გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 თბილისის დინამო, საქართველოს საუკეთესო გუნდი
 
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 15 2010, 0:12
პოსტი #1


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


საქართველოს საუკეთესო გუნდი



<<<_თბილისის დინამო_>>> 1925

საქართველოს 13 გზის ჩემპიონი:1990-1999,2003,2005,2008
საქართველოს თასის 9 გზის მფლობელი:1992-1997.2003.2004,2009
საქართველოს სუპერთასის 5 გზის ფლობელი:1996,1997,1999,2005,2008
სსრკ-ს 2 გზის ჩემპიონი:1964,1978
სსრკ-ს თასის 2 გზის მფლობელი:1976,1979
დსთ-ს თასის მფლობელი:2004

თასების მფლობელთა თასის მფლობელი:1981



დინამო თბილისის ისტორია...20-იანი წლები

დინამო თბილისის ისტორია...30-იანი წლები

დინამო თბილისის ისტორია...40-50-იანი წლები

დინამო თბილისის ისტორია...60-იანი წლები

დინამო თბილისის ისტორია...70-იანი წლები

დინამო თბილისის ისტორია...80-იანი წლები

დინამო თბილისის ისტორია...90-იანი წლები

1999-2000,2000-2001,2001-2002 სეზონები დინამოსთვის ძალიან წარუმატებელი იყო,დინამო ჩემპიონატში მესამე ადგილზე გადიოდა,ვერც თასის გათამაშებაში აღწევდა წარმატებას...2002 წელს..I წრის შემდეგ,გუნდში მოვიდა ხორვატი ივო შუშაკი,რომელსაც უკავშირდება დინამოს შემდგომი წარმატებები...დინამომ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჩემპიონატი,თასი....პირველ ადგილზე დაასრულა 2003-2004 სეზონის პირველ ეტაპი და რაც მთავარია მოიგო დსთ-ს თასი.....2004 წლის გაზაფხულზე,რამოდენიმე წარუმატებელი შეხვედრის გამო შუშაკს პოსტი დაატოვებინეს და მის ადგილზე გია გეგუჩაძე დანიშნეს.გეგუჩაძის დინამომ ვერ შეძლო ჩემპიონობის შენარჩუნება,მაგრამ მოიგო ყიფიანის სახელობის თასი და გავიდა უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე...
მას შემდეგ დინამოს წარმატება არ ქონია..მხოლოდ ორი ჩემპიონობა (2005, 2008) , საქართველოს თასი (2009) და სუპერთასი (2005, 2008)..

2009-2010 წლების საფეხბურთო სეზონი დინამოს ისტორიაში "ვერცხლის" ხანად უნდა შევიდეს...
-დინამომ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.. ჩამორჩა რა, მხოლოდ რუსთავის "ოლიმპს"
-საქართველოს სუპერთასი "ვიტ ჯორჯიას" დაუთმო...
-საქართველოს თასის ბრძოლაშიც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ... ფინალში კვლავ "ვიტ ჯორჯიასთან" დავმარცხდით...



სეზონის დასრულებისთანავე გუნდი კაპიტანმა გურამ კაშიამ, შოთა კაშიამ, ჯორჯ აკირემმა, თენგიზ ჩიკვილაძემ, ალექსანდრე კრსტესკიმ და ფიზმომზადების მწვრთნელებმა ივო კატუშიჩმა და დუშან მომჩილოვიჩმა დატოვეს...

დინამო თბილისის ლეგენდები....


ბორის პაიჭაძე....ბორის პაიჭაძე 1936 წლიდან დღემდე დინამოშია.....მან კარიერა 1951 წელს დაასრულა თუმცა შემდეგ იყო გუნდის უფროსი,გუნდის მწვრთნელი,გუნდის სტადიონის დირექტორი...და დღეს უკვე 20 წელია ეროვნული სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს...
საფეხბურთო კარიერის დროს გუნდს კაპიტნობდა 10 წელი,ჩაატარა 181 მატჩი და გაიტანა 99 გოლი სსრკ-ს ჩემპიონატში,ამასთან თასზე 40 შეხვედრა და 20 გოლი
მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული....სამჯერ იყო თასის ფინალში და ორჯერ გახდა ვერცხლის მედლების მფლობელი...




ავთანდილ ღოღობერიძე....”ბასა”...ბასა დინამოს რეკორდსმენია..18 სეზონის განმავლობაში იცავდა დინამოს ღირსებას....341 შეხვედრა ჩაატარა და 127 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში..იყო სსრკ-ს ნაკრებშიც...დინამოს მწვრთნელი,დინამოს გუნდის უფროსი....
საქართველოს ნაკრების ბაზა მისი სახელობისაა...

ოქროს ბიჭები.....სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი-გავრილ კაჩალინი

მიხეილ მესხი....1955-1969 წლებში იცავდა თბილისის დინამოს ღირსებას,გახდა სსრკ-ს ჩემპიონი...ჩაატარა 285 შეხვედრა სსრკ-ს ჩემპიონატში 53 გოლი,6-ჯერ გახდა გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი
..18 შეხვედრა თასზე 5 გოლი...36 შეხვედრა სსრკ-ს ნაკრებში და 4 გოლი,არის ევროპის ჩემპიონი...
მისი სახელობის არის ლოკომოტივის სტადიონი




სლავა მეტრეველი-1958-1966 წლებში იცავდა დინამოს ღირსებას..გახდა სსრკ-ს ჩემპიონი..237 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა,ევროპის ჩემპიონი...სსრკ-ს ნაკრებში გაიტანა 11 გოლი,მათ შორის ერთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში



ალექსანდრე ჩივაძე ... დინამოს ყველა დროის საუკეთესო მცველი...დინამოს კაპიტანი...გოლეადორიც....1974-1987 წლებში ჩაატარა 324 შეხვედრა და გაიტანა 44 გოლი...გახდა სსრკ-ს ჩემპიონი,ორჯერ თასის მფლობელი,ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რაც მთავარია..თასების მფლობელთა თასი


მურთაზ ხურცილავა ... ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ფლობს - ამ წარმატებას მან საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1966 წელს, ინგლისში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მიაღწია. მის ჯილდოთა კოლექციაშია ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს (1972) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (1972).შესანიშნავი მცველი გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იცავდა თბილისის ”დინამოს” ღირსებას (1961-75) და წლების მანძილზე იყო როგორც კლუბის (1971-75), ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრების კპიტანი.
თბილისის ”დინამოს” შემადგენლობაში მურთაზ ხურცილავამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში 293 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისური კი 72-ჯერ მოირგო და 7-ჯერ გამოიჩინა თავი


დავით ყიფიანი ..
… მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ…
… ის დაუცხრილავთ… მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ… იმის მეზობელი კაიფში გაპარულა… ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი ”ტრუპი აქვს აკიდებული”… პურის რიგში ვიღაცამ ვიღაცას დაახალა…
და გადამალა გონებამ ის, რაც ადრე უმთავრესი იყო, რაზეც ათეულობით ათასები ფიქრობდნენ, რაც მათ ცხოვრებას ალამაზებდა. გაქრა წამი, როდესაც ჯერ კიდევ ვ.ი.ლენინის სახელობის ”დინამოს” სტადიონზე, მოედნის ცენტრში ბურთს დათო მიიღებდა, სულ ცოტას დააყოვნებდა და უცბად სასწაულს ჩაიდენდა. სხვა ვერავინ მოიფიქრებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეტევა შეიძლება ასეც გაგრძელდეს. ჰაერში აფრენილი ბურთი მოწინააღმდეგეებს გადმოსძახებდა აბა, თუ მიხვდებით, საით მივქრივარო და სიცილით კვდებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ ეძაბებოდათ სახეები, როგორ შემოიკრავდნენ თავში ხელს და თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ იქით, საითაც ვეღარ მიასწრებდნენ. და განა მარტო შემცბარ მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა ბურთი? ის ტრიბუნებსაც გასცქეროდა ეშმაკური მზერით. სიამოვნებდა, რომ სანამ მინდორზე დაეშვებოდა, სუნთქვაშეკრული მაყურებელი უკვე ფეხზე იყო წამომხტარი. გრძნობდა, რომ თავიდან ვერც გულშემატკივარი მიმხვდარიყო მის გეზსა და იმ კაცის ჩანაფიქრს, რომელმაც მოედნის შუაში ფეხი ამოჰკრა.
მაშინ არავის აინტერესებდა, ვინ ვინ მოკლა. მაშინ დათოს პასი იყო მთავარი, პასი, რომელიც არავის აბოროტებდა, პირიქით, გაბოროტებულს არიგებდა.
მაშინ ხალხი თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთით არსებობდა.
რა რიცხვია დღეს? ჩვიდმეტი. ნამდვილად? რა თქმა უნდა, ოცში ფეხბურთია, სამი დღე დარჩა.
ამ გაზაფხულზე ინგლისურ ჟურნალ ”ტოტალ ფუტბოლს” ვათვალიერებდი. მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მიშელ პლატინის უშველებელი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული. საუბარი ძირითადად საფრანგეთში სტადიონების მზადყოფნას, ბილეთების განაწილებას, შემოსავალსა და გასავალს ეხებოდა, თუმცა აქა-იქ ისეთი კითხვებიც იყო, მაესტროს თამაშზეც რომ ათქმევინა ორიოდ სიტყვა. ერთ-ერთ კითხვაზე პლატინი პასუხობდა: სადღა არიან ახლა დიდი ათი ნომრები. აი, ჩვენ დროს…
ო, პლატინის დროს სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად პლატინი თამაშობდა. ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. ეს ეპოქა სწორედ დიდ ათი ნომრებისა გახლდათ და მადლობა უფალს, ჩვენც გვყავდა ჩვენი გამორჩეული ნომერი ათი.
რა დრო გასულა?! დღეს 1998 წელია. დავით ყიფიანის მოედნიდან წასვლის შემდეგ თექვსმეტჯერ შემოუვლია დედამიწას მზის გარშემო. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი კარგი, საქმიანი ადამიანი ტრიალებს, თემებიც საერთო გვაქვს, ინტერესებიც, მაგრამ უცებ, თითქოს მეხი გავარდაო: ყიფიანის თამაში არ მახსოვს, მართლა ასე ძლიერი იყო? - შემეკითხება ხოლმე რომელიმე. მაშინ ვხვდები, რომ მართლაც სხვა ეპოქა დამდგარა და გეგონება ბერიკაცი ვიყო, მოყოლას ვიწყებ:
ყიფიანი როგორი ფეხბურთელი იყო, იცი? აი, წარმოიდგინე გამთამაშებელი, ოღონდ ისეთი კია არა, თავდამსხმელების უკან და ნახევარმცველების წინ რომ დარბის, ლამის დაცვიდან რომ იწყებს შეტევას. ხომ ყველამ ვიცით, რას აკეთებს გამთამაშებელი? ის შეტევის მიმართულებას ცვლის, ტემპს აწევს და დაწევს, თავდამსხმელს პასს გადააწოდებს და ასე შემდეგ… ყიფიანიც ამასვე აკეთებდა, ოღონდ ისე, რომ… კაცმა არ იცის, როგორ. ასე მგონია, ის ჩვეულებრივ პასებსაც მოულოდნელად აწვდიდა. ხომ გინახავს კარგი გადაცემა? ჰოდა, კარგი გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ კარგი გადაცემაა და მეტი არაფერი, ყიფიანის შესრულებით კი პასი სულ სხვანაირი იყო. იმას კარგს ან ცუდს ვერ დაარქმევ, ასეთ კატეგორიას არ განეკუთვნება.
ამდაგვარს ბევრს რომ ვიტყვი, მერე ვჩერდები. თანამოსაუბრეს თვალებში შევხედავ და ვატყობ, რომ სჯერა, მაგრამ ვერ მიმხვდარა, ვერ წარმოუდგენია. ვგრძნობ, სანამ დროა, უნდა გაჩერდე, ვინაიდან ცოტაც თუ გავაგრძელე, შესაძლოა მეზღაპრედ შემრაცხოს, ეს კი არ მინდა, რადგან მგონია, რომ ამით ყიფიანს გავუფუჭებ საქმეს. კაცს ვაფიქრებინებ, ლეგენდებს უთხზავსო. ამიტომაც მოკლედ მოვჭრი ხოლმე:
აღწერა შეუძლებელია. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო.
სწორედ ესაა ჭეშმარიტება. სიტყვამ კი შეუძლებელია გადმოსცეს და გააცოცხლოს წამი, როდესაც დავით ყიფიანი მოედნის ცენტრში ბურთს იღებდა.
… დღეს პრაგმატიკოსთა დროებაა, ყველაფერი რიცხვებით უნდა გამოისახოს. მაშ, ყიფიანი დიდი ფეხბურთელი იყო? საერთაშორისო მასშტაბის? აბა, რა ტიტულები აქვს? რამდენი თასი მოუგია ევროპაში? ერთხელ თასების თასი? დი ლივიოს ექვსი თასი აქვს მოგებული: უეფა-ს, ჩემპიონთა, საკონტინენტთაშორისო, ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი და სუპერთასი, პლუს მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და სკუდეტოც მოუპოვებია…
მაგრამ ყიფიანი ხომ ”იუვენტუსში” არ იყო? აი, ”სენტ-ეტიენმა” პლატინი რომ გაყიდა, დათოს ყიდვა უნდოდა, შემიცვლისო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ხომ იცი…
იანოვსკიში ”პარი სენ-ჟერმენმა” მილიონები გადაიხადა - გიპასუხებს ურწმუნო.
თუმც, ურწმუნოსთან საუბარი არ ღირს. ის ცოდოა, რადგან დაჯერება არ შეუძლია და კიდევ იმიტომ არის ცოდო, რომ ყიფიანის თამაში არ უნახავს.
მაშინ ნიჭი რიცხვებით არ იზომებოდა, დათოს თამაშს კი უფრო სხვანაირად აღიქვამდნენ, აბა, რატომაა გალაქტიონის ”ლურჯა ცხენები” უჩვეულო ლექსი? იმიტომ, რომ მასში ამდენი ასეთი რითმაა, იმდენი ისეთი, ამ სიტყვას ის ენაცვლება, იმ სიტყვას ეს, შემასმენელი აქეთ წერია და ქვემდებარე, იქეთ? არა, ბატონებო, ”ლურჯა ცხენები” იმიტომაა ასეთი, რომ… ასეთია. ბევრი გაწაფული პოეტი გამოთლის კარგ ლექსებს, მაგრამ, ჰე, სად ის და სად ”ლურჯა ცხენები”.
უამრავმა ფეხბურთელმა იცის, როგორ გამართოს საყრდენი ფეხი, როგორ შეასრულოს მოჭრილი დარტყმა, საით უნდა გაიქცეს კუთხურის დროს, მაგრამ ჯადოქარი არაა. ყიფიანი კი იყო!
მხოლოდ რომანტიკოსადაც ნუ წარმოვიდგენთ ქართველთა დიდ მეათე ნომერს. მან და მისმა თაობამ ჩვენს ფეხბურთს ისეთი ტიტულები მოუტანეს, იქნებ მნიშვნელობითაც სხვათა მეათე ჩემპიონთა თასზე ნაკლები არც იყოს, რადგან ეს ჯებირის გარღვევა გახლდათ.
რაო? საბჭოთა კავშირის ნაკრებში მუდმივად რად არ იწვევდნენო?
1982 წელია, ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატია გახურებული. საუცხოო ჩემპიონატი გამოდგა ესპანეთი 82. ჰოდა, სსრკ-ის ნაკრების ერთ-ერთი მატჩის დროს, მაშინ ცნობილი რუსი კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი იური გავრილოვის ფერმკრთალი თამაშის ცქერისას კითხულობს, ნეტავ გავრილოვმა დირიჟორის ჯოხი სად დაკარგაო. მგონი, თბილისის ყველა ბინიდან საშინელი ყვირილის ხმა გამოვარდა. ბოლო წლებში ასეთი ერთსულოვნება ახალ წელსაა ხოლმე, მთელი მოსახლეობა ცას ავტომატს რომ ესვრის.
გავრილოვის ჯოხი დიდხანს ეკერა პირზე მთელ საქართველოს. მოსკოვის ”სპარტაკის” ეს ფეხბურთელი მაშინ ყიფიანს ამჯობინეს. იქ, სადაც ჩვენს დათოს უნდა გაებრწყინა, გავრილოვმა ვერ ივარგა, მაშინ, როდესაც დათოს პასებს ხალხი უნდა აელაპარაკებინა, მსოფლიო გავრილოვის უსახურ ფეხბურთს უყურებდა.
არადა, იური გავრილოვი განა ასეთი ცუდი ფეხბურთელი იყო? სულაც არა, ის უბრალოდ ჯადოქარი არ გახლდათ. დავით ყიფიანისთვის კი დიახაც ალალი იქნებოდა მსოფლიოს პირველობაზე თავის გამოჩენა. მას ეს შეეძლო, ნიჭთან მეომრებს კი დიდი მეათე ნომრისთვის ასპარეზის დათმობა მართებდათ.
იმ წელიწადს ყიფიანმა კარიერა დაასრულა. ის ჩემპიონატამდე ნაკრების შეკრებაზე ჰყავდათ. მაგრამ განაცხადში აღარ შეიყვანეს. მიზეზი: ერთი ხნით ადრე ტრავმა ჰქონდა. ასე ჩაიარა ქართველი ვარსკვლავის გარეშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ულამაზესმა ჩემპიონატმა.
იმ წელიწადს, მის დაბადების დღეს, დავით ყიფიანისთვის გამოსათხოვარ შეხვედრაში ერთხელაც უნდა შეგვევლო თვალი. საოცარი, საშინელი, მშვენიერი გრძნობაა, როდესაც შენს კერპს ბოლოჯერ უნდა შეხვდე, იცი, რომ მერე დიდ სიცარიელეს შეეჯახები და გინდა ერთხელაც მოახდინოს სასწაული, რომელიც არასდროს გადავიწყდება.
როდისაა დათოს გაცილება? იცი, დათოს თვრამეტში აცილებენ?! ქალაქი თვრამეტისთვის ემზადებოდა.
დათოს გაცილება არ შედგა. ნოემბრის დასაწყისში არსთა გამრიგეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა მიაბარა სული. ყველაფერი აიკრძალა, მოისპო, გადაიდო…
მას მერე დედამიწამ მზეს თექვსმეტჯერ შემოუარა…
”დათოს ნაკრებში ძალად არ იწვევდნენ, ქართველი რომაა, იმიტომ” - ძალიან გავრცელებული აზრი გახლდათ ჩვენში. ერთხელ, მახსოვს, წაიყვანეს. უნგრეთში იყო თამაში. ტელევიზიითაც აჩვენეს. ნერვები მომეშალა, რადგან დავით ყიფიანი სათადარიგოთა სკამზე დაესვათ. ხომ იცით, ამ დროს რა მოუსვენრობაც იპყრობს ადამიანს: იქნებ ახლა მაინც შეიყვანონ მინდორზე… დრო კი გადის, საათი წიკწიკებს.
და ვხედავ, საბჭოთა გუნდში ცვლილება მზადდება. ყიფიანი შეჰყავთ. გამიხარდა და დავიძაბე. უხ, ერთი სული მაქვს, დათომ კარგად ითამაშოს, დაანახოს ყველას, ვინაა ნაკრებში წასაყვანი, ხოლო ვინ დასატოვებელი. აი, ბლოხინი ფლანგიდან მაღალ პასს აწვდის, ყიფიანი ხტება და თავურით ბურთს ლურსმანივით აჭედებს კარში!
გოლ! მე იმ დღეს გამარჯვებული ვიყავი, რუსის კომენტატორები კი უხასიათოდ გახლდნენ - უნგრელებმა 2:1 მოიგეს. მახსოვს (თუ არ ვცდები, სხვა ცნობილი კომენტატორის ვლადიმირ მასლაჩენკოს) ნათქვამი: აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩააწოდო მაღალი პასი და როგორ უნდა გაიტანო თავური გოლი. ეს მონრეალის ოლიმპიადის (1976) მერე იყო, არგენტინის მსოფლიო პირველობის შესარჩევში.

მაინც, რატომ არ ბრწყინავდა დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ისევე და იმდენ ხანს, როგორც თბილისის ”დინამოში”?
ალბათ იმიტომ, რომ ყიფიანი ძალიან ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, დიდი, მაგრამ ქართველი მეათე ნომერი. იმიტომ, რომ სსრკ-ის ნაკრები მაინც რუსებისა იყო, გუნდი მათი ფილოსოფიით იგებდა და მასში უფრო კარგ ხელოსანს შეიყვანდნენ, ვიდრე ხელოვანს. ალბათ იმხანად საზღვრები ღია რომ ყოფილიყო, ყიფიანი ევროპის რომელიმე დიდ გუნდში გაითქვამდა სახელს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრები რომ ჰყოლოდა, საფეხბურთო მსოფლიოს მისი გვარის გამოთქმაში დიდი და ხშირი მეცადინეობა მოუწევდა.
იმ დროისთვის კი რაც იყო, ეგ იყო და რაც იყო, დიდებული გახლდათ. საქართველო, ბატონებო, არც იტალიაა და არც ინგლისი, მაგრამ მან შეძლო იტალიისა და ინგლისის სტადიონებზე დიდი გუნდის გაყვანა, შეძლო წითელი საზღვრის გადაღმა გადახტომა და კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს მოპოვება. ამას კი დიდი ნიჭი სჭირდებოდა, ისეთი, როგორითაც დავით ყიფიანი იყო დაჯილდოვებული
ცხრამეტი წლის წინათ დავით ყიფიანი არ შეიყვანეს იმ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ მიემგზავრებოდა. ეს იყო მისი ბოლო სათამაშო სეზონი. წინა წელიწადს თბილისის ”დინამომ” თასების თასი მოიგო, შემოდგომაზე კი ყიფიანს ტრავმა ჰქონდა. ამის გამო გულშემატკივრები ნერვიულობდნენ. ცხადია, ყველას უნდოდა, რომ ნაკრებში მიეწვიათ და ესპანეთში ეთამაშა. იანვარში წაიყვანეს კიდეც გაფართოებულ სანაკრებო შეკრებაზე ასევე ესპანეთში, იქაურ მინდვრებს გასაჩვევად. მახსოვს კადრი პროგრამა ”ვრემიადან”, როცა ის საგოლე პასს აწვდიდა ვიღაცას, იმ შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური თამაშისას.
მერე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ყიფიანიც ნაკრებში არ მიიწვიეს. 1982 წლის შემოდგომაზე თითქოს მისი გამოსათხოვარი მატჩიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ბრეჟნევი მოკვდა და მერე გაცილება აღარავის უხსენებია. თვითონ კი თქვა, ფეხბურთიდან ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ტრავმებიაო. ტრავმები მართლაც ხშირი იყო. უმოწყალოდ ურტყამდნენ შინაც და გარეთაც, მაშინ წითელი ბარათების დღევანდელი სისტემა არ არსებობდა. მუხლისთავები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მისი უკანასკნელი გოლი, რთული, ძალიან ტექნიკური საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ლვოვის ”კარპატის” კარში გაიტანა. ასე მახსოვს, ეგებ, ვცდები კიდეც, მაგრამ სწორედ იმ ხანებში იყო, როცა ესპანეთის ჩემპიონატზე ვლაპარაკობდით. იმიტომ მახსოვს, რომ გავიფიქრე კიდეც, პლატინისავით გაიტანა-მეთქი და ის ფიქრი დამამახსოვრდა.
ახლა არაფერს ვიტყვი მის იერზე, მის საფეხბურთო აზროვნებაზე, მის უზარმაზარ გავლენაზე და ინტელექტზე. ყველაზე მეტად მისი კარიერის ორი მონაკვეთი მიყვარს: 1980 წლის ზაფხულისპირა მატჩების სერია (იმხანად, მოკლე ხნით გუნდსაც კაპიტნობდა), რომელიც ”დინამომ” ზედიზედ მოიგო და ყოველი გამარჯვება მისი იყო და 1981 წლის საგაზაფხულო სიგიჟე, როცა გუნდი მისი უპირობო ლიდერობით მიაბიჯებდა თასების თასისკენ და შიდა ჩემპიონატის ზღაპრულ თამაშებს ატარებდა თბილისში. მაშინ დავით ყიფიანს რამდენიმე გოლი აკლდა ასიანთა კლუბში შესვლამდე და თუ არ ვცდები, ზედიზედ გაიტანა 7-8 ბურთი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყოველ თამაშში შეეძლო გატანა. იმ გაზაფხულზე შეაგდო, ჩემი აზრით, მის კარიერაში ულამაზესი გოლი თბილისში, ”სპარტაკის” კარში. იმ თამაშში დუბლი შეასრულა, ”დინამომ” 3:1 მოიგო, ყიფიანმა კი ფეხის წვერით, ახლო ცხრიანში გაუტანა დასაევს. ამ გოლთან ახლო იყო თავისი სილამაზით 1977 წლის ზაფხულში, თავსხმა წვიმაში ცსკა-სთვის გატანილი გოლი ასევე თბილისში, როცა ”დინამო” 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი მისივე ძალისხმევით გადაარჩინა თამაში. ის შორეული დარტყმა, შორეულ ცხრიანში რომ ჩაჯდა, ახლაც თვალწინ მაქვს. მაშინ ათი წლის ვიყავი, ახლა ოცდათხუთმეტის ვარ.
და მერე გვკითხავენ, ვინ და რამ შეგაყვარა ფეხბურთი?
ფეხბურთის რაობას საბოლოოდ და მტკიცედ მაშინ ჩავწვდი, როცა ”დინამომ” 4:1 მოიგო ”აპტონ პარკზე”. ის თამაშიც ყიფიანისა იყო, 1981 წლის გაზაფხულზე.
სწორედ ამ დღეებში ვფურცლავდი ძველ, იმ ”ვესტ ჰემ”-”დინამოს” მატჩის პროგრამას. იქ ასე წერია: ის რომ დასავლეთის რომელიმე კლუბში თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა.
ის იყო სუპერვარსკვლავი ერთ საზიზღარ, ჩაკეტილ, შიშიან, მღვრიე ქვეყანაში. მუხლები სულ დასისხლიანებული ჰქონდა და მინდორზე მდგომი გამოხატავდა იმას, რითაც ასე ვიწონებდით თავს იმ აუტანელი ქვეყნის ქართველები.
იერი, გონება, შემოქმედება.
და კიდევ, ვღიზიანდებოდი, როცა საბჭოთა ნაკრებში მოხვედრილს ზოგჯერ ცხრანომრიან მაისურს მოარგებდნენ ხოლმე.
ის ათიანი იყო. ყველაზე დიდი ქართველი ათიანი.





საბედნიეროდ დინამოს ბევრი ლეგენდა ყავდა...შოთა იამანიძე,სერგო კოტრიკაძე,ვლადმიერ ბარქაია,კახი ასათიანი,რევაზ ძოძუაშვილი,ოთარ გაბელია,ვოვა გუცაევი,მანუჩარ მაჩაიძე და სხვები და სხვები...

დინამოს სტატისტიკა

დინამოს რეკორდსმენი ჩატარებული და გატანილი გოლების მიხედვით ავთანდილ ღოღობერიძეა რომელმაც 14 წლის განმავლობაში 341 შეხვედრა ჩაატარა და 127 გოლი გაიტანა...

თანამედროვე ფეხბურთში კი...მატჩების მიხედვით:
I-ირაკლი ზოიძე-191
II-გიორგი შაშიაშვილი-189
III-გიორგი ანჩაბაძე-155
გატანილი გოლების მიხედვით:
I-ალექსანდრე იაშვილი 84 გოლი
II-მიხეილ ყაველაშვილი 80 გოლი
III-შოთა არველაძე 64 გოლი


დინამო თბილისის XX საუკუნის სიმბოლური შემადგენლობა:
მეკარე: სერგო კოტრიკაძე
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი , ალექსანდრე ჩივაძე , მურთაზ ხურცილავა , გივი ჩოხელი
ნახევარმცველები: ვიტალი დარასელია , ავთანდილ ღოღობერიძე , დავით ყიფიანი
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი , ბორის პაიჭაძე , მიხეილ მესხი
მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი




-დინამო თბილისს ეკუთვნის საქართველოში ყველაზე გრძელი სერია საშინაო წაუგებელ თამაშებზე...99 მატჩი 1994 წლის 5 ოქტომბრიდან 2000 წლის 27 აგვისტომდე
-ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩები შეადგენს 23-ს (1995/96 სეზონის 18 ტურიდან 1996/97 სეზონის მე-11 ტურის ჩათვლით
-შინ ზედიზედ მოიგო 18 მატჩი (1994/95 - 1995/96 სეზონებში)
-სტუმრად ზედიზედ მოიგო 13 მატჩი (1993/94 -1996/97)
-1993-1994 წლებში მოიგო 31 მატჩი ერთი სეზონის განმავლობაში
-ამავე წელს გაიტანა 130 გოლი ერთ სეზონში
-ყველაზე ცოტა გოლი 9 გაუშვა 1991 წლის სეზონში
-ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება აქვს ბორჯომთან 12-0 ბოლო სეზონში
-17 ქულით მოიგო 1996-1997 წლების ჩემპიონატი
-არასდროს არ გავარდნილა სსრკ-ს უმაღლესი ლიგიდან ,ხოლო ჩემპიონატში მესამე ადგილზე ნაკლები არ დაუკავებია...

5-ჯერ გავედით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მეორე ადგილზე,მესამეზე 14-ჯერ...მეექვსე შედეგი სსრკ-ს მასშტაბით
6-ჯერ წააგეს სსრკ-ს თასის გათამაშების ფინალში...ამ მხრივ მეშვიდე შედეგია სსრკ-ს მასშტაბით..
ყველა დროის სსრკ-ს საუკეთესო გუნდებს შორის დინამო მეოთხეა მოსკოვის სპარტაკის,მოსკოვის დინამოს და კიევის დინამოს შემდეგ...
51ჯერ მიიღო მონაწილეობა სსრკ-ს გათამაშებაში,1424 შეხვედრიდან 621 მოიგო ხოლო 406 შეხვედრა ფრედ დაასრულა,მოიგო თამაშების 58%...ბურთების სხვაობა 2176-1677=+499
რამაზ შენგელია 2-ჯერ,ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი თითო-თითოჯერ გახდნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები...
სერგო კოტრიკაძე(1962) და ოთარ გაბელია(1979) გახდნენ წლის საუკეთესო მეკარეები......
ზაურ კალოევი ორჯერ,ილია დათუნაშვილი,გივი ჩოხელი,გიორგი გავაშელი,რამაზ შენგელია თითოჯერ გახდნენ გათამაშების ბომბარდირები..
ასევე დინამოელებს ეკუთვნით მრავალი პრიზი სსრკ-ს გათამაშებისა......




ეროვნული ჩემპიონატის სტატისტიკა

2009/10 სეზონი 36 შეხვედრა 22 მოგება 8 ფრე 6 წაგება +43სხვაობა 74 ქულა ; თასის ფინალი


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია spiritcrusher_drumer: Aug 15 2010, 0:19


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
jonny
პოსტი Aug 15 2010, 0:23
პოსტი #2


დემაგოგი
ჯგუფის ხატულა

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,058
რეგისტრ.: 25-January 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 6,018
კურსი:--


აი დინამოს რო ეკუთცნის ისეთი თემაა ზუსტად : )))
http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=807&hl= ეს ძველი თემა


--------------------
ა ე ი ო უ ე
--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 15 2010, 0:32
პოსტი #3


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


<<<<<<<<<<<__დინამო დღეს__>>>>>>>>>>>>



დინამოს განვლილი მატჩები ჩემპიონატში

გატანილი გოლები..


შემადგენლობა:
მეკარეები:
1-გიორგი ლორია (ლორი)
დაბ. თარიღი-27.01.1986
სიმაღლე-197
წონა-87
34 შეხვედრა (-18 გოლი)


32-ბექა შეყრილაძე
დაბ. თარიღი-28.11.1983
სიმაღლე-190
წონა-83
1 შეხვედრა (-1 გოლი)

მცველები:
3-გულვერდ თომაშვილი (თომა)
დაბ. თარიღი-13.10.1988
სიმაღლე-186
წონა-77
32 შეხვედრა


24-ლევან კაკუბავა (კაკუ)
დაბ. თარიღი-15.10.1990
სიმაღლე-184
წონა-82
27 შეხვედრა


4- ლაშა ჩადუნელი)
დაბ.თარიღი 14.11.1990

ნახევარმცველები:

7-ალექსანდრე კოშკაძე (კოშკა) (კაპ)
დაბ. თარიღი-04.12.1981
სიმაღლე-171
წონა-67
24 შეხვედრა; 6 გოლი



12-გიორგი მამუჩიშვილი (მამუჩა)
დაბ. თარიღი-12.04.1990
სიმაღლე-172
წონა-69
18 შეხვედრა; 1 გოლი

8 - ლევან ხმალაძე (ხმალა)
დაბ. თარიღი - 6.04.1985

21-პედრო ედნილსონი (ედი)
დაბ. თარიღი-25.09.1982
მოქალაქეობა-პორტუგალია
სიმაღლე-171
წონა-67
17 შეხვედრა


23-ნიკოლოზ ფირცხალავა (ფირცხელა)
დაბ. თარიღი-15.05.1987
სიმაღლე-181
წონა-80
13 შეხვედრა; 1 გოლი


27-ვაჟა ნემსაძე (ნემსა)
დაბ. თარიღი-07.12.1990
სიმაღლე-173
წონა-72
21 შეხვედრა

8- გიორგი თექთურმანიძე (ჩიორა)
დაბ. თარიღი-17.09.1990
სიმაღლე-173
წონა-64
10 შეხვედრა


31-გიორგი კახელიშვილი (კახელა)
დაბ. თარიღი-22.05.1987
სიმაღლე-178
წონა-75
16 შეხვედრა


თავდამსხმელები:
11-მათე ვაწაძე (ვაწა)
დაბ. თარიღი-17.12.1988
სიმაღლე-182
წონა-79
27 შეხვედრა; 10 გოლი


15-დონალდ ჯიუსი
დაბ. თარიღი-18.03.1990
მოქალაქეობა-კამერუნი
სიმაღლე-183
წონა-81
14 შეხვედრა

20-რობერტო საურესი
დაბ. თარიღი -13.06.1988
მოქალაქეობა-ბრაზილია
8 შეხვედრა; 1 გოლი


26 - ზვიად მეტრეველი
დაბ.თარიღი - 28.11.1985


გასულ სეზონში გუნდს ეხმარებოდა ჩადუნელი , ლექვთაძე (2 გოლი), გეთიაშვილი, ქავთარაძე, სიხარულიძე (2 გოლი) , ქანთარია, მინდორაშვილი, ოთარაშვილი, იჩქითი, ზვიადაძე, წენგუაშვილი, ავსაჯანიშვილი, ხაჟალია...




მწვრთნელი-კახა კაჭარავა..
მმართველი დირექტორი - გიორგი ტყავაძე
ტექნიკური დირექტორი - ამირან ღიბრაძე
ფინანსური დირექტორი - დავით ჯალაღანია
სპორტული კოორდინატორი - გია ჯიშკარიანი
ადმინისტრატორი - მევლუდ ქასრაშვილი
მასაჟისტი - ვახტანგ ძამაშვილი
პრეს ატაშე - გიგა გვენცაძე
გუნდის უფროსი - გია იმნაძე
გუნდის ექიმი - გიორგი მაზავრაშვილი
ვიდეო ოპერატორი - ზურაბ ოქიტაშვილი
მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე




მეგობრებო,ხვალ საქართველოს ჩემპიონატი იწყება!!!

თბილისის დინამო საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება იმერულ ზესტაფონს!!!!
თამაში დაიწყება საღამოს ცხრის ნახევარზე 2 ლარი ეღირება ბილეთი აბა გელით მოდით და უქომაგეთ ჩვენს ლომებს

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია spiritcrusher_drumer: Aug 15 2010, 0:25


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 15 2010, 23:48
პოსტი #4


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


ბრავო დინამო!!!
ბრავო ბიჭები!!!!
ბრავო გლადებო!!!

დღეს ჩვენი დღეა!!!!
გიხაროდენ ჩემპიონატის 3 ქულიტ დაწყება!!!


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 16 2010, 4:02
პოსტი #5


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


http://soccerday.ge/index.php?newsid=540
დინამო ზესტაფონის გოლები გაიჩითა აქ


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 16 2010, 22:24
პოსტი #6


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3






--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 18 2010, 4:05
პოსტი #7


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3



ყველაზე მეტი ფეხბურთელი "დინამოდან" მოხვდა სიმბოლურში
http://soccerday.ge/index.php?newsid=545


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 18 2010, 20:15
პოსტი #8


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


მოუთმენლად ველი 22 რიცხვს მოქმედი ჩემპიონი უნდა გავაბახოთ


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 19 2010, 7:08
პოსტი #9


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


საკმაოდ საინტერსო სტატიაა
ჩვენთვისაც მოვა შემოდგომა


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 22 2010, 15:49
პოსტი #10


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


წავედი მე რუსთავში 3 ქულის ჩამოსატანად


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
solali
პოსტი Aug 22 2010, 17:25
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 243
რეგისტრ.: 1-June 10
მდებარეობა: საქალთველო

წევრი №: 9,286
კურსი:2


http://onlinesoccer.ge/upload/img/kipiani.jpg


დიიდი ვინმეეეეეეეეე


:წუუბ:

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია solali: Aug 22 2010, 17:26


--------------------
მამა.ilu.
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 23 2010, 2:04
პოსტი #12


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


solali
ნამდვილად,რომ დიდი ვინმე!!!!



როგორ წავაგეთ დღეს მსაჯის დედაც ჯეკ


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spiritcrusher_drumer
პოსტი Aug 23 2010, 2:57
პოსტი #13


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი №: 6,334
კურსი:3


მიდით ლომებოოოოოოოოო
მაინც ჩვენ ვართ ჩემპიონები წელს!!!!


--------------------
მე მიყვარს თბილისი და დინამო თბილისი
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2019 - 1:21
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank