გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topic Start new topic
 რა?სად?როდის?, სატელევიზიო ვერსია...
 
Bellatrix
პოსტი Apr 6 2010, 18:33
პოსტი #1


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


რა?სად?როდის? თემა უკვე არსებობს სადისკუსიო ოთახში,თუმცა იქ ვსვამთ კითხვებს და ვცემთ პასუხებს...არ ვიცი ამას რამდენად შეიძლება ეწოდოს რსრ(თქვენის ნებართვით თამაშს ასე მოვიხსენიებ),თუმცა ახლა ამაზე არ შევჩერდები...

ეს თემა ეძღვნება რსრ-ის ყველაზე პოპულარულ,სატელევიზიო სახეობას,რომელიც არსებითად განსხვავება სპორტული რსრ-საგან(რომელზეც თემა გვაქვს ამ ლინკზე:

http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=10482

ვიმსჯელოთ ამ თემაში გადაცემაზე,მასში დასმულ კითხვებზე...
შეძლებისდაგვარად ვეცდები მოგაწოდოთ გადაცემაში დასმული კითხვები(იხარე Fიშერმენ ) და ვიდეოები biggrin.gif

მაშ ასე:



ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ავტორები არიან ვლადიმერ ვოროშილოვი და ნატალია სტეცენკო. ტელეპროგრამა პირველად 1975 წელს გავიდა სატელევიზიო ეთერში და უკვე 35 წელია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.
"რა? სად? როდის?" ქართული ვერსია "პროდიუსერული ცენტრი GameTV"–სა და ტელეკომპანია "რუსთავი–2"–ის ერთობლივი პროექტია. იგივე ფორმატის პროექტები ეთერში გადის რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ესტონეთის, ვიეტნამის ტელეარხებზე.
2010 წელს "რუსთავი–2"–ზე დაგეგმილია "რა? სად? როდის?" თამაშების 3 სერია:

გაზაფხულის დიდი სერია (მარტი, აპრილი, მაისი) – 10 ეთერი
შემოდგომის სერია (სექტემბერი, ოქტომბერი) – 5 ეთერი
ზამთრის ფინალური სერია (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი) – 6 ეთერი
თამაშში შეკითხვის დასმა შეუძლია ნებისმიერ ტელემაყურებელს. ამისათვის საჭიროა გაეცნოთ "10 რჩევას კითხვათა ავტორებისათვის" და გამოგზავნოთ თქვენი შეკითხვები მისამართზე:
თბილისი-2, სააბონენტო ყუთი №5, „რა? სად? როდის?“
ელ-ფოსტა: question@gametv.ge


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 10 2010, 23:54
პოსტი #2


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


მაშ ასე,2010 წლის სეზონში ელიტარულ ინტელექტ კლუბში თამაშები ჩატარდება 3 სერიად
1.გაზაფხულის დიდი სერია
2.შემოდგომის სერია
3.ზამთრის სერია

გაზაფხულის დიდ სერიაში ითამაშა ექვსმა გუნდმა,რის შედეგადაც მოხდა მიმდინარე რეიტინგის ფორმირება ასე:

1.ირინა ფრუიძის ექვსეული
2.ოთარ საბაშვილის ექვსეული
3.გიორგი ტუღუშის ექვსეული

ამრიგად,ნახევარფინალებს ითამაშებს სწორედ ეს სამი გუნდი...

სუ მალე შემოგთავაზებთ გაზაფხულის დიდი სერიის პირველ შესარჩევ თამაშის კითხვებს,სადაც ტელემაყურებლების წინააღმდეგ თამაშობდა გიორგი ტუღუშის ექვსეული


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია GEORGIAN GIRL: Apr 10 2010, 23:54


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 11 2010, 10:36
პოსტი #3


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


გაზაფხულის დიდი სერიის პირველი შესარჩევი თამაში.კითხვები

1.ნინო ეჯიბაძე(თბილისი)

XX საუკუნის ეგვიპტელი პოეტ სალაჰ ჯაჰინი თავის ლექსში"სამოთხე",წერდა:

"გინდა ითხოვე ბუზის გული,წარბი ჭიანჭველისა...
თვალის დახამხამებაში მოგერთმევა შენი ბრძანების შესაფერისად...
და არაფერი გავალია,ოღონდ ინატრე,
ინატრე,რაც კი აზრად მოგივა...
ნუ დაიდარდებ...
ეს სამოთხეა,და სურვილები მუდამ სრულდება,
რასაც მოითხოვ,ყოველივე აგისრულდება.
და მხოლოდ ერთი,ერთადერთია,რასაც ინატრებ და უარს მიიღებ..."

მაშ რაზე მიიღებ უარს სამოთხეში?

პასუხი:"ესაა მხოლოდ,თუ სამოთხიდან გასვლას ინატრებ...."


2.თენგიზ ლომიტაშვილი(თბილისი)

იონა მეუნარგია წერდა:"ილიამდე ჩვენში იყენებდნენ სიტყვას,რომელიც ქართულში ან საღვთო წერილიდანაა გადმოტანილი,ან რუსული ექვივალენტიდანაა გადმოთარგმნილი.ილიამ ამ სიტყვის გამოყენება დაუშალა თანამედროვეთ და მის ნაცვლად გამოიყენა სხვა სიტყვა,რომელიც მას აქეთ ისე დაკანონდა ჩვენში და ისე მოიკიდა ფეხი,რომ მას ვერ განდევნის ვერც ამხანაგო და ვერც მოეგობარო"
რა სიტყვა შემოიღო ხმარებაში ილიამ?

პასუხი:ბატონო(უფალოს ნაცვლად)

3.მერაბ კაკალია(ზუგდიდი)

1896 წელა აკაკი წერეთელი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ დიდ ქალაქში იმყოფებოდა.იგი სიცხემ იმდენად შეაწუხა,რომ მეგობრისადმი მიწერილ წერილში იმ ქალაქის სახელი შეცვალა,კერძოდ მეორე და მესამე ასოებს შეუნაცვლა ადგილი.რუსეთის იმპერიის რომელ ქალაქში იმყოფებოდა აკაკი?

პასუხი:ხარკოვში(ხრაკოვი smile.gif )

4.ანა ყოჩიშვილი(რუსთავი) [სუპერბლიცი]
მსოფლიო სიმბოლოთა ენციკლოპედია ამ ცხოველს ბინძური ზრახვების,უკუტრანსფორმაციის,ხორცის ზეიმის და ამაღლებულის დაცემის სიმბოლოა.რომელი ცხოველი?

პასუხი:ღორი

5.მიხეილ მღებრიშვილი(გურჯაანი)

1903 წლის 16 აპრილს პარიზში,ანთროპოლოგიურ საზოგადოებაში თედო სახოკიამ წაიკითხა მოხსენება ქართველების მტერთა შესახებ:"ესენი ყველა,ცხოვრობენ ზღვის იქით,საცა დის თაფლის მდინარენი და რძის ნაკადულები.ფიზიკურად ისინი ზოგი შავია,ზოგი თეთრი და ზოგი წითელი.არა სჯერდებიან საკუთარ ქვეყანას და საქართველოსაც ესხმიან თავს".ვინ არიან ისინი?

პასუხი:ბატონები(შავი ჭირი,წითელა,წითურა...)

6.
6.1.მანონი დალაქიშვილი(თბილისი)[ბლიცი]
პრეზიდენტმა რეიგანმა 21 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა:"ჩემი აზრით,ის ჩვენი უდიდესი გმირების თამანედროვე ვარიანტია,რომლებიც დროდადრო ჩნდებოდნენ ისტორიის ჰორიზონტზე.უშიშარი,მოხერხებული,მამაცი,ამავე დროს ის დიდად მოსწონთ ქალებს.შესაძლოა ეს ძველმოდურად ჟღერდეს,მაგრამ ჩემი აზრით იგი თავისუფალი სამყაროს რეალურ ღირებულებათა სიმბოლოა".მითხარით მისი სახელი და გვარი

პასუხი:ჯეიმს ბონდი

6.2.ნარგიზა შავგულიძე(ქუთაისი)

XIX საუკუნის ბოლოს,დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობდა დაეცვა საკუთარი წარმოება და მომხმარებელი უხარისხო იმპოერტული პროდუქციისაგან,ამიტომ ხელისუფლებამ აიძულა იმპორტიორები,ყველა გერმანულ ნაწარმზე დაეწერათ ეს ფრაზა...რომელი ფრაზა?

პასუხი:made in germany

6.3.გიგა თანდიშვილი(რუსთავი) კითხვა შუმერულ კალენდარზე

7.ბექა გულბანი (თბილისი)
თქვენს წინაშეა ინგლისელი მხატვრის,ბენჟამინ უესტის ტილო გენერალ ვულფის სიკვდილი

რომელიც ასახავს 1759 წელს მომხდარ ბრძოლას ქალაქ კვებეკისათვის.თუმცა ხელოვნებათმცოდნეებისათვის ეს ტილო განსაკუთრებით ცნობილი გახდა XIX საუკუნის ბოლოს,როდესაც ერთ ცნობილ ხელოვანს ბრალი დასდეს პლაგიატში.მითხარით ამ ხელოვანის სახელი და გვარი.

პასუხი:ოგიუსტ როდენი
კომენტარი:


ეს ჯერჯერობით smile.gif
ისე ეს ბოლო ზე შეკითხვაა smile.gif



--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Apr 11 2010, 11:20
პოსტი #4


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


მარტივი იყო როდენზე, თან ძაან მარტივი


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 11 2010, 11:26
პოსტი #5


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


friends.gif
ციტატა(μίσοςάνθρωπος @ Apr 11 2010, 11:34) *
მარტივი იყო როდენზე, თან ძაან მარტივი

ეგ როგორ ვერ აიღეს გავოცდი,უბრალოდ ერთ ვერსიაზე ჩაიციკლნენ sad.gif


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Apr 11 2010, 11:28
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(GEORGIAN GIRL @ Apr 11 2010, 11:40) *
friends.gif
ეგ როგორ ვერ აიღეს გავოცდი,უბრალოდ ერთ ვერსიაზე ჩაიციკლნენ sad.gif

სლაბი გუნდი იყო , კაპიტანი გამოუცდელი და უვარგისი, ის ბუს რომ გავდა დიდი ინტელექტის მფრქვეველი თვალებით რომ იყურებოდა დამამახსოვრდა


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 11 2010, 11:32
პოსტი #7


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


μίσοςάνθρωπος
ბიჭო ერთი შენს დაჯდომას მოვესწრო იქ და რას იზამ ვნახოთ... blum.gif
დიდი გამოცდილება არ გაქვს,თორემ მიხვდებოდი რომ ყველაფერი ხდება...smile.gif
ტუღუშს კი არა ელერდასაც გაუმაზია თამაში...

სინამდვილეში გიო ახალგაზრდულში უძლიერესი კაპიტანია ჩესთან ერთად... blum.gif


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Apr 11 2010, 11:34
პოსტი #8


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(GEORGIAN GIRL @ Apr 11 2010, 11:46) *
μίσοςάνθρωπος
ბიჭო ერთი შენს დაჯდომას მოვესწრო იქ და რას იზამ ვნახოთ... blum.gif
დიდი გამოცდილება არ გაქვს,თორემ მიხვდებოდი რომ ყველაფერი ხდება...smile.gif
ტუღუშს კი არა ელერდასაც გაუმაზია თამაში...

სინამდვილეში გიო ახალგაზრდულში უძლიერესი კაპიტანია ჩესთან ერთად... blum.gif


იქ დაჯოდამ დღეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს p.gif
ახალგაზრდების ცალკე არის რამე?


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 11 2010, 11:40
პოსტი #9


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


μίσοςάνθρωπος
ეგაა ელიტარულის ახლგაზრდული ნაკრები biggrin.gif


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Apr 11 2010, 11:40
პოსტი #10


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(GEORGIAN GIRL @ Apr 11 2010, 11:54) *
μίσοςάνθρωπος
ეგაა ელიტარულის ახლგაზრდული ნაკრები biggrin.gif

მარტო ესენი არიან? სხვა გუნდი არ არის?


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 26 2010, 13:50
პოსტი #11


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


μίσοςάνθρωπος
ახალგაზრდული არა sad.gif
ისე რანაირად წაეწყო,საბაშვილი გავარდა და შენგელია გავიდA sad.gif
რა უბედურებაა ეს რა სისტემაა,ამას ისევ გადამწყვეტი რაუნდის წესი ჯობდა biggrin.gif
მე გაგანდობთ კონფიდენციალურ(ჯერჯერობით) ინფორმაციას biggrin.gif

როგორც ცნობილია ამჟამად ელიტარული ინტელექტ კლუბიდან დისკვალიფიცირებულია 4 უძლიერესი ექვსეული...
გიორგი ლომიძის, დავით რაფავას,გედევან ფოფხაძისა და თემურ დანელიას გუნდები biggrin.gif
იგეგმება მათი რეაბილიტაცია ანუ დაშვება შემოდგომის სეზონში biggrin.gif

რაც შეეხება საბაშვილის გუნდს....
ეჰ... sad.gif


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
sin165
პოსტი Apr 26 2010, 18:32
პოსტი #12


.
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 11,308
რეგისტრ.: 27-October 07
მდებარეობა: Yellow Submarine
წევრი №: 114
კურსი:--


რაღაც კითხვები არ მომწონს ამ ბოლო დროს u.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bellatrix
პოსტი Apr 30 2010, 1:47
პოსტი #13


Rossonera...
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,109
რეგისტრ.: 15-June 09
მდებარეობა: Stadio Giuseppe Meazza
წევრი №: 6,897
კურსი:--


sin165
რუსებთან შედარებით მოვიკოჭლებთ u.gif


გთავაზობთ 2010 წლის გაზაფხულის დიდი სერიის თამაშების ვიდეოებს:

I შესარჩევი თამაში-გიორგი ტუღუშის გუნდი

II შესარჩევი თამაში-ბაჩანა შენგელიას გუნდი

III შესარჩევი თამაში-დავით ბაციკაძის გუნდი

IV შესარჩევი თამაში-კახა მაჩიტიძის გუნდი

V შესარჩევი თამაში-ოთარ საბაშვილის გუნდი

VI შესარჩევი თამაში-ირინა ფრუიძის გუნდი


ნახევარფინალები

I ნახევარფინალი-გიორგი ტუღუშის გუნდი

II ნახევარფინალი-ოთარ საბაშვილის გუნდი


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია GEORGIAN GIRL: Apr 30 2010, 1:57


--------------------
ULTRASI CURVA SUD MILANISTI!!!
MILAN,siempre con te...
FORZA MILAN!!!
Grazie Ragazzi!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 14:09
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank