გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 www.Vet-Express.Ge - ვეტერინარია და ცხოველთა დაცვის საზოგადოება, www.Vet-Express.Ge - ვეტერინარია და ცხოველთა დაცვის საზოგადოება
 
Dr Regners
პოსტი May 23 2010, 12:36
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-May 10
წევრი №: 9,253
კურსი:--


ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და შევიფაროთ უპატრონო ცხოველები და დავიცვათ მათი უფლებები. ვუწევთ ვეტერინარულ დახმარებას და შემდგომში ვეძებთ ახალ პატრონს, რათა გავულამაზოდ ისედაც ტანჯული ცხოვრება. თუ ცხოველის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ან ირღვევა მისი უფლებები გთხოვთ შეგვატყბინოთ, რათა დროულად მოვახდინოთ რეაგირება და გადავარჩინოთ მათი ცხოვრება. ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავეხმაროთ, შევიფაროთ და გადავარჩინოთ ოთხფეხა მეგობრები. ისინი ხომ ჩვენზე არიან დამოკიდებულნი.

_______________________________________________________________________________________________________________________________________
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება ჩამოყალიბდა 2008 წლის 20 აპრილს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და შევიფაროთ უპატრონო ცხოველები და დავიცვათ მათი უფლებები. ვუწევთ ვეტერინარულ დახმარებას და შემდგომში ვეძებთ ახალ პატრონს, რათა გავულამაზოდ ისედაც ტანჯული ცხოვრება. თუ ცხოველის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ან ირღვევა მისი უფლებები გთხოვთ შეგვატყბინოთ, რათა დროულად მოვახდინოთ რეაგირება და გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე. ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავეხმაროთ, შევიფაროთ და გადავარჩინოთ ოთხფეხა მეგობრები. ისინი ხომ ჩვენზე არიან დამოკიდებულნი.

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი ანგარიშის ნომერი: 875134900; ბანკის კოდი: 220101502; თითოეული თეთრი მოხმარდება უპატრონო ცხოველის კეთილდღეობას - მათთვის თავშესაფრის ასაშენებლად! - გმადლობთ კეთილშობილებისათვის!


კაცობრიობისთვის ცნობილია , რომ ადამიანებს აკისრიათ უდიდესი მორალური ვალდებულება ყველა ცოცხალი არსების და განსაკუთრებით შინაური ცხოველების წინაშე,რომლებთანაც განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებთ. მხედველობაშია მისაღები ცხოველთა უდიდესი შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს ადამიანს და აქედან გამომდინარე მათ უდიდესი ღირებულება აქვთ საზოგადოებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შინაური ცხოპველები და შექმნას მათთვის აუცილებელი საარსებო პირობები. ქ. თბილისში უკვე დიდი ხანია დგას უპატრონო ცხოველების ძაღლების და კატების პრობლემა. უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობის გამო ადამიანებს ნამდვილად ეშინიათ შექმნილი სიტუაციის, ამავე დროს ისინი კვებავენ ქუჩის ძაღლებს ეზოებში, სადაც ეს ძაღლები იცავენ და დარაჯობენ სახლებს ან მანქანებს და "კომპანიონი" ცხოველის სტატუსით ცხოვრობენ. უპატრონო ძაღლების და კატების ზედმეტად დიდი რაოდენობა იდენტიფიცირებულია, როგორც ცოფის დრამატული განვითარების ძირითადი მიზეზი. ზოგიერთი მცხოვრები ამართლებს ძაღლმჭერი ბრიგადების მოქმედებას, ზოგიერთი კი აშკარად უპირისპირდება ამ პრაქტიკას და აკრიტიკებს იმ მეთოდებს, რომლებითაც ხორციელდება ეს. ვინაიდან არც პრობლემის და არც მისი შესაძლო გადაჭრის ნათელი წარმოდგენა თითქმის არავის არა აქვს, თითოეულ მხარეს თავისი საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა სურს. ამგვარად, დღეს-დღეობით, ძაღლების პოპულაციის ჩვეულ მართვას რაციონალურს ვერ ვუწოდებთ. ცხოველების დამცველთა რიგები იზრდება და ვინაიდან უპატრონო ცხოველების და კატების განადგურების სტრატეგია და საშუალებები მართლაც იმსახურებს კრიტიკას, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სურს გადაარჩინოს უპატრონო ცხოველები, რაც მისასალმებელია და სასიხარულო. ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება მოვითხოვთ ,რომ ძაღლების და კატების პოპულაციური მართვა წარიმართოს ჰუმანური გზით და ეს გზა ცხოველთა სტერილიზაციაა ! ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ძაღლების და კატების პოპულაციის მართვისა, რომელიც ხორციელდება ძაღლების და კატების რაოდენობრივი შემცირება-მოკვდინების გზით,რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებსა და საქმიანობებს. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მთელი რიგი პროგრამა რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს მერიისა და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ და მოხდეს მისი განხორციელება პრაქტიკულად.

1. სასწრაფოდ უნდა აშენდეს ძაღლების და კატების თავშესაფარი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
2. უნდა მოხდეს სპეც.ავტომეურნეობების ძაღლჭერი ბრიგადების ტექნიკური გადაიარაღება, ძაღლმჭერი მანქანების მოდერნიზება -რეკონსტრუქცია, სპეციალისტების გადამზადება, სტაჟირება უცხოეთში, ცხოველთა დაჭერა-იზოლაციის თანამედროვე ჰუმანური მეთოდების დანერგვა.
3. ქალაქის ტერიტორიის დროული დასუფთავება ნაგვისაგან, სტიქიური ნაგავსაყრელების დროული ლიკვიდაცია, რომელზეც ბინადრობენ უპატრონო ცხოველები.
4. ქალაქის ქუჩებში და გარეუბნებში მყოფი ავადმყოფი და გაველურებული უპატრონო ძაღლების დაჭერა-იზოლაცია და ძაღლების თავშესაფარში განთავსება მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოების WSPA-მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ინფორმაციის დროული გაცვლა მოქალაქეთა დაკბენის შესახებ, რათა დროულად დამყარდეს დამკბენ ცხოველებზე ვეტერინარული ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში დაკბენილ მოქალაქეებს დროულად გაეწიოთ დახმარება.
6. კონტროლის დაწესება ცხოველთა უსისტემო ბაზრობებზე.
7. დაინტერესებული საზოგადოებების ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვა პრობლემის მოგვარების პრაქტიკული გზებით (საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან დახმარების მიღება თავშესაფრების ორგანიზაციებისა და ცხოველთა სტერილიზაციის ჩასატარებლად).
8. მოსახლეობაში საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული მუშაობის გაძლიერება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით.
9. აუცილებლად უნდა შეიქმნას ერთიანი სანფორმაციო საიდენტიფიკაციო ბაზა, სადაც რეგისტრირდება ჩიპირებულ ცხოველთა მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს ძაღლებისა კატების პოპულაციურ მართვის კონტროლს.

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვეტერინარი ექიმი - ვახტანგ მამალაძე.

www.Vet-Express.Ge - ვეტერინარია და ცხოველთა დაცვის საზოგადოება

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Dr Regners: May 23 2010, 12:36
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2019 - 0:31
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank