გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


11 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topic Start new topic
 უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, დადგენილება N92
 
gochi_gochi
პოსტი Jun 20 2008, 13:54
პოსტი #1


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,800
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: მდებარეობა უცნობია

წევრი №: 952
კურსი:--


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 92

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ



1. თსუ-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭება

1)ბაკალავრიატის/დიპლომირებული სპეციალისტის სწავლების საფეხურზე საქართველოს მოქალაქეებისათვის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები;

2)მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება მაგისტრატურის დებულების შესაბამისად, მაგისტრატურაში მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;

3)დოქტორანტურაში მიღების წესი დგინდება შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით;

4)სტუდენტების საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად/გასაუმჯობესებლად მონაწილეობის საკითხს აწესრიგებს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”;

5)სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა თსუ-ში დადგენილი წესების დაცვით;

6)სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და აკადემიური (საგნობრივი) - ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით.


2. თსუ-ში გადაყვანის წესით ჩარიცხვა

1)გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება, სწავლის მეორე წლიდან, აქვს სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ), ან იმ არააკრედიტებულ უსდ-ში, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლებოდა აკრედიტებულად;

2)სხვა უსდ-დან გადმოყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე, თსუ-ს მიერ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე;

3)გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება სემესტრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე;

4)გადაყვანის წესით კონკურსანტის ჩარიცხვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ფაკულტეტის წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილებით დადგინდა სტუდენტის მიერ ათვისებული პროგრამისა და თსუ-ის სასწავლო პროგრამის თავსებადობა;

5)გადაყვანის წესით ჩარიცხვის წინაპირობაა შესაბამის ფაკულტეტზე მობილობის პროგრამით გათვალისწინებული წერილობითი გამოცდის ჩაბარება დადებითი შეფასებით;


3. თსუ-დან გარიცხული\ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა

1)ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;

2)გარიცხულ/ამორიცხულ სტუდენტს, რომელიც თსუ-ში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული იყო ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

3)"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე უსდ-ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელნიც ამოირიცხნენ თსუ-დან უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, პირადი განცხადების საფუძველზე აღდგენის უფლებით, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ მათი გარიცხვის დროისათვის უნივერსიტეტში მოქმედი წესის შესაბამისად.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა თსუ-ში ჩარიცხვა

1)თსუ აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს ადგილებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის

2)უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

3)თსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობა.


5. თსუ სტუდენტის უფლება-მოვალეობები

1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
ბ) ისარგებლოს თსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია ტუტორებისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო დისციპლინების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
ვ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება.



2. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
ბ) დაიცვას და შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები;
გ) გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში და გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია;
დ) ერთი თვის ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს პირად ბარათში მითითებული ინფორმაციის ცვლილებებზე;
ე) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ვ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას;

3. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:

ა) პლაგიატი- ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე;
ბ) თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;
გ) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
დ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;


6. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1)სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) აკადემიური შვებულება;
გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

2)სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა:
ა) უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, არაუმეტეს სამი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროგრამის მეტი ხანგრძლივობა;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
გ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით;
დ) ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის მიზნით, ორსულობისა და ახალშობილთა მოვლის გამო (არაუმეტეს 2 სემესტრისა);

3)აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, საიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
4)ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, სტატუსის ავტომატურ რეჟიმში შეჩერებისას, სემესტრების ათვლა გრძელდება და სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელშიც გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.


7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის სწავლების საფეხურზე;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;
ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;
ვ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში;
ზ) ერთი და იმავე საგნის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება;
თ) მე-5 პარაგრაფის მე–3 პუნქტის "გ” და "დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები;
ი) გარდაცვალება;
2. სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა თსუ–ს სხვა ფაკულტეტზე, ან სხვა უსდ-ში გადასვლის შესაძლებლობა.


8. სემესტრული გადასახადი

1)თსუ-ში სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახადით და ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე შეადგენს:

ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის:

ბაკალავრიატში – 750 ლარი;
მაგისტრატურაში – 1000 ლარი;
დოქტორანტურაში – 1000 ლარი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის:

ბაკალავრიატში – 1250 ლარი;
მაგისტრატურაში – 1500 ლარი;
დოქტორანტურაში – 2000 ლარი;

2. ცალკეულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური, მაგრამ არანაკლებ 1-ლი პუნქტის. "ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა;
3. გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის სწავლის საფასური განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა) სწავლის სემესტრული საფასური – 1000 ლარი;
ბ) 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხულნი 2008 წლის ოქტომბრამდე თავისუფლდებიან გადასახადისაგან;
გ) 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხულნი ერთი სემესტრის განმავლობაში თავისუფლდებიან გადასახადისაგან;
დ) თუ დოქტორანტი აღნიშნულ ვადებში, ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ვერ წარუდგენს საკვალიფიკაციო ნაშრომს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს, იგი სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით;
4. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პრეფერენციული (უფრო დაბალი, შეღავათიანი) ტარიფით გაფორმებული ხელშეკრულება, სტუდენტს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში უნარჩუნდება ხელშეკრულებით დადგენილი საფასურის ოდენობა;
5. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
6. აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება ამ პარაგრაფის მე-4 პუნქტით დადგენილი ტარიფით;
7. პირმა, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, აღდგენის შემთხვევაში უნდა განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. სწავლის საფასური ამ შემთხვევაში განისაზღვრება სტუდენტის სტატუსის აღდგენისას დადგენილი ტარიფით;
8. სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას;
9. სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა ნიშნავს მის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის სემესტრულ – შუალედურ და დასკვნით გამოცდებში. აკადემიური რეგისტრაციის გაუქმების ან არჩეული საგნის შეცვლის მოთხოვნა დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, რის შემდეგაც დაუშვებელია მომსახურების მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გადატანის მოთხოვნა;
10. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლის გარეშე სტუდენტის სასწავლო პროცესში თვითნებური მონაწილეობა არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამატებით გავლა და მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება;


9. დამატებითი სემესტრის გავლა

1)სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებსა და დაფინანსების (სემესტრული გადასახადის) ფარგლებში განმეორებით მოისმინოს ცალკეული სასწავლო კურსები სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ოდენობით;

2)სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო, არაუმეტეს ოთხი სემესტრის მანძილზე;

3)დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანატის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის მოცულობით) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარიფით;
ბ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და შეადგენს: ბაკალავრიატში ყოველ კრედიტზე 25 ლარს, მაგისტრატურაში და - 35 ლარს;

4. სტუდენტს, რომელიც დამატებითი სემესტრებით გათვალისწინებულ ვადებშიც ვერ დააგროვებს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის საჭირო კრედიტებს, უწყდება სტუდენტის სტატუსი და იძენს კურსმოსმენილის სტატუსს, რომელიც დასტურდება აკადემიური ცნობით.


10. თსუ-ს თავისუფალი მსმენელი

1)თავისუფალი მსმენელის სტატუსის მოპოვების უფლება აქვთ საქართველოსა და უცხოეთის სხვა უსდ-ს სტუდენტებს;
2)თავისუფალი მსმენელის უფლებები განისაზღვრება თსუ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მსმენელთან დადებული ხელშეკრულებით;
3)ბაკალავრიატში თავისუფალი მსმენელის სტატუსის მინიჭება ხდება არაუმეტეს ორი სემესტრის ვადით თსუ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
4)თავისუფალ მსმენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოისმინოს მისთვის სასურველი სასწავლო კურსები სემესტრში არაუმეტეს 30 კრედიტის მოცულობით. მათი მოსმენისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი მიიღოს დამადასტურებელი სერტიფიკატი;
5)მაგისტრატურაში თავისუფალ მსმენელად შეიძლება ჩაირიცხოს დაინტერესებული პირი მაგისტრატურის მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე;
6)თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების ვადებს, მისაღებ კონტიგენტს და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას ადგენს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯაროობა აუცილებელი მოთხოვნაა;
7)თავისუფალი მსმენელის სტატუსის მაძიებელი განცხადებით მიმართავს თსუ სასწავლო დეპარტმენტს და თანხმობის შემთხვევაში გადის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას დადგენილი საფასურის ბანკში გადახდით;
8)თავისუფალი მსმენელის მიერ სამაგისტრო პროგრამის სრულად გავლა არ აძლევს მას შესაბამის დარგში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნის უფლებას. მაგისტრის ხარისხის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა თსუ მაგისტრატურაში ჩარიცხვა საკონკურსო გამოცდის შედეგების საფუძველზე;
9)მაგისტრანტს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ თავისუფალი მსმენელის სტატუსით მოსმენილი სასწავლო კურსებისა და მიღებული შეფასებების აღიარება, შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით დადგენილი ყველა წინაპირობის შესრულების შემთხვევაში კი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება;
10)თავისუფალი მსმენელისათვის სწავლის საფასური ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში განისაზღვრება სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის შესაბამისად და ერთი კრედიტის ღირებულება შეადგენს:
ა) ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე - 40 ლარს;
ბ) ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე - 50 ლარს;
გ) ცალკეული სამაგისტრო პროგრამებზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური, მაგრამ არანაკლებ ამ პუნქტის "ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა;


11. საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში მიღებული შეფასებების აღიარება

1)თსუ-ს სტუდენტების, აგრეთვე მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით ჩარიცხულთა მიერ საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში მოსმენილი საგნებისა და მიღებული შეფასებების აღიარება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის მიერ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნის საფუძველზე;
2)შეფასებების აღიარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ უსდ-ში სტუდენტმა სწავლა შეწყვიტა აღნიშნული პროგრამის შესწავლაში შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის მიღების გარეშე.



12. გამოცდების ჩატარების წესები

1)სტუდენტის სემესტრულ საბოლოო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულაა 11, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სასწავლო კურსის სილაბუსი არ ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს;
2)სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:
ა) დანიშნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადება და გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;
ბ) შეფასების მიღება გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობით და სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით;
გ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”) გამოყენება;
დ) აუდიტორიიდან გაძევება გამოცდის ჩაშლის მცდელობის, ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
ე) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების მიღება;
3)დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება ან გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითითებითა და დასაბუთებით;
4)გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობებია:

ა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის გადაწყვეტილება სტუდენტის გამოცდაზე განმეორებით დაშვების შესახებ, დადგენილი წესის თანახმად;
ბ) საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მისი განმეორებით დაცვაზე წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;
გ) 41-დან 50 ქულამდე სემესტრული შეფასების პირობებში სტუდენტს კიდევ ერთხელ ეძლევა დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
დ) სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომლის შეფასებათა ჯამი 41 ქულაზე არანაკლებია, კიდევ ერთხელ ეძლევა საბოლოო გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
ე) თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი;
ვ) სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
ზ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის, ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია.


5. სტუდენტის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება
12. გამოცდების ჩატარების წესები
სტუდენტის სემესტრულ საბოლოო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულაა 11, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სასწავლო კურსის სილაბუსი არ ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს;
სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:
ა) დანიშნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან გამოცხადება და გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;
ბ) შეფასების მიღება გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობით და სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით;
გ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”) გამოყენება;
დ) აუდიტორიიდან გაძევება გამოცდის ჩაშლის მცდელობის, ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
ე) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების მიღება;
დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება ან გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითითებითა და დასაბუთებით;
გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობებია:

ა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის გადაწყვეტილება სტუდენტის გამოცდაზე განმეორებით დაშვების შესახებ, დადგენილი წესის თანახმად;
ბ) საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მისი განმეორებით დაცვაზე წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;
გ) 41-დან 50 ქულამდე სემესტრული შეფასების პირობებში სტუდენტს კიდევ ერთხელ ეძლევა დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
დ) სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომლის შეფასებათა ჯამი 41 ქულაზე არანაკლებია, კიდევ ერთხელ ეძლევა საბოლოო გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
ე) თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი;
ვ) სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
ზ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის, ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია.


5. სტუდენტის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს;
ბ) საკრედიტო სისტემით შეფასება ხდება შემდეგი სქემით:

ქულები შეფასება

91-100 ფრიადი, A

81-90 ძალიან კარგი, B

71-80 კარგი, C

61-70 დამაკმაყოფილებელი, D

51-60 საკმარისი, E

41-50 ვერ ჩააბარა, FX

0-40 ჩაიჭრა, F

გ) მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების წერითი ნამუშევრები ფასდება 100- ქულიანი სისტემით;
დ) თუ შეფასებას რამდენიმე გამომცდელი ახდენს, საბოლოო შეფასება საშუალო არითმეტიკულია.

6) გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხდება შემდეგნაირად:
ა) სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დასაბუთებული საჩივრით მიმართოს თსუ საგამოცდო ცენტრს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა;
ბ) კონკურსანტი, რომელიც არ ეთანხმება მისაღებ გამოცდაზე მიღებულ შედეგს, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში დასაბუთებული საჩივრით მიმართოს თსუ საგამოცდო ცენტრს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა; საჩივარი დასაშვებია, თუ კონკურსანტი/სტუდენტი უთითებს პროცედურულ დარღვევებზე და შეფასების დადგენილი სისტემის შეუსრულებლობაზე;



13. აკადემიური ხარისხის მინიჭება/ბათილობა და დიპლომი

1)საუნივერსიტეტო განათლების ცალკეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი. ბაკალავრის, მაგისტრის, ან დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს, დადგენილი წესის თანახმად, ანიჭებს უნივერსიტეტი შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე;
2)აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ;
3)დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვით; აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ;
4)დოქტორის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევა ხდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.


14. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული დოკუმენტების ნუსხა

ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების განმეორებით მოსმენის პროცესის მოწესრიგების მიზნით” (ბრძ. № 13/01-01, 09.02..2007);
ბ) "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სემესტრული შეფასების წესების დადგენის შესახებ” (ბრძ. № 44/01-01, 15.05..2007);
გ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება "შეფასების რეიტინგული სისტემის შესახებ” (№ 33, 25.06..2007).

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი



http://www.tsu.ge/news/acadc/dad92danarti1.asp აა ამ ლინკზეა რაblum.gif blum.gif blum.gif blum.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gochi_gochi: Jun 20 2008, 13:55


--------------------

.............................















Go to the top of the page
 
+Quote Post
moro
პოსტი Jun 20 2008, 13:56
პოსტი #2


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,004
რეგისტრ.: 16-November 07
მდებარეობა: naxalovka avenue :D
წევრი №: 369
კურსი:--


კი მაგრამ ეს ყველაფერი საფიხვნოში რატომ?????????


--------------------
მე მოვესწრები ერთიან საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
gochi_gochi
პოსტი Jun 20 2008, 13:59
პოსტი #3


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,800
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: მდებარეობა უცნობია

წევრი №: 952
კურსი:--


moro
აუ რავი პირველი სადაც შემოვედი იქ გავხსენი რა გადაიტანენ არ დაეზარებათ ხო რავი ამ დადგენილებაშI მემგონი ყველაზე საინტერესო 7 პუნქტი უნდა იყოს სტუდენტუს სტატუსის შეწყვეტაა მაგრად დანარჩენებიც არანაკლები საინტერესოა ამიტომ გაეცანით


--------------------

.............................















Go to the top of the page
 
+Quote Post
Summoner
პოსტი Jun 20 2008, 14:05
პოსტი #4


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,181
რეგისტრ.: 26-December 07
მდებარეობა: Arka
წევრი №: 1,391
კურსი:--


ვაააა რაცუდია ერთი და იმავე საგნის ორჯერ შეტენვაზე გარიცხვა როა sad.gif გოჭი ტაკ შტო ისწავლე ძმაო კალკულუსი smile.gif

3 საგნის შეტენვაზე ერთ სემესტრში არ არის ხო გარიცხვა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
gochi_gochi
პოსტი Jun 20 2008, 14:06
პოსტი #5


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,800
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: მდებარეობა უცნობია

წევრი №: 952
კურსი:--


Chantura
არა არ არის


--------------------

.............................















Go to the top of the page
 
+Quote Post
seven
პოსტი Jun 20 2008, 14:07
პოსტი #6


პროფესორი
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,565
რეგისტრ.: 12-November 07
მდებარეობა: meotxe sarTuli
წევრი №: 307
კურსი:4


არა.. რამდენიც გინდა ისე შეგეტენოს.. მხოლოდ მეორედ არ იყოს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
akuna matata
პოსტი Jun 20 2008, 14:08
პოსტი #7


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 2-November 07
მდებარეობა: ისლის სახლი
წევრი №: 241
კურსი:--


საინტერესოა


--------------------
აუუუუუუუუუუუმ
Go to the top of the page
 
+Quote Post
moro
პოსტი Jun 20 2008, 14:15
პოსტი #8


მაგისტრანტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,004
რეგისტრ.: 16-November 07
მდებარეობა: naxalovka avenue :D
წევრი №: 369
კურსი:--


ყველაზე დამთრგუნველი მიზეზია სტუდენტის სტატუსის სეწყვეტის მიზეზი-გარდაცვალება რა ცუდად მომხვდა თვალში.კვდები და სტატუსაც გართმევენ.spiteful.gif


--------------------
მე მოვესწრები ერთიან საქართველოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Summoner
პოსტი Jun 20 2008, 14:17
პოსტი #9


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,181
რეგისტრ.: 26-December 07
მდებარეობა: Arka
წევრი №: 1,391
კურსი:--


ციტატა(gochi_gochi @ Jun 20 2008, 14:31) *
seven
ეგ ეხლა პახმელიაზეა და ლუდს დალევდა და კაია მაგიტომ დაწერდა ჯერ ვერ ხვდება რა წერია აქ და კიდე ბუღალტერია რომ გაედოს გარიცხავენrofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

ლოლ ეს მეოე ნაწილს გავდივარ ეხლა... იმ შეტენილს არ გავდივარ biggrin.gif მე ეკონომიკაზე ვარ ბიზნესზე კი არა ჯიგარ... ორ ნაწილიანი გვაქ "ბუღლატერია"... ეხლა ვინ დარჩა გაღიმებული? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
gochi_gochi
პოსტი Jun 20 2008, 14:17
პოსტი #10


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,800
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: მდებარეობა უცნობია

წევრი №: 952
კურსი:--


rustavi... maglivi... ბიჭო აქ იცი რა დაგავიწყდა შუაში რუსთავსა და მაღლივს შორის რუსტავის მარშუტკა უნდა ეწეროსblum.gif blum.gif blum.gif blum.gif blum.gif blum.gif blum.gif

ჰმმ კალკულუს ვაბარებ ნუ ნერვიულობ წელს არაპერი მეტენება სრულ 35 კრედიტს ვიღებ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gochi_gochi: Jun 20 2008, 14:18


--------------------

.............................















Go to the top of the page
 
+Quote Post
confusion
პოსტი Jun 20 2008, 14:19
პოსტი #11


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,170
რეგისტრ.: 3-November 07
წევრი №: 249
კურსი:4


gochi_gochi
აუ გოჭ მოკლედ მომიყევი რა წერია ამდენი როგორ წავიკითხო
=)))
=))
არ დამიმალოთ ოღონდ..
რამე ცუდი მელის??
unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
gochi_gochi
პოსტი Jun 20 2008, 14:21
პოსტი #12


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,800
რეგისტრ.: 11-December 07
მდებარეობა: მდებარეობა უცნობია

წევრი №: 952
კურსი:--


confusion
არა გენაცვალე არ ა შენ ჯერ არა იცი რა ქენი 7 პუნქტი წაიკითხე რა გარიცხვებზე წერია ისე რავი ცემი აზრით ეს ყველა სტუდენტმა უნდა წაიკითხოს აუცილელად იმმტომ რომ ყველაპერი რაც აქ წერია თქვენ გეხებათ


--------------------

.............................















Go to the top of the page
 
+Quote Post
confusion
პოსტი Jun 20 2008, 14:22
პოსტი #13


პროფესორი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,170
რეგისტრ.: 3-November 07
წევრი №: 249
კურსი:4


კარგი სახლშიი წავიკითხავ ყურადღებით =)
Go to the top of the page
 
+Quote Post
11 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2019 - 8:57
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank