გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 Pagani, because design matters
 
LEON
პოსტი May 30 2010, 11:32
პოსტი #1


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--




Pagani Automobili S.p.A. იტალიური სუპერავტომობილების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც დაარსდა 1992 წელს ჰორაციო პაგანის მიერ. იტალიაში, მოდენასთან ახლოს, San Cesario sul Panaro-ში განთავსებულია კომპანია, რომელმაც ჩემი სუბიექტური აზრით შექმნა მსოფლიოს ყველა დროის ულამაზესი სუპერქარი.

ჰორაციო პაგანი, ეს გახლავთ პიროვნება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა Pagani-ს და დღემდე მართავს. ეს არგენტინელი 80-იან წლებში ლამბორჯინის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. იგი მუშაობდა 25th Anniversary Countach-ის და დიაბლოს რესტაილინგზე. ამ ორივე ავტომობილის ფოტოს დავდებ, რომ კარგად დარწმუნდეთ თუ რა შეუძლია ამ ადამიანს:


ეს კაუნტაჩია:



ეს კი დიაბლო:



1980-იან წლებში პაგანიმ დაიწყო საკუთარ პროექტზე მუშაობა, რომელსაც "C8 Project" უწოდა, მაგრამ მერე სახელი გადაარქვა და ლეგენდარული ავტო მრბოლელის ხუან მანუელ ფანხიოს საპატივცემულოდ "Fangio F1" უწოდა. 1991 წელს პაგანიმ დაარსა მოდენა დიზაინი, რათა მეტად განევითარებინა დიზაინი, რესტაილინგი და ავტოინჟინერია. 1992 წელს მან დაიწყო Fangio F1-ის პირველი პროტოტიპის აწყობა, რომელიც უკვე 1993 წელს გაიტესტა. 1994 წელს მერსედეს - ბენცი დათანხმდა პაგანის V12 ტიპის ძრავებით მომარაგებაზე. საბოლოოდ ავტომობილმა მიიღო სახელწოდება Zonda C12, პაგანიმ გადაწყვიტა, რომ მისი ავტომობილი არ იყო რირსი ეტარებინა ავტოსპორტის ლეგენდის სახელი, რომელიც 1995 წელს დაიღუპა ავტოკატასტროფაში. 1999 წელს ეს მოდელი პირველად იქნა წარმოდგენილი ჟენევის ავტოსალონზე. სულ 5 ერთეული გამოუშვეს



ეს კი მისი ძრავი:



პაგანი აქტიურად თანამშრომლობს კომპანია AMG-სთან, რომელიც მისთვის განკუთვნილ ძრავებს ატიუნინგებს. ძირითადად ზონდა-ში 6.0 ლიტრი მოცულობის ძრავები გამოიყენებოდა, მაგრამ დღეს უმეტესობა 7.3 ლიტრიანზეა გადაყვანილი.

2001 წელს პაგანიმ გამოუშვა C12-ის გაძლიერებული ვერსია C12 S, რომელიც უკვე 7.0 ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი:



მოდელი 2002 წლამდე იწარმოებოდა და ამ შესანიშნავი ქმნილების 15 ერთეული მოევლინა სამყაროს.

2002 წლიდან 2005 წლამდე პაგანიმ გადაწყვიტა C12 S კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა, აღჭურვა რა 7.3 ლიტრიანი ძრავით.



ამჯერად 17 ავტომობილი იქნა გამოშვებული.

ამ ავტოთი კი პაგანის ქარხანაში ტესტები ტარდება:



2005 წელს პაგანიმ გადაწყვიტა ზონდას ახალი სერია დაეწყო, რომელიც ხუან მანუელ ფანხიოს მიეძღვნებოდა და აბრევიატურად ატარებდა F-ს

2005 Zonda F (C12 F):






უნდა აღინიშნოს, რომ როდსტერს უფრო მძლავრი ძრავა ერგო.

ეს გახლდათ Pagani-ს "ყოველდღიური" ავტომობილები, ახლა კი მთავარზე გადავიდეთ, სარბოლო დანაყოფი R

მთლიანად კარბონისაგან გაკეთებულმა ამ მონსტრმა საზოგადოება პირველად 2007 წლის ჟენევის ავტოსალონზე გააოცა. მე პირადად ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ერთ შოუზე წარმოდგენილი იყოს ფიატის სათამაშო ავტომობილი და Pagani Zonda R.



7.0 ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი 739 ცხენის ძალით იწონებდა თავს. დიზაინის მხრივ ერთი უმცირესი ნაკლიც კი არ სეინისნება:









დამეთანხმებით, საოცრებაა.

ეს მოდელი კი, რომელიც მოდენას მახლობლად მდებარე შტაბბინის წინ დგას. მგონი რარაც განსხვავებული ექნება ჩადგმული:




დაბოლოს, პაგანი აპირებს მოახდინოს ზონდა F-ის და ზონდა R-ის გაერთიანება ერთ ავტომობილში, რომელიც შეძლებს ქალაქში ყოველდღიურად სასიარულო სუპერქარის როლის შეთავსებას.


ეს ვიდეო პაგანის ოფიციალური საიტიდან წამოვიღე და youtube-ზე ავტვირთე, იმედია არ მიწყენენ, მე ხომ ერთი რიგითი ფანი ვარ





LEON

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია spiller: May 30 2010, 11:40


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
B A R O N
პოსტი May 30 2010, 12:45
პოსტი #2


///M Power
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,506
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Nürburgring
წევრი №: 2,667
კურსი:3


მართალია ერთერთი საუკეთესოა smile.gif
Top Gear-ის საუკეთესო დროის მფლობელი, აჩქარების მამა და კიდე რავიცი რა

ყველა ჭკუათმყოფელი მამაკაცის 99%-ის ოცნება

მაგარი ვიდეოა, წვიმიანი ტრასა შებინდებულზე ძალიან უხდება smile.gif


--------------------
ბოიკოტი ვისოლს!!!
დავსაჯოთ კარტელის მთავარი მონაწილე და შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია!
დავანგრიოთ ოლიგოპოლია!!!
პროტესტის ნიშნად არ ჩავასხათ ვისოლში საწვავი, ავტო გასამართ სადგურებზე სამართლიანი ფასის დაწესებამდე!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 30 2010, 12:58
პოსტი #3


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ამ ავტომობილის მთელი მუღამი იმაშია, რომ დიზაინი განსაზღვრავს მის არაჩვეულებრივ აეროდინამიკას, რომელიც შესანიშნავ ძრავთან კომბინაციაში გვაძლევს ერთ-ერთ უსწრაფეს ავტომობილს მსოფლიოში


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
kvanto
პოსტი May 30 2010, 13:40
პოსტი #4


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,151
რეგისტრ.: 18-February 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 6,225
კურსი:--


ციტატა(B A R O N @ 30th May 2010 - 11:59) *
ყველა ჭკუათმყოფელი მამაკაცის 99%-ის ოცნება



ეჰ არ ვყოფილვარ ჭკუათმყოფელი მე... ამას ბუგატი მირჩევნია ბევრად თუ ოცნებაა ბარემ ვიოცნბო.... ოცნება და ისიც ზონდაზე??? biggrin.gif biggrin.gif



ლეონ არ გაგიტყდეს მარა ბუგატი მირჩევნია რა ვქნა და ამ ორივეს ხო იცით რაც მირჩევნია??? მამაპაპური იაპონკა კაი 800HP+ -სს რა ჯობია?? biggrin.gif იცით ალბათ რაზეც მაქ საუბარ ი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 30 2010, 13:43
პოსტი #5


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ბუგატი ვეირონს ორჯერ დიდი ძრავი აქვს, ჩაუდგი ეგ ზონდას და ფრენა მერე ნახე


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
kvanto
პოსტი May 30 2010, 13:49
პოსტი #6


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,151
რეგისტრ.: 18-February 09
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 6,225
კურსი:--


ციტატა(spiller @ 30th May 2010 - 12:57) *
ბუგატი ვეირონს ორჯერ დიდი ძრავი აქვს, ჩაუდგი ეგ ზონდას და ფრენა მერე ნახე


ოო კაი რა ჩაუდგი კაია ჩაედგათ ქარხანაში... თან ბუგატი მარტო ძალითაც არ მირჩევნია ისედაც მირჩევნია ვიდი მევასება ვეირონის უკანალის biggrin.gif .....



თუ ჩაუდგი და გადაუდგი ეგრე ჟიგულიც კაი მანქანა გამოვა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
dembo
პოსტი May 30 2010, 15:57
პოსტი #7


mhmm! This is a tasty burger!
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,635
რეგისტრ.: 28-February 08
წევრი №: 2,390
კურსი:3


კაი პიპიაა მარა მეც ვეირონი მირჩევნია -_-

ისე ბოლო მოდელი შენ რო დადე სთრით ლეგალი არაა ხო? biggrin.gif

პს ამის სალონები მომწონს მაგრად biggrin.gif


--------------------
knock knock, shit happens

Screw you Guys I'm Goin Home
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 30 2010, 16:06
პოსტი #8


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--






სთრით ლეგალობა ამ ვიდეოს მერე? biggrin.gif


იტალიურია და სალონიც შესანიშნავი ექნება smile.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
B A R O N
პოსტი May 30 2010, 17:44
პოსტი #9


///M Power
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,506
რეგისტრ.: 20-March 08
მდებარეობა: Nürburgring
წევრი №: 2,667
კურსი:3


სულაც არაა საჭირო ყველა ოთხთვალა სთრით ლეგალი იყოს smile.gif


--------------------
ბოიკოტი ვისოლს!!!
დავსაჯოთ კარტელის მთავარი მონაწილე და შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია!
დავანგრიოთ ოლიგოპოლია!!!
პროტესტის ნიშნად არ ჩავასხათ ვისოლში საწვავი, ავტო გასამართ სადგურებზე სამართლიანი ფასის დაწესებამდე!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Jul 29 2010, 12:27
პოსტი #10


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(B A R O N @ May 30 2010, 17:58) *
სულაც არაა საჭირო ყველა ოთხთვალა სთრით ლეგალი იყოს smile.gif

friends.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი Dec 1 2010, 23:37
პოსტი #11


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ეჰ რა დრო იყო ამ თემების წერა მიხაროდა biggrin.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2019 - 2:22
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank