გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
 
bimo
პოსტი Feb 2 2010, 10:31
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 342
რეგისტრ.: 15-April 09
წევრი №: 6,639
კურსი:4


1992წ.3იანვარს დიდუბის მეტროსთან,7 იანვარს დელისის მეტროსთან,2თებერვალს ცირკთან დახვრიტეს გიზო ხატიაშვილი( დელისთან),გივი რეხვიაშვილი,ბაადურ მჭედლიშვილს(დიდუბის მეტროსთან),15 წლის ზურაბ ჯავახიშვილი,20 წლის მედროშე მამუკა ტერიშვილი,17წლის ზურაბ დიდებაშვილი,ალიკო დავრაშვილი, გურამ დოლიძე, გერონტი ლიპარტელიანი,იური ტალახაძე,იმედო ჭანტურიძე,ტარიელ ხერკელაძე,მიხეილ ფოლადაშვილი, ტრისტან ცერაძე....სხვა მრავალი წალენჯიხაში ზუგდიდში,სენაკში.. პატრიოტი იქნა დახვრეტილი რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ...სამეგრელოში ამ პროცესებში რუსული სამხედრო ტექნიკის გარდა მონაწილეობდა რუსული სამხედრო შენაერთები...რუსეთს სწრაფად უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი , ამიტომ ჩქარობდნენ მათი ემისრები- ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი, ედუარდ შევარდნაძე, გია ყარყარაშვილი... წესრიგის დამყარებას საქართველოში...
Go to the top of the page
 
+Quote Post
bimo
პოსტი Feb 4 2010, 15:51
პოსტი #2


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 342
რეგისტრ.: 15-April 09
წევრი №: 6,639
კურსი:4


992 წლის 2 თებერვალი

1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობა
საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალათასიანი შეკრებები და მსვლელობები სამართლებრივი, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. ყველა ასეთი შეკრება-გამოსვლა იქნა დარბეულ-დახვრეტილი ვარსკვლავ დამპყრობთა ადგილობრივი ჯალათების, სევარდნაზე, იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, ლანჩავას და სხვების მეთაურობით.
თბილისში 1992 წლის 2 თებერვალს მორიგი 100 ათასიანი სახალხო გამოსვლა დახვრეტილი იქნა დიდი სისასტიკით. რაკი შევარდნაძე და მისი სამხედრო საბჭო გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავდა. ჯერ არბევდნენ თავყრილობებს. მაგრამ რაკი ამან არ გაჭრა და ჰაერში სროლის საპასუხოდ მსვლელობის მონაწილენი ტაშს უკრავდნენ.
ტელევიზიით გამოსვლისას, თბილისის კომენდანტად დანიშნულმა მხედრიონელმა (მეტსახელად «სიძე») მოსახლეობას დაემუქრა:
«უნებართვო შეკრებების გამართვის საწინააღმდეგოდ შევარდნაძის "სამხედრო საბჭო" უკიდურეს ზომებს მიმართავს». ამაში უკვე მხოლოდ დარბევა და ჰაერში სროლა აღარ იგულისხმებოდა.
გელა ლანჩავა, პირსისხლიანი ჯალათი
ამჟამად ჯოჯოხეთში იხდის სასჯელს სამუდამოდ.
1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე (ყოფილი «ჩელიუსკინელები») ჯაბა იოსელიანის მხედრიონმა და თენგიზ კიტოვანის გვარდიამ უიარაღო ხალხის მრავალათასიანი მსვლელობა დახვრიტა.
ეს იყო აშკარა, დაუფარავი დახვრეტა:
ხალხს ესროდნენ დამიზნებით, ავტომატებიდან. დახვრეტის ამსახველი ხედვითი მასალა Cnn-მა მთელ მსოფლიოს უჩვენა. შევარდნაძის ჯალათი, გენერალი გელა ლანჩავა რომელიღაც შენობისაკენ იშვერდა ხელს და დაცინვით ამბობს:
«აი, აი, შეხედეთ, ესენი («ზვიადისტები» ) იქედან თავისიანებს ესვრიანო».

თუმცა, სინამდვილეში, სახურავებზე მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები ისხდნენ. მათ ტყვიებს არა მხოლოდ ხალხი, არამედ ერთი მილიციელიც შეეწირა, რომელიც მსვლელობასთან ახლოს იდგა.
ისროდნენ ერთდროულად ორი წერტილიდან: თბილისის ცირკის ასახვევიდან, - ხიდის მიმართულებით და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარე შენობათა სახურავებიდან. ამ დახვრეტას მსოფლიოში გარკვეული გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი.
ვარსკვლავულ დასავლეთს თავისი რჩეული უკვე ჰყავდა ედვარდ შევარდნაძის სახით. ადამიანის უფლებათა დამცველმა ზოგიერთმა ევროპულმა დაწესებულებამ 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის გამო შეშფოთება მაინც გამოთქვა, რასაც «ილია ჭავჭავაძის გაერთიანებამ» განცვიფრებით უპასუხა:
«ეგენი ხომ დიქტატურის აღდგენის მომხრე ზვიადისტები იყვნენო».
ამ სისხლიან სასაკლაოს 200 მეტი უიარაღო ადამიანი შეეწირა, დაჭრილებისა და მოკლულების სახით.

ეს სასაკლაო ვინც მოაწყო დღეს საქართველოში დიდი პატივით არიან...
Go to the top of the page
 
+Quote Post
bimo
პოსტი Feb 4 2010, 19:48
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 342
რეგისტრ.: 15-April 09
წევრი №: 6,639
კურსი:4


ეს ტექსტი დაჩისაა რუსტავი -2 ფორუმიდან...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaxakaxa
პოსტი May 19 2012, 23:35
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 622
რეგისტრ.: 26-May 09
მდებარეობა: სკამი
წევრი №: 6,806
კურსი:--


ეს რა საკითხია?


--------------------
[font="Verdana"]Pacunia non olet[/font]
[video]http://www.youtube.com/watch?v=z4ReZlJy3Uk&feature=my_liked_videos&list=LLZljw1Ihdax-eVE16VfxahA[/video]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2019 - 15:05
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank