გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ალექსანდრე ჟორჟოლიანი
 
Γεώργιος
პოსტი Apr 7 2010, 13:58
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ალექსანდრე ჟორჟოლიანი - ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა და თბილისში . ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი , დიტო , კოწია “, მინისტრის მდივანი და სხვა. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. კ. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი აქტიორული სკოლა, ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით.


1925 წლიდან იღებდნენ კინოში. როლები: იმერელი თავადი („სამანიშვილის დედინაცვალი“), გენერალი („ელისო“), მოსე მწერალი („დარიკო“), კოსტაია („ნარინჯის ველი“), მაჭანკალი არისტო („დაკარგული სამოთხე“), ფოსტალიონი კირილე („ჭრიჭინა“), სანდრო („აბეზარა“), ბაბუა („მანანა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ედემიკა („მე ვხედავ მზეს“) და სხვა.







--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 8:06
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank