გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


8 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topic Start new topic
 თანამედროვე პოეზია, ბევრი არ იცნობს დღეს თანამედროვე კონვენციურ პოეზიას. ძირიტადად ვერლიბრ
 
ნათ
პოსტი May 18 2010, 19:23
პოსტი #27


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3



ჩვენ ღირსები ვართ რომ ვიცოცხლოთ
ვინაიდან არაფერი ისეთი არ ჩაგვიდენია,
რომ მშვიდად მოვკვდეთ

რაც გვეხერხება ყველაზე მეტად
დანიშნულება შეეცვალა, და რა ხანია
არ გვემღერება,
ხოლო თუ ვმღერით, მხოლოდ სხვებისთვის,
ვინც ჩვენს შესახებ ყველაფერი მოყოლით იცის,
იცის როგორც სხვისი ამბავი,
ჩვენ ვმღერით მათთვის,
ვისაც სიმღერა არ შეუძლია და ემღერება,
ჩვენ სხვის სუფრასთან, და სხვის ლხინთან ჩამომდგარები
იმის იმედით, რომ სიმღერის შემდეგ სადმე ჩამოგვაჯენენ.
და მოგვცემენ რამეს საღეჭად.
მაგრამ რატომღაც პურს ეცვლება ასეთ დროს გემო
ვინაიდან ტუჩებიდან ვიკვნიტავთ ღიმილს
მწარე ღიმილს, და ეს გემო სისხლის და პურის
ყელზე გვადგება.

ჩვენ ღირსები ვართ რომ ვიცოცხლოთ
ვისაც ხმაური შეგვიძლია, და ერთად დგომა,
ჩვენ ვისაც სულ გვეუბნებოდნენ
“წადით სახლებში, დაიშალეთ
ასე თავშეყრა სახიფათოა”,

უნდა წახვიდე, სანამ თვითონ არ მოგიხმობენ
რომ დაწერო, უფრო სწორად რომ მონიშნო
როგორ გადავრჩეთ,
მერე გაბრუნდე სახლში და დაწვე,
სანამ დრო გავა
და ხელახლა დაგიძახებენ
.
ჩვენ ასე გვიჭირს,
ჩვენ ასე კალამით არ შეგვიძლია,
ჩვენ გვინდა რომ ხანდახან მაინც
დავანთხიოთ ის რაც გვაყლაპეს,
ის პურიც, სისხლიც,
ის მოკვნეტილი ღიმილები
ყელზე რაც გვადგას,
ჩვენ სიტყვების ამოთქმა გვინდა.
და ასეთ დროს
ჩვენს ფეხებქვეშ იმღვრევა მიწა
წყდება ზეიმი,
და მაგიდა ხალხისაგან იცლება ხოლმე.
და ვინც მაგიდის ბოლოში იჯდა
ვინც ვერ შევნიშნეთ
ახლა უკან ჩვენ მას მივყვებით.
და ყველაფერს ახლიდან ვიწყებთ.

უნდა ვიცოცხლოთ,
ჩვენ სიცოცხლის ღირსები ვართ
ჩვენ ვერაფერი ვერ ჩავიდინეთ, საიმისო, რომ მშვიდად მოვკვდეთ,
ჩვენ ვინც გადავრჩით გადარჩენას,
ვისაც შვილები გაგვეზარდა,
ვისაც გვიჭირს მათი შეხედვა
და ხმის აყოლა,
როცა ბავშვები იწყებენ ღიღინს.
ასეთ დროს მუდამ
ჩვენ გავდივართ სახლებიდან
გავდივართ და ერთმანეთს ვეძებთ
და თუ ვპოულობთ, თვალებს ვარიდებთ
რომ ერთად დგომა არ მოგვინდეს,.
ჩვენ გვეშინია კიდევ ერთხელ არ შეგვეშალოს.
და ამიტომ ვბრუნდებით სახლში,
მერე ვწვებით ხოლმე საწოლში,
თავს ვიმძინარებთ
და გვხცხვენია სიკვდილზე ფიქრის.

პერიოდულად, როცა გვიხმობენ
ჩვენ მივდივართ ვიღებთ კალამს
ვიწყებთ მონიშვნას,
თან ვიკვნიტავთ ტუჩიდან ღიმილს,
ყელში მოწოლილ ყველა სიტყვას უკან ვყლაპავთ
და ვბრუნდებით ჩვენ ჩვენ საწოლში.

იორიკი :*


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaYme
პოსტი May 18 2010, 19:24
პოსტი #28


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 18-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9,226
კურსი:2


ზოგი ფიქრობს პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე გეფიცებით არ არის
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი,
თუ ლოცულობ თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი,
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ თუმცა უკვე ვბერდები,
ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები
ვვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?


--------------------
Fუუუ იბიომაწ :D:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 18 2010, 19:39
პოსტი #29


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


როცა გიყურებ, ვიხედები ფანჯარაში,
გარეთ თოვლია, და ამ თოვლში ბავშვი თამაშობს,
მერე ყოველთვის მზე გამოდის, თოვლი თან მიაქვს
და ბავშვს ტოვებს უსათამაშოდ.
აქ ზამთარი იწყება ასე,
მამა სახლის სახურავიდან გიყრის ასაწყობ თოვლისპაპას
დედამ უნდა გამოწმინდოს, რასაც სახლში ფეხით. შეიტან
ერთადერთი რაც საერთო გაქვთ არის თოვლი.
და ვეღარ იტან.

როცა გიყურებ, მე ყოველთვის ვხედავ ფანჯარას,
სადაც შენ დგახარ,
ამ ფანჯარას შენ ვერ დახურავ,
და ვერც ფარდას ჩამოაფარებ,
ვინც გარეთ დაგრჩა, შენ ყოველდღე ეძახი,
და პასუხს არ გცემენ.

აქ სიცოცხლე მარტოობის საშუალებაა,
აქ სიტყვები თვითონ გეძებენ
შენ მხოლოდ უნდა გაატარო...
და საკუთარ თავთან განმარტო
რომ ამ ფანჯარას ვინც პოულობს, სულ ყველა მიდის…
რომ რა ხანია დროც დროს არჩევს
და მოგიწევს ადრე თუ გვიან
ამ ფანჯარასთან პირისპირ დარჩე.

აქ წერე იკვრება,
იწყება გათვლა, შენ, თვალებს ხუჭავ
და როდესაც გპოულობენ
როცა თამაშს აზრი აღარ აქვს
შენ თვალს ვერ ახელ.
შენ გათვლილი ხარ,
შენ საკუთარი თავი დამალე
და მოგიწევს
მთელი ცხოვრება უკან ეძებო.
შენ მიდიხარ,
და ნაფეხურებს კი არ ტოვებ,
ნაფეხურებს მიყვები უკან.

როცა გიყურებ
მე ყოველთვის ვხედავ ფანჯარას,
შენ უკვე ხვდები, და თვალებს ხუჭავ
შენ იმალები დახუჭული თვალების უკან.
მე ქუთუთოზე ხელით გეხები

იორიკი

ციტატა(vaYme @ May 18 2010, 19:38) *
ზოგი ფიქრობს პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე გეფიცებით არ არის
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი,
თუ ლოცულობ თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი,
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ თუმცა უკვე ვბერდები,
ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები
ვვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?


ეს ვისია?


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaYme
პოსტი May 18 2010, 19:41
პოსტი #30


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 18-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9,226
კურსი:2


მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გომელაურის


--------------------
Fუუუ იბიომაწ :D:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 18 2010, 20:31
პოსტი #31


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


მეჩვენებოდა, საგიჟეთი იყო ქალაქი
ყველა კარზე გისოსები აეკრათ შიგნით
და ვერავინ ვერ შევდიოდით საკუთარ სახლში.

ჩვენ ვიყავით გამოკეტილი ყველანი გარეთ.
ამ ქალაქში შენ არ იყავი...

მეჩვენებოდა მოდიოდი, ერთად ვისხედით
ჩემ სახლის კართან
და ვფიქრობდით თბილ ოთახებზე,
ვფიქრობდით ჭერზე,
იმ ნივთებზე, შიგნით რომ დაგვრჩა.
გვეჩვნებოდა, თითქოს სახლში ვიღაც ცხოვრობდა
და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ხან ეჭვი გვღრღნიდა, იქნებ სახლი გვეჩვენებოდა,
უცნობი კი იყო ნამდვილი.
ის ხან მე მგავდა, ხან შენ გგავდა, ხან კი თავის თავს.
ჩვენ ვისხედით, მე რატომღაც ვფიქრობდი შენზე.

ეს მუსიკა რომელიც გესმის, გახვევს თავზე თავის განწყობას.
და გარემოც თავისას გტენის
მეგობრებსაც თავიანთი მოაქვთ ხოლმე როცა მოდიან,
და საკუთარს ვეღარ პოულობ
ვერ იხსენებ, ის თავიდან როგორი იყო,
სანამ სხვები მოგაჩეჩებდნენ.

და გეჩვენება ყველაფერი,
ირგვლივ რაც ხდება,
და მით უფრო გეჩვენება
რაც ხდება შიგნით

შენ აღარ იცი როგორი ხარ სინამდვილეში
გენატრება, თუ მუსიკა გახვევს განწყობას
შენით იღიმი, თუ სხვის ღიმილს აყოლებ ტუჩებს
შენ სახლში ცხოვრობ, თუ უცხოა და მიგიჩვია.
ეს კაცი გიყვარს, თუ შიში გაქვს, რომ სხვა არ მოვა
და ერთ დღესაც მარტო დარჩები

და ასეთ დროს მოგიწევს გატყდე
რომ სხვისია ეს შენი სახლი,
რომ ეს კაციც სხვისი ყოფილა
ეს მეგობრებიც, ეს მუსიკაც ეს შენი თავიც...

მაგრამ, მარტო შენ არ დარჩები,
დარჩება ყველა, შენს მაგივრად,
შენ რა ხანია უკვე წახვედი.
ხანდახან ასე, ფრაგმენტულად, თვალს ადევნებდი,
საკუთარ წასვლას, ხან სარკეში, ხან სურათდებში,
შენ უყურე საკუთარ წასვლას
და შენი თავი არ მოაბრუნე.



ჩვენ ვდგავართ გარეთ, და ვინმეში ვცდილობთ შევიდეთ
ჩვენ საკუთარი თავებიდან წამოსულები
ჩვენ, ვისაც წასვლა გვაიძულეს,
ვინც საკუთარი სხეულიდან გამოგვაძევეს.
ვდგავართ გარეთ
და გვეჩვენება, საგიჟეთი არის ქალაქი,
ყველა კარზე, გისოსები არის აკრული
ამ სახლებში ჩვენ ვერ შევდივართ.
ასე ერთმანეთს ვიგონებთ ხოლმე,
მომეჩვენე, გამომიარე
ჩემი სახლის კარებთან დავსხდეთ
და ვიფიქროთ თბილ ოთახებზე.
ვიფიქროთ ჭერზე
და ნივთებზე, შიგნით რაც დაგვრჩა.

იორიკი


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaYme
პოსტი May 18 2010, 20:31
პოსტი #32


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 18-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9,226
კურსი:2


იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,
უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს...
სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,
მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.

ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...
მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!
ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!
მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!


--------------------
Fუუუ იბიომაწ :D:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 18 2010, 20:57
პოსტი #33


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ,
შენs ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან
სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
ერთმანეთთან რომ
აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენs ცხოვრებაში
რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ აRar ekuTvnis
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე
რომ გეპარება.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ საკვები გვჭამს,
რომ წყალი გვსვამს,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე
ამოგვყავს - როგოც რძიდან ყველი
და ვანახევრებთ,
უფრო სწორედ ვინახევრებთ -
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს

ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გეცემა ჩრდილი,
ხელებს უკან წევ
და ყველგან ამჩნევ ამ შევსებულ სიცარიელეს.
სადაც ადრე გზა გეგონა,
სადაც ადრე გეგონა ხიდი,
სადაც ხე იდგა
და ბოძებს შორის სადენები ეგონათ ჩიტებს.

და ამ დროს ჩნდება
ის კაცისხელა სიცარიელეც-
ზუსტად შენს გვერდით,
რომელსაც ჩემი სახელი ერქვა.
და რომელიც თოვლმა შეავსო.

მერამდენე ღამეა უკვე
თავს ვიმძინარებ,
და ჩემი თავი მადგება თავზე,
როგორც ეჭვებით შეპყრობილი საყვარელი,
რომელიც ცდილობს ჩემ გამოტეხვას.

მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს

და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ.

იორიკი


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
megi_var
პოსტი May 19 2010, 10:43
პოსტი #34


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 23-April 10
წევრი №: 9,110
კურსი:--


მე მაგალითად ნიკა ლაშხია და თემურ ელიავაა მიმაჩნიააა wub.gif საუკთესოოოდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
vaYme
პოსტი May 19 2010, 15:29
პოსტი #35


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 18-May 10
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9,226
კურსი:2


მეგი საღოოოლ, მაგრები არაინ ორივე smile.gif

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …დებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!



თემურ ელიავა.


--------------------
Fუუუ იბიომაწ :D:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 19 2010, 18:53
პოსტი #36


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


არა კარგია ლექსებს რომ წერენ და არ მარფინისტობენ ეს ბავშვები, კარგია მივესალმები


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 19 2010, 19:04
პოსტი #37


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 19 2010, 19:07) *
არა კარგია ლექსებს რომ წერენ და არ მარფინისტობენ ეს ბავშვები, კარგია მივესალმები


spiteful.gif


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნათ
პოსტი May 20 2010, 19:20
პოსტი #38


ზღვარზე
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,192
რეგისტრ.: 8-October 09
მდებარეობა: Jamaica
წევრი №: 7,720
კურსი:3


არაწმინდას გალობა

პოეზია
2010.04.21

ნუ შემოდიხარ ჩემში, სატანა,
რადგან ბრმა ვარ და ყნოსვით შეგიგრძნობ.
ვგრძნობ რომ აქ დგახარ.
გინდა სარკეს ამოეფარო ანარეკლიდან შემოხვალ ჩემში,
ძველი ფანდია, ეგ უკვე გაგთქვამს,
ხელის ცეცებით გამოგზომე აზიმუტებით.
შენ დაგავიწყდა - დამიბერდი ერთგულო პრინცო,
არასოდეს ვუსწორებ თვალებს
სარკეს
მხოლოდ ჩემს გვამში ჩავიყურები.

კარგია კარი თუ არის ღია.
ღიაა კარი მეპასუხები.
ღია თუ დამრჩა,
ველურ ალუბალს მჯდომიარე
შაშვის ნერვიულ ჭახჭახით ტყდება ღამის
ყინული ჭაობის თავზე და
კვამლივით ირევა ნისლი
დაგემალე.. მალე,
ალვის ხეების კენწეროები
საყლაპავში გაჩხერილ კვირტებს
მიწის ნერწყვით დაილბობენ -
გადი, ნაცნობო, ძველო მეტრფევ
ჩემო მეგზურო.
უარყოფილი სატრფოსავით ახლა შენ დარჩი,
შენ იგლოვე სიყვარული შენშივე მკვდარი,
შენ ათრიე ღობე ყორეს
შენვე გამოდე.

გული არ დაგწყდეს,
წვირიანო, უკისრო კაცო,
გადანახული შავდღისათვის უფალი,
ღმერთი
გამომელია ამ შუაღამეს, გარიჟრაჟისას.
ორივემ ნება გამიჩინეთ
შიშის საბაბით;
ჩემი სიბრმავით მყვარებოდით,
რიგს თქვენ იცავდით.

დაუზავდით მეტოქეები.
მე ვარ ერთი და
არაწმინდა..
გხედავ.

ნატა ვარადა


--------------------
property of me <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი May 20 2010, 20:51
პოსტი #39





Guests






ციტატა(ნათ @ May 20 2010, 19:34) *
არაწმინდას გალობა

პოეზია
2010.04.21

ნუ შემოდიხარ ჩემში, სატანა,
რადგან ბრმა ვარ და ყნოსვით შეგიგრძნობ.
ვგრძნობ რომ აქ დგახარ.
გინდა სარკეს ამოეფარო ანარეკლიდან შემოხვალ ჩემში,
ძველი ფანდია, ეგ უკვე გაგთქვამს,
ხელის ცეცებით გამოგზომე აზიმუტებით.
შენ დაგავიწყდა - დამიბერდი ერთგულო პრინცო,
არასოდეს ვუსწორებ თვალებს
სარკეს
მხოლოდ ჩემს გვამში ჩავიყურები.

კარგია კარი თუ არის ღია.
ღიაა კარი მეპასუხები.
ღია თუ დამრჩა,
ველურ ალუბალს მჯდომიარე
შაშვის ნერვიულ ჭახჭახით ტყდება ღამის
ყინული ჭაობის თავზე და
კვამლივით ირევა ნისლი
დაგემალე.. მალე,
ალვის ხეების კენწეროები
საყლაპავში გაჩხერილ კვირტებს
მიწის ნერწყვით დაილბობენ -
გადი, ნაცნობო, ძველო მეტრფევ
ჩემო მეგზურო.
უარყოფილი სატრფოსავით ახლა შენ დარჩი,
შენ იგლოვე სიყვარული შენშივე მკვდარი,
შენ ათრიე ღობე ყორეს
შენვე გამოდე.

გული არ დაგწყდეს,
წვირიანო, უკისრო კაცო,
გადანახული შავდღისათვის უფალი,
ღმერთი
გამომელია ამ შუაღამეს, გარიჟრაჟისას.
ორივემ ნება გამიჩინეთ
შიშის საბაბით;
ჩემი სიბრმავით მყვარებოდით,
რიგს თქვენ იცავდით.

დაუზავდით მეტოქეები.
მე ვარ ერთი და
არაწმინდა..
გხედავ.

ნატა ვარადა

მიყვარს ეს გოგო
Go to the top of the page
 
+Quote Post
8 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2019 - 4:12
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank