გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


9 გვერდი V  « < 7 8 9  
Reply to this topic Start new topic
 გოდერძი ჩოხელი, ჩვენი დროის ერთერთი ყველაზე კარგი მწერალი
 
Allison
პოსტი May 30 2010, 18:58
პოსტი #105


ამიტანეს შენზე რითმებმა
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,987
რეგისტრ.: 22-September 09
წევრი №: 7,530
კურსი:4


ამ დღემაც ისე ჩაიარა
უხმოდ,უბრალოდ.
სულში დატოვა ღრმა იარა
გაქრა უკვალოდ...
ვერ შეველიე საწუთროზე დღითიდღე ჩივილს,
წლები მიდიან,ემატება ტკივილი ტკივილს...
გულში ჩამიქრა სიყვარული,
გაქრა მზის სხივიც...
სულის სიღრმეში ბინდისფერი ყორანი ყივის...
უფალო,მიხსენ!
კვლავ ამინთე სულში სანთელი
და სულს მომფინე შორეული სივრცის ნათელი.


--------------------
პეშვებით სითბო თბილი ხელისგულებიდან..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Allison
პოსტი Jun 2 2010, 19:52
პოსტი #106


ამიტანეს შენზე რითმებმა
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,987
რეგისტრ.: 22-September 09
წევრი №: 7,530
კურსი:4


არ მომწონს,ეს თემა ჩუმად რომაა :|:|


"გლოვაა ეს წუთისოფელი..."


--------------------
პეშვებით სითბო თბილი ხელისგულებიდან..
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Jun 2 2010, 19:55
პოსტი #107


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(Allison @ Jun 2 2010, 19:59) *
არ მომწონს,ეს თემა ჩუმად რომაა :|:|



--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Allison
პოსტი Jun 6 2010, 18:41
პოსტი #108


ამიტანეს შენზე რითმებმა
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,987
რეგისტრ.: 22-September 09
წევრი №: 7,530
კურსი:4


ალაგ და ალაგ
ქარიც დადუმდება,
გაყუჩდება
და ყურს მიუგდებს...
მერე ატირდება,
ატირდებაა-
რაზე,ვინ იცის...


--------------------
პეშვებით სითბო თბილი ხელისგულებიდან..
Go to the top of the page
 
+Quote Post
natia1991
პოსტი Dec 15 2010, 18:17
პოსტი #109


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 325
რეგისტრ.: 7-April 10
მდებარეობა: კანუდოსი
წევრი №: 9,030
კურსი:4


მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.
wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

Други мои, просите у бога веселья. Будьте веселы как дети. как птички небесные.

Sometimes the only way to stay sane is to go a little crazy
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი Feb 23 2011, 2:13
პოსტი #110


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


1- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.



- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.



5

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!



7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.



8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

-არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

-ასე არ არის, მკითხველო?

-სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

-და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

-ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ninex
პოსტი Apr 21 2011, 11:29
პოსტი #111


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,772
რეგისტრ.: 23-September 10
წევრი №: 9,962
კურსი:--


მოტხრობები გიჟებზე......................


--------------------
,,...იმ დღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი..."
ჰარე ჰარე ყველას....
Go to the top of the page
 
+Quote Post
*ScorpiOnS
პოსტი Aug 9 2011, 13:28
პოსტი #112


:)
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,120
რეგისტრ.: 17-April 08
წევრი №: 2,991
კურსი:4


გოდერძის მამა გარდაიცვალა რამდენიმე დღის უკან.


--------------------
fuck you!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 9 2012, 23:45
პოსტი #113


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


სიამაყის ყვირილი...


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaxabaxa
პოსტი Aug 22 2012, 23:56
პოსტი #114


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი №: 13,244
კურსი:3


გამარჯობათ ხალხო ..

გოდერძის "მგელი" მინდა, ინტერნეტ ვერსია ...

ასე 20-21 წლის წინ მაქვს წაკითხული ჟურნალ "ცისკარში" ...

მთავარი გმირია ლუკა, რომელიც მოხუცთან ათევს ღამეს .. და ეს მოხუცი მგელია ..

თუ ვინმეს გეგულებათ ან თავად გაქვთ ფაილი, იქნებ ამიტვირთოთ სადმე ..

წინასწარ გიხდით მადლობას ..

ღმერთმა აცხონოს დიდი ქართველის გოდერძი ჩოხელის სული ...

Go to the top of the page
 
+Quote Post
kukuca
პოსტი Sep 17 2012, 20:37
პოსტი #115


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 17-September 12
წევრი №: 13,378
კურსი:--


-წყაროზე დოქი გავტეხე!
-მერე რა მოხდა ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-ჭირიმც წაიღოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-დოქს რა გატირებს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-შენ შემოგევლოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!

-ნუმცა გქონია ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!ნუთუ არ გესმის ბებო?!
-დოქი წყაროზე გატყდება სხვაგან კი არა ბებო!
-დოქი მარტო მე გავტეხე სხვამ კი არავინ ბებო!
-ერთხელ ყველაიც გავტყდებით შენ დიდხანს მყავდე ბებო!
და მერე როცა დავწექით გვერდით მივუწექ ბებოს,ტირილით წავიჩურჩულე:
-ბებო,მისმინე ბებო!ცხრა შვილი გყავდა?
-ცხრა ვაჟი-კვნესით ამოთქვა ბებომ
--ცხრავე იმ დოქით დარბოდა?დღეს კი მე ფეხი წამოვკარ და დიმსხვრიე დოქი,ვერ შეგისრულე იმედი მე დაგიმსხვრიე ბებო!წყაროზე დოქი გავტეხე!დოქი გავტეხე ბებო!-ბებომ სანთელი აანთო პირჯვერი დაიწერა: -გამრჯვებულნო ხთიშვილნო ქართველთა ჯვარ-ხატებო თქვენ დამიამეთ ე ბალღი გაზარდეთ სანაქებო..დოქს რას დავეძებ თიხისას, ოღონდ ეს გამილაღდეს ეს გამიმრავლდეს წვრილშვილში,გამსხივნებული მყავდეს,სადიდებულო თქვენია და ეს ქვეყანაც ცამდე!-დაწვა ბებო და მეც მშვიდად ჩავეკარ ჩამჭკნარ გულში!
გოდერძი ჩოხელი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
9 გვერდი V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2019 - 7:16
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank