გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


16 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ტერენტი გრანელი
 
sting
პოსტი Dec 14 2007, 1:12
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


ქალის აგონია

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...


MEMENTO MORI

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.


ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...




მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...



შეშლილი ცრემლები

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.




"მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ალა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,
როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე
და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,
სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალები.
მე ისევ ვგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს,
რომელიც მიხსნის მე განსაცდელისგან.
და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ციდვილ ქვეყანაში
და არ ვიცი როგორც ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის.
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ეცემიან მინას
და ისევ სიშორეზე ტირის როიალი."



რავიცი თუ ვინმეს მოგწონთ ამ ფორუმზე ამ კაცის პოეზია შემოიხედეთ ლექსებს კიდე დავყრი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია salomeaa: Sep 3 2009, 19:02
Go to the top of the page
 
+Quote Post
ელენე
პოსტი Dec 14 2007, 10:29
პოსტი #2


O_o
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,619
რეგისტრ.: 4-November 07
მდებარეობა: არ არის უცნობი
წევრი №: 253
კურსი:9


მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს....

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი გამაწამებს...

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს...

ტერენტი გრანელი




მიყვარს =(( ახლოსაა ჩემთან ...


--------------------
Вам, девушка, с такими ножками надо на руках ходить!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Dec 14 2007, 13:59
პოსტი #3


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


სიკვდილის შემდეგ

დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lemon
პოსტი Dec 14 2007, 20:36
პოსტი #4


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 105
რეგისტრ.: 6-December 07
მდებარეობა: lemon tree
წევრი №: 847
კურსი:3


"ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი ეს memento mori-ა"

ძაან მიყვარს!


--------------------
Lemon and tequila with a splash of pineapple
Is a refreshing drink,
That nobody can resist,
Not even me!!! :P
Go to the top of the page
 
+Quote Post
marita
პოსტი Dec 14 2007, 23:21
პოსტი #5


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარეობა: miunxeni :)))))
წევრი №: 212
კურსი:3


ამხელა სევდა ... მართლაც როგორ> ? >>>


--------------------
HELL WAS FULL... SO I CAME BACK !!! :) :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Dec 15 2007, 13:21
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


marita


გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი


აჰა შენ ოპტიმისტურიც მაგრამ მე არ მომწონს ეს ლექსი და რა ვქნა rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Dec 15 2007, 18:28
პოსტი #7


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.

მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.

ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.

იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.

ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.

სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.

მე ეს არ ვიცი.

იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.

ის შორს არის ჩემგან.

თუმცა ჩემი სულის მეგობარია.

დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!..













სარკე

არის მკრთალი სარკე. ყვავილი მიმოზა. სიცოცხლე ბედნიერებისათვის, ყვავილი მიმოზა, სიკვდილის გარინდება, ფოთლები მკრთალი და ზამთრის მელანქოლია. ყოველი წვეთი წვიმის ეცემა შენ საფლავს. საფლავი არის იმ ადამიანის, რომელიც არ არის თანამგზავრი ოცნების, - დავიწყებული კაცის საფლავი. ყვავილი მიმოზა. ერთი სარკე დგას მინასთან, სადაც ჩნდება ცისფერი თვალები, თვალები, რომლებიც ელიან გრიგალს. ყვავილი მიმოზა. მეორე დღე თენდება, მელანქოლია, ბედი ულმობელი. სევდის ქვეშ იწვის ადამიანი. ცეცხლი ჩამქრალია, გული ინთება, როგორც შანდალი. ეს არის ცისფერი ზეცის ყვავილი - მიმოზა.



წვიმა

მაისია, გარეთ წვიმის წვეთების ნელი შრიალი ისმის. ტირის მოწყენილი ფრინველი ქვეყნის ობლობას. მახლობელ ღელესთან წმინდა ფოთლები სცვივა ალვის ხეებს. წყალი მიდის ჩუმი და წყნარი, როგორც ცრემლი. ფოთლები აწყვია ღელესთან, როგორც ცხედარი. ახლო მიწასთან ძინავს მიცვალებულს და კუბოსთან დნება ყვითელი სანთელი. გარეთ წვიმს, ძაღლი ტირის სოფელს. მამლები აღვიძებენ მიდამოს. სოფელი წყალივით ჩუმი, სოფელი მიტოვებული სამარე, მარად ობოლი. თენდება. მიცვალებული მთვარე. განთიადი, მიძინებული სოფელი




სიჩუმის ყვავილები
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.


გალაკტიონს

ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში,
რესტორნებში, ბაღებში, - მე არსად არ გტოვებდი.
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირად - უსახელო პოეტი.

რეავიცი იქნება ვინმემ წაიკითხოს excl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRINITI
პოსტი Dec 18 2007, 16:07
პოსტი #8


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,409
რეგისტრ.: 17-October 07
მდებარეობა: Tiflisi :)
წევრი №: 12
კურსი:6


ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოეტი .....


--------------------
,,ქურდს ქუდი ეწვის?"






"When the Nazis came for the communists,
I remained silent;
I was not a communist.
When they locked up the social democrats,
I remained silent;
I was not a social democrat.
When they came for the trade unionists,
I did not speak out;
I was not a trade unionist.
When they came for the Jews,
I remained silent;
I wasn't a Jew.
When they came for me,
there was no one left to speak out.



Pastor Martin Niemöller, "First they came…"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ц-О-Й
პოსტი Dec 18 2007, 23:07
პოსტი #9


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 199
რეგისტრ.: 30-November 07
მდებარეობა: ბოსტან ქალაქი,ბაღჩა ქალაქი,რუსთავ ქალაქი

წევრი №: 670
კურსი:2


უდიდესი ადამიანი იყო ტერენტი, მარტო მისი სახელი რა ყოვლისმთქმელი და ამაჟიტირებელი..
მეც წავიკიტხავ მის რამოდენიმე ლექს თქვენის ნებასრთვით ... ი ტაკ , პუბლიკა ნი ნალიტაი სრაზუ, მეც ხომ ადამიანი ვარ...


გაზაფხულის საღამოა მშვიდი
1,2,3,4,5,6,შვიდი




--------------------
В.Цой не умер, он просто выщел покурить

შეცდომებით წერა ჩემი ჰობია აქაც :))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Dec 18 2007, 23:26
პოსტი #10


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


ციტატა(Ц-О-Й @ Dec 18 2007, 23:25) *
უდიდესი ადამიანი იყო ტერენტი, მარტო მისი სახელი რა ყოვლისმთქმელი და ამაჟიტირებელი..
მეც წავიკიტხავ მის რამოდენიმე ლექს თქვენის ნებასრთვით ... ი ტაკ , პუბლიკა ნი ნალიტაი სრაზუ, მეც ხომ ადამიანი ვარ...
გაზაფხულის საღამოა მშვიდი
1,2,3,4,5,6,შვიდი



აუ ჯიგარი ხარ ცოი მაგ ლექსზე ვან.........................ევ მაინც გამიბანძე მაგის დედაც ჯეკ არა რა არ ღირს სიმთვრალეში თემების გახსნა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tick
პოსტი Dec 19 2007, 13:03
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 3-December 07
წევრი №: 726
კურსი:3


რატომღაც მგონია,რომ ეს კაცი ლექსებს ჩემზე წერდა..

მისი ლექსები მიხდება. 1.gif


გალაკტიონში არის დემონი,
ჩემში კი უფრო ანგელოზია,-
რა სიამაყეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Nobody
პოსტი Dec 20 2007, 15:44
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 412
რეგისტრ.: 24-October 07
წევრი №: 63
კურსი:1


"ტერენტი გრანელი მოდის სისხლიან სამარიდან, იქნებ ის იყოს ქრისტე, მეორედ მოსული" - აი, ასე ფიქრობდა საკუთარ თავზე. მე კი მგონია, რომ ძალიან ავად იყო... ძალიან მთრგუნავს მისი პოეზია და მაშინებს. გაუთავებელი სიბნელე, მარტოობა, სიკვდილ;ი, სასაფლაო.... გამიგია, საკუთარი და უყვარდაო, ზოზია, და გამოიქცაო წალენჯიხიდან... დანამდვილებით არ ვიცი...

ციტატა(sting @ 15th December 2007 - 14:46) *
გალაკტიონს


ხო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საკუთარ თავს სულ გალაკტიონს უპირისპირებს:
ციტატა(sting @ 15th December 2007 - 14:46) *
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირად - უსახელო პოეტი.


ციტატა(tick @ 19th December 2007 - 9:21) *
გალაკტიონში არის დემონი,
და ჩემში უფრო ანგელოზია


გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია



Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Dec 20 2007, 20:10
პოსტი #13


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


Nobody

ხო ქრისტესთან დაკავშირებით ბევრს აკრიტიკებდნენ კი მასე ფიქრობდა გალაკტიონსაც სულ ეჯიბრებოდა დაზე ვერ ვიტყვი მაგას არ ვიცი ამბობენ კია ისე ნახევარ და იყო ზოზია მე პირადად არ მჯერა ეგრე ბევრ რამეს იგონებდნენ გამსახურდიაზე ჭორები ვიცი უუუუუუუუუუუუუუუუუუუუჰ
Go to the top of the page
 
+Quote Post
16 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th August 2019 - 6:14
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank