გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


70 გვერდი V  « < 68 69 70  
Reply to this topic Start new topic
 საკუთარი შემოქმედება
 
mako@mako@mako
პოსტი Nov 8 2018, 13:57
პოსტი #898


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 26-April 09
წევრი №: 6,692
კურსი:2


ოდესმე სული გაგყინებიაა?
შეგციებია უაზროდ ტანში,
ყელში გული თუ მოგბჯინებია
და შეგრევია კანკალი ხმაში.

ოდესმე ღამეს შერკინებიხაარ?
გიოცნებია შერჩენა დროში
ნეტავ მთვარესთან გიბაასია,
დაგსველებია ლოყები ცრემლით.

ვფიქრობ არასდროს გაგხსენებია
ლამაზი წუთები აფრინე ქარში
შენ არ გბარალებ შემოდგომაა
და იცის ასე არევა თავში.

ჩემთვის კი ისევ ის დროა ახლა
რა ვქნა ქარისთვის მე ვერ გიმეტებ
ამიტომ ასე ძვირფასო ტანჯვით
ვაჩერებ წამებს და ცხოვრობ ჩემში

*******************
წვიმა მეცეკვება ტანგოს
ღამეა უმთვაროა ბნელი
სულში ისევ იწვევს ქაოსს
შენი გამოხედვა მწველი

წვიმავ არ შეწყვიტო ცეკვა,
ასე მატრიალე ქარში
ვიცი უსათუოდ მოვა
ვიცი რომ არ გამცვლის სხვაში

*********
დამხატე ისე რომ შეშურდეს თავად დავინჩის
ცრემლებად შავი მარგალიტი მიმომიბნიე
ჩამაცვი კაბა ვარდისფერი თეთრი წინწკლების
და ფონად ბაღში გვირილები მიმომიფანტე

თმები კი თმები ოხ ეს თმები მუდამ პრობლემა
მოკლე კი არის თუმცა მინდა გრძელი დახატო
თავზე გვირგვინი გამიკეთე გვირგვინი დაფნის
რომ შენს ნახატში ცრემლებთან ერთად ძლიერიც ვიყო

**************************
ყინვა გამეფებულა სულში აუტანელი
და ფიქრებიც ბობოქარ ტალღებს ემსგავსებიან
განა წუთისოფლისგან კიდევ რამეს მოველი
ცხოვრებისგან გათანგულს არაფერი მწადია

მორჩა ჟამთა ტიალი და უმიზნო ფიქრები
ასე ფუჭი ოცნება მცდარი ილუზიები
მე წავედი გშორდებით აიმღვრიეთ ფიქრები
როგორ უსამართლობით და ტკივილით მირგებდით


**************
რა ყაყანია რა ყაყანია
ეს ხალხი ასე რამ გადარია
რა ამბავია რა ამბავია
ქარმა ფიქრები როგორ არია

ისე არია მეც გადამრია
ჩავეშვი წყალქევშ ვატყობ შარია
ვგრძნობ რომ ფილტვები ძლივსღა მაბია
აი ეს არის კაიფმანიაა

**************
ილიამ გამომგზავნა სიმართლის საკბენად
ვაჟამ დამახურა თავისი ფაფახი
ეს ირონია აკაკიმ მასწავლა
და იაკობმა მაჩუქა ანბანი

ტატომ თავისი მერანი დამითმო
სევდიანი ვარ როგორც ნოდარი
ერთი არ მესმის გალაქტიონმა
რად გამიწვია ასეთ დუელში

მიმტკიცებს უყვარს ჩემზე ძალიან
თითქოსდა გიჟი მარტო ის არის
ეგ თუ მეოთხის ფანჯრიდან ხტება
მეცხრე სართულის ვარ მცხოვრებლი biggrin.gif biggrin.gif

***************************************
სულ წავალ შენგან, გეფიცები არ მოვბრუნდები და რომც მინატრო არსებობას ვერ იგრძნობ ჩემსას,ოღონდ ნუ მეტყვი ,შეგიძულო მთელი არსებით, რადგან ამ ქვეყნად შენ ერთი ხარ ვისთვისაც ვსუნთქავ. მე წავალ შენგან, ისევ წავალ უსიტყვოდ, უხმოდ ოღონდ მეორედ აღარ მთხოვო, რომ შეგიძლო.მე მეყვარები უფრო ძლიერ და უფრო მეტად, რომ არ მეგონა იმაზე ძლიერ შემეძლო უფრო.მე მაპატიე თუ კი არ მაქვს იმდენი ძალა, შენი სურვილი ერთი ამოხვრით რომ შგისრულო და ამ ღამიდან ამ წამიდან გზები იყოფა, მიქავს ფიქრები და სიჩუმეც ირღვევა თითქოს.ცხელი ცრემლები ბაგეებთან ისევ თარეშობს ასე დავრჩები ცივ ღამეში სრულიად მარტო,ვიცოცხლებ იმით რომ მიყვარხარ და რომ არსებობ მანძლიის?სიშორეეს?არ დავეძებ და იცი რატომ?ჩემს გულში ცხოვრობ შენით მძინავს,შენით ვიღვიძებ სულ ყველგან შენ ხარ სიგიჟეა ხო ფიქრობ ალბათ მომენატრები ტკივილამდე მომენატრები ,მაგრამ სიძულვილს ასე უეცრად გაქრობა მიჯობს,არ მომეშვება ვიცი შენზე ფიქრები შემშლის,თუმცა სიძულვილს ეს ტკივილი მინდა მერჩივნოს მივდივარ მიმაქვს აკინძული მოგონებები და ამისათვის მოკრძლებით ნებართვას ვითხოვ,ოხ ღმერთო ჩემო რა სიამაყით ვამბობდი ყველგან,რომ ამ სიყვარულს თანასწორი არ ედგა თითქოს როგორ მეგონა გავუძლებდით ყველაფერს ერთად მაგრამ რატომღაც გაგრძელებას უჩემოდ ითხოვ აღარ მწამს აწი ტანჯვის მეტი სხვა სახარება დაუშვით ფარდა რადგან სიცოცხლე სიძულვვის ითხოვს

****************
არ მინდა დამთავრდა სამ დეში თამაში,
ცხოვრების კარტებიც გავხსენი ბოლომდე
არ მინდა არ მინდა შემდეგი ტურებიც
ასე უაზროდ ტკივილში გავიდეს

სცენარიც შეცვლისაც აღარ მაქვს იმედი
ძლიერი როლები უკვე დარიგდა
წესები თამაშის ხიდიდან ხიდამდე
ღრმა უფსკრულია

ვერ გავალ უფალო არა მაქვს ამდენი
არც ძალა არც ფრთები არც შავი მანტია
დამთავრდა ჭიდილი სარკესთან ბაასი
უსამართლობა თილისმად მკიდია

მომწყინდა ამდენი მტკიცება უაზროდ
ხალხი ბრბო არის მე კი შველი ვარ
დამგლიჯეს ხომ ხედავ როლი მაქვს ასეთი
სისხლში ვიხრჩბი და მაინც არ ჩერდებიან

ყვავ-ყორნებს პირი აქვთ ისე დაღბული
ვიცი რომ დავეცე კიდეც გამჯიჯგნიან

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mako@mako@mako: Nov 8 2018, 13:58
Go to the top of the page
 
+Quote Post
70 გვერდი V  « < 68 69 70
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2019 - 15:45
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank