გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ٠•● The Beatles ●•٠
 
beatlesman
პოსტი Mar 9 2008, 19:40
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 447
რეგისტრ.: 17-November 07
მდებარეობა: temqa
წევრი №: 373
კურსი:2


The Beatles - როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში. ბითლზი არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. მათმა ნოვატორულმა ხერხებმა და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მოდა, მათი ზემოქმედება პოპ კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა.
"ბითლზი", როგორც ჯგუფი, მხოლოდ ათი წელი არსებობდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამუდამოდ შეეცვალათ გემოვნება, თაობების იდეოლოგია და რაღა თქმა უნდა, სტილი - მუსიკის, ცხოვრების და აზროვნების. მსგავსი წარმატებისთვის არცერთ შემსრულებელსა და ჯგუფს არ მიუღწევია. მთლიანობაში მათ გაყიდეს 2 მილიარდი ალბომი მაშინ, როცა სხვა ვარსკვლავები მხოლოდ მილიონიანი ტირაჯით გამოდიან. სტატისტიკური მონაცემებით, თავის დროზე, წამში 3 ცალი "ბითლზის" ალბომი იყიდებოდა. მათ დაიპყრეს ყველა კონტინენტი და შეაღწიეს აბსოლუტურად ყველგან, სადაც რადიომიმღები იდგა. ამ ჯგუფმა შექმნა ლეგენდა, ისტორია, ანთოლოგია. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან!!!
1957 წელს ლივერპულის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა, ჯონ ლენონმა გადაწყვიტა, შეექმნა ჯუფი, რომელსაც "ბლეკჯეკები" დაარქვა. მალე სახელი გადაარქვა და "ქვარიმენი" უწოდა. ერთ-ერთ წვეულებაზე ჯონმა გაიცნო გიტარაზე დაკვრით გატაცებული 15 წლის მოსწავლე - პოლ მაკარტნი, რომელიც თავის ჯგუფში მიიწვია. პოლის კვალს მიჰყვა მისი ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი ჯორჯ ჰარისონი. თავდაპირველად პოლი დასარტყამ ისტრუმენტზე უკრავდა. მალე ჯგუფმა სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად "ჯონი და მუნდოგები" დაირქვეს.
1958 წელს ლენონმა ჯგუფში მიიწვია მეგობარი მუსიკოსი სტიურტ სადკლიფი, რომელიც იმხანად ხელოვნების უნივერსტიტეტში სწავლობდა. ამ პერიოდში ჯგუფის სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად ღამის კლუბებში "სილვერ ბითლზის" სახელით გამოდიოდნენ. დასარტყამ ინსტრუმენტზე პოლი ვინმე პიტ ბესტმა შეცვალა, რომელიც ყველაზე სიმპათიური ბითლზელად ითვლებოდა და გოგონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მისი სახელი დღეს აღარავის ახსოვს.
1961 წელს სტიურტ სადკლიფმა ჯგუფი დატოვა. 1962 წელს კი, უზარმაზარი წარმატების მოპოვების შემდეგ, მის კვალს მიჰყვა ჯგუფის ყველაზე პოპულარული წევრი პიტ ბესტი, რომელიც მალევე ჩაანაცვლეს ამავე პერიოდში სხვა ჯგუფში მოღვაწე გიტარისტით რიჩარდ სტარკით, რომელიც მსოფლიომ რინგო სტარის სახელით გაიცნო. ასე რომ, "ბითლზმა" ის სახე, რომლითაც ჩვენ მათ ვიცნობთ, 1962 წელს, დაარსებიდან 5 წლის შემდეგ მიიღო.

ჯგუფის წევრები:


ჯონ უინსტონ ლენონი - ვოკალისტი, პოეტი, მხატვარი, აქტივისტი

ჯონ უინსტონ ონო ლენონი 1940 წლის 9 დეკემბერს ლივერპულში დაიბადა. საშუალო შეძლების ოჯახის მამა, ფრედ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დამსახურებული ვეტერანი გახლდათ. 17წლის ჯონმა სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოაყალიბა ჯგუფი და მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. პირველი ცოლი, სინტია, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ შეირთო. მისგან ვაჟი, ჯულიანი შეეძინა. მეორე ცოლი, ავანგარდი მხატვარი იოკო ონო კი 1966 წელს გაიცნო. მას შემდეგ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ონო-ლენონის სიყვარულის ისტორიის შესახებ. წყვილს შვილი, შონი შეეძინა. ჯონ ლენონმა შტატებში მხარი დაუჭირა მარიხუანას და სხვა სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მოგვიანებით ისიც კი აღიარა, რომ ხშირად იყენებდა მარიხუანას და სხვა ტიპის ნარკოტიკებს. ლენონი, მუსიკის გარდა, სერიოზულად იყო გატაცებული პოლიტიკითა და მედიტაციით. ის ნიუ იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს სასტუმრო "დაკოტას" კართან ვინმე მარკ დეივიდ ჩაპმანმა მოკლა.


ჯეიმს პოლ მაკარტნი - მულტიინსტრუმენტალისტი

სერ ჯეიმს პოლ მაკარტნი 1942 წლის 18 ივნისს ლივერპულში დაიბადა. 15 წლის ასაკში მან გაიცნო 17 წლის ლენონი და მას შემდეგ მისი ცხოვრება "ბითლზი" გახდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ მაკარტნიმ ყველაზე წარმატებული სოლო კარიერა წამოიწყო და გრემიც კი მოიპოვა. 1969 წელს ცოლად შეირთო ამერიკელი ფოტოგრაფი
ლინდა ისტმანი, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა. შუათანა, სტელა მაკარტნი, დღეს ცნობილი დიზაინერია. 1998 წელს ლინდა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.
2002 წელს მაკარტნიმ ცოლად მოიყვანა ყოფილი მოდელი ჰიზერ მილსი. 2006 წელს ისინი ერთმანეთს სკანდალურად დაცილდნენ.



ჯორჯ ჰარისონი - გიტარა, უკელელე, სიტარა, ფორტეპიანო


ჯორჯ ჰარისონი 1943 წლის 25 თებერვალს დაიბადა. 1957 წელს კლასელ პოლ მაკარტნისთან ერთად ჯონ ლენონის ჯგუფში მოხვდა. ყველაზე მორცხვ ბითლზელად წოდებულმა ჰარისონმა ჯგუფის დაშლის შემდეგაც გააგრძელა კარიერა, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. პირველი ცოლი, მოდელი პეტი ბოიდი, 1966 წელს მოიყვანა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ჰარისონის ახლო მეგობარს, მომღერალ ერიკ კლაპტონს გაჰყვა ცოლად, თუმცა ამას ორი დიდი ვარსკვლავის მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია. მეორე ცოლი, ოლივია ტრინიდად არიასი კი 1978 წელს შეირთო. ამ უკანასკნელმა ვაჟი, დანი გაუჩინა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. 2001 წლის 29 ნოემბერს ჰარისონი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა თავის ვილაში, რომელიც ჰოლივუდშია და ოდესღაც მაკარტნის ეკუთვნოდა.



რიჩარდ სტარკი (იგივე რინგო სტარი) - დრამერი


რიჩარდ სტარკი, იგივე რინგო სტარი, 1940 წლის 7 ივლისს ლივერპულში დაიბადა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო მუშაობა როკჯგუფ "რორი სტოურ და ჰურიკანსში". 1960 წელს ის "ბითლზის" კონცერტს დაესწრო ჰამბურგში. 1962 წელს ჯგუფის წევრი გახდა და რინგო სტარის სახელით გაეცნო მსოფლიოს. ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლო კარიერაც განაგრძო და კინოშიც მოსინჯა ბედი. პირველი ცოლი, მორინ კოქსი, 1965 წელს შეირთო. მისგან სამი შვილი - ზაკი, ჯეისონი და ლი ეყოლა. 1981 წელს კი ჯეიმს ბონდის ყოფილი გოგონა, მსახიობი ბარბარა ბახი მოიყვანა ცოლად. რინგოს უფროსი ვაჟი, ზაკი, მამის მსგავსად მუსიკოსია. უკრავდა ჯგუფებში "ოაზისი" და "პუ".



ეს თემა დახურული იყო და თავიდან ვხსნი. გთხოვთ იაქტიუროთ, მაგარი ჯგუფი იყო და დაპოსტეთ რა. smile.gif



--------------------
All I need is love
Go to the top of the page
 
+Quote Post
sin165
პოსტი Mar 9 2008, 20:06
პოსტი #2


.
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 11,308
რეგისტრ.: 27-October 07
მდებარეობა: Yellow Submarine
წევრი №: 114
კურსი:--


ისა და
ბიტლზზე ხო იყო თემა და სად წავიდა?
blink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRINITI
პოსტი Mar 9 2008, 21:56
პოსტი #3


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,409
რეგისტრ.: 17-October 07
მდებარეობა: Tiflisi :)
წევრი №: 12
კურსი:6


sin165
სერვერის გაუმართაობის გამო ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და რამდენიმე თემა წაიშალა. მათ შორის ბითლზების... sad.gif


--------------------
,,ქურდს ქუდი ეწვის?"






"When the Nazis came for the communists,
I remained silent;
I was not a communist.
When they locked up the social democrats,
I remained silent;
I was not a social democrat.
When they came for the trade unionists,
I did not speak out;
I was not a trade unionist.
When they came for the Jews,
I remained silent;
I wasn't a Jew.
When they came for me,
there was no one left to speak out.



Pastor Martin Niemöller, "First they came…"
Go to the top of the page
 
+Quote Post
beatlesman
პოსტი Mar 10 2008, 15:11
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 447
რეგისტრ.: 17-November 07
მდებარეობა: temqa
წევრი №: 373
კურსი:2


ციტატა(sin165 @ Mar 9 2008, 20:24) *
ისა და
ბიტლზზე ხო იყო თემა და სად წავიდა?
blink.gif

აი სწორეთ მაგის გამო გავხსენი ეს თემა, რომ არ იყო.


--------------------
All I need is love
Go to the top of the page
 
+Quote Post
K.DalGlisH
პოსტი Mar 10 2008, 20:29
პოსტი #5


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 61
რეგისტრ.: 9-March 08
წევრი №: 2,496
კურსი:--


1964 - A Hard Day S Night - ეს ალბომი მევასება ყველაზე მაგრად.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
beatlesman
პოსტი Mar 11 2008, 19:22
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 447
რეგისტრ.: 17-November 07
მდებარეობა: temqa
წევრი №: 373
კურსი:2


მაგარი ალბომია!!!
მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  13487_1_.jpg ( 21.1 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 10
 


--------------------
All I need is love
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Mar 13 2008, 9:37
პოსტი #7


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


ე.ი. ვიწყებთ თავიდან?
მომწონს ლენონი
Go to the top of the page
 
+Quote Post
beatlesman
პოსტი Mar 14 2008, 0:06
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 447
რეგისტრ.: 17-November 07
მდებარეობა: temqa
წევრი №: 373
კურსი:2


ციტატა(tick @ Mar 13 2008, 9:55) *
ე.ი. ვიწყებთ თავიდან?
მომწონს ლენონი

კარგია ლენონი რომ მოგწონს მივესალმები სჰენს მოწონების ობიექქტს 11.gif


--------------------
All I need is love
Go to the top of the page
 
+Quote Post
sin165
პოსტი Mar 14 2008, 0:08
პოსტი #9


.
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 11,308
რეგისტრ.: 27-October 07
მდებარეობა: Yellow Submarine
წევრი №: 114
კურსი:--


მე მაკარტნი მომწონს. rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
EARL
პოსტი Mar 15 2008, 1:09
პოსტი #10


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 170
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,830
კურსი:--


მე იოკო ონო მევასება 01.gif ვა'მ'ეეეე ბოჟე მოიჰ ცუდატ ვაააააააარ


--------------------
Karma is a funny thing

ვისაც მე არ ვევასები იმას სხვა ევასება ძმაო :)))))))))))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_NUMB_*
პოსტი Mar 16 2008, 21:40
პოსტი #11





Guests






YesterdaY
Mrs. Robinson
Girl
All You Need Is Love
PannY Lane
It's OnlY Love
ესენი მომწონს 01.gif

Nowhere Man ესეც კაია 06.gif

Twist And Shout 03.gif ეეს მაგარია
Ob-La-Di Ob-La-Da და ეს უფრო 03.gif wub.gif


იოკო ონო მაგარი კაცია კი არა და ქალი 01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TAKO_HIM
პოსტი Mar 16 2008, 21:54
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 722
რეგისტრ.: 22-November 07
მდებარეობა: helsinki
წევრი №: 447
კურსი:3


ციტატა(EARL @ Mar 15 2008, 1:27) *
მე იოკო ონო მევასება 01.gif ვა'მ'ეეეე ბოჟე მოიჰ ცუდატ ვაააააააარ

არადა ჩემ დას მართალ მოსწონს იოკო . . . 7.gif
და საერთოდაც ბითლომანია ასე რომ ძაანაც რო მინდოდეს ცუდს ვერაფერს ვიტყვი . . .7.gif
თუმცა მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არეფერი მაქვს და საკმაოდ ხშირადაც ვუსმენ . . . 7.gif


--------------------
Я человек добрый,мне для себя ничего не жалко . . .

:37:


Copy/Paste კლავს !
Go to the top of the page
 
+Quote Post
infern_O
პოსტი Mar 16 2008, 21:59
პოსტი #13


რამდენი გესლი მქონია ნეკნში?!
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,116
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 301
კურსი:3


ციტატა(TAKO_HIM @ Mar 16 2008, 23:12) *
არადა ჩემ დას მართალ მოსწონს იოკო . . . 7.gif
და საერთოდაც ბითლომანია ასე რომ ძაანაც რო მინდოდეს ცუდს ვერაფერს ვიტყვი . . .7.gif
თუმცა მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არეფერი მაქვს და საკმაოდ ხშირადაც ვუსმენ . . . 7.gif

იტყვი და ქეთის დავულინკავ ეგრევე...11.gif


--------------------
The breast is a beautiful metaphor for the meaning of life. It is an apparently useless piece of fatty meat. It gives life and nourishment and pleasure and awkwardness. It sags, it can become cancerous. It is pushed, hidden, obsessed over, augmented. It is a simple, swollen bag of skin, culminating in a point, a nub, a darkened spot, a target. It belongs to all and none.

<img src="http://s47.radikal.ru/i115/0809/fe/4eee88561332.jpg" border="0" class="linked-image" />
<img src="http://i058.radikal.ru/0806/9a/6a5c2ae69b54.png" border="0" class="linked-image" />
Go to the top of the page
 
+Quote Post
9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 20:24
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank