გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


8 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 თანამედროვე პოეზია, ბევრი არ იცნობს დღეს თანამედროვე კონვენციურ პოეზიას. ძირიტადად ვერლიბრ
 
Mais_Leo
პოსტი May 11 2010, 23:33
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


მე შენ გიღალატებ

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი!
ქისტის მარჯვენივით მომჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ღვთისმშობელთან წევხარ-
ისიც დედაა და იცის
შენი ერთგულების ფასი.
მე ვერ შეგიფერებ რადგან
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!


ნუკრი ბერეთელი







--------------------------------------------------------------------------------


--------------------------------------------------------------------------------

მამაჩემი და ოქტომბერი





ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ ჯერავს
და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი.


როინ აბუსელიძე





მორგი

ბექა აბუთიძეს

არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა.
აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო
და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს,
რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში.

მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე,
(ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს)
მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე,
მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!"

შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი):
,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო,
ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს,
გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!"

როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა,
შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით,
ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად,
დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით.

თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს,
მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში,
ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე,
მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში.

დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით,
დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს:
ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი,
აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს!



ბექა ახალია




დოდეს-კადენ - ბექა აბუთიძეს

"ორი ლამპიონი დგას ჩემი სუიციდის ქუჩაზე. ორ ხიდს შუაა ქუჩა, რელსების გვერდით. იქ გამვლელი მატარებლის ბორბლების ხმაური არ არის - დაგან-დაგან ან დოდეს-კადენ-დოდეს-კადენ. იქ ასეთი ხმა აქვთ რკინის ბორბლებს - აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა" - ბ.ა.

შენ თქვი,
რომ მგავხარ,
რომ ქუჩაზე,
ჰო -
სუიციდის,
ჰო -
სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს
შუაა შენი ქუჩა,
შენ ჩემი ძმა ხარ,
ცრიდეს,
მინდა,
რომ ცრიდეს წვიმა,
ჩვენ გუშინ მოვკვდით,
და ორ ხიდს შუა არის ქუჩა,
შენი,
და რელსებს,
რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან,
ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს
და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად,
და მტკივა მაგრად,
რომ ორ ხიდს შუა,
რომ ქუჩაა,
შენია,
მარტო,
რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია,
რომ დრო სისხლს გადენს,
რომ თებერვალი დამთავრდება,
დადგება მარტი,
და დოდეს-კადენ,
დაგან-დაგან,
და დოდეს-კადენ,
აქ ხმა არა აქვთ,
როგორც ყველგან,
ისეთი ბორბლებს
რკინის და დგახარ,
დღეებს გიჭამს ათასი მახრა,
დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი,
და აქ და ახლა,
აქ და ახლა,
და აქ და ახლა,
მე მოვალ შენთან,
მოგიყვები ორი ძმის იგავს,
და ორ ხიდს შუა,
შენს ქუჩაზე,
ჰო,
სუიციდის,
ჰო,
სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი
და ვდგავართ ორნი,
და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს -

წვიმა..
.


ნიკა ჩერქეზიშვილი




ლურჯი ქოლგ

თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი-ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე, აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში. ვერ გაჩერებ!
ტუჩი, თითი, ტუჩი
-გეწევი და გზოგავ.
მესიზმრება ლურჯი,
ლურჯი, ლურჯი ქოლგა...



ბექა აბუთიძე



დაცემული ანგელოზები



ბაჩო აბრალავას

ყოფნა უფრო გალახულ ილუზიას გაგონებს,
მტარვალივით, გწყურია თავის დასახიჩრება,
სამ სართულის სიკვდილთან დგახარ, მოჩანს გაზონი
უკანასკნელ მიზანის...
და თანდათან იჭრები,
რომ საკუთარ ცხოვრებას დაამატო სქოლიო.
შენ ვცხოვრობდი მზის ქვეშ და ყველა სხივით გციოდა.
ახლა, უფრო, საკუთარ გულის ფეთქვას ქოლავენ,
ბნელეთს დაატარებენ,
სინათლე აქვთ მცირედი...
შენ ყველა ტვინს, ტკივილით, გამოიღებ ძვლებიდან,
ვიდრე ცოცხალი ხარ და მაინც გქვია ტუსაღი,
ისე გინდა საკუთარ არსებაში ძვრებოდე,
რომ არაფრით ზოგავ და თვითმკვლელობას უსაღებ.
ზეცამ ტანზე, ღრუბელის, შემოიცვა ქლამიდი,
დღე ისეთი მოკლეა, მოიშორებ სახადად,
შენ რაფაზე ირწევი...
აქ დგახარ
და აქ...
გინდა
დედამიწას ჰაერის ყველა გარსი ახადო...
და იცი, რომ მუღამი მარტო ბოლო წამია,
ძველებური სიმაღლე ეკარგება მოაჯირს.
ვიდრე ცოცხალი ხარ და არსებობით გწამლავენ,
სისხლი აღწევს საფეთქლებს და გონებას მოუჭერს.
ხედავ ბედის გამზირზე გაღიმებულ ნაბიჭვრებს,
არის მთელი პროსპექტი ჯოჯოხეთის მაკეტი,
შენ წევხარ და თავზე მდგარ კახპებს სულში აბიჯებ,
უკანასკნელ სუნთქვებით მოძრაობას აკეთებ.
ხვალ ქალაქში თავისმკვლელ ბიჭზე ისაუბრებენ
და ვერავინ შეიგრძნობს უკანასკნელ რიტუალს,
ისევ ახმაურდება ხალხით სავსე უბნები,
ხვდები...
გინდა არყოფნა შენში შემოატიო,
დარჩე მთელ სამყაროსთან მოგებული არესი,
გვამი ბალდახინებით გაიტანონ მორგიდან.
აქ არასდროს,
არავის,
არცერთი გზით არ ესმის,
რომ დაჭიმულ ნერვების დაწყვეტამდე მოგინდა
მოიშორო სხეული, მხოლოდ სულით იარო.
ფრთადალეწილ ანგელოზს ხელს გაუწვდი მიწიდან,
სიკვდილის წინ გაწუხებთ ერთმანეთის იარა,
დაცემის დროს გახსნილი...
ჩვეულებრივ იწვიმა.



თორნიკე ჭელიძე

(ამ ლექსის აუდიო ვერსიის მოსმენა ვისაც უნდა შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=29754


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: May 12 2010, 13:51
Go to the top of the page
 
+Quote Post
demo_49
პოსტი May 11 2010, 23:35
პოსტი #2


ჩამოსახრჩობი....
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,480
რეგისტრ.: 11-June 09
მდებარეობა: ანგელოზთა ქალაქი
წევრი №: 6,880
კურსი:4


ციტატა
თანამედოვე პოეზია,

შეასწორეთ!


--------------------
Свобода не в том, чтоб не сдерживать себя, а в том, чтоб владеть собой

მომეცით მე ბურთი და შევცვლი სამყაროს....

გიჟი-პირველ რიგში ეს არის ადამიანი,რომლისაც არ ესმით

Нет ничего более полезного для души, как памятование о том, что мы ничтожная и по времени и по пространству козявка и что сила твоя только в понимании своего ничтожества
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 12 2010, 13:52
პოსტი #3





Guests






Mais_Leo

როინ აბუსელიძის და ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსები წაკითხული მაქვს, დანარჩენი არც გამიგია: )
ჩვეულებრივი შრიფტით წერე: )

ციტატა(demo_49 @ May 11 2010, 23:49) *
შეასწორეთ!

: )

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: May 12 2010, 13:53
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 12 2010, 14:02
პოსტი #4


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ოჰ, ნიკა, ნიკა, როგორ მომწონს შენი ,,მარა,, და ,,ჩემი მაებიდან,, =))

აბუთიძის ზოგიერთი წაკითხული მაქვს და არაუშავს smile.gif

აბუსელიძის ხოა ,,ჩემი ნენე და დედაშენი?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ნათ: May 12 2010, 14:02


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 12 2010, 14:03
პოსტი #5





Guests






ციტატა(ნათ @ May 12 2010, 14:16) *
ოჰ, ნიკა, ნიკა, როგორ მომწონს შენი ,,მარა,, და ,,ჩემი მაებიდან,, =))

აბუთიძის ზოგიერთი წაკითხული მაქვს და არაუშავს smile.gif

აბუსელიძის ხოა ,,ჩემი ნენე და დედაშენი?

კი ეგ ლექსი ჰიტია: D

ნიკას რა საყვარელი მეუღლე ჰყავს ქეთუ:*
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 12 2010, 14:16
პოსტი #6


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(salomeaa @ May 12 2010, 14:17) *
კი ეგ ლექსი ჰიტია: D



biggrin.gif

აბუსელიძე ვაა biggrin.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 13 2010, 21:03
პოსტი #7





Guests






მარი ბექაური, სემ გრინი

ტყუპისცალები


დღეს ჩემს მეგობარს მოუკვდა დედა.
და გამახსენდა,
რომ ჩვენ ოდესღაც ვყოფდით ოთახებს.
ამ ოთახების ჰაერი კი ფერადი იყო.
ვიყოფდით ფიქრებს
და წარსულის თითებზე დათვლით
გავიხანგრძლივეთ რწმენა იმის,
რომ ტკივილია ტყუპისცალი მარტოობისა
და ამიტომაც ვამჯობინეთ,
ამისი შიშით,
ვყოფილიყავით ტყუპისცალები.
მაგრამ თებერვალს,
როგორც ზამთრის ნაბოლარა თვეს,
უმცროსს და სულელს,
რომელსაც არ ჰყავს ტყუპისცალი,
კვლავ აერია
და წაიყვანა ჰორიზონტს იქით...
დღეს ჩემს მეგობარს მოუკვდა დედა.
და მოვიგონე,
რომ ჩვენ ოდესღაც ვიყოფდით ფიქრებს -
მხოლოდ. და ახლა,
როცა დუმილია ოთახებს შორის,
და ჩვენც უეცრად ამოვჭამეთ მთელი ჰაერი,
მხოლოდ ეს მინდა -
ჩემს მეგობარს გავუყო დედა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 15 2010, 20:15
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


ბექაური კარგფია smile.gif ერთად ვიყავით ლექსების გამოფენის კონკურსზე და ფინალისტი ლექსია ეგ smile.gif

ჩემი მაჯებიდან


რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.


ნიკა ჩერქეზიშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 15 2010, 20:30
პოსტი #9


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(Mais_Leo @ May 15 2010, 20:29) *
ჩემი მაჯებიდან


რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.



ნიკა ჩერქეზიშვილი



აი ეს ლექსი ჩემთვის არის რაღას ისეთი, რაც აღარ განმეორდება, დარწმუნებული ვარ, ასე არც ერთი ლექსი არ ჩავა ჩემში... ბევრი ლექსი მომწონებია, მაგრამ ასე ერთი წაკითხვით ასეთი შთაბეჭდილება ძალიან ცოტას მოუხდენია...
საერთოდ ასეთი სენტიმენტები ნაკლებად თუ მომეწონება, მაგრამ ეს ისეა დაწერილი, რომ უბრალოდ ვერ ავუვლი გვერდს : )

ჩემი უდიდესი პატივისცემა ნიკას, ამ ლექსისთვის და კიდე რამდენიმესთვის : )

ჩემთვის კიდევ გამორჩეული

მარა


შენი სახელია - მარა,
შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
როცა ცას ღრუბელი ფარავს,
ანუ,
როცა ცივა ცაში,
ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.

შენი სახელია - მარა,
ჩემი ცოლი ხარ და როცა,
სულში მივარდება ქარი
და ჭუჭყით მევსება ხორცი,
არასოდეს მტოვებ მარტო.

შენი სახელია - მარა,
ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი,
ნეკნი, არ ვიცი და მალა
ხერხემლის, როცა ხარ სახლში -
ქუჩას ეფინება შუქი.

შენი სახელია - მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 15 2010, 21:33
პოსტი #10





Guests






ციტატა(Mais_Leo @ May 15 2010, 20:29) *
ბექაური კარგფია smile.gif ერთად ვიყავით ლექსების გამოფენის კონკურსზე და ფინალისტი ლექსია ეგ smile.gif

შენ რომელი ხარ? unsure.gif
მარის პროზა მიყვარს მე, ლექსები რაღაც ახალი ჩემთვის: )


ციტატა
წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.


ნათ
ჩემთვისაც:*


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: May 15 2010, 21:33
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 15 2010, 21:37
პოსტი #11


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(salomeaa @ May 15 2010, 21:47) *
ნათ
ჩემთვისაც:*


ორეულო :*


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 15 2010, 23:24
პოსტი #12


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ლექსი, რომელიც 2ჯერ წავიკითხე და დამიზეპირდა smile.gif

გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.


რეზო გეთიაშვილი


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mais_Leo
პოსტი May 16 2010, 15:53
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 11-May 10
წევრი №: 9,204
კურსი:4


მე ლევანი ვარ, მაისურაძე, პროზის კონკურსის გამარჯვებული biggrin.gif ბათუმში. rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
8 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 0:34
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank