გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


5 გვერდი V  « < 3 4 5  
Closed Topic Start new topic
 სამაგისტრო, სადოქტორი პროგრამები, პროექტები.
 
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 6 2008, 12:12
პოსტი #53


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ფონდი "სოროსის საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები" (სსსსპ)
აცხადებს კონკურსს მოზარდებისათვის

"მე - ახალგაზრდა მეცნიერი"

შესავალი
1989 წლიდან ევროკავშირის ეგიდით ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება კონკურსი სახელწოდებით "ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობას მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში. საქართველო (ასოცირებული წევრის სტატუსით) პირველად მიწვეული იქნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1998 წელს.

მოცემული კონკურსი გამიზნულია იმ სტუდენტთათვის, რომელთაც შემუშავებული აქვთ ინოვაციური სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და აინტერესებთ მონაწილეობის მიღება ევროკავშირის კონკურსში ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2008 წელს ევროკავშირის მე-20 კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის ჩატარდება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 19 - 25 სექტემბერს.

კონკურსი "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" განკუთვნილია საქართველოს ყველა რეგიონის საშუალო სკოლების ბოლო კლასის, კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის (15-დან - 20 წლამდე). უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ პირველკურსელ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც მეორე კურსზე გადადიან 2008 წლის სექტემბერში. აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური, სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და დაიცვან საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.

ევროკავშირის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ადგილობრივი კონკურსის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" მეშვეობით 2008 წლის აპრილში და გამარჯვებული პროექტების ავტორები გაემგზავრებიან ევროკონკურსზე მათი პროექტების წარსადგენად. დაშვებულია არაუმეტეს 3 პროექტის ნომინირება და ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6-ს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.

როგორ უნდა დაიწეროს საკონკურსო პროექტი
საკონკურსო პროექტი უნდა დაიწეროს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის შესაბამისად.

პროექტი უნდა დაიწეროს თვითონ მოზარდის მიერ, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ჰყავს თუ არა მას ხელმძღვანელი და თუკი ასეთი არსებობს, პროექტს თან უნდა დაერთოს ხელმძღვანელის რეცენზია. პროექტში ასევე მითითებული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირი (ეს როლი შეიძლება ხელმძღვანელმაც შეასრულოს). თუკი ხელმძღვანელი არ არსებობს, უნდა დასაბუთებული იქნას, როგორ განხორციელდება პროექტი ხელმძღვანელის გარეშე. ამ შემთხვევაშიც მითითებული უნდა იყოს მოზარდის ნდობით აღჭურვილი პირი.

შესაბამისად ან პროექტის ხელმძღვანელი (თავის რეცენზიაში) ან ნდობით აღჭურვილი პირი (სპეციალურ წერილში) პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს პროექტის უსაფრთხოებაზე.

პროექტს თან უნდა ახლდეს 2 სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის ერთი სკოლის დირექტორისგან, ხოლო მეორე - პროექტის სფეროში მომუშავე სპეციალისტისაგან.

კონკურსის განხორციელების ეტაპები:
პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 21 მარტი, 2008, 18:00.
პროექტების განხილვა, პრეზენტაცია ჟიურის წინაშე და შერჩევა - აპრილი, 2008 წ.

დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდ სსსსპ-ის დირექტორს თამარ ხულორდავას ტელეფონზე 877 40 64 09 ან ელ. ფოსტით: tkhulordava@osgf.ge

პროექტების ჩაბარებისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში

ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10, საკონტაქტო პირი: მარინა გვიმრაძე, ტელ: 25 05 92, 899 26 17 18, ელ. ფოსტა: marina@osgf.ge

სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმა განთავსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებსაითზე http://www.osgf.ge/ ან მისი მიღება ასევე შესაძლებელია ფონდის ოფისის მისაღებში.

ინფორმაცია კონკურსის ფარგლებში გრანტების გაცემის თაობაზე დამატებით გამოქვეყნდება თებერვალში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 6 2008, 19:48
პოსტი #54


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერთა პროგრამა.


Harward business school of harward university, leadership progaramme.



ეს არის ერთგვარი ლიდერთა სკოლა რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ ლიდერი და მიგაღებინებთ ლიდერისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას

The key research findings conducted by the worldly renowned educational institutions and research companies have revealed that great leaders do make a big difference in their companies. In order to prevail, leaders need to be developed in all organizational levels and with no doubt leaders are born and made.

Taking into consideration the both, apparently high-value learning program content and our genuine willingness to assist all interested persons in their professional development, we are proud to continue further enrollment for the HBSP's unrivaled leadership program.

In case of interest, Harvard Business School Publishing and Synergy School for Leaders will assure that this distance learning leadership program will:
Help you turn to a leader
Target essential leadership skills
Introduce myriads of managerial solutions
Provide exceptional learning environment.
During the trainings you will receive knowledge and experience through interactive online cases, various simulations, lots of practice tools, best HBR and Harvard Management Update articles covering the following topics:
Active listening and communication
Aligning people with a vision
Building and managing teams
Change management and conflict resolution
Critical thinking and decision making
Emotional intelligence and intuition honing
Teamwork and motivating others
Negotiation and persuasion
Prioritizing goals.
Hereby it should be noted that exclusively, only within this program, you will have opportunity to listen to contemporary gurus and management thinkers of Harvard Business School and Stanford Graduate School of Business through DVD faculty seminar sessions, to name some: Jerry Porras, Nitin Nohria, David Yoffie, Ian Rivkin, Robert Sutton, Joseph Bower, Margaret Neale, Ashish Nanda, John Kotter, Robert Kaplan and many more.

Furthermore, it is also noteworthy that the time schedule will be maximally customized to your needs in order to guarantee the flexibility and logical balance of working/learning priorities.

The price of the program is 2,000 USD per candidate (including all taxes). The maximum number of participants is 8 candidates per group. Because of the certain requirements and procedures, the amount should be paid 2 weeks upfront the start of the program.

Upon the successful accomplishment of the program (75% of the total quizzes) the participants will receive the certificate of completion jointly from HBSP and SSL.

If you may have any questions and/or requests, we would be more than glad to discuss them, otherwise just send us your recent CV/resume to:


for further informations please contact in the following adress:

Synergy Group
8 Baratashvili St., 5th floor, Tbilisi
Tel: 990771, 253830
E-mail: welcome@synergy.ge




Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 6 2008, 22:23
პოსტი #55


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--



ლეინ კირკლენდის პროგრამა
პოლონურ -ამერიკული თავისუფლების ფონდი
(2008-2009 აკადემიური წელი)


პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი, ლეინ კირკლენდი პროგრამა აცხადებს სტიპენდიებს 2008-2009 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტიპენდია მოიცავს 2 სემესტრიან სწავლებას მაგისტრის ხარისხის მფლობელთათვის და ასევე 2-4 კვირიან პროფესიულ სტაჟირებას შემდეგ სპეციალობებზე:

 ეკონომიკა და მენეჯმენტი;

 სახელმწიფო ადმინისტრირება;

 ბიზნეს - ადმინისტრირება;

სამართალი;

 სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ პროფესიულ ჯგუფებს:

 მასწავლებლები, მკვლევარები;

 საჯარო მოსამსახურეები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და
ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების
თანამშრომლები;

 მეწარმეები, მენეჯერები;

 არასახელმწიფო ორგანიზაციების ლიდერები, კულტურულ და
სამოქალაქო ღონისძიებების ანიმატორები;

 ჟურნალისტები.

აუცილებელი მოთხოვნებია:

 კანდიდატი უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის (განსაკუთრებულ
შემთხვევაში 40 წლამდე ასაკის);

 უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს;

 იყოს საქართველოს მოქალაქე;

 უნდა იცოდეს პოლონური ენა იმ დონეზე, რომ შეძლოს ლექციების
მოსმენა და სემინარებზე დასწრება და სადიპლომო თემის
მომზადება. ალტერნატივის სახით მისაღებია ინგლისური ენის
ცოდნა მათთვის, ვინც აირჩევს სპეციფიური სწავლების პროგრამას,
ინსტრუქციის ენაა - ინგლისური. ამ შემთხვევაში აუცილებელია
საბაზო პოლონური ენის ცოდნა.

სავალდებულო საბუთებია:

1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა კანდიდატის ფოტოსურათით;

2. პოლონეთში სწავლის პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს
კანდიდატის პროგრამაში მონაწილეობის მიზანს და სამომავლო
გეგმებს (4000-5000სიმბოლო);

3. CV (უნდა შეიცავდეს პუბლიკაციების ჩამონათვალს);

4. 2 სარეკომენდაციო წერილი (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ
ენაზე).

5. დიპლომის ასლი.

სტიპენდია ფარავს: სწავლის, საცხოვრებლის, დაზღვევისა და პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთის ხარჯებს. ასევე სტიპენდიანტი
უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებით და კვლევისთვის საჭირო მასალებით. ყოველთვიური სტიპენდია 600 აშშ დოლარი. (საკმაოდ სოლიდური სტიპენდია ევროპაში ცხოვრებისათვის).

სააპლიკაციო ფორმებისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება

შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

www.ProgramKirklanda.engo.pl

www.fulbright.edu.pl

www.civicportal.org

ან შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:

Kirkland2008@fulbright.edu.pl

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 10 მარტი


Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 7 2008, 0:46
პოსტი #56


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


აესკოს და ნაუმანის ფონდის სემინარი კრასენ სტანჩევთან ერთად - "მილთონ ფრიდმენის დანატოვარი"

ანონსი:

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია) და “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო”, მართავენ საერთაშორისო სემინარს თემაზე:

"მილთონ ფრიდმენის დანატოვარი"

21-23 თებერვალი, 2008

ლექტორები:


დრ. კრასენ სტანჩევი, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ბულგარეთი;

პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტი;

გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;



სემინარზე მონაწილეობის მიღების პირობები:


აუდიტორია:

ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მაღალი კურსის სტუდენტები (უპირატესად ეკონომიკური მიმართულების), ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.


სამუშაო ენა:

რუსული, ჩატარდება გასაუბრება წინასწარ ჩერჩეულ კანდიდატებთან. აუცილებელი მოთხოვნაა – თავისუფლად საუბარი.


მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ ელ-მისამართზე ninogorgadze@gmail.com. განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა პარასკევი, 15 თებერვალი, 21:00 საათი.

დაგვიანებული და არასრულად შევსებული აპლიკაციები არ განიხილება!


ხარჯები:

მონაწილეთა მგზავრობას (თბილისი-გურჯაანი-თბილისი), დაბინავებასა და სამჯერად კვებას უზრუნველყოფს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია).


საკონტაქტო პირი:


ნინო გორგაძე

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პროექტების მენეჯერი;

ელ.ფოსტა: ninogorgadze@gmail.com;

მობილური ტელ: 893 973612;

ოფისი: 99 84 18.


სააპლიკაციო ფორმა იხილეთ შემდეგ მისამართზე:

http://www.nesgeorgia.org/files/application_-GEO-st.doc


სემინარზე მონაწილეობისათვის სააპლიკაციო ფორმის შევსება და გამოგზავნა აუცილებელია.

ჩამოსატვირთი ფაილი
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 7 2008, 18:10
პოსტი #57


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--



ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია) და “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო”, მართავენ საერთაშორისო სემინარს თემაზე:



“თავისუფლების ეკონომიკა”



28-30 აპრილი, 2008


მომხსენებლები:

პროფესორი გუიდო ჰულსმანი, ქ. ანგერსის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, საფრანგეთი; დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე:

http://www.guidohulsmann.com/

პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტი;

გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;


სემინარზე მონაწილეობის მიღების პირობები:


მონაწილეები: მაღალი კურსის სტუდენტები (უპირატესად ეკონომიკური მიმართულების), ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკონომიკის ახალგაზრდა ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.


სამუშაო ენა: ინგლისური, ჩატარდება გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან. აუცილებელი მოთხოვნაა - Upper Intermediate დონეზე.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ ელ-მისამართზე ნინოგორგადზე@გმაილ.ცომ. განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა ორშაბათი, 21 აპრილი, 18:00 საათი.

დაგვიანებული და არასრულად შევსებული აპლიკაციები არ განიხილება!


ხარჯები:

მონაწილეთა მგზავრობას (თბილისი-შინდისი-თბილისი), დაბინავებასა და სამჯერად კვებას უზრუნველყოფს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია).


საკონტაქტო პირი:


ნინო გორგაძე

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პროექტების მენეჯერი;

ელ.-ფოსტა: ninogorgadze@gmail.com

მობილური ტელ: 893 973612;

ოფისი: 99 84 18.

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ:

http://www.nesgeorgia.org/files/application-ENG_guido.doc

www.nesgeorgia.org
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 7 2008, 20:11
პოსტი #58


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია) და “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო”, მართავენ საერთაშორისო სემინარს თემაზე:


„ეკონომიკის განვითარება და ზრდა.“


8-10 მაისი, 2008


ლექტორები:


პროფესორი, დრ. ერიხ ვეედე, გერმანიიდან, ბონის უნივერსიტეტი;

პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტი;

გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი;


სემინარზე მონაწილეობის მიღების პირობები:


აუდიტორია: ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მაღალი კურსის სტუდენტები (უპირატესად ეკონომიკური მიმართულების), ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.


სამუშაო ენა: ინგლისური, ჩატარდება გასაუბრება წინასწარ ჩერჩეულ კანდიდატებთან. აუცილებელი მოთხოვნაა - Upper Intermediate დონე.


მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ ელ-მისამართზე ნინოგორგადზე@გმაილ.ცომ. განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა სამშაბათი, 1 მაისი, 18:00 საათი.

დაგვიანებული და არასრულად შევსებული აპლიკაციები არ განიხილება!


ხარჯები:

მონაწილეთა მგზავრობას (თბილისი-გურჯაანი-თბილისი), დაბინავებასა და სამჯერად კვებას უზრუნველყოფს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია).


საკონტაქტო პირი:


ნინო გორგაძე

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პროექტების მენეჯერი;

ელ.ფოსტა: ninogorgadze@gmail.com;

მობილური ტელ: 893 973612;

ოფისი: 99 84 18.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სემინარის პროგრამა, ხოლო თუ ამ ბმულს მიყვებით იპოვით სააპლიკაციო ფორმას:

http://www.nesgeorgia.org/files/application-ENG.doc
Go to the top of the page
 
+Quote Post
kethi777
პოსტი Feb 7 2008, 20:52
პოსტი #59


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 5-November 07
წევრი №: 256



აესკოსთან რამე კავშირი გაქვს? მე დავდიოდი მანდ სემინარებზე და იმედია ეხლა რუსულ სემინარებზეც წავალ გურჯაანში.... ეს ინგლისური პროგრამები ჯერ არ მინახავს......
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 8 2008, 0:41
პოსტი #60


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


მე ინფორმაცია მოგაწოდეთ, ინგლისური სემინარებიც იყო მრავლად. დანარჩენი შეგიძლია იხილო www.nesgeorgia.org .

მარტიდან უკვე დავიწყებთ უკვე ჩვენი ლიდერ ჯგუფი სემინარებს, კონფერენციებს ინგლისურ ენაზე მხოლოდ და მიადევნეთ თვალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 8 2008, 17:55
პოსტი #61


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


თემა დაიხურა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Moder_*
პოსტი Feb 8 2008, 21:19
პოსტი #62





Guests






თემა იხურება თემის ავტორის თხოვნით თუმცა არქივში არ გადამაქვს რადგან შეიძლება ბევრს გამოადგეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
5 გვერდი V  « < 3 4 5
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th November 2019 - 4:09
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank