გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


17 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed Topic Start new topic
 სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობა
 
tako_kakabadze
პოსტი May 16 2008, 19:39
პოსტი #1


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


ეს მოძრაობა ეცდება დაამსხვრიოს მცდარი და ძალით თავს მოხვეული სტერეოტიპი, რომ ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება - ქუჩაში, ქალაქში, ქვეყანაში - სტუდენტის საქმე არ არის., რადგან ამ ყველაფერს პოლიტიკა ჰქვია.[/size]
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტუდენტს უნდა უჩნდებოდეს ყველაზე მეტი კითხვა, სტუდენტს უნდა აინტერესებდეს, როგორ ქვეყანაში იცხოვრებს, მისი მონაწილეობის გარეშე ვერ შეიქმნება მისი მომავალი.
ეს მოძრაობა დასვამს კითხვებს ყველა მწვავე საკითხზე, დაუპირისპირდება უზნეობას, უსამართლობას, ძალადობას, განუკითხაობას და მოითხოვს პასუხს დასმულ კითხვებზე.
[size=4] მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება სტუდენტი გულგრილი იყოს მაშინ, როცა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი სავსეა პოლიციის ლეგიონით და მის პროფესორებს ხელებამოტრიალებულებს ერეკებიან, დასცინიან, დარბაზში უჰაერობით მოსახუთად კარებს უჭედავენ; როცა მისი ასაკის ბიჭებს ქუჩაში ხოცავენ, როცა არღვევენ ყველანაირ უფლებას - სიცოცხლისას, კერძო საკუთრებისას, გამოხატვისას...

ეს ვიღაცისთვის პოლიტიკაა, ვიღაცისთვის - მიუღებელი რეალობა, რომელშიც უწევს ცხოვრება. პიროვნებისა და მოქალაქის გადასაწყვეტია, შეეგუება, გულზე ხელს დაიკრეფს და გვერდით გაიხედავს, თუ შეეცდება შეცვალოს ეს რეალობა. სტუდენტი მოქალაქეა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც არ უნდა იყოს მისთვის უცხო. სულ ტყუილია იმაზე ფიქრი, რომ საკუთარ კარიერას თუ აიწყობ და უზრუნველი მომავალი გექნება, ქვეყნის უბედურება არ შეგეხება - სტერილურ ჭურჭელში, მოხუფულ ქილაში ხომ ვერ იცხოვრებ?!
ეს მოძრაობა დაუპირისპირდება იმ მანკიერებას, რომელიც არ აკლია უნივერსიტეტს და ჩვენ, ყველანი ამაზე ერთმანეთში ვსაუბრობთ და ველოდებით, რომ ვიღაცა გადაგვიჭრის პრობლემებს. თუ არ გადაგვიჭრის, რას იზამ ,როგორმე გავუძლებთ.
უნივერსიტეტი ისედაც დიდხანს დუმდა.
შეიძლება უხერხული და მწვავე იყოს ჩვენი შეკითხვები, თემები, რომლებზეც ვისაუბრებთ კონფერენციებზე, ვიკამათებთ დებატებზე, მაგრამ კითხვის ადრესატს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, რადგან გამეორებით არ დავიღლებით.
ყველას შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტს ანგარიში უნდა გაუწიოს, აქ ცხვრის ფარა არ სწავლობს, საკუთარ უფლებებსაც კარგად იცნობს და პასუხისმგებლობასაც აცნობიერებს.
წინააღმდეგობის მოძრაობის პირველი ღონისძიება - 31 მაისს, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე : " ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში ".
მეორე - მივიღეთ თანხმობა სახალხო დამცველისაგან უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.
შეუერთდი სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობას ! ! !

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: May 16 2008, 19:42


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bruno TaTaL!a
პოსტი May 16 2008, 20:11
პოსტი #2


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,000
რეგისტრ.: 10-February 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 2,184
კურსი:2


??????? ვერ გავიგე მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post
omi
პოსტი May 16 2008, 20:13
პოსტი #3


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,166
რეგისტრ.: 22-November 07
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 457
კურსი:3


აუცილებლად მოვალ


პ.ს.
არ შეიძლება ადამიანის არც კრიტიკა და არც ქება თუ არ იცნობ მას


--------------------
ხშირად სინანულით ვიყურები უკან და ვერასოდეს ვბედავ წინ გახედვას...


ბედნირებასა და ცისარტყელას თავის ეზოშI ვერავინ ხედავს, ყველას გონია რომ ორივე სხვის ეზოში დგას...

Go to the top of the page
 
+Quote Post
gochi_gochi
პოსტი May 16 2008, 23:03
პოსტი #4


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,800
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: მდებარეობა უცნობია

წევრი №: 952
კურსი:--


რავიცი რავიცი პარმატებები


--------------------

.............................















Go to the top of the page
 
+Quote Post
ninikusa
პოსტი May 17 2008, 0:38
პოსტი #5


ცხოვრებით ვთამაშობ!
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,158
რეგისტრ.: 28-March 08
მდებარეობა: .
წევრი №: 2,722
კურსი:--


უიმეეე წინააღმდეგობაო აქაც rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giohanibali
პოსტი May 17 2008, 2:40
პოსტი #6


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,044
რეგისტრ.: 2-December 07
წევრი №: 713



საინტერესოა 01.gif


--------------------
My sword will be my pen
Go to the top of the page
 
+Quote Post
mari_mari
პოსტი May 17 2008, 10:42
პოსტი #7


bu mainc magaria :D
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,262
რეგისტრ.: 17-December 07
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,117
კურსი:1


ციტატა(Mr.BenDeLa @ 17th May 2008 - 1:02) *
ჩვენ უნივერსიტეტში ვართ თუ მსოფლიო ომზე, რა ხდება ხალხო..

ცოტახანში მგონი მართლა ომში ვიქნებით 03.gif





ხოდა რაც შეეხება ამას მაინტერესებს ეს თემა და მინდა მოსვლა 01.gif


--------------------
:D ბუ ყველაზე მაგარია :D
Go to the top of the page
 
+Quote Post
omi
პოსტი May 17 2008, 14:07
პოსტი #8


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,166
რეგისტრ.: 22-November 07
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 457
კურსი:3


მეც მინდა მარა არ ამბობენ სად და როგორ მოვიდეთ02.gif


--------------------
ხშირად სინანულით ვიყურები უკან და ვერასოდეს ვბედავ წინ გახედვას...


ბედნირებასა და ცისარტყელას თავის ეზოშI ვერავინ ხედავს, ყველას გონია რომ ორივე სხვის ეზოში დგას...

Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი May 17 2008, 15:20
პოსტი #9


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


გთოვთ, დაუკავშირდეთ თაკო კაკაბაძეს. მონაწილეობა მიიღეთ კონფერენციაში თემაზე:"ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში".[size="4"][/size][color="#FF0000"][/color]

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: May 17 2008, 15:22


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი May 17 2008, 16:29
პოსტი #10


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


მე ვარ იურიდიულზე, ძირითადად მეორე კორპუსში. აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციაში " ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში", საინტერესო იქნება. კონფერენციის შემდეგ გაიმართება დებატები. თემების მიღემა 30 მაისამდე. იჩქარეთ!!!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: May 17 2008, 16:30


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
plutsi
პოსტი May 18 2008, 17:42
პოსტი #11


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 30-March 08
მდებარეობა: meeqvse korpusi da midamoebi

წევრი №: 2,737
კურსი:--


საკონფერენციო თემებს როგორ მოვამზადებთ ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული თუ რაიმე მითითებები არსებობს და აქ არ დაგიწერიათ???
და რომ დავწერთ, სად გეძებოთ, თაკო, მეორე კორპუსი,მოგეხსენება, ძალიან დიდია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
zerangia
პოსტი May 18 2008, 20:33
პოსტი #12


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 9-May 08
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 3,228
კურსი:1


კიდევ წინააღმდეგობებიიიიიიიიი???მოდი და საქმე ვაკეთოოოოთთ.... 37.gif 37.gif 37.gifთუ დამიჯერებთ კაი იქნებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
tako_kakabadze
პოსტი May 18 2008, 21:34
პოსტი #13


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,854
რეგისტრ.: 29-April 08
მდებარეობა: sivrce
წევრი №: 3,116
კურსი:2


წინააღმდეგობა -უზნეობას, უსამართლობას, განუკითხაობას, ძალადობას-ვისაც ეს წინააღმდეგობა აშინებს, საფუძვლიანი მიზეზიც ჰქონია. იმედია,ხედავთ, ბენელუქსის ქვეყნებში არ ვცხოვრობთ. გადადით საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად.სამშაბათს, 13 სთ.-დან 14.30 სთ-მდე ვიქნებით უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სამოქალაქო მიმართულების ბიბლიოთეკაში, სტუდენტებისთვის გამოყოფილ ოთახში. ვისაც სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობა აინტერესებს, იქ შეგვიძლია ვისაუბროთ. თაკო კაკაბაძე.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია tako_kakabadze: May 18 2008, 21:35


--------------------
რატომ?! - ყველაზე აგრესიული კითხვა :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
17 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 18:10
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank