გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 სპარტაკი, ისტორია
 
giorgi_71113
პოსტი Sep 5 2011, 19:24
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 5-September 11
მდებარეობა: Kutaisi
წევრი №: 11,781
კურსი:--


უდიდესი ნიჭის მქონე მონათა აჯანყების ლიდერი ძველ რომში.სპარტაკი იყო თრაკიელი რომელიც რომაელებს ეომებოდა.ერთხელ ტყვედ ჩავარდა და გლადიატორად გაყიდეს.ის ბრძოლას ეუფლებოდა ქალაქ კაპუის ლენტუტუს ბატიატის სკოლაში.ამ გლადიატორების სკოლის მმართველი ანტრეპრენიორი აქციანი იყო.მონათა აჯანყება დაიწყო ქრ.შ-მდე 74 წელს როცა სპარტაკი 75 გლადიატორთან ერთად გაიქცა ვეზუვის მთასკენ.მისი რამოდენიმე ამხანაგის სახელები ცნობილია:კრიქსი(გალიიდან იყო),ენომაი(გერმანელი),არტორიქსი...
ვეზუვის მთაზე გლადიატორებს დღითი დღე ემატებოდა ხალხი მონებისა და გლეხების სახით.სპარტაკის დასამორჩილებლად გამოგზავნეს მცირე რიცხოვანი ჯარი რადგან ეჭვი არ ეპარებოდათ რომ დაამარცხებდნენ გლადიატორების მცირე რაზმს.სპარტაკს ჯარში ყავდა გლეხი მეცხვარეები რომლებისც მიჩვეულნი იყვნენ მთაში სიარულს ამიტომ სპარტაკმა ისინი მზვერავებად დანიშნა.მათი დახმარებით გაიგო მოახლოებული მტრის შესახებ.მტრების სულელურად დაგეგმილი გეგმის წყალობით სპარტაკმა ისინი მალევე დაამარცხა.ამის შემდეგ მასკენ მეორე ჯარი გამოემართა გამოცდილი მხედართმთავარით და 3000 კაცით.მათმა სარდალმა 2000 კაცი მთის ძირას დატოვა სადაც სავარაუდოდ გლადიატორებს შეებრძოლებოდა,1000 კაცი კი მთის მეორე მხარეს გაუშვა რომელიც ადგილობრივი მდებარეობის გამო დიდ დაცვას არ საჭიროებდა.სპარტაკს როცა მოახსენეს ამის შესახებ თავზარი დაეცა,საჭმელი მაქსიმუმ 5 დღე ეყოფოდათ შემდეგ კი ან სიმშილისგან მოკვდებოდნენ არ რომაელებთან დამარცხდებოდნენ.რომაელების დამარცხება შეუძლებელი იყო მოკლე ბილიკების გამო.ბრძოლაში მხოლოდ 20 კაცს შეეძლო მონაწილეობის მიღება დანარჩენები კი უკან უნდა მდგარიყვნენ მტრბის ისრები მოკლავდათ ხმლის ამოუღებლად.სწორედ ამ დროს გამოჩნდა სპარტაკის გენია.მთას მესამე მხარეც ქონდა,რომელიც ძალიან ციცაბო და ღრმა იყო.ამ დროს იმ ტყეში მრავლად იყო ისეთი მცენარეები რომლისგანაც თოკის გაკეთება შეიძლებოდა.სპარტაკმა ამ მცენარეებით ძალიან გრძელი კიბე გააკეთებინა და ამ ციცაბო ადგილას ჩაუშვა.მისი მთელი ჯარი ამ კიბის საშუალებით ძირს ჩავიდა,სადაც რომაელების არც ერთი ჯარისკააცი არ იყო,რადგან მათი სარდალი დარწმუნებული იყო რომ სპარტაკი იქდან ძირს ვერ ჩავიდოდა.სპარტაკის ჯარმა ღამით რომაელების მთელი ჯარი გაანადგურა დატოვა მხოლოდ 1 კაცი რომელიც სენატს ამბის მოსაყოლად გაუგზავნა.
ამის შემდეგ გლადაიატორებს დღითი დღე ემატებოდა მონები და გლეხები.მათ კაპუა დაიკავეს.ქალაქში ხშირი იყო ძარცვა და ხალხის მოკვლა.სპარტაკმა ეს აკრძალა,რადგან არ უნდოდა რომაელებს დამსგავსებოდა.სპარტაკის ჯარში იჩინა უთნხმოებამ:ზოგს სურდა რომის აღება,ზოგს იტალიის დატოვება და სამშვიდობოს გასვლა.სპარტაკსაც ეს უკანასკნელი უნდოდა.ამიტომ თავისი 100000ჯარი ჩრდილოეთისკენ დაძრა.მას გამოეყო რამოდენიმე 1000კაცი,შესაძლოა 10000კაციც და რომისკენ წავიდნენ.მათი ჯარი რომაელებმა მალევე დაამარცხეს,ამის შემდეგ სპარტაკმა თავისი გეგმა შეცვალა და სამხრეთისკენ წასულიყო და სიცილიის კუნძულზე გადასულიყო სადაც ასიათასობით და შესაძლოა მილიონი მონაც კი ყოფილიყო.სპარტაკს მათი გათავისუფლება და ამის შემდეგ რომის დაპყრობა
უნდოდა.ამ დროს რომის სენატმა სპარტაკის დასამარცხებლად სარდალად დანიშნა მარკუს კრასუსი,რომელიც რომის უდიდესი სარდალი იყო.სიცილიაზე სპარტაკის ჯარი მეკობრეებს უნდა გადაეყვანა მათ ფული აიღეს მაგრამ პირობა არ შეასრულეს.სპარტაკი იძულებული შეიქნა ებრძოლა.მასთან იდგა კრასუსის დისციპლინირებული მრავალრიცხოვანი ჯარი.გარდა ამისა ლაშქრობიდან ბრუნდებოდა პომპეუსი და ლუკულუსი რომლებთანაც ბრძოლა მოუხდებოდა სპარტაკს ამიტომ გადაწყვიტა კრასუსისტვის შეეტია სადაც ის დამარცხდა.ამ ბრძოლაში თვითონაც დაიღუპა 72 წელს.გადარჩენილებმა თავს გაქცევით უშველეს,მაგრამ ისინი პომპეუსის ჯარისკაცებმა შეიპყრეს.გადარჩენილები ჯვრებზე ჩამოკიდენ და რომისკენ მიმავალ გზაზე დაკიდენ.სპარტაკის გვამი ვერ იპოვენ,სავარაუდოს ის ცხენზე ამხედრებული ბარძაყში დაჭრეს,შემდეგ რადგან ცხენზე ბრძოლას ვერ გააგრძელებდა დაჩოქლმა განაგრძო ბრძოლა რომელიც შემდებ რამოდენიმე აღმა რომაელმა ხმლებით მოკლეს.მონების დამარცხების დიდება პომპეუსს მიანიჭეს.
სპარტაკის შესახებ რაფაელო ჯიოვანოლმა დაწერა წიგნი "სპარტაკი",რომელიც ძალიან საინტერესო წიგნია და გირჩევთ წაიკითხოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2019 - 8:44
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank