გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


9 გვერდი V  « < 7 8 9  
Reply to this topic Start new topic
 სახელისუფლებო ტერორი
 
დაჩი
პოსტი Jul 7 2010, 7:55
პოსტი #105


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


მასონ-ბოლშევიკური წითელი ნიაღვარი
1921 წლის 11 თებერვალს მასონ-ბოლშევიკური რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რომელიც 35 დღეში დაიპყრო.



საქართველო საბჭოთა ქვეყნად (ე.წ. "რესპუბლიკად") გამოცხადდა და 3 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ კვლავ რუსეთის განახლებული მასონ-ბოლშევიკურ იმპერიის მფლობელობაში აღმოჩნდა. გასაბჭოების კამპანიას მოსკოვიდან ლენინი და სტალინი ხელმძღვანელობდა. მის მითითებებს ადგილზე კავბიუროს ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე ასრულებდა.

მასონ-ბოლშევიკების თავდასხმა გულმოდგინედ მზადდებოდა. საქართველოზე თავდასხმამდე, კრემლის მასონ-ბოლშევიკებსა და "კავბიუროს" შორის უწყვეტი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამ მიმოწერით ირკვევა, თუ როგორ მოქმედებდნენ კრემლში მოკალათებული მასონ-ბოლშევიკები კავკასიაში ზოგადად და კერძოდ - საქართველოში.

ამიერკავკასიაში სამხედრო თავდასხმა მასონ-ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ზამთარში მასონ-კომუნისტებმა რუსეთის ომში მეფის რუსეთის ადმირალ კოლჩაკის დამარცხება შეძლეს, რამაც მათ დასავლეთის საომარ ხაზზე დამატებითი ძალების გადასროლის საშუალება მისცა. მარტში მასონ-ბოლშევიკთა მე-11 ლაშქარმა სამხრეთ რუსეთში წარმატებულად იბრძოლა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად მასონ-კომუნისტების დაქვემდებარებაში მოექცა. მასონ-ბოლშევიკთა მორიგი სამიზნე უკვე ამიერკავკასია იყო. სერგო ორჯონიკიძე, რომელიც XI ლაშქრის ხელმძღვანელი გახლდათ, შემდგომი მოქმედების ბრძანებებს პირადად ლენინისგან იღებდა. 1920 წლის 17 აპრილს ორჯონიკიძემ ლენინისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღო:

"ლენინი - ორჯონიკიძეს. ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ. ამასთან აუცილებელია განცხადებებში უაღრესი სიფრთხილე ("დიპლომატიურობა") გამოიჩინოთ...
იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ."

შეტყობინებიდან მიღებიდან 11 დღეში აზერბაიჯანი დაპყრობილ იქნა. XI ლაშქრის ნაწილეებმა 1920 წლის 28 აპრილს ბაქო თითქმის, ბრძოლის გარეშე დაიკავეს. აზერბაიჯანში მიღწეული წარმატების შემდეგ მასონ-ბოლშევიკებმა საქართველოს მყისიერი დაპყრობაც სცადეს. "კავბიუროს" (კავკასხემძღვანელობა) თავმჯდომარემ სერგო ორჯონიკიძემ, 4 მაისს მოსკოვში იმედისმომცემი შეტყობინება გააგზავნა, სადაც კრემლს აცნობებდა, რომ XI ლაშქრის აზერბაიჯანში გამოჩენამ საქართველოში საძულველი მასონ-მენშევიკების წინააღმდეგ მშრომელთა აჯანყება გამოიწვია:

"მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს. ბაქო 1920 წ. 4 მაისი. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ორჯონიკიძე."

1920 წლის 4 მაისს რუსეთის მასონურმა ხელმძღვაელობამ ("კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ") ორჯონიკიძის შეტყობინება განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს დაპყრობისაგან დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმავე დღეს ორჯონიკიძემ ლენინისა და სტალინის ხელმოწერით შესაბამისი პასუხიც მიიღო.

"ხელმძღვანელობა ("ცენტრალური კომიტეტი") გავალებთ თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ არის. დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ზუსტი ცნობები საქართველოში აჯანყების შესახებ. ხელმძღვანელობის ("ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს") დავალებით ლენინი, სტალინი."

ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს გასაბჭოებაზე უარის თქმა, დასავლეთის საომარ ხაზზე გართულებული მდგომარეობით აიხსნებოდა. 1920 წლის მაისის დასაწყისში, პოლონეთის ჯარებმა უკრაინაში წარმატებებს მიაღწიეს და 5 მაისს კიევი დაიკავეს. პოლონელთა შეტევებით ისარგებლა მეფის რუსეთის თეთრმა გენერალმა ვრანგელმაც და მთელი ყირიმი დაიკავა. მასონ-ბოლშევიკების რუსეთის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა. ასეთ ვითარებაში მასონ-ბოლშევიკებმა კავკასიაში ახალი ომის წარმოება სახიფათოდ მიიჩნია, მითუმეტეს, რომ XI ლაშქრის მოწინავე ნაწილებმა ქართულ ლაშქართან სასაზღვრო შეტაკებაში მარცხი განიცადეს. მასონ-ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დაიწყო ფიქრი. 6 მაისს ორჯონიკიძეს მოსკოვიდან სტალინი დაუკავშირდა.

სტალინი ორჯონიკიძეს. "შენ ალბათ უკვე მიიღე დეპეშა ლენინისა და ჩემი ხელმოწერით, რომ ხელმძღვანელობა ("ცეკა") გავალებს შენ მიიღო ყველა ზომა გაიყვანოთ სამხედრო ნაწილები რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისაკენ და ხელი აიღოთ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე შეტევითს მოქმედებაზე. მე მოვედი "აპარატთან" იმისთვის, რომ გავიმეორო ხელმძღვანელობის ეს მოთხოვნა. მხედველობაში მქონდა, რომ ხელმძღვანელობის ("ცეკას") მოთხოვნა ნაკარნახევია საერთაშორისო მდგომარეობის თანამედროვე ვითარებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელობას ("პოლიტბიუროს") სურს იცოდეს აჯანყებულთა მდგომარეობა, რომლის შესახებ შენ გვაცნობებდი და მივიღოთ მათს შესახებ რაც შეიძლება დაწვრილებითი ცნობები."

ორჯონიკიძე იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს დაპყრობაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აეხსნა მოსკოვში მყოფი ხელმძღვანელობისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დაპყრბას:

"ორჯონიკიძე, კიროვი - ლენინს, სტალინს, ჩიჩერინს. სრულიად საიდუმლოდ ("დაშიფრული").
"თქვენს ბრძანებას ზუსტად შევასრულებთ. წინა მოსაზრების გარდა მოგვყავს შემდეგიც:
1. თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი ბოლშევიკურ რუსეთის იყოს. საქართველო უკვე ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანელებს დაეხმაროს ხელისუფლებისდაბრუნებაში, აგრეთვე მოლაპარაკებებს ეწევა მთიელთა შორის, მილიონებს ყრის იქ, აქეზებს მთიელებს დამოუკიდებლობისთვის. იმავდროულად საქართველო ზოგიერთ სადამსჯელო ზომებს იღებს ბოლშევიკური აზერბაიჯანის წინააღმდეგ;
2. საქართველო სამხრეთში დახმარების კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს გამანთავისუფლებელ ბრძოლას ჩრდილო კავკასიაში. ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება;
3. საქართველოში არის ფართლეულობა, რომლითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ ყუბანი, სტავროპოლი და გამოვიტანოთ პური, რომელიც თერგს, დაღესტანს, აზერბაიჯანს სჭირდება;
4. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ;
5. საქართველოს მებრძოლ ძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისთვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. საქართველოში მეამბოხეთა მხარეებია:
"სამხრეთ ოსეთი", "დუშეთის მაზრა", ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი "ქუთაისის გუბერნია". თუ ჩვენ საქართველოს საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ მხარეებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?!
ჩვენი აზრით, საქართველოსთან დასადები ზავის პირობებში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნა:
ბოლშევიკური "საბჭოთა ხელისუფლების" გამოცხადება საქართველოში. ჩვენი ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მენშევიკები მზად არიან ამისთვის, ოღონდ ძალიან ივაჭრებენ. 7 მაისი 1920 წ."

იმავე დღეს ორჯონიკიძემ ხელმძღვანელობიდან, მოსკოვიდან გასაიდუმლოებული ("დაშიფრული") შეტყობინება მიიღო, სადაც სტალინი "კავბიუროს" ხელმძღვანელ ორჯონიკიძეს საქართველოს დაპყროების გადადების მიზეზებს უხსნიდა.

"სტალინი - ორჯონიკიძეს. ის რასაც შენ ლაპარაკობ საქართველოს მთავრობის შესახებ, მთლიანად სწორია, მაგრამ ვითარება ახლა ისეთია, რომ ახლა სიჩქარე საქართველოსთან, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად - სულერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ ბოლშევიკები იქნებიან ნებადართულნი, იგი ისედაც გახდება ბოლშევიკური (საბჭოთა), სხვა გზა მისთვის არ არსებობს. გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით, რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ჩვენი ჯარების, ასევე აზერბაიჯანის ჯარების მხრივ შეტევითი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება და ჩვენ ხვალვე, უკიდურეს შემთხვევაში ზეგ, დავდებთ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რის შესახებაც შენ დაწვრილებით გაცნობებთ. თქვენს უკანასკნელ შეტყობინებას 12 მაისისთვის თბილისის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენს გეგმასთან სრულიად შეუთავსებლად ვთვლით. არმენიასთან, ისევე როგორც საქართველოსთან დამოკიდებულებაში, აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს თავისი მიწის ყოველმხრივ დაცვის მდგომარეობა, დაიცვას თავისი საზღვრები მთელი ძალებით, მაგრამ არ გადავიდეს მოსაზღვრე სახელმწიფოთა საზღვარზე."

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებით, მასონ-ბოლშევიკური რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. ოთხი ძირითადი მუხლის გარდა, იგი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც საქართველოში ბოლშევიკური კომპარტიის მოღვაწეობას ხელს არ შეუშლიდა და საქართველოდან მასონ-ბოლშევიკური რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოთა ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა. საქართველოს მასონ-მენშევიკური ხელისუფლება კრემლის პირობებს უსიტყვოდ დათანხმდა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მოლაპარაკებაზე ქართული მხარის წარმომადგენელს გრიგოლ უროტაძეს მოსკოვში მისალოცი გაუგზავნა:

"საქართველოს წარმომადგენელს მოსკოვში გრიგოლ უროტაძეს. მოგილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადებას. გადაეცით "სოვნარკომს" (ლენინს), რომ ზავის ამბავს ხალხი ღრმა კმაყოფილებით და აღტაცების გრძნობით შეხვდა. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოისპობა ყველა გაუგებრობა და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანად და თანხმობით იმუშავებს ცხოვრების სოციალისტურ საფუძველზე გარდასაქმნელად. ნ. ჟორდანია 1920 წლის 7 მაისი."

1920 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა რუსეთის ომში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ლენინის ბოლშევიკებმა ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო. კომუნისტებმა მოიგერიეს უცხოური თავდახმები, ქვეყნის შიგნით ჩაახშეს განმანთავისუფლებელი აჯანყებები, დაამარცხეს მეფის რუსეთს, ვრანგელის ლაშქარი და რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. შიდა ფრონტზე წარმატების შემდეგ, ბოლშევიკებმა ყურადღება კვლავ კავკასიაზე გადაიტანეს.

1920 წლის 28 ნოემბერს არმენიის რამდენიმე ქალაქში მასონ-ბოლშევიკებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყეს. იმავე დღეს არმენ კომუნისტებს დახმარება აზერბაიჯანში განლაგებულმა მასონ-ბოლშევიკურმა XI ლაშქარმა გაუწია. ბოლშევიკმა დამპყრობლებმა ერევანი სამ დღეში დაიკავეს. 1921 წლის დამდეგისთვის კავკასიაში დამოუკიდებლობას მხოლოდ საქართველო ინარჩუნებდა. მასონ-კომუნისტური პარტიის მეორე პირს ლევ ტროცკის 1920 წლის ნოემბრის ბოლოს მოსკოვის ბოლშევიკთა წინაშე გამოსვლისას, საქართველოს დაპყრობაზე საუბრობდა:
"არმენიის დაპყრობბის შემდეგ, საქართველოს ჯერიც დგას. საკმარისია სულ პატარა ძალისხმევა იმისთვის, რომ ბათუმი ბაქოს შევუერთოთ."

საქართველოს დაპყრობას ყველაზე მეტად "კავბიუროს" ე.წ. ხელმძღვანელი ეშმაკის გაგდებული სერგო ორჯონიკიძე ითხოვდა. დეკემბრის დასაწყისში ორჯონიკიძემ ზედიზედ ორი დეპეშა გააგზავნა მოსკოვში, სადაც იგი საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებას ითხოვდა.

"12 დეკემბერი 1920. ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს:
საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ მას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვუღებთ ბოლოს: ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აჯანყებები ბორჩალოს "მაზრაში", აფხაზეთში, აჭარაში, დუშეთის "მაზრაში". კიდევ ერთხელ გაცნობებთ ამას და ველით განკარგულებას. 15 დეკემბერი 1920 წელი”

"კავბიურო" - ლენინს.
"კავბიუროს" გაფართოებულმა თათბირმა, განიხილა სერგო ორჯონიკიძის მოხსენება საქართველოს დაპყრობ შესახებ. კავკასიის ბრძოლი ხაზის წარმომადგენლებისა და ბოლშევიკთა მონაწილეობით, ერთხმად და საიდუმლოდ გადაწვიტა გარიჟრაჟზე საქართველოს საზღვრების გადალახვა. ყველაფერი მომზადებულია."

საქართველზე თავდასხმაზე ორჯონიკიძემ კვლავ უარი მიიღო. 1920 წლის მიწურულს რუსეთში ომების შედეგად გაპარტახებული რუსეთის მთავარ ამოცანას ევროპასთან და პირველ რიგში, "ანტანტის ქვეყნებთან" ურთიერთობის მოგვარება წარმოადგენდა. რუსეთის მასონ-ბოლშევიკური მთავრობა საერთაშორისო გარიყვის გარღვევას ცდილობდა. მეურნეობა განადგურებული, რუსეთისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენდა. ვითარების გარკვევამდე, საქართველოსთან ომი მოსკოვის გეგმაში ჯერჯერობით არ შედიოდა. გარდა ამისა, ბოლომდე არ იყო ცნობილი თურქეთის მიზანი. მართალია, თურქეთის ახალ ხელმძღვანელთან, რომელიც აგრთვე მასონი იყო, ქემალ ათათურქთან რუსეთის მასონ-ბოლშევიკებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ბევრი საკითხი დაუზუსტებელი რჩებოდა. ამის გამო, კრემლში მყოფმა მასონ-ბოლშევიკმა ხელმძღვანელებმა "კავბიუროს" ხელმძღვანელის მოსაზრება არ გაიზიარა.

"17 დეკემბერი 1920 წელი. ლენინი, ტროცკი - ორჯონიკიძეს.
ეს-ეს არის წავიკითხეთ ნომერი პირველი საიდუმლო ("დაშიფრული") წერილი. აი პასუხი; ეს ძირეულად ეწინააღმდეგება "ცენტრალური კომიტეტის" გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. არავითარ შემთხვევაში არ გრთავთ ნებას. გადაჭრით მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას."

ორჯონიკიძე ხელმძღვანელობის მითითებას კიდევ ერთხელ დაემორჩილა:

"17 დეკემბერი 1920 წ ბაქო. ორჯონიკიძე - ლენინს, ტროცკის.
მივიღეთ ლენინისა და ტროცკის პასუხი, ნათელი და გასაგებია. გთხოვთ გადასცეთ ლენინსა და ტროცკის, რომ ყველაფერს შევასრულებთ."

ამიერკავკასიას რუსეთი საკუთარ გავლენის მხარედ განიხილავდა, მაგრამ იძულებული იყო კავკასიაში ევროპისა და თურქეთის მიზნებიც გაეთვალისწინებინა. ორჯონიკიძემ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს დაპყრობის დრო დადგებოდა. მაგრამ, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, იუდა ორჯონიკიძე მოუთმენლობას იჩენდა და საკითხის სწრაფ გადაწყვეტას ითხოვდა. საქართველოსთან მიმართებაში თავის სიძულვილს იგი ყველა თათბირზე ღიად გამოთქვამდა. 1920 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა გაბო ხუნდაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა თავკაცს ევგენი გეგეჭკორს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, სადაც "კავბიუროში" გამართული ერთ-ერთი თათბირის შინაარსი იყო გადმოცემული:

"დაახლოებით ორი კვირის წინ ბაქოში თათბირი ჩატარდა, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. თათბირს 27 ადამიანი ესწრებოდა. კრება მოსკოვიდან ჩამოსულმა მასონ-კომუნისტმა გახსნა. ვეჭვობ, რომ ეს პირი გაზეთ "პრავდის" რედაქტორი მეშერიაკოვი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ტფილისში იმყოფებოდა. მოსკოველმა ასეთი რამ სთქვა:
"მოსკოვი, როგორც "პროლეტარული რევოლუციის გული" მიისწრაფის ყველგან დაამყაროს "საბჭოთა წესი" და თუ საჭირო გახდა, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში სამხედრო ჩარევაზეც არ დაიხევს უკან. მაგრამ ამავე დროს, მოსკოვი გადაჭრით წინააღმდეგია მოვლენების დაჩქარებისა. კრების უმრავლესობა სერგო ორჯონიკიძის მხარეს გამოდიოდა, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა და საქართველოს დაპყრობას მოითხოვდა."

1921 წელს, ორჯონიკიძე კიდევ უფრო ამოქმედდადა. 2 იანვარს სერგომ "ცეკას" წევრების სახელზე საგანგებო მოხსენება გააგზავნა, სადაც საქართველოს დაუყოვნებლივი დაპყრობის საჭიროებას ასაბუთებდა:

"2 იანვარი 1921 წ.

რკპ (ბ) ცეკას კავბიუროს სახელით ორჯონიკიძე, კიროვი - ცეკას წევრებს (ასლი ტროცკის). "სრულიად საიდუმლოდ. მოკლედ გაცნობებთ ჩვენს მოსაზრებას იმაზე, თუ რატომ მიგვაჩნია საჭიროდ მენშევიკური საქართველოს ახლავე დაპყრობა.
1. აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ აღვნიშნავდით, რომ მაშინვე უნდა დგვეპყრო საქართველოც, როგორც ამბოხების წყარო საქართველოში. ამის შემდეგ კავკასიაში დატრიალებულმა ამბებმა უცილობლად დაამტკიცეს ეს:
საქართველოს მთავრობამ საქართველოსკენ დახეული ყველა დენიკინელი ყირიმში გადაისროლა; ჩრდილო კავკასიასა და აზერბაიჯანში მომხდარ ყველა აჯანყებაში საქართველო უშუალოდ მონაწილოებდა. ჩრდილო კავკასია მტკიცედ რომ დავიმკვიდროთ, საჭიროა საქართველო დავიბყროთ;
2. დაპყრობილი არმენია, საქართველოს გარეშე უფრო თურქეთის გავლენის ქვეშ რჩება, ვიდრე ჩვენი გავლენის ქვეშ, რადგან არმენიისკენ მიმავალი რკინიგზა საქართველოზე გადის. ამჟამად საქართველო არმენიისკენ პურსაც კი არ ატარებს;
3. ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარება გვაიძულებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ვიყოლიოთ აზერბაიჯანში, რაც ერთობ არასასურველია მოსახლეობისათვის და მავნეა ჯარის ნაწილებისათვის. ასეთმა ვითარებამ შეიძლება სახიფათო სახე მიიღოს და გართულებები შექმნას თვით აზერბაიჯანში;
4. ჩვენგან საქართველოს დაპყრობა, ბათუმის დაკავება "ანტანტაში შემავალ ქვეყნებს" (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) წაართმევს წინააღმდეგობის უკანასკნელ ბანაკს არმენიაში;
5. საქართველოს დაპყრობა ახლა მიტომაც არის საჭირო, რომ "ანტანტამ" ჯერ ვერ მოასწრო ვრანგელის ლაშქრის ნაშთების შეკოწიწება და არ ჰყავს საკმაო ძალები ჩვენს წინააღმდეგ;
6. იმის იმედი, რომ თვით საქართველოში შიგნიდან მოხდება გადამწყვეტი აფეთქება არ უნდა გვქონდეს. ამას ამტკიცებს ის ამბები, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ჩვენს დაუხმარებლად ხელისუფლების დამხობა არ ძალუძს;
7. საბაბი საქართველოს საქმეებში ჩვენი ჩარევის გვაქვს. საამისოდ საჭირო არ არის აშკარად თავს დავესხათ საქართველოს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთში, აჭარაში, ბორჩალოს მაზრაში, სადაც საამისო ნიადაგია. ამ მხრივ ჩვენი დახმარება შეუძლია აგრეთვე თურქეთსა და არმენიას და შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მხსნელებად მოვევლინოთ საქართველოს, რომელიც იხრწნება და ანარქიას ეძლევა."

მასონ-ბოლშევიკურ საყუდელში, კრემლში ორჯონიკიძის მოსაზრებები განიხილეს და საქართველოს დაპყრობაზე კვლავ უარი უთხრეს. "კავბიუროს" ხელმძღვანელს მოსკოვმა პასუხი 10 დღეში გამოუგზავნა. შეტყობინების ხასიათის მიხედვით, ხელმძღვანელობა გაღიზიანებული იყო. ორჯონიკიძე თავისი მოუთმენლობით, ბოლშევიკური რუსეთის გეგმებს არღვევდა:

"12 იანვარი 1921 წ. "კავბიუროს საქართველოს დაპყრობაზე უარი ეთქვას. მითითება მიეცეს "კავბიუროს" ზუსტად დაიცვან ამ საკითხზე უკვე არსებული "ცეკას" გადაწვეტილება."

1921 წლის დასაწყისში მასონ-ბოლშევიკები გამუდმებულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის მთავარ მოთამაშესთან - ინგლისთან და ათათურქის ხელისუფლებასთან. ამ პროცესის დასრულებამდე რუსეთი საქართველოში მოქმედებას ერიდებოდა.

იანვარის ბოლოს ბოლშევიკებმა თითქმის, დაასრულეს დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-სამრეწველო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთი შუა აზიაში დიდი ბრიტანეთის მიზნებს უპირობოდ ცნობდა. თავის მხრივ, ლონდონი აღიარებდა, რომ კავკასია რუსეთის შიდა საქმეს წარმოადგენდა.

რუსეთმა ფარულ შეთანხმებას თურქეთთანაც მიაღწია. ათათურქის მთავრობა საქართველოს ძირძველ კუთხეებს - ტაოს, კლარჯეთს ითხოვდა. 1921 წლის იანვარის ბოლოს საბოლოოდ გაირკვა, რომ თუ თურქეთი არდაგანის, ართვინის და ოლთისის მხარეებს მიიღებდა, იგი საქართველოს დაპყრობის წინააღმდეგი არ იქნებოდა.

ვითარების გარკვევის შემდეგ, რუსეთმა მოქმედება დაიწყო. ბოლშევიკთა საგარეო საქმეთა მმართველმა ("სახალხო კომისარმა") ჩიჩერინმა საქართველოს წინააღმდეგ საჭირო საბაბი ლენინის მისამართით 20 იანვარს გაგზავნილ წერილში ასახა:

ჩიჩერინი - ლენინს. "საქართველო ისე გავიდა თავს, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და დავიპყროთ იგი. თქვენ იცით მოვლენათა თანამიმდევრობა:
- საქართველომ უარი თქვა მთლიანად შეესრულებინა ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შეთანხმება, რომელიც მის ნავსადგურში შესული ჩვენი გემების დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დააპატიმრა ჩვენი თანამშრომლები, დასაჯა ჩვენი თანამოაზრე კომუნისტები და უარი თქვა შეესრულებინა ამ საკითხზე ჩვენთან დადებული შეთანხმება."

ამ წერილზე მასონ-ბოლშევიკებმა მყისიერი მოქმედება მოაყოლეს:

"24 იანვარი 1921 წ. სტალინი - ცეკას წევრებს. წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და "ქვეყნის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს" მივცეთ მითითება, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს მითითება მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ მხარეებში."

სტალინის წინადადება "კომპარტიის ცეკამ" მოიწონა. 26 იანვარს რუსეთმა საქართველოს დაპყრობა საბოლოოდ გადაწყვიტა. საქართველოს დაპყრობისთვის "კავბიუროს" მწვანე შუქი 1921 წლის 26 იანვარს აუნთო:

"რუსეთის რკპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის პლენუმის დადგენილება:

1. დაევალოს საგარეო საქმეთა სამმართველოს გააჭიანუროს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა, ამასთან მუდმივად შეკრიბოს ზუსტი ცნობები მის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ და უფრო დაჟინებით მოითხოვოს არმენიაში სურსათ-სანოვაგის გატარება;
2. შევეკითხოთ კავკასიის სარდლობას, რამდენად მომზადებულნი არიან ჩვენი არსებული სამხედრო ძალები საქართველოსთან დაუყოვნებელი, ან მოახლოებული ომისათვის;
3. მივცეთ მითითება "სამხედრო-რევოლუციურ საბჭოს" და კავკასიის სარდლობას, თუ საჭირო იქნა, მოემზადონ საქართველოსთან ომისათვის. დაევალოს სარკინიგზო გადაზიდვის უმაღლეს საბჭოს უახლოეს ვადებში მოახსენოს შრომისა და თავდაცვის საბჭოს, რა შესაძლებლობა გააჩნია იმისთვის, რომ გაადიდოს ჯარების გადაყვანა კავკასიაში.

ცეკას გადაწყვეტილების შესახებ, "კავბიუროს" ხელმძღვანელმა სტალინისგან შეიტყო. ორჯონიკიძემ ბაქოში საიდუმლო შეტყობინება მიიღო, რომელსაც ხელს სტალინი აწერდა. ხელმძღვანელობა "კავბიუროს" ომის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ავალებდა.

"სტალინი - ორჯონიკიძეს. "ცეკამ" მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს დაპყრობა. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის სარდლობას ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს."

ორჯონიკიძეს შექმნილ ვითარებაზე ცნობების მიწოდება დააგვიანდა. მომლოდინის პოზიციაში ამჯერად უკვე მოსკოვი აღმოჩნდა. ეს კი მათ უკმაყოფილებას იწვევდა. 5 თებერვალს, შეტევის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ორჯონიკიძემ კრემლიდან მკვახე დეპეშა მიიღო:

"ლენინი - ორჯონიკიძეს.

26 იანვარს სტალინმა გამოგიგზავნათ საიდუმლო შეტყობინება N1225, რომლის პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ძალიან შეშფოთებული ვართ და გთხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ."

"6 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - ლენინს და სტალინს. “საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო "კონტრრევოლუციის ბუდედ" ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები. ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიან რაზმებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი დაპყრობით."

საქართველოს დაპყრობის საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კრემლს ორჯონიკიძისგან სწორედ მსგავსი შინაარსის შეტყობინება სჭირდებოდა, რათა ამის საფუძველზე "ცეკას" გადაწყვეტილება მიეღო. 8 თებერვალს რუსეთის კომპარტიის ცეკამ განიხილა 6 თებერვალს ბაქოდან ორჯონიკიძის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება და საქართველოს დაპყრობა საბოლოოდ დაამტკიცა.

11 თებერვალს ლორეს რაიონში კომუნისტური აჯანყების პროვოცირება მოხდა. მოიერიშე ჯგუფებმა ბორჩალოში ქართულ ნაწილებზე მიიტანეს იერიში, რასაც მალე საქართველოში მასონ-ბოლშევიკთა XI ლაშქრის შემოსვლა მოჰყვა.

13 თებერვალს აჯანყების ორგანიზატორმა არმენმა კომუნისტმა იოსებ ლაზიანმა ბაქოში, ერევანში და მოსკოვში შეტყობინება გააგზავნა:

"ბაქო. მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს. ერევანი - არმენიის რევკომს. მოსკოვი - ჩიჩერინს. ძლევამოსილად დამთავრებული აჯანყების ამბავი, მეხივით გავარდა საქართველოში, აჯანყებულთა მოძრაობის ტალღა ლორედან შეუკავებელი ძალით მოედო მთელ საქართველოს. წითელი მეამბოხენი მრისხანე ნაკადით მიექანებიან თბილისისკენ. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებდა მშრომელთა ლაშქრის აჯანყების ამ ძლევამოსილ სვლას. დიადი მუშურ-გლეხური რუსეთის წითელი არმია მოვალეა რევოლუციონერ აჯანყებულთა მწკრივებში მყოფი თავისი ფოლადისებური რაზმები შეუერთოს იმ რწმენასა და სასოებას, რომ წითელი არმია მალე მხარს დაუჭერს მათ. წითელ აჯანყებულთა პასუხისმგებელი ხელმძღვანელი ლაზიანი."

ლაზიანის დეპეშის საპასუხოდ, კრემლმა XI არმიას შესაბამისი ბრძანება 14 თებერვალს მისცა. საქართველოში ბოევიკური XI ლაშქრის შეჭრის ბრძანებას ხელს თავად ლენინი აწერდა:

"ლენინი - XI არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს: ცეკა თანახმაა, რომ მე-11 ლაშქარმა დაუჭიროს მხარი საქართველოში მომხდარ აჯანყებას და დაიკავოს თბილისი. ამასთანავე, მე-11 არმიამ ქალაქის აღების დროს უნდა დაიცვას ყველა საერთაშორისო წესი. გაფრთხილებთ, რომ ტრანსპორტის უქონლობის გამო, უპუროდ ვსხედვართ და ვერც ერთ ვაგონს ვერ მოგცემთ. იძულებულები ვართ კავკასიიდან მარტო პური და ნავთი ვზიდოთ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ პირდაპირი მავთულით, პასუხს ხელი მოაწეროს მე-11 არმიის რევოლუციური საბჭოს ყველა წევრმა."

ამ დეპეშის შემდეგ, 15 თებერვალს ორჯონიკიძემ, მოსკოვისგან დასტური მოითხოვა XI ლაშქრის საქართველოში შეყვანაზე თანხმობა:

ორჯონიკიძე, ელიავა - ლენინს, სტალინს: "ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთა წინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი დრო აღარ გვექნება. ქართული ლაშქრის სულიერი მდგომარეობა დაბალია. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს."

რამდენიმე საათში მოსკოვიდან პასუხი მოვიდა.

"სტალინი ორჯონიკიძეს: "ეხლა გადმოგცემ ცეკას გასაიდუმლოებულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი."

რამდენიმე წუთში ორჯონიკიძემ უკვე კრემლის დადასტურებაც მიიღო, სადაც დასაბუთებული იყო XI ლაშქრის საქართველოში შემოჭრა. მასონ-კომუნისტები უცხო ქვეყანაში შეიარაღებული ძალების შეჭრას, აჯანყებულთა დაცვის მიზეზით ამართლებდა:

"15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 ლაშქრის რევოლუციურ საბჭოს:
"ცეკას მიაჩნია, რომ XI ლაშქრის შეჭრა წარმოადგენს სამშვიდობო ზოლში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ბრძოლის ამ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI ლაშქრის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ქმედით და სწრაფ მოქმედებას. თუ სამშვიდობო ზოლში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI ალაშქარი არც ამას უნდა მოერიდოს."

ამ საბუთს ჰქონდა სტალინის მიერ ხელით მინაწერი:

"სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ."

იმავე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩმა აარონ შეიმანმა ბაქოდან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღო:
"გადაწყვეტილია რუბიკონის გადალახვა. იმოქმედეთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად."


1921 წლის 16 თებერვალს მასონ-ბოლშევიკთა წითელი ლაშქრის მიერ დაკავებულ შულავერში, საქართველოს "რევოლუციური კომიტეტი" ჩამოყალიბდა. "რევკომში" ძირითადად ის ქართველი მასონ-კომუნისტები შედიოდნენ, რომლებიც 1918-1920 წლებში საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა. "რევკომის" შემადგენლობაში შედიოდნენ:
- ფილიპე მახარაძე,
- მამია ორახელაშვილი,
- ბუდუ მდივანი,
- შალვა ელიავა,
- მიხეილ ოკუჯავა,
- ლადო დუმბაძე,
- ალექსანდრე გეგეჭკორი,
- ბესარიონ კვირკველია.

"რევკომის" ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სტალინი ორჯონიკეძეს შემდეგ რჩევას აძლევდა:

სტალინი ორჯონიკიძეს: "რევკომის შემადგენლობაში დატოვეთ რამდენიმე ადგილი ფედერალისტებისა და მემარცხენე მენშევიკებისათვის. გარდა ამისა, რევკომში გირჩევ შეიყვანო თათარი, არმენი და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი. თორემ სხვანაირად რევკომი კოჭლობას დაიწყებს. ჟორდანიას შეცდომა ის იყო, რომ მისი მთავრობა თითქმის სულ გურულებისაგან შედგებოდა და ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში არ სარგებლობდა მხარდაჭერით. მასონ-მენშევიკების ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ."

პირველსავე სხდომაზე, რომელიც 16 თებერვალს შულავერშივე გაიმართა, რევკომმა რუსეთის ე.წ. "საბჭოთა რესპუბლიკის" მეთაურს ვლადიმერ ლენინს დახმარების შესახებ თხოვნა გაუგზავნა:

"საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც იშვა მენშევიკების კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ ხალხის მასების აჯანყების ცეცხლსა და კვამლში, აღფრთოვანებულ სალამს უგზავნის დიდი პროლეტარული რევოლუციის ბელადს. საერთაშორისო იმპერიალიზმის მიერ სამი წლის მანძილზე ნასაზრდოებმა მენშევიკების მთავრობამ შექმნა საკუთარი პოლიციური და სამხედრო აპარატი მშრომელთა დასათრგუნავად. საერთაშორისო რეაქციის და ქართველი მენშევიკების გაერთიანების წინააღმდეგ საქართველოს მშრომელები მოისუსტებდნენ და ყველა ცდა დაემხოთ მოძალადეთა უღელი, დამარცხებით მთავრდებოდა. მაგრამ ხალხის მასების უკანასკნელი აჯანყება ძლევამოსილი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ისწრაფიან ევროპის ძალები. გაერთიანებული შავი ლაშქრის დაწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შეერთებულ წითელ სოციალისტურ ლაშქარს შეუძლია. ჩვენ ვიმედოვნებთ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამარტო დიადი პროლეტარული რევოლუციის, არამედ დიდი შესაძლებლობის ქვეყანა არ დაგვტოვებს ჩვენ უთანასწორო ბრძოლაში და დახმარებას აღმოუჩენს ახლადშობილ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას."
რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი თავდასხმა საქართველოზე
16 თებერვლიდან რუსეთმა საქართველოზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ბორჩალოს მაზრის გარდა, XI ლაშქარმა საქართველოს საზღვარი წითელი ხიდიდან და ფოილოს სარკინიგზო ხიდიდანაც გადალახა. კრემლში მოკალათებული მასონ-ბოლშევიკები ომის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით ცნობებს ითხოვდა. ორჯონიკიძე იძულებული იყო კრემლში მოხსენებითი ბარათები დღეში რამდენჯერმე გადაეცა

სტალინი - ორჯონიკიძეს. "ცეკა მოითხოვს თქვენგან მუდმივ ცნობებს, ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ცეკა მოითხოვს გეგმის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება."

"17 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. ფოილოდან წითელი არმიის დიდებული მწყობრი რიგები მოსახლეობისა და აჯანყებულებთა აღტაცებულ მისალმებებში გადავიდნენ მტკვარზე. ყველაგან იმართება ხალხმრავალი შეკრებები და მსვლელობები ბოლშევიკური წითელი ლაშქრის პატივსაცემად. აჯანყებულები თვითონვე გადადიან წითელი არმიის სამხედრო ნაწილში, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დგას."

"18 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. "ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები, შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ... და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ... და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიის ღრეობის ამ საძულველ კერას. თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის ბატონობის წითელი დროშა."

საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის მასონ-კომუნისტურ ხელისუფლებასთან ომის დაწყების მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა

21 თებერვალი 1921 წელი. "ჟორდანია - ჩიჩერინს: რას ითხოვთ ჩვენგან?
გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოც დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება."

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჟორდანიას ეს შეტყობინება პასუხის გარეშე დატოვა.

1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს 25 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში მასონ-ბოლშევიკთა XI ლაშქრის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ.
იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი შეტყობინება გააგზავნა:

25 თებერვალი 1921 წელი. "ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს.
გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!"


მიხეილ ბასილაძის წერილის მიხედვით


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
George:)
პოსტი Jul 12 2010, 12:04
პოსტი #106


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,128
რეგისტრ.: 20-January 08
წევრი №: 1,776
კურსი:--


ციტატა(დაჩი @ 7th July 2010 - 8:09) *
გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს


+1


რა ქვეყანა დაგვინგრიეს sad.gif


--------------------
19









ჰეი ვილი,გინდა შენი კატა შევჭამო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kuntrusha
პოსტი Nov 20 2010, 23:17
პოსტი #107


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 17-November 10
წევრი №: 10,364
კურსი:2


ტეროტია
და უკვე რამდენი წელია ტერორში ვართ
Go to the top of the page
 
+Quote Post
David_Maisa
პოსტი Nov 21 2010, 12:22
პოსტი #108


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,035
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი №: 9,650
კურსი:6


ციტატა(დაჩი @ 7th July 2010 - 8:09) *
მასონ-ბოლშევიკური რუსეთი

ზუსტად შეეფერება სახელი


--------------------
Boom De Ya Da
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jun 21 2011, 18:00
პოსტი #109


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


მართლმადიდებლების დევნა საქართველოში
October 18, 2010

მართლმადიდებლობისათვის დევნილნი
საქალაქო ნაც-სასამართლოს მოსამართლე, მილერი ხარებავა განაჩენს ჩურჩულით კითხულობდა. მსჯავრდებულები ფეხზე იდგნენ და საკუთარ განაჩენს გალობით ხვდებოდნენ. გალობისა და დარბაზში მსხდომი მამაოების შეგონებების დროს, ნაც-პროკურორები მოსამართლის სათათბირო ოთახიდან გაიპარნენ...
სიტყვებისათვის,"ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს", _ მიესაჯოთ 4 წელი და 6 თვე, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა იმ 8 მართლმადიდებეწლი ბიჭისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლებმაც პირდაპირ ეთერში, ვინმე გარყვნილი დეისაძის "საიდუმლო სირობა" დაგმეს...

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი აურზაურის გამო, ზემოთ ჩამოთვლილი 8 ბიჭი, ორი მუხლით გაასამართლეს: ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლისა და ხულიგნობისთვის.
თუმცა, რომელ ჟურნალისტს შეუშალეს ხელი, ეს ვერც ბრალდებამ დაადგინა და ვერც სასამართლომ. დაზარალებულად, საქმეში, ერთი ჟურნალისტიც კი არ არის ცნობილი.
მანანა კობახიძე: თუკი საქმე ეხებოდა ტელეკომპანია "კავკასიის" დაცვას და ბრალდება თვლიდა, რომ ჩაიშალა გადაცემა "ბარიერი", დაზარალებულადაც კომპანია უნდა ყოფილიყო ცნობილი ან თავად გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი. თუკი ვინმეს შეიძლებოდა ხელი შეშლოდა, ეს ჯანგირაშვილი იყო. ასეთ ვითარებაში, გამოძიებამ იგი მხოლოდ მოწმედ წარმოადგინა და არ ცნო დაზარალებულად.
ბიჭები ჯოგური ხერხით გაასამართლეს. ყველას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ნაც-მოსამართლე მილერი ხარებავამ, ერთი განმასხვავებელი ნიშანიც კი ვერ იპოვა მათ ქმედებაში.
ხარებავამ არც საპატრიარქოს თავდებობა გაითვალისწინა და არც პარლამენტარების.
პარლამენტარებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ვეფხვაძემ, ნიკა ლალიაშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ, სხვადასხვა ეტაპზე, ორ-ორჯერ შეიტანეს შუამდგომლობა ბიჭების თავდებით გამოშვებაზე.საპატრიარქოს და პარლამენტს არც პროკურატურა ენდო და არც სასამართლო...
ე.წ. "საპროცესო შეთანხმებაზე" კი განსასჯელებმა ცალსახად უარი განაცხადეს, _ ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო...
მილერი ხარებავამ, ზუმბაძეს ბოლო სიტყვაც არ დაასრულებინა.
" ზუმბაძემ, თავისი ბოლო სიტყვა, ცოტა შორიდან დაიწყო და თქვა, რომ ეს სიტუაცია მას აგონებდა მე-20 საუკუნის დასაწყისს, როდესაც მართლმადიდებლობას დევნიდნენ და დამპყრობმა ხელისუფლებამ ცუდად დაამთავრა. ამ განცხადების გამო, ნაც-მოსამართლემ, საკმაოდ მკაცრად შეაწყვეტინა სიტყვა.
როგორც ჩანს, მარტო ნაცებისაგან მართულ გარყვნილ დეისაძეს აქვს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში! მაგრამ, მისი გამოხატვის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ის სხვის რწმენაში შეიჭრება და შეურაცხოფს მას!
გამოხატვის თავისუფლება არ არის უზნეობა!
უზნეო თავისუფლება სიგიჟეა!
...და ბოლოს, რწმენისათვის პატიმრები, ნაცების მიერ დაპყრობილ საქართველოშიც გაჩნდნენ!"


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
aniiiiii
პოსტი Jun 25 2011, 10:36
პოსტი #110


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 29-January 11
მდებარეობა: mantua
წევრი №: 10,747
კურსი:1


ციტატა(დაჩი @ 21st June 2011 - 18:00) *
უზნეო თავისუფლება სიგიჟეა!

დიახ.





"მასონ-ბოლშევიკური" --- აბსოლუტურად სწორი ანალიტიკური შეფასების შედეგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Jun 25 2011, 22:26
პოსტი #111


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ფუ თქვე მთლელებო თქვე =))))) ფანატიკოსები ხართ თქვენი იმენა აღარც კი ვიცი რა შეგაგინოთ =)))))))))

აფხაიძეა ხო რწმენის პატიმარი ეგ დოდო *** =))))) საქართVელოდან ყველა სხვა ეროვნება უნდა გავყაროთო და ყველა გეი გემზე უნდა შევსვათ და ჩავძიროთო? =)))

სასამართლო რო არ არსებობს საქართველოში ვიცით ყველამ მარა ეგენი რო დოდოები არიან დიდი ეგეც კარგად ვიცი პირადად მე და ზემოთ ორმა იუზერმა რა იცის და რა არა აი მაგრად ფეხებშუა მკიდია : ))))


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jun 28 2011, 1:46
პოსტი #112


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ნაცემი და გაკოჭილი საქართველო



--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
zesta 2004
პოსტი Jun 29 2011, 17:08
პოსტი #113


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,456
რეგისტრ.: 10-May 08
მდებარეობა: sayavria
წევრი №: 3,236
კურსი:1


ციტატა(დაჩი @ 28th June 2011 - 2:46) *
ნაცემი და გაკოჭილი საქართველო

+47 ქართველობას გვართმევენ

როგორ არ მინდა ბანი wub.gif


--------------------
ზესტაფონო, ზესტაფონო მოიგე,
გოლს გაიტან, გოლს გაიტან მოიგებ,
შენ გიმღერი იმერეთის ვარსკვლავო,
გოლი გვინდა გულით რო გავიხაროთ,
დაგვაყვირეთ ერთი მაგრად ბიჭებო,
თქვენს გვერდით ვართ კარგად რომ ითამაშოთ,
შეუტიეთ და გვაჩუქეთ იმედი,
რომ მოვიგებთ ყველა ერთად ვიქნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Oct 6 2011, 5:19
პოსტი #114


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


სამართალის აღსრულებას სიმამაცე სჭირდება,
ჩუთლაშვილის საქმე


ვლადიმერ ჩუთლაშვილს შეთითხნილი ბრალდებით 2 წლიანი პატიმრობა მისაჯეს.
1982 წელს ვლადიმერ ჩუთლაშვილს უსამართლოდ ედავებოდნენ მიწას. მოსარჩლემ მზაკვრულ ხრიკს მიმართა, იგი წაიქცა და ჩუთლაშვილს დააბრალა - მცემაო.
სრულიად მართალი კაცი - ვლადიმერ ჩუთლაშვილი დაიჭირეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ჩუთლაშვილმა თავად გადაწყვტა სამათლის აღსრულება და ავაზაკ, მექრთამე სახელმწიფო მოხელეები თავად დასაჯა...
1989 წლის 9 ოქტომბრის ღამეს, ვლადიმერ ჩუთლაშვილმა სოფელ პატარა გლდანში, თავისი სახლის ეზოში, პისტოლეტ "ტტ"-თი თავში დაჭრა ცილისმწამებელი გ.ა. ღურჭუმელია.
იმავე წლის 18 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, გლდანის სასამართლოს ეზოში იმავე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სახალხო მოსამართლე იური შალვასძე ადამია, უდანაშაულო ადამიანის გაწირვისათვის.
იმავე დღის 10 საათზე, სამუშაო კაბინეტში მოკლა გლდანის ყოფილი სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე დავით ვლადიმერისძე მატკავა.
ხოლო, დილის 11 საათზე მძიმედ დაჭრა წარსულში გლდანის "რაიაღმასკომის" თავმჯდომარე მურმან პლატონისძე ნიკოლაიშვილი.
სამართლის აღსრულების შემდეგ ჩუთლაშვილმა თავი დააპატიმრებინა ხელისუფლებას.
ყველა ზომოთ ჩამოთვლილი პირი მონაწილეობდა უდანაშაულო ჩუთლაშვილის გასამართლებაში, დაუმსახურებელ პატიმრობის მისჯაში...
სამართალი უნდა აღსრულდეს!

(თბილისის პროკურატურის გამოძიების მასალები, მოწოდებულია ყოფილ გამომძიებელ ლევან მახათაძის მიერ)

ზაზა დავითაიას წერილის მიხედვით - "ასავალ-დასავალი"

ბოლოთქმა:
ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, დღევანდელ საქართველოში გამრავლებული უსამართლობისა და განუკითხაობის პირობებში, ნაც-მოსამართლეებს, ნაც-ბრალმდებლებს, ნაც-გამომძიებლებს. ნაც-პოლიციელებს მშვიდი ძილი არ უნდა ჰქონდეთ, მუდმივი მოლოდინში უნდა იყვნენ, რომ დღეს თუ ხვალ, გამოჩნედებიან ჩუთლაშვილები, რომლებიც პასუხს მოსთხოვენ დათესილი ბოროტებისათვის.
საქართველოში 50 000-მდე პატიმარია და 300 000 თავდებში, თუ ე.წ. "საპროცესო გარიგებით" გარეთ მყოფი, დაყაჩაღებულ-აწიოკებული ოჯახი.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Jan 22 2012, 17:49
პოსტი #115


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


საქართველოში ფარული სამოქალაქო ომია

დავით თარხან -მოურავი – თუ ქვეყანაში 20 000-ზე მეტი პატიმარია, ევროპელები თვლიან, რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომია, საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხს უდანაშაულოდ, ფულის გამოძალვის მიზნით ან პოლიტიკური ნიშნით იჭერს.

როგორც დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანია, პატიმრების რაოდენობა 5 000 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია.

„თუ ქვეყანაში 10 000 პატიმარია, ევროპელები თვლიან რომ ქვეყანაში დამნაშავეობა ყვავის. როცა პატიმრების რაოდენობა 20 000 აჭარბებს, თვლიან რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ებრძვის.

ევროკომისიის წარმომადგენლები დიპლომატიური ენით საუბრობენ, მაგრამ მათი დამოკიდებულება უკვე გამოიკვეთა – საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი ძალიან რთულია“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

„წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „ობიექტივის“ ხელმძღვანელები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისარს კეტრინ ეშტონს, მის მოადგილეს ჯონ ქჯაევს და პელე ენერსონს, რომელიც უშუალოდ საქართველოს საკითხებს კურირებს, ბრიუსელში 19 იანვარს შეხვდნენ და საქართველოში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ცნობები მიაწოდეს.

წყარო ობიექტივი.ნეთ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია დაჩი: Jan 22 2012, 17:57


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
9 გვერდი V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd November 2019 - 19:32
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank