გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


11 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ზემფირა, გოგონა-სკანდალი უფადან
 
Nobody
პოსტი Nov 9 2007, 12:48
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 412
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი №: 63
კურსი:1


biggrin.gif
ზემფირა რამაზანოვა დაიბადა ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში. იზრდებოდა საკმაოდ ინტელიგენტურ ოჯახში: მამა, ტალგატ რამაზანოვი — ისტორიის მასწავლებელი, დედა, ფლორიდა — ექიმი, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალობით. ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში ზემფირა გაიტაცა მუსიკამ. ხუთი წლის ასაკში კი ფორტეპიანოს შესასწავლად უკვე მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. მისი მუსიკალური "დებიუტი" სკოლამდელ ასაკში შედგა, როცა თავისი დაწერილი სიმღერა დედასთან სამსახურში შეასრულა, შემდეგ კი ბაშკირეთის ტელევიზიით მისი საბავშვო სიმღერის შესრულება გადმოიცა. უფროსი ძმის — რამილის გავლენის ქვეშ მყოფი ზემფირა მოულოდნელად როკ მუსიკამ გაიტაცა. მის ”მუსიკალურ პროგრამაში” კლასიკური როკის ისეთი ლეგენდები შედიოდა, როგორებიცაა Black Sabbath, Nazareth და Queen.

სკოლაში ფრიადოსანი იყო. მეშვიდე კლასში კი ერთდროულად შვიდ წრესა თუ სექციაზე დადიოდა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მომავალი მომღერლის ცხოვრებაში, ძირითადად, მუსიკასა და კალათბურთს ეჭირა. ამ უკანასკნელი გატაცების წყალობით, მას სპორტული აგრესია, მიზანდასახულობისა და ემოციური დამუხტულობის თვისებები ჩამოუყალიბდა, რაც, საბოლოო ჯამში, ზემფირას კალათბურთელის კარიერაში წინსვლაში დაეხმარა: თავისი სიმაღლის მიუხედავად, რომელიც ახლა — ზრდასრულ ასაკში — 173 სმ-ია, 1990 წელს იგი კალათბურთში რუსეთის გოგონათა ნაკრების კაპიტანი გახდა. რამაზანოვას ცხოვრების ამ ეტაპზე მუსიკა სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე გადადის და მისთვის მოსაბეზრებელი ხდება. გაუთავებელი მონოტონურობა მუსიკის შესწავლისას თრგუნავს მას. მუსიკალური განათლების გაგრძელება ეჭვქვეშ დგება, თუმცა ზეფირას დედა სწავლის ბოლომდე გაგრძელებას აძალებს; და სწორედ ამ დროს, როკ მუსიკით გატაცება "გამოყენებით" ელფერს იძენს. მშობლიური ქალაქის ქუჩებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, გიტარით ხელში, თვითნასწავლი გიტარისტი ზემფირა და მისი მეგობრები იმ დროს წარმატებული ჯგუფების: "კინოს", "აკვარიუმის" და "ნაუტილუს პომპილიუსის" სიმღერების შესრულებას იწყებენ.

მეთერთმეტე კლასში კალათბურთის და სწავლის შეთავსება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება და ზემფირა დაუყოვნებლივ ტოვებს სპორტს. ორივე სკოლას — საშუალოსაც და მუსიკალურსაც — წითელი დიპლომით ხელში ამთავრებს. მოვიდა დრო პიანინოს თავსახური საბოლოოდ დაეხურა, როგორც მაშინ ეგონა, ერთხელ და სამუდამოდ... სრულიად მოულოდნელად, ზემფირამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა კლასის დამრიგებელი მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას ცდილობს და მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარებას სთავაზობს. ხელოვნების სასწავლებელთან გავლისას, ზემფირა კედელზე განცხადებას შენიშნავს, რომელიც მეორე დღეს დაგეგმილი მისაღები გამოცდების შესახებ იუწყება. მომავალმა მომღერალმა გადაწვიტა ბედი ეცადა... ის საესტრადო ვოკალის განყოფილების მეორე კურსზე მიიღეს. ზემფირას გარდა, რომელიც ვოკალისტი უნდა გამხდარიყო, მის ჯგუფში ორი მომავალი მედოლე, ორი პიანისტი, ბასისტი და გიტარისტი ემზადებოდა. სწავლის პარალელურად, თავის ამხანაგთან, საქსოფონისტ ვლად კოლჩინთან ერთად, ზემფირა ქალაქ უფას ბარებსა და რესტორნებში ჯაზურ კომპოზიციებსა და ცნობილ დასავლურ ჰიტებს ასრულებს. თითქმის ერთი წლის შემდეგ, ყოველივე ეს მას ბეზრდება, თუმცა სასწავლებელს მაინც ამთავრებს. და თანაც, წარჩინებით.

1996 წლიდან ზემფირა მუშაობას იწყებს რუსული რადიოსადგურის, "ევროპა +"-ის უფას ფილიალში, ოპერატორის თანამდებობაზე: დილაობით ამზადებს სარეკლამო რგოლებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხმასთან მუშაობის შესწავლაში ეხმარება, ღამ-ღამობით კი პერსონალურ კომპიუტერზე თავის პირველ "ნამდვილ" სიმღერებს წერს: "Почему", "Снег", "Синоптик"...
1998 წლის დასაწყისში ზემფირა აარსებს საკუთარ ჯგუფს, მარტივი სახელწოდებით "ზემფირა", რომელთან ერთადაც მოგვიანებით სიმღერების ჩაწერას იწყებს. ამჯერად არა კომპიუტერზე. ჯგუფის სადებიუტო გამოსვლა იმავე წლის 19 ივნისს შედგა, რადიოსადგურის "სერებრიანი დოჟდი — უფას" დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. იმ ეტაპზე ზემფირას და თავის ჯგუფს იმდენი მასალა ჰქონდათ, რომ ერთზე მეტ ალბომსაც კი ეყოფოდა და მომღერალმა, თავისი მეგობრის დახმარებით, რამდენიმესიმღერიანი დემო-კასეტის ლეონიდ ბურლაკოვისთვის, ჯგუფ მუმი ტროლის პროდიუსერისთვის გადაცემა მოახერხა. ეს როკ მუსიკის ფესტივალ "მაქსიდრომზე" მოხდა. ლეონიდმა დაუყოვნებლივ დარეკა უფაში და დამატებითი აუდიომასალის გამოგზავნა მოითხოვა. პროდიუსერი დარწმუნებული იყო, რომ ეს გოგონა მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა და ამიტომაც ზემფირა და მისი მუსიკოსები მოსკოვში, ალბომის ჩასაწერად მიიწვია.19-23 სექტემბერს "მოსფილმი"-ს ტონ-სტუდიაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს. ეს იყო სადებიუტო ალბომის პირველი ესკიზები. ჩანაწერის პროდიუსერის როლში თავად ილია ლაგუტენკო იღებდა მონაწილეობას, ხმის რეჟისორი კი — ვლადიმირ ოვჩინიკოვი იყო. შვიდი ნოემბრისთვის ალბომის ჩაწერა ბოლომდე დასრულდა და მასში 15 სიმღერა შევიდა, რომლის საერთო ხანგრძლივობა 50 წუთი იყო. სიმღერების ასეთი დიდი რაოდენობა იმით იხსნებოდა, რომ ზემფირას იმ მომენტისთვის კიდევ ორმოცამდე დასრულებული სიმღერა ჰქონდა, რაც კიდევ არაერთ ჩანაწერს ეყოფოდა. ალბომის ჩაწერაში როგორც "ზემფირას" მუსიკოსები (ვადიმ სოლოვიოვი, გიტარა; რენატ ახმადიევი, ბას-გიტარა; სერგეი მიროლიუბოვი, კლავიშები; სერგეი სოზინოვი, დასარტყამები), ისე "მუმი ტროლის" წევრები (იური ცალერი, გიტარა; ოლეგ პუნგინი, დასარტყამები) იღებდნენ მონაწილეობას.

10 მაისს ზემფირას სადებიუტო ალბომი, რომელსაც ბევრი ადამიანი ელოდებოდა, საბოლოოდ გაყიდვაში გამოვიდა. მას მარტივად და უბრალოდ — "Земфира" ერქვა.
2000 წლის 28 მარტიდან სრულიად რუსეთი "ზემფირომანიის" ახალმა ტალღამ მოიცვა. სწორედ ამ დროს გამოდის ზემფირას რიგით მეორე ალბომი, სახელწოდებით "Прости меня моя любовь", ან როგორც მას ხშირად შემოკლებით გამოსახავენ — "ПММЛ".
2002 წლის 1 აპრილს გამოდის ზემფირას ახალი ალბომი სახელწოდებით "Четырнадцать недель тишины" (დუმილის თოთხმეტი კვირა). სწორედ თოთხმეტი კვირა მუშაობდა მომღერალი ამ ჩანაწერზე
'2005 წელს რუსული მედია აქტიურად ემზადება ახალი ალბომის გამოსვლისთვის და თავის ეთერსა თუ ნაბეჭდ გვერდებს ზემფირასთან დაკავშირებულ ინტერვიუებს უთმობს. ჟურნალი "აფიშა" აცხადებს, რომ ზემფირას ახალ ნამუშვარს "Нефть" ერქმევა. ყველა მოლოდინშია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო, ალბომის გამოსვლის თარიღი 1 მარტისთვის ინაცვლებს. ბოლო მომენტში ცნობილი ხდება, რომ მომღერლის ახალი კომპოზიციების კრებულს სახელად — "Вендетта" ერქმევა.
"Земфра. LIVE" — მომღერლის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ცოცხალი ალბომი 2006 წლის 16 ოქტომბერს გამოდის

ზემფირას ახალი ნამუშევარი, ალბომი სახელწოდებით "Спасибо" 2007 წლის 1 ოქტომბერს გამოვიდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იგი ისე ჩაიწერა და გამოიცა, რომ მის შექმნაში თუ პოპულარიზაციაში არცერთ საპროდიუსერო კომპანიასა და არც ხმისჩამწერ ლეიბლს არ მიუღია მონაწილეობა. ეს გარემოება კი იმით აიხსნება, რომ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა ზემფირას მიერ მოთხოვნილი ჰონორარი არაადეკვატურად ჩათვალეს. სწორედ ამ დროს, მომღერალი მისთვის დამახასიათებელ პერპენდიკულარულ ნაბიჯს დგამს — ქმნის საკუთარ ხმისჩამწერ ლეიბლს "ზემფირა რეკორდს"; რენატა ლიტვინოვას თანაავტორობით, იწერს მუსიკალურ ვიდეოს სიმღერაზე "Мы Разбиваемся"; ალბომს პოპულარიზაციას კი რუსეთისთვის ძლიერი და უპრეცედენტო მეთოდით — მხოლოდ ერთი მედია-ჰოლდინგის მაღაზიების ქსელებში გაყიდვით ეწევა.

P.S. უფრო საინტერესოდაც შეიძლებიდა ბიო-დისკოგრაფიის დაწერა, მაგრამ დამეზარა და თან დროის უქონლობის გამოც,მოკლედ, პირდაპირ ვიკიპედიადან გადმოვაქსეროქსე, ცოტა მივჭერ-მოვჭერი და ისე... laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
2kija
პოსტი Nov 12 2007, 9:57
პოსტი #2


How Dare You
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,877
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარეობა: Jungles
წევრი №: 116
კურსი:2


მე მევასება

სპასიბო არა

მანამდე


--------------------
www.psy.ge - ქართველი ფსიხოდელიკებისა და ჰიპების ფორუმი

I'm free! Free from the spell of those diabolical Teletubbies! Thank you. When the world is mine, your death shall be quick and painless.

- women is not an object
- your mother is right son, listen to what it says

ჯობია მოკლა და იცოდე რატო კლავ ვიდრე არ მოკლა და არ იცოდე რატო არ კლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nobody
პოსტი Nov 16 2007, 9:20
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 412
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი №: 63
კურსი:1


არასდროს არ დამავიწყდება, მე და ჩემი დაქალი ვმღეროდით ქობულეთის ფიჭვნარში, მაშინ ჯერ სპასიბო არ იყო გამოსული, და რაც მანამდე რამე უმღერია, მოკლედ ყველაფერი შევასრულეთ. ეეეეჰ, რა კარგი იყო. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ჩვენ კიდევ ჩვენთვის ვუბერავდით
მერე ცოტა ხალხი კი შემოგვეცალა, მაგრამ...



რა ვიცი, სიმღერები არ მოეწონათ თუ ცუდად ვმღეროდით, ნეტა? unknw.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ц-О-Й
პოსტი Dec 2 2007, 0:17
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 199
რეგისტრ.: 30-November 07
მდებარეობა: ბოსტან ქალაქი,ბაღჩა ქალაქი,რუსთავ ქალაქი

წევრი №: 670
კურსი:2


ახ ქაქოი ჟენჩინ ეტოტ ზემფირ



ამდენი სკოლის მერე არ მიკიტხია საგორ, კაია, მმუაგარია. მევასება ბაშკირლები. ზემფირიც მიყვარს ვარდისპერი ოგონდ, წიტელი არა,მამენტ მწვანეც მაგარია.


პრასტი მენია მაია ლუბოოოვ იააა ხაცჰუ სჰტობი ვ არტუ ასტავალსია ცჰესნი ვკუს სიგარეტააააააsmile.gif))))))))))


--------------------
В.Цой не умер, он просто выщел покурить

შეცდომებით წერა ჩემი ჰობია აქაც :))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Dec 2 2007, 11:33
პოსტი #5





Guests






ეგ ქალი ლესბიანკა არაა? huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ц-О-Й
პოსტი Dec 2 2007, 14:43
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 199
რეგისტრ.: 30-November 07
მდებარეობა: ბოსტან ქალაქი,ბაღჩა ქალაქი,რუსთავ ქალაქი

წევრი №: 670
კურსი:2


პიდარასტიაო ეგრე ამბობს ზოგი მე არ მჯერა და მომკალი ტუ გინდა ohmy.gif


--------------------
В.Цой не умер, он просто выщел покурить

შეცდომებით წერა ჩემი ჰობია აქაც :))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nobody
პოსტი Dec 3 2007, 17:20
პოსტი #7


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 412
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი №: 63
კურსი:1


ციტატა(NUMB @ 2nd December 2007 - 7:51) *
ეგ ქალი ლესბიანკა არაა?


ეგრე არ თქვააა sad.gif
მწყინს biggrin.gif

...

არა, ჟურნალისტები მართლა ამბობენ, მაგრამ ეს თემა მისთვის დახურულია. ისე არც მე მჯერა, და საერთოდ, ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია .
...ალბათ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamunchik
პოსტი Dec 3 2007, 18:19
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 22-November 07
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 454
კურსი:--


ძალიან მაგარი ქალია...
ფსიქოლოგიის ფაკულტეტი წაადგა smile.gif smile.gif
არაორდინალური ტექსტები აქვს და მაგრად ასრულებს smile.gif


--------------------
Make Love Not War!
Go to the top of the page
 
+Quote Post
seven
პოსტი Dec 3 2007, 19:33
პოსტი #9


პროფესორი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,565
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: meotxe sarTuli
წევრი №: 307
კურსი:4


მაგრად მომწონს_ london და xochesh. ძაან მაგარია default.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nobody
პოსტი Dec 4 2007, 17:33
პოსტი #10


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 412
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი №: 63
კურსი:1


ციტატა(tamunchik @ 3rd December 2007 - 14:37) *
ფსიქოლოგიის ფაკულტეტი წაადგა


ფილოსოფიის rolleyes.gif
თუმცა ბოლოს გამოაგდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamunchik
პოსტი Dec 4 2007, 17:50
პოსტი #11


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 317
რეგისტრ.: 22-November 07
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 454
კურსი:--


Nobody
ხო, ფილოსოფიის smile.gif
შემეშალა sleep.gif tongue.gif


--------------------
Make Love Not War!
Go to the top of the page
 
+Quote Post
levchi
პოსტი Dec 4 2007, 18:03
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 714
რეგისტრ.: 31-October 07
მდებარეობა: All eyes on me
წევრი №: 211
კურსი:--


რამდენიმე სიმღერა მომწონს, მარაა რო ვთქვაა ვგიჟდები თქო არაა. biggrin.gif


--------------------
"Vi Veri Veniversum Vivus Vici"---V


"I never had an opinion in politics or religion which I was afraid to own. A costive reserve on these subjects might have procured me more esteem from some people, but less from myself"---Thomas Jefferson


"Wars come and go, but my soldiers are eternal"---2pac
Go to the top of the page
 
+Quote Post
nano
პოსტი Dec 7 2007, 22:44
პოსტი #13


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,020
რეგისტრ.: 2-December 07
წევრი №: 705
კურსი:4


ჩემთვის ერთადერთი რუსი მომგერალია good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
11 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2019 - 16:07
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank