გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 თერმობირთვული რეაქციები, ცოტა რამე "საშიში" ფიზიკის შესახებ
 
LEON
პოსტი May 28 2010, 22:04
პოსტი #1


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ამ განყოფილებაში ვინც შემოდის, ფიზიკის ოდნავ აზრზე ყველა შემთხვევაში არის, შესაბამისად არ დამჭირდება ახსნა თუ რა არის ბირთვული რეაქციები. თუმცა არცოდნაც არაა უსაშველო და არსებობს თემა, რომელსაც თუ გადაიკითხავთ, ოპენჰაიმერი ვერ გახდებით, მაგრამ მძიმე და მსუბუქი ბირთვების განსხვავებას დაამხეცებთ biggrin.gif .

ეხლა გადავიდეთ საქმეზე და მოკლედ ავხსნათ თუ რას წარმოადგენს თერმობირთვული რეაქცია და რატომ არის იგი ესოდენ საშიში. ზოგადად ფიზიკაში ტერმინი : "თერმობირთვული რეაქცია" გამოიყენება იმ ტიპის რეაქციების აღსანიშნად, რომლებიც მიმდინარეობს მსუბუქ ატომბირთვებს შორის. მათი ეფექტური მიმდინარეობისთვის აუცილებელია ზემაღალი ტემპერატურები, ანუ ატომბირთვებს შორის მიმდინარე თერმობირთვული რეაქციისას წარმოიშვება არანაკლებ 10 მილიონი (!) კელვინი ტემპერატურა. მარტივი შედარებისთვის: ვოლფრამი 5900 გრადუსზე უკვე დუღს. მსუბუქ ბირთვებს შორის რეაქციისას გამოყოფილი ენერგია ბევრად აღემატება ბირთვების გაყოფის ჯაჭვური რეაქციისას გამოყოფილი ენერგიის რაოდენობას. მაგალითად: 1კგ წყალბადის ჰელიუმად სრულად გარდაქმნისას გამოიყოფა 8-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე 1კგ ურან235-ის გაყოფისას. არამართვადი, არასტაციონარული ხელოვნური თერმობირთვული რეაქცია ხორციელდება წყალბადის ბომბში. მაგრამ მასზე დაკვირვება ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან წამის მემილიონედში ხდება აფეთქება. კაცობრიობამ დაიწყო ფიქრი მართვად და შენელებულ თერმობირთვულ რეაქციაზე, რომელიც წესით ენერგიის უშრეტ წყაროდ უნდა იქცეს. ITER (International Thermonuclear Experimental Reactor)- ასე ეწოდება საერთაშორისო პროექტს, რომლის მონაწილეებიც არიან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, კორეა და ევროკავშირი.
ესეც ლოგო:


რეაქტორი ასე გამოიყურება:



პროექტის ღირებულება დასაწყისში 5 მილიარდ ევროდ იყო დაგეგმილი, მაგრამ მერე ფაქტიურად გაორმაგდა.
ITER-ის დადებითი მხარეები:

1. ფაქტობრივად გამოულევადი საწვავი
2. უსაფრთხოა
3. გარემოს არ აბინძურებს.

ეხლა კვლავ მეცნიერულ მხარეს დავუბრუნდეთ და მოკლედ აღვწეროთ ის რეაქციები, რომლებიც უნდა მოხდეს, რათა მივიღოთ ესოდენ ძვირფასი ენერგია.



ერთი სეხედვით ჩინურია, მაგრამ განვმარტავ და ძალიან მარტივად მოგეჩვენებათ smile.gif ორდესაც წყალბადის ორი იზოტოპის: დეიტერიუმის და ტრითიუმის ბირთვები ეჯახებიან, ამ დროს ხდება მათი შეერთება და წარმოიქმნება ჰელიუმის ბირთვი (ალფა ნაწილაკი), პარალელურად გამოიყოფა მაღალი ენერგიის ნეიტრონი და 17, 6 მეგაელექტრონვოლტის ოდენობის ენერგია.

ტერიტორიული მდებარეობა რეაქტორისა




ამ განყოფილების არსიკვდილისათვის (სხვა ტერმინი ვერ მოვიფიქრე) იზრუნა spiller-მა. შემდეგსი ვეცდები ქიმიის განყოფილებას შევმატო რამე უაზრობა.

მზეზე მიმდინარე თერმობირთვულ რეაქციებზე მოგვიანებით დავწერ


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 28 2010, 22:06
პოსტი #2


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


შენ ბირთვულზე მაგარი გაჭედილი გაქვს (კარგი გაგებით)


მერე მოეშვი ამ კაზუსებს ტო მიაწექი იმას რაც გიკვარს, მე adviceა biggrin.gif


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 28 2010, 22:12
პოსტი #3


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 28 2010, 22:20) *
შენ ბირთვულზე მაგარი გაჭედილი გაქვს (კარგი გაგებით)


მერე მოეშვი ამ კაზუსებს ტო მიაწექი იმას რაც გიკვარს, მე adviceა biggrin.gif

ვაპირებ კიდეც smile.gif მაგრამ ჯერ იურიდიული უნდა დავამთავრო

www.Mathx.in ფორუმის root admin-ს შეუძლია წაიღოს ეს სტატია smile.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 28 2010, 22:23
პოსტი #4


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


იმისათვის, რომ მოხდეს აფეტქება, გასაყოფი მასალის ძომები კრიტიკულს უნდა აღემატებოდეს. ამის მიღწევა შეიძლება კრიტიკულ ზომაზე ნაკლები ზომების მქონე გასაყოპი მასალის ორი ნაწრის სწრაფი შეერტებით, ან ერთი ნაჭრის მკვეთრი შეკუმშვით იმ ზომამდე, რომლის დროსაც ნეიტრონების კარგვა შემცირებული ზედაპირიდან იმდენად მჩირდება, რომ ნაჭრის ზომა ზეკრიტიკული ხდება. ორივე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მასალით ხორციელდება.

rofl.gif

არ ქნათ ეგ

დეიტერიუმის ტრიტიუმთან შეერთების რეაქცია

ამ რეაქციის დროს 17,6 მევ ენერგია გამოიყოფა. ტრიტიუმი ბუნებაში არ არისbiggrin.gif და უნდა გამომუშავდეს ლითიუმიდან თვით თერმობირთვულ რეაქტორში.


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 28 2010, 22:29
პოსტი #5


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 28 2010, 22:37) *
იმისათვის, რომ მოხდეს აფეტქება, გასაყოფი მასალის ძომები კრიტიკულს უნდა აღემატებოდეს. ამის მიღწევა შეიძლება კრიტიკულ ზომაზე ნაკლები ზომების მქონე გასაყოპი მასალის ორი ნაწრის სწრაფი შეერტებით, ან ერთი ნაჭრის მკვეთრი შეკუმშვით იმ ზომამდე, რომლის დროსაც ნეიტრონების კარგვა შემცირებული ზედაპირიდან იმდენად მჩირდება, რომ ნაჭრის ზომა ზეკრიტიკული ხდება. ორივე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მასალით ხორციელდება.

rofl.gif

არ ქნათ ეგ

დეიტერიუმის ტრიტიუმთან შეერთების რეაქცია

ამ რეაქციის დროს 17,6 მევ ენერგია გამოიყოფა. ტრიტიუმი ბუნებაში არ არისbiggrin.gif და უნდა გამომუშავდეს ლითიუმიდან თვით თერმობირთვულ რეაქტორში.

ჰო, ეგ ფორმულა ავხსენი ზემოთ, უბრალოდ ტრითიუმის მიღების რეაქციაზე აღარაფერი დავწერე, ამ თემაში ჩემ და შენ გარდა სხვაც შემოდის ხოლმე biggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია spiller: May 28 2010, 22:31


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 28 2010, 22:30
პოსტი #6


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(spiller @ May 28 2010, 22:43) *
ჰო, ეგ ფორმულა ავხსენი ზემოთ, უბრალოდ ტრითიუმის მიღების რეაქციაზე არარაფერი დავწერე, ამ ტემაში ჩემ და სენ გარდა სხვაც შემოდის ხოლმე biggrin.gif

ხო დაგიწერია

არაუშავს

biggrin.gif


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 28 2010, 22:32
პოსტი #7


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 28 2010, 22:44) *
ხო დაგიწერია

არაუშავს

biggrin.gif

რას ამბობ, კაცო, ორონდ კი რამე საინტერესო დაიწეროს და რა პრობლემაა. ისე ამ განყოფილებას მოდერი ჰყავს? ამდენი ხანი რომ ვიხვეწები მოდერობას, აქ რომ გამიჩალიჩონ, არ იქნება?


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 28 2010, 22:33
პოსტი #8


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


მეშინია რა , იმენა მეშინია biggrin.gif

თერმობირთვული მამაზაღლობების


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 28 2010, 22:34
პოსტი #9


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ციტატა(μίσοςάνθρωπος @ May 28 2010, 22:47) *
მეშინია რა , იმენა მეშინია biggrin.gif

თერმობირთვული მამაზაღლობების

"საშიში" ბრჭყალებში ჩავწერე. უმართავი რეაქცია მართლა საშიშია - წყალბადის ბომბი biggrin.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Γεώργιος
პოსტი May 28 2010, 22:35
პოსტი #10


კანდიდატი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,861
რეგისტრ.: 4-January 10
წევრი №: 8,285
კურსი:--


ციტატა(spiller @ May 28 2010, 22:48) *
"საშიში" ბრჭყალებში ჩავწერე. უმართავი რეაქცია მართლა საშიშია - წყალბადის ბომბი biggrin.gif

თერმობირთვულ (წყალბადის) ბომბში, თერმობირთვული სინთეზისათვის საჭირო მაღალი ტემპერატურა მიიღება იმ ატომური ბომბის (ურანის ან პლუტონიუმის) აფეთქებით, რომელიც მოთავსებულია თერმობირთვულ ბომბში. ასეთი ბომბების აფეთქების ენერგიის გაზრდა არ არის შეზღუდული.


--------------------
Γενηθήτω φῶς.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LEON
პოსტი May 28 2010, 22:38
პოსტი #11


ამ ფორუმის მესაფლავე
*******

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,177
რეგისტრ.: 6-March 08
მდებარეობა: 日本国
წევრი №: 2,460
კურსი:--


ჰო, ეგ უკვე აუცილებელია. ისე თვითონ პლუტონიუმის ან ურანის ბომბის მთელი მუღამი ისაა, რომ ორი კრიზისულ მასაზე ნაკლები რადიოაქტიური ნივთიერების შეერთებიტ ფეთქდება. ყველაფერი სინთეზია რა biggrin.gif


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2019 - 7:26
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank