გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


26 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
 
fisherman
პოსტი Mar 14 2009, 14:24
პოსტი #1


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--




მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) დაიბადა თბილისში,

მამამისი, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი და ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი იყო.

დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია და თბილისის სახ. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა.

ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად

ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად.

1994 წელს წელს იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს მაგისტრის ხარისხით,
ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციების ესწრება.

1995 წელსვე მან სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო.

1995 წელს ნიუ-იორკში იურიდიულ კომპანიაში პრაქტიკაზე ყოფნისას სააკაშვილს უკავშირდება ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით სახელმწიფო სამსახურში მოიწვია.

1995 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჟვანია და სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით პარლამენტის დეპუტატები ხდებიან.

პარლამენტში სააკაშვილი ახალი საარჩევნო სისტემის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და არაპოლიტიკური საპოლიციო ინსტიტუტის შექმნაზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

2000 წლის იანვარში სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ამ პერიოდში გატარდა სასამართლოს რეფორმა.

2001 წელს ის ღია კონფრონტაციაზე გამოდის ეკონომიკის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილ, სახელმწიფო მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაური იოსებ ალავიძესთან და მათ კორუფციულ გარიგეგებში ადანაშაულებს.

2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ მას "ამორალურად მიაჩნდა შევარდნაძის მთავრობის წევრად ყოფნა". მისი მტკიცებით კორუფციამ შეაღწია საქართველოს მთავრობის ყველა სექტორში და შევარდნაძეს არ ჰქონდა მასთან გამკლავების სურვილი.

მინისტრის პოსტიდან გადადგომისა და მოქალაქეთა კავშირიდან წასვლის შემდეგ 2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი აფუძნებს გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას, მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას, რეფორმისტული პლატფორმით.

2002 წლის ივნისში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად. ამ პოსტზე მას ძლიერი ახალი პლატფორმა შეექმნა, საიდანაც ის მთავრობის კრიტიკას შეძლებდა.

2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებული ჰქონდა (რასაც დამოუკიდებელი ეგზიტ-პოლების უჭერდნენ მხარს), და მოუწოდებდა საზოგადოებას შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსულიყვნენ და არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოეცხადებინათ.

სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები აერთიანებენ ძალებს შევარდნაძის მთავრობის გადასაყენებლად და არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად. ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ჩატარდა თბილისში ნოემბერში,

23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა.

დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა. საგარეო მხადაჭერის გასამყარებლად მიხეილ სააკაშვილმა ლობისტად რენდი შონემანი, მაკკეინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, და დენიელ კუნინი, დაიქირავა.

2004 წლის 24 თებერვალს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები გაერთიანდნენ.
ახალ პოლიტიკურ მოძრაობას "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" დაერქვა. მოძრაობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტედად პენსიების გაზრდა და ხელმოკლეთათვის სოციალური დახმარებების გაწევა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწოფო შემოსავლების ზრდა გახდა.

2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 96%-ით, რითაც ის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილის საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო.

მას მემკვიდრეობად ერგო მძიმე ეკონომიკური ვითარება და გადაუჭრელი ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში (ე. წ. სამხრეთ ოსეთში). ამ რეგიონებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა.

სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია 2004 წლის 25 იანვარს შედგა. მისი პირველივე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული დროშის შეცვლა გახდა. 26 იანვარს, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ცერემონიაზე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთის გროზნოდან ჩამოსვენების უფლებას იძლეოდა. მანვე გასცა 1993-94 წლებში გამსახურდიას მომხრე 32 პატიმარის გათავისუფლების განკარგულება.

მისი პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერი ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა. 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაიქცა.

ეკონომიკური პოლიტიკა

სააკაშვილი ლიბერალური ეკონომიკის აქტიური მხარდამჭერია და სწამს, რომ სასურველია მთავრობა ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მისი ადმინისტრაციის პერიოდში ქართულმა ეკონომიკამ საგრძნობლად წაიწია წინ, რასაც საგადასახადო კოდექსის გამარტივებასა და განაკვეთების შემცირებას მიაწერენ. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა.

ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი ქვეყანაში კორუფციის მკვეთრად შემცირება გახდა. ამასთან, 2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით, მაშინ როდესაც ქვეყნის მეზობლები რიგით მე-100-ს სცილდებიან, მსოფლიო ბანკის ამავე რეიტინგის მიხედვით.

საგარეო პოლიტიკა

პრეზიდენტი სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ნატოში გაწევრიანებაა, რაც საქართველოს სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს.

2007 წლის კრიზისი

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007).

2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

2007 წლის მეორე ნახევარში საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდეგ უმწვავესი კრიზისი დაუდგა. ოქტომბერში თბილისში რიგი ხალხმრავალი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ჩატარდა. კრიზისმა კულმინაციას ნოემბრის დასაწყისში მიაღწია და მოიცვა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ათობით ათასი ადამიანი. ანტისამთავრობო განწყობას ხელს უწყობდა მედიამაგნატი ბადრი პატარკაციშვილი. საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით დასრულდა. პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რამდენიმე ოპოზიციური ტელეარხი (იმედი და კავკასია) დაიხურა. მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის მიმართ საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ "ჭარბი" ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა.

2007 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა კომპრომისული გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება და 2008 წლის 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ გაკეთდა რამდენიმე ჩასწორება საარჩევნო კოდექსში.

2007 წლის 23 ნოემბერს მმართველმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ - საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ოფიციალურად წამოაყენა მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სააკაშვილი 25 ნოემბერს გადადგა საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

2008, 5 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 53,47 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2008 წლის 20 იანვარს.

* 2004 — საქართველოს პრეზიდენტი დაჯილდოვდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან „წლის ევროპელი“-ს ყოველწლიური პრემიით.
* 2005 — დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე.



--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Mar 14 2009, 15:01
პოსტი #2


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--










მიშა ბარსელონას სტადიონზე


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Mar 14 2009, 15:10
პოსტი #3


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


ამიტომაც არ მიყვარს ბარსა george.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Mar 14 2009, 15:17
პოსტი #4


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


მიშა პრემიერთშემმუსვრელი
ტროლეიბუსში გაგონილი ჭორი იყო? george.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Ghost Rider_*
პოსტი Mar 15 2009, 11:34
პოსტი #5





Guests






მსხალია
Go to the top of the page
 
+Quote Post
sting
პოსტი Mar 15 2009, 13:41
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,166
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარეობა: no information
წევრი №: 339
კურსი:--


მე მგონი ნესვი უფროა
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Mar 15 2009, 13:56
პოსტი #7


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


ნსხალი და ნესვი ძალიან კარგია, მაგრამ ასეთი მასაჟი ასეთ ქალთან მართლა კარგიაbiggrin.gif

ეს მიშაა მასაჯისტ დრ. დოტთან
http://www.youtube.com/watch?v=eYko1zEi1jg...941669&st=0 __ეს მასაჟისტმა გადაიღოო,

და ესეც სურათი




http://drdot.blog-city.com/dr_dot_in_penthouse__tsk_tsk_.htm ეს იმ მასაჯისტის ბლოგი


არ დაიწყოთ ეხლა მაგ სექსუალური კაციო და მასეთები george.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ზვიო: Mar 15 2009, 13:58


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
seven
პოსტი Mar 15 2009, 14:03
პოსტი #8


პროფესორი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,565
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: meotxe sarTuli
წევრი №: 307
კურსი:4


უფასოდ გაუეთებდა biggrin.gif მეც მინდა : )))

ოღონდ მარტო მასაჟი.. ეს გოგო რას გავს აბა : ))
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Mar 15 2009, 20:02
პოსტი #9


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


ქვეყნის სახე და დიაგნოზი-ხურუშიანი პათოლოგი rofl.gif

ქვეყნის სახე და დიაგნოზი-ხურუშიანი პათოლოგი rofl.gif

ქვეყნის სახე და დიაგნოზი-ხურუშიანი პათოლოგი rofl.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Mar 15 2009, 20:09
პოსტი #10


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


tako_kakabadze
მე ხომ dავწერე
ციტატა
არ დაიწყოთ ეხლა მაგ სექსუალური კაციო და მასეთები george.gif

ეგეც ადამიანია ბოლოსდაბოლოს biggrin.gif

ხო მე დავდო თუ თქვენ დადებთ ის ინფორმაცია ფიროსმანის ნახატი რომ წაიღო რეზიდენციაში?
ამაze მაგარ პრეზიდენტობის კანდიდატს კაი ხანი ვერ ნახავთ george.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Mar 15 2009, 20:13
პოსტი #11


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


წაიღო. ქვეყანამ იცის , რა დადება უნდა. რეზიდენციაში საეჭვოდ ეზიდება რაღაცეებს
ციტატა
ეგ სექსუალური კაცი ეგა.


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
fisherman
პოსტი Mar 15 2009, 20:17
პოსტი #12


ფ"lost"ებით მოარული ვირ ტუოზი. ◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘▼◘
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,596
რეგისტრ.: 3-December 07
მდებარეობა: სადაც დამიღამდება
წევრი №: 736
კურსი:--


tako_kakabadze
იქ უფრო კარგი პირობებია
და თან მუზეუმი რემონტდება
რამდენიმე თვით წაიღო
იქ უფრო ბევრი ხალხი ნახავს

george.gif


--------------------
ვემსახურები საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი Mar 15 2009, 20:23
პოსტი #13


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


თურმე ღამე ხალხმა რომ დაუტოვა საჩუქრები, ღამით გადაცმულს გადაურჩევია. smile.gif


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
26 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th November 2019 - 0:48
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank