გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 ერეკლე II და გეორგიევსკის ტრაქტატი, პატარა კახი
 
როგორ აფასებთ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას?
თქვენ ვერ შეძლებთ გამოკითხვის შედეგების ნახვას, სანამ ხმას არ მისცემთ. შედეგების სანახავად, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში და მისცეთ ხმა.
სულ ხმები:: 47
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
fisherman
პოსტი May 19 2008, 14:04
პოსტი #1


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ერეკლე II დაიბადა_7 ნოემბერი 1720 წელს, გრადაიცვალა 1798წელს. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

1744-1762 კახეთის, 1762-98 ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.
1744 თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (1762) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.

1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასმული იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.
გეორგიევსკის ტრაქტატი (რუს. Георгиевский трактат) — 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო) ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდ. კავკასია) დადებული "სამეგობრო შეთანხმება" რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა.




ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო

ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა, აქტიურად ცდილობდა აელაგმა ლეკების და ჩრდილო კავკასიელების თარეში. იგი ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საეკლესიო სახელი "პატარა კახი" უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ზვიო: May 19 2008, 14:08


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი May 19 2008, 23:15
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


ეს იყო საუკეთესო გამოსავალი იმ პერიოდისათვის [ 2 ] [100.00%]


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 20 2008, 1:04
პოსტი #3


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


akuna matata
არ გეთანხმები


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_kasper_*
პოსტი May 20 2008, 1:07
პოსტი #4





Guests






არა ასე არაფერი გამოვა 03.gif 03.gif
სხვა გზრა არ ქონდა და სხვა გამოსავალი არ იყოს დაკოპირება და დაპოსტვა არაფერ სარგებელს არ მოგვიტანს ასე რომ ჯობია დააასაბუთოთ თქვენი პოზიცია 06.gif

ციტატა(DAGIჭEREN @ 20th May 2008 - 1:22) *
არ გეთანხმები

რო არ ეთანხმები რატო არ ეტანხმები რა უნდა ექნა აბა??? 01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
FemME
პოსტი May 20 2008, 16:10
პოსტი #5


დოქტორი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,549
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Every Killer Lives Next Door To Someone
წევრი №: 2,671
კურსი:4


ერთერთი გამოსავალი იყო რომელიც მერე საბედისწეროდ ცუდი აღმოჩნდა. შეიძლება გათვალა ან ვერ გათვალა მაგრამ ერეკლე არაა ძლიერი მეფე ჩემთვის. ჩემი სუბ აზრია


--------------------
We are the kids, your parents warned you about
Go to the top of the page
 
+Quote Post
david1010
პოსტი May 29 2008, 15:12
პოსტი #6


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: თბილისი, საქართველო

წევრი №: 956
კურსი:3


ნებისმიერი ხელშეკრულების დადება რუსეთთან სისულელეა, რადგან ის მაინც არ შეასრულებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 29 2008, 15:18
პოსტი #7


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(kasper @ 20th May 2008 - 1:25) *
რო არ ეთანხმები რატო არ ეტანხმები რა უნდა ექნა აბა???

რა უნდა ექნა და არსებობდა სხვა გამოსავალი ის მოსაზრებები რო ქართველები ფიზიკურად გავქრებოდით და გადავშენდებოდით პირადად ჩემთვის არადამაჯერებელია. ერეკლემ ფაქტიურად თვითონ მიიყვანა ქვეყანა კრწანისის ტრაგედიამდე პირველ რიგში სამეფო თAვის შვილებს დაუყო მერე 1787 წელს უარი თქვა იმერეთის და ქართლ-კახეთის გაერთიანებაზე და თქვენ მართლა გგონიათ რომ კრწანისში ერეკლეს მეზარბაზნეები არ ყავდა? ერეკლეს მოწვევას მარტო ქსნის ხეობაში გამოეხმაურა 4000 ქართველი მეომარი მაგრამ ერეკლეს მოღალატე თავადებმა ხმები გაავრცელეს თითქოს ერეკლეს ეთქვა რო ბრძოლას აზრი აღარ აქვს და ყველა სახლში დარჩითო ანუ იქაც ღალატი იყო და მორჩა ერეკლეს რომ შეძლებოდა ქართული სამხედრო პოტენციალის სრულად მობილიზება კრწანისის ბრძოლას კი არა ისპაჰანს აიღებდა.


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
wildchild
პოსტი May 29 2008, 20:02
პოსტი #8


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 25-April 08
მდებარეობა: sarepeticio
წევრი №: 3,095
კურსი:4


ციტატა
პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასმული იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.

რუსეთის მხრიდან კიდევ იყო, პოდპოლკოვნიკი ტამარა...

ამ ტრაქტატზე იმხელა თემა დავწერე ადრე...
ერთადერთი გამართლება რაც შეიძლება ქონდეს, ისაა, რომ თურქთთან და ირანთან შედარებით რუსეთი ძლიერი იყო და ჩვენს სარწმუნოებაზე იყო, მაგრამ რუსეთს ნეტავ რა შეუსრულებია, მაშინ რომ შეესრულა ის მოთხოვნები?! I რაზეც ეს აისახა, დაღესტნელი ომარ-ხანი შემოვიდა და რუსეთს ხელიც არ გაუნძრევია... ამ გადასახედიდან ეს იყო უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური და ყველანაირი მარცხი...
თან ქვეყანა სავსე იყო ქვეგამხედვარებით და გამცემებით, ამასთან ერეკლე უფრო სარდალი იყო, ვიდრე გამჭრიახი პოლიტიკოსი... სიბერეში ხომ საერთოდ, ოჯახის წევრებს გადააყოლა ქვეყნის ინტერესები... ანდერზი მემკვიდრეობის შესახებ, დანაწევრებული ქვეყანა და მოკლედ, ბოლოში ერეკლეს ცუდად წაუვიდა საქმე, რაც მთავარია ქვეყანამ იზარალა...

რუსეთი ყველანაირად ცდილობდა შეესუსტებინა საქართველო, დაეშალა... რუსეთ-თურქეთის ომის დროს ჯარებიც გაიყვანა...
რა უნდა ექნათ, ებრძოლად რუსეთის წინააღმდეგ? + ამას თურქეთის წინააღმდეგაც...
ამიტომაა, ახლაც ანალოგიურს აკეთებს ეს რუსეთი... აფხაზეთთან და ოსეთთან...

Go to the top of the page
 
+Quote Post
xareba
პოსტი May 29 2008, 20:24
პოსტი #9


დოქტორი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,511
რეგისტრ.: 9-April 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 2,893
კურსი:--


ციტატა(DAGIჭEREN @ May 29 2008, 16:36) *
რა უნდა ექნა და არსებობდა სხვა გამოსავალი ის მოსაზრებები რო ქართველები ფიზიკურად გავქრებოდით და გადავშენდებოდით პირადად ჩემთვის არადამაჯერებელია. ერეკლემ ფაქტიურად თვითონ მიიყვანა ქვეყანა კრწანისის ტრაგედიამდე პირველ რიგში სამეფო თAვის შვილებს დაუყო მერე 1787 წელს უარი თქვა იმერეთის და ქართლ-კახეთის გაერთიანებაზე და თქვენ მართლა გგონიათ რომ კრწანისში ერეკლეს მეზარბაზნეები არ ყავდა? ერეკლეს მოწვევას მარტო ქსნის ხეობაში გამოეხმაურა 4000 ქართველი მეომარი მაგრამ ერეკლეს მოღალატე თავადებმა ხმები გაავრცელეს თითქოს ერეკლეს ეთქვა რო ბრძოლას აზრი აღარ აქვს და ყველა სახლში დარჩითო ანუ იქაც ღალატი იყო და მორჩა ერეკლეს რომ შეძლებოდა ქართული სამხედრო პოტენციალის სრულად მობილიზება კრწანისის ბრძოლას კი არა ისპაჰანს აიღებდა.

მართალი ხარ!!! მაგ დროისათვის ირანი ისე იყო დასუსტებული,ერეკლეს რომ იმდენი ნიჭი ჰქონოდა დიპლომატიაში და ქვეყნის მართვაში,რამდენიც ჰქონდა სამხედრო საქმეში,ისპაჰანს ნამდვილად ავიღებდით(და არა მარტო)!!! ერეკლეს უდიდესი შეცდომა იყო საკუთარ შვილებს შორის ქვეყნის დაქუცმაცება!!!ფეოდალებისათვის რა უნდა მოეთხოვა როცა საკუთარმა ვაჟებმა უღალატეს! გიორგი "ზაქიჭამიას" 5000 კარგად შეიქრაღებული მეომარი ჰყავდა და ერთი კაცი არ მიახმარა მამამისს!


--------------------
"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ,საქართველოს ყოველი მოქალაქე მოვალეა,თავისი ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა,როგორიც მე-18 საუკუნეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისათვის ბევრი რამე საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს"

ივანე ჯავახიშვილი.1919 წ.

..................................................................................

ჯარისკაცი ფრონტზე ორი მიზეზის გამო იღუპება: სისულელისგან, როცა მან არ იცის ომის წარმოების ელემენტარული კანონები და სიზარმაცისგან, როდესაც მან ეს კანონები იცის, მაგრამ არ იცავს. თუ პირველი ნაკლით დაავადებულია მეთაური, რაც უფრო მაღალია მისი წოდება, მით მეტია გვამები ბრძოლის ველზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giohanibali
პოსტი May 29 2008, 20:35
პოსტი #10


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,044
რეგისტრ.: 2-December 07
წევრი №: 713



ციტატა(DAGIჭEREN @ May 29 2008, 15:36) *
რა უნდა ექნა და არსებობდა სხვა გამოსავალი ის მოსაზრებები რო ქართველები ფიზიკურად გავქრებოდით და გადავშენდებოდით პირადად ჩემთვის არადამაჯერებელია. ერეკლემ ფაქტიურად თვითონ მიიყვანა ქვეყანა კრწანისის ტრაგედიამდე პირველ რიგში სამეფო თAვის შვილებს დაუყო მერე 1787 წელს უარი თქვა იმერეთის და ქართლ-კახეთის გაერთიანებაზე და თქვენ მართლა გგონიათ რომ კრწანისში ერეკლეს მეზარბაზნეები არ ყავდა? ერეკლეს მოწვევას მარტო ქსნის ხეობაში გამოეხმაურა 4000 ქართველი მეომარი მაგრამ ერეკლეს მოღალატე თავადებმა ხმები გაავრცელეს თითქოს ერეკლეს ეთქვა რო ბრძოლას აზრი აღარ აქვს და ყველა სახლში დარჩითო ანუ იქაც ღალატი იყო და მორჩა ერეკლეს რომ შეძლებოდა ქართული სამხედრო პოტენციალის სრულად მობილიზება კრწანისის ბრძოლას კი არა ისპაჰანს აიღებდა.

არ შეიძლება ესე ერთი მხრიდან შევაფასით ერეკლეს მოღვაწეობა
მაგ პერიოდში ერი მართლა გადაშენების გზაზე იყო 600 000 კაცი იყო დარჩენილი
მაგის მიუხედავად ქართლ-კახეთის სამეფომ რეგიონში დიდი გავლენა მოიპოვა
ერეკლეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ქვეყანა როგორმე ამოეყვანა ჭაობიდან მაგრამ მაგისთვის გრძელვადიანი მშვიდობა იყო საჭირო რომელიც არ მიეცა ქვეყანას
არ დაგვავიწყდეს რომ როცა ვახტანგ VI გაიქცა საქართველოში ელიტა გაქრა
ერეკლე ყველაფერს აკეთებდა მაგრამ არ ყოლია ნორმალირი გარემოცვა
შვილებისთვის ქვეყნის დაყოფათ იმით ავხსნი რომ მას ეგონა რომ შვილები უფრო მეტად დაუდგებოდნენ გვერდში ვიდრე თავადები მაგრამ შეცდა სამწუხაროდ
ერეკლეს დროს თბილისი აყვავდა
კავკასიაში ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალად ქართლ-კახეთი აქცია ყველაფრის მიუხედავად
იმერეთის არ შეერთება შეიძლება იმითი აიხსნას რომ ეგ ირანთან და თურქეთთან დაპირისპირება იქნებოდა და ალბათ ამას მოერიდა
ხალხსაც რომ არ ყვარებოდა მეფე პატარა კახს არ შეარქმევდნენ ალბათ 03.gif
ხო და თუ უყვარდატ ცუდი მეფე არ იქნებოდა tongue.gif

შეიძლება მაგ პერიოდში რუსეთთან შეერთებამ ფიზიკურად გადაგვარჩინა
ძალიან ცუდია რო ეს ესა მაგრამ უკეთესი ჩვენს რეგიონში არავინ არ იყო


--------------------
My sword will be my pen
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი May 31 2008, 20:04
პოსტი #11


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(Giohanibali @ 29th May 2008 - 20:53) *
არ შეიძლება ესე ერთი მხრიდან შევაფასით ერეკლეს მოღვაწეობა
მაგ პერიოდში ერი მართლა გადაშენების გზაზე იყო 600 000 კაცი იყო დარჩენილი
მაგის მიუხედავად ქართლ-კახეთის სამეფომ რეგიონში დიდი გავლენა მოიპოვა
ერეკლეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ქვეყანა როგორმე ამოეყვანა ჭაობიდან მაგრამ მაგისთვის გრძელვადიანი მშვიდობა იყო საჭირო რომელიც არ მიეცა ქვეყანას
არ დაგვავიწყდეს რომ როცა ვახტანგ VI გაიქცა საქართველოში ელიტა გაქრა
ერეკლე ყველაფერს აკეთებდა მაგრამ არ ყოლია ნორმალირი გარემოცვა
შვილებისთვის ქვეყნის დაყოფათ იმით ავხსნი რომ მას ეგონა რომ შვილები უფრო მეტად დაუდგებოდნენ გვერდში ვიდრე თავადები მაგრამ შეცდა სამწუხაროდ
ერეკლეს დროს თბილისი აყვავდა
კავკასიაში ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალად ქართლ-კახეთი აქცია ყველაფრის მიუხედავად
იმერეთის არ შეერთება შეიძლება იმითი აიხსნას რომ ეგ ირანთან და თურქეთთან დაპირისპირება იქნებოდა და ალბათ ამას მოერიდა
ხალხსაც რომ არ ყვარებოდა მეფე პატარა კახს არ შეარქმევდნენ ალბათ
ხო და თუ უყვარდატ ცუდი მეფე არ იქნებოდა

შეიძლება მაგ პერიოდში რუსეთთან შეერთებამ ფიზიკურად გადაგვარჩინა
ძალიან ცუდია რო ეს ესა მაგრამ უკეთესი ჩვენს რეგიონში არავინ არ იყო

იმაში გეთანხმები რომ ერეკლე დიდი ტაკტიკოსი და სტრატეგი იყო მაგრამ სიბერის ჟამს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო. რაც შეეხება მშვიდობას თითქმის ნახევარი საუკუნე საქართველოს აოხრება არ ენახა ანუ ბრძოლები აზატ-ხანთან და აჯი-ჩალაბთან საქართველოს საზღვრებს გარეთ მიმდინარეობდა ასე რომ ქვეყანას მშვიდობა ჰქონდა ეს ერთი მეორე მას შემდეგ რაც ერეკლემ მჭადიჯვართან გაანადგურა ლეკების დიდი ურდო ლეკიანობის პრობლემაც ფაქტიურად მოიხსნა და კიდე ერთი რისი თქმაც მინდა ერეკლესთვის რომ ლევან ბატონიშვილი არ მოეკლათ დღეს ესეთ დღეში არ ვიქნებოდით მაგრამ ერთადერთი ბატონიშვილი რომელიც საქმეს აკეთებდა თავიდან მოიშორეს.


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
dismember
პოსტი Jun 1 2008, 1:51
პოსტი #12


Immortal
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,953
რეგისტრ.: 12-March 08
მდებარეობა: Hell
წევრი №: 2,547
კურსი:2


უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა... სხვანაირად რო მოქცეულიყო არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები!... როგორც შევხედეთ არც ამ ტრაქტატის ხელმოწერას ჩავუყენებივართ სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ...


--------------------
Whoever fights monsters should see to it that in the process he does not become a monster. And when you look into an abyss, the abyss also looks into you...
Go to the top of the page
 
+Quote Post
DAGIჭEREN
პოსტი Jun 1 2008, 2:01
პოსტი #13


აკადემიკოსი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,326
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი №: 1,837
კურსი:--


ციტატა(dismember @ 1st June 2008 - 2:09) *
უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა... სხვანაირად რო მოქცეულიყო არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები!... როგორც შევხედეთ არც ამ ტრაქტატის ხელმოწერას ჩავუყენებივართ სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ...

რა მაგრამ შეჩ ჯობდა არ მოეწერა

___________________________________________________
აი ამის გამო მეორედ დაგწორნავ 06.gif ( by kasper )

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kasper: Jun 1 2008, 2:25


--------------------
Девственность - женский недостаток, устраняемый мужским достоинством !!!


we will see how important is to bring about in the human mind the radical revolution. the crisis! the crisis that cannot anymore accept the old norms and the old traditions.

you are your own guru, your own leader, your own saver :>

in tirdznisi we trust :| ტირძნისელო მოდერო რა ლამაზი ხარო :|

ახტა გოჭი დახტა გოჭი შენ მო*****ნ დედის პროჭი :O :|
Go to the top of the page
 
+Quote Post
9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 6:22
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank