გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


39 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტი
 
akuna matata
პოსტი Dec 24 2007, 20:09
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


ზვიად გამსახურდია (* 1939 წლის 31 მარტი ― † 1993 წლის 31 დეკემბერი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1993).

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.


განათლება
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962).


ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი
1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციების გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, - (ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმების ხელშემწყობი ადამიანის უფლებათა დამცავი პირველი ლეგალური ჯგუფი ყოფილ საბჭოთა კავშირში (1989 წლიდან ჯგუფი იწოდებოდა საქართველოს ჰელსინკის კავშირად). ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი - ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) იქნა გამოცემული ცნობილი რუსი დისიდენტი მწერლის ალ. სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა არჩეულ იქნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International", შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც ვკითხულობთ: "...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო (იხ. ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978).

ზვიად გამსახურდიას "მონანიება" არსებითი მიჯნა გახდა მის ბრძოლაში და ამ პერიოდიდან იგი არსებითად წყვეტს კავშირს ე.წ. დისიდენტურ მოძრაობასთან და უპირისპირდება მას, ვინაიდან დისიდენტური მოძრაობა სულ უფრო და უფრო ანტიეროვნულ პოზიციებზე დგებოდა. ამ დროიდან ზ. გამსახურდია მთლიანად და ურყევად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ებმევა.

დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".


სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)

1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" , რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნბში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ და ამ მოვალეობას ასრულებდა 1991 წლის მარტამდე. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა" , აღდგენილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, ღერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამაჯერებელი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა გასცა დადებითი პასუხი. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
ღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები (იხ. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა" , 11.04.1991). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა არა ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული საკანონმდებლო აქტი: კანონი მოქალაქეობის შესახებ, კანონი პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, კანონი ეკონომიკური ხასიათის დანაშაულობებისთვის სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ (საერთოდ, სიკვდილით დასჯაზე გამოცხადდა მორატორიუმი) და ა.შ. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი კონსტიტუციის პროექტზე, რომლის მიღება უზენაეს საბჭოს არ დასცალდა 1991 წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

როგორც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ისე საქართველოს დამოუკიდებლობას მტრულად შეხვდა მოსკოვის კრემლი, რომლის მესვეურებმა გააჩაღეს აქტიური ბრძოლა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. კრემლის და მის ემისართა მიერ გაიშალა ფართო დეზინფორმაციული ომი საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, კრემლის წისქვილზე ასხამდა წყალს გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მოქმედება. სავალალო შედეგები მოჰყვა 1991 წლის 2 სექტემბერს პროვოცირებულ შეტაკებას პოლიციასა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეთა შორის.

როგორც ცნობილია, 1991 წლის 19 აგვისტოს რუსეთში მოხდა "პუტჩი". ოპოზიცია უმართებულოდ ადანაშაულებდა საქართველოს პრეზიდენტს პუტჩისადმი "ლოიალობაში", თუმცა რეალური ვითარება განსხვავებული იყო. მეორე დღესვე საქართველოს პერიოდულ პრესაში და უცხოეთის მას-მედიაში გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას მიმართვა მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა მთავრობებისადმი, რომ მათ დაუყოვნებლივ ეცნოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების სუვერენიტეტი, რომლებსაც გამოცხადებული ჰქონდათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამასთან, პრეზიდენტის ბრძანებით, ეროვნული გვარდია შინაგანი ჯარის სტატუსით დაექვემდებარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვარდიის ყოფილმა სარდალმა თ. კიტოვანმა კი განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტი შლიდა ეროვნულ გვარდიას.




რა აზრის ხართ ამ პიროვნებაზე?



--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
onyx
პოსტი Dec 24 2007, 20:10
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 361
რეგისტრ.: 29-November 07
წევრი №: 613



ღმერთმა აცხონოს სული მისი.იგი არაკაცთა ხელს შეეწირა


--------------------
1ожалла я маршо!
Go to the top of the page
 
+Quote Post
HERCULES
პოსტი Dec 25 2007, 6:05
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 30-November 07
წევრი №: 628




ძმას ქრისტესმიერს

(ზვიად გამსახურდიას)


როს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმიდა მამათა ძვალშესალაგებს
მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.
გეკითხებიან მოსულხარ სადით,
ხატება შენი ვეღარ გვიცვნია,
წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით
საუკუნეა არ განგვიცდია.
ხარ მწირი თამარ დედოფალისა,
საღვთო სინედლის გულში აღმზვრელი,
თუ ნახევარძმა პარსიფალისა,
დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,
სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმიდა
გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,
თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან
თორნიკესავით დაბრუნებული.
ვინც განგვიახლე ნათლობის მადლი,
კურთხევის ძალა შორს გამიზნული,
როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით
დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.
ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი
და მიეფარა ღრუბელს უფალი
შენ აღიმართე ვითა პირველი
დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.
თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი
და აგიტაცა როგორც ბოძალი,
დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.
გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,
შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან
და ეძიებდი ჭეშმარიტებას,
ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს.
და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა
ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,
როს განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.
ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი.
შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,
ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,
ჯიუტი თმენის ზღუდე მოსეტყვა
ზღვა საგუბარის დასცა კედელი.
შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს,
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.
მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული,
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
როს გულისწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.
როს ამოშრება წყევლის სათავე,
ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,
მაშინ იხილონ დუშმანის თავი
უწმინდურ სისხლით გადათხიფული.
მისთვისაც გაგთქვამ ზეცა და მყარი
და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,
კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,
რწმენის სამკლავით და საფუხარით,
გადაიჭრები გზნებით მყოფადში,
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,
მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.
დაუცხრომელო სულიერ ცდაში,
დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,
უკიდეგანო ასტრალურ ზღვაში,
დემონთა ხროვის დამამხობელო,
ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია.
ბოროტისათვის მუქაფის მგებელს,
საქმენი ქველნი არ დამიგმია,
მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,
ერთი ამბავი ვერ გამიგია:
სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე
როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,
მოყვასისაგან რად განისაჯე,
ღირსო უკვდავთა დიადემისა.
ალბათ გამოცდა ენება უფალს,
როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს,
რადგან განგებას რომელი უყვარს
მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.
რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და როს აგივსეს ძმარით ფიალა
არ აიცდინე სასმელი ესე.
რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ მბრძანებლობს,
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,
რომ წაუხდება მცდელობა უმალ,
გატიალდება როგორც საპყარი,
როს აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს
ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,
რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს
ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,
შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ
ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,
ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,
ვინც ვერ დაიცხრო ღელვა გულისა,
ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა
საგალობელი სინანულისა.


მერაბ კოსტავა

12 აგვისტო, 1978 წ. დიდგორობა





ვფიქრობ, ამაზე უკეთ შეუძლებელია ზვიადის ფენომენის ამოხსნა და გადმოცემა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Dec 25 2007, 11:08
პოსტი #4


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


,,იგი კეთილშობილია, ალალი, წმინდა და განასახიერებს დიდი მეცნიერის სიბრძნეს,მწერლის ნიჭს და სიმტკიცეს ბავშურად გულუპრყვილო მარტვილისა, იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა კომუნიზმს და მისგან ანთავისუფლებდა თავის პატარა ქვეყანას. იგი მარად დისიდენტია,რომელმაც გადაიტანა ციხეც, წამებაც და კატორღაც. იგი ალმოდებულ გემზეც კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას. ესაა ზვიად გამსახურდია ქარტული სიბრძნისა და ღირსების სიმბოლო.''


ვალერია ნოვოროდსკაია

რუსეთის დემოკრატიული კავშირის ლიდერი



--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
KALMAXA
პოსტი Dec 25 2007, 18:29
პოსტი #5


HEROIN'S KICK
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,398
რეგისტრ.: 21-November 07
მდებარეობა: HELL
წევრი №: 429
კურსი:--


პოლიტიკის აზრზე არ იყო ტო


--------------------
............../??/)...........(\?`\...............
............/....//..............\\....\............
.........../....//................\\....\...........
...../??/..../??\.........../?`\....\?`\.......
.././.../..../..../.|_......_|.\....\....\...\.\.
(.(....(....(..../.)..)..(..(.\....)....)....).)..
.\................\/.../....\...\/................/.
..\................. /........\................../...
....\..............(............)............../.....
......\.............\.........../............./......
-----------------------------------------------------------
NOBODY DIES VIRGINE LIFE FUCKS EVERYONE!!!
-----------------------------------------------------------
.!. .!. .!. .!. .!. FucK RuLeS .!. .!. .!. .!. .!.
-----------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
salushkebi3
პოსტი Dec 25 2007, 19:15
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 26-November 07
წევრი №: 520



ციტატა(KALMAXA @ Dec 25 2007, 18:47) *
პოლიტიკის აზრზე არ იყო ტო

უბრალოდ რა იყო იცი ძალიან წმინდა მორწმუნე და კარგი ადამიანი იყო smile.gif ზვიადი ხელს ვერ გაისვრიდა, მაას არ შეეძლო კაცის მოკვლა და ა.შ რაც პოლიტიკაში აუცილებელიცაა. პოლიტიკა ეგეთი ადამიანებისათვის ძალიან ბინძურია მძიმეა unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_kasper_*
პოსტი Dec 25 2007, 19:17
პოსტი #7





Guests






ძალიან მაგარი კაცი იყო მართლა...ნამდვილი პატრიოტი მაგრამ არ დაააცადეს რა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
onyx
პოსტი Dec 25 2007, 19:20
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 361
რეგისტრ.: 29-November 07
წევრი №: 613



ზვიადს ძალიან დააკლდა მერაბ კოსტავა, რუსეთმა იგი მიზანმიმართულად ჩამოაშორა ზვიადის.მერაბი გვერდში რომ ჰყოლოდა ზვიადს შეიძლება მას შეცდომები არ დაეშვა


--------------------
1ожалла я маршо!
Go to the top of the page
 
+Quote Post
KALMAXA
პოსტი Dec 25 2007, 23:07
პოსტი #9


HEROIN'S KICK
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,398
რეგისტრ.: 21-November 07
მდებარეობა: HELL
წევრი №: 429
კურსი:--


ციტატა(salushkebi3 @ Dec 25 2007, 19:33) *
უბრალოდ რა იყო იცი ძალიან წმინდა მორწმუნე და კარგი ადამიანი იყო smile.gif ზვიადი ხელს ვერ გაისვრიდა, მაას არ შეეძლო კაცის მოკვლა და ა.შ რაც პოლიტიკაში აუცილებელიცაა. პოლიტიკა ეგეთი ადამიანებისათვის ძალიან ბინძურია მძიმეა unsure.gif

კაცის მოკვლა რა შუაშია ტო მე ვამბობ რო ეგ აზრზე არ იყო პოლიტიკის და ძალიან ბევრია მაგის ბრალი იმაში რო დგეს ტერიტორიები არ გვაქ ჩვენ გაიგე?და საერტოდ ეგ როგორ უნდა ყოფილიკო საქ ის პრეზიდენტი არ მემის


--------------------
............../??/)...........(\?`\...............
............/....//..............\\....\............
.........../....//................\\....\...........
...../??/..../??\.........../?`\....\?`\.......
.././.../..../..../.|_......_|.\....\....\...\.\.
(.(....(....(..../.)..)..(..(.\....)....)....).)..
.\................\/.../....\...\/................/.
..\................. /........\................../...
....\..............(............)............../.....
......\.............\.........../............./......
-----------------------------------------------------------
NOBODY DIES VIRGINE LIFE FUCKS EVERYONE!!!
-----------------------------------------------------------
.!. .!. .!. .!. .!. FucK RuLeS .!. .!. .!. .!. .!.
-----------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
shuba
პოსტი Dec 25 2007, 23:08
პოსტი #10


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,840
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: maglivi
წევრი №: 296
კურსი:4


მაგარი ჭკვიანი და განათლებული და პატრიოტი კაცი იყო, მაგარი კაცი იყო , კაი მამისშვილი, მარა შთამომავლობა დატოვა უარგისები


--------------------
განცხადება: ნუ დაარეგისტრირებთ მეორე ნიკებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ABDAUBDA
პოსტი Dec 25 2007, 23:51
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი №: 127



ციტატა(akuna matata @ 24th December 2007 - 21:27) *
რა აზრის ხართ ამ პიროვნებაზე?


ნამდვილად უყვარდა საქართველო, პატრიოტი იყო smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
LAZIALE
პოსტი Dec 27 2007, 14:13
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 411
რეგისტრ.: 7-December 07
მდებარეობა: (მაღლივი, თსსუ]
წევრი №: 870
კურსი:3


ციტატა(ABDAUBDA @ Dec 26 2007, 0:09) *
ნამდვილად უყვარდა საქართველო, პატრიოტი იყო smile.gif

მეც მიყვარს საქართველო და კიდევ ბევრს, მაგრამ რაც არ შემიზლია იმას ვერ ავიღებ ჩემს თავზე


--------------------
ხელმოწერა არ მაქვს..
Go to the top of the page
 
+Quote Post
ucha
პოსტი Dec 27 2007, 14:20
პოსტი #13


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 10-December 07
წევრი №: 937
კურსი:--


ბატონი ზვიადი პატრიოტი იყო, ძალიან უყვარდა საქართველო, თუმცა როგორც პოლიტიკოსი ის ძალიან სუსტი იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post
39 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 9:00
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank