გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


8 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Closed Topic Start new topic
 Jobs/internship/master programmes, doctorate programme local and international conferences
 
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 18 2008, 1:39
პოსტი #14


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


კონკურსი იმ პირთათვის რომელთაც სურთ გააგრძელონ სწავლა დოქტურანტურაში (PHD - პროგრამის განხრით)


ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ-იორკი) და ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” აცხადებს


დამატებითი სტიპენდიების კონკურსს 2008-2009


http://www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas


პროგრამის მიზანია საშუალება მისცეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სადოქტორო ხარისხის (Ph.D) მაძიებლებს მოიპოვონ დამატებითი ფინანსური დახმარება.

პროგრამა დააფინანსებს განმცხადებლებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ დასავლეთ ევროპის, შუა/ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიის, ავსტრალიის და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.

სტიპენდიაზე განაცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სადოქტორო პროგრამაზე (Ph.D).

განმცხადებლებს სტიპენდიების მოთხოვნა შეუძლიათ შემდეგ შემთხვევებში:


1. სწავლების გადასახადი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანხის 50%.


2. საცხოვრებელი თანხა - განმცხადებლებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლების თანხა დაფინასების სხვა წყაროებიდან უფლება აქვთ მოითხოვონ ცხოვრებისა და ბინის თანხები.


3. სხვადასხვა – განმცხადებლებს, რომლებმაც მოიპოვეს ყველა საჭირო დაფინანსება, გარდა მგზავრობის, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა - უფლება აქვთ მოითხოვონ დაფინანსება ზემოაღნიშნული პუნქტების დასაფინანსებლად.


განაცხადების მიღების ბოლო ვადებია:

აშშ, აზია, ავსტრალია - 2 აპრილი, 2008 წელი


დასავლეთი ევროპა და შუა/ახლო აღმოსავლეთი – 4 ივნისი, 2008 წელი


დაწვრილებითი ინფორმაციისა და კონსულტაციებისათვის მიმართეთ ფონდ “საერთაშორისო განათლების ცენტრს”.



სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან:

http://www.cie.ge/?i=8&l=2&i2=469



გისურვებთ წარმატებებს,
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mad Guy
პოსტი Feb 18 2008, 14:56
პოსტი #15


....
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,190
რეგისტრ.: 6-December 07
მდებარეობა: MAGLIVI ;)
წევრი №: 848
კურსი:3


კარგი რაღაცეები...

გული მიგრძნობს ეს თემა მიიპინება default.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 18 2008, 17:48
პოსტი #16


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ციტატა(Mad Guy @ Feb 18 2008, 15:14) *
კარგი რაღაცეები...გული მიგრძნობს ეს თემა მიიპინება default.gif
რომელ მიპივანზე არის საუბარი როცა ინტერესი არის 0. მაგრამ ვინც წაიკითხავს ნამდვილად კარგი იქნება მისთვის.ს
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 18 2008, 17:54
პოსტი #17


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


Netherlands Fellowship Programs, administered by the Netherlands Organization for International Cooperation in Higher Education (Nuffic), makes available fellowships for:

** Master degree programs starting in fall 2008, and
** Short courses of various duration starting in spring 2008 (please note: this in an announcement for the courses of "C" category).

Both Master programs and short courses are targeted at mid-career professionals employed and nominated by an organization relevant for Georgia's development.

Master programs and short courses (see below) are provided by different Dutch institutions that must admit the candidate before s/he can apply to NFP. List of institutions and courses/programs can be found in the enclosed brochure.

Those applicants who have been admitted to the course by the relevant institution should submit fellowship application along with the following supporting documents to the Embassy of the Kingdom of the Netherlands in Tbilisi:

** Admission letter from the Dutch institution
** Filled out application form for short course or Master's program (see attached file)
** Employer's statement supporting the applicant (according to the instructions detailed in the application form)
** Copy of the applicant's passport
** Official results of either TOEFL (213 computer-based) or IELTS (6.0). This is not required from the applicants whose degree is in English or who obtained their degree from an English-taught program
** Copies of diplomas and educational records
** CV.

Deadline for applying at the Embassy is Monday, 3 March 2008, 17:00. Please note that the deadline of the course providers is usually one month earlier than the Embassy deadline.

Address:

Embassy of the Kingdom of the Netherlands
Sheraton Metechi Palace Hotel
20 Telavi Street, Tbilisi
Tel: 276 200

Master's programs are offered in the following fields:

** Agriculture, forestry and fishery
** Architecture and town planning
** Arts and Humanities
** Business administration and management
** Education and teacher training
** Engineering
** Environmental science
** Law
** Mass communication and information science
** Mathematics and computer science
** Medical and health sciences
** Natural sciences
** Service, Tourism and Leisure
** Social and behavioral sciences.

Short courses are offered in the following fields:

** Agriculture, forestry and fishery
** Architecture and town planning
** Business administration and management
** Education and teacher training
** Engineering
** Environmental science
** Law
** Mass communication and information science
** Medical and health sciences
** Natural sciences
** Social and behavioral sciences
** Transport and communications

Full information about the NFP 2008 is available at this website:

www.nuffic.nl/nederlandse-organisaties/services/capacity-building/nfp

and in the enclosed NFP 2008 brochure.

Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 19 2008, 10:50
პოსტი #18


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


დღეს დღეობით სამსახურის მაძიებელ სტუდენტებს ყოველთვის ექმნებათ პრობლემა იმ მოთხოვნებისადმი და დოკუმენტებისადმი, რომელთაც თხოვს დამსაქმებელი ორგანიზაცია, კერძოდ მოტივაციის წერილი და ე.წ CV, ასევე გასაუბრების დროს ეთიკის დაცვის პრინციპი.


როგორ დავწეროთ რეზიუმე (CV)

ზოგადი რჩევები:
სახელი და ყველა კატეგორია/ქვეკატეგორია (განათლება, მუშაობის გამოცდილება ...) გამოყავით მუქად.
არ ჩართოთ რეზიუმეში სურათი თუკი ამას დამსაქმებელი არ ითხოვს.
არ გამოიყენოთ ისეთი არაფრის მთქმელი ფრაზები როგორიცაა: ”მაქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა”, ”ვარ თავდაჯერებული”, ”მავს როგორც გუნდში ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი”; რეზიუმე უნდა შეიცავდეც ფაქტებს და არა შეფასებებს!
დააკეთეთ რეზიუმე PDF ფორმატში (თუკი ვაკანსიის მოთხოვნებში არაა დაკონკრეტებული რეზიუმეს ფორმატი).
Adobe Acrobat Professional შეგიძლიათ გადმოიწეროთ საიტიდან: Gol.ge

რეზიუმეს რამდენიმე შაბლონი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩვენი საიტიდან:
შაბლონი 1
შაბლონი 2
შაბლონი 3

ქვემოთ მოყვანილ საიტებზე შეძლებთ იპოვოთ თქვენი პროფესიის შესაბამისი რეზიუმეს ნიმუში:

Resumetemplates.org
Microsoft.com





მოტივაციის წერილი

არ დაწეოროთ ის ბიოგრაფიის სტილში! (დავიბადე ქალაქ თბილისში და და ა.შ).
არ დაწეროთ ზედმეტი ინფორმაცია! (რაც არ ეხება ვაკანსიას რომლის დაკავებაც გინდათ).
შეეცადეთ არ გადააჭარბთ ერთ გვერდს!
გახსოვდეთ, რომ მოტივაციის წერილის მთავარი მიზანია მიგიწვიონ გასაუბრებაზე.


რიცხვი

ბატონ/ქალბატონ ...
კომპანიის სახელი
კომპანიის მისამართი
კომპანიის იმეილი


(პატივცემულო) ბატონო/ქალბატონო ...


რატომ წერთ? (რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით).
მოკლედ ახენით თუ რატომ გინდათ ამ ვაკანსიის დაკავება.
რა გამოცდილებას ფლობთ თქვენ და როგორ შეესაბამება თქვენი გამოცდილება/ცოდნა, ვაკანსიის მოთხოვნებს.
თხოვეთ მიგიწვიონ გასაუბრებაზე, რათა უფრო დეტალურად გააცნოთ თქვენი ცოდნა/გამოცდილება ...

პატივისცემით,

თქვენი სახელი,
თქვენი მისამართი (მიუთითეთ ინდექსი),
თქვენი ტელეფონი (მიუთითეთ კოდი),
თქვენი ელ-ფოსტა,

თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი
(რეზიუმე, დიპლომი, ფოტოსურათი, სერთიპიკატი ...)


მოტივაციის წერილის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ჩამოთვლილ საიტებზე:

Microsoft.com

Srochno.ua

Csuchico.edu





გასაუბრება
გასაუბრებაზე წასვლის წინ შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ: დეტალურად დაათვალიერეთ კომპანიის ვებ გვერდი (თუკი ის არსებობს). შეეცადეთ გაიგოთ ვინ არიან კომპანიის ძირითადი მომხმარებლები და კონკურენტები.
არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა, (გაუბედავი ადამიანის სამსახურში აყვანით არავინაა დაინტერესებული) უკეთესია გასაუბრებამდე მოიფიქროთ კითხვები.
არ დააგვიანოთ გასაუბრებაზე, მაგრამ არ მიხვიდეთ არც ნახევარი საათით ადრე. აჩვენეთ რომ აფასებთ საკუთარ დროს და ამავე დროს პუნქტუალური ხართ, მიდით 5-10 წუთით ადრე.
იყავით აქტიური მსმენელი.

ძირითადი კითხვები გასაუბრების დროს:
მომიყევით თქვენს შესახებ.
რჩევა: გასაუბრებამდე ჩამოაყალიბეთ დაახლოებით 100-150 სიტყვიანი პასუხი. (გაითვალიწინეთ რომ დამსაქმებელს წაკითხული აქვს თქვენი რეზიუმე და უკეთესი იქნება სხვა სიტყვებით გასცეთ პასუხი). არ დაიწყოთ თქვენი სახელით და გვარით. (მე ვარ ...)
სად წარმოგიდგენიათ თავი ერთი/რამდენიმე წლის შემდეგ?
რა მიზნები გაქვთ უახლოესი 5/რამდენიმე წლის გამმავლობაში?
რა გზებით აპირებთ თქვენი მიზნების მიღწევას?
მოსალოდნელი/დამაკმაყოფილებელი ხელფასი.
რატომ უნდა დაგიქირავოთ?
რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?
რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
თუ იცით რა მოვალეობები გექნებათ თუკი მოცემულ ვაკანსიას დაიკავებთ?

ცხადია ყველა კომპანიას განსხვავებული მიდგომა აქვს გასაუბრებასთან მიმართებაში. ზემოთ ჩამოთვლილია ძირითადი სავარაუდო კითხვები, რომლების ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება დაუსვან. გასაუბრებამდე შეადგინეთ თქვენი პროფესიის შესაბამისი კითხვები და შეეცადეთ პასუხი გასცეთ მათ.

საინტერესო ინფორმაცია გასაუბრების შესახებ შეგიძლიათ იპოვოთ ქვემოთ მოყვანილ საიტებზე.

Geekinterview.com
13691 შეკითხვა და 30707 კომენტარი სხვადასხვა პროფესიის მიხედვით.

Job-interview.net

Job.ukr.net

Rabotka.ru

Jobportal.com




გისურვებთ წარმატებას პროფესიულ ცხოვრებაში!
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 19 2008, 13:20
პოსტი #19


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


FOREX ტრენინგ ცენტრი აცხადებს ტრენინგებს სხვადასხვა სფეროში:

1. მსოფლიო სავალუტო ბაზრისათვის ტრეიდერად მომზადება

ტრენინგის პროგრამა:

** შესავალი;
** ფუნდამენტური ანალიზი;
** ტექნიკური ანალიზი;
** ფსიქოლოგია;
** რისკების მენეჯმენტი.

კურსის ხანგძლივობა: 4 კვირა; კვირაში 3-ჯერ, დღეში 2 საათი; შუალედში შესვენება ყავით.

ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი.

დასაწყისი: 18:30 სთ.

ფასი 200 ლარი.

ტრენინგებს ატარებენ გამოცდილი ტრენერები გიგი მუმლაძე და მერაბ ბარამიძე.

2. ბანკებისა და კომპანიების საფინანსო მენეჯერად მომზადება

ტრენინგის პროგრამა:

** საფინანსო მენეჯმენტის პრინციპები;
** საფინანსო მდგომარეობის ანალიზი;
** საბრუნავი საშუალების მართვა;
** საინვესტიციო საქმიანობის პრინციპები;
** კაპიტალის მოზიდვის პრინციპები;
** აქტივების და ვალდებულებების მართვა;
** საფინანსო რისკები;
** კაპიტალის სტრუქტურის ძირითადი ასპექტიები;
** კომპანიის (ბიზნესის) ღირებულების დადგენა;
** მმართველობითი აღრიცხვის პრინციპები;
** ბანკის ბალანსის ანალიზი;
** ბანკის ფინანსური მდგომარეობის კოეფიციენტური ანალიზი;
** ბანკის საფინანსო რისკების მართვა;
** აუდიტის პრინციპები და ანალიზი.

კურსის ხანგძლივობა: 4 კვირა; კვირაში 3-ჯერ; დღეში 2-სთ; შუალედში შესვენება ყავით.

ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

დასაწყისი: 18:30 სთ.

ფასი: 300 ლარი.

ტრენინგს ატარებს წარმატებული ბანკების ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

3. საერთაშორისო საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპები, საფუძვლები, და მისი ანალიზი ჰარვარდის უნივერსიტეტის მოკლე კურსის მიხედვით

ტრენინგის პროგრამა:

** საბუღალტრო აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
** ბალანსი;
** საბუღალტრო ტრანზაქციები. ცვლილებები ბალანსში;
** საბუღალტრო ანაგარიშები. საბუღალტრო ჩანაწერების სისტემა;
** ფულადი საშუალებები და შემოსავლები;
** ხარჯების აღრიცხვა მოგება-ზარალის ანგარიში;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგები. პროდუქციის (მომსახურეობის ) თვითღირებულება;
** ძირითადი საშუალებები და ამორტიზაცია;
** ვალდებულებები და კაპიტალები;
** საფინანსო ანგარიშების ანალიზი;
** ბალანსების კონსოლიდაცია.

კურსის ხანგძლივობა: 3 კვირა; კვირაში 3-ჯერ; დღეში 2-სთ; შუალედში შესვენება ყავით.

ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

დასაწყისი: 18:30 სთ.

ფასი: 200 ლარი.

ტრენინგს ატარებენ სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ადაპტირებული პროგრამის სერტიფიკატის ფლობელი თამარ გოგოლაძე და წარმატებული ფინანსური მენეჯერი ლია ბაყაშვილი.

4. საკრედიტო მენეჯერად მომზადება

ტრენინგის პროგრამა:

** დაკრედიტების მენეჯმენტი;
** ფულის ღირებულება დროის პერიოდში;
** ბიზნეს-გეგმის (საინვესტიციო პროექტის) ანალიზი და შეფასება;
** სასესხო გარანტების ფორმები;
** მსესხებლის საფინანსო მდგომარეობა და კრედიტუნარიანობის დადგენა;
** დაფინანსების ალტერნატიული ფორმები (ლიზინგის, ფაქტორინგი);
** ექსპორტ-იმპორტის დაკრედიტება;
** საკრედიტო და საფინანსო რისკების ურთიერთზემოქმედება;
** სესხის უზრუნველყოფის შეფასების პრინციპები;
** სასესხო ოპერაციების საფინანსო პარამეტრები.

კურსის ხანგძლივობა: 3 კვირა; კვირაში 3-ჯერ; დღეში 2-სთ; შუალედში შესვენება ყავით.

ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

დასაწყისი: 18:30 სთ.

ფასი: 300 ლარი.

ტრენინგს ატარებს წარმატებული ბანკების ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

5. პრაქტიკული მარკეტინგი

ტრენინგის პროგრამა:

** მარკეტინგის საფუძვლები, არსი და გამოყენების სფეროები.
** მარკეტინგული პროგრამების მართვის პრინციპები.
** მარკეტინგული სტრატეგიები.
** ბაზრის სეგმენტირება.
** საქონლის ტიპები და ფასები.
** კონკურენციის პრინციპები.
** სავაჭრო მარკების და ბრენდბის ღირებულების შეფასება.
** ფასწარმოქმნის პრინციპები და ფასების ელასტიურობა.
** პოზიციონირების პრინციპები და მარკეტინგული დიაგნოსტიკის განხორციელება.
** მარკეტინგული გამოკვლევების მეთოდები.
** პრაქტიკული მარკეტინგული კეისების განხილვა.

კურსის ხანგძლივობა: 4 კვირა; კვირაში 3-ჯერ; დღეში 2-სთ; შუალედში შესვენება ყავით.

ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

დასაწყისი: 18:30 სთ.

ფასი: 300 ლარი.

ტრენინგს ატარებს წარმატებული მარკეტინგის ექსპერტი ლიკა მეტონიძე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველ დღე 12.00 სთ-დან 20.00 სთ-მდე.

ტრენინგებში მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს!

ტელ: (995 32) 988 377, 335 179, 334 729
ელ.ფოსტა: info@forex.org.ge
www.forex.org.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 19 2008, 13:31
პოსტი #20


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ესტონეთის მთავრობის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისათვის (for master and doctoral studies)


ესტონეთის მთავრობა 2008-2009 სასწავლო წლისათვის გამოყოფს 2 სტიპენდიას
ქართველი სტუდენტებისათვის:
* სამაგისტრო სწავლების სტიპენდია
* სადოქტორო სწავლების სტიპენდია

ხანგრძლივობა
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 1-დან 10 თვემდე, 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის ივლისამდე.


დაფინანსება

ესტონეთის მხარე ყოველთვიურად უზრუნველყოფს:

* მაგისტრატურის სტუდენტებს - 4500 ესტონური კრონით (მოიცავს 1200 კრონას საცხოვრებლის ხარჯების დასაფარავად);

* სადოქტორო სწავლების სტუდენტებს - 6000 ესტონური კრონით (მოიცავს 1200 კრონას საცხოვრებლის ხარჯების დასაფარავად);
მგზავრობის ხარჯებს ფარავენ თვითონ კანდიდატები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.smartestonia.ee ან http://www.smartestonia.ee/index.php?page=365
ასევე სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ ინსტიტუტებთან დაკავშირების შედეგად დამოუკიდებლად უნდა მოიპოვონ მოწვევის ან რეკომენდაციის წერილი ესტონეთის მიმღები ინსტიტუტიდან და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:


შემდეგი საბუთები:

o განცხადება (განცხადების ფორმას მიიღებთ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში);

o ქართულ ენაზე შევსებული ანკეტა 10 ეგზემპლიარად (ანკეტის ფორმას
მიიღებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში);

o ორი ფოტოსურათი;

o ინგლისურ ენაზე შევსებული ანკეტა (ანკეტის ფორმას მიიღებთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში);

o დიპლომის ასლი ან ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და
ნიშნების ფურცელი (კანდიდატს არ უნდა ჰყავდეს დამაკმაყოფილებელი
ნიშანი ან შესაბამისი შეფასება (ქულა/კრედიტი);

o სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან (ქართულ და ინგლისურ ენაზე);

o მოწვევის ან რეკომენდაციის წერილი ესტონეთის მიმღები ინსტიტუტიდან
(წერილი კანდიდატმა უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლად შემდეგ ვებ-
გვერდზე მითითებულ ინსტიტუტებთან დაკავშირების შედეგად
http://www.smartestonia.ee/index.php?page=365

o რეზიუმე (CV) ინგლისურ და ქართულ ენაზე;

o დეტალური სასწავლო პროგრამა (ინგლისურ ენაზე, არჩეული უმაღლესი
სასწავლებლისა და სასწავლო პროგრამის მითითებით);

o მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე).


საპპლიკაციო ფორმების მისაღებად ეწვიეთ ვებ საიტს:

http://www.mes.gov.ge/index.php?module=mul...id=3&id=480

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში შემდეგ ტელეფონზე: 95 70 10 შიდა: 105

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 1 აპრილი 17:00
საბუთები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის 52, ოთახი 209

good luck!
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 19 2008, 14:30
პოსტი #21


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ავსტრიის სავაჭრო პალატა - ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერის ინსტიტუტი, საერთაშორისო Knowhow-Transfer (WIFI-IKT) გთავაზობთ პროგრამას ბიზნეს ურთიერთობები საქართველო-ავსტრია.

პროგრამა ითვალისწინებს ორ ეტაპს:

** სასწავლო პროგრამა - "საერთაშორისო მენეჯმენტი და მარკეტინგი";
** ბიზნესმენთა ჯგუფის საქმიანი ვიზიტი ავსტრიაში, რომლის მიზანია ქართველ და ავსტრიელ მეწარმეთა შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება.

1. სასწავლო პროგრამა: მენეჯმენტის სერტიფიცირებული სასწავლო კურსი - "საერთაშორისო მენეჯმენტი და მარკეტინგი".

სემინარი მენეჯმენტის სფეროში: 9 დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი, ხანგრძლივობა 72 საათი; ტრენინგების ჩატარების ადგილი: თბილისი-ერევანი.

კურსი მოიცავს საკითხებს მენეჯმენტის შემდეგი სფეროებიდან:

** ლოგისტიკა;
** ფინანსური ადმინისტრირება
** ექსპორტ მარკეტინგი.

ლექციებს წაიკითხავენ ავსტრიელი მენეჯერები გერმანულ ენაზე, რომელიც ითარგმნება რუსულად/ქართულად. სწავლებას უშუალო შეხება ექნება პრაქტიკასთან.

მენეჯერის დიპლომი: სემინარის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირებული გამოცდა; გამოცდას ჩაატარებს ავსტრიელი ექსპერტი; დიპლომების საზეიმო გადაცემა მოხდება ვენაში.

2. საქმიანი ვიზიტი ავსტრიაში: პროგრამის მიზანია ქართველ და ავსტრიელ მეწარმეთა შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ავსტრიის სავაჭრო პალატა ვენასა და ავსტრიის სხვა ქალაქებში აწყობს ინდივიდუალურ ბიზნეს შეხვედრებს ქართველ ბიზნესმენთა ინტერესთა გათვალისწინებით; ავსტრიული საწარმოების დათვალიერება; ავსტრიის სავაჭრო პალატა ასევე უზრუნველყოფს ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას ვენაში, ავსტრიის სავაჭრო პალატაში.

მომსახურება:

1. მენეჯმენტის სასწავლო კურსი:

** კონსპექტები რუსულ ენაზე;
** სემინარის სასმელები (ყავა და მინერალური წყალი);
** სადილი;
** თარგმანი კურსის მსვლელობისას.

2. მენეჯერის დიპლომი ავსტრიის სავაჭრო პალატაში: გამოცდაზე მიღებული დადებითი შედეგის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს WIFI-ს (www.wifi.at) დიპლომს.

3. ვიზიტი სომხეთში (ერევანში) ტრენინგებზე:

** ტრანსპორტირება თბილისი-ერევანი-თბილისი;
** ღამისთევა სამვარსკვლავიან სასტუმროში (ორადგილიანი ნომრები);
** ორჯერადი კვება.

4. ვიზიტი ავსტრიაში:

** ვიზის მიღების ორგანიზება;
** 6 ღამე ოთხვარსკვლავიან სასტუმროში (ორადგილიანი ნომრები);
** ავსტრიაში ყოფნის პერიოდში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
** კულტურული ღონისძიებები გიდის თანხლებით;
** ექსკურსია ვენაში;
** დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი და ვახშამი ვენაში;
** ბიზნეს-შეხვედერების ორგანიზება ავსტრიის ფირმებისა და საწარმოების წარმომადგენლებთან;
** ავსტრიული საწარმოების დათვალიერება;
** სამედიცინო და უბედური შემთხვევის დაზღვევა ავსტრიაში.

საქმიანი ვიზიტი ავსტრიაში: 2008 წლის 22-28 სექტემბერი.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2008 წლის 22 თებერვალი.

პროგრამა ფასიანია. პროგრამის 60%-ს აფინანსებს ავსტრიის სავაჭრო პალატა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

პროგრამის ადმინისტრირების ოფიციალური განმხორციელებელი საქართველოში - შპს "საგა"
ტელ: (+995 32) 22 46 81, 899 45 17 69
მის: თბილისი, ი. აბაშიძის 22, I სართული, ბინა 17
ელ. ფოსტა: office@saga.ge
www.wifi.at/ikt/en/absolventensuche_liste.asp
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 19 2008, 20:53
პოსტი #22


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ამერიკის შეერთებული შტატებში წამსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ.
ინფორმაცია აშშ-ში სწავლასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის მოთხოვნებთან და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ მოცემულ ტექსტში ყველა ის პროცედურა რომელიც უნდა გაიაროს იმ პირმა რომელსაც სურს ისწავლოს ან სწავლა გააგრძელოს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებზე (BBA, MBA, PHD)



1. აშშ-ს უნივერსიტეტების ტიპები:


ამერიკის განათლების სისტემა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მისი კარგად ცოდნა აუცილებელია სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლება ძირითადად ორწლიანია ან ოთხწლიანი.

ორწლიანი კოლეჯების, რომლებსაც ხშირად ადგილობრივ (community) კოლეჯებსაც უწოდებენ, დანიშნულებაა მაღალპროფესიული კადრების მომზადება. ამ კოლეჯებში ჩარიცხვის კრიტერიუმები გარკვეულწილად მარტივია და სწავლის ღირებულებაც - შედარებით ხელმისაწვდომი. კურსდამთავრებულებს ეძლევათ სხვადასხვა სერტიფიკატი და ენიჭებათ არასრული ბაკალავრის წოდება. ამგვარ კოლეჯებს არა აქვთ უფლება მოამზადონ მაგისტრები და ხარისხის მაძიებლები. პრაქტიკულად, ორწლიან კოლეჯებს უკავიათ ნიშა - სკოლასა და უნივერსიტეტს შორის.

ოთხწლიანი კოლეჯების დიდი ნაწილი სტუდენტებს სთავაზობს სპეციალობების ფართო სპექტრს, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის/ასპირანტურის დონეზე და ამიტომ ხშირად იწოდებიან უნივერსიტეტებად. ასეთი უნივერსიტეტები სტრუქტურულად შეიძლება შედგებოდეს რამოდენიმე კამპუსისგან (campus) და ადმინისტრაციულად ჰქონდეს სხვადასხვა სამეცნიერო-სასწავლო ერთეული (კოლეჯი, სკოლა, ცენტრი).

აშშ-ში არსებობს სახელმწიფო და კერძო ტიპის უნივერსიტეტები, რომელთა შორის სხვაობა ფედერალურ დაქვემდებარებასა და დაფინანსების წყაროებშია.

სახელმწიფო უნივერსიტეტები ფინანსდება რომელიმე კონკრეტული შტატის ბიუჯეტიდან, რის გამოც სწავლის გადასახადი შედარებით დაბალია, მაშინ, როდესაც კერძო უნივერსიტეტები ძირითადად არსებობენ შემოწირულობების, მაღალი სასწავლო გადასახადებისა და სამეცნიერო გრანტების ხარჯზე.

ამერიკის უნივერსიტეტების რეიტინგი, ჩვეულებრივ, პირდაპირ კავშირშია უნივერსიტეტში სწავლის ხარისხთან და ღირებულებასთან. პრესტიჟული უნივერსიტეტები შემსვლელთათვის აწესებენ მაღალ გამსვლელ კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობენ განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვას. ასევე დიდი ყურადღება ექცევა სტანდარტების დონის შენარჩუნებას. ასეთი უნივერსიტეტები საკმაოდ მკაცრად ცხრილავენ შედარებით წარუმატებელ სტუდენტებს, რის გამოც, ძალიან მაღალია სტრესი სწავლის პროცესში.

ამიტომ, უნივერსიტეტის შერჩევისას, განსაკუთრებით ეცადეთ, რაც შეიძლება სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები.


2. სტანდარტული ტესტები ჩარიცხვისათვის:


ამრიკაში გამოიყენება ცენტრალიზებული ტესტირების სისტემა, რომლის მართვა ხდება პრინსტონიდან. ETS-ს ოფისები განლაგებულია მსოფლიოს ყველა რეგიონში და აწარმოებენ ტესტების ადმინისტრირებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ძირითადად ჩასაბარებელი იქნება შემდეგი ტესტები:

TOEFL – Test of English as a Foreign Language – ამ ტესტის ჩაბარება სავალდებულოა ყველა აპლიკანტისთვის.
SAT- Scholastic Assessment Test
SAT I: Reasoning Test - ამ ტესტის ჩაბარება სავალდებულოა ბაკალავრის ხარისხის მაძიებლებისთვის.
SAT II: Subject Tests -ის ჩაბარება ყევლა უნივერსიტეტის მიერ არ მოითხოვება.
GRE - Graduate Record Examination - ამ ტესტს აბარებენ ტექნიკური სპეციალობის ასპირანტები და ბაკალავრები.
GRE Subject ტესტების ჩაბარება სავალდებულო არ არის, მაგრამ ხშირად მიზანშეწონილია, თუ დარწმუნებულები ხართ, რომ მიიღებთ მაღალ შედეგს.
GMAT - Graduate Management Admission Test - ტესტები ბარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – მენეჯმენტის განხრით მაგისტრატურაში ან ასპირანტურაში (Ph.D) სწავლის გასაგრძელებლად.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა ტესტების შესახებ:

აუცილებლად ივარჯიშეთ ტესტებში. სტანდარტული ტესტების ჩაბარება გარკვეულ ვარჯიშსა და გაწაფვას მოითხოვს.
ტესტის ქულებს უნივერსიტეტები დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიც თქვენს ცოდნას აფასებს სხვა აპლიკანტებთან შედარებით.
ბოლო წლებში ენობრივი პრობლემების გაზრდის გამო, TOEFL-ის შედეგებს მეტი ყურადღება ექცევა.
შეეცადეთ მაქსიმალურად სწორად მიუთითოთ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტომატურად უნდა გაეგზავნოს ტესტების შედეგები. ნუ დატოვებთ შეუვსებელს უნივერსიტეტების გრაფებს. უნივერსიტეტებში ნიშნების დამატებით გაგზავნა ფასიანია.
აუცილებლად თქვენც გქონდეთ ტესტის შედეგები და მისი ასლი დაურთეთ ყველა აპლიკაციას.
თბილისში ტესტები ბარდება შემდეგ მისამართზე:

American Councils, Computer-Based Testing Center
არაყიშვილის 2.
ტელ: (995 32) 29-21-06
ფაქსი: (995 32) 29-26-76
accels@access.sanet.ge


3. აპლიკაციის ვადები


ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების პერიოდი არ არსებობს

საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ს უნივერსიტეტებში აპლიკაციის გაგზავნა შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერ დროს. აპლიკაციის გაგზავნის ვადებს ყველა უნივერსიტეტი ინდივიდუალურად ადგენს. სწავლა ჩვეულებრივ იწყება სექტემბრიდან, თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლა შეიძლება დაიწყოს გაზაფხულიდან (თებერვლიდან), ასევე თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ საზაფხულო კურსები.

ყველაზე მეტად გავრცელებულია სწავლის დაწყება სექტემბრიდან. თუ თქვენც გსურთ, სწავლას სექტემბრიდან შეუდგეთ, საბუთების შეგროვებასა და დაგზავნაზე ზრუნვა ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოთ. სექტემბრის პირველი რიცხვებიდან უნივერსიტეტები აახლებენ სააპლიკაციო საიტებს, აპლიკაციის ფორმებს, ბროშურებს, კატალოგებს და იწყება სააპლიკაციო პროცესის ერთწლიანი მარათონი. წამყვანი უნივერსიტეტები ამას კიდევ უფრო ადრე - ზაფხულში აკეთებენ. ამიტომ, რაც უფრო ადრე ჩაებმებით ამ მარათონში, მით უფრო მაღალია თქვენი უმაღლესში მოხვედრის შანსი. უნივერსიტეტების უმეტესობა საბუთების მიღებას თებერვლის ბოლომდე აწარმოებს.

ვთქვათ პრინსტონი, ჰარვარდი, იელი და სხვა, საბუთების მიღებას უკვე დეკემბრის ბოლოს ასრულებენ. ამის გარდა, ამ უნივერსიტეტებს აქვთ ადრეული ჩარიცხვა (Early Decision Application), რაც მათ უფლებას აძლევთ ყველაზე ნიჭიერი სტუდენტებით შეავსონ ჩარიცხულთა პირველი ნაკადი. Early Decision აპლიკაციების მიღება მთავრდება ოქტომბრის ბოლოს.

არ არის აუცილებელი, რომ თქვენი აპლიკაციის პაკეტი ერთდროულად მოხვდეს უნივერსიტეტში. ჩვეულებრივად, სტანდარტული ტესტების ქულები, სარეკომენდაციო წერილები და სხვა დოკუმენტები უნივერსიტეტში დამოუკიდებლად იგზავნება. თქვენი, როგორც აპლიკანტის მოვალეობაა, ყველა აუცილებელი საბუთი უნივერსიტეტის მიმღებ ოფისში თითქმის ერთდროულად მოხვდეს. მიმღები ოფისის თანამშრომლები თქვენს ყველა საბუთს თავს მოუყრიან ერთ ფაილში და შეინახავენ ციფრულ ფორმატში. აპლიკაციის თარიღად ითვლება ინტერნეტზე სააპლიკაციო ფორმის შევსების ან მისი ფოსტით მიღების დღე.

ხშირად, დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, უნივერსიტეტები აპლიკანტებს უგზავნიან წერილებს. ყურადღება მიაქციეთ ამ წერილებს და სწრაფად გაეცით პასუხი. პასუხის დაგვიანება ნიშნავს, რომ თქვენ აღარ ხართ დაინტერესებული ამ უნივერსიტეტში მოხვედრით და თქვენი აპლიკაცია აღარ განიხილება.


4. აპლიკაციის ფორმები

აპლიკაციის პროცესი არის ამერიკის უნივერსიტეტებთან დაკავშირებისა და თქვენი პირადობის წარდგენის მეტად მნიშვნელოვანი პროცედურა, რომელიც უნივერსიტეტების მიერ განსაზღვრული აპლიკაციის წესების ზუსტ და დეტალურ შესრულებას მოითხოვს. გახსოვდეთ, თქვენი ვალდებულებაა, დაიცვათ და შეასრულოთ ყველა აუცილებელი მოთხოვნა. გაამახვილეთ ყურადღება დამატებით ინფორმაციაზე. სათანადოდ წარმოაჩინეთ საკუთარი თავი, რათა უნივერსიტეტი დაინტერესდეს. ხშირად არასავალდებულო ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მიეხმარეთ უნივერსიტეტს, თქვენში ის გამორჩეული თვისებები დაინახოს, რომლის შესახებაც მხოლოდ თქვენ და თქვენმა ახლობლებმა იციან.

მეტნაკლებად, ყველა უნივერსიტეტი აპლიკანტისგან ითხოვს შემდეგ აუცილებელ საბუთებს:

სააპლიკაციო ფორმები;
სტანდარტული ტესტების შედეგები, გამოცდების შედეგები. ამერიკის უნივერსიტეტები ითხოვენ შემდეგი გამოცდების შედეგებს: SAT (ბაკალავრებისთვის), GRE , Subject GRE, GMAT (მაგისტრებისა და ასპირანტებისთვის), TOEFL (უცხოელი სტუდენტებისთვის);
ნიშნების ფურცელი (Transcript) და დიპლომის ასლი და თარგმანი;
ესსე (Essay);
ფინანსური ფორმები და საბუთები;
რეკომენდაციის წერილები (აუცილებელია მაგისტრატურაში/ასპირანტურაში ჩასარიცხად)
დამატებითი ინფორმაციისთვის შეიძლება წარადგინოთ ნებისმიერი საბუთი, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს გამორჩეულ თვისებებს. მაგალითად:

სამეცნიერო და სასწავლო ოლიმპიადებზე, კონფერენციებზე მონაწილეობის და გამარჯვების დამადასტურებელი საბუთების ასლები და თარგმანები;
გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია და ასლები;
სიგელები;
საზოგადოებრივი აქტიურობის დამადასტურებელი საბუთები და ამ საქმიანობის დახასიათება;
პატენტების ასლები და თარგმანები.
აქ გარკვეული სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო. დიდი რაოდნობით დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით არამნიშვნელოვან მოვლენებსა და მიღწევებზე, ხშირად უარყოფითად მოქმედებს შემფასებლებზე.

ამის თავიდან ასაცილებლად, ზოგ შემთხვევაში მიზანშეწონილია საბუთებს დაურთოთ რეზიუმე. თუ თქვენი საქმიანობა და წარმატებების ნუსხა საკმაოდ დიდია და შთამბეჭდავი, შეეცადეთ რეზიუმეს სახით ჩამოთვალოთ თქვენი წარსული საქმიანობა და გამოყოთ ძირითადი მიღწევები. გახსოვდეთ, რომ რეზიუმე ავტობიოგრაფია არ არის და მის შედგენას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. რეზიუმეს შედგენისას აუცილებლად ისარგებლეთ ექსპერტის დახმარებით.

და ბოლოს - საშუალოდ ამერიკელი სტუდენტი აპლიკაციას აგზავნის 5 - 7 უნივერსიტეტში. ეს საკითხიც ყურადღებითაა გადასაწყვეტი - უნივერსიტეტები გულდასმით უნდა შეირჩეს. ბევრ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნა ერთი მხრივ ზრდის თქვენი ჩარიცხვის შანსებს, მაგრამ ამავე დროს, მოითხოვს დროსა და დამატებით რესურსებს.


5. სააპლიკაციო ფორმა

ყოველ უნივერსიტეტსა და სასწავლებელს გააჩნია თავისი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა, თავი მოუყაროს ინფორმაციას თითოეული სტუდენტის შესახებ. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, აუცილებელია, ყურადღებით ჩაიწეროს ინფორმაცია თითოეულ გამოყოფილ გრაფაში და დაერთოს მითითებული საბუთების ნუსხა. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, უმჯობესია, ინფორმაცია იყოს დაბეჭდილი ან დაწერილი გარკვევით, ბეჭდური ასოებით.

ბოლო დროს უნივერსიტეტები უპირატესობას ანიჭებენ აპლიკაციის შევსებას ინტერნეტის საშუალებით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ხარჯებს. ამიტომ, აუცილებლად შეეცადეთ, პირველ რიგში Online აპლიკაციების შევსებას. ეს თქვენთვისაც სასარგებლია, რადგან ასე დაგეზოგებათ საფოსტო გადაგზავნის ხარჯები და, ამავე დროს, დარწმუნებულები იქნებით, რომ აპლიკაციამ ადრესატამდე მიაღწია.

ყურადღებით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმები. განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმეთ თავისუფალ კითხვებს, რომელიც თქვენგან აზრის ჩამოყალიბებას მოითხოვს.

სასარგებლო რჩევა: Online აპლიკაციების შევსებისთვის ჯერ კითხვები ჩამოწერეთ და შეავსეთ დროებით ფაილში. ეს შეამცირებს აპლიკაციის შევსების დროს და შეცდომების დაშვების შესაძლებლობას.

გახსოვდეთ - ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს ორი ან მეტი აპლიკაციის ფორმის შევსებას.

აპლიკაციის ფორმების შევსებისას ქართველი სტუდენტები ხშირად უშვებენ შემდეგ შეცდომებს:

გამოტოვებულია ინფორმაცია. ზოგი გრაფა შევსებული არ არის.
თავისუფალი კითხვები არ არის სწორად გაგებული და შევსებული.
საკონტაქტო ინფრორმაციად საქართველოში მცხოვრები პიროვნების მისამართია მითითებული. საფოსტო მომსახურებაში დაგვიანებების გამო, ხშირად ხდება ინფორმაციის დაყოვნება, რაც დაუშვებელია. ამიტომ, უმჯობესია, ისარგებლოთ ინტერნეტული მისამართით, ან მიუთითოთ ამერიკაში თქვენი ახლობლის მისამართი.
თუ უნივერსიტეტი მოითხოვს რამდენიმე ფორმას, ხშირია ზოგიერთი აუცილებელი ფორმის საერთოდ არშევსების შემთხვევები.
სტუდენტები ხშირად არ ურთავენ ფინანსურ ინფორმაციას, ან არ ავსებენ შესაბამის გრაფას.
ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს "Application Fee Waver"-ის შევსებას. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ გრაფას და შეავსეთ სათანადო ინფორმაციით.
ხშირად უყურადღებოდ რჩება საერთო საცხოვრებლის გრაფა. ეს ძირითადად გამოწვეულია ამ საკითხის არცოდნით. შეეცადეთ, დახმარებისთვის მიმართოთ ამ საკითხში კომპეტენტურ პიროვნებას, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება. ამის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნათ, განსაკუთრებით, სწავლის პირველ სემესტრში.
ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს არასავალდებულო, დამატებით ინფორმაციას აპლიკანტისგან. ხშირად ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია და უნივერსიტეტი იყენებს დახმარების აღმოჩენის მოსაძიებლად. ყურადღება მიაქციეთ ასეთ ინფორმაციას.



6. ფინანსური დახმარება (scholarships, financial aid programmes)


ფინანსური დახმარების მიღება აშშ-ში ჩასული უცხოელი სტუდენტებისთვის საკმაოდ რთულია.

ფინანსური დახმარების უფრო დიდი შანსი ეძლევათ ასპირანტებსა და ხარისხის მაძიებლებს, ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტებს, ვინაიდან ფინანსური დახმარების მიღება ემყარება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობას. უნივერსიტეტისგან მიღებული ფინანსური დახმარება, უმეტეს შემთხვევაში, ფარავს მხოლოდ სწავლის ხარჯებს.

ბაკალავრის სტუდენეტბისათვის - Undergraduate


ფინანსური დახმარების მიღების უფრო მეტი შანსი ეძლევა სტუდენტს, რომელსაც გააჩნია:

მაღალი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი საბუთი;
სტანდარტული ტესტების (SAT, TOEFL) მაღალი ქულები;
საშუალება, რომ დაფაროს ხარჯების ნაწილი და ესაჭიროება ფინანსური დახმარება სრული საფასურის დასაფარავად;
განსაკუთრებული ნიჭი;
სარეკომენდაციო წერილები.
არსებობს ფინანსური დახმარების მიღების რამდენიმე საშუალება:

Merit Based Scholarship - დამყარებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, ფინანსური დახმარების საჭიროების მიუხედავად. სტუდენტს არ ეკისრება სამსახურეობრივი, ან თანხის დაბრუნების ვალდებულება.

Need Based Scholarship - მიიღება ფინანსური დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში და დამყარებულია აკადემიურ მოსწრებაზე.

Athletic Scholarship - ეძლევა განსაკუთრებული სპორტული მონაცემების მქონე სტუდენტებს, გარკვეული აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით.

Part-Time Campus Employment - სტუდენტს ეძლევა მუშაობის საშუალება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვირაში გარკვეული საათების განმავლობაში. ზოგიერთი სასწავლებელი მოითხოვს ასეთ მუშაობას ყველა სტუდენტისაგან და ამით განათლების საფასურს ამცირებს.

Co-Operative Programs - ასეთი პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს, რომ ისწავლონ და იმუშაონ შეთავსებით.

University Loans - სტუდენტებს ეძლევათ სესხი, რომლის დაბრუნება უნდა მოხდეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (დსთ-წევრი ქვეყნების გარდა).

Advanced Standing - თუ სტუდენტის მონაცემები განსაკუთრებულია და მიზანშეწონილად ჩაითვლება, მას ეძლევა უფლება, ჩაირიცხოს სასწავლებელში. ამასთან ერთად სტუდენტს ეძლევა ფინანსური დახმარება არა ფულადი სახით, არამედ ხდება თანხების შეკვეცა პროგრამის ხანგრძლივობის შემცირების ხარჯზე.

ბაკალავრის კურსდამთავრებულთათვის - Graduate


ფინანსური დახმარების მიღების უფრო მეტი შანსი ეძლევა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომელსაც გააჩნია:

აკადემიური მოსწრების მაღალი დონის დამადასტურებელი საბუთი;
სტანდარტული ტესტების (GRE, GMAT, TOEFL) მაღალი ქულები;
საშუალება, რომ დაფაროს ხარჯების ნაწილი და ესაჭიროება ფინანსური დახმარება სრული საფასურის დასაფარავად;
უნივერსიტეტის ძირითად კურსზე შემოთავაზებული რომელიმე საგნის სწავლების გამოცდილება, ან სწავლების გასაგრძელებლად შერჩეული სფერო;
სპეციალიზაციის, ან კვლევის ინტერესის სფერო უნივერსიტეტის არსებულ ფაკულტეტებს შორის, ან დაფინანსების კერძო წყარო;
ფინანსური დახმარების მიღება შესაძლებელია აშშ უნივერსიტეტებიდან, კერძო ფონდებიდან, აშშ მთავრობის სააგენტოებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, კერძო კომპანიებიდან და სხვ.
Scholarships - დამყარებულია აკადემიურ მოსწრებაზე. უმეტესად არ საჭიროებს თანხის უკან დაბრუნებას. ხდება სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა.

Fellowships - დამყარებულია აკადემიურ მოსწრებაზე და არ გააჩნია სწავლების, ან სამეცნიერო კვლევის აუცილებლობა. ხდება სწავლის საფასურის სრული დაფარვა და სტიპენდიის მიღება.

Grants - გაიცემა ფინანსური საჭიროებისა და მოსწრების საფუძველზე მუშაობისა და სამეცნიერო კვლევის ვალდებულების გარეშე.

Teaching Assistantships - დამყარებულია აკადემიურ კვალიფიკაციაზე. სტუდენტი ვალდებულია იმუშაოს კვირაში 15-20 საათი, წაიკითხოს ლექციები, შეასწოროს სტუდენტთა ნაწერები, უხელმძღვანელოს პრაქტიკულ მეცადინეობებს და ა.შ. ამ სამუშაოში გაიცემა ხელფასი ან სტიპენდია.

Research Assistantships - დაფუძნებულია აკადემიურ კვალიფიკაციასა და სამეცნიერო კვლევის ჩატარებაზე. სტუდენტი ასისტენტობას უწევს ფაკულტეტის თანამშრომელს სამეცნიერო კვლევაში და იღებს ხელფასს ან სტიპენდიას.

Administrative Assistantships - დამყარებულია აკადემიურ კვალიფიკაციასა და ფინანსურ საჭიროებაზე. სტუდენტი ვალდებულია იმუშაოს კვირაში 10-20 საათი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სფეროში და იღებს ხელფასს.

სხვადასხვა - ფინანსური დახმარება ფონდებიდან, სამთავრობო სააგენტოებიდან, კერძო ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან. სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება აკისრებს სტუდენტს სხვადასხვა ვალდებულებას სწავლების, მუშაობის თუ სამეცნიერო კვლევის სფეროში.


7. ნიშნების ფურცელი და დიპლომი

ამერიკის ყველა უნივერსიტეტი ითხოვს შემდეგ საბუთებს თქვენი მოსწრებების შესაფასებლად:

მაგისტრანტებისა და ასპირანტებისთვის:

უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის ასლი (ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი რექტორის ან პრორექტორის მიერ);
უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის ინგლისურენოვანი თარგმანის ასლი (მთარგმნელობითი ბიუროს ბეჭდით დამოწმებული და ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული);
უმაღლესი სასწავლებლის ნიშნების ფურცლის ასლი და თარგმანი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ამ საბუთს, რომელშიც ნათლად უნდა იყოს აღნიშნული საათების რაოდენობა.
ბაკალავრებისთვის:

საშუალო სკოლის ატესტატის ასლი და მისი თარგმანი (სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული);
საშუალო სკოლის ნიშნების ფურცლის ასლი და მისი თარგმანი (სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული). ამ საბუთს დიდი ყურადღება ექცევა. შეეცადეთ, აღნიშნოთ საათების რაოდენობა, რომელიც თქვენს მიერ შესწავლილ საგნებს დაეთმო.
ამერიკაში დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებრივ, კლასგარეშე საქმიანობას. სასურველია აპლიკაციას დაურთოთ დამატებითი ინფორმაცია:

უნივერსიტეტში და სკოლაში თქვენი საზოგადოებრივი აქტიურიბის შესახებ;
სპორტული მიღწევების შესახებ;
სამეცნიერო ან სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობისა და შედეგების შესახებ;
გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
პატენტებისა და გამოგონებების სია და საბუთების ასლები;
სტატიების ასლი საუნივერსიტეტო, სასკოლო ან სხვა გაზეთებსა და ჟურნალებში თქვენი საქმიანობის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის ინფორმაცია დიდი რაოდენობით დაგიგროვდათ, სასურველია მისი ორგანიზება რეზიუმეს სახით, სადაც თქვენ მოკლედ აღწერთ თქვენს მიღწევებს. დახმარებისთვის და რჩევისთვის მიმართეთ "კვალი"-ს ცენტრს.

გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები და ინფორმაცია კარგად უნდა ეთანხმებოდეს და ავსებდეს სხვა აუცილებელ საბუთებს:

ესსე საკუთარი თავისა და მიზნების შესახებ (უნდა იყოს ახსნილი, თუ რატომ გსურთ აშშ-ში სწავლის გაგრძელება).
სარეკომენდაციო წერილები.
ფინანსური დახმარების არსებობის დამადასტურებელი საბუთი.


8. აშშ-ს უნივერსიტეტებში ჩარიცხვა


თქვენ ჩაირიცხეთ ამერიკის უნივერსიტეტში!
გილოცავთ!
იწყება ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი

მაშ ასე, თქვენ ჩაირიცხეთ ამერიკის უნივერსიტეტში - გილოცავთ! მაგრამ ამით აპლიკაციის პროცესი არ დასრულებულა. დაისვენეთ ერთი-ორი დღე, მოიკრიფეთ აზრები და შეუდექით მზადებას. ბევრი საქმე გელით. დამთავრდა ლოდინის პერიოდი და იწყება მზადება ამერიკაში გასამგზავრებლად.

რისი გაკეთებაა ახლა საჭირო:

თუ რამოდენიმე ჩარიცხვის წერილი მიიღეთ, შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ერთი უნივერსიტეტი;
არ დაგავიწყდეთ წერილების დაგზავნა ყველა უნივერსიტეტებში, საიდანაც მიიღეთ ჩარიცხვის წერილი;
იზრუნეთ ვიზაზე;
დაუკავშირდით თქვენ მეგობრებს, ნაცნობებს და სთხოვეთ, დახმარება აღმოგიჩინონ ჩასვლის პირველ დღეებში. დახვედრა, ტრანსპორტირება და დროებითი საცხოვრებელი აუცილებლად დაგჭირდებათ;
ასპირანტები დაუკავშირდნენ თავიანთ პროფესორებს და აცნობონ ჩასვლის შესახებ;
მოიძიეთ ფინანსური დახმარება;
დაჯავშნეთ თვითმფრინავის ბილეთები;
მოამზადეთ აუცილებელი ნივთების ნუსხა და შეიძინეთ საჭირო ნივთები. გთხოვთ, ამას დიდი ყურადღება მიაქციოთ. ბევრ სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელად ცხოვრების გამოცდილება და არ იცის, თუ რა არის საჭირო საცხოვრებელი ადგილის მოსაწყობად;
აიღეთ ცნობა პოლიკლინიკიდან აცრების შესახებ (Measles, Mumps and Rubella - წითურა, ყბაყურა და წითელა). ამ ცნობის წარდგენა დაგჭირდებათ უნივერსიტეტში სამედიცინო რეგისტრაციისთვის;
გაიღრმავეთ ინგლისური ენის ცოდნა. უმაღლესში ჩარიცხვის წერილი კარგი სტიმულია ენის ცოდნის გასაღრმავებლად. გახსოვდეთ, რა კარგადაც არ უნდა იცოდეთ ენა, თუ ამერიკაში არ გიცხოვრიათ 2-3 წელი, თქვენი ცოდნა ენობრივი ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ იქნება;
შეისწავლეთ ამერიკის კულტურა, კანონმდებლობა, განათლების სისტემა. იკითხეთ ლიტერატურა ინგლისურად.


9. საერთაშორისო სტუდენტური სამსახური

უმაღლესი განათლების მიღების ზოგიერთი მსურველი ამერიკული კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის დონის განსაზღვრისას სასწავლო პროგრამების გარდა, მის მიერ გაწეულ მომსახურებას ითვალისწინებს. ამერიკის კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებს ამ მხრივ დიდი არჩევანის შემოთავაზება შეუძლიათ.

ოფისები, რომლებიც განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტების სხვადასხვა პროგრამებითა და სერვისით უზრუნველყოფისათვის, შესაძლოა დასახელებით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. (მაგალითად: საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების ოფისი, უცხოელ სტუდენტთა მომსახურება ან საერთაშორისო განათლების ცენტრი და აშ.)

ზოგადად, საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების ოფისი წარმოადგენს ადგილს, სადაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. ამერიკაში ახლადჩასულმა უცხოელმა სტუდენტმა სასურველია ჩასვლისთანავე მიაკითხოს საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების ოფისს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გასარკვევი რაიმე საკითხი. ასეთი ოფისების ფუნქციონალურ მიზანს ხომ სტუდენტთა ინფორმაციული უზრუნველყოფა წარმოადგენს.
კერძოდ:

ამერიკული კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების გაცნობა;
ინფორმაცია ამერიკის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ;
ხელსაყრელი პირობების შექმნა უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების ურთიერთგაცნობისა და დაახლოების მიზნით.
აგრეთვე საერთაშორისო მომსახურების ოფისები სთავაზობენ სტუდენტებს:

გარკვეულ პროგრამებს, რომლებიც მოიცავენ ახლადჩამოსულ სტუდენტთა სასწავლო ორიენტაციის საკითხს;
ვორკშოპებსა და სემინარებს;
საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე და მის გარეთ სამუშაოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ინფორმაციას დაზღვევის შესახებ;
ინფორმაციას სესხებისა და გრანტების შესახებ;
ინფორმაციას მოგზაურობის შესახებ (როგორც ამერიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ);
ამგვარი მომსახურების მთავარი მიზანია, დახმარება გაუწიოს უცხოელ სტუდენტებს, რათა მარტივად შეეგუონ ამერიკული ცხოვრების სტილს.

საერთაშორისო სტუდენტთა ოფისები არ ახორციელებენ აკადემიურ კონსულტაციას. ამგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აკადემიური საკონსულტაციო ოფისები, ფაკულტეტები ან ფაკულტეტის წარმომადგენლები იღებენ.

საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების ოფისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება სასწავლო წლის პირველ სემესტრში და თითოეული სემესტრის ბოლოს, როცა სტუდენტთა გარკვეული ნაწილი ამთავრებს სწავლას, ეძებს სამსახურს ან გადაწყვეტილი აქვს მოგზაურობა. საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების ზოგიერთ ოფისს პროგრამა და მომსახურება ეტაპობრივ კატეგორიებად აქვს დაყოფილი: მაგალითად, საქმიანობა ჩამოსვლამდე, ჩამოსვლის შემდგომ, ჩარიცხვის პერიოდში და დამთავრების შემდეგ.


10. მადლობის წერილი

მარტი-აპრილი-მაისი არის შეტყობინების პერიოდი, როდესაც უნივერსიტეტები იღებენ გადაწყვეტილებებს ჩარიცხვების შესახებ და აგზავნიან შეტყობინების წერილებს ყველა აპლიკანტთან - დადებითს ან უარყოფითს.

ამგვარად, მაისისთვის თქვენ უნდა მიიღოთ წერილები (ჩარიცხვის ან უარის) ყველა უნივერსიტეტისგან, რომელშიც გაიგზავნა თქვენი აპლიკაცია. წარმატებული აპლიკანტები ჩვეულებრივად იღებენ რამოდენიმე ჩარიცხვის წერილს.

თქვენ გევალებათ სწრაფად აირჩიოთ უნივერსიტეტი, რომელშიც გინდათ სწავლის გაგრძელება და გაუგზავნოთ თანხმობის წერილი მითითებულ ვადამდე. ეს თუ არ გააკეთეთ, მაშინ უნივერსიტეტი აუქმებს თქვენს აპლიკაციას.

ხშირად, ჩარიცხვის მერე დასაზუსტებელია დაფინანსების, საერთო საცხოვრებელის და სხვა დეტალები. თქვენ გექნებათ საშუალება ეს საკითხები დააზუსტოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ თანხმობის წერილი.

ამერიკის უნივერსიტეტებში ურთიერთობის ეთიკას დიდი ყურადღება ექცევა და ამ ნორმებიდან გამომდინარე, თუ არ აპირებთ შემოთავაზების მიღებას, რაც შეიძლება მალე აცნობეთ უნივერსიტეტს ამის შესახებ.

აუცილებლად უნდა გააგზავნოთ ასევე მადლობის წერილები ყველა დანარჩენ უნივერსიტეტში, რომლისგანაც მიიღეთ ჩარიცხვის წერილი, მაგრამ არ აპირებთ მათი შემოთავაზების მიღებას. ეს თავაზიანობის ჟესტი, უნივერსიტეტებს აძლევს საშუალებას უკეთ გამოიყენონ თქვენთვის გამოყოფილი ადგილი და სხვა ღირსეული კანდიდატით შეავსონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ეს თავაზიანობა დიდ სიხარულს მოუტანს რომელიმე თქვენნაირ აპლიკანტს. უარის წერილზე პასუხის გაცემა საჭირო არ არის.


11. სტუდენტური ვიზა (F, M, J ან Q ტიპის სტუდენტური ვიზები)

განაცხადი სტუდენტური ვიზების მისაღებად
F, M, J ან Q ტიპის სტუდენტური / გაცვლითი პროგრამის მონაწილეების ვიზის მიღების მსურველებს ვთხოვთ განაცხადები დროულად გააკეთოთ, უმჯობესია, I-20 ან DS-2019-ის მიღებისთანავე.

შენიშვნა: F, M, J ან Q ტიპის სტუდენტური / გაცვლითი პროგრამის მონაწილეებმა უნდა გადაიხადონ SEVIS გადასახადი (რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც “გადასახადი SEVIS I-901”) გასაუბრების დანიშნულ დღემდე. საკონსულოს ოფიცერი მიიღებს SEVIS გადასახადის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულ ვერსიას ან ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი ფორმა I-797-ის (FORM I-797), როგორც გადასახადის გადახდის დამადასტურებელ საბუთს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:

http://www.ice.gov/sevis/i901/index.htm

განმცხადებლებს შეუძლიათ დანიშნონ გასაუბრების დღე თბს ბანკის ნებისმიერ ფილიალში (მათი სამუშაო საათების განმავლობაში) შემდეგი პროცედურების ჩატარების შემდეგ:

• გადაიხადონ განაცხადის 131 აშშ დოლარის ექვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც არ ანაზღაურდება

• წარადგინონ პასპორტი (რომელიც ძალაში იქნება სულ მცირე შემდეგი 6 თვის განმავლობაში გასაუბრებაზე გასვლის დღიდან).

საფასურის გადახდის შემდეგ თბს ბანკი გასცემს ქვითარს და შესაბამის განაცხადის ფორმებს. მომდევნო სამუშაო დღეს თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით შეათანხმოთ გასაუბრების თარიღი თბს ბანკთან. გასაუბრების თარიღის შესათანხმებლად დარეკეთ თბს ბანკის შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 25-18-83 ან 22-06-61 (შიდა ნომერი 115), შეატყობინეთ მათ თქვენი სახელი და გვარი, პასპორტისა და ქვითრის ნომრები. გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ:

პასპორტი (რომელიც ვარგისიანი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში გასაუბრებაზე გასვლის დღიდან)

• თბს ბანკის მიერ გაცემული ქვითრის ორიგინალი

• სავიზო ანკეტა, DS-156 ელექტრონული ვერსია შევსებული შემდეგ ვებ-გვერდის მისამართზე: http://evisaforms.state.gov

• სავიზო ანკეტა, DS-157 ელექტრონული ვერსია შევსებული შემდეგ ვებ-გვერდის მისამართზე : http://www.state.gov/documents/organization/7769.pdf

• სავიზო ანკეტა DS-158

• 1 ფოტოსურათი 5X5 – მთლიანი სახე, თეთრ ფონზე, რომელიც სტეპლერით ან წებოთი მიმაგრებული უნდა იყოს განაცხადის ფორმაზე.

• “F” ვიზის მიღების მსურველს – ფორმა I-20A-B; “M” ვიზის მიღების მსურველს – ფორმა I-20M-N. “J” ვიზის მიღების მსურველს – შევსებული ფორმა DS-2019. ხოლო “Q” ვიზის მიღების მსურველს – ჩარიცხვის დამადასტურებელი ცნობა

• SEVIS I-901 ან ფორმა I-797.

• საჭირო ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი რაც დაადასტურებს თქვენი ან თქვენი სპონსორის ფინანსური სახსრების არსებობას.

მაგალითად:

საბანკო საგარანტიო წერილი
ბოლო 6 თვის საბანკო ანგარიშის ამონაბეჭდი
ხელფასის დამადასტურებელი ამონაწერი

• ნებისმიერი სხვა დამხმარე დოკუმენტი. მაგალითად:

დიპლომი, ნიშნების ფურცელი ან სერთიფიკატი სასწავლებლიდან, სადაც ბოლოს გისწავლიათ
ნებისმიერი სხვა საბუთი, რომლის მეშვეობით შეძლებთ დაამტკიცოთ, რომ დაბრუნდებით სამშობლოში სწავლის დამთავრების შემდეგ.
• შესაბამისი ფინანსური დოკუმენტები:

სტუდენტური/გაცვლითი პროგრამის მონაწილემ უნდა დაამტკიცოს, რომ თავად/სპონსორი არის სწავლის პირველი წლის გადამხდელუნარიანი და აგრეთვე გააჩნია შესაბამისი თანხა შემდგომი სწავლის პერიოდის დასაფინანსებლად. სტუდენტური/გაცვლითი პროგრამის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მყარი დამამტკიცებელი საბუთები:


1. საჭირო თანხა სწავლის პირველი წლის დასაფინანსებლად
და
2. მომდევნო სასწავლო პერიოდის ფინანსური გათვლა

ფინანსური მხარდაჭერის საბუთი უნდა იყოს პირადი საბანკო ანგარიშის ამონაბეჭდი. კომპანიის ანგარიშის ამონაბეჭდის წარდგენა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამ კატეგორიის ანგარიშზე არსებული თანხა პირადი მიზნისთვის არ გამოიყენება.







გისურვებთ წარმატებას,
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 20 2008, 16:51
პოსტი #23


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ლეინ კირკლენდის პროგრამა
პოლონურ -ამერიკული თავისუფლების ფონდი
(2008-2009 აკადემიური წელი)


პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი, ლეინ კირკლენდი პროგრამა აცხადებს სტიპენდიებს 2008-2009 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტიპენდია მოიცავს 2 სემესტრიან სწავლებას მაგისტრის ხარისხის მფლობელთათვის და ასევე 2-4 კვირიან პროფესიულ სტაჟირებას შემდეგ სპეციალობებზე:

 ეკონომიკა და მენეჯმენტი;

 სახელმწიფო ადმინისტრირება;

 ბიზნეს - ადმინისტრირება;

სამართალი;

 სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ პროფესიულ ჯგუფებს:

 მასწავლებლები, მკვლევარები;

 საჯარო მოსამსახურეები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და
ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების
თანამშრომლები;

 მეწარმეები, მენეჯერები;

 არასახელმწიფო ორგანიზაციების ლიდერები, კულტურულ და
სამოქალაქო ღონისძიებების ანიმატორები;

 ჟურნალისტები.

აუცილებელი მოთხოვნებია:

 კანდიდატი უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის (განსაკუთრებულ
შემთხვევაში 40 წლამდე ასაკის);

 უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს;

 იყოს საქართველოს მოქალაქე;

 უნდა იცოდეს პოლონური ენა იმ დონეზე, რომ შეძლოს ლექციების
მოსმენა და სემინარებზე დასწრება და სადიპლომო თემის
მომზადება. ალტერნატივის სახით მისაღებია ინგლისური ენის
ცოდნა მათთვის, ვინც აირჩევს სპეციფიური სწავლების პროგრამას,
ინსტრუქციის ენაა - ინგლისური. ამ შემთხვევაში აუცილებელია
საბაზო პოლონური ენის ცოდნა.

სავალდებულო საბუთებია:

1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა კანდიდატის ფოტოსურათით;

2. პოლონეთში სწავლის პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს
კანდიდატის პროგრამაში მონაწილეობის მიზანს და სამომავლო
გეგმებს (4000-5000სიმბოლო);

3. CV (უნდა შეიცავდეს პუბლიკაციების ჩამონათვალს);

4. 2 სარეკომენდაციო წერილი (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ
ენაზე).

5. დიპლომის ასლი.

სტიპენდია ფარავს: სწავლის, საცხოვრებლის, დაზღვევისა და პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთის ხარჯებს. ასევე სტიპენდიანტი
უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებით და კვლევისთვის საჭირო მასალებით. ყოველთვიური სტიპენდია 600 აშშ დოლარი. (საკმაოდ სოლიდური სტიპენდია ევროპაში ცხოვრებისათვის).

სააპლიკაციო ფორმებისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება

შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

www.ProgramKirklanda.engo.pl

www.fulbright.edu.pl

www.civicportal.org

ან შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:

Kirkland2008@fulbright.edu.pl

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 10 მარტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Moder_*
პოსტი Feb 20 2008, 20:29
პოსტი #24





Guests






ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Feb 18 2008, 19:06) *
რომელ მიპივანზე არის საუბარი როცა ინტერესი არის 0. მაგრამ ვინც წაიკითხავს ნამდვილად კარგი იქნება მისთვის.ს


ინტერესი ადმინისტრაციის მხრიდან თუ იგულისხმე რავი მე რაც შემეძლო ვცდილობდი დაგხმარებოდი ხოლმე default.gif

ხოლო თუ სტუდენტების მხრიდან გულისხმობ მგონი რომ არც სტუდენტები არ ტოვებენ ამ თემას უყურადღებოდ და კითხულობენ ამაზე მეტყველებს თუნდაც ამ თემის ნახვების რაოდენობა ამ 3-4 დღეში default.gif (ისე შენ იმ წინა თემასაც საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
IRAKLi_BERDZENADZE
პოსტი Feb 20 2008, 20:31
პოსტი #25


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,072
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარეობა: George Mason University
წევრი №: 289
კურსი:--


ციტატა(Moder @ Feb 20 2008, 20:47) *
ინტერესი ადმინისტრაციის მხრიდან თუ იგულისხმე რავი მე რაც შემეძლო ვცდილობდი დაგხმარებოდი ხოლმე default.gif

ხოლო თუ სტუდენტების მხრიდან გულისხმობ მგონი რომ არც სტუდენტები არ ტოვებენ ამ თემას უყურადღებოდ და კითხულობენ ამაზე მეტყველებს თუნდაც ამ თემის ნახვების რაოდენობა ამ 3-4 დღეში default.gif




მაშინ მიპინე შენ უკეთ იცი! უბრალოდ უფრო დავდებ ინფორმაციებს და უფრო გაეცნობიან სტუდენტები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Moder_*
პოსტი Feb 20 2008, 20:36
პოსტი #26





Guests






ციტატა(IRAKLi_BERDZENADZE @ Feb 20 2008, 21:49) *
მაშინ მიპინე შენ უკეთ იცი! უბრალოდ უფრო დავდებ ინფორმაციებს და უფრო გაეცნობიან სტუდენტები.



მივპინე უკვე default.gif

პ.ს მაგრამ მემგონი ჯობდა სხვა ხერხით მოგეწერა ჩემთვის და ისე გეთხოვა ამ თემის მიპინვა default.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
8 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 15:05
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank