გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


10 გვერდი V  « < 8 9 10  
Reply to this topic Start new topic
 კავკასიური სახლი, კავკასიელ ერთა კავშირი
 
დაჩი
პოსტი Feb 3 2012, 22:39
პოსტი #118


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


20 წლის წინ თბილისის ქუჩებში დახვრეტილი 16 წლის მედროშე და კიდევ 22 ადამიანი



ლაშა ბერულავა
02.02.2012
იმის მიუხედავად, რომმ დაახლოებით ერთი თვის წინ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, საქართველოში მომხდარ სახელმნწიფო გადატრიალებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არ ურიგდებოდნენ და პროტესტის გამოთქმის მოსურნეთა რიცხვი არათუ კლებულობდა, პირიქით, მატულობდა კიდეც.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არსებობს როგორც დიდუბის მეტროს წინ მიტინგისთვის ცეცხლის გახსნის, ასევე 1992 წლის 2 თებერვლის ხალხმრავალი მსვლელობის დახვრეტის ამსახველი ვიდეომასალა (იანვარში მომხდარი დარბევა-დახვრეტის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ);

ამასთან, უნდა ითქვას, რომ თუკი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანის დარბევა-დახვრეტა შედარებით ცოტა ხანს გრძელდებოდა და ისევ უიარაღო ხალხის შემოტევის გამო შეიარაღებული პირები იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ, სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა 2 თებერვალს: სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა, უკიდურესად სასტიკი ყოფილიყო და ამით კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მოსახლეობისთვის - ყველას დაგხოცავთ, ვინც ხელს შეგვიშლითო. ოფიციალური მიზეზი, რა თქმა უნდა, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო, თუმცა საოცარი ის გახლდათ, რომ საპროტესტო მუხტი კი არ იკლებდა, იზრდებოდა.

მსვლელობას, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წინ წმინდა ნინოს უჯვარი უძღოდა. ხალხი ვაგზლის მოედნიდან დაიძრა და ქალაქის ცენტრალური ნაწილები უნდა გაეარა. დემონსტრაციას გზადაგზა მოსახლეობა უერთდებოდა. აქციის მიზანი არ ყოფილა არც მთავრობის სახლთან, ან იმელის შენობასთან მისვლა, არც აგრესიის გამოხატვა რაიმე ფორმით, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ შეძახილებსა და პლაკატებს...

ამის მიუხედავად, ცირკის ტერიტორიაზე, ბორცვებზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდაპირველად ისინი ჰაერში ისროდნენ, მაგრამ ამან ეფექტი ვერ გამოიღო - დემონსტრანტებს არ ეშინოდათ: მუშტებს უღერებდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ამუნათებდნენ (ცხადია, ზოგიერთი მამაკაცი აგინებდა კიდეც) ბორცვებზე, ბუჩქებს შორის აქა-იქ გამკრთალ ავტომატიანებს. იმით გაღიზიანებულებმა, რომ ხალხი არ იშლებოდა, მათ კი შესაბამისი ბრძანება ჰქონდათ მიღებული, ბორცვებს შეფენილმა შეიარაღებულებმა დამიზნებით სროლა დაიწყეს - პირდაპირ დემოსტრანტებს ესროდნენ.

აქციამ გეზი შეიცვალა - ისინი, ვინც არ დაშლილან, მწყობრად გადაადგილებას ცდილობდნენ და უკან, ვაგზლის მოედნისკენ დაიხიეს, თუმცა, ვერც ვაგზლამდე მიაღწიეს - აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან მათ მეორე ჯგუფი დაახვედრეს, რომლის წევრებსაც დიდხანს ყოყმანი არ დაუწყიათ: მიზანმიმართული ცეცხლი გახსნეს დემონსტრანტების მისამართით.

აქციამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმართულება: აღმაშენებლის გამზირზე - ვორონცოვის მოედნის მიმართულებით, მაგრამ ვორონცოვამდეც არ მიუშვეს - მესამე ჯგუფმა მარჯანიშვილის მოედანზე დაასრულა იმდღევანდელი უპრეცენდენტო ნადირობა ადამიანებზე... სწორედ აქ, მარჯანიშვილის მოედანთან დააპატიმრეს უკვე შეთხელებული დემონსტრანტებიდან ისინი, ვინც განსაკუთრებით არ მოსდიოდათ თვალში და შემდეგ მათგან ბევრი - სასტიკად აწამეს. რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდეც კი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

1992 წლის 2 თებერვალს დახვრეტილი და დაჭრილი ხალხის ოფიციალური სია არ არსებობს. მეტიც, თუ იმდროინდელ პრესასა და ტელევიზიის არქივს გადახედავთ, ეს აქცია არცკი ჩატარებულა, თურმე...

არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი იყო...
http://www.youtube.com/watch?v=BMHG7nwwlWk...player_embedded


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 7 2012, 1:18
პოსტი #119


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


ბიძინა:
"სოროსის ფონდში" მეც ვრიცხავდი ფულს,
ქრთამით მექრთამეობის დამთრგუნველი!

06.02.2012

ბიძინა ივანიშვილის საუბარს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ–დასავალი".
ბიძინა ივანიშვილი: ნაც-პოლიციისათვის მანქანები იყიდეს ჩემი ფულით. გიმეორებთ, არავითარი საგანგებო დანიშნულების მანქანები ჩემი ფულით არ შეუძენიათ! 7 ნოემბერს რომ გამოიყენეს, მაშინ დავინახე მეც, რომ მსგავსი მანქანები ჰქონდათ...
მე მაქვს ჩემი ადამიანური, ცხოვრებისეული მკვეთრი პოზიციები და რა თქმა უნდა, მსგავსი ტექნიკის შეძენაში მე არავითარ შემთხვევშაი არ დავეხმარებოდი! ეს არის ჩემი პასუხიც! ჩემი ფულით მებრძოლებს ტანსაცმელი უყიდეს და სხვათაშორის, პირველი სამხედრო ფეხსაცმლის შემოტანას პირადად ვმართავდი. იმის შემდეგ სამმაგ ფასში იყიდეს იგივე ფეხსაცმელები და თანაც იმავე საწარმოსგან!
ეგრევე ფულის კეთება დაიწყეს მერე.

მე გადავიხადე ფული სამხედრო შენობების მშენებლობაში...
თანხის ზუსტი რაოდენობა ახლა არ მახსოვს, მაგრამ იმდენი იყო, რომ ყველა მშენებლობას უნდა ჰყოფნოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ აღვრიცხავდი ამ თანხის ხარჯვას. ოქრუაშვილის წასვლის დროს იყო და მას "აწერდნენ" ამ თანხების გაქრობასაც...
ივანიშვილი-სოროსის მასონური კავშირები
პირველ წლებში "სოროსის ფონდში" მეც ვრიცხავდი თანხებს, რათა სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები მომატებოდათ და ამით, გარკვეულწილად, მართლა დავამარცხეთ იმ წლებში მექრთამეობა... (ქართული საზოგადოებისათვის დღეს უკვე კარგადაა ცნობილი, როგორ დამარცხა მექრთამეობა!!!)
როგორც თავად აცხადებთ, და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ნაც-ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ოპოზიციის წევრთა მოსყიდვა და დაშინება... პირდაპირ გკითხავთ - თქვენს მიერ გაღებული ფულით ვაჭრობდა ნაც-ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებთან?
ანუ, თქვენი ფული იხარჯებოდა მათ მოსყიდვა-დაშინებაზე?
- ცალსახად გიპასუხებთ: არა!
არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, მიშას მსგავსი საქმეებისთვის ჩემთვის ფული ეთხოვოს!
როგორ გეკადრებათ?
მაგას როგორ გამიბედავდა?
ყველაფერი, რაც გაკეთდა ჩემს მიერ, იყო გამჭვირვალე და ღიად!
ერთი იყო სოროსის ფონდად წოდებული ფონდი და მეორე - საქართველოს გადარჩენისა თუ ძალოვან ნაც-სამინისტროების განვითარების ფონდი, ზუსტი დასახელება ახლა არ მახსოვს. თუ საჭიროდ ჩათვლით, მაგასაც დაგიზუსტებთ.
ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაფერი ჩემი ნებით და წამოწყებით კეთდებოდა!


დასკვნა:
ბიძინა ივანიშვილი თავის მოკატუნებას ცდილობს, დანაშაულებრივი ნაც-ხელისუფლებისათვის ქრთამის მიცემას "დახმარებად" ასაღებს, უფრო მეტიც ქრთამის მიცემას, მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლად ასაღებს.
ასევე, გამოძიებულ-შესწავლილი უნდა იქნას, დანაშაულებრივ, მასონურ "სოროსის ფონდში" ბიძინას გარდა კიდევ ვინ რიცხადვდა ფულს, რომელიც შემდგომ ქართველი ერის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
დაჩი
პოსტი Feb 19 2012, 19:48
პოსტი #120


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 218
რეგისტრ.: 11-February 09
წევრი №: 6,168
კურსი:3


თურქეთი წყალსაცავებით აჭარის დატბორვას აპირებს
აჭარაში თურქეთი მიმდინარე წელს სამი წყლის ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს


წყალსაცავი ელექტროსადგურისათვის
რაც იმას ნიშნავს, რომ განზრახულობა სისრულეში მოსაყვანად მზადდება. მაგალითად, ჭოროხის
მდინარეზე ჰესის აშენების შედეგად 250 ჰექტარი მიწა დაიტბორება. ეს არის ორნახევარი
კვადრატული კილომეტრი. ნამდვილი ბათუმი (შემოერთებების გარეშე) 5 კვადრატული კილომეტრია
და ორნახევარი კილომეტრის დატბორვა ნახევარი ბათუმის დატბორვას ნიშნავს.
მცირე მიწიანი საქართველოსათვის ეს მომაკვდინებელი დარტყმაა. ასევე გარდაუვალ, ისედაც მაღალი ტენიანობის გაზზრდას გამოიწვევს.
აჭარაში თურქული საწარმო მიმდინარე წელს სამი წყლის ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს .
აღნიშნული წყალსაცავები იმ 15 წყლის ელექტროსადგურში შედის, რომელთა მშენებლობის შესახებ ნა-მიშურმა მთავრობამ საჯაროდ განაცხადა.
"ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების" სამინისტროს ცნობით, "Adjar Energy 2007" აჭარაში "ხელვაჩაური წყლის სადგური 1"-ს, "ხელვაჩაური წყლის სადგური 2"-ს და "კირნათი წყლის სადგურს" ააშენებს, რომლის სავარაუდო, ჯამური ღირებულება 196 032 494 აშშ დოლარია.
აღნიშნული წყლის სადგურბის ჯამური დადგმული სიმძლავრე 105,67 მგვტ-ია, ხოლო ჯამური წლიური გამომუშავება – 495 კვტ/საათი.
სამივე წყალ სადგურის მშენებლობა თურქულმა საწარმომ 2016 წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს და მუშაობა 2017 წელს დაიწყოს.

საქართველოს ნაცმიშურ მთავრობასა და "Adjar Energy 2007"-ს შორის ხელშეკრულებას 2011 წლის ივლისში მოეწერა.

[ინტერპრესნიუსი]-ს ცნობიდან


--------------------
[b][size=3]მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა![/size][/b]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rhaegar
პოსტი Feb 19 2012, 20:39
პოსტი #121


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 502
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი №: 10,624
კურსი:--


სოროსის ფონდი ერთი შეხედვით ძალიან დადებით რამედ მეჩვენება, მიუხედავად საზოგადოების ბნელი ნაწილის ცრურწმენებისა.


--------------------
True Blood. BLOOD OF THE HEROES!
Go to the top of the page
 
+Quote Post
10 გვერდი V  « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 17:50
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank