გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 ბირთვული ფიზიკა
 
Guest_Sade_*
პოსტი Jun 5 2009, 21:44
პოსტი #1





Guests






ატომური ფიზიკა არის ფიზიკის დარგი რომელიც შეისწავლის ატომურ დონეზე მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. ატომური ფიზიკა შეისწავლის ჩაკეტილ სისტემებს რომლებიც შედგებიან ბირთვისა და ელექტრონისაგან. ატომური ფიზიკის შესწავლის ძირითადი სფეროა ელექტრომული ორბიტების განლაგება ატომში და მათი ცვლილებების დინამიკა.


ბირთვული ენერგია

ბირვული ენერგია რომ გამოვიყენოთ, უნდა ვიცოდეთ მიმდინარე რეაქციების მართვა. ელექტროენერგიას დღეს ამ გზითაც იღებენ. ამას გარდა, ბირთვული ენერგია შეიძლება გამოთავისუფლდეს ატომური იარაღის აფეთქებისას, რასაც უდიდესი ნგრევა მოჰყვება.

ბირთვული რეაქციები

არსებობს ორი სახის ბირთვული რეაქცია: ბირთვული სინთეზი და ბირთვის გახლეჩა. ბირთვული სინთეზის დროს ორი მომცრო ბირთვი ერთმანეთს ერწყმის და უფრო დიდ ბირთვს ქმნის. სინთეზი შესალებელია მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპრატურაზე. ამ დროს უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა.
ბირთვის გახლეჩა ატომის ბირთვის ნეიტრონებით ბომბარდირებისას ხდება. ბირთვი იხლიჩება და ნეიტრონებსა და დიდძალ ენერგიას გამოყოფს. ეს პროცესი ბირთვულ რეაქტორებში მიმდინარეობს. ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მტვერი უკიდურესად რადიაქტიურია. მტვრის გაფანტვა იწვევს გარემოს რადიაქტიურ გაჭუჭყიანებას.

ატომური იარაღი

ატომური იარაღი უმართავი ბირთვული რეაქციების წყაროა. ენერგია ძლიერი აფეთქების დროს გამოიყოფა. ატომურ ბომბებში ბირთვის გახლეჩა გამოიყენება, წყალბადის ბომბებში კი - ბირთვული სინთეზი.
ბირთვული იარაღი (ან ატომური იარაღი) - ფეთქებადი მოწყობილობა, რომელშიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ატომური ბირთვების დაყოფა ან სინთეზი ანუ ბირთვული რეაქცია. ვიწრო აზრით - ფეთქებადი მოწყობილობა, რომელიც იყენებს მძიმე ბირთვების დაშლის ენერგიას. საპირისპიროდ კი, ფეთქებად მოწყობილობას, რომელიც იყენებს მსუბუქი ბირთვების სინთეზის (შეერთების) დროს წარმოქმნილ ენერგიას, უწოდებენ თერმობირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღი შედგება უშუალოდ ფეთქებადი ნაწილისგან, ადგილზე მიმწოდებელი მექანიზმისგან და მართვის მოწყობილობისგან. ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.
ბირთვული იარაღის აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია:
დასხივება
იონური გამოსხივება
დამრტყმელი ტალღა
რადიოაქტიური დაბინძურება
ელექტრომაგნიტური იმპულსი

ბირთვული მუხტის მიხედვით ანსხვავებენ: თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს. ბირთვული იარაღი, დანიშნულების მიხედვით იყოფა: ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად.

ბირთვული იარაღი მისი შექმნიდან დღემდე, ცივი ომის პერიოდში და შემდეგაც წარმოადგენდა შანტაჟისა და მისი აფეთქბეით მუქარის ინსტრუმენტს, როგორც განვითარებული ასევე განვითარებული სახელმწიფოების ლიდერების და პოლიტიკოსების ხელში. დღეს მსოფლიო უდიდესი საშიშროების წინაშე დგას, რაც თავის მხრივ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმის და ამ მოძრაობის ბირთვული იარაღით აღჭურვის რეალურ საფრთხეს.

მოქმედების პრინციპი

ბირთვულ იარაღის მოქმედების პრინციპი ეფუძნება უმართავ ბირთვულ რეაქციას. იმისთვის, რომ რეაქცია შევიდეს ჯაჭვური რეაქციის ფაზაში, აუცილებელია შესაბამისი ”საწვავი”, ურანის იზოტოპის სახით. ურანი ბუნებაში გვხვდება ორი სხვადასხვა იზოტოპის სახით - ურანი-235 და ურანი-238. მას შემდეგ, რაც ურანი-235 შთანთქვას თავისუფალ ნეიტრონს - იგი იშლება და ერთი მიღებულის მაგივრად, ასხივებს სამ ნეიტრონს, რომლებიც ეჯახებიან რა სხვა ურანი-235 ბირთვებს - იწვევენ მათ დაშლა-აფეთქებას.



ურანი-238, საპირის პიროდ, ნეიტრონის შთანთქმისას არ გამოყოფს ახალ ნეიტრონებს, არამედ უბრალოდ შთანთქავს მათ და აფერხებს აფეთქებას. ნეიტრონის შთანთქმით იგი გადაიქცევა ურანი-239-ად, შემდეგ ნეპტუნი-239-ად და საბოლოოდ, შედარებით სტაბილურ, პლუტონიუმ-239-ად.

ატომის ეპოქა (ასევე ბირთვული ეპოქა) — ფრაზა, რომლითაც ისტორიაში პირველი ატომური ბომბის დეტონაციის შემდეგომი პერიოდი მოიაზრება. ეს ფრაზა მომდინარეობს 1950-იანი წლების ბირთვული ოპტიმიზმისგან, რომელშიც სწამდათ, რომ მომავალში ყველა ენერგიის წყარო ბუნებით ატომური იქნებოდა. ატომური ბომბი ყველა მანამდე არსებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას მოძველებულს გახდიდა, ხოლო ატომური ელექტროსადგურები კი იგივეს გააკეთებდა ქვანახშირისა და ნავთობის წყაროებზეც. ზოგადი წარმოდგენით უახლოეს მომავალში ყველაფერი გარკვეული სახით ატომურ ენერგიას გამოიყენებდა. შესაბამისად ატომური ენერგიის აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც პირველი ბრიჯაოს ან რკინის გამოდნობა, ან კიდევ ინდუსტრიული რევოლუცია.

ამ ეიფორიამ ავტომანქანებიც მოიცვა, იმდენად, რომ ფორდმა 1958 წელს მისი პირველი ფორდის ბირთვულის კონცეპტუალური მანქანა წარმოადგინა.

1960-იან წლებში ტერმინი ნაკლებად ხშირი გახდა, თუმცა კონცეფცია კვლავაც აქტუალური იყო.
ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელება დაიწყო 1967 წელს, როდესაც აშშ-მა ირანის შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის 5 მეგავატის სიმძლავრის ატომური რეაქტორი მისცა. რეაქტორების მშენებლობაში ტექნოლოგიურ დახმარებას ირანს შემდგომში უწევდნენ გერმანია და საფრანგეთი. ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა 1968 წელს, ხოლო რატიფიცირება გაუკეთა 1970 წელს.

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა არის ფიზიკის ნაწილი რომელიც სწავლობს მატერიის უმცირეს ფორმებს და მათ შორის ურთიერთქმედებებს.




წყარო ზოგადი ფიზიკის კურსი, ვიკიპედია და ა.შ

და რამოდენიმე ფორუმი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sade: Jun 5 2009, 21:46
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი Apr 8 2010, 21:56
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


http://irodov.nm.ru/6/info.htm
წიგნითურთ და ამოხსნილი ამოცანებითურთ



--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
pyrus drago
პოსტი May 23 2010, 13:00
პოსტი #3


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 9,252
კურსი:--


და რომელი ინსტიტუტია ყველაზე კარგი ფიზიკის შესასწავლებლად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 0:34
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank