გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topic Start new topic
 მკვდარი პოეტების საზოგადოება, o captain my captain
 
akuna matata
პოსტი Nov 30 2008, 18:30
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--




მკვდარი პოეტების საზოგადოება რეჟისორ პიტერ ვერის მიერ 1989 წელს გადაღებული შედევრი რომელიც ყველამ უნდა ნახოს


ჯონ კიტინგი(რობინ უილიამსი) - ინგლისური ენის ახალი მასწავლებელია კონსერვატიულ სასწავლებელში. თავის მოწაფეებთან ერთად ის ქმნის "მკვდარი პოეტების საზოგადოებას" და საიდუმლო შეკრებებზე ყოველ მათგანს ეხმარება პოეზიაში საკუტარი "ხმის" მოსაძებნად

http://avoe.ge/movies/one.php?mid=5264



უძლიერესი ფინალი


ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა ჩვენი მძიმე მგზავრობა,გვეღირსა ცის გასხივოსნება;
ხომალდმა გაუძლო ღელვებს და გრიგალებს, ჩვენი სანუკვარი ასრულდა ოცნება;
ახლოა ნაპირი, მოისმის ზარები, ისმის მოზეიმე ხალხის ჟრიამული,
თვალები მისდევენ ხომალდის მტკიცე ქიმს, ფრიალებს ალამი სისხლით დანამული.
მაგრამ გული! გული! გული!
სისხლის გუბე შესაზარი!
გემბანზე ხომ კაპიტანი,
ასვენია ცივი, მკვდარი.

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! აღსდექ და ყური მიაპყარ ზარებს;
აღსდექ - დღეს შენთვის ფრიალებს დროშა, შენთვის ვაქუხებთ ძლევის ნაღარებს;
ეს გვირგვინები, ბაფთიანი ყვავილწნულები შენია, შენი!
შენ გიხმობს ხალხი, ეს ზღვა ხალხი, შენა ხარ მისთვის შვების მომვლენი!
ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო!
ჩვენთვის აღარ დარობს დარი,
ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე
გართხმულხარ ცივი და მკვდარი?

მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს, დადუმებულან უსისხლო ბაგენი,
მამა საყვარელი ვერ გრძნობს ჩემს შეხებას, მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი,
იზეიმეთ, ნაპირებო, მე კი მმართებს ჩუმი ზარი,
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი, მკვდარი.

უოლტ უიტმანის
თარგმანი: ზვიად გამსახურდია


ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;
მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს;
ნაპირს მივაღწიეთ, მშვიდობით დავბრუნდით. უკვე ახლოსაა, მოჩანს ნავსადგური;
ხედავ, ხალხი გველის, რეკავენ ზარები – ჩვენი გამარჯვების ჯილდო, საზღაური;
მაგრამ ო, ეგ გული! ეგ გული იცლება
სისხლისგან, გემბანზე წითელი ლაქა მოჩანს.
უკვე ვერაფერი ვეღარ შეიცვლება,
ჩემი კაპიტანი სიკვდილმა შემობოჭა.

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! წამოდექ, უსმინე, ზარი რომ გუგუნებს;
შენ გეგებებიან, მაღლა რომ ისვრიან ფერადი ლენტებით მორთულ თაიგულებს;
წამოდექ – ეს დროშა ხომ შენთვის ფრიალებს, შენთვის აჟღერებენ ბუკსა და ნაღარას,
შენ გესალმებიან, არ გესმის ძახილი? იქნება ხანგრძლივმა მგზავრობამ დაგღალა?
აქეთ, კაპიტანო! ო, მამავ ძვირფასო!
ეს ჩემი ხელია შენი სასთუმალი.
ალბათ, მესიზმრება, რომ ჩემს წინ, გემბანზე
წევხარ სიკვდილისგან ცივი და მდუმარე.


ჩემი კაპიტანი პასუხს არ იძლევა, გაფითრდა ბაგე და თანდათან ცივდება,
ვეღარ გრძნობს შეხებას, გული აღარ უძგერს, სული და სხეული
ერთმანეთს სცილდება;
ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა;
მიზანს მივაღწიეთ. ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობა
დამთავრდა, დასრულდა;
ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები!
მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა,
გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება,
წევს გაციებული ჩემი კაპიტანი.




--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
qiromanti
პოსტი Nov 30 2008, 18:40
პოსტი #2


თეთრბილეთიანი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 10,334
რეგისტრ.: 5-February 08
მდებარეობა: ლ ე თ ე
წევრი №: 2,091
კურსი:--


ძალიან მაგარი კინოა wub.gif


--------------------
კაცები აღარ არიან, კა-ცე-ბი !!!

................



Кошке не важно,что о ней думают мыши!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ELECTRA
პოსტი Nov 30 2008, 18:59
პოსტი #3


თეთრბილეთიანი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,748
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: ******
წევრი №: 3,091
კურსი:--


ციტატა(akuna matata @ 30th November 2008 - 18:48) *
მკვდარი პოეტების საზოგადოება

მაგარია ძაააან wub.gif

ციტატა(akuna matata @ 30th November 2008 - 18:48) *
შედევრი რომელიც ყველამ უნდა ნახოს



--------------------
" There No Sense Is Being Anything But Practical Thought"


Go to the top of the page
 
+Quote Post
DAKOTA
პოსტი Nov 30 2008, 21:31
პოსტი #4


Introspection is the self-observation
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 7,511
რეგისტრ.: 9-June 08
მდებარეობა: Hidden Place
წევრი №: 3,538
კურსი:3


ძალიან,ძალიან მაგარი ფილმია,მიყვარს wub.gif


--------------------
I’m one under millions, a grain of sand in the desert of life.
I was born in this merciless world like every other people without to have a choice or a master plan.
If i ask myself … who am i? what is my purpose in life? then only music can help me to sort the chaos in my head.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_CURSED_*
პოსტი Nov 30 2008, 22:18
პოსტი #5





Guests






დურაკობაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
dembo
პოსტი Dec 1 2008, 11:19
პოსტი #6


mhmm! This is a tasty burger!
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,635
რეგისტრ.: 28-February 08
წევრი №: 2,390
კურსი:3


აუ ეს ის კინო არაა ბოლოს რო ერთი თავს იკლავს?


--------------------
knock knock, shit happens

Screw you Guys I'm Goin Home
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Dec 1 2008, 20:39
პოსტი #7


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


ციტატა(CURSED @ 30th November 2008 - 18:36) *
დურაკობაა



უი

ციტატა(dembo @ 1st December 2008 - 7:37) *
აუ ეს ის კინო არაა ბოლოს რო ერთი თავს იკლავს?



კი


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
mustang
პოსტი Dec 1 2008, 20:54
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 9-December 07
წევრი №: 908
კურსი:2


ეეეხ ამის დედა რო ვატირე, გალაკტიონი, ტიციანი და პაულო იაშვილი უნდა იყვნენ მკვდარი და მე ცოცხალიიიი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Carpenter
პოსტი Dec 1 2008, 21:55
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 15-September 08
წევრი №: 4,304
კურსი:9


ნანახი მაქვს არ გავგიჟებულვარ როგორც ხედავთ სრულ ჭკუაზე ვარ biggrin.gif
მაგრამ კარგი კინოა რა
რობინ ვილიამსი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია და აქაც კარგად თამაშობს ასე რომ თუ არ გინახავთ და რამე არც თუ ისე დინამიური კინოს ნახვა გსურთ უყურეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
ta-smiley
პოსტი Jan 16 2009, 19:18
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 14-December 07
მდებარეობა: Hog's Head
წევრი №: 1,054
კურსი:3


carpe diem


--------------------
Life is easier with eyes closed




Go to the top of the page
 
+Quote Post
ni_ni
პოსტი Jan 26 2009, 17:34
პოსტი #11


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 354
რეგისტრ.: 22-April 08
წევრი №: 3,038
კურსი:4


ძალიან მაგარი ფილმია,გარკვეულ ასაკში საყურებელი და დამაფიქრებელი.
ხოდა უიტმენი მაგარი პოეტია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
solaris
პოსტი Feb 13 2009, 14:02
პოსტი #12


Peter
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,575
რეგისტრ.: 13-December 07
მდებარეობა: olafsvik
წევრი №: 1,035
კურსი:3


გარკვეულ ასაკში საყურებელი რას ნიშნავს?
8.gif


--------------------
We share nothing but space. ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Apr 21 2009, 21:46
პოსტი #13


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


ნეტა ჯონ კიტინგისნაირი(რობინ უილიამსი) ლექტორები გვყავდეს



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია akuna matata: Apr 21 2009, 21:47


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 18:25
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank