გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ნიკო მუსხელიშვილი
 
Γεώργιος
პოსტი Apr 10 2010, 18:46
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--




ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1891წლის 16 თებერვალს სამხედრო ინჟინრის ოჯახში. ბავშვობის წლების დიდი ნაწილი მან გაატარა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში, სადაც ცხოვრობდა მისი ბაბუა (დედის მამა) ალექსანდრე საგინაშვილი. ნიკო მუსხელიშვილის მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვების აღზრდას. ნიკოს დედა, დარია ალექსანდრეს ასული, შვილებს მშობლიურ და ფრანგულ ენებს ასწავლიდა, ხოლო მამა - ივანე მუსხელიშვილი, სამხედრო ინჟინერ - ტექნოლოგი, გენერალი - მათემატიკას აყვარებდა შვილებს. ნიკოლოზ მუსხელიშვილი მამას თვლიდა პირველ და საუკეთესო მათემატიკის მასწავლებლად. მშობლებისადმი დიდი პატივისცემით აიხსნება ის, რომ ბატონ ნიკოს მშობლიური ოჯახის სურათი საწოლთან ეკიდა. მისივე თქმით, სურათის ხილვა მას სულიერ სიმშვიდეს, გონების ძალას და ფიზიკურ სიმხნევეს მატებდა.ბატონი ნიკო, მამის პატივისცემას იმითაც გამოხატავს, რომ თავისი სახელმძღვანელო კინემატიკის კურსი, რომელიც პირველად 1928 წელს გამოიცა, მან მიუძღვნა მამას, სამხედრო ინჟინერს.ნიკოლოზ მუსხელიშვილმა საშუალო განათლება თბილისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრებისთანავე 1909 წელს, სწავლას განაგრძობს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა_მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილი წარჩინებით სწავლობდა. ის არა მარტო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას ეუფლებოდა, არამედ დიდი გულმოდგინებით სწავლობდა ეილერის, ლაგრანჟის, კოშის, რიმანისა და სხვათა თხზულებებს.ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე სწავლის პერიოდში ის გაიტაცა მექანიკის მნიშვნელოვანმა დარგმა, დრეკადობის მათემატიკურმა თეორიამ. დრეკადობის თეორიას დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. მისი შესწავლის საგანია ისეთი სხეულების თვისებების შესწავლა, როგორიცაა ავტომანქანების საბურავების, რკინიგზის რელსების, სხვადასხვა მანქანის დეტალების, თვითმფრინავის ნაწილების, მუსიკალური ინსტრუმენტების და სხვა.1914 წელს ნიკო მუსხელიშვილი წარჩინებით ამთავრებს უნივერსიტეტს. მას, როგორც ნიჭიერსა და მაღალკვალიფიციურ კურსდამთავრებულს, ტოვებენ პეტერბურგის უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე პროფესორობისათვის მოსამზადებლად.ნიკო მუსხელიშვილის მეცნიერული შემოქმედების დასაწყისად მოიაზრება 1915 წელი-როცა დაისტამბა მისი პირველი ნაშრომი, შესრულებული თვალსაჩინო რუს მექანიკოსთან, მის პედაგოგთან გ. კოლოსოვთან ერთად.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკოლოზ მუსხელიშვილი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის ასწავლის უმაღლეს მათემატიკას და მექანიკას პეტროგრადის უნივერსიტეტსა და უმაღლესტექნიკურ სკოლებში.1920 წელს ნიკო მუსხელიშვილი ბრუნდება საქართველოში. ის მოიწვიეს თბილისში ახალგახსნილ უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა_მათემატიკის ფაკულტეტი გადაიქცა მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოდ. იმ ხანად იქ მოღვაწეობდა მცირერიცხოვანი მაგრამ ძლიერი ჯგუფი მათემატიკოსებისა: ანდრია რაზმაძე, არჩილ ხარაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი და გიორგი ნიკოლაძე.სამშობლოში მოღვაწეობის წლები მისთვის განსაკუთრებული შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი იყო. ამ წლებში შექმნილ მონოგრაფიებს მსოფლიო აღიარება ხვდა წილად მათემატიკურ წრეებში. ისინი სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებადაა ქცეული.1920 წლის პირველ სექტემბერს ნიკოლოზ მუსხელიშვილს ირჩევენ მექანიკის კათედრის გამგედ, ხოლო 29 ოქტომბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო ირჩევს პროფესორის თანამდებობაზე.ნიკო მუსხელიშვილს ლომის წილი მიუძღვის ქართული მათემატიკური სკოლის შექმნაში. მისი უშუალო ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მისი ინიციატივით შეიქმნა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. მას წლების მანძილზე ეკავა აკადემიის პრეზიდენტის პოსტი, იყო მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ნიკო მუსხელიშვილი, როგორც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატი, დაუღალავად ეწეოდა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ის იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, სახელმწიფო და ლენინური პრემიების კომიტეტის წევრი, სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანების წევრი. სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე მისი დიდი ღვაწლი ექვსი ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და ბევრი მედლითაა აღნიშნული.ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი დამსახურება ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნასა და დაზუსტებაში. ტერმინი "ტოლობა" და მისგან ნაწარმოები "განტოლება", "უტოლობა" სწორედ ბატონმა ნიკომ შემოიღო გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში.ბატონ ნიკოლოზ მუსხელიშვილი არა მარტო მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსი იყო, ის ყოფილა ერთგული მეგობარი, გულისხმიერი ხელმძღვანელი. იგი დაჯილდოებული ყოფილა საოცარი უნარით_ერთი მოსწრებული სიტყვით გაექარწყლებინა ერთობ დაძაბული ვითარება, მოულოდნელად იუმორის სფეროში გადატანით ოპონენტს უმტკივნეულოდ განაიარაღებდა ხოლმე.ნიკოლოზ მუსხელიშვილის მეგობრობა ნობელის პრემიის ლაურეატ, ექსპერიმენტულ ფიზიკის ჯადოქართან, აკადემიკოს პეტრე კაპიცასთან მეტად საინტერესო და ყურადსაღებია.აქ ჩანს ამ ორი დიდი ბუმბერაზი ადამიანის შინაგანი ბუნება, მოყვასის სიყვარული.მათ დიდი რისკისა და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ფასად შეძლეს გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს იმ ავადსახსოვარ რეპრესიების დროს დაღუპვას გადაერჩინათ მთელი რიგი წამყვანი მეცნიერები, აკადემიკოსები ფოკი, ლანდაუ და სხვები .ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონია მუსხელიშვილის ავტორიტეტსა და პირად კონტაქტებს.ბატონი ნიკოლოზი არა მხოლოდ მეგობართა წრეში, თანამშრომლებთან იყო გულისხმიერი, ის ყოფილა საოცრად მზრუნველი მეუღლე, მამა და ბაბუა. ნიკოლოზ მუსხელიშვილის მეუღლე იყო გიორგი ნიკოლაძის უმცროსი და თამარი.ქალბატონი თამარი გატაცებული ყოფილა სპორტით, კერძოდ ტანვარჯიშით. მის სახელს უკავშირდება საქართველოში სპორტული გუნდის ,,შევარდენის" შექმნა. ის გიორგი ნიკოლაძესთან, გიორგი ეგნატაშვილთან ერთად აქტიურად ეწეოდა ფიზკულტურისა და სპორტის პროპაგანდას. თამარ ნიკოლაძე მუსხელიშვილისა დაავადდა სიმსივნით, გარდაიცვალა ახალგაზრდა. ამ დროს მათი შვილი გურამ მუსხელიშვილი 12 წლის ყოფილა. გურამ მუსხელიშვილი ერთადერთი ვაჟი იყო ბატონი ნიკოსი. აკადემიაში ზოგჯერ გაკვირვებას გამოთქვამდნენ: თქვენი ვაჟი მათემატიკოსი არ არისო. ბატონი ნიკო პასუხობდა: ყოველმა ადამიანმა თავისი მეცნიერული მიმართულება თვითონვე უნდა აირჩიოს. მე გურამისათვის არასოდეს დამიძალებია მათემატიკა. ის თავის მიდრეკილებითა და ინტერესით უფრო ახლოსაა ბიძამისთან-გიორგი ნიკოლაძესთან, ვიდრე ჩემთან. ვფიქრობ არც ერთი ჩვენთაგანი არ შემცდარა. გურამ მუსხელიშვილს შეეძინა ორი ქალიშვილი: ქალბატონი ოლღა და ქალბატონი მარინე. ნ.მუსხელიშვილი ყოფილა შეუდარებელი ბაბუა. ის თავის შვილიშვილებს თავისი ხელით გაკეთებულ სათამაშოებს, თოჯინებისათვის - საწოლებს, სახლებს ჩუქნიდა. მისი ერთ-ერთი გატაცება ყოფილა ხისგან ნივთების დამზადება. აგრეთვე მას ძალიან ჰყვარებია ნადირობა, თევზაობა.თურმე, აი, ასეთი მომხიბლავი უბრალოება, ადამიანური უშუალობა ახასიათებდა ამ უდიდეს პიროვნებას, უნიჭიერეს მეცნიერს.სიკვდილმა მეცხრე ათეულის შუახანს მოუსწრო. ეს მოხდა 1976 წლის 17 ივლისს. მათემატიკის სახელმოხვეჭილი პატრიარქი, ქართული მათემატიკური სკოლის დიდი მეთაური მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.ბატონი ნიკო იყო ბრძენი და სათაყვანები მოძღვარი, მზრუნველი და თანამგრძნობი უფროსი მეგობარი. იგი იყო მძლავრი, როგორც ქართული მუხა, დალოცვილ მშობლიურ მიწაში ღრმად და მაგრად ფესვგადგმული, მაგრამ....... დასრულდა დიდი მეცნიერისა და დიდი ადამიანის მიწიერი ცხოვრება, მაგრამ დარჩა მისი უკვდავი ქმნილებები, დარჩა "მემკვიდრეები" - მეცნიერი შვილები, შვილიშვილები.

წყარო http://matskola.blogspot.com/


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Extremal
პოსტი Aug 8 2010, 23:57
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-August 10
მდებარეობა: Russia, Greece, Georgia..
წევრი №: 9,578
კურსი:5


მას აქვს დაწერილი წიგნი კომპლექსურ ანალიზში ორ ტომიანი..
თეთრიწყარო მშვენიერი ადგილია მე ყველას ვურჩევ როდესაც თბილისში ცხელა ერთხელ მაინც ჩამოდით თეთრიწყაროში ასეთი სიგრილე და მშვენიერი ბუნება თითქმის აღარსად აღარ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Aug 9 2010, 11:53
პოსტი #3


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


"სინგულარული ინტეგრალური განტოლებები" აქვს დაწერილი თან ძააან მაგრად.


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2019 - 4:59
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank