გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 რამაზ ჩხიკვაძე
 
Γεώργιος
პოსტი Apr 7 2010, 14:02
პოსტი #1


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა.

როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიზვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), თედო (მ ელიოზიშვილის"ბებერი მეზურნეები" ), ფადინარი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", აზდაკი, ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", რიჩარდ მესამე, შექსპირის "რიჩარდ მესამე", მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა). ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd November 2019 - 19:01
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank