გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Closed Topic Start new topic
 წესები, გაეცანით-ვორნზე ახალი წესებია
 
Nika
პოსტი Oct 7 2007, 20:43
პოსტი #1


Root Admin
**

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 645
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 1
კურსი:4


1.ზოგადი წესები

1.1.თემების გამოქვეყნება შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც ეთანხმება ფორუმის წესებს.
1.2.ფორუმის წესებს ამტკიცებს საიტის ადმინისტრაცია!
1.3.ადმინისტრაცია არ იძლევა გამოქვეყნებული თემების ინფორმაციული სიზუსტის გარანტიას. ყოველი თემა გამოხატავს ავტორის ნება-სურვილს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა განცხადების შინაარსზე.
1.4.ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს წევრის კონფიდენციალურ ინფორმაციას. მაგრამ ეს არ ვრცელდება იმ წევრებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ ფორუმის წესებს.
1.5.ფორუმზე წესრიგს ამყარებენ ადმინისტრაციის წევრები.
1.6.ზოგიერთ განყოფილებაში იმოქმედებს დამატებითი წესები.
1.7.ფორუმზე დასაშვებია ქართული ტექსტის მხოლოდ ქართული სიმბოლოებით წერა.სხვა შემთხვევაში ყველა მსგავსი თემა და კომენტარი გაუფრთხილებლად წაიშლება.რაც შეეხება თავად ინგლისურ ტექსტებს, მათი წერა ჩვეულებრივად ინგლისური შრიფტით ნებადართული და სასურველია.
1.8.ფორუმზე ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.

2.თემები

2.1.აკრძალულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა.
2.2.აკრძალულია თემის გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგ. ”ვერაფერი გავიგე”, ”შემოიხედეთ”. სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი ობიექტი.
2.3. აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა და პირადი შეურაცხყოფა.
2.4. აკრძალულია დამცინავი და ცინიკური გამოხმაურებები.
2.5.-ადმინისტრაციას და განყოფილების მოდერატორს აქვს უფლება, წაშალოს ნებისმიერი თემა, რომელიც არაკორექტულია და შეურაცხყოფს სხვა მომხმარებლის ღირსებას ( მიუხედავად რაიმე განმასხვავებლისა ) , ან შეიცავს ძალადობრივ მოწოდებებს. ასევე, თუ იმავე სათაურის, ან თითქმის იდენტური შინაარსის თემა უკვე გახსნილია იმავე ან სხვა განყოფილებაში.
2.6. მოდერატორს და ფორუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს გადაადგილოს თემა, თუ აღნიშნული თემა არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას;ან შეაერთოს სხვა თემასთან - თუ მისი მსგავსი შინაარსის თემა უკვე არსებობს. ასეთ შემთხვევაში, ძველ თემას უერთდება ახალი და გაერთიანებული თემის ავტორად რჩება თავდაპირველი თემის ავტორი.
2.7.ყველა თემა რომელიიც იქნება 150 გვერდზე მეტი უნდა დაიხუროს და გაიხსნას ამ თემის სხვა ნაწილი.
2.8. ადმინისტრაციას ან ადმინისტრაციის წევრს თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს შეუძლია დახუროს ნებისმიერო თემა რომელზეც ბოლო პოსტის შემდეგ გამოხმაურება არ ყოფილა ერთ თვეზე მეტი ხნის განვალობაში.

3. წევრის უფლებები და აკრძალვები

3.1 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება, ნებისმიერ განყოფილებაში ნებისმიერ თემაში შესაბამისი თემატიკის საკუთარი აზრი გამოთქვას ისე, რომ არ შეურაცხყოს ფორუმის სხვა მომხმარებლის ღირსება ( სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ა.შ.)
3.2 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება ფორუმზე ატვირთოს სასურველი ფაილი , ან მიუთითოს ამ ფაილის ელექტრონული მისამართი ( ლინკი)თუ ფაილის შინაარსი არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს.
3.3 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება ისარგებლოს პირადი შეტყობინებების გაგზავნის სერვისით, რომელიც არ კონტროლდება ფორუმის ადმინისტრაციის მიერ და აბსოლუტურად კონფიდენციალურია.
3.4 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება რედაქტირება გაუკეთოს საკუთარ ავატარს, ხელმოწერას, რომელიც არ უნდა ლახავდეს ფორუმის სხვა წევრების ღირსებას; არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ შინაარსს.
3.5 - ფორუმის ყველა წევრს აქვს უფლება მოითხოვოს ადმინისტრაციისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ თუ რატომ მიიღო ვორნი.
3.6 - ფორუმზე იკრძალება რაიმე სახის ძალადობრივი მოწოდება.
3.7 - ფორუმზე იკრძალება კონკრეტულ თემაში თემის შინაარსის შეუსაბამო ( OFF posts ) განცხადებების გამოქვეყნება.
3.8 - ფორუმზე იკრძალება პორნოგრაფიის ან სხვა წევრების შეურაცხმყოფელი ვიდეო-ფოტო-აუდიო მასალის გავრცელება.
3.9 - ფორუმზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სხვა ფორუმელის მიმართ.

4.სანქციები

4.1ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში იმ განყოფილების მოდერატორს, სადაც კონკრეტული მომხმარებელი ათავსებს თავის განცხადებას, აქვს უფლება აღნიშნული მომხმარებელი დააჯარიმოს გაფრთხილებით ( Warn) , ფორუმზე შემოსვლის, ან განცხადების გაკეთების შეზღუდვით ( ban) და თვალყურის დევნების რეჟიმით აკონტროლოს ამ კონკრეტული მომხმარებლის განცხადებები.(პოსტები)
4.2 გაფრთხილება ( warn ) არის მხოლოდ მოდერატორებისთვის ხელმისაწვდომი სანქცია, რომლის დროსაც იგი მიუთითებს კონკრეტულ მომხმარებელს მის მიერ გადაჭარბებულ უფლებებზე.
4.3ყოველ მომხმარებელს აქვს ,,გაფრთხილების პაკეტი" , რომლის ავსება იმაზეა დამოკიდებული,თუ რამდენ %-იან გაფრთხილებას მიანიჭებს უფლებამოსილების გადამჭარბებელ მომხმარებელს მოდერატორი. პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს მოდერატორის მიერ დათქმული ვადით შეეზღუდება ფორუმზე მოღვაწეობა.
4.4მოდერატორს უფლება აქვს, მომხმარებელი შეზღუდოს ფორუმით სარგებლობის უფლებით(დაადოს ban). შეზღუდვის ხანგრძლივობა განისაზღვრება უფლებამოსილების გადაჭარბების შესაბამისად.

5. ადმინისტრაცია

5.1ადმინისტრაციაში შედის ფორუმის დირექტორი,იურისტი, ადმინისტრატორი და მოდერატორები, რომლებიც არეგულირებენ განყოფილებებში თემებს და ფორუმის მომხმარებელთან განცხადებებს.
5.2 მოდერატორები ინიშნებიან და გადაირჩევიან მხოლოდ ფორუმის ადმინისტრაციის მიერ.

ადმინისტრაციის სპეციალური დებულებები

5.3ფორუმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერ დრო.
5.4თუ ფორუმზე წარმოიშობა ისეთი დავა ან სიტუაცია,რომელიც არ რეგულირდება ფორუმის წესებით, მას გადაწყვეტს ფორუმის ადმინისტრაცია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.
5.5ადმინიტრაციის წევრის მიერ მიცებული სიტყვიერი გაფრთხიელება არ ჩაითვლება OFFად.


დასჯის ახალი სისტემა


აქ დავწერ თუ როგორ დაისჯება მომხმარებელი წესების დარღვევის შემთხვევაში!
დასჯის სისტემა დაიყო 10 ეტაპად

1) სიტყვიერი გაფრთხილება
2) 10% ვორნი
3) 20% ვორნი + ფოსტინგის შეზღუდვა 24 საათი
4) 30% ვორნი + ფოსტინგის შეზღუდვა 2 დღე
5) 40% ვორნი +ფოსტინგის შეზღუდვა 5 დღე
6) 50% ვორნი +ფოსტინგის შეზღუდვა 10 დღე
6) 60% ვორნი +ფოსტინგის შეზღუდვა 20 დღე
7) 70% ვორნი +ფოსტინგის შეზღუდვა 25 დღე
8) 80% ვორნი + ბანი 30 დღე
9) 90% ვორნი + ბანი 65 დღე
10) 100% ვორნი + ბანი!


ადმინისტრაციას შეუძლია დაუმატოს მომხმარებელს რამოდენიმე ეტაპი ერთ დროულად ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიმძიმის დარღვევა იქნება. ფორუმის წესებში ჩვენ ყველაფერს ვერ განვსაზვრავთ!


ეს სისტემა ძალაში შევა ამ თემის გამოქვეყნებისთანავე.

ყველა მომხმარებელს გაუნულდება ვორნ ლოგი (მადლობა მოუხადეთ მოდერატორებს ძალიან გულკეთილი ხალხია :პ ) ავტომატურად ვორნები არ ჩამოეჭრება ხალხს ასე რომ მოდერატორები ნელ ნელა მიყვებიან ყველას! ვინმე თუ გამორჩება „კივილ წივილს “ ნუ ატეხავს ფორუმზე! ვორნიც მიცემის თარიღი და დრო დაფიქსირებულია!

ეს არ ვრცელდება მათზე ვისაც ადევს ბანი და აქვს ფოსტიბგზე შეზღუდვა! ფოსტინგის შეზღუდვის დამთავრების მერე გაუნულდება ვორნ ლოგი!

ყოველ თვე მომხმარებელს ჩამოაკლდება მხოლოდ 10% ვორნი! (რათქმაუნდა იქნება გამონაკლისები)

მაგ გაქვთ 30% ვორნი + ფოსტინგის შეზღუდვა 2 დღე ერთ თვეში ჩამოგაკლდებათ 10% ვორნი და გაგიხდებათ 20% ფოსტინგის შეზღუდვის გარეშე!

მემგონი ყველასთვის ყველაფერი გასაგები უნდა იყოს : )


--------------------
-Никому ты не нравишься. Все тебя ненавидят.
Ты обречён на поражение. Улыбнись, ублюдок! )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 15:57
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank