გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


16 გვერდი V  « < 14 15 16  
Reply to this topic Start new topic
 ტერენტი გრანელი
 
EnDy
პოსტი Sep 10 2010, 0:55
პოსტი #196


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 7-September 10
წევრი №: 9,777
კურსი:--


წინად იყავი მხოლოდ შენ ერთი,
ახლა ჩემი ხმა ზეცას მოიარს...


girl_in_love.gif


--------------------
_არმეხელმოწერება_
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_salomeaa_*
პოსტი Oct 10 2010, 19:32
პოსტი #197





Guests






დღეს გრანელობაა wub.gif
ყველას ვისაც გიყვართ ეს პოეტი გილოცავთ

წალენჯიხაში დღეს ღონისძიებები გაიმართა, 76 წლის წინ ამ დღეს გარდაცვლილა
მე პირადად ძალიან მიყვარს

Go to the top of the page
 
+Quote Post
natia1991
პოსტი Oct 10 2010, 20:04
პოსტი #198


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 325
რეგისტრ.: 7-April 10
მდებარეობა: კანუდოსი
წევრი №: 9,030
კურსი:4


მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

Други мои, просите у бога веселья. Будьте веселы как дети. как птички небесные.

Sometimes the only way to stay sane is to go a little crazy
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami24
პოსტი Oct 10 2010, 20:24
პოსტი #199


მენდე, გამომყევი, მომეცი ხელი...
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,526
რეგისტრ.: 13-March 09
მდებარეობა: ჭაობში ჩაგდებული ცალფეხდასადგმელი მოდრეიფე ხის მყარი კუბიკები

წევრი №: 6,434
კურსი:2


ციტატა(salomeaa @ Oct 10 2010, 19:46) *
დღეს გრანელობაა wub.gif
ყველას ვისაც გიყვართ ეს პოეტი გილოცავთ

წალენჯიხაში დღეს ღონისძიებები გაიმართა, 76 წლის წინ ამ დღეს გარდაცვლილა
მე პირადად ძალიან მიყვარს



მე ვერ მიშველის ვერც ჩემი ლექსი,
ვერ ჩემი ლექსი – სისხლის რვეული,
პოეზიაში ვარ უდიდესი
და ცხოვრებაში გზადაბნეული.

wub.gif


--------------------
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო...

" " "
მომწონს, თქვენ ჩემით (რომ ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი - თქვენი შემყურე...

" " "
უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე...

" " "
"ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"
Go to the top of the page
 
+Quote Post
natia1991
პოსტი Dec 15 2010, 21:32
პოსტი #200


სტუდენტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 325
რეგისტრ.: 7-April 10
მდებარეობა: კანუდოსი
წევრი №: 9,030
კურსი:4


არა მყავს ტოლი,

ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

და როგორც თოვლი

დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.


სხვა ფიქრი მივლის

და საშინელი სიკვდილის ლანდი.

მე მინდა ძილი

და ეს სიზმარი გათენებამდის.


დგას წამი თრთოლვის,

ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

კვლავ, როგორც თოვლი,

დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.


--------------------
დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.

Други мои, просите у бога веселья. Будьте веселы как дети. как птички небесные.

Sometimes the only way to stay sane is to go a little crazy
Go to the top of the page
 
+Quote Post
samuraisxmali
პოსტი Jan 27 2011, 22:45
პოსტი #201


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 10-April 08
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 2,902
კურსი:4


ბნელია სივრცე,
ქსელავს ობობა.
და ისევ ვიგრძენ
უმეგობრობა.
სუფევს ფოთლები,
მელანქოლია.
და მეგობრები
მე არ მყოლია.

----------------------

იმედი არ ჩანს,
ბედს ვერ ავიტან.
მიწა აქ დარჩა
და მზე ჩავიდა.

შენ უნდა მორჩე,
თუ გინდა გავლა.
დე ყვავმა ორჯერ
ძლივს დაიჩხავლა.

მზე თითქოს გაქრა,
მზემ ცა დატოვა.
ხალხია, მაგრამ
მაინც მარტო ვარ.


--------------------
ნუ დაუწყებთ ადამიანებს რაიმეს ახსნას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენი მოსმენაც არ სურთ.

სამურაი ახსენე და ხმალი ხელში დაიჭირეო (c) მარიშკა

ნაკითხიდაგანათლებული ძველბერძნული სიტყვაა და მანქანფულიანს ნიშნავს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
ikzeppelin
პოსტი Feb 16 2011, 21:48
პოსტი #202


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-February 11
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 10,843
კურსი:2


“ტერენტი გრანელს”

თოვს და ანათებს სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის ბრწყინავს კარები
შენ კი, ვით თოვლის თეთრი ფატელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.
აგიტანს შიში და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება თვალთა უპენი,
ნუთუ, ვით თოვლის თეთრი ფანტელი,
შენც ისე მშვიდად დაიღუპები?!
თოვს, და თოვაში აქ დგახარ მარტო
და ძაღლის ხმაზე გაბმულად სტირი.
ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში
რა აწუხებდა მშობლიურ თბილისს.
ეს შენ იცოდი. მაგრამ მეც ვიცი,
რადგან მე შენი ვარ ნათესავი,
მეც მიმიღია პოეტის ფიცი,
მეც მაწვალებდა ლექსი შენსავით
თოვს და თოვაში გიგონებ ძმაო,
ჩანს დათოვლილი საყდარი შენი.
თეთრი ხალათით დგახარ ამაოდ
გათოვს, გათოვს … და არავინ გშველის.
თოვს და თოვაში გიგონებ, ძმაო.
ვინ გაგიყუჩებს ტკივილს და ვარამს?
მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ,
აქამდის არვინ არ შეგიყვრა.
ათოვს თბილისს და თბილისის ღამეს,
გათეთრებულა საყდარი ჯვარით,
-აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს-
იტყვის მშვიდად და ჩაივლის მგზავრი

ლადო ასათიანი


გრანელის მონოლოგი

და სიკვდილის წინ ნდობის ქარია,
გარდაცვალება იყო ობოლი.
წამასვენებენ და მიხარია,
ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.
არ ვიცი ამ დროს ვის უნდა შევხვდე,
მე ვინ მომიტანს ცისფერ განთიადს,
ამ სიყვითლეში სხვა სივრცეს ვეძებ
და მონასტერში ნინო დადიანს.
იყო ზარების უხმო გოდება,
და მდუმარების სუსტი ხელები,
თუ საგიჟეთი მომაგონდება,
ლექსის სხეულში ჩავესვენები.
კუბო იქნება სადა, უბრალო
და პროცესია ალბათ ობოლი,
გზასაცდენილი გიხმობ უფალო,
ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.

მამა პეტრე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ikzeppelin: Feb 16 2011, 21:44
Go to the top of the page
 
+Quote Post
dachiachi
პოსტი Aug 11 2012, 4:27
პოსტი #203


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-August 12
წევრი №: 13,226
კურსი:3


მაგარია ტერენტი

შენი ოცნები იყო გაფრენა,
ვერ შეეგუე მიწას და ტალახს.
ალბათ გმერთმა ქრისტე გაჩვენა,
შენში ხედავენ უდიდეს ტალანტს.

მუდამ გდევნიდა ბოროტი ხალხი,
არ შეგეშინდა შენ იმ დროების.
საწყალს არ გქონდა შენი სახლი,
და მაინც სული შეგრჩა პოეტის.

სიცოცხლეს გაურბოდი, არგინდოდა სიკვდილი,
ბოლოს მაინც სიკვდილს დანებდი.
თან წაიგე, შენი გულის უცნობი ტკივილი,
ალბათ ამიტომაც დაირქვი გრანელი.


ეზგვნება ,,ტერენტი გრანელს'' დიდი პატივის ცემიტ........
Go to the top of the page
 
+Quote Post
16 გვერდი V  « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2019 - 13:37
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank