გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 10 დანაშაული
 
dembo
პოსტი Sep 28 2009, 21:22
პოსტი #1


mhmm! This is a tasty burger!
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,635
რეგისტრ.: 28-February 08
წევრი №: 2,390
კურსი:3


10. ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს, იმ მომენტში როცა პოლიციელი მის შვილს ძაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებმა. ნარკოტიკებზე დაგეშილმა ძაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა.

9. ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.

8. ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა.

7. ერთმა ამერიკელმა “გენიოსმა” გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა “ეს ძარცვაა. ჩაალაგეთ ფული ჩანთაში”. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა ამოჩხაპნა და სასწრაფოდ დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo Bank-ში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა და რიგში ჩადგა. როცა სალაროსთან მივიდა დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ის იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში რომ გადმოეყვანათ Wells Fargo Bank დეპოზიტზე. ჩვენმა “გენიოსმაც” დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America რიგში

6. ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში ფოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში. იმის მაგივრად რომ გადაეხადა მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურას სურათი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე მოუვიდა ფოსტით სურათი სადაც ბორკილები ეხატა. ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი.

5. მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში იენსენის კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კურტკის შიგნით იარაღი იმალებოდა-ამ შემთხვევში ორდერი არაა საჭირო. “სრული იდიოტობაა”-თქვა იენსენმა-” მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შინგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განამავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა

4. შეიარაღებულ ძარცვაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა ადვოკატი დაითხოვა და თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის დაცვა. ადვოკატობა მშვენივრად გამოდიოდა მანამ სანამ პროლურორმა მოწმედ არ გამოიძახა-გოგონა, გაძარცული მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ის ამოიცნო. დენისმა გოგონა დაანაშაულა ტყულში და დაამატა “მაშინვე უნდა დამეხალა შენ ცარიელ თავშიო” და უცბად გონებაზე მოსულმა დაამატა “იქ რომ ვყოფილიყავიო”. მართმსაჯულებს 20 წუთი დასჭირდათ 30 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.

3. მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერმა. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდა

2. ორი შეიარაღებული პიროვენბა შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით ერთ-ერთმა დაიყვირა: “არავინ გაინძრეს, თორე ვესვრი!”. როცა მისი მეგობარი სალარო კასისკენ დაიძრა მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.

1. ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა. ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. ერთი თვის შემდეგ სადაზღვეო კომპანიაში თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯელტმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა (ინგლისში ხანძარი და ცეცხლი ერთი მნიშვნელობითაა-fire). კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯელტმენმა საქმე მოიგო. სადაზღვეო კომპანიამ 15 000 დოლარი გადაუხადა “დაზარალებულს” ხანძრისგან დამწვარი სიგარებისთვის. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურება. მიესაჯა 24 თვით ციხეში ჯდომა და 24 000 დოლარი ჯარიმა.


თუ არის ესეთი დახურეთ biggrin.gif


--------------------
knock knock, shit happens

Screw you Guys I'm Goin Home
Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Sep 28 2009, 21:34
პოსტი #2


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


ბიჯოო ბიჯოო ბიჯოოო...


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Apple
პოსტი Sep 28 2009, 21:39
პოსტი #3


The girl with the sun in her eyes . .
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 10-June 08
მდებარეობა: Here..There and Everywhere . . :>
წევრი №: 3,558
კურსი:4


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ციტატა(dembo @ 28th September 2009 - 21:40) *
9. ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.

ციტატა(dembo @ 28th September 2009 - 21:40) *
. ერთმა ამერიკელმა “გენიოსმა” გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა “ეს ძარცვაა. ჩაალაგეთ ფული ჩანთაში”. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა ამოჩხაპნა და სასწრაფოდ დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo Bank-ში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა და რიგში ჩადგა. როცა სალაროსთან მივიდა დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ის იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში რომ გადმოეყვანათ Wells Fargo Bank დეპოზიტზე. ჩვენმა “გენიოსმაც” დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America რიგში



ზუსტად ასეთი მძარცველი გამოვიდოდა ჩემგანაც biggrin.gif


--------------------

. . I am necessity. . base of the recipe . . :>

Go to the top of the page
 
+Quote Post
ilo_elo
პოსტი Sep 29 2009, 22:05
პოსტი #4


aramgonia
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,811
რეგისტრ.: 9-December 08
მდებარეობა: grozno
წევრი №: 5,359
კურსი:2


მაგაზე კარგი ძარცვებიც ხდება საქართველოში...


--------------------
ნოეს ფანი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Summoner
პოსტი Sep 29 2009, 22:10
პოსტი #5


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,181
რეგისტრ.: 26-December 07
მდებარეობა: Arka
წევრი №: 1,391
კურსი:--


george.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
maduka
პოსტი Sep 30 2009, 22:45
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 17-March 08
მდებარეობა: saqarTvelo
წევრი №: 2,615
კურსი:4


ჰაჰა ჰა რა მაგარიააა. ზორგიერთი ძარცვა სადღაც მქონდა წაკითხული, მაგრამ მაინც ძაან მაგარია. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჩვენისთანა Бедный ერი
განა არის სადმე ერი?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
anya
პოსტი Sep 30 2009, 23:08
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 29-September 09
მდებარეობა: vaja
წევრი №: 7,641
კურსი:2


dz მაგარი იყო biggrin.gif პირველი და მეშვიდე განსაკუთრებით rofl.gif


--------------------
fuck life before life fucks you



Go to the top of the page
 
+Quote Post
dembo
პოსტი Sep 30 2009, 23:30
პოსტი #8


mhmm! This is a tasty burger!
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,635
რეგისტრ.: 28-February 08
წევრი №: 2,390
კურსი:3


მე მეორე დამევასა biggrin.gif
შემსრულებელი იყო ის ბიჭი cool.gif


--------------------
knock knock, shit happens

Screw you Guys I'm Goin Home
Go to the top of the page
 
+Quote Post
frehley
პოსტი Nov 24 2009, 23:17
პოსტი #9


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 23-October 07
წევრი №: 48
კურსი:--


smile.gif


--------------------
I never had the nerve to make the final cut.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 15:27
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank