუმცა თავი ხო უნდა ირჩინოს?! უბრალოდ ხელში მომხვდა რა, ხო იცი, ფიზიკა სულაც არ მაინტერესებს. ან საიდან უნდა იცოდე, დღეს პირველად გხედავ. ისე, შენ ხო გიორგი გქვია? მე ყველა მღვდელს გიორგის ვეძახი ბავშვობიდან. გიორგი გქვია მეთქი, ხმა ამოიღე, დაყრუვდი?"
მოხუცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მართლა გიორგი რქმევია. მის წინ კი ელეგანტურად ჩაცმული, ასე 17-18 წლის სიმპათიური ბიჭი იჯდა და უკვე ერთი საათია რაღაც სისულელეებს ელაპარაკებოდა. ბაბუის ტოლა კაცისთვის ერთხელაც არ მიუმართავს თქვენობით და არც მამა გიორგი უწოდებია, შემოვიდა მოხუცის სახლში უკითხავად ჩაეშვა მის ტყავის რბილ სავარძელში და მიდი... გიჟია, აბა რა უნდა იფიქრო?! ღმერთო შენ დამიფარე!
მამა გიორგი კი მორჩილად უსმენდა, ალბათ ვალიცაა! ხო, მარტო ის უთხრა, აღსარების სათქმელად ვარ მოსულიო. რა ეტყობოდა ეხლა მაგას მონანიე კაცის?! აშკარა იყო, მოძღვრის ნერვებზე თამაშს ცდილობდა. ჰმ… ნერვები?
სადღა შერჩა 85 წელს მიტანებულ მოხუცს ნერვები. მთელი თავისი ცხოვრება ღმერთს რომ მიუძღვნა - სწორედ იმ ღმერთს, რომელმაც ორი შვილი გამოაცალა ხელიდან! თავს იმშვიდებდა საშობლოს შეეწირნენო. ხო, იმშვიდებდა და თავის ხვედრს ვაჟკაცურად ირგებდა. შეგშურდება, აბა არ შეგშურდება ეგეთი ნებისყოფა?! ერთხელაც არ დაუჩივლია. ხოდა ვიღაც ღლაპი... ჯანდაბას მოუსმენს.
"ხოდა _ განაგრძო კაცმა _ ეგ ჰოუკინგი თუ პოუკინგი ამტკიცებს რომ თურმე ადრე სამყარო უსასრულოდ პატარა და უსასრულოდ მკვრივი ყოფილა. ხოდა ამდგარა ვიღაცა და აუფეთქებია ეს უწყინარი სფერო, ალბათ ის, შენ და შენნაირები სირები ღმერთს რო ეძახით, და ამ დიდი აფეთქების შემდეგ დაწყებულა დროის ათვლა. დრო... დრო ყველაზე საზიზღარი თვისებაა ამ სამყაროსი. მისი შექმნა კი ნამდვილად არ ეპატიება ღმერთს. არა, არა, ამას ნამდვილად ვერ ვაპატიებ ვერასდროს!

ხოდა, გაჩნდნენ პლანეტები, ატმოსფერო, ჰიდროსფერო ,თუ სტატოსფერო... რავი, მოკლედ ეს სამყარო ადამიანების გარეშე. ვერ ვერკვევი -მეთქი ფიზიკაში უკვე გითხარი და მაინც ისე მიყურებ, თითქოს მე ყველაზე უწიგნური ტიპი ვიყო! მერე ?! _ მერე როგორც შენნაირ ღრმად პატივცემულ ხალხსა სწამს, ღმერთმა შექმნა კაცი "თავის ხატად და სახად" და ევა მისი ნეკნისაგან! მერე იმ ბოზმა ევამ ვაშლი მოინდომა და გამოყარა კიდევაც შენმა პატრონმა იქიდან! არა, ევას ეპატიება, ვაპატიე მე პირადად,მეც შევჭამდი იმ ვაშლს, მარა ღმერთს კი ვერ ვაპატიებ იმ წყეული ხის დარგვას და იმ უწყინარი სფეროს აფეთქებას!"
მღვდელი უძრავად იჯდა და ისე მისჩერებოდა ამ უცნაურ არსებას. თითქოს მის წინაშე თავად სატანა მჯდარიყო. არა მაინც რა უნდა ჩემგან?!

"რა რჯიდა მეთქი, მე შენ გეკითხები! ყოფილიყო ყველაფერი ისე, როგორც იყო…"მკვრივი ბირთვი", ყოველგვარი შენაკადების გარეშე! თვითონაც მშვიდად იქნებოდა! მერე,მერე რა გააკეთა?! შექმნა ათასი სულელი მეფე თუ პრეზიდენტი, ერთმანეთის სისხლით და მიწებით რო ვერ ძღებიან… ათასი მკვლელი ,მანიაკი, პიდარასტი,მღვდელი და კიდე ათასი პოეტი თავი ნოვატორები რო გონიათ- დროს უსწრებენ! ჰმ!
ერთია, ერთია ხალხო, რით ვერ გაიგეთ?! ყველანი ერთნი ვართ, ერთი ნაწილაკებისაგან, ერთი ბირთვისგან წარმოქმნილები! ვერც ისეთს ვიტყვით რამეს, ვინმეს რო არ გაეფიქროს და ვერც იმას გავაკეთებთ, ვინმეს რო არ ეთქვას! ხო მაინც იცის ბოლო ბოლო როგორი იქნება! აპოკალიფსი ხო? სამყაროს მშვენიერება გადაარჩენს - მეუბნება ვიღაცა ეპილეპტიკი იდიოტი,თეოდორ თუ ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი, რომელმაც მთელი ცხოვრება კაზინოში დატოვა! ან კიდე "მეფე პოეტი" გალაკტიონი- "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი..."ისიც რომანტიკა ხო არ იყო, ქვაფენილს რო დაენარცხა "შურდულივით". სუიციდი, მშიშარა! ვერ აიტანა ამ ქვეყნიური სიბინძურე! ეგაც იყო რა! ვინ ვის რითი ჯობია ნეტავი?!

ყვიროდა და თან აკვირდებოდა მოხუცს, რომელსაც ერთი ნერვიც კი არ შეტოკებია. ყველაზე ძალიან კიდე ის უკვირდა, რომ მისი მონოლოგი ერთხელაც არ შეუწყვეტინებია, სიტყვაც არ უთქვამს. აი ეს კი სითავხედეა! ეგაც მყავდეს რაღა მამა აბრამის ბატკანი! ვითომ მაგას არ გაუთავებია მეზობლის ლამაზ გოგოზე, გონია არ ვიცი. ან არ შეზიზღებია მეზობლის ბიჭი, რომელიც ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებდა, ან სიგარეტის მოპარვას აიძულებდა! ჰო, შეუნდო, აპატია.. აი დიდსულოვნება, აი ვაჟკაცობა! ეხლა ავდგები და მივახრჩობ და უყუროს მერე მშვიდი თვალებით კუბოს სახურავს...
ბიჭი გაჩუმდა. ნახევარი საათი თითქმის უძრავად იჯდა, თითქოს გამოლენჩდაო.(არა უფრო რაღაცას ელოდა- ღმერთმა უწყის რას)
მოხუცი ისე ადგა და გავიდა ოთახიდან კაცს არც კი შეუნიშნავს.
ცოტა რო გამოფხიზლდა ოთახი მოათვალიერა. თითქოს მამა გიორგისავით იყო მოწყობილი _ ისეთივე მშვიდი, მყუდრო, არაფერი ზედმეტი, და ძალიან სევდიანი, ძველი, ალბათ ანტიკვარული ავეჯით და შავი როილით, კედლები ხატებით იყო აჭრელებული, თითქოს იმ პატარა და ძალიან მკვრივი სფეროდან მოუპარავს მოხუცს ეს ოთახი.
არ შეიძლება ასეთ ოთახში ცხოვრობდე, თან ასეთი თვალები გქოდეს და რომელიმე შენთან მოსული გიჟის სულელურ ბოდვას წყობიდან გამოყავდე! ღმერთო რა თვალები აქვს მისი თვალები უკვე დიდი ხანია აღარ ანათებენ ალბათ გიორგიზე საუკუნით ადრე მომკვდარა, ჩამქრალა, მაგრამ მაინც საშიშია, მიძინებული ვულკანივით საშიშია, მშვიდად რომ უცდის თავის დროს, როდის ამოაფრქვევს ურჩხულივით მისსავე წიაღში ჩაბუდებულ ჯოჯოხეთურ სიმხურვალეს!
მამა გიორგი მალევე დაბრუნდა. ალბათ ყველაფერს მისცემდა იმისთვის, ეს ადამიანი აქ რომ აღარ დახვედროდა. რა ეთქვა? რა ეპასუხა? საერთოდ ღირდა რაიმე შეკითხვის მიცემაც კი, როცა თვითონაც ვერაფერი გაეგო, რა საჭირო იყო ეს აურზაური, რისთვის ატეხა შემოქმედმა. რატომ გვაწამებს ან რატომ გვახარებს. სისულელეა ყველაფერი წამიერი, არსებობს მხოლოდ უსასრულო ბედნიერება! განა ეს არ იცის შემოქმედმა?! განა მოხუცმაც მთელი ცხოვრება მარადიული ბედნიერების მოსაპოვებლად არ იწვალა?! თანაც დიდი ხანია გადაწყვიტა დაენებებინა მღვდელთმსახურებას თავი. რაღა მაინცადანაინც იგი აირჩია მისულიყო სხვასთან უფრო ახალგაზრდასთან აბა 85 წლის მოხუცს რაღა ჭკუა მოეთხოვება! მოდის ვიღაცა და თან გიმტკიცებს მე და შენ ერთნი ვართო და თან შენს გატანჯვას ცდილობს! პარადოქსი არაა?! ხოდა მიდი შენ და უხსენი ეხლა მაგას ეგენი. იქნებ თვითონვე მიხვდეს ყველაფერს? _არა არა, როგორმე ჯობია ზრდილობიანად მოიშოროს თავიდან!
ისხდნენ და მისჩერებოდნენ ერთმანეთს ორივე ხვდებოდა რომ რაც ბიჭს აწუხებდა ის უკვე დიდი ხნის წინ გადაეწყვიტა მოხუცს. მართალია დიდი წვალებით, მაგრამ მორჩილად. მხოლოდ დროებითი ამბოხი, როგორც ზოგადად გვჩვევია ქართველებს. ეხლა უკვე აღარც ერთი იღებდა ხმას, აღარც მეორე. ჰმ... სიტყვები სიტყვები... და კიდე კითხვები რომლებზეც ღმერთმა არ გაგვცა პასუხები... მოხუცმა კიდევ ერხელ ჩახედა ახალგაზრდას თვალებში… ღმერთო ჩემო, სულ გამოლენჩდა! მის წინ ხომ მომავალი მოძღვარი იჯდა, ახალგაზრდა გიორგი, რომელიც იესოს გამოუგზავნია თავისი ცოდვით სავსე წარსულიდან...
" _შენ? შენ ვინ ხარ, გამაგებინე! გამაგებინე-მეთქი ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან! შენ სატანა ხარ, სატანა ჩემს დასატანჯავად გამოგზავნილი!" აი უკვე აფეთქნენ მისი თვალები. დაიძრა ლავა! ისეთი სიმარდით წამოხტა მოხუცი სავარძლიდან, ბიჭი წამით გაოცდა კიდეც. მოხუცი ჯერ გაწითლდა, შემდეგ გაფითრდა.
_აღარ უნდა დამანებო თავი?! ვინ გამოგგზავნა-მეთქი? _უცებ ხატებისკენ შეტრიალდა, ჯერ "მამაო ჩვენო" ჩაამთავრა, შემდეგ კი მთელი ხმით მოყვა ღრიალს:_ განვედ სატანავ! განვედ სატანავ! განვედ სატანავ!
ბიჭი _ იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა, იცინოდა... მოხუცი _ ყვიროდა,ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა, ყვიროდა... ღმერთო, რა საზიზღრობა იყო, ღმერთო! რას არ მოესწრები! როგორც იქნა მორჩნენ ყვირილს და სიცილს. ბიჭმა დრო იხელთა და ისევ დაიწყო:
"შენ! ხო, ხო შენ მომისმინე, მაინც ვერაფერს მიხვდი ხო ? ვერ მიხვდი ხო მე ვინ ვარ. მე კი არა, შენ ვინ ხარ. შენი რწმენა ონანიზმია და მეტი არაფერი... ონანიზმი! ერთხელადაც არ გიგრძვნია იესო, გაიგე?! ხოდა, აბა თუ ხვდები ეხლა რას გავაკეთებ?! აბა, აბა კარგად დაფიქრდი, ხო, დაფიქრდი. ნახევარი საუკუნეა არაფერზე დაფიქრებულხარ და ეხლა დაფიქრდი, რას გავაკეთბ?! _ისევ ყვირილი ,ისევ სიცილი._ ხოდა, იცი რა, მე მე ვხვდები, რო ვერაფერს შევცვლი. შენ, შენ... შენნაირი უნდა გავხდე არა?! ნურას უკაცრავად, ბებერო! ხოდა, მიყურე ეხლა, მიყურე... _ბიჭმა შარვლის ჯიბიდან "მაკაროვი" ამოიღო, მშვიდად გადატენა, ლულა პირში ჩაიდო და ...
კედელზე დაკიდებული ღვთისმშობლის ივერიის ხატი( ასლი რა თქმა უნდა) სისხლის და ტვინის შხეფებით დაიფარა...
მეორე დღეს მოხუცის სახლში შუბლგახვრეტილი ახალგაზრდა იპოვეს, რომლის ვინაობა ვერავინ დაადგინა.
მოხუცი კი სამუდამოდ გაქრა. ვინ აღარ ეძებდა _ ხალხი, მილიცია მაგრამ არსად ჩანდა! ბებერი მელა- მოკლა ახალგაზრდა ბიჭი! ნეტა მაინც რატომ მოკლა და გადაიკარგა სადღაც. ან ნეტა ამ ხნის კაცმა როგორ მოახერხა სადმე გაქცევა. არადა რევოლვერზე მისი თითების ანაბეჭდები იყო შემორჩენილი….
ასე და ამგვარად ხალხს კარგა გვარიანი საჭორაო თემა მიეცა...

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 25 2008, 16:36

sting



შენი ნაწერები მართლა მომეწონა...


წარმატებებს გისურვებ...

პოსტის ავტორი: infern_O Nov 25 2008, 20:56

CURSED
კიდევ ერთი ეგეთი გამოხტომა და ბანს მიიღებ.. default.gif

პოსტის ავტორი: salomeaa Nov 26 2008, 16:23

ციტატა(infern_O @ Nov 25 2008, 22:14) *
CURSED
კიდევ ერთი ეგეთი გამოხტომა და ბანს მიიღებ.. default.gif

ეხლაც ღირსია huh.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 27 2008, 17:45

მე გავგიჟდბი...


მე გავგიჟდები თუ მეყოფა ამის გონება,
თუ ამ სიგიჟეს მე და მთვარე გავინაწილებთ,
ხელს ვერ შემიშლის მყუდროება,ვერც მოგონება,
ჩემს ფანტაზიას ყოველგვარ ძღვარს გადავაცილებ...

მე გავგიჟდები ეპოქაში გენიოსების,
მერე ვარსკვლავი შემისრულებს გედის არიას,
მოძმე გავხდები გადამთიელ ბარბაროსების,
ძაფზე ავკინძავ უსაქმური დღეებს ქარიანს...

მე გავგიჟდები გაგიჟებით მაჯლაჯუნების
და ბნელ ქუჩებში მზეს მოვუწყობ კორიანტელებს,
ჩავიძირები სიღრმეებში მკვდარი გონების,
შევეყინები უფსკრულებში ფიქრის ფანტელებს...

მე გავგიჟდები არაფრისმთქმელ,ცივი თვალებით
და დამცინებენ ცინიკოსი რუხი ცის დები,
თავს ვინუგეშებ ოჩოპინტრეს მწვანე ჭალებით,
არ მომერიდო,შემიყვარე თუ გავგიჟდები...


2008წ. 22 ნოემბერი...


თბილისი,ღამე...




ახალი ნაჯღაბნია მკვდარი გონების,... ნახეთ რავი...

პოსტის ავტორი: pensioneri Nov 27 2008, 21:38

ციტატა(leo-dzia @ Nov 27 2008, 18:03) *
მე გავგიჟდბი...
მე გავგიჟდები
ჩემს ფანტაზიას ყოველგვარ ძღვარს გადავაცილებ...
მე გავგიჟდები
მე გავგიჟდები
მე გავგიჟდები
არ მომერიდო,შემიყვარე თუ გავგიჟდები...









მომწონს...
მაგარია...
საერთოდ სიგიჟეა მაგარი......

პოსტის ავტორი: Ms.svan-SKY Nov 28 2008, 14:57

მოვბრძანდი მოვბრძანდიი ისევ გაგაცნობთ
ჩემს შემოქმედებას ასე რომ
მოგენატრათ ად მოგაკლდათ.. http://allsmiles.caucasus.net

ზამთარი..
მოდის ზამტარი მოდის!..
კვლავ და კვლავ თოვლი მოდის.
გადათეთრებულ მთებზე თოვლი
მოდის და მოდის.. !.
გადათეთრებულ მტებზე თოვლი მოდის
და მოდის!..

http://allsmiles.caucasus.net მეორე კლასი. http://allsmiles.caucasus.net http://allsmiles.caucasus.net
:მოსკინგ: biggrin.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 28 2008, 15:03

pensioneri

ხო,და ალბათ გავგიჟდები...

Ms.svan-SKY
და თოვლი მოდის როდის?

პოსტის ავტორი: Ms.svan-SKY Nov 28 2008, 15:11

ფოთლები რომ წამოვა ზევიდან მერე დგება
თოვლის ჯერი. არ იცოდი? http://allsmiles.caucasus.net

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 28 2008, 15:13

Ms.svan-SKY
არა,არ ვიცოდი, რომ ვიცოდი...

პოსტის ავტორი: Ms.svan-SKY Nov 28 2008, 15:16

თუ არ იცოდი რომ იცოდი მაშინ იცოდი
რომ არ იცოდი რაც იცოდი. biggrin.gif http://allsmiles.caucasus.net

პოსტის ავტორი: leo-dzia Nov 28 2008, 15:17

Ms.svan-SKY
ცოდო ვარ...

პოსტის ავტორი: pensioneri Nov 28 2008, 15:42

მაგრამ ვინ არაა ცოდო...

ფრაზა სამანიშვილის დედინაცვალიდან.მიყვარს ეს ფრაზა.

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 28 2008, 19:24

ციტატა(pensioneri @ 28th November 2008 - 16:00) *
მაგრამ ვინ არაა ცოდო...

ფრაზა სამანიშვილის დედინაცვალიდან.მიყვარს ეს ფრაზა.


"ოთარაანთ ქვრივშია" ეგ

მართლა, რომ ცოდოა!..

მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?

ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთის-სოფელში.

პოსტის ავტორი: nino _13 Nov 29 2008, 20:18

sting
მომწონს შენი შემოქმედება smile.gif













ციტატა(leo-dzia @ 27th November 2008 - 18:03) *
მე გავგიჟდბი...


მე გავგიჟდები თუ მეყოფა ამის გონება,
თუ ამ სიგიჟეს მე და მთვარე გავინაწილებთ,
ხელს ვერ შემიშლის მყუდროება,ვერც მოგონება,
ჩემს ფანტაზიას ყოველგვარ ძღვარს გადავაცილებ...

მე გავგიჟდები ეპოქაში გენიოსების,
მერე ვარსკვლავი შემისრულებს გედის არიას,
მოძმე გავხდები გადამთიელ ბარბაროსების,
ძაფზე ავკინძავ უსაქმური დღეებს ქარიანს...

მე გავგიჟდები გაგიჟებით მაჯლაჯუნების
და ბნელ ქუჩებში მზეს მოვუწყობ კორიანტელებს,
ჩავიძირები სიღრმეებში მკვდარი გონების,
შევეყინები უფსკრულებში ფიქრის ფანტელებს...

მე გავგიჟდები არაფრისმთქმელ,ცივი თვალებით
და დამცინებენ ცინიკოსი რუხი ცის დები,
თავს ვინუგეშებ ოჩოპინტრეს მწვანე ჭალებით,
არ მომერიდო,შემიყვარე თუ გავგიჟდები...

clapping.gif clapping.gif clapping.gif clapping.gif



ეს მომეწონა default.gif
ციტატა(leo-dzia @ 27th November 2008 - 18:03) *
ჩემს ფანტაზიას ყოველგვარ ძღვარს გადავაცილებ...


ციტატა(leo-dzia @ 27th November 2008 - 18:03) *
არ მომერიდო,შემიყვარე თუ გავგიჟდები...

girl_smile.gif








ციტატა(pensioneri @ 27th November 2008 - 21:56) *
საერთოდ სიგიჟეა მაგარი......

მართალი ხარ default.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Dec 2 2008, 17:22

შენ არ გინახავს...


შენ ვერ გაიგე თუ რა უთხრა ვარსკვლავმა ვარსკვლავს,
შენ არ გინახავს მთვარე ჩუმად როგორ ტიროდა..
როგორ იწნავდნენ მნათობები სხივების ნაწნავს
და ზეციური ხმები ქვეყნად ჩამოდიოდა...

შენ ვერ გაიგე რად დარბოდა უმიზნოდ ქარი,
ან რად ითხოვდა აკაცია კოცნას იების.
შენ არ გინახავს რატომ სწუხდა ცა ფიქრით მთვრალი
როცა სტოვებდნენ ვარსკვლავები და ფერიები...

..........

შენ არ გინახავს,მე იმ ღამით მარტო ვიყავი.....





2008წელი... 2 დეკემბერი...

თბილისი,ღამე...











წუხანდელი უსაქმურობის ნიმუში...

ა,ბატონო...

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 4 2008, 19:03

ახათ biggrin.gif

მარა მეეჭვება ვინმემ წაიკითხოს smile.gif


თავები უკუთვლით, ანუ უკან დარჩენილი დრო ან რამე სხვა სათაური

თავი X

_ ვარდისფერი თითები მინდა მქონდეს,_ შეუფერებელი სერიოზულობით ათვალიერებს ფეხის თითებს.
_ წითელი გეტრები იყიდე, ჩაიცვი, დღის განმავლობაში არ გაიხადო და საღამოს ვარდისფერი თითები გექნება.
_ ვითომ?
_ აუცილებლად.
_ მოგწონს ჩემი ვარცხნილობა?
_ მომწონს, მაგრამ რამ მოგიარა? ისევ ძველი ფილმი ნახე?
_ ნწ. ადრე ვნახე, მაგრამ ახლა მომინდა შემეჭრა.
_ ბიჭს გავხარ, მაგრამ მომწონს.
_ ვერ ვიტან როცა ბიჭს მამსგავსებენ. მოიცა, კაცური ქალები მოგწონს? _ სხივი გაუკრთა თვალებში.
_ პირიქით, ვერ ვიტან, მაგრამ, შენ მოგიხდა, ვერ გეტყვი რატომ.
_ ალბათ იმიტომ, რომ ლამაზი ვარ.
_ ეგ შეიძლება მიზეზად ჩათვლილიყო ლამაზი რომ იყო.
_ არ ვარ? _ გადმოაბრუნა ქვედა ტუჩი.
_ არა.
_ ვიცი, _ რატომღაც არ ეწყინა.
_ ვიცი, რომ იცი.
_ მიყვარს როცა არ მატყუებენ.
_ ამიტომაც გატყუებ იშვიათად.
_ ხო, ვიცი, ხანდახან რომ მატყუებ. მაგრამ ზუსტად რას მატყუებ არ ვიცი. ადვილი მისახვედრია, როცა იმ სურვილს მისრულებ, რომელსაც სხვა შემთხვევაში არ შემისრულებდი, ე.ი. სინდისი გქენჯნის.
_ შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სინდისი მქენჯნის, მაგრამ არც გითმობ და არც სურვილს გისრულებ.
_ ხანდახან სინდისიც არ გქენჯნის.
_ ეგ თავისთავად, _ გაიღიმა და წამით ჩრდილმა გადაუარა სახეზე.
_ არ მომწონდა ის ქერა გოგო.
_ ნატალი? _ ასოციაციებს მიუხვდა.
_ ხო, რა ვიცი, რა ჰქვია, ბავშვის დახატულს რომ ჰგავს.
_ არაა მახინჯი, რას ერჩი.
_ მახინჯია-მეთქი არ მითქვამს.
_ აბა რა თქვი? _ მაჯაზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ მისწია.
_ არ შეიძლება ბავშვი კარგად ხატავდეს?
_ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად, ბავშვები ცუდად ხატავენ.
_ ტიპიური პესიმისტი.
_ ტიპიური ფსიქოლოგი.
_ კაი რა, ხომ იცი ვერ ვიტან საკუთარ პროფესიას.
_ არც პესიმიზმია ასატანი პროფესია.
_ შეიძლება, მაგრამ პესიმისტობა საამაყოც კია.
_ ვითომ?
_ ხო, განსაკუთრებით შენნაირი ეგზისტენციალისტებისთვის.
_ ჩემს ტერიტორიაზე გადმოდიხარ და შეიძლება წააგო, _ გააფრთხილა სიცილით.
_ შენს წვერში რაღაცა ცხოვრობს.
_ წვერშია ჩემი ძალა.
_ რომ გაიპარსო იმპოტენტი გახდები?
_ მოიცა გავიხსენო როდის არ მქონდა წვერი,_ სერიოზულად ჩაფიქრდა და შუბლი შეიჭმუხნა,_ მგონი მართლა ეგრეა.
_ არაა გამორიცხული, _ სიცილით უკან გადავარდა და ნიკაპში თავი აჰკრა ბიჭს.
_ ბოთე, _ წვერიან ნიკაპზე მოისვა ხელი.
_ მე ვარ ბოთე? ვის გამო გვიწევს ყავის სმა ჩაის ჭიქებით?
_ ისედაც ვერ ვიტან პატარა ჭიქებს.
_ ამიტომ ამტვრევ?
_ შემომემსხვრა.
_ ეგ იმიტომ, რომ დიდი ხელები გაქვს.
_ ვითომ არ მოგწონს.
_ არ გეჩვენება, რომ გუშინდელი დღის შემდეგ ზედმეტად ჩვეულებრივად ვსაუბრობთ?


თავი XI

_ არა.
_ ანუ ვერაფერი გაიგე.
_ რა უნდა გამეგო, დათვერი და მითხარი, რომ ჩემგან მიდიხარ, მეტის ღირსი ვარ, ასეც გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ უარესისთვის ვერ გამიმეტე...
_ ... და შენ ჩათვალე, რომ ცუდი სიმთვრალე მაქვს და ჯობს შემდგომში წითელი ღვინო აღარ დავლიო.
_ სხვა რა უნდა მეფიქრა, როცა არაფრის გამო მეჩხუბე და როცა არც წასულხარ?!
_ წავალ.
_ წადი, მაგრამ რატომ?
_ მიზეზი საკუთარ თავში ეძებე, _ რამდენი ხანია ამ ფრაზის თქმას აპირებს და ახლა, როც თქვა, მაინ ცარ ჟღერს ისე, როგორც წარმოედგინა, ადრესატი მაინც ვერაფერს ხვდება, უნდა აუხსნას კიდეც?!
_ რა სისულელეებს ლაპარაკობ.
_ შეიძლება სისულელეა, მაგრამ ფაქტია, რაც დაიმსახურე, ის მიიღე.
_ არ მესმის.
_ შენ თავიდანვე არ გესმოდა ჩემი, _ რა სულელური ფრაზაა, მაგრამ სხვა არაფერი მოსდის თავში. ძლივს! მოახერხა და ამბობს, მაგრამ თვითონვე აღარ სჯერა საკუთარი თავის და, მეტიც, უკან დახევის გზების ძიებას იწყებს.
_ მართლა არ მესმის, ამიხსნი? თუ ასე წახვალ.
Pერანგის ღილებს იკრავს, სარკეში თმას ისწორებს, პროფილეს ათვალიერებს და არაფერი აწერია სახეზე.
_ სამწუხაროა, რომ ვერაფერს ხვდები.
_ მოეშვები ქარაგმებით საუბარს თუ წავიდე მკითხავთან? _ შეიძლება ხუმრობა იყოს, მაგრამ ასეთი სულელური? ან იქნებ მართლა დააშავა რამე? არაფერი ახსენდება, სულ სამი გოგოა, ვისთანაც შეეშალა, ერთი გააღმერთა, მეორეში შეცდა, მესამე დეპრესიის დროს მიატოვა.
_ არ შეწუხდე, მე წავალ,_ კაბა გადაიცვა და თვალების შეღებვას შეუდგა.
_ შენ მგონი არ ხუმრობ.
_ ჰოჰ.
_ ვინმემ რამე გითხრა?
_ სხვებს არასოდეს ვუჯერებდი, მეუბნებოდნენ მექალთანეაო, სერიოზული ურთიერთობა მაგასთან არ გამოვაო, ცისფერიაო, _ გადახედა, გაიცინა, _ აკი მოგწონს ბიჭური ვარცხნილობა, შვილი ჰყავსო...
_ ... ვინ გეუბნებოდა?
_ ვინც გიცნობდა და ვინც იცოდა რომ მიყვარდი.
_ გიყვარდი?
_ ხო, არ მითქვამს? მაგრამ არასოდეს დამიჯერებია მათთვის.
_ არ გითქვამს, ვიცოდი. აღარ გიყვარვარ?
_ როგორ ფიქრობ., რომ მიყვარდე წავიდოდი? _ საკუთარი გონებამახვილობით ანთებულმა გულგრილად გადახედა ბიჭს. კარგად თამაშობს, ვერაფერს იტყვი.
_ წახვიდოდი, _ პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო, გოგომ თვალები დახარა და კაბა გაისწორა.
_ არ ვიცი რას ვიზამდი რომ მიყვარდე, ალბათ იმიტომ, რომ აღარ მიყვარხარ, _ უკვე მერამდენედ სულელურ ფრაზას ამბობს, რომ არ წავიდეს დაძაბულობისგან ატირდება და სიტყვასაც ვეღარ იტყვის. საუბარშიც აშკარად აგებს.
_ “აღარ გიყვარვარ და ამიტომ ყველაფრის ღირსი ვარ და...“ არ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა, რომ აღარ გიყვარვარ და მიდიხარ? რა საჭიროა ეს ცირკი.
_ საჭიროა. შენ უნდა იცოდე, რომ განზრახ ვიქცევი ასე და რომ შენი ბრალია.
_ არაფერი მესმის, რას ნიშნავს განზრახ იქცევი ასე და რა არის ჩემი ბრალი? _ ხუმრობისთვის განკუთვნილი ვადა გავიდა და სახე გაუხურდა ბიჭს.
_ მიგახვედრო გინდა? _ გაიღიმა გოგომ და მიხვდა და თავშეკავება გადააფასა.
_ აბა ამდენ ხანს რაზე გელაპარაკები?!
_ დრო მიგანიშნო თუ საქციელი?
_ სულერთია.
_ გაიხსენე ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი.


თავი VIII

_ რამე განსაკუთრებული ხდებოდა მაგ დროს?
_ მე წავალ, შენ იფიქრე.
_ ვერ წახვალ, ჯერ.
_ შუალედი გახსოვს? დაახლოებით წელიწადი, შენც დაიკარგე და მეც.
_ მახსოვს.
_ შენ ვიღაც ნაშა გყავდა, რატომ გიხსნი ნეტა ვიცოდე.
_ გააგრძელე.
_ თავიდან მე მაბამდი, ორაზროვანი თამაში წამოიწყე და არავინ იცის რატო გაწყვიტე, სავარაუდოდ, ვიღაც ნაშის გამო.
_ ის ნაშა არ იყო, მიყვარდა ის გოგო.
_ ისევე როგორც მე?
_ შენ მერე შემიყვარდი.
_ ახლა?
_ რა ახლა?
_ ახლა ვინ გიყვარს?
_ შენ.
_ გეგონოს, საკუთარი თავის მეტი არავინ გიყვარს და როცა გშორდებიან, მაშინაც მხოლოდ იმიტომ განიცდი, რომ არაპრესტიჟულია გოგომ დაგადოს.
_ ზედმეტი მოგდის.
_ თან შენ, კაცი ოცნება, როგორ შეიძლება გოგოს არ მოეწონო?! მექალთანეების მოძველებული ტაქტიკა, დაინტერესდე, დააინტერესო, სრული გულგრილობა, ეჭვიანობის საბაბი და შენს ხელშია. რამდენ ხანსაც გინდა იქნება შენთან, თუმცა ქალი და მობილური წელიწადზე მეტ ხანს არ უნდა გაიჩერო. მონოგამია რა? ცისფერი ხომ არ ხარ?! რაც უფრო მეტი ქალი გაინტერესებს, მით მეტს აინტერესებ. შენც ეს არ გინდა?
_ და ეს ყველაფერი ამდენ ხანს გულში გქონდა?
_ ხო, _ საიდანღაც მოსული სიმშვიდით და მორჩილებით უპასუხა.
_ ვწუხვარ.
_ ძალიან კარგი, თუ წუხხარ. მეც ეს მინდოდა, ამიტომაც ვცადე შენთან მეორედ დაახლოება, ამიტომაც ვიყავი სხვანაირი მეორე ჯერზე.
_ არ იყავი სხვანაირი.
_ აბა რატომ შეგიყვარდი?
_ არ მიფიქრია ამაზე.
_ დაფიქრდი.
_ ახლა იმაზე ვფიქრობ, რატომ არასდროს გჯერა რომ უყვარხარ და სულ ამ კითხვას რატომ სვამ, თითქოს კითხვაზე “რატომ მიყვარხარ”, პასუხი რამეს გმატებს. ან იქნებ ამიტომაც მიყვარხარ ასეთი არათავდაჯერებული და ჰაერში გამოკიდებული რომ ხარ. ყოველ კომპლიმენტზე ეჭვის თვალით რომ მიყურებ და ვერაფრით რომ ვერ მიეჩვიე კაბას. თან ეს ყველაფერი რომ იცი, გესმის, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებ, არადა ძალიან გინდა რომ მოუხერხო, ამიტომაც საწინააღმდეგოს ტამაშობ, ზედმეტად ქალურიც კი ხარ ხანდახან, და სასაცილოც, როგორც სამი წლის ბავშვი ქუსლიან ფეხსაცმელებში.
_ რატომ მიყვები ამას?
_ იმიტომ, რომ ჯერ აქ ხარ.

თავი VII

_ ჯერ კიდევ აქ ვარ.
_ რა მოხდება, რომ შენს პატარა თავში მომწიფდეს აზრი, რომ სულელური იდეა აქედან წასვლა?
_ მეეჭვება ეგ აზრი მომწიფდეს.
_ დავუშვათ, მოხდა ასე.
_ ჩემი პროგნოზი გაინტერესებს?
_ ალბათ გეტყვი, რომ თუ ბოდიშს მომიხდი, გაპატიებ და სიცოცხლის ბოლომდე შენთან დავრჩები.
_ ამდენი ხანი ფიქრობდი წასვლაზე და ერთ წინადადებაში გაიყიდე.
_ გავიყიდე?
_ ხო, თხასავით.
_ რატომ?
_ მეუბნები, რომ აღარ გიყვარვარ და თუ ბოდიში მოგიხადე და დანაშაული ვაღიარე, სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან დარჩენას აპირებ? ვერ ხვდები რომ ალოგიკურია?
_ რატომ, ხომ ცხოვრობენ მათთან, ვინც არ უყვართ.
_ ოღონდ შენ არა. კიდევ გამოგრჩა რაღაც.
_ რა?
_ შენ მე არ მიცნობ.
_ რაში გამოიხატება რომ არ გიცნობ?
_ შენ თქვი, რომ თუ ბოდიშს მოგიხდი...
_ ... ისეთი ამაყი ხარ, რომ პატიების თხოვნა გრცხვენია?
_ არ მრცხვენია. არც იმას უარვყოფ, რომ გარკვეულწილად გული გატკინა ჩემმა საქციელმა, მაგრამ ბოდიშის არ ვიხდი, მითუმეტეს შენთან ერთ ღამესაც ვეღარ გავათევ.
_ არც გთხოვ. მაგრამ მიზეზი?
_ მიზეზი შენს თავში ეძებე.
_ სამაგიეროს მიხდი?
_ არა, უბრალოდ ქარაგმებით საუბრის იშტაზე მოვედი.
_ მიმახვედრე.
_ გადახედე VIII თავს.
_ მერე?
_ შენ მე არ მიცნობ, არათუ არ მიცნობ, წარმოდგენა არ გაქვს ვინ გიყვარდა და ვისთან ცხოვრობდი.
_ იქნებ გავბრაზდი?
_ მერე ეგ რას ცვლის?
_ გავბრაზდი და წამოვროშე.
_ ეგ როშვას არ ჰგავს, შენ მაგ ფიქრებთან ერთად ცხოვრობდი ჩემთან და შეიძლება მუდმივად, სულ ამაზე ფიქრობდი.
_ ტყუილია.
_ აწი სულ ერთია, გინდ ტყუილი იყოს, გინდ მართალი.
_ არასოდეს არის სულერთი.
_ ერთ დღეში ამდენ სისულელეს როგორ ამბობ.
_ არ ვიცი.
_ უცნაურია, შენ თითქმის ყოველთვის იცი რას, სად და რატომ ამბობ, მართალია, ეს უკვე მაშინ, როცა უკვე ნათქვამი გაქვს, მაგრამ მაინც, ხომ ფიქრობ და გასამართლებელ ფაქტებს ხომ ეძებ?

თავი VI

_ და რომ გითხრა რომ მიყვარხარ?
_ რატომ უნდა მითხრა?
_ იმიტომ რომ მიყვარხარ.
_ ვიცი. მაგრამ რატომ მეუბნები, იმას ვერ ვხვდები.
_ იმიტომ, რომ ვერ ვმალავ.
_ მით უფრო მიჭირს მივხვდე რატომ ამბობ, ისედაც სახეზე გაწერია.
_ ასე ადვილად კითხულობ რა მაწერია სახეზე და რა არა?
_ არა, ადვილად არა. უბრალოდ შენი სხეული არ გააფრთხილეს, რომ სიყვარულის გამოხატვა შეიძლება არ გახდეს საჭირო, ამიტომაც გამოხატავ, სახეზე, ტრანსპორტში, ჭამის დროს, ლოგინში.
_ ჭამის დროს?
_ ხო, ვერ წარმოიდგენ რამდენს ჭამ. თან რაც უფრო გიყვარს, მით მეტს ჭამ.
_ გავსუქდი?
_ წარმოუდგენელია, რა სასაცილო ხარ, სულ რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს მაინც არ შეწყვეტ იმაზე ფიქრს, თუ რამდენი კილო ხარ, მოგიხდება თუარა საცურაო კოსტიუმი ზაფხულში, ვიგრძნობ თუ არა ხელში აყვანის დროს რომ ორასი გრამით მოიმატე...
_... ანუ?
_ რა ანუ?
_ გავსუქდი?
_ არა, პირიქით.

თავი V

_ გავხდი?
_ ვერ ატყობ? ბოლო ორი თვეა დილითაც ცუდად გძინავს.
_ არ შემიმჩნევია. დავიღალე.
_ საკუთარ თავს ღლი, ორი თვეა გინდა ყველაფერი პირში მომახალო, მითხრა რა სასტიკი ვიყავი, მთელი ერთი წელი გალოდინე და ვერ ახერხებ...
_ რატომ არაფერი მკითხე?
_ რატომ უნდა მეკითხა?!
_ არ უნდა გეკითხა? ორი თვეა, შენი თქმით, ადამიანს აღარ ვგავარ, ამ ყველაფერს ამჩნევ და არ გაინტერესებს რა დამემართა? სულერთია შენთვის?
_ როგორ არ მაინტერესებს?!
_ აბა რატომ არაფერი მკითხე?
_ ყოველთვის თვითონ მიყვები ყველაფერს, ყველაფერზე მეტს, ჯერ გულში არ გაგივლია, ჯერ არ შეუწუხებიხარ და მაშინვე მიყვები, რომ ამას ფიქრობ, ასე გგონია, ეს გაწუხებს, რა იქნებოდა რომ; ამაზე ოცნებობ და ყველაფერს, რისი გადმოცემა და მოსმენაც შეიძლება და არ მეუბნები ერთადერთს, როგორ გგონია მაქვს უფლება რომ გკითხო? როცა უაღრესად ინტიმურ ამბებს მიყვები და ერთი საიდუმლო გაქვს, როგორ გგონია, უნდა გამოგკითხო? არის რაღაცები, რაც არავის უნდა მოუყვე, ჩემზე უკეთ ვინ იცის. ამიტომაც არ დაგაძალე, შენ ხომ მუდმივად გაქვს განცდა, რომ მე მეწყინება თუ რამე დამიმალე, ამას გარდა, ვერ იტან რომ მატყუებ და ამიტომაც სიმართლის მოყოლისასაც კი მიყვები ისე, რომ არ მეგონოს რომ მატყუებ. რატომ გგონია, რომ თავს უფლებას მივცემდი მეკითხა?
_ იქნებ იმიტომ არ გეუბნები, რომ მკითხო? თანაც საიდუმლოს გააჩნია, როცა ჩემი მდგომარეობა უარესდება მიზეზი არ უნდა გაარკვიო?
_ შენ ძლიერი ხარ, და მაშინაც კი, როცა გგონია, რომ სხვების დახმარება რომ არა მარტ ოვერ გაუმკლავდებოდი, მაშინაც კი, ტვითონ ძლევ ყველაფერს. ამიტომაც არ მეშინოდა ზედმეტად, ვიცოდი, რომ მოერეოდი, აკი მოერიე კიდეც.
_ რას მოვერიე?
_ სიყვარულს.

თავი IV

_ სისულელეს ამბობ..
_ შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რადგან ჯერ კიდევ აქ ხარ.
_ და არსად წასვლას არ ვაპირებ.
_ შენ არ წახვალ, მე წავალ.
_ არ შეიძლება თავიდან დავიწყოთ?
_ აზრი არ აქვს.
_ თუ ორივეს სურვილი გვაქვს, წინააღმდეგობას ვერ ვხედავ.
_ ვინ ორივეს?
_ მე და შენ.
_ ჩემში სურვილს ხედავ?
_ ვხედავ.
_ ცუდად ხედავ.
_ ანუ ყველაფერი მე მბრალდება?
_ რა ყველაფერი? და რა მნიშვნელობა აქვს ვის ბრალდება?
_ და რატომ არ აქვს?
_ ჩემთვის არ აქვს, თუ შენთვის აქვს, მაშინ იცოდე, რომ ჩემი ბრალია. მე დავაშავე, დავიკარგე ერთი წელი და შენ შური იძიე. ახლა ისეა, როგორც უნდა იყოს. შენ _ ვალმოხდილი საკუთარი ერთწლიანი მოუსვენრობის წინაშე, მე – განადგურებული.
_ საკუთარი თავისგან მსხვერპლს ნუ შექმნი.
_ უცნაურია, ამდენ ხანს არ მიცნობდი და მე ვერაფერს ვხვდებოდი. მსხვერპლი მე კიარა შენ ხარ, ოღონდ ჩემი კიარა, საკუთარი თავის, საკუთარი სიამაყის.
_ რა სიამაყის?
_ აი იმის, რომელმაც შურისძიების გეგმა შეიმუშავა და განახორციელა.
_ და მსხვერპლი რატომ?
_ იმიტომ, რომ გიყვარვარ, უცნაურიც კია, ძალიან სხვანაირი სიყვარული იცი. მთავარია, ვინც გიყვარს იმას არ შეეშალოს, თორემ კლავს და თავს აკლავ. იდეალიზმის და მაქსიმალიზმის ყველაზე უარესი ფორმა. შენ საკუთარ შეცდომებსაც კი ვერ იტან, არათუ სხვისას და ისე იკვებები საკუთარი თავით, როგორც გველეშაპი საკუთარი კუდით.
_ რა პათეტიკაა?!
_ დღეს მეპატიება.

თავი III

_ მაშინ იქნებ მეც მეპატიება?
_ გეპატიოს.
_ ანუ?
_ რა ანუ?
_ დავივიწყოთ ეს დღე?
_ როგორ გგონია, მკვლელი, რომელიც მოინანიებს და რომელსაც მიეტევება დაივიწყებს მოკლულს? ან მოკლული გაცოცხლდება ამიღ? გეპატიოს საკუთარი შურისძიება, მაგრამ არ დაივიწყო ეს დღე.
_ რა სასაცილო ხარ.
_ ხო, გულისამრევად სასაცილო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საცოდავი არა.
_ ასეთი არასოდეს მინახიხარ.
_ არ ვყოფილვარ ასეთი არასოდეს.
_ იქნებ ორივესთვის ჯობდა საერთოდ არ გაგვეცნო ერთმანეთი?
_ შენი სისულელე დღეს პიკს აღწევს.
_ რატომ?
_ კითხულობ კიდეც... გაგიკვირდეს შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება ერთი დღის გამო, სხვა დღეების ბედნიერება ფუჭად ჩაითვალოს.
_ ვიცი. მაინტერესებდა შენ თუ იცოდი.
_ რას გულისხმობ?
_ შენ გაქვს პრინციპები და ცხოვრობ. ოღონდ ჯერ პრინციპები გაქვს და მერე ცხოვრობ. შენი თავისუფლება შენსავე დადგენილ პრინციპებს აკვდება და ცხოვრობ, როგორც იდეალური სახელმწიფო, შეურყვნელი პრინციპებით და თუნდაც... ნუ იარსებებ.
_ არ მესმის.
_ მე და შენ ერთმანეთის არ გვესმის, ამიტომაც ვართ ერთად კარგად, არ ვიცი რატომ გირჩევნია გიცნობდნენ, ვიდრე უყვარდე...
_ მე მინდა მიცნობდნენ და ისე ვუყვარდე...
_ ჩაძვერი საკუთარ თავში და მითხარი, იცნობ საკუთარ თავს?
_ არა.
_ გაიფიქრე რომ კი, ოღონდ ზედმეტად ამბიციურ განაცხადად მოგეჩვენა, არა? ამაზე არ ვიდაოთ. ვერ დაგიმტკიცებ. კარგი, საკუთარ თავს თვითონ თუ არ იცნობ რას მოითხოვ ჩემგან?
_ არ ვიცი.
_ შენ არ შეგიძლია შეურაცხყოფა გადაყლაპო, ამიტომაც მიყვარხარ ალბათ, მაგრამ კიდევ იმიტომ, რომ ეგოისტი ხარ, თუმცა ამას არ აღიარებ.
_ არ ვარ ეგოისტი.
_ სეიძლება, ალბათ იმიტომ, რომ ვერ წარმოგიდგენია გიყვარდეს ადამიანი, თუ არ იცნობ, შენ ხომ საკუთარ თავს არ იცნობ?
_ წასვლას აპირებდი.

თავი II

_ სწორი ფორმულირებაა. ვაპირებდი.
_ მიკვირს როგორ ასწრებ კეკლუცობას ასეთ დროს.
_ დამჭირდა ახლა.
_ ხო, აშკარად, _ გაეღიმა.
_ რაც მთავარია, ჭრის, _ გაიღიმა და სარკეში გახედა საკუთარ თავს.
_ ვითომ?
_ არ ვიცი, მე ხომ არ გიცნობ.
_ ვერ ვიტყოდი, რომ საერთოდ არ მიცნობ.
_ უკან იხევ? უცნაურია, რა გავაკეთე ასეთი?
_ სარკეში ჩაიხედე. უკან არ ვიხევ, მიცნობ, მაგრამ მთავარი არ იცი ჩემს შესახებ.
_ სარკეში ჩახედვა რამეს ცვლის?
_ ბევრ რამეს, მაგრამ პრინციპს არა.
_ რომელ პრინციპს?
_ არ გავაჩერო ქალი, რომელსაც ჩემგან წასვლა უნდა.
_ აღარ უნდა.
_ ხომ უნდოდა. ორი თვე.
_ მეტი.
_ სარკეში რომ იხედები სერიოზული გამომეტყველება გცდილდება.
_ არ შემიმჩნევია.
_ მეც ახლა შევამჩნიე. თითქოს დაკვირვებული ხარ რომ არ გიხდება.
_ არადა პირიქით, მიხდება.
_ მაშინ მიზეზს ვერ ვხვდები.
_ შენ მითხარი ერთხელ, ზედმეტი სერიოზულობა არ მიყვარს შენს სახეზეო.
_ ანუ სარკეში ჩაიხედე, ჩემმა სიტყვებმა ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმოქმედა და გამომეტყველება შეიცვალე?
_ არ ვიცი, ალბათ.
_ ჩემზე ორიენტირებული გამომეტყველება, აი ეს მომწონს. უფრო ზუსტად, ლოგიკურად ასეა, უნდა მომეწონოს, ემოცია გამიჩნდეს, თუმცა ემოცია აღარაა. სულერთია.
_ სულერთი?
_ თითქმის.
_ ანუ კიდევ არის შანსი?
_ არა, თითქმის სულერთია, იმიტომ რომ არის ემოცია, ოღონდ სხვა. და როცა ემოციები ერთმანეთში ირევა, შესაძლოა გეგონოს რომ ემოცია, რომელიც გაქვს, ის ემოციაა, რომელიც ლოგიკურად უნდა გქონდეს. შანსი ყოველთვის არის, ალბათ, მაგრამ ძალიან მცირედი და მისი გამოყენებაც ისე რთულია, რომ თვითონ იმ ადამიანმაც არ იცის, ვინც ამ შანსს იძლევა.
_ ანუ შენ.

თავი I

_ ანუ მე. არ ვიცი რა უნდა გააკეთო რომ რამე შეიცვალოს. ალბათ არსებობს ქცევის ასეთი ფორმა, ან მიმიკის ასეთი სახეობა, რომლის მორგებაც რამეს შეცვლის. მაგრამ მე არ ვიცი და შეიძლება ზუსტად ეს ხდის იმ შანსს გამოუყენებელს, რომელსაც მე გულის სიღრმეში გაძლევ. შენ შეიძლება ზუსტად ისე მოიქცე, ზუსტად ის მიმიკა მოირგო... მაგრამ მე ვერ ამოვიცნო და შანსი დაკარგულია. იცი რა მიკვირს? რა თამაშია ეს აწყობილის დანგრევა და ისევ აწყობა? ან რა სიამაყეა ასეთი, რომ თავის ასე დამცირებით ცდილობ გამოისყიდო? ან რა ძალა გაქვს ასეთი, რომ ასეთ სისუსტეს ავლენ?
_ მიყვარხარ.
_ სიყვარული აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა.
_ მე კიდევ არ მესმის ადამიანების, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
_ სასაცილოა.
_ რა არის სასაცილო.
_ გვიყვარდა, ვცხოვრობდით და შენმა შურისძიებამ ყველაფერი დაანგრია და თურმე ჩემი ბრალია რომ ამიერიდან ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ? ასე არ გეგმავდი? რომ გულს მატკენდი და მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი?
_ მართალია, სასაცილოა, _ აკოცა და სადარბაზოში გამავალი კარი გამოაღო.
_ ნახვამდის.
_ ნახვამდის.







პოსტის ავტორი: leo-dzia Dec 5 2008, 16:06

მე წავიკითხე...

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 8 2008, 2:52

ციტატა(leo-dzia @ Dec 5 2008, 16:24) *
მე წავიკითხე...

საღოლ blum.gif

პოსტის ავტორი: tako_kakabadze Dec 8 2008, 6:45

მეც წავიკითხე. smile.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Dec 8 2008, 17:18

***


მე დამიმონა დღეების კვდომამ
და სურვილების ნაცრისფერობამ,
ცოდვის ჭაობში კისრამდე დგომამ,
ბნელმა აზრებმა,უიმედობამ...

ნახანძრალ ქუჩებს არ უდუღთ სისხლი,
სიყალბემ თავის სენი გადამდო,
გონებას კვლავაც ედება ნისლი,
ბოღმა გრძნობებზე ისევ ნავარდობს...

არასდროს ჰქონდა ცხოვრებას აზრი,
ალბათ არც ღირდა კაცად გაჩენა,
თუკი ყველაფერს ესმევა ხაზი-
მაშ რატომ მინდა ქვეყნად დარჩენა?


2008წ. 4 დეკემბერი...


თბილისი,ღამე...




პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 8 2008, 17:39

ციტატა(tako_kakabadze @ Dec 8 2008, 7:03) *
მეც წავიკითხე. smile.gif

ვაჰხ, და სათქმელი არცერთს არ გაქვთ smile.gif

ცუდია p.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 8 2008, 22:39

ციცქნა
წავიკითხე, არ მომეწონა pardon.gif

ახლა ტექნიკური მხარე biggrin.gif - ამხელა დიალოგებს რომ წერ, ზოგჯერ მიუთითე ხოლმე ვის ეკუთვნის სიტყვები, თორემ ზოგჯერ ძნელია გარკვევა. მეორე, დიალოგი ძალიან არაბუნებრივია, არ შეიძლება ორ ადამიანს ასე ესმოდეს ერთმანეთის და ლამისაა ერთმანეთის ფიქრებს კითხულობდეს. მონოლოგს უფრო გავს, მიხვდი ალბათ რასაც ვგულისხმობ. და თან მკითხველისთვის დამღლელია ასე სხაპასხუპით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიყრილი ფრაზების კითხვა (ჩემთვის ასე იყო, ყოველ შემთხვევაში) smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 8 2008, 22:47

ციტატა(Miss Green @ Dec 8 2008, 22:57) *
ციცქნა
წავიკითხე, არ მომეწონა pardon.gif

ახლა ტექნიკური მხარე biggrin.gif - ამხელა დიალოგებს რომ წერ, ზოგჯერ მიუთითე ხოლმე ვის ეკუთვნის სიტყვები, თორემ ზოგჯერ ძნელია გარკვევა. მეორე, დიალოგი ძალიან არაბუნებრივია, არ შეიძლება ორ ადამიანს ასე ესმოდეს ერთმანეთის და ლამისაა ერთმანეთის ფიქრებს კითხულობდეს. მონოლოგს უფრო გავს, მიხვდი ალბათ რასაც ვგულისხმობ. და თან მკითხველისთვის დამღლელია ასე სხაპასხუპით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიყრილი ფრაზების კითხვა (ჩემთვის ასე იყო, ყოველ შემთხვევაში) smile.gif


წითელი პესიმიზმია , ლურჯი მცდარი აღქმაა
დანარჩენი გასაგებია, მარა რაცაა ესაა pardon.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 8 2008, 22:52

ციტატა(ციცქნა @ 8th December 2008 - 23:05) *
წითელი პესიმიზმია , ლურჯი მცდარი აღქმაა

ეტყობა სწორად ვერ გამოვხატე აზრი smile.gif ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აი, ერთ ადამიანს ხომ ესმის საკუთარი თავის და იცის საკუთარი აზრები და შეხედულებები, ამიტომ ზედმეტ ახსნა-განმარტებებს აღარ საჭიროებს. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი ადამიანი ესაუბრება საკუთარ თავს.

პოსტის ავტორი: aivi Dec 9 2008, 17:48

ოო, ციცქნა, შე ნიჭიერო...

რა გითხრა, იმოქმედა ძალიან, ოღონდ რაა ახლა ეს, ამის წაკითხვა არ იყო ჩემთვის საჭირო ცხოვრების ამ ეტაპზე.

ერთი რამეა, ცხადია სპეციალურადა გაქ გაკეთებული ეგრე, არც გარეგნობას და არც არაფერს რომ არ აგწერ დიალოგების გარდა, კუნდერასავით ცოტა... ჰო კიდე, სულაც არ ირევა პერსონაჟების სიტყვები, იმდენად მკვეთრად გამოხატული ქალური და კაცური პერსონაჟბია რომ ზუსტად ხვდები რა რომელმა თქვა, არ ვეთანხმები გრინს ასე რომ.


ღრმადფსიქოლოგიური და საინტერესო რამეა

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 9 2008, 18:36

ციტატა(Miss Green @ Dec 8 2008, 23:10) *
ეტყობა სწორად ვერ გამოვხატე აზრი smile.gif ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აი, ერთ ადამიანს ხომ ესმის საკუთარი თავის და იცის საკუთარი აზრები და შეხედულებები, ამიტომ ზედმეტ ახსნა-განმარტებებს აღარ საჭიროებს. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი ადამიანი ესაუბრება საკუთარ თავს.


შეიძლება pardon.gif

მარტო შენ არ უჩივი მაგ დიალოგის არაბუნებრივობას pardon.gif
მარა ეგრე მეც არაბუნებრივი ვარ pardon.gif ბევრს ჩემი ქცევა ასეთი ჰქონია, მაგრამ სავსებით ბუნებრივია ჩემთვის pardon.gif

ეს მოთხრობა მხოლოდ დასაწყისია და პირობას ვდებ განვვითარდები punish.gif

ციტატა(aivi @ Dec 9 2008, 18:06) *
ოო, ციცქნა, შე ნიჭიერო...

რა გითხრა, იმოქმედა ძალიან, ოღონდ რაა ახლა ეს, ამის წაკითხვა არ იყო ჩემთვის საჭირო ცხოვრების ამ ეტაპზე.

ერთი რამეა, ცხადია სპეციალურადა გაქ გაკეთებული ეგრე, არც გარეგნობას და არც არაფერს რომ არ აგწერ დიალოგების გარდა, კუნდერასავით ცოტა... ჰო კიდე, სულაც არ ირევა პერსონაჟების სიტყვები, იმდენად მკვეთრად გამოხატული ქალური და კაცური პერსონაჟბია რომ ზუსტად ხვდები რა რომელმა თქვა, არ ვეთანხმები გრინს ასე რომ.
ღრმადფსიქოლოგიური და საინტერესო რამეა

მიხარია ასეთი შთაბეჭდილება თუ დაგრჩა, გულწრფელად smile.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 9 2008, 18:42

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 18:54) *
მარტო შენ არ უჩივი მაგ დიალოგის არაბუნებრივობას
მარა ეგრე მეც არაბუნებრივი ვარ ბევრს ჩემი ქცევა ასეთი ჰქონია, მაგრამ სავსებით ბუნებრივია ჩემთვის

კარგი რა, შენი ქცევა რა შუაშია. მე ნაწარმოებს ვაფასებ ამ შემთხვევაში. მე მგონი, პირიქით, უნდა გიხაროდეს კიდეც შენიშვნა, რომ მომავალში რაღაცეები გაითვალისწინო და უკეთესად დაწერო smile.gif

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 18:54) *
ეს მოთხრობა მხოლოდ დასაწყისია და პირობას ვდებ განვვითარდები

წარმატებას გისურვებ smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 9 2008, 18:45

ციტატა(Miss Green @ Dec 9 2008, 19:00) *
კარგი რა, შენი ქცევა რა შუაშია. მე ნაწარმოებს ვაფასებ ამ შემთხვევაში. მე მგონი, პირიქით, უნდა გიხაროდეს კიდეც შენიშვნა, რომ მომავალში რაღაცეები გაითვალისწინო და უკეთესად დაწერო smile.gif
წარმატებას გისურვებ smile.gif


და ვინ ამბობს რო არ ვითვალისწინებ?
მაგრამ როგორც გათვალისწინების ისე დავის უფლებას ვიტოვებ default.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 9 2008, 18:50

ციტატა(aivi @ 9th December 2008 - 18:06) *
იმდენად მკვეთრად გამოხატული ქალური და კაცური პერსონაჟბია რომ ზუსტად ხვდები რა რომელმა თქვა

არა, არ გეთანხმები მეც smile.gif ყოველთვის ეგრე არ არის.

ა, ჰო, ციცქნა, კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, სტერეოტიპული რაღაცეები გაქვს გამოყენებული და არ მომწონს. მაგალითად, ის რომ მოკლეთმიანი გოგო კაცურია; ვისაც მოკლეთმიანი გოგო მოსწონს, ის შეიძლება ცისფერი იყოს და ა. შ.
:შეგჭამეშენიშვნებით: sorry.gif

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 19:03) *
და ვინ ამბობს რო არ ვითვალისწინებ?
მაგრამ როგორც გათვალისწინების ისე დავის უფლებას ვიტოვებ

მე მგონი, ზედმეტად გაგაღიზიანა შენიშვნამ და ამიტომ აღვნიშნე, რომ კარგი განზრახვა მაქვს და არა ცუდი.
ოღონდ ახლა არ თქვა, გაღიზიანების უფლება მაქვსო smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 9 2008, 18:55

ციტატა(Miss Green @ Dec 9 2008, 19:05) *
არა, არ გეთანხმები მეც smile.gif ყოველთვის ეგრე არ არის.

ა, ჰო, ციცქნა, კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, სტერეოტიპული რაღაცეები გაქვს გამოყენებული და არ მომწონს. მაგალითად, ის რომ მოკლეთმიანი გოგო კაცურია; ვისაც მოკლეთმიანი გოგო მოსწონს, ის შეიძლება ცისფერი იყოს და ა. შ.
:შეგჭამეშენიშვნებით: sorry.gif


მოდი ცოტა სხვა კუთხით შეხედე, აი მაგალითად იმას, რომ გოგო რასაც ეუბნება ბიჭს ბიჭზე, ეს გოგოს ვარაუდია და არა ჭეშმარიტება, ანუ ეს არ ნიშნავს რომ გოგომ ზუსტად გაშიფრა ბიჭი. და იგივე ამბავი პირიქით. ამის გაუთვალისწინებლად ალბათ შენ ჩათვალე რო ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, სინამდვილეში არსიც ეგაა, რო გარტყმაში არ არიან. ტოესწ, იციან რაღაც. მარა ცოტა.

ახლა, დალშე. თვითონ ვარ მოკლეთმიანი და სულ არ ვთვლი რო კაცური ვარ, ეს აზრი სულაც არაა გატარებული, უბრალოდ მსუბუქი იუმორი დაყვება დიალოგს. თვითონ ეგ აზრი უფრო კაცებისგან მოდის, კაცების უმეტესობას (როგორც თვითონ დავაკვირდი, როცა ბიჭურად შევიჭერი თმა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელ თმაზე ბევრად მაგრად მიხდება) აქვთ უარყოფითი რეაქცია smile.gif ანუ "მე ქალი ვიცი გრძელი თმით", "გრძელი თმა უფრო სექსუალურია" და "ქალი თმით უნდა დაითრიო საკოცნელად" და ა.შ. biggrin.gif

თორე სულაც არ ვამბობ იმას, რო ვისაც მე მოვწონვარ ცისფერია

ციტატა(Miss Green @ Dec 9 2008, 19:08) *
მე მგონი, ზედმეტად გაგაღიზიანა შენიშვნამ და ამიტომ აღვნიშნე, რომ კარგი განზრახვა მაქვს და არა ცუდი.
ოღონდ ახლა არ თქვა, გაღიზიანების უფლება მაქვსო smile.gif biggrin.gif


ვაჰხ, ასეთი რთული გასაშიფრი ვარ? biggrin.gif

ცხოვრებაში არ გავღიზიანებულვარ კრიტიკაზე, მაქსიმუმ მწყენოდა იმის გამო რო მოთხრობა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა smile.gif

შეგიძლია ჩემს ერთგულ მკითხველებთან გაიკითხო

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 9 2008, 19:11

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 19:13) *
ახლა, დალშე. თვითონ ვარ მოკლეთმიანი და სულ არ ვთვლი რო კაცური ვარ, ეს აზრი სულაც არაა გატარებული, უბრალოდ მსუბუქი იუმორი დაყვება დიალოგს. თვითონ ეგ აზრი უფრო კაცებისგან მოდის, კაცების უმეტესობას (როგორც თვითონ დავაკვირდი, როცა ბიჭურად შევიჭერი თმა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელ თმაზე ბევრად მაგრად მიხდება) აქვთ უარყოფითი რეაქცია ანუ "მე ქალი ვიცი გრძელი თმით", "გრძელი თმა უფრო სექსუალურია" და "ქალი თმით უნდა დაითრიო საკოცნელად" და ა.შ.

იცი რაშია საქმე, შენ თუ ეგ აზრი და სტერეოტიპი არ მოგწონს, როცა მაგ თემაზე წერ, ეს უარყოფითად უნდა წარმოაჩინო და არა ასე კონფორმისტულად და სასხვათაშორისოდ იყოს თქმული. ხელოვნების ნიმუში სწორედ იმისთვის იქმნება, რომ რაც არ მოგწონს, ის გამოხატო და სხვებსაც დაანახო, რომ ცუდია. მე ასე მესმის smile.gif

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 19:13) *
ვაჰხ, ასეთი რთული გასაშიფრი ვარ?

ცხოვრებაში არ გავღიზიანებულვარ კრიტიკაზე, მაქსიმუმ მწყენოდა იმის გამო რო მოთხრობა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა

OK, მე მაპატიეთ pardon.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 9 2008, 19:20

ციტატა(Miss Green @ Dec 9 2008, 19:29) *
იცი რაშია საქმე, შენ თუ ეგ აზრი და სტერეოტიპი არ მოგწონს, როცა მაგ თემაზე წერ, ეს უარყოფითად უნდა წარმოაჩინო და არა ასე კონფორმისტულად და სასხვათაშორისოდ იყოს თქმული. ხელოვნების ნიმუში სწორედ იმისთვის იქმნება, რომ რაც არ მოგწონს, ის გამოხატო და სხვებსაც დაანახო, რომ ცუდია. მე ასე მესმის smile.gif


მე სხვანაირად მესმის. მოთხრობაში ჩანს ის რაც არსებითია, ანუ არსებითი შეხედულებები - ჩემი.
და ნუ რა ვარცხნილობა მომწონს ან რა სტერეოტიპი არ მომწონს ვარცხნილობის შესახებ ეს ისევე მეჩვიდმეტეხარისხოვანია, როგორც თვითონ სტერეოტიპი.
smile.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 9 2008, 19:27

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 19:38) *
მე სხვანაირად მესმის. მოთხრობაში ჩანს ის რაც არსებითია, ანუ არსებითი შეხედულებები - ჩემი.
და ნუ რა ვარცხნილობა მომწონს ან რა სტერეოტიპი არ მომწონს ვარცხნილობის შესახებ ეს ისევე მეჩვიდმეტეხარისხოვანია, როგორც თვითონ სტერეოტიპი

ჰო, გასაგებია ახლა, სტერეოტიპები შენთვის მეჩვიდმეტეხარისხოვანია, ჩემთვის კი მისი არმოწონება არსებით შეხედულებებში გადის smile.gif

კიდევ რა მაინტერესებს, შენ თვითონ როგორ განმარტავ ამ მოთხრობას, რა არსებითი შეხედულებების გადმოცემას ცდილობ?
მე თუ სწორად მესმის, მგონი მაგ არსებით შეხედულებებშიც მაინცდამაინც ვერ გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 9 2008, 19:34

ციტატა(Miss Green @ Dec 9 2008, 19:45) *
ჰო, გასაგებია ახლა, სტერეოტიპები შენთვის მეჩვიდმეტეხარისხოვანია, ჩემთვის კი მისი არმოწონება არსებით შეხედულებებში გადის smile.gif

კიდევ რა მაინტერესებს, შენ თვითონ როგორ განმარტავ ამ მოთხრობას, რა არსებითი შეხედულებების გადმოცემას ცდილობ?
მე თუ სწორად მესმის, მგონი მაგ არსებით შეხედულებებშიც მაინცდამაინც ვერ გეთანხმები smile.gif


სავარაუდოდ სწორად გესმის, იმიტო რო მანდ ყველაფერი ზედაპირზე დევს smile.gif
არ განვმარტავ მაგ კუთხით არაფერს smile.gif დიდი ბოდიში, მაგრამ არ მიყვარს საკუთარ ნაწერებზე საუბარი.

მოთხრობამ უნდა გადმოგცეს ჩემი აზრი, თუარადა მე არ უნდა დავჯდე და განვმარტო. ჩემი პოზიცია მთლიანად ეგაა, რაც მოთხრობაშია smile.gif
თუ ბოლომდე "ვერ მოდის" ჩემი მოსაზრება, ეგ მოთხრობის მინუსია ი ვსიო smile.gif

და კიდევ, არაა საჭირო დამეთანხმო, უფრო მეტიც, აუცილებელიც კია შემეწინააღმდეგო default.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 9 2008, 19:51

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 19:52) *
მოთხრობამ უნდა გადმოგცეს ჩემი აზრი, თუარადა მე არ უნდა დავჯდე და განვმარტო. ჩემი პოზიცია მთლიანად ეგაა, რაც მოთხრობაშია
თუ ბოლომდე "ვერ მოდის" ჩემი მოსაზრება, ეგ მოთხრობის მინუსია ი ვსიო

რა იცი შენ, იქნებ მოთხრობის კი არა, ჩემი მინუსია? biggrin.gif
მგონი, სჯობდა, მაინც გეთქვა smile.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 9 2008, 19:58

ციტატა(Miss Green @ Dec 9 2008, 20:09) *
რა იცი შენ, იქნებ მოთხრობის კი არა, ჩემი მინუსია? biggrin.gif
მგონი, სჯობდა, მაინც გეთქვა smile.gif


პრინციპის ამბავია smile.gif

ნე ა, მოთხრობის მინუსია smile.gif

შენ რო ვიღაც ჩირიკი ან ჩიკოტელა იყო, კიდე ჩავთვლიდი რო შენი მინუსია, მარა ხო არ ხარ არც ჩირიკი და არც ჩიკოტელა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Miss Green Dec 10 2008, 0:25

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 20:16) *
ნე ა, მოთხრობის მინუსია

არა, მე გავიგე და არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მინუსი აქვს მოთხრობას smile.gif უბრალოდ დაზუსტება მინდოდა.

ციტატა(ციცქნა @ 9th December 2008 - 20:16) *
შენ რო ვიღაც ჩირიკი ან ჩიკოტელა იყო, კიდე ჩავთვლიდი რო შენი მინუსია, მარა ხო არ ხარ არც ჩირიკი და არც ჩიკოტელა

blush2.gif
მარა, რას ერჩი ჩირიკს და ჩიკოტელას? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ციცქნა Dec 10 2008, 16:50

ციტატა(Miss Green @ Dec 10 2008, 0:43) *
არა, მე გავიგე და არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მინუსი აქვს მოთხრობას smile.gif უბრალოდ დაზუსტება მინდოდა.
blush2.gif
მარა, რას ერჩი ჩირიკს და ჩიკოტელას? biggrin.gif

ლიტერატურის გარტყმაში არ არიან biggrin.gif
არც ფსევდოლიტერატურის blush2.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Dec 12 2008, 14:56

ეს ლექსი ომის დასრულების პერიოდსი დავწერე... როცა გორში ჯერ ისევ რუსები იდგნენ..


რავი,მგონი რაღაც გამოვიდა...

გაიცანით და შემაფასეთ,ნუ მოერიდებით კრიტიკულ შენიშვნებს და კომენტარებსაც...

ახლა ათმაგად...


ახლა ათმაგად მწყურია სისხლი,
დაუმარხავ ძმებს ვერ ტირის დედა,
ქალაქს ამძიმებს კვამლი და ნისლი,
ასფალტისფერი თან დასდევს სევდა...

ახლა ათმაგად მწყურია ომი,
ბოღმა და ბრაზი აჟრჟოლებს სხეულს,
თავჩაქინდრული,მუხლებზე მგდომი
არ ვეჩვენები მომხდურ მტერს წყეულს...

ახლა ათმაგად იგრძნობა ჟინი,
დედავ დღესა სჩანს შენი დედობა,
დღეს წინაპრების მესმის ყიჟინა,
დეს ვერ დამჩაგრავს უიმედობა...

ახლა ათმაგად მოგვიწევს ბრძოლა,
მტერი გვიფრთხოდეს,ხმალი ელავდეს,
და თუ მოგვიწევს საფლავში წოლა,
გული არ შედრკეს,იქაც ღელავდეს...

ახლა ათმაგად მძიმეა ტვირთი,
რასაც მამულის შვილობა ჰქვია,
ღმერთი არასდროს ყოფილა მითი,
ბრძოლა არასდროს არ არის გვიან...

ახლა ათმაგად დიდი გვაქვს ვალი,
საფლავსი მწოლი წინაპრებისა.
ნუ მოგვეშლება იმედი ხვალის
და რწმენა დიდი გამარჯვებისა...


2008წ.. 17 აგვისტო..

ბობნევი,ღამე...



ლიტერატურულად შეიძლება დიდი არაფერი,მაგრამ ვფიქრობ განწყობას გამოხატავს...

პოსტის ავტორი: pensioneri Dec 12 2008, 15:51

ციტატა(leo-dzia @ Dec 12 2008, 15:14) *
ეს ლექსი ომის დასრულების პერიოდსი დავწერე... როცა გორში ჯერ ისევ რუსები იდგნენ..
რავი,მგონი რაღაც გამოვიდა...

გაიცანით და შემაფასეთ,ნუ მოერიდებით კრიტიკულ შენიშვნებს და კომენტარებსაც...

ახლა ათმაგად...
ახლა ათმაგად მწყურია სისხლი,
დაუმარხავ ძმებს ვერ ტირის დედა,
ქალაქს ამძიმებს კვამლი და ნისლი,
ასფალტისფერი თან დასდევს სევდა...

ახლა ათმაგად მწყურია ომი,
ბოღმა და ბრაზი აჟრჟოლებს სხეულს,
თავჩაქინდრული,მუხლებზე მგდომი
არ ვეჩვენები მომხდურ მტერს წყეულს...

ახლა ათმაგად იგრძნობა ჟინი,
დედავ დღესა სჩანს შენი დედობა,
დღეს წინაპრების მესმის ყიჟინა,
დეს ვერ დამჩაგრავს უიმედობა...

ახლა ათმაგად მოგვიწევს ბრძოლა,
მტერი გვიფრთხოდეს,ხმალი ელავდეს,
და თუ მოგვიწევს საფლავში წოლა,
გული არ შედრკეს,იქაც ღელავდეს...

ახლა ათმაგად მძიმეა ტვირთი,
რასაც მამულის შვილობა ჰქვია,
ღმერთი არასდროს ყოფილა მითი,
ბრძოლა არასდროს არ არის გვიან...

ახლა ათმაგად დიდი გვაქვს ვალი,
საფლავსი მწოლი წინაპრებისა.
ნუ მოგვეშლება იმედი ხვალის
და რწმენა დიდი გამარჯვებისა...
2008წ.. 17 აგვისტო..

ბობნევი,ღამე...
ლიტერატურულად შეიძლება დიდი არაფერი,მაგრამ ვფიქრობ განწყობას გამოხატავს...

ეს ლექსი ვიცოდი....
და განსაკუთრებულად მომწონს...

პოსტის ავტორი: nino _13 Dec 12 2008, 20:23

რად დუღხარ სისხლო?


სისხლო რად დუღხარ,რად ბორგავ გულო?
რად ჭენაობენ გრძნობის რაშები?
ცეცხლს უკიდებენ ფიქრები აზრებს,
როგორც შუამთას ყიზილბაშები.

მეძახის მიწა ცრმლით და ოხვრით,
სისხლის ოხშივარს მზე ღმერთს წაუღებს,
შემოიჭრება ყიჟინა სულში,
ოცნება მამულს ციხეს აუგებს.

შეეშინდება შიშს დაფდაფების,
ალქაჯი მორთავს საზარლად კივილს,
მომევლინება მშველელად ტყვია,
წამლად მიიღებს სხეული ტკივილს.

შეეყინება მზერა იარაღს
და ნაცრისფერი ხეების ფერდობს,
ჭირისუფლებიც ვერ გაიგებენ
რატომ ვბორგავდი ჭაბუკი ერთ დროს.

რას ყვირი სისხლო,რად ფეთქავ გულო?
ცივ სამარეში ბედსაც დავცინებ.
ახლა კი ველი,ველი ცხელ ტყვიას,
ჩემს მდუღარე სისხლს რომ გააციებს...

2008წ. 24 მაისი.







ეს მომწონდა შენი ლექსებიდან ძაან, მაგრამ


ეს მართლა ძაან მაგარია

ციტატა(leo-dzia @ 12th December 2008 - 15:14) *
ახლა ათმაგად...


ახლა ათმაგად მწყურია სისხლი,
დაუმარხავ ძმებს ვერ ტირის დედა,
ქალაქს ამძიმებს კვამლი და ნისლი,
ასფალტისფერი თან დასდევს სევდა...

ახლა ათმაგად მწყურია ომი,
ბოღმა და ბრაზი აჟრჟოლებს სხეულს,
თავჩაქინდრული,მუხლებზე მგდომი
არ ვეჩვენები მომხდურ მტერს წყეულს...

ახლა ათმაგად იგრძნობა ჟინი,
დედავ დღესა სჩანს შენი დედობა,
დღეს წინაპრების მესმის ყიჟინა,
დეს ვერ დამჩაგრავს უიმედობა...

ახლა ათმაგად მოგვიწევს ბრძოლა,
მტერი გვიფრთხოდეს,ხმალი ელავდეს,
და თუ მოგვიწევს საფლავში წოლა,
გული არ შედრკეს,იქაც ღელავდეს...

ახლა ათმაგად მძიმეა ტვირთი,
რასაც მამულის შვილობა ჰქვია,
ღმერთი არასდროს ყოფილა მითი,
ბრძოლა არასდროს არ არის გვიან...

ახლა ათმაგად დიდი გვაქვს ვალი,
საფლავსი მწოლი წინაპრებისა.
ნუ მოგვეშლება იმედი ხვალის
და რწმენა დიდი გამარჯვებისა...


ეტყობა წმინდა გრძნობითაა დაწერილი ....

ძალიან კარგ ლექსებს წერ, მაგარი ხარ !

კრიტიკულ შენისვნებს რაც შეეხება ძალიანაც რომ მოვინდომო ალბათ ვერ ვიპოვი, კრიტიკა შეიძლება აზრის, გრძნობის არა, იმ განწყობისა რამაც ეს ლექსი დაგაწერინა default.gif

პოსტის ავტორი: ნი. . . Dec 12 2008, 20:28

ახლა ათმაგად...


ახლა ათმაგად მწყურია სისხლი,
დაუმარხავ ძმებს ვერ ტირის დედა,
ქალაქს ამძიმებს კვამლი და ნისლი,
ასფალტისფერი თან დასდევს სევდა...

ახლა ათმაგად მწყურია ომი,
ბოღმა და ბრაზი აჟრჟოლებს სხეულს,
თავჩაქინდრული,მუხლებზე მგდომი
არ ვეჩვენები მომხდურ მტერს წყეულს...

ახლა ათმაგად იგრძნობა ჟინი,
დედავ დღესა სჩანს შენი დედობა,
დღეს წინაპრების მესმის ყიჟინა,
დეს ვერ დამჩაგრავს უიმედობა...

ახლა ათმაგად მოგვიწევს ბრძოლა,
მტერი გვიფრთხოდეს,ხმალი ელავდეს,
და თუ მოგვიწევს საფლავში წოლა,
გული არ შედრკეს,იქაც ღელავდეს...

ახლა ათმაგად მძიმეა ტვირთი,
რასაც მამულის შვილობა ჰქვია,
ღმერთი არასდროს ყოფილა მითი,
ბრძოლა არასდროს არ არის გვიან...

ახლა ათმაგად დიდი გვაქვს ვალი,
საფლავსი მწოლი წინაპრებისა.
ნუ მოგვეშლება იმედი ხვალის
და რწმენა დიდი გამარჯვებისა...


მმმმმმაგარაიაააააა... smile.gif

პოსტის ავტორი: Ghost Rider Dec 12 2008, 20:30

მირბის,მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი
გასწი მერანო შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი


ჯერ არ დამისრულებია wub.gif საბოლოო ვარიანტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ blush2.gif

პოსტის ავტორი: ნი. . . Dec 12 2008, 20:32

Ghost Rider


ვაა საღოლ რა მაგარია biggrin.gif:D გინდა გაგრძელებაში მოგეხმაროო??? biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: nino _13 Dec 12 2008, 20:38

ნი. . .
ნინ შენ არაფერს წერ ხოლმე? blum.gif

პოსტის ავტორი: ნი. . . Dec 12 2008, 20:46

nino _13


კი მარა აქ ვერ გავბედავ დადებას...ჩემთვის ვჩხაპნიაობ ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: nino _13 Dec 12 2008, 20:48

ნი. . .
გენაცვალეე, რა კარგი ხარ..მე მაინც წამაკითხე default.gif

ჰა წამაკითხებ???

პოსტის ავტორი: Ghost Rider Dec 12 2008, 20:50

ციტატა(ნი. . . @ 12th December 2008 - 20:50) *
ვაა საღოლ რა მაგარია

blush2.gif
ციტატა(ნი. . . @ 12th December 2008 - 20:50) *
გინდა გაგრძელებაში მოგეხმაროო???

ხო,დამეხმარე,თორე რითმებს ვეღარ ვუძებნი biggrin.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Dec 15 2008, 17:11

pensioneri
nino _13
ნი. . .


გაიხარეთ,კარგი ხალხი ხართ...

დიდი მადლობა შექებისთვის...

პოსტის ავტორი: nino _13 Dec 16 2008, 22:34

ციტატა(leo-dzia @ 15th December 2008 - 17:29) *
დიდი მადლობა შექებისთვის...

არაფერს, ლეო ძია, არაფერს default.gif
სასიამოვნოა ხოლმე შენი ლექსების წაკითხვა default.gif

პოსტის ავტორი: leo-dzia Dec 17 2008, 17:49

წინ მე გამიშვით,არაფრისა არ მეშინია!

ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ართხელაც არ დავიძინებ...

ლ.ასათიანი



არ მეშინია,გამატარეთ არ მეშინია,
პირველს მე მომხვდეს შხამიანი ისარი მტრისა,
არ მეშინია,ეშმაკისაც არ მეშინია,
სიყვარული მაქვს სამშობლოსი და რიდი ღვთისა.

წინ მე გამიშვით,სისხლით ვღებო ეს გულისპირი,
ბრძოლაში მხდალი არავინ არ გადამეყაროს,
ჩემთვის არ არის მეტი ჯილდო და შენაპირი-
ვალმოხდილს გულზე მშობლიური მიწა მეყაროს...

არ მეშინია,დამიჯერეთ არ მეშინია,
სისხლი მიყივის გიჟმაჟური გაწიწმატებით,
მამულო შენთვის მე სიცოვხლე გამიწირია,
მკვდარიც ვიხარებ საქართველოს გამთლიანებით.

წინ მე გამიშვით,სახლში დარჩეს ყველა ლაჩარი,
თუ მოვკვდე გულზე ხუთჯვრიანი დროშა მეფაროს,
მარტო ვიბრძოლებ,თუმც დამიცავს უფლის ლაშქარი,
ფლიდი და მხდალი ახლოსაც კი არ გამეკაროს.

არ მეშინია,არაფერისა არ მეშინია,
უკუმიგდია სილაჟვარდე სიჭაბუკისა,
სამშობლო ბევრჯერ ცხარე ცრემლით დამიტირია,
თუმც არასოდეს დამიკარგავს რწმენა უფლისა.

წინ მე გამიშვით,გავუმრთელო სამშობლოს წყლული,
რადგან უფალმა ჩემი ქვეყნად მოსვლა ინება
სიკვდილს არ ვნაღვლობ და მოვკვდები დაფლეთილ გულით,
ოღონდ შევიგრძნო ივერიის გამობრწყინება.

არ მეშინია,გეფიცებით არ მეშინია,
სამსხვერპლოზე დევა აფეთქება გაზაფხულისა,
მტერო იცოდე ცხრაჯერ მწარედ გამიცინია,
მწვერვალებს არხევს ჟრუანტელი ჩემი სულისა.

წინ მე გამიშვით და ვიბრძოლებ გატეხილი ხმლით,
წინ მე გამიშვით სასთუმალზე არ მიძინია,
სიკვდილის პირზეც დავიძახებ განწირული ხმით
-"წინ მე გამიშვით,არაფრისა არ მეშინია!!!"


2006წელი,30 ივლისი.

ბობნევი,ღამე....

პოსტის ავტორი: pensioneri Dec 17 2008, 18:04

leo-dzia

ფორუმზე დაპოსტვას საერთოდ აღარ ვაპირებდი,მაგრამ არ შემეძლო ამ ლექსზე კომენტარი არ გამეკეთებინა.

ამ ლექსის ნაწყვეტი უკვე წაკითხული მქონდა,მაგრამ თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხე,გეფიცები ჟრუანტელმა დამიარა!!!

თანაც გადასარევად ასახავს შენს ხასიათს...

მაგარი ხარ და იქნებ გეფიქრა ჩემს რჩევაზე...
გახსოვს ადრე რა გირჩიე?